ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აღმოსავლეთის კონგრესი

0 ხმა

ნიკოლოზ რობაქიძე

ბიოგრაფია

მე ნიკოლოზ რობაქიძე - დავიბადე ქალაქ თბილისში 1990 წელს. დავამთავრე 24 -ე საშუალო სკოლა, შემდეგ ბაკალავრიატი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის, ხოლო მაგისტრატურა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობით ვიმუშავე არასრული ექვსი წელი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში და დღემდე ვარ პრევენციის ეროვნული მექანიზმის დამოუკიდებელი ექსპერტი. ვარ დაოჯახებული.


სინოპსისი

ადამიანები, რომლბიც ადამიანის უფლებებს იცავენ, რუტინული საქმიანობით და ახალი სტანდარტების გამოგონებით არიან დაკავებული - უფრო უფლებებისთვის და არა ადამიანისთვის. თანამედროვე უფლებადამცველები შეყვარებულები არიან უფლებებზე, ხოლო ადამიანი სძულთ. ამ პირობებში პროტოგონისტი ცდილობს რეალური დახმარების ხელი გაუწოდოს პატიმრებს, რომლებსაც ხვდება ამქვეყნიურ ცოდვილ სულთა მოსასვენებელში - ციხეში. პენიტენციურ სისტემაში გამოკეტილი პატიმრები, მათი ზედამხედველები და უფლედამველები ავლენენ იმ ღირსებებს, რომელიც მხოლოდ სიკვდილ სიცოცხლის ფსიქოლოგიურ ჭიდილში გამოჩდება ხოლმე.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური