ავტორის დეტალური

თომას კენილი

წლები: -

თომას მაიკლ კენილი (ინგლ. Thomas Keneally; დ. 7 ოქტომბერი, 1935) — ავსტრალიელი რომანისტი, დრამატურგი და ესეისტი. ცნობილია ბიოგრაფიული რომანით „შინდლერის კიდობანი“, რომელიც ჰოლოკოსტის პერიოდში ოსკარ შინდლერის მიერ ებრაელთა გადარჩენის შესახებ მოგვითხრობს. რომანისთვის ავტორმა 1982 წელს ბუკერის პრემია მიიღო. 1993 წელს წიგნის მიხედვით სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი „შინდლერის სია“, რომელმაც მიიღო ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.