ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს…

0 ხმა

ქეთი კვიტატიანი

ბიოგრაფია

ქეთი კვიტატიანი დაიბადა 1981 წლის 10 აგვისტოს თბილისში. პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. 2013-2020 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალებთან „Naec.ge“ და „დილა“.

არის ავტორი საბავშვო წიგნებისა „მეგი პორპინსი“ (2022 წ.) და „ეთოს არდადეგები“ (2024 წ.). სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად და წერდა სცენარებს საბავშვო თეატრალური წარმოდგენებისათვის. მინიჭებული აქვს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“. მისი ნაწარმოებების წაკითხვა შესაძლებელია ვებგვერდზე https://kids.ge/author/ketevan-kvitatiani                          

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.


სინოპსისი

რას ფიქრობს და როგორ იქცევა ქალი, როცა მას ეუბნებიან - „გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს“?! რა უბიძგებს ადამიანებს თამამი ნაბიჯების გადადგმისაკენ და რა გზებით ცდილობენ მოიპოვონ ბედნიერება?! - ეს რომანი მოულოდნელობებითაა სავსე… ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ყოველდღიურობაში ჩართული თანამედროვე ქალები საბედისწერო გადაწყვეტილებების პირისპირ მარტო რჩებიან. წიგნის მთავარი გმირები სწორედ ისინი არიან და მათი ცხოვრება ერთმანეთთან უცნაურადაა დაკავშირებული.

რომანში ჩნდებიან აგრეთვე სხვადასხვა გამოცდილების, გემოვნებისა თუ სტატუსის მქონე საინტერესო პერსონაჟები, რომლებიც ავტორის მიერ განსხვავებული პერსპექტივიდანაა დანახული. საბოლოოდ კი, ყველაფერი ისეთ უჩვეულო ამბად იქცევა, რომლის დასრულებაშიც მკითხველის პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია...

 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური