თამარი და რუსთაველი
0 ხმა
ნინო მანძულაშვილი
გამარჯობა
ვარ ნინო მანძულაშვლი, 36 წლის, ნიკოლოზის, სალომესი და ანას დედა.
ვცხოვრობ ულამაზეს საქართველოში, კერძოდ კი ქალაქ კასპში.
ჩემს პირველ სიხარულად ჟურნალ „ანეულის“ გვერდებს შემორჩა მოთხრობა „ბერდია“, რომელმაც რევაზ ინანაიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში 2020 წელს გაიმარჯვა.
2022 წელს დაიბეჭდა ჩემი პირველი წიგნი „ვახტანგ გორგასალი“.
ამავე წელს დაიბეჭდა ულამაზესად გაფორმებული „სახლი ტყის პირას“ რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი.“
2023 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ახალი ქართული წიგნი-მწერლების ხელშეწყობა“ გაიმარჯვა ჩემმა ნაწარმოებმა „ამბავი მწუხრისა“. წიგნად დაიბეჭდა ამავე წელს.
კიდევ ბევრი ელის მზის სინათლეს, მათ შორისაა: მოთხრობები, საბავშვო ნაწარმოები, რომანები, ლექსები.
„თამარი და რუსთაველი“ ასე ჰქვია ჩემს ნაწარმოებს. მკითხველს უმალ საქართველს ოქროს ხანა და წმინდა დედოფალი თამარი წარმოუდგება გონებაში. წარსულის ხსოვნა აუცილებელია მომავლის ლაბირინთებში გზის გასაკვლევად... თუმცა ამჯერად სხვა თამარი და სხვა რუსთაველი მოგითხრობენ საკუთარ თავგადასავალს.
თამარი ქალაქიდან სოფლად გადასახლებული გოგონაა, რომელსაც ჯერ არ უპოვია ადგილი სახელწოდებით „შინ“. რუსთაველი ბიჭი შოთა ამავე სოფელში, მამიდასთან დასახლდა მშობლების გარდაცვალების შემდეგ. მოწმენდილი ცის ფერის ცხენი, დილა, შოთას გარდაცვლილი დედისაა, მაგრამ თავისდა უნებურად თამარი დაისაკუთრებს...
შინ გულში დაბრუნებას ჰქვია...
მიმდინარე ტური არ არის აქტიური