https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22ae8ac6c6.04923609.jpg

მიგელ დე სერვანტესი

წლები: 29 სექტემბერი 1547- 22 აპრილი 1616

მიგელ დე სერვანტეს საავედრა (დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი — გ. 22 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“. მისი ცხოვრების მრავალი დეტალი უცნობი და სადავოა, ხოლო მისი ნამუშევრების უმრავლესობა, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, მის გარდაცვალებამდე სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ამის მიუხედავად, მის გავლენასა და ლიტერატურულ წვლილს ასახავს ის ფაქტი, რომ ესპანური ხშირად მოიხსენიება, როგორც „სერვანტესის ენა“.