ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22b148e580.21438682.jpg

მაყვალა მრევლიშვილი

წლები: 2 დეკემბერი 1909- 9 მაისი 1992

დაიბადა გამოჩენილი მხატვრის ალექსანდრე მრევლიშვილის ოჯახში. მას ბავშვობიდანვე მწერალთა და ხელოვანთა გარემოცვაში მოუწია აღზრდა, რამაც განაპირობა მისი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება, პოეტური გემოვნების დახვეწა. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება. იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი.