გრიგოლ აბაშიძე
წლები: -
გრიგოლ აბაშიძე (დ. 19 ივლისი (1 აგვისტო), 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა — „სამხრეთის საზღვარზე“ (1949), „ლენინი სამგორში“ (1950, ორივე ციკლისთვის — სახელმწიფო პრემია, 1951), „თუნდ დავიარო მთელი სამყარო“ (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.