და ბოლოს, ღია ბოქლომი
0 ხმა

მარიამ ჩოქური
მე, მარიამ ჩოქური, დავიბადე 1998 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. გავიზარდე მცხეთის რაიონ, სოფელ ძეგვში.
2016 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ქართული ენის ფილოლოგიის განხრით.
2021 წელს, ჩავაბარე იმავე უნივერსიტეტში. ვსწავლობდი შედარებით ლიტერატურადმცონეობას. 2022 წელს, დროებით შევიჩერე სტუდენტის სტატუსი და დღემდე შეჩერებული მაქვს.
2020-2022 წლამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ მედიაპორტალზე. ვიყავი ინტერვიუერი/ჟურნალისტი. 2022 წლიდან - დღემდე ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
პატარა ასაკიდან ვწერ. უამრავი ჩანახატის თუ მოთხრობის შემდეგ, დავიწყე რომანის წერა. ჩემი ჩანახატები და რომანიდან რამდენიმე ამონარიდი, მხოლოდ საკუთარ ვორდპრესის გვერდზე მაქვს გამოქვეყნებული( https://wordpress.com/home/mariamchokuri.wordpress.com).
ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი ბავშვობიდან ზრდასრულობამდე განვლილ წლებზე გვიყვება, ტრავმებზე და იმ გარემოსთან შეუთავსებლობაზე, რომელშიც დიდი ხანი განვლო. ის ისტორიის მოყოლას ჩაკეტილი, ბოქლომიანი სახლიდან იწყებს და ნელი ნაბიჯებით, ბავშვობის ტრავმების გაცნობიერებით ცდილობს ბოქლომის მოხსნას, ამ კარიდან გასვლას, სხვა კარის შესაღებად. მთავარი გმირის გისოსებში, ბევრი სხვა ადამიანი ერთიანდება და მათი ამბები ყველასთვის ნაცნობ სევდას იტევს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური