ჯემალ ქარჩხაძე
წლები: -
ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი. ცნობილი გახდა მოთხრობებით და რომანებით: "იგი"," ქარავანი", "ანტონიო და დავითი", "ზებულონი", "იუპიტერის სინანული", "განზომილება". ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წლის 13 მაისს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. ინტერვიუში მწერალ მიხო მოსულიშვილთან, ქარჩხაძე ამბობს: „საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული“.