საგზლად წამოღებული მთის დღიურები
0 ხმა
ნესტან ღამბაშიძე
მოკლე ბიოგრაფია
მე,ნესტან ღამბაშიძე დავიბადე იმერეთის ერთ მაღალმთიან სოფელში. ხარაგაულის რაიონი სოფელი წიფა. 1981 წლის 14 თებერვალს, ამავე ს ოფელში დავამთავრე სკოლა, 2000 წელს წამოვედი იქიდან და მას შემდეგ იშვიათად მაქვს იქ ჩასვლის ბედნიერება.
ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, მყავს მეუღე და სამი შვილი.
ჩემი ნოველების წიგნად გამოცემა ჩემი ოცნებაა, რადგან მინდა ამ ფორმით გამოვხატო მთის სიყვარულიც და ვისთანაც ბავშვობა გავატარე იმ ხალხს გადავუხადო მადლობა.ვიცი ეს მათ ძალიან გაახარებთ.
რაც შეეხება ნოველებს ,, საგზლად წამოღებული მთის დღიურები“ ბეჭდური სახით არსად გამოქვეყნრბულა, მხოლოდ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვაქვეყნებ, პერიოდულად.
ნოველები
საგზლად წამოღებული მთის დღიურები
(მოკლე აღწერა)
ნოველები არის დოკუმენტური მასალა მთაში ცხოვრებიდან, ასახულია საინტერესო ფაქტები, მთის ადამიანების ყოფა-ცხოვრებისა, წეს-ჩვეულებებისა, გასდევს სევდა მოტოვებული სახლებისა და ეზოებისა.
რადგან თემა დღსაც აქტულურია და ნაცნობი, მიტოვებული სოფლები,დაცარიელებული ეზოები, გზას მაცქერალი მოხუცები, ნოველების წაკითხვისას სევდა გადამდებია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური