ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ვინ შემიკერავს ბროწეულისფერ კაბას?

0 ხმა

ქეთი არველაძე

ბიოგრაფია

ქეთი არველაძე - 26 წლის.

საცხოვრებელი ადგილი - თბილისი.

გამოქვეყნებული ნაწარმოები - არა.

 

მე დავიბადე ერთ ჩვეულებრივ დღეს, 1998 წლის 15 ივნისს და ეს თარიღი ჩემი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა. მიყვარს ეს დღე, რადგან ამ ქვეყანას პირველად გავაგონე ჩემი ხმა.

დავიბადე და გავიზარდე იმერეთში, ცხელი ხაჭაპურების სურნელში, მეზობლებთან გადაძახილ-გადმოძახილში, მოკითხვასა და ფეროს კვამლში. სკოლა ზესტაფონში დავამთავრე და დავიწყე პროფესიაზე ფიქრი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სოციალური სამუშაო ავირჩიე - პროფესია, რომელმაც უამრავი უნარი განმივითარა. ამავე პროფესიით დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი და განათლების კიდევ ერთ საფეხურზე ავძვერი. მჯერა, წინ კიდევ ბევრი საფეხური მელოდება და ამ კიბეს არ ვუშინდები. ვმუშაობ ადამიანებთან, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. ვისმენ მათ ისტორიებს და ვცდილობ, თამამად დადგნენ ცხოვრების სწორ გზაზე.

წერა ბავშვობიდან დავიწყე. პირველი ნაბიჯები პოეზიაში ვცადე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ რითმები ჩემთან მარტივად არ მოდიოდნენ. ახლაც ვწერ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მსურს, რომ ჩემი ლიტერატურული სამყარო სხვებსაც გავაცნო. წერაში ყველაზე დიდ მოტივაციას ჩემი მეუღლე მაძლევს. სამსახურში აღებულმა დეკრეტულმა შვებულებამ კი საშუალება მომცა არამხოლოდ სამსახურეობრივი ანგარიშები, არამედ ჩემს გონებაში შექმნილი ისტორია ფურცელზე გადმომეტანა.


სინოპსისი

ხშირად ცხოვრება უჩვეულო გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. ახალგაზრდა გოგონა, დამღლელი ურთიერთობებისგან გაქცევის სურვილით, სიახლეს სამსახურში წამოწყებულ ინიციატივაში აღმოაჩენს და სამსახურებრივი მივლინებით ხანგრძლივად ეწვევა აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელს მარნეულში.

როდესაც ვფიქრობთ, რომ ღირებულებებს ცალმხრივად ვიღებთ ან გავცემთ, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ მათ ერთმანეთს ვუზიარებთ. აზერბაიჯანელებით დასახლებულ აღმოსავლურ, მაგიურ საბურველში გახვეულ სოფელში პერსონაჟები თითქოს ფაზლებივით ეძებენ ერთმანეთს, რათა გაერკვნენ, რა არის მნიშვნელოვანი.

და მაინც, ვინ შეკერავს ბროწულისფერ კაბას? ბროწული კულტურული ელვარებაა, მისი ფერის კაბა კი - სანუკვარი ოცნება თავისუფლების გამარჯვებისთვის.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური