როინ მეტრეველი

წლები: -

როინ მეტრეველი (დ. 7 დეკემბერი, 1939, დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა. მისი რედაქტორობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი. მისი ძალისხმევით უნივერსიტეტმა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. აღდგა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოც.