ნათია ჯანაშია
წლები: -
ნათია ჯანაშია არის მწერალი, პოეტი. დაიბადა ქ. ქუთაისში 1984 წლის 19 ივნისსი. 2003-2004 წლებში სწავლობდა პარიზის ფრანგული ენის ინსტიტუტში ფრანგული ენისა და ცივილიზაციის ფაკულტეტზე; დაამთავრა დ. აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2008 წელს. 2010 წლიდან ეწევა აქტიურ სალიტერატურო საქმიანობას; მისი ლექსები შესულია სასკოლო სახელმძღვანელოებში, ლიტერატურულ კრებულებში, საბავშვო და ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში.