იყო, თუ არა იყო რა
0 ხმა
ნათია ქარუმიძე
ნათია ქარუმიძე, დაბადებული 1975 წლის 16 დეკემბერს ქალაქ თბილისში.
მყავს მეუღლე და ქალიშვილი.
დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი - ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს ( 1995 – 2008) ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალსა და გაზეთში („დვრიტა“, „ფაქტი“, „კრიმინალი“, „გზა“). ამის შემდგომ კერძო ბიზნესით ვარ დაკავებული, მაგრამ წერა და კითხვა ყოველთვის ჩემი უმნიშვნელოვანესი ჰობი იყო.
ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიით და სამწუხაროდ არ ვიცნობდი საკუთარი ქვეყნის მითოლოგიას. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე კი დავინტერესდი გამეცნო და შემესწავლა ქართული ლეგენდები, ზღაპრები და მითები. უამრავი საინტერესო მასალა აღმოვაჩინე და გადავწყვიტე გამეცოცხლებინა ყველა ეს დავიწყებული ისტორია.
ამ წიგნის შექმნის მიზანი გახლდათ გამეცოცხლებინა ქართული მითოლოგიის გმირები.
ქართული ეპოსის გმირები ამირანი, იახსარი და კოპალა ღვთის რჩეული გმირები არიან, რომლებიც იბრძვიან ადამიანების კეთილდღეობისთვის, მაგრამ ისინი თავადაც ადამიანები არიან და ცთუნებების წინაშე დგებიან. მათ ბრძოლა უწევთ დევებთან, რომლებიც ერთდროს მათი მეგობრები იყვნენ და ახლა ადამიანების წინააღმდეგ იბრძვიან, კუდიანებთან და ტყის ქაჯებთან ერთად. რატომ გახდნენ ერთდროს მეგობრები მტრები? ამის პროვოცირება მოახდინეს დობილებმა, რომლებიც საზოგადოებისგან დაჩაგრული და გარიყული ქალები არიან და მათმა ერთდროს სამართლიანმა ბრძოლამ ტერორის ხასიათი მიიღო. ღვთის რჩეულებს ეხმარებიან ღვთისშვილები და ნახევრად ღმერთები. თითქმის ყველა ეპიზოდი, რომელშც ისინი, თუ სხვა ზღაპრის გმირები იღებენ მონაწილეობას ეფუძნება ქართულ ლეგენდებში და ზღაპრებში განვითარებულ სიუჟეტებს. უნიკალური ფაქტია, რომ ქართულ ლეგენდებში ღმერთი და-ძმის სახით არის წარმოდგენილი, ხოლო სამყარო რამდენიმე განზომილებად, სკნელებად არის დაყოფილი.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური