აკაკი წერეთელი
წლები: 21 ივნისი 1840- 8 თებერვალი 1915
აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 ივნისს ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულების ერთ-ერთი ლიდერი. სტრიქონები აკაკის ლექსიდან „ხატის წინ“ გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნში „თავისუფლება“.