ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თვითმარქვია

0 ხმა

მარი ჩიკვაიძე (კვატია)

ბიოგრაფია

გვარი: ჩიკვაიძე (კვატია)

სახელი: მარი

ასაკი: 40 წლის


მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე 1984 წელს, ქალაქ თბილისში. დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია და სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. სწავლა გავაგრძელე ევროპაში, სადაც შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში ავიღე მაგისტრის ხარისხები, ბიო-ინფორმატიკასა და პედაგოგიკაში. გერმანიაში დავიცავი სადოქტორო, კომპიუტერული ბიოლოგიური ფიზიკის მიმართულებით. ვარ ბრიტანეთის მოქალაქე, სადაც ქალაქ ლონდონში, 10 წელი ვიმუშავე განათლების სფეროში. ამჟამად ვცხოვრობ კალიფორნიაში, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. ვასწავლი მათემატიკას სილიკონ ველის აზროვნების აკადემიაში. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვუსმენ მუსიკას და ვმოგზაურობ ოჯახთან ერთად.


სინოპსისი


"თვითმარქვია" ოჯახური საგაა, რომელიც სპარსეთიდან, ანატოლიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და საქართველოს პატარა სოფლებიდან, ადამიანების დიდ ქალაქებში მიგრაციისა და ასიმილაციის შესახებ მოგვითხრობს. თითოეული პერსონაჟის მოგზაურობა მოწმობს ადამიანის შინაგანი სამყაროს ადაპტაციისა და სულიერი განვითარების შესაძლებლობაზე, თუნდაც საკუთარ თავში არსებული გამუდმებული და შეუპოვარი ეჭვის პირობებში. ტრიუმფებით თუ ფიასკოებით სავსე ეს ისტორიები გვახსენებს, რომ ადამიანისთვის იდენტობისა და მიმღებლობის ძიება უნივერსალურია და ხშირად სცდება გეოგრაფიულ საზღვრებს. ეს ძიება კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს თაობათაშორის ტრავმებს, რომლებიც ამ თხზულების ყველა გმირს აერთიანებს.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური