მოთხრობები
0 ხმა
ნინო სურგულაძე
ნინო სურგულაძე, 47 წლის, თბილისი.
დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი (1994-1998).
2011 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მომენიჭა საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხი.
1999-2024 წლებში, კომუნიკაციების მიმართულებით ვმუშაობდი კერძო სექტორში, მათ შორის კომპანიებში: „მაგთიკომი“, კანარგო“, „ალდაგი“.
„დაბრუნება“ სადებიუტო მცირე რომანია, რომელსაც გამოსცემს გამომცემლობა „ინტელექტი“ და მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება წიგნის მაღაზიებში „ბიბლუსი“ და „შაქრო ბაბუა“.
მოთხრობების კრებული „ნეტა“ სხვადასხვა ასაკის, ინტერესებისა და სოციალური სტატუსის ადამიანებზე მოგვითხრობს.
მოქმედებები თანამედროვე დროში ვითარდება. რამდენადაც რეალობაშიც და ფიქციაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობაა, გამოგონილ სიუჟეტებსა თუ რეალურ ისტორიებში გაცოცხლებული პერსონაჟები ნამდვილები არიან, ადამიანური ემოციებით, შეცდომებით, სურვილებითა და ინტერესებით, რაც მკითხველს მათთან საერთოს პოვნას უადვილებს.
კრებულში შესული შვიდი მოთხრობა რეალურ სიუჟეტებად შლის სხვადასხვა აქტუალურ თემას, მათ შორისაა:
ბავშვური ურთიერთობები, სადაც ხშირია ქილიკი და გულისტკენა,
ემიგრაცია, რომლის რუტინულ ყოველდღიურობაშიც ვეებერთელა სევდა იმალება,
საბჭოთა მანკიერება და გაყიდული ბავშვები,
ქორწინება და განქორწინება,
სიყვარული და სიცოცხლის უსასრულო ვნება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური