ჯეიმზ მეთიუ ბარი
წლები: -
ჯეიმზ მეთიუ ბარი (ინგლ. James Matthew Barrie, დ. 9 მაისი, 1860 — გ. 19 ივნისი, 1937) — შოტლანდიელი მწერალი და დრამატურგი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც პიტერ პენის შემქმნელი. დაიბადა და განათლება მიიღო შოტლანდიაში, მაგრამ ლონდონში გადავიდა, სადაც რომანების და პიესების მთელი რიგი დაწერა. იქ მან გაიცნო ლიუელინ დეივისის შვილები, რომლებმაც შთააგონეს, დაეწერა ამბავი ბიჭუნაზე, რომელიც მოგზაურობდა კენსინგტონის პარკში, მოგვიანებით კი გახდა პიტერ პენი. პენის შესახებ დაწერილი პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა იყო „პიტერ პენი, ანუ ბიჭუნა, რომელიც არ იზრდებოდა“.