ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

0 ხმა

ქეთი გაბინაშვილი

ბიოგრაფია

სახელი, გვარი: ქეთი გაბინაშვილი

ასაკი: 37 წლის

 

  ჩემი დებიუტი „ციცინათელაში“ შედგა. 7 წლის ვიყავი, როდესაც საბავშვო გაზეთმა ჩემი მოთხრობა „ის მიდიოდა“ დაბეჭდა;

 2017 წელს „ავტოპილოტმა“ საუკეთესო მოთხრობად დაასახელა „სად დაიკარა ღმერთი?!“ ;

 2018 წელს გამოვიდა ნოველების კრებული „შევხვდებით უზურპუსზე“ (რედაქტორი შარლოტა კვანტალიანი);

  ვმონაწილებდი პალიტრა ლ-ის კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი, სადაც ჩემმა რომანმა „უდაბნოს ტალღები“ დასკვნით ეტაპამდე  გამოეთიშა კონკურსს, მოგვიანებით რომანში გარკვეული ცვლილებები შევიტანე და 2018 წელს ვებ. გვერდზე 4love.ge/wignebi/ გამოვაქვეყნე „ზარდახშის ბალერინა “ ( https://4love.ge/wignebi/138128-qeti-gabinashvili-zardaxshis-balerina.html);

  2020 წელს გამოვიდა რომანი „ზღვარი “ ( ილიას ფონდი, რედაქტორი ანდრო ბედუკაძე);

  2022 წელს ჩემი ნოველები დაიბეჭდა მინიატურული კრებულის პირველ ტომში და „მუზების ქარავანში “ (რედაქტორი ირინა ხურციძე);

  2022 წელს დავიბეჭდე კრებულში „ჩემო უკრაინა“ (რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი) და 2023 წელს აღნიშნული კრებულის უკრიანულ თარგმანში (მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა);

  2022 წელს  ავიღე გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემია მინიატურისთვის „წერილი მთიდან“;

  ჩემი მოთხრობები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში, მათ შორის; „ლიტერატურული საქართველო“, „ჭოროხი“, „ლიტერატურული გაზეთი“, „ ანეული“, „ცისკარი“...

  სისტემატურად ვაქვეყნებ მოთხრობებს ლიტერატურულ პორტალზე:urakparaki.com;

  ვმუშაობდი სცენარებზე გიორგი ოვაშვილის ფილმებისთვის: „მშვენიერი ელენე“ და „მთვარე მამაა ჩემი“...

სინოპსისი

   სარკეებიან დარბაზებს დაემსგავსა ცხოვრება. საითაც უნდა მივბრუნდეთ, საკუთარ თავს შევყურებთ, საკუთარ ტკივილებს ვზომავთ, საკუთარი სიხარულით ვხარობთ, არა და ჭეშმარიტი ცხოვრება ამ დარბაზს მიღმაა და თუ მოვძებნით ძალას, დავამსხვრიოთ სარკეები, აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებიც მხრებით უსაშველო ტკივილს ეზიდებიან, რომელთაც წარმოუდგენელი სიხარული დააქვთ სხეულით და სიყვარული ხომ იციან და იციან უსაშველო... ჩემი მოთხრობებიც ამის მცდელობაა, სარკეების დამსხვრვის მცდელობა. ადამიანები, რომლებზეც მინდა მოგიყვეთ, უტოპიური სამყაროდან არ არიან, ისინი დღეს ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ჩვენ კი ხშირად ვერც ვამჩნევთ. ამ მოთხრობებით მათი უძილო ღამეების მიზეზებზე მინდა გიამბოთ, რადგან ეს ისტორიები  ჩვენი ამბავიც არის... 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური