https://api.palitral.ge/storage/author/qN0aawDVtpd37sqxyGKVhryHFeciE2GlkMFh4iub.jpg

სომერსეტ მოემი

წლები: 25 იანვარი 1874- 16 დეკემბერი 1965

მოემი დაიბადა საფრანგეთში მცხოვრებ ინგლისელთა ოჯახში, რომელთაც იზრუნეს იმაზე, რომ შვილი პარიზში ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე გაჩენილიყო, რათა ლეგალურად, გეოგრაფიისდა მიუხედავად, ის ბრიტანეთში დაბადებულიყო. მამამისი, საელჩოს თანამშრომელი, დაბალი და საკმაოდ შეუხედავი იყო, დედა კი - განთქმული ლამაზმანი. მოემისთვის საუბედუროდ მას მამის სიმაღლე და შესახედაობა დაჰყვა, რაც მის ცხოვრებისეულ უბედურებათა სერიაში მხოლოდ პირველი იყო.