მზის ჩასვლა
0 ხმა
ქეთევან ბარნაბიშვილი
მოკლე ბიოგრაფია - განათლებით ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, პროფესიით მარკეტინგის მენეჯერი. საქმიანობის სფერო - პროზაული ნაწარმოებების ავტორი (4 რომანი და მოთხრობები), ასევე რედაქტორი 1 წიგნის (რომელიც მალე გამოიცემა).
დაბეჭდილია ერთი რომანი „გაორება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ - 2022 წელი). „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა რამდენიმე მოთხრობა.
„მზის ჩასვლა“ რიგით მესამე რომანია.
სად გადის ზღვარი ერთგულებასა და ღალატს შორის?!
რა ხდება მაშინ როდესაც ადამიანები პოულობენ დიდ სიყვარულს, მაგრამ უკვე დაოჯახებულები არიან?!
სიყვარული თუ ვალდებულება?
რომანის გმირები რთული ცხოვრებისეული დილემის წინაშე დგანან. უჭირთ დაიცვან ბალანსი ურთიერთობაში და თან შეინარჩუნონ ერთმანეთი. ლალი და ოთარი გაცნობისთანავე მიხვდნენ რომ მონათესავე სულები იყვნენ, ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი აღმოაჩნდათ.
თუმცა ღირსება უპირველესია.
რა გადაწყვეტილება მიიღო ლალიმ ამას რომანში წაიკითხავთ.
დათმობილი დროსთვის გმადლობ მკითხველო. მჯერა იპოვი პასუხებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური