სულების თეორია
0 ხმა
გვანცა სხირტლაძე
სახელი, გვარი: გვანცა სხირტლაძე
ასაკი: 23 წელი
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
მოგესალმებით.
მე ვარ გვანცა სხირტლაძე, პროფესიით ექიმ-რეაბილიტოლოგი, ვმუშაობ თბილისის ცენტრალური საავდმყოფოსა და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, ანგარიშგების მთავარ მენეჯერად. ასევე ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართილებით, მაგისტრატურაზე.
წერა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ის რაც ძალიან მომწონს, სიამოვნებას მანიჭებს და მაბედნიერებს.
„სულების თეორია“ ჩემი განსაკუთრებულად საყვარელი რომანია, რომელიც აქამდე არსად გამომიქვეყნებია . დიდი ხანი ვფიქრობდი ღირდა თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღება, საბოლოოდ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე..
იმედია მკითხველსაც ისეთივე ბედნიერებას მიანიჭებს მისი კითხვა, როგორც მე,-მასზე მუშაობა.
თუ შენ ახლა თინეიჯერი ხარ და უკვე სიყვარულის აბდაუბდაშიც გაიხლართე, ან თუ უკვე დიდი ხანია უკან მოიტოვე ეს ასაკი თავისი სასიამოვნო ციებ-ცხელებით და კვლავ იქ დაბრუნება გინდა, მაშინ ეს წიგნი შენთვისაა!
მთავარი პერსონაჟი ხატოვნად გვიყვება თავისი სიყვარულის ისტორიას. მკითხველი უშუალოდ ისტორიის თანამონაწილე ხდება. ტექსტი მსუბუქად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მთავარი გმირი, ნია ანჯაფარიძე, სასიყვარულო სამკუთხედში თავისდაუნებურად ებმება. უყვარს ბიჭი, რომელიც „სიკვდილს სიყვარულის ძალით ებრძვის“, თუმცა, ამის გასაზრებლად დიდი დრო სჭირდება. ქმედება იწვევს უკუქმედებას. ექსტაზი, თრობა, საჭირო დროს საჭირო ადამიანი, ან-პირიქით. მეგობრობის სამაგალითო გამოხატულება და სიყვარულით გამთბარი ურთიერთობები - აი, რა დახვდება მკითხველს გზად. „ზოგადად, მეგობრობაზე მაგარი და ზეაღმატებული არაფერი არსებობს“. ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ სიყვარული არის ყველგან და ყველაფერში. „სულების თეორია“ კი მისი მრავალხმრივ გამოვლინებათა გაერთიანებაა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური