ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

არ მოკლა მუჰამედი

0 ხმა

ნინო ჩიტორელიძე

ბიოგრაფია

როცა დოსტოევსკი შეთქმულებაში დაადანაშაულეს და სიკვდილი მიუსაჯეს, იმ ტყვიამ, რომელიც არ გავარდა, კაცობრიობას უდიდესი განძი აჩუქა. ნუ გაისვრით ტყვიას, რომელმაც შეიძლება ჩემი მუზა სამუდამოდ დაასამაროს.

 მართალია უამრავ კაშკაშა ვარსკვლავთა შორის ჩემი მანათობელი ვარსკვლავი ჯერ უჩინარია, მაგრამ მოვა დრო და ისიც ისეთივე კაშკაშა გახდება, როგორიც სხვა დანარჩენია. მე ამის მჯერა, იმიტომ რომ ამით ვარსებობ. მე ვიცი რასაც ვწერ და არც ეს სიტყვები მეჩვენება ზედმეტად ხმამაღალი. ყოველი ჩემი წიგნი იმ სამყაროს ნაწილია, რომელიც ჩემშია და ვთვლი, რომ ყველაზე ლამაზი სამყარო ჩემია. ყველაზე ლამაზი სიყვარული ჩემს წიგნებშია. ადამიანი იქ ცალი თვალით მაინც რომ შემოაჭყიტა, ალბათ რეალობაში გატარებული ყოველი წუთი ფუჭი და უაზრო მოეჩვნებოდა.

    მე ვარ, ნინი ჩიტორელიძე, 28 წლის. დავიბადე 1992 წლის 30 დეკემბერს. პროფესიით ვარ პედაგოგი, ვასწავლი დაწყებით კლასებს. რაც შეეხება ჩემს სამწერლო მოღვაწეობას, ვწერ ღრმა ბავშვობიდან. 

 

სინოპსისი

ეს არის სასიყვარულო რომანი, რომელიც მოგვითხრობს ორი განსხვავებული რჯულის ადამიანის სიყვარულის ისტორიას. სიუჟეტი საკმაოდ მძაფრია, რადგან მოვლენები იარაღის ბიზნესის გარშემო ვითარდება. ახლადწამოწყებული, უკანონო საქმიანობა პერსონაჟების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური