სულების თეორია
სულების თეორია
პროლოგი "სიყვარულს, ასე თუ ისე, სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში,თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები" ცხოვრებაში ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, ბუმერანგის პრინციპი აქვს. ამაში არაერთხელ დავრწმუნდი- აბსოლუტურად ყველაფერი უკან გვიბრუნდება. რაღაცებში ღმერთის ხელიც ურევია, ცხადია. ამას ადამიანები ბედისწერას ვეძახით, მაგრამ არ დაიჯეროთ. ჩვენვე ვქმნით საკუთარ აწმყოს და მერე მომავლის ხაზებიც თავისთავად იკვეთება... ბევრი რომ არ ვილაპარაკო, " be a voice, not an echo “ ჩვენი ლოზუნგია, როგორც ამას თავად ამბობდი..."just keep swimming" - ცხოვრების ლაიტმოტივი.გიძღვნი შენ, ჩემი ქაოსის ავტორს. საოპერაციო მაგიდაზე სხეული. ჯერ ისევ თბილი, ძალიან ნაცნობი, ყველაზე ახლობელი..მისი გულისცემა მონიტორზე, გამალებით რომ უყურებს ჩემი თვალები, რამე არ გამომეპაროს , სადმე არ ეტკინოს და არ გამომრჩეს..სტაბილური პარამეტრები, მაგრამ მაინც უგონო.. ჩემი მზერა, საყვარელი კაცის ათას ნაწილად დამტვრეულ სხეულზე , მამაჩემის ხელები, რომელიც სათითაოდ აწყობს მის ძვლებს და ცდილობს ერთიანობაში მოიყვანოს გატეხილი წვივი, ჩამტვრეული ლავიწი, დამსხვრეული ნეკნები.ჩემი გონება ჯერ კიდევ იქ,რამდენიმე საათით ადრე , როცა ცხოვრებაში ყველაზე სწორი “კი” ვთქვი.ლუკა იშხნელი.ბიჭი რომელიც მიყვარს, ბიჭი, რომელიც სიკვდილს ჩემი სიყვარულის ხათრით გამალებით ებრძვის. ცეკვის წრე 6 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემმა საგონებელში ჩამაგდო. ცეკვის წრეზე უნდა შევსულიყავი. ამაზე ოჯახში სერიოზული ბუნტი მოვაწყვე, ძალიან მეზარებოდა და საერთოდაც არ მინდოდა სკოლის შემდეგ დამატებით სადმე სიარული. ჩემთვის ნება რომ მოეცათ, მთელი დღე დათუნასთან და სანდროსთან ერთად ვითამაშებდი. მაგრამ ბოლოს დამითანხმეს, ათასგვარი ხერხით მომისყიდეს და გამარჯობა! 2006 წლიდან გიქნევთ ხელს, არაბუნებრივად ქერა თმიანი, ცისფერთვალება მე! ცეკვის სტუდიაში შევაბიჯე თუ არა გულში ათასი მადლობა დედას გადავუხადე, იმაზე მეტი მამას, რომ დამითანხმეს. მივხვდი, ჩემი ნებით აქედან ვერავინ წამიყვანდა. ყავისფერი დარბაზი იყო, წინა კედლის მთელ სიგრძეზე სარკეებით, რომლის თავზეც ნინო რამიშვილის ძალიან დიდი ფოტო იყო გაჭიმული, გარშემო პატარ-პატარა სურათებით. დარჩენილი სამი კედლის გასწვრივ კი ძელები იყო მიმაგრებული. მოკლედ რომ ვთქვათ, 6 წლის ასაკში ჩემი პირველი კომფორტის ზონა აღმოვაჩინე. იმ პერიოდიდან მოყოლებული ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.. მიყვარდა ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა ცეკვას! მიყვარდა სცენა, არისტოკრატიული ფორმები, განათების შუქი, ხალხით სავსე საკონცერტო დარბაზი.. მიყვარდა ყველა რეპეტიცია. მომწონდა, როდესაც ძალიან დაღლილზე კუნთების ტკვილი არ მაძინებდა. დაჭიმული და მოქნილი სხეულის შეგრძნებაზე ვგიჟდებოდი.. მახსოვს, თავიდანვე ერთმა საყვარელმა გოგომ მიიქცია ჩემი ყურადღება. თხელი, ლამაზი მხრები ჰქონდა, შავი სრიალა გრძელი თმა და ნუშისებური თვალის ჭრილი. ბალერინას კაბა ეცვა და თავისთვის მოწყენილი იდგა. ხოდა იმ დღეს მთელი თბილისი მოვიარე და მეორე რეპეტიციაზე, მეც მსგავსი კაბით გამოვცხადდი .მაგის მერე დავმეგობრდით. ელენეს ჩვენი ჯგუფის მოცეკვავე უყვარდა, იმ ბიჭს - მე, თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ გვიშლიდა ხელს იმაში, რომ ძველებურად გვედაქალა. პირიქით, უფრო დავახლოვდით. ერთხელ ძალიან ამაყად გამოცხადდა რეპეტიციაზე მაისურით, რომელზეც ამ ბიჭის სახელი ეწერა. მე სიცილით ჩავბჟირდით. ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ იმ დღეს ეგრედ წოდებული “რომანი” არ მოვიდა რეპეტიციაზე! ელენეს ძალიან კი დაწყდა გული, მაგრამ დღეს რომ ჰკითხო გიპასუხებს კიდევ კარგი არ მოვიდაო. ..ბებიაჩემის სახლი ვერაზე, ზუსტად ფილარმონიის უკან იყო. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი სწორედ იქ მაქვს გატარებული. ამ სახლს და უბანს უკავშირდება ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევრაზე მეტი. ის არის ჩემი ყველაზე ხალისიანი და სუფთა პერიოდი... ბავშვობიდან მიყვარდა მანჩოსთან ყოფნა. მშობლებთან რომ მაბრუნებდნენ, ბოლო ხმაზე ვტიროდი, არ ველაპარაკებოდი არავის. ბებიაჩემიც ისე მეჩვეოდა, ერთი-ორჯერ გამომუშავებული ინსტიქტით ეზოშიც კი მეძებდა, მერე ახსენდებოდა, რომ არ ვიყავი იქ და მალევე მაბრუნებდა თავისთან. მანჩო ყველაზე ლამაზი ქალი იყო. მახსოვს კრებებზე რომ დამყვებოდა, ყველას დედაჩემი ეგონა ახალგაზრდული იერის გამო და ისედაც, ნახევრად უკრაინელს საერთოდ ვერ შეამჩნევდით ასაკს. მოკლედ, „კრასავიცა“ ბებო მყავდა. ბაბუაჩემი რომ დაიღუპა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. ბავშვებს ხომ გასაოცარი მახსოვრობა აქვთ, მითუმეტეს როცა რამე ძალიან ახარებთ, ის გონებაში მკაფიოდ ებეჭდებათ. სწორედ ასეთი მოგონებაა ჩემთვის ბაბუ. მისინ დაღუპვის შემდეგ, იმ სახლში მე გადავცხოვრდი მანჩოს უფერული დღეების გასახალისებლად და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მახარებდა ეს ფაქტი. მე და ბებო საუკეთესო ტანდემი ვიყავით მთელს მსოფლიოში, ყველაზე ბედნიერი, თავდაჯერებული და ლაღი სწორედ მის გვერდით ვიყავი. გიორგი ნიჟარაძეც მაშინ გავიცანი - რუსთაველის მეტროს კარში გაჭედვას გადამარჩინა. მას მერე დავმეგობრდით. გიორგი იოსებიძეზე ცხოვრობდა, თურმე ბაღელებიც ვყოფილვართ სწორედ ის ტანჯული 1 თვე , სანამ ფეხს დავკრავდი და ამაყად დავტოვებდი ბაღის საზარელ შენობას. მერე ისიც გავარკვიეთ, რომ თურმე გოგო, რომელმაც მის სათამაშო მანქანას ბორბლები დააძრო და ურნაში გადაუძახა, მე ვყოფილვარ. ერთად დავდიოდით 161-ე სკოლაში. მე პეკინზე, სკოლის უკან ვცხოვრობდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გიორგი კორპუსთან მიცდიდა ყოველ დღე, ხან რა მიზეზს იგონებდა ხან რას, რომ კლასის კარამდე მივეცილებინე ☺ ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო. ყველას შეყვარებულები ვეგონეთ, წლების მერე მართლა ამიხსნა სიყვარული, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვემეგობრებოდი. მერე გავიზარდეთ, გიორგის გადაუარა, სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიულმა სხვაობამ სხვადასხვა გზით წაგვიყვანა. მახსოვს, ერთხელ შემთხვევით შევხვდი. გავიხსენეთ ძველი დრო და ჩვენი მეგობრობის მარადიულობისთვის შვილი რომ გეყოლება მე მომანათლინე იცოდე, თუ დაგავიწყდება და დამიკიდებ , ფუფლო იქნები მთელი ცხოვრებაო, მომაძახა სიცილით და წავიდა... სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ნორმალური კლასი მყავდა, თუმცა მე თავიდანვე მქონდა ჩამოყალიბებული აზრი, რომ ბიჭებს გოგოებისგან განსხვავებით უფრო ღრმად და სხვანაირად შეუძლიათ მეგობრობაც, სიყვარულიც , გაბრაზებაც და საერთოდ ყველაფერი. ამიტომ სკოლაში ორად ორი საუკეთესო მეგობარი მყვადა და ორივე არანორმალური ბიჭი; სანდრო სულაძე და დათუნა ბარათაშვილი. კლასში პირველად ფეხის შედგმიდან მოყოლებული სულ ერთად ვართ. მარცხნივ დათუნა მეჯდა, მარჯვნივ სანდრო. მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლოებზე და გამოცდებზე სულ სხვაგან მსვამდნენ, ჩვენ როგორღაც ვახერხებდით და ბიჭები საუკეთესო ქულებს ღებულობდნენ. საუკეთესო სამეული ვიყავით და მიხარია, რომ ცხოვრების ვერც ერთმა დაბრკოლებმა ვერ დაგვაშალა. ზოგადად, მეგობრობაზე მაგარი და ზეაღმატებული არაფერი არსებობს ამ ქვეყნად. ძალიან უნდა გაგიმართლოს ცხოვრებაში, რომ გვერდით კარგი მეგობარი გყავდეს, და , რაც მთავარია, გულწრფელ და ნამდვილ მეგობრებს უნდა გაუფრთხილდე. ბავშვობაში ყველაზე ბედნიერი და ამაყი სწორედ ამით ვიყავი. ორი რამ , რაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს, საუკეთესო მომივლინა სამყარომ : ოჯახი და მეგობრები, მართალია ცოტანი, მაგრამ ნამდვილები. ....მამაჩემი, ოთარ ანჯაფარიძე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრავმატოლოგია. ნახევარზე მეტი დრო ბებიაჩემთან თუ ვიყავი, მეორე ნახევარი კლინიკაში მაქვს გატარებული. ბაღში რადგან არ დავდიოდი და დედაჩემიც სამსახურიდან ხშირად მიემგზავრებოდა მივლინებაში, ოთიკოს ავეკიდებოდი ხოლმე და მთელს დღეებს მასთან ერთად ვატარებდი. ბავშვების უმეტესობას ხომ სძულს ის სივრცე, მე კიდევ პირიქით - გავგიჟდი ისე შემიყვარდა. დაცვის თანამშრომლიდან დაწყებული, კლინიკის მმართველით დასრულებული ყველას ვიცნობდი. ოთიკო, სასწრაფო ოპერაციების დროს მათთან მტოვებდა, ისინიც სიხარულს არ იშურებდნენ. ნაყინებს მყიდულობდნენ , ყველა განყოფილებას შემომატარებდნენ ხოლმე და მეც დაუზარელად ვეტლიკინებოდი ათას სისულელეს. ერთხელაც, დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ბატონმა დავითმა, რომელიც განსაკუთრებით იმიტომ მიყვარდა, რომ სულ ხვდებოდა როდის ვიღლებოდი და ხელში აყვანილს მატარებდა ყველგან, თეთრი ხალათი მომაცვა და მითხრა; წლები რომ გავა, აქ აუცილებლად დაბრუნდები, როგორც ექიმი და იმედია მეც ისევ აქ დაგხვები და ისევ გავისეირნებთ ერთადო.მამაჩემის ექიმობა პირველად მაშინ დამჭირდა,როცა ჯვარედინი იოგი დავიზიანე რეპეტიციის დროს.. ცხოვრება 3 წუთში გადავაფასე, როცა მითხრა რომ დატვირთვა არ შეიძლებოდა და ოპერაცია დაიგეგმა .შემდეგ რეაბილიტაციის მიზნით გერმანიიდან მოიწვია სპეციალისტები და 6 თვიანი მკურნალობის კურსი დამინიშნეს. შედეგი გამოიღო, სცენას კი დავუბრუნდი, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყე.ასე მეგონა სიარულს თავიდან ვსწავლობდი. მერე ყველაზე მთავარს, მედიცინასაც შევეჭიდე. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ უნდა მომეხერხებინა, რომ თან გასტროლებზე ვყოფილიყავი წელიწადში მინიმუმ 3 თვე და, ამასთანავე, სიღრმისეულად მესწავლა მედიცინა, მაგრამ არ დავნებდი. სირთულეებთან ბრძოლა ყოველთვის მომწონდა, აბა მე და სიმარტივე, ვის გაუგია ?! )) რამდენიმე ხანში ისევ მთავარ დასში გადავედი და ჩემი საყვარელი დუეტიც შეიკრა.. ხო წარმოგიდგენიათ ჩვენს გასტროლებზე რა ხდებოდა ხოლმე? მე და ელენე ერთად აბსოლუტურ სიგიჟეებს ჩავდიოდით. ყველაზე სასაცილო ისაა რომ ერთი პერიოდი ბიჭებიც დაგვყვებოდნენ , ოღონდ სიურპრიზად, რა თქმა უნდა, უცებ რომელიმე კუთხიდან გამოვარდებოდნენ და იმის მერე მართლა არანორმალური დღეები იწყებოდა. თუმცა, მერე დათუნას მემკვიდრეობით ერგო ბაბუამისის ბიბლიოთეკა, რომელიც მთელს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და მრავალენოვანი წიგნებით. სანდროს ღვინის ბიზნესი შეეტენა. ძალიან მეცინებოდა ორივეზე, უცებ დასერიოზულება მოუწიათ, არადა არ უნდოდა არც ერთს, ღმერთია მოწმედ. მაგრამ მაინც, მგონია, რომ იმისთვის, რაც გულით გინდა, აუცილებალად შეძლებ ყველაფერი გააკეთო. დათუნას "love story" დათუნა ბარათაშვილი აკადემიკოსების ოჯახიდან იყო. საიდან გამოვიდა თვითონ ასეთი თავქარიანი არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად, ზარმაცი ჭკვიანი ითქმოდა მის გონებრივ მონაცემებზე. ბავშვობაში ჩვენი კლასის ხუთოსანი, ანანო ნებიერიძე უყვარდა, ის ემეგობრებოდა, მაგრამ დათუნას მაინც ჯიუტად უყვარდა. მთელი 12 წელი მე და სანდრო ამ ყველაფერს ვუყურებდით, ხან ვეხუმრებოდით, ხან ვეჩხუბებოდით, მაგრამ არაფერმა გაჭრა. შეუვალი იყო, მის გამო სწავლაც კი დაიწყო, რომ თავი მოეწონებინა, მერე დაკიდების პრინციპი სცადა, მაგრამ არც ამ იგნორმა გამოიღო შედეგი. ვფიქრობდით, რომ ახირებას ჰგავდა ეს ყველაფერი და გადაუვლიდა ბოლოს, მაგრამ ნურას უკაცრავად, 21-ე საუკუნის ტარიელი მოგვივლინა ცხოვრებამ და ჩვენც ყველა მის ინიციატივას ფეხს ვუწყობდით.-აგერ მტკვრის პირას შემოჯექი, ძმაო, ყველა შენი დარდი მდინარეს მაინც მოუყევი, მე თუ არ მეუბნები - ეხუმრებოდა ხოლმე სანდრო და მე გადმომხედავდა ნატანჯი სახით.- ან მოდი წიგნით დავწეროთ „დავით ბარათაშილის წამება“ წლის ბესტსელერი იქნება - იდეას ვთავაზობ სანდროს.-დაკა, პელე ხარ - კვდება სიცილით ის - ნამდვილად მძაფრსიუჟეტიანი რომანი იქნებოდა... ერთხელ შუა პლეხანოვზე, მე-10 კლასში ჭიაკოკონაც კი მოუწყო ანანოს. მაშინ აქტუალური იყო ფანჯარასთან გულის დანთება და მუხამბაზის მიძღვნა... სანამ პატრული არ გამოიძახა მთელმა სამეზობლომ და დაჭერის პირას არ მივედით სულ ყველა, ვერც დათუნას სიმღერის ხმა ჩავახშეთ და ვერც ეს აგიზგიზებული ცეცხლი, რომელიც ნელ-ნელა ეზოს ხეხილსაც მოედო. მე მაინც მგონია, რომ ანანოს მისი დეფიციტი არ ჰქონია არასდროს, ამიტომ გოგოების ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით, გამოვიტანე დასკვნა, რომ დათუნა უბრალოდ უნდა შეშვებოდა და მისი თვალთახედვიდან გამქრალიყო.და როცა ასეც მოხდა და დათუნასაც გადაუარა ბავშვური სიყვარულის ქარცეცხლმა, რა საკვირველია ანანოს მოენატრა.ჭკვიანი კი იყო, მაგრამ ცოტა დებილიც.არა, ვაზვიადებ, უბრალოდ თავში ჰქონდა ავარდნილი ყველასგან ქება, თაყვანისმცემლების არმია და ეს შენი დათუნაც თავს აბეზრებდა მთელი 12 წელი. ალბათ ბედიც არ იყო.-ხოდა ძალიანაც კარგი, მე მაინც არსდროს მომწონდა ეგ შენი ანანო, სულ მეჯიბრებოდა ყველაფერში - ვეუბნები დათუნას და გემრიელად ვწრუპავ ცივ ყავას.-რეებს იგონებ ნია? უბრალოდ ეს შენ უბზუებდი ცხვირს სულ - გადმომეხდა დათუნამ გამომცდელად.-ჯერ ერთიც, ეგ რა სიტყვაა, პირველად მესმის, და მეორეც, არაფერსაც არ ვუბზუებდი, არ იყო ღირსი ჩემთან მეგობრობის, ეგ მხოლოდ რჩეულების ხვედრია - ვეუბნები თავმომწონედ.- შენ ვინ უნდა შეგეჯიბროს გოგო, თბილისში ყველაზე კრასავიცა ხარ- მეუბნება სანდრო - უბრალოდ კომპლექსიანია ეგ გოგო დათუნა და ამიტომაც, შენ ვერ გაკადრა საკუთარი თავი - ამშვიდებს დათუნას და წკიპურტს იღებს შუბლში. 17 მაისი წელიწადის 365 დღიდან ყველაზე მეტად ჩემი დაბადების დღე მიყვარს... მიყვარს კი არა იმდენად ვარ ჩაციკლული, რომ შემიძლია მთელი წელი ვიჯდე და ვუცდიდე როდის მოვა 17 მაისი. სულ გული მწყდებოდა, რომ 24 საათი გრძელდება და ამ 24 საათიდან საშუალოდ 8 საათი მძინავს. ხოდა ბოლო წლებში აღარ ვიძინებდ. ნუ არ მაძინებდნენ. მამაჩემი, ოთიკო ანჯაფარიძე, 16 მაისს საღამოს იწყებდა ჩემი დაბადების დღის აღნიშვნას და 18-ში, დილით ამთავრებდა. სათითაოდ მირეკავდა მისი ყველა ძმაკაცი, ბოლოს მაკას ყელგამოწვდილი ვთხოვდი, მიშველე დედა არ ხარ-მეთქი? ის კიდე იდგა და კვდებოდა სიცილით. მოკლედ, 17 მაისი, ჩემთვის უსაყვარლესი დღეა. იმ წელს 18-ის გავხდი. ღამის 11 საათზე დავიწყე მზადება, ვიცოდი ბავშვები აუცილებლად ამოვიდოდნენ. ყველას დაბადების დღეზე ვიკრიბებოდით და ღამე ვადგებოდით ხოლმე, წესით ეს მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს ტრადიციად იქცა. კარებზე ზარი რომ დარეკეს, წინასწარ გავამხნევე თავი, უბრალოდ ვიცოდი დათუნას ვოკალური მონაცემების შესახებ - დაბადების დღის მოსალოც სიმღერას ისევე როგორც ყველას , საქართველოს ჰიმნივით მღერის. 2 წუთში კარს ვაღებ და მომენტალურად ვკეტავ, შანსი არააა- მეთქი, ვფიქრობ, კიდევ ვაღებ და თვალებს მაინც არ ვუჯერებ - კართან სანდრო დგას. ის ამბავი არ მითქვამს, რომ თვითგვემით წაიყვანა მამამისმა ღვინის ფესტივალზე საფრანგეთში ,რომელიც 1 კვირა გრძელდებოდა? საპატიო ბიზნესმენები იყვნენ მიწვეული და სანდროს მამამ , რომელიც ერთ-ერთ მსხვილ ბიზნეს ფლობდა ღვინის ინდუსტრიაში, ადგა და ეს თავისი „ოროსანი“ შვილი, როგორც თავად მოიხსენიებდა, წინ გაიხმო. სანდროს კიდე ერთადერთი რაც უნდა ჩემს დაბადების დღეზე ტრადიციული მოლხენა იყო, ამიტომ ფესტივალის მესამე დღეს ესე ჰალსტუხით დამადგა სახლში.- ვაიმეეე - ვკივი ბოლო ხმაზე და ისე ვეხუტები- ნორმალური ხარ? მამაშენი მოგკლავს.- დაიკიდე , მაქსიმუმ ფული არ მომცეს 1 კვირა, ისე რო რამე ხო მასესხებ?- იცინის ის და ძალიან მაგრად მკოცნის.- შემოდი , შენი დანახვა 12 წელია ასე არ გამხარებია- ვიცინი მე.- ხო აი ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად ჩემი ჩამოსვლა გაგეხარდებოდა, ამიტომაც მოვტყდი მილიარდიანი ივენთიდან. ეს შენ - მაწვდის ერთერთი ძვირადღირებული ბრენდის ღვინოს ის - დღეს გავხსნათ, ოღონდ ოთარის ჭაჭა არ გეგონოს, რომ მოიყუდებ ხოლმე და დადიხარ ერთი კვირა „ბრაძიაგას“ ვიდზე.- ხარხარებს ის.- აუ, როოგორ მიყვარს შენი დებილი ხუმრობები, ვერც აგიხსნი - იდიოტივით მეცინება მეც. ზუსტად 12 საათზე ბავშვებმაც დარეკეს კარზე ზარი, ნათქვამი მაქვს, რომ დათუნას სასწაული ვოკალი აქვს ხო? თვითონაც იცის, თუმცა, ასეთი თავდაჯერებით რატომ მღერის დღემდე ვერ ამოვხსენი.- თუ გიყვარვარ გაჩერდი , ან სმენაზე იმკურნალე როდესმე, სანამ დავიხოცეთ ყველა ყურიდან სისხლდენით- ეუბნება ელენე და მისაღებში გამოჯგიმულ სანდროს უყურებს, რომელიც მოხდენილად ისწორებს ჰალსტუხს - ამას აქ რა უნდა, მამისმა გამოაგდო ჩარტერული რეისით? - მეკითხება მე.- სანდრო რაო შენს გაშვილებაზე ხო არ მიდგა საქმე უკვე? - იუმორის ფესტივალი ირთვება მომენტალურად.– სანდროს ვენაცვალე, „ზავიძენია „ შეგელაშა, აქ უბრალო მუშათა კლასი ვართ შეკრებილი- ანიშნებს მის შარვალკოსტუმზე დათუნა.სანდრომ ყველა ეს ხუმრობა გმირულად დააიგნორა ,ხაჭაპური ოლიმპიური სიმშვიდით გადაკეცა და წამის მეასედში გადასანსლა. საჩუქრების გადმოცემის ცერემონიალისა და მილიონი დალოცვის შემდეგ, დაშლა- არმოშლის სადღეგრძელოზე, როცა უკვე ყველა საკმაოდ შეგვაზარხოშა სანდროს ფრანგულმა ღვინომ, მე გული ამიჩუყდა.ტრადიციულად ესეც, ყველა დაბადების დღეზე ტირილს ვიწყებ , როცა მათ ვუყურებ,იმიტომ რომ ბედნიერი ვარ,ამაზე მეტი ბედნიერება აღარ ვიცი რას ნიშნავს. მეორე დღეს ბოლო ზარი გვქონდა. არ ვიცი როგორ ადგნენ ფეხზე ,მაგრამ სანდროს და დათუნას ზუსტად ის ფერი ედოთ სახეზე , რაც მათ ბოლო ზარის პერანგებს. იდიოტები, აბა რა ეგონათ... მთელი დღე მინერალურებით დარბოდნენ , მთელი საბურთალო მოიარეს , ყველა სკოლაში იყვნენ და აზრზე ვერ მოვდივარ მე რატო დამატარებდნენ თან. ბოლოს ისე დამღალეს 51-ე სკოლასთან ელენეს სანახავად მისული ძლივს გადმოვედი მანქანიდან... მთელი თბილისის მტვერი თმებში მეყარა... ბოლო ზარის პერანგი მანქანაში მივაგდე, ნამდვილად არ მქონდა ხალხის მორიგი შემოტევის თავი, მაგრამ ელენემ ისე დამიქაჩა თვალები, უკან მივბრუნდი, სიმწრით მოვიცვი ისევ და უკვე მის დამშვიდებულ სახეს ჩემი ნაძალადევი ღიმილი შევაგებე..-რაშვები , გილოცავ - ვკოცნი ელეს და სიმბოლურ წარწერას ვუტოვებ პერანგზე, - დღეს ვიკრიბებით ჩემთან აგარაკზე კლასელები, სანდრო და დათუნა გამოგივლიან ,მოდიხარ იცოდე- ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს მას. წუწუნის დაწყებასაც კი არ აქვს აზრი. მერე ვიღაც ბიჭი უქნევს ხელს, ფლომასტერებს მე მაჩეჩებს და გარბის. - სად გაქანდა - მეცინება მასზე და იქვე მდგარ შავ BMW-ს ვეყრდნობი. რამდენიმე წამში ჩემ ბიძაშვილ მარიამს ვხედავ , რომელიც ფოტოაპარატით ხელში მოემართება ჩემკენ და ვფიქრობ სად გავიქცე,მაგრამ ვერაფერს ვასწრებ, ისე მესმის ფირის ჩხუკ, და წარმოდგენაც არ მინდა როგორი სახით ვიქნები აღბეჭდილი ფოტოზე. გოგო აბსოლუტურუდ ითავსებს ნათესაურ მოვალეობასთან ერთად იმას, რომ ჩემი ცხოვრების ჟამთააღმწერელი , ფოტოგრაფი და ფსიქოლოგი იყოს და ამასთანავე ჩემს არანორმალურ მეგობრებს გაუწიოს დაქალობაც.- შენ აქ რა გინდა? -რიჟა თმებს ვუვარცხნი თითებით-შეიძლება სულ გაწეწილი იყო?-მეცინება მის ბავშურობაზე. ჩემზე 60 წლით დიდია მგონი და რაც თავი მახსოვს არ იცვლება, სულ ასეთი ლაღია.- ერთერთი კლასისთვის ვამზადებ კოლაჟს, გილოცავ , დიდი გოგო გაიზარდე- მკოცნის და მხატვრის კალიგრაფიით რაღაც ჩემთვის ამოუხსნელ ტექსტს მაწერს მკლავზე. მერე წამის მეასედში სანდროს საჰაერო კოცნას უგზავნის და მისკენ მიქრის.- ესეც არანორმალური - ვამბობ სიცილით და ინსტიქტურად ვაწოდებ ფლომასტერებს ვიღაც ტიპს მეორე დღეს წარწერებს რომ ვათვალიერებდით ერთად, პერანგის შიგნიდან გამოკვეთილად ერთმა მიიქცია ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც ძალიან გვიან გავიგე ვისიც იყო -"be a voice, not an echo" childhood ბავშვობაში ღია ოქროსფერი თმა და მუქი ლურჯი თვალები მქონდა. მანჩოს უკრაინული გენები თავისას შვებოდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად თმის ფერი ღია ოქროსფერიდან მუქში გადამივიდა, თვალები ლურჯიდან - ცისფერში, ცხივრზე ოდნავი კეხიც დამემჩნა და ცოტათი, რომ დავემსგავსე ქართველს, მერე აღარავის აწუხებდა ის აზრი, რომ ნაშვილები ვიყავი, თუმცა, დედაჩემის გვერდით რომ დავდიოდი, ხალხს დედა-შვილი კი არა, დაქალები ვეგონეთ იმდენად მცირე იყო მსგავსება და ასაკობრივი სხვაობა ჩვენს შორის. როგორც ყველა ბავშვი მშობლებს მეც ტანჯვით დავყავდი ბაღში, იმდენად არ მიყვარდა ის გარემო, რომ სულ გამოქცევაზე მქონდა თვალები. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, ფანჯარასთან რომ ვიყავი აყუდებული და 2 წუთით დაგვიანებულ ოთიკოს ატირებული ვხვდებოდი, სულ მეგონა დავავიწყდებოდი და არ მომაკითხავდა. ძალიან უცნაური და წიკიანი ბავშვი ვიყავი, ერთხელ წვნიანის ჭამისას და მასწავლებელმა ტუჩები პურის გულით მომწმინდა, ის დღე იყო და ბაღში ფეხი არ შემიდგამს, იმ ქალს კიდე დასანახად ვერ ვიტან ახლაც. სკოლაში ოთიკოსთან და მაკასთან ერთად ხელიხელ ჩაკიდებული მივედი. ძალიან მშვიდად მოვავლე თვალი გარემოს და პირველ კლასელების მწკრივში ორ ბიჭს შორის აღმოვჩნდი.- აუ არ მინდა ძმაო ლექსის მოყოლა - წუწუნებდა ერთი . საერთოდ არ უშლიდათ ლაპარაკში ხელს ის ფაქტი, რომ შუაში ვიდექი.- არც მე. თან ნახე რამდენი ხალხია, ტირილს ხომ არ დავიწყებ, არ მომაყოლოთ-მეთქი - თქვა ჩემს მარჯვნივ მდგომმა. მე ხან ერთს ვუყურებდი და ხან მეორეს.-შენ რას აპირებ?- მომიბრუნდა პირველი. მე მხრები ავიჩეჩე და მშვიდად გავუღიმე- აუ ეს გოგოა და მოყვება, აბა რას იზამს- თქვა მარცხენამ.- რა გქვია?- ნია- მივუგე ბავშვური სიმორცხვით- მე სანდრო- ამბობს მარცხენა- მე დათუნა - მიქნევს ხელს მარჯვენა.საბოლოოდ, ლექსი არც ერთს არ მოგვიყოლია. - აუ დე ,მა, იცი რა მაგარი ბავშვები გავიცანი? - ვეუბნებოდი მათ და თან ბიჭებს ვანიშნებდი ხელით რომ მოსულიყვნენ. ოთიკო იხრება და ძალიან მაგრად მკოცნის. 30 წლისაც არ იქნებოდა მაშინ.- გამარჯობა- . სანდროს დათუნაზე აქვს ხელი გადახვეული და ჩემს მშობლებს უღიმის.- ბიჭებს გაუმარჯოს- უცინის ოთიკო და ხელს ართმევს ორივეს.-თქვენ ნიას მშობლები ხართ ალბათ - ამბობს დათუნა და მაკას მორიდებულად უყურებს. მაკა თბილად უღიმის და თავს თანხმობის ნიშნად უქნევს.- ჩვენ მეგობრები და კლასელები ვართ - ამბობს სანდრო.- ნიას მეგობრები ჩვენი მეგობრებიც არიან - ეუბნება ოთო .- ნია მამ, ლექსი რატო არ მოყევი?- ჩემკენ იხრება და ლოყებზე მბრწკენს.- ჰო დეე, სახლში რამდენს ვარჯიშობდი. მეფერება მაკა.- იცით რა, ჩვენი ბრალია, ავიყოლიეთ - ამბობს სანდრო და ოთიკოს დამნაშავის სახით უყურებს.- რა მაგარი ტიპები ხართ - იცინის მამაჩემი და ზუსტად ვიცი, რომ მას ისევე როგორც მე, ძალიან შეუყვარდა ორივე.პირველი კლასიდანვე კონფლიქტის ეპიცენტრში ვიყავი.უბრალოდ სულ განსხვავებული აზრი მქონდა ყველა საკითხზე. ვერ ვაზროვნებდი სტერეოტიპულად. დათუნას და სანდროს ხელში მითუმეტეს. პირველი შატალო ჩემთან გვქონდა, სახლში. გაგიჟდა მაკა მესამე გაკვეთილიდან გამოპარული სამი მეხუთე კლასელი რომ დაგვინახა , მაგრამ რაღას იზამდა, დადგა და ისეთი გემრიელი ბლინები გაგვიკეთა, მას მერე ბიჭები სულ ჩემთან იყვნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვიყავი თუ არა სახლში.. ერთიორჯერ რეპეტიციიდან გვიან დაბრუნებულს ოთიკოსთან ერთადაც კი დამხვედრიან მამაპაპურ სუფრას მისხდომილნი . რით დავიმსახურე ეს არ ვიცი. ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა, მატერიალური თუ არამატერიალური, თუმცა, არასდროს ვყოფილვარ გატუტუცებული ან თავხედი. ამაში ძალიან დიდი გავლენა ჩემს ოჯახის წევრებს და სამეგობროს ჰქონდა. იდეალურ ცხოვრებასთან ახლოს ვიყავი. ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც პრობლემა მუდამ უჩემოდ გვარდებოდა, ამიტომ რაც უფრო მემატებოდა პასუხისმგებლობები. აკვიატებასავით მიჩნდებოდა აზრი "ჯერ პატარა ვარ ისევ". არადა არ ვიყავი. ალბათ ეს ერთგვარი თავდაცვის ინსტიქტია. ბავშვისთვის ხომ მარტივია იმის გადავიწყება, რაც დააშავა და გააფუჭა.. დიდები კი გაცილებით მეტს ფიქრობენ და დარდობენ წარსულის დაუმთავრებელ ან გაფუჭებულ სურათებზე... არადა მარტივია- ჩანაფიქრი თუ რეალობაში ისე ვერ გადმოიტანე, როგორც გინდოდა, უბრალოდ უნდა მოისროლო და თავიდან დაიწყო... უფრო გულდასმით და მეტი მონდომებით. მთავარი სწორედაც, რომ სურვილის სიძლიერეა. ... - საერთოდ რატო წამომათრიე, არ მესმის - ვეწუწუნები მარიამს.- ისედაც ორი ნერვი დამრჩა გამოცდისთვის და უნდა დამაგლიჯო ესეც ხო?- ვაიმე ნია, არ შეგჭამენ, ნუ გეშინია - თვალებს მიქაჩავს ის.- გასაგებია მაგრამ, ლიკუნა მენთეშაშვილის დაბადების დღეზე მე რატო ვარ ამიხსენი.- სიმწრით მეცინება.- ნუ, უყვარხარ ამ გოგოს და მთხოვა წამოიყვანეო- კატეგორიული ტონით მიხსნის ის.- აი ვუყურებ და საერთოდ არაფერი დაანათლა დედაშენმა , მე ძალიან მეწყინებოდა ლიკუნას ადგილას - ხუმრობაზე გადავდივარ მე.-- კაი რას ერჩი, ცოტა მოდებილოა, თორე გული კარგი აქვს - ისეთი ტონით ამბობს მარიამი, საოცრად მინდა ავხარხარდე, მაგრამ მახსენდება რომ ძალიან ბევრი ადამიანია გარშემო.- გოგოებო რას შვებით?- თავზე გვადგება საოცრად გადაპრანჭული ლიკუნა.- ვაიმე ლიკუ, რა ვიდზეე ხარ - მე ძალიან მაინტერესებს, რატო დააბრეხვა მარიამმა ეს სისულელე და კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ლიკუნას ვიდს, იმ პლატფორების შემყურეს, რაზეც ეს მდედრობითი გაურკვევლი არსება დგას, ბოროტული აზრი მიჩნდება,რომ იქნებ სადმე გადაუბრუნდეს ფეხი და ჩამოვარდეს. ლიკუნა რაღაცებს ეკითხება მარიამს, მე შიგადაშიგ ზრდილობის გამო ვუღიმი.- კაი გავიქეცი, ნიი ძალიან მიხარია რომ მოხვედი- ჰაეროვან კოცნას მიგზავნის ის, მედამშვიდობების ნიშნად ხელს ვუქნევ.- ღმერთო რა დებილია - ამბობს მარიამი და სალფეთქს ინიავებს.მე სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავ, თან პერიფერიული ხედვით ვაფიქსირებ, რომ ვიღაც უნორმოდ მაგარი ტიპი ჩვენკენ მოდის გაბადრული სახით. ბოლო სამ წამში თვალი გადავავლე ნაცნობების სიას და სრული ERROR დამიწერა ტვინმა- ვაა ამას ვის ვხედავ - მე ძალიან მეზარება კომუნიკაციის დამყარება , არადა ისე მიყურებს, ვერ ავცდები, სავარაუდოდ.- ლუკა, შენ აქ საიდან ?- ეკითხება მარიამი და ლოყას უშვერს საკოცნელად.- რავი , გადაიჭრა ვენები სანამ არ მომიყვანა, ხო იცი რა ტიპია. - ამბობს ღიმილით და მე მათვალიერებს კიდევ ერთხელ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიცნობს.- უი ეს ნიაა, გახსოვს ალბათ, ჩემი ბიძაშვილი - ეუბნება მარიამი. მე გონზე ვერ მოვდივარ რატო უნდა ვახსოვდე პირველად ნანახ ბიჭს და მარიამს თვალებით ვანიშნებ სისულელეებს ლაპარაკობ უკვეთქო.- მახსოვს, როგორ არა,მაგრამ როგორც სჩანს მას არა - თავს მიკრავს ოდნავ ღიმილით. მეც უხერხული ღიმილით ვპასუხობ- ვინ იყო ეს და რატო მიცნობს?- ვეკითები მარიამს მისი წასვლის შემდეგ.- ეს, ლუკა იშხნელი, არ გამაგიჟო და არ თქვა მართლა ვერ ვიცანიო.- თუ გინდა ყირაზე დადექი, მართლა არ ვიცი ვინაა - „ძალიან მწყდება" გული მე.- ელენეს მამიდაშვილია, ჩემ პარალელურ კლასში იყო. ბოლო ზარზეც მოაკითხა ელენეს , ფლომასტერები რომ მიაჩეჩე შენი მორიგი თაყვანისმცემელი გეგონა ხო? - ჩამოარაკრაკა მარიამმა- სამი წლის წინ დავამთავრე სკოლა და როგორ უნდა მახსოვდეს, ან შენ რატომ იმახსოვრებ ამდენ სისულელეს არ ვიცი- გოგოს 2 წლიდან ყველაფერი დეტალურად ახსოვს,მაგიჟებს.- შენ „აფიციალნა“ „დორი“ ხარ, მართლა, ორ წამიანი მეხსიერება გაქვს, თორემ როგორ შეიძლება ესეთი ბიჭი დაგავიწყდეს და სისულელე უწოდო?- მიწასთან მასწორებს ის.- აქ რა უნდა, მოცლილია?თუმცა ხო, მე ვისზე რას ვამბობ.. - მახსენდება მარიამის 2 საათიანი მცდელობა ჩემ დაყოლიებაზე, რომ აქ წამოვყოლოდი. -ლიკას მეზობელია და მეჭორავება ხოლმე, მგონი მოწონს ამ ჩერჩეტს.- ამ ბიჭთან რომ შანსი არ აქვს იმედია იცის- ლიკუნას ამბიციაზე ვგიჟდები მე.- სერიოზული ბულერი რომ ხარ იცოდი?- მეუბნება მარიამი და მის მიერ მუსრგადავლებულ სუფრას მოწყენით უყურებს. შეხვედრა წარმოიდგინე, 5 საათიანი რეპეტიციიდან მოვდივარ დაღლილი, იმდენად დაღლილი, კაპიუშონით და სათვალით ვიმალავ წაშლილ "ფეისს" და უბედურება ეგაა რომ ამ ორის კომბინაციაც არ მშველის. ამას ემატება ის, რომ მაკამ წაიყვანა ჩემი მანქანა უვადოდ. ამ თვითგვემასა და ფიქრებში მივსეირნობ ჭავჭავაძის გამზირზე და წარმოიდგინე, ჩემი გამომეტყველება, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვარ და გვერდით მანქანა მიდგება, ერთი ფიქრი ისიც მეგონა, თავისთვის მიდის მეთქი, მაგრამ არც გამცდა და არც ჩამომრჩა, თან პლუს ვგრძნობ ვიღაც მაკვირდება, ავიშალე ოფიციალურად, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. გავაგრძელე გზა, ორ წამში მანქანა მისწრებს 5 მეტრით წინ აყენებს და გადმოდის ვიღაც. ვიღაც რა, ლუკა, თან ისე გადმოდის რომ აშკარად "ვერ მამჩნევს", მერე ძალიან "შემთხვევით" გვერდით იხედება და მხედავს მე. პერფორმანს!! მიღიმის, ვუღიმი! სათვალეს ვიხსნი, მადლობას ვუხდი ღმერთს დილით პირი რომ დავიბანე , მაკიაჟზე პრეტენზიას არ ვაცხადებ!.. - ვაა ნია, როგორ ხარ?- მეკითხება ლუკა ლოყაზე მკოცნის. ოდნავ დავიბენი და არც დიდად შემეტყო , იმედი მაქვს.- არამიშავს , შენ როგორ ხარ? - ვუღიმი და კაპიუშონს ვიხსნი.- რავი მეც არამიშავს, საეთ?- მეკითება და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მანქანას ეყრდნობა.- სახლისკენ- მხრებს ვიჩეჩ მე. უბრალოდ ვერ ვხვდები,რატომ ვდგავარ ერთხელ ნანახ ტიპთან და რატომ მელაპარაკება ასე უშუალოდ, თითქოს საუკუნის მეგობარი იყოს.- წამო გაგიყვან რა- მეუბნება ის და თხოვნა უფრო იგრძნობა მის ინტონაციაში ვიდრე შემოთავაზება.- იყოს ლუკა, ფეხით მირჩევნია.- ვეუბნები მე და სათვალეს ვიკეთებ.- ძალიან რომ გთხოვო? - თვალებს ჭუტავს ძალიან საყვარლად. მე მეცინება. მანქანაში ვსხდებით. ირგვლივ გასაოცარი სისუფთავეა, პლუს სასიამოვნო სუნამოს არომატი იგრძნობა.- პეკინზე ვცხოვრობ- ვეუბნები ლუკას - იმ დღეს ძალიან ისეთი პონტი იყო, ვერც გაგიცანი ნორმალურად.- მეუბნება 2 წუთის შემდეგ და წამიერად მიყურებს. მარჯვენა ხელის არათითზე მომენტალურად ბეჭედს ვამჩნევ და გული ოდნავ მწყდება. სახის ცვლილებას მიმუღამეს, ეღიმება. რა ქაჯი ვარ, მომიწვა ეგრევე!- ჰო, მეორე ნახვისთვის დიდი პროგრესია- ვეუბნები სიცილით. შიგადაშიგ ვუყურებ და ძალიან ბევრ ნიუანსს ვაფიქსირებ. საუბრის დროს ოდნავ ათამაშებს საჭეზე მარცხენა ხელის თითებს. გამოხედვა აქვს რაღაც საოცარი, თმა აქვს დაბალზე, ტუჩის ზემოთ ხალი ,ძალიან თეთრი მწყობრი კბილები და მუქი ჭაობისფერი თვალები, მოკლედ შესაშური გარეგნობის ბიჭის გვერდით ვიჯექი და არ ვიცოდი საერთოდ აქ რა მინდოდა.- ჰოო?- მეკითხება და წარბს ოდნავ წევს მაღლა.- ჰო - თავის დაკვრით ვეთანხმები და თმას მაღლა კოსად ვიმაგრებ. საერთოდ არანაირი კომპლექსი არ მაქვს ამ ბიჭთან , ზოგადადაც არ მაქვს, მაგრამ ლუკასთან ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს.- აუ, არ აიწიო თმა გთხოვ - მეუბნება ის და სამაგრს, მოხერხებულად მხსნის. ოქროსფერი თმა მხრებზე მეშლება - აი ეგრე ჯობს - მიცინის ის და თმის სამაგრს მაჯაზე იკეთებს.მე ძალიან ვიბნევი,ვერ ვგებულობ რა ვთქვა...-აბა, არაფერს მომიყვები შენზე?- მეკითება 2 წუთიანი დუმილის შემდეგ.- ნია ანჯაფარიძე, 20 წლის , მოცეკვავე, მომავალი ექიმიც- ვუწვდი ხელს ღიმილით.- ეგ ისედაც ვიცოდი ნია - მიცინის ის და ხელს მართმევს, თითები აქვს გრძელი და ძალიან თბილი,ისეთი ემოცია გადმოდის ჩემზე ,შეგრძნება მაქვს რომ, სხეული ერთიანად დამემუხტა.- შენზეც მომიყევი რამე .- მე ლუკა იშხნელი - მიცინის ის.- და მეტი არაფერი?- ვეკითები და გაბრაზებულის იმიტაციით წინ ვბრუნდები.- ნუ შენ იმდენი "ინფო" მომაწოდე, რომ ჩემი მაგასთან შედარებით არაფერია -დამცინის ის.- არადა, ოთიკოს ვფიცავარ , მეტი არც არაფერი გამახსენდა- ლუკას ოდნავ ეცვლება ფერი, ძალიან კარგი ! მე მეცინება, მაგრამ არ ვიმჩნევ. ლუკა გზას უყურებს ჯიუტად. პეკინზე ანელებს,მე კორპუსს ვუთითებ და ორ წუთში აჩერებს. გადასვლა არ მინდა,არც მას უნდა რომ წავიდეს და ასე ვართ ორივე გაჩერებული, მე გზას ვუყურებ ლუკა - მე. მომენტალურად თავს ვხრი და თმა სახეზე მეშლება. ხელით ვიწევ და შეკვრას ვაპირებ, მახსენდება, რომ თმის სამაგრი მას აქვს- არ დამიბრუნებ?- ვანიშნებ სამაგრზე, ლუკა ფანჯარას დაბლა წევს და სიგარეტიან ხელს ფანჯარაში ყოფს.- იყოს ჩემთან - ღრმა ნაპასს ურტყამს, თვალები აქვს მოჭუტული და არ ვიცი მეჩვენება თუ ასეა, მაგრამ ამ დროს მგონია რომ ყველაზე მაგარი ბიჭია მთელს თბილისში.მე კარს ვაღებ ,დამარჯვენა ფეხს მიწაზე ვდგამ,ლუკა მოულოდნელად მაჯას მიჭერს და მისკენ მაბრუნებს, - ნიშნობის ბეჭედი არაა, უბრალოდ ჩვევა, მეტი არაფერი! - მეუბნება ღიმილით. - ოთიკო მამაჩემია, უბრალოდ ჩვევაა, მეტი არაფერი - თვალს ვუკრავ ნიშნისმოგებით.. - დროებით ნია - დამარცხებულის გამომეტყველებით მემშვიდობება ის. მეც ხელს ვუქნევ და სადარბაზოში მშვიდი ნაბიჯებით შევდივარ. ნია ანჯაფარიძე სიმართლე რომ ჩემთვის გითხრათ ქალის ფენომენი ზოგადადაც ამოუცნობი რამეა, მაგრამ დებილი ქალის განსაკუთრებით მძაბავს... ზუსტად ასეთი ფენომენია ლიკა მენთეშაშვილი.. ვენები გადაიჭრა , ისტერიკა დაიმართა, გინდა თუ არა ჩემი დაბადების დღის "ფართიზე" უნდა წამოხვიდეო. ჯერ ხო როგორ ძალიან მეზარებოდა პახმელიიდან ძლივს გამოსულს, თან გიგისთან ვიკრიბებოდით ბიჭები იმ დღეს, ახალი ფილიალის გახსნა უნდა აღგვენიშნა, მარა ხათუნამ აატანა და ასე აღმოვჩნდი 2500 კაციან "ფართიზე". ტვინში სისხლი ჩამექცა. ასეთი დებილი გოგო და მაინც და მაინც ჩემი მეზობელი,ყველაზე დიდი სასჯელია.- გააფრინე სულ ხო??- ვეკითხები ლიკას და თან სიმწრის სიცილი მეფინება სახეზე.- აუ რატოო?- მეწელება ის და კიდევ ერთხელ მიჩნდება სურვილი გავაქრო ან დავმალო სადმე.- დარჩა ვინმე თბილისში თუ ყველა აქ შემოყარე?- არ მოგწონს სიტუაცია?- ძალიან წყდება გული მას.- ლიკა, ხანდახან მგონია რომ ამ ქვეყნად არ ხარ, უნამუსო ვიყო- ვეუბნები სიცილით. ისიც იცინის, აიიი რა აცინებდა "პროსტა", ამიხსენით ვინმემ. მოკლედ გაჭედილ სიტუაციაში ვარ, ვდგავარ ვისკის ჭიქით ხელში და ერთი სული მაქვს როდის დამირეკავენ ბიჭები , რომ სინათლის სიჩქარით ავვორთქლდე აქედან. ირგვლივ სიტუაციას ვათვალიერებ და ზუსტად ამ დროს ვხედავ ერთ-ერთ მაგიდაზე ჩემ პარალელურ კლასელ მარიამს , და მის გვერდით გამოიცანით ვინ არის. რა თქმა უნდა, ნია ანჯაფარიძე- მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო.შორიდან ვათვალიერებ, ძალიან უბრალო და საყვარელია .ნაზი და დახვეწილი. არანაირი ზედმეტი ემოცია ან მანერა. ყველაფერი ბუნებრივი აქვს და ყველაზე მეტად ეს მომწონს მასში. ბოლოს რომ მქონდა შეხება, ისე დააიგნორა ჩემი არსებობა სავარაუდოდ არც ვემახსოვრები. მე კიდე მაგარი იდიოტი ვარ, მთელი ცხოვრებაა ჩემ წინ ტრიალებს და დღემდე არ ვიცნობ. არადა დავინახე თუ არა, უკვე გაზრდილი და აზრზე მოსული, ძალიან მომეწონა. "პროსტა" მერე ცოლი მოვიყვანე და მაგ ამბავს გაყვა ჩემი სიმპათიები ნიას მიმართ. 2 წამში გოგოებისკენ მივდივარ უკიდეგანოდ ბედნიერი სახით. ნია მიყურებს , მე მარიამს ვნახულობ და ღმერთს მადლობას ვუხდი, პირზე წყალი რომ სამჯერ შევისხი სახლიდან გამოსვლამდე. მარიამი ნიას თავს თავიდან მაცნობს. ის მიღიმის, არ ვიცი მეჩვენება თუ ასეა, მაგრამ მგონია,რომ ყველაზე ლამაზია. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რამე თუ გადამაფიქრებინებდა წასვლას.მერე ლიკუნა მეძახის საცეკვაოდ, სხვა გზა არ მაქ, ვერანაირად ვერ მოვიშორებ. ორი წუთი ისე გაიწელა, ცოტა მაკლდა და დავტოვებდი იქვე, თან თვალი მოვკარი ნია სადღაც გავიდა. ძლივს ჩამოვიხსენი ლიკა და ნიას გავყევი. ის აივნის მოაჯირს ეყრდნობა, თმები მხრებზე აქვს ჩამოშლილი, თან როგორი თმა აქვს იცი? ოქროსფერი და მბზინვარე. ასე მგონი, ხელი რომ მოვკიდო, უდაბნოს ქვიშასავით გამისხლტება. მარჯვენა ხელში ღვინის ბოკალი უჭირავს, ნახევრად სავსე. ულამაზესი , კოჭებამდე ღია ვარდისფერი კაბა აცვია, მუხლთან ოდნავ ჩახსნილი, აი სრულიად ჰარმონიული გოგოა. გვერდით ვუდგები. მოულოდნელობისგან ოდნავ კრთება, მაგრამ არ იმჩნევს და ნაზად მიღიმის.პირველად ვიგრძენი ქალთან დაბნევა. ეგეთი რამე ჯერ არ დამმართნია.მინდა დიალოგი წამოვიწყო, მაგრამ ვერ ვხვდები რაზე უნდა ველაპარაკო გოგოს,რომელიც არ მიცნობს. ვუყურებ, გრძნობს და ეცინება.- რაო მოიწყინე შიგნით?- ვეკითხები და ვერ ვიჯერებ ისევ რომ ჩემს გვერდით დგას.- ჰო, ფაქტობრივად აკაემი დამადო შუბლზე მარიამმა და ისე წამომიყვანა - იცინის ის -ელენესთან რატომ არ მინახიხარ არასდროს?- უშუალოდ აგრძელებს დიალოგს.- როგორ არა, ოღონდ ძალიან ადრე - ვუღიმი მე და ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ვაკოცო.- ცუდი მახსოვრობა მაქვს- ოდნავ მანჭავს სახეს ის.- არაუშავს გამოვასწორებთ - ვამბობ დაუფიქრებლად და ძალიან, ძალიან , ძალიან "გოიმურად ვიწვავ" თავს.-ჰოო? - ცალ წარბს წევს ის. ისეთი ბავშვურია, კოცნა კი არა, ლოყები დავუწელო მაქსიმუმ. ჩემ თავზე მეცინება რეებზე ვფიქრობ...- be a voice, not an acho - ვეუბნები ნელ-ნელა დამარცვლით და ბოკალს ვართმევ. ის არ მეწინააღმდეგება, თავიდან ვერ ხვდება, თვალებში მიყურებს უტეხად, მერე სულ ოდნავ ეღიმება , მაგრამ არაფერს იმჩნევს...- ჰო ოთიკო - პასუხობს ის ტელეფონს პარალელურად, ისე რომ თვალს არ მაშორებს - კაი ჩამოვალ ორ წუთში. მერე ძალიან ნაზად, ამაყი ნაბიჯებით მიდის. ყველაფერს დავთმობდი იმ წუთას, ოღონდ კიდევ ცოტახანს მეყურებინა მისი მშვიდი თვალებისთვის. იანვრის ეფექტი პირველ იანვარს ორმაგი ეფექტი აქვს სამეგობროსთვის, პირველი, იმიტომ რომ ახალი წელია და მეორე - ელენეს დაბადების დღეა! არ ვიცი ასეთ მაგარ დღეს როგორ დაამთხვია დაბადება , მაგრამ ფაქტია, რომ ყოველი წელი იწყება დაუსრულებელი სადღეგრძელოებით და ნაბეღლავის ბოთლთან ერთად ძილით. 2021 წლის 1 იანვრიდან ბევრი არაფერი მახსოვს. რაც მახსოვს ნეტავ ეგეც დამვიწყებოდა.. არ ვიცი ჯოჯოხეთურად დათრობა რატომ გადავწყვიტე, მითუმეტეს მეორე დღეს ფილარმონიაში ვცეკვავდით, ან რატომ ავიჩემე, რომ მთვრალი კი არა საკმაოდ ფხიზელი ვიყავი და საჭესთან დაჯდომა შემეძლო... ის მახსოვს, რომ ერთადერთი ლუკა იყო ფხიზელი და კატასტროფულად ეწინააღმდეგებოდა ამას, მაგრამ სანდრომ - "აუ თუ ძმა ხარ 2 წლიდან ატარებსო" ისე დამაჯერებლად უთხრა გული მომეცა ხოდა მოსახვევში 120-ით რომ შევედი მაშინ მივხვდი, რომ არ უნდა გამერისკა, მანქანა მოცურდა და ხეს ისეთი ძალით შევეჯახეთ, თვალები რომ გავახილე, პირველი ის ვიფიქრე, შანსი არაა არ გადავრჩებოდი მეთქი. მერე ლუკა დავინახე და უეცრად მივხვდი, რომ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ჩემი მიზეზით.- გაიღვიძე შუმახეერ,- სიცილით კვდება ლუკა. ჟალუზებს მიღმა ვხედავ როგორ მეკრიჭებიან სანდრო და დათუნა. მერე პალატის კარები შემოგლიჯეს, ისეთი კონცერტი ჩაატარეს, მონაგონია იუმორინა. საავადმყოფოდან არ მწერდნენ იმ დღეს. ცოტა მაკლა და ჩემი ფეხით წავიდოდი ფსიქიატრიულში. თავი გავიგიჟე, კონცერტი მაქვს, სად არ მიშვებთ-მეთქი?! იმ წუთში საერთოდ არ მაინტერესებდა მსუბუქი დაბეჟილობა. ნუ რა ფორმაში ვიყავი და როგორ გამოვედი ფილარმონიიდან, ცოცხალი არ მახსოვს. - შენ აქ რას აკეთებ?- ვეკითხები მანქანაზე მშვიდად მიყრდნობილ იშხნელს.- მსოფლიოში ყველაზე ჯიუტ გოგოს მოვაკითხე - აუღელვებლად მეუბნება ის და მიღიმის.-აა , კაი კარგად - ვემშვიდობები მე და ჩემი მანქანისკენ მივდივარ. ლუკა სიცილით მომყვება უკან და კარს ეყრდნობა, რომ ვერ გავაღო.- ვერ ვიტან, როდესაც მაიგნორებენ - თვალს მიკრავს ის - და საერთოდ რას მივაწერო შენი უკიდეგანოდ პესიმისტური ხასიათი?- ძალიან დაღლილი ვარ, ლუკა, და თან თავი მისკდება.- თავს ძალას ვატან, რომ გავიღიმო მე.- ხოდა მე ვიცი თავის ტკივილის უებარი წამალი, დაღლილობასაც ხუთ წუთში ხსნის.- ამჯერად რა მოიფიქრე ? - მეცინება და მანქანაში ვჯდები- მოდი სიურპრიზად დავტოვოთ, ეგეთები უფრო "ასწორებს" .- რამეს ხო არ მიპირებ ? - მეცინება მე- ჯერ-ჯერობით არა - რაღაცნაირად ჩამრჩა გულში ამ სიტყვების ქვეტექსტიც და წარმოთქმის ინტონაციაც.-თითქმის უცნობ ბიჭს გიჯდები მანქანაში, რა ვიცი, იქნებ მანიაკი ხარ?- საიდან მოიგონე? - ეცინება მას და სიგარეტს უკიდებს...- ძალიან ლოგიკურია არადა - მეცინება მეც და ღვედს ვიკეთებ - მართლა სად მივდივართ ?- სად და მე და შენ უნდა დავლიოთ დღეს - გადაწყვიტა მან უცებ.- დალევა კაი ტიპია, მარა მე ხვალ 10 საათზე გამოცდა მაქვს და რომ დავაგვიანო, მოგკლავ .- სულ რეპეტიციები და გამოცდები რა უბედურებაა, დასვენებისთვის გრჩება დრო?- მეკითხება და მომენტალურად მათვალიერებს..- არა და ზოგჯერ ჭამაც მავიწყდება , სიმართლე რომ გითხრა- დამნაშავესავით გამომდის აღიარება.- მალე ანორექსია დაგემართება ხოდა, რამდენი კილო ხარ, 20? - ძალიან დიდი ინტერესით მეკითხება ის.- გადასარევი გოგო ვარ რა- მეცინება მე და თმას გრაციოზულად ვიწევ.- არ შეგედავები - მესამოცე ღერს უკიდებს ის.- შვილო გაიგუდები- სერიოზულად აღვშფოთდი მე.- შენზე 5 წლით დიდი ვარ, ხელის აწევით მესაუბრე- მე აღშფოთების ნიშნად მხარზე ვურტყავ ხელს მსუბუქად- მეტკინა გოგო - მარცხენათი იზელს და თან სახეს მანჭავს.- ოო, გეტკინა არა იხვი - მეცინება მე.- კაი მაშინ იხვი -სიცილისგან ბჟირდება ლუკა.ყველაზე ჭკუამხიარული ბიჭია, ვინც კი ოდესმე მინახავს. „უბრალოდ ნია „ ვუყურებ და ასე მგონია გამოძერწილია, მკრთალი მაკიაჟი უსვია , თვალები აქვს ზღვისფერი , ბრჭყვიალა, რომ იცინის მთელი სხეულით აფრქვევს სიცოცხლის სიყვარულს და ხალისს. 26 წლის კაცი მის გვერდით 16 წლის დაბნეულ ბიჭს ვგავარ. აი თან, რა ტიპის გოგო არ მინახავს გერმანიაში ცხოვრების პერიოდში, მაგრამ ქართველ ქალზე და თან ასეთ ქალზე მაგარი ვინმე ღმერთს არ შეუქმნია. - გული გინდა გამისკდეს ხო?- ვეკითხები ნიას, რომელიც მაგიდასთან მოხდენილად ჯდება და წვრილ თითებზე აყრდნობს ნიკაპს.- ვაიმე რატო?- სიცილის იწყებს ისიც.- გასაგებია, გინდა მთელი საასტუმროს მამარობითი სქესის წარმომადგენლები ჩავალურჯო მამა-პაპურად, უბრალოდ არ აღიარებ- ვეუბენები და თეთრ ღვინოს ბოკალში ვუსხამ.- ნუ სულელობ - თვალებს მიქაჩავს , თან ეცინება,- საიდან იცი რომ თეთრი ღვინო მიყვარს?- თვალები უბრწყინავს მას.- კაცის ინტუიციას ნუ ეხუმრები შენ.- ჭკვიანი კაცის - მისწორებს ის.- ნახე უკვე მაქებ კიდეც.- სულაც არა, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე- ნიშნისმოგებით მეუბნება და ბოკალს ორივე ხელში იქცევს -შენ ჩემი დათრობა გინდა მგონი- თვალებს ჭუტავს ის.- დიახაც, ხო იცი , ქალი სიმთვრალეში უნდა გამოცადო - მეცინება მე ძალიან მიხარია,ლენკა ჯღარკავას მერე, ნორმალური გოგო რომ შემხვდა. ნუ,მანამდეც ვიცნობდი ამ უვიდეს და უმაგრესს გოგოს, მარა რად გინდა . - მე ეგ კაცებზე ვიცოდი , ლუკა - სიცილით კვდება ის.- მოდი შენ გაგიმარჯოს ლუკა იშხნელო , ასეთი მხიარული და საყვარელი რომ ხარ - ბოკალს ჰაერში წევს ის.- გამიმარჯოს ,მაგრამ ეს სახელით გვარით მომართვა რა პონტია ნია, შენი ჯარის მეგობარი ვარ თუ კლასელი- ახლა რომ გიგუშა მისმენდეს რეებს ვბაზრობ , მაგრად დამცინებდა.- ჯარში ხარ ნამყოფი?- მეკითხება ნია.- არა, გოგო, რა ჯარი, დეზერტირი ვიყავი 2 თვე, რაჭის მთებში ვიმალებოდი - მაიმუნობის ხასიათზე მოვდივარ მე.- კაიიი , მართლა?- ძალიან წუხდება ნია.- ჰო , ძაან ტეხავს ხო?- ღმერთო, ოღონდ ახლა არ გამეცინოს და თუ როდესმე კიდე რამე გთხოვო უნამუსო ვიყო.- რავი - უხერხულად იშმუშნება ნია.- ხო და მერე ჩამოვედი და ახლა ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობ.........ძალიან არ მინდა შემემჩნეს, მაგრამ გაოცებისგან თვალები მექაჩება. წამში გადავთვალე მაქსიმუმ რამდენს უნდა უხდიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავეს. ჩემი მათემატიკური გათვლებით 900 ლარზე ავედი. არასდროს ვამახვილებდი ყურადღებას მატერიალურ მხარეზე, უბრალოდ 900 ლარით ჯიბეში ყველაზე დიდი თბილისს გაცდე და საიდან BMW-ს მარკის მანქანა , Daniel Wellingtonis საათი, რომელიც მინიმუმ 500$ ღირს და რავიცი ათასი რამ , რასაც გოგოები ადვილად ამჩნევენ.- კაი ხო , ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა სულ არ გეტყოდი - მიცინის ის. არა აშკარად ვერაა ეს ბიჭი.- რას იგონებ ახლა- ვბრაზდები მე, უფრო ჩემს თავზე, აშკარად ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა.- მაგას სჯობს შენზე მომიყვე რამე.- სულ მე მალაპარაკებ, დიდი გაიძვერა ვინმე ხარ- მიცინის ის.- და ამ დროს არაფერი ვიცი შენზე.- როგორ არ იცი.- ნუ იმის გარდა რომ დეზერტირი იყავი - ბოკალს ხელში ვიქცევ და ვუყურებ. უნაკლო ტიპია, აი უნაკლო . აი ხომ შემიძლაი მარიამს ან ელენეს ვკიტხო ყველაფერი და ვიცოდე მაინც ვის ვუზივარ წინ, იქნებ მართლა მანიაკია, მაგრამ იმდენად მიზიდავს ეს ამოუცნობი , საინტერესო ურთიერთობა, ვერავის ვუნაწილებ თითქოს.- და კიდევ ის, რომ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობ - თვალს მიკრავს ის. მე ძალიან, ძალიან ცუდ ადამიანად ვგრძნობ თავს.- ჯერ შენზე მომიყევი რამე - ცდილობს რომ გამამხიარულოს..- გონზე არ ვარ რა მოგიყვე - ვუცინი.- აი მაგალითად გიყვარს თუ არა ყვავილები?- მხოლოდ მინდვრის.- არც ველოდი, რომ ვარდებს მეტყოდი - უცნაურად მიღიმის ის.- არაა, ვარდები სულ გასვენებეს მახსენებს- მეცინება მე...- რატო გააბანძე ეგრე?- გული წყდება მას.- გოგო რომ ვარ მაინდამაინც ყვავილები და ცხოველები უნდა მიყვარდეს?- მეცინება ისევ.- რავიცი ქალებს ზოგადად მოწონთ ხოლმე ეგეთი რამეები.- ხოდა მე არ მომწონს, პაკა- ლუკა ბჟირდება.- ძალიან საინტერესო გოგო ხარ- მეუბნება და სიგარეტს უკიდებს.- ჩვეულებრივი გოგო ვარ, ლუკა- თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. - უბრალოდ უკომპლექსო და თავისუფალი ვარ, ვერ ვხვდები თავი რატომ უნდა შევიზღუდო ნებისმიერ სიტუაციაში?! სწორედ იმიტომ გეჩვენები საინტერესოდ, რომ არ ვიძაბები. ნია ვარ, უბრალოდ ნია.-ვასრულებ დიალოგს მე.- კარგი, „ უბრალოდ ნია", დღეს გიყურებდი და ძალიან მაგრად ცეკვავ - გულს მითბობს მისი სიტყვები.- 1 წელი პაუზა მქონდა... მერე მივხვდი, რომ არსებობს რაღაცეები, რის გარეშეც ვერ იცოცხლებ... როგორც გახშირებული სუნთქვის დროს არ გყოფნის ჟაგბადი, ზუსტად ეგრე ვიყავი მეც , იმ დროის განმავლობაში. ასე მეგონა ფუნქცია დავკარგე.. ცეკვა ჩემთვის მაქსიმალური კომფორტის ზონაა. იმდენად მიყვარს სცენა, რომ იმ საშინელი ტრავმის მერე, პირველი რაც გავაკეთე ავდექი და ისევ ცეკვა დავიწყე, ხვდები?- გიჟივით მეცინება.- ვხვდები- მიღიმის ის - და თან ძალიან მაგარი ხარ, როცა ასე იდეალურად აკეთებ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ ისევე , როგროც სცენაზე, მედიცინაშიც NUMBER1 იქნები- მაქებს ის.- ცხოვრებაში მთავარია შენი ფუნქცია გქონდეს, მთავარია ის აკეთო, რაც გინდა და რაც გამოგდის... გულით რაც მიყვარს იმას ვაკეთებ, ამიტომ ვთვლი რომ ამ ეტაპზე ორივე შემიძლია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს უარი ვთქვა რომელიმეზე და სწორხაზოვნად გავყვე ერთ პროფესიას. - ვამბობ მოწყენით- ამაზე ფიქრიც კი მთრგუნავს.- აბსოლუტურად გეთანხმები და მესმის.- თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად.- ამას შეხედე „პროოოსტო“- 2 ტიპი მოულოდნელად გვადგება თავზე. ლუკას ფერები გადადის სახეზე.- თქვენ აქ რა გინდათ -სახეს ხელებში მალავს ლუკა.- შენს სუნს გამოვყევით.- ეჭვიანი ძმაკაცი ეჭვიან ქალზე უარესია- დაასკვნა მეორემ და მე საოცარი ხარხარი მიტყდება. სამი წყვილი თვალი გაკვირვებული მიყურებს.- აუ გიგუშ მოიტანე სკამები, ჩვენნაირი "გავჩითეთ" მგონი - ბიჭები ორ კაცზე გათვლილ მაგიდას სკამებს ულაგებენ და დამკვირვებლებივით გვისხდებიან გვერდით.- აბა, ჩემო ძმაკაცო , ვინ არი ეს „კრასავიცა?“- იღიმის პირველი. ლუკა სახეზე ისვამს ხელს და ცდილობს რაღაც ანიშნოს ორივეს, თუმცა, ბიჭები ზედაც არ უყურებენ. - ისე ბექა, ნახე რა მარიაჟია, გოგო თავის რესტორანში მოყავს პაემანზე, რა იყო ბლატაობ ბიჭო?- ამბობს ზემოთ ხსენებული გიგუშა და სიცილით ბჟირდება ორივე.- მოიცა, რაო?- ყურებს არ ვუჯერებ მე- კაი არ უსმინო ამათ - სახეს მანჭავს ლუკა. ბიჭები დაბნეულები არიან.- ბენზინგასამართი სადგური ხო? - სიმწრით ვიღიმი მე. როგორ მინდა ეს ბოკალი გავუქანო და პირდაპირ შუბლში ჩავანათო. ბიჭები ისეთი ხმით იცინიან, ყველა ჩვენ გვიყურებს- ასეთი ხუმრობა იცის ხოლმე - კვდება სიცილით მეორე- ისე მაგარი "ტუპოი" ხარ , აქ როგორ დაპატიჟე, მომსახურე პერსონალი მაინც არ გცნობდეს. პროსტო კრიჟანია ნუ.- ბექა გაჩუმდი თორე თავს მოვიკლავ - იმუქრება ლუკა.- ძალიან უნამუსო ბიჭი ხარ - ვბრაზდები სულელურ ტყულზე მე.- კაი რა ნია, ვიხუმრე, რა იყო.- ასეთ დიალოგებში თუ გავიგებთ ერთმანეთის ვინაობას - უკმაყოფილო სახე აქვთ ბიჭებს.- გაიცანით ეს ნიაა ანჯაფარიძე. ნია ესენი ჩემი ბავშვობის ძმაკაცები არიან, გიგი კერესელიძე და ბექა დვალი. მაცნობს ბიჭებს ლუკა.- სასიამოვნოა- ვუღიმი ორივეს.მობილურზე მესიჯი მომდის : „არ უსმინო ამათ გთხოვ, ბოლო დონის გარეწრები არიან ". მეცინება. საიდან ჩემი ნომერი?! ლუკას ვუყურებ და თავს ვუქნევ ღიმილით.- კიდე რა მოგატყუა?- 10 წუთიანი სიცილ-ხარხარის მერე მეკითხება გიგუშა.- დეზერტირად რომ მოუწია რაჭის მთებში გადამალვა -თვალებს მტრულად ვუჭუტავ ლუკას. კერესელიძე სიცილით კვდება, ბექას უკმაყოფილო სახე აქვს.- აუ , ეგ დვალის ისტორია მიიწერა, ვახახახაა- მე თავს ვაქნევ და ვხვდები რომ ძალიან ბევრი შევმატე ჩემს ცხოვრებას, ამ სამეულის გაცნობით.- ის მოგიყვა ვიღაც გოგოს რო კერავდა?- ბოროტულად იცინის ბექა. ლუკას ფერები გადადის კიდევ ერთხელ.- ვაიმე - სიცილით იკეცება გიგუშა. ლუკა ხვდება რომ ვერაფერს გააწყობს ამ ორთან და თვალებით მიბოდიშებს ასეთი გიჟური სიტუაციის გამო.- ლუკა შენით მოყევი, თორე კერესელიძემ თუ დაიწყო , ხო იცი, ისეთებს მოაყოლებს ნია ფეხით ჩავა თბილისში - ამბობს დვალი და მანიშნებს მოემზადეო.- ბავშვობაში ძალიან დაბნეული ტიპი ვიყავი რა - იწყებს ლუკა მოყოლას. კერესელიძე მწვანეა უკვე. ბექა ცრემლებს იწმენს - ყველაფერი მე მემართებოდა. ხო და ბიჭებთან ერთად ვარ და ვხედავ მოდის ძალიან მაგარი გოგო , აი უზადოდ ლამაზი, მეთქი უეჭველი უნდა გავიცნო. წარმოიდგინე მიახლოვდება გოგო , მეც მივდივარ მისკენ და უკვე რომ უნდა გავუარო, თვალი ჩავუკრა, გამოველაპრაკო, აუ რავი რას აღარ ვგეგმავდი, აი ზუსტად მაგ დროს გიგუშამ დამიდო ფეხი და წავყირავდი- სიცილითკვდება ლუკა, მე სერიოზულად ვეღარ ვსუნთქავ- აუუ კაი რაა, შემეცოდე ძაან- მთელი რესტორანი ჩვენ გვიყურებს ისეთ ხმაზე ვიცინით- მოიცა კულმინაციაა შოკი. ჰო და თავით რომ წავედი და უკვე რომ უნდა დავერჭო ასფალტს, საიდან მომივიდა აზრად არ ვიცი , დავიწყე შალახოს ცეკვა , თან ვმღერი მეტი ეფექტისთვის - მე დამეფიცება რომ მართლა ვეღარ ვსუნთქავ.- აუ კაროჩე, გოგო გალურჯდა, აი როგორია, ბიჭი გეცეკვება შალახოს და მისი კრეტინი ძმაკაცები ტაშს უკრავენ და ეს ყველაფერი ხდება 51-ე სკოლის წინ, შუა მელიქიშვილზე- ღმერთო მეტი აღარ შემიძლია- ცრემლებს ვიწმენდ მე.- ეგ დღე ჩემი ცხოვრების შავი ლაქაა. - კვდება სიცილით ის. - და ესენი თუ არ წავლენ, მეორე შავი ლაქა ემატება ნელნელა -არადა არცერთი აპირებს წასვლას.- აი ძმობას გაფიცებ ასე ნაგლად რომ არ დაგდგომოდით არც აპირებდი თქმას ხო?-სულ არ უქმნით უხერხულობას ის ფაქტი რომ მე ვარ იქ.- საიდან გაიგეთ ვაბშე?- საიდან და მიმღებიდან დაგვირეკეს, რესტორანში ლუკაა, ვიღაც "კრასავიცასთან" ერთად და ისე იცინიან, ხმა მესამე სართულზე ადის, და თუ არ გინდათ ბოლოს ეს ორი დარჩეს ამხელა შენობაში, წაათრიეთ თქვენი ძმაკაციო - ჩამოარაკრაკა დვალმა და თვალი ჩამიკრა.- სულ ნიას ბრალია რა- ხელები ჩემზე შეიწმინდა ლუკამ. მე იმდენად აღშფოთებული ვიყავი ამ ფაქტით ,ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე.- არაუშავს ძმაო, ეს ისეთი მაგარი გოგოა, ღირს.ლენკა ჯღარკავა არ მახსოვს როდის და რატომ გადავწყვიტე ლენკას ცოლად მოყვანა, მაგრამ რომ გავიღვიძე და გვერდით გადავბრუნდი, შოკი მივიღე რა „.ცეცხლი და ნავთი" დავლიე ასეთი.. სახეზე ხელი ჩამოვისვი, ხო არ მელანდება-მეთქი და კალიცო რომ მომხვდა თვალში, მანდ დამთავრდა ჩემი ცხოვრება... მე და ლენკა ბავშობიდან ვმეგობრობდით, კი ვგრძნობდი რომ ცოტა სხვა თვალით მიყურებდა, მაგრამ დიდად არ მადარდებდა ეგ ფაქტი. ნუ მერე როგორც ხდება ხოლმე, ერთი დათრობა და გადარევა.. ბავშვი ვიყავი მეც და ისიც რა , მაგრამ ეგ არანაირად არ გვამართლებს , პრინციპში. იმდენ ვინმესთან მომიწია რაღაცების „გაიასნება“, რო რავი , თავის მოკვლა მინდოდა არადა, რეალურად იმ ინციდენტზე დღემდე არაფერი მახსოვს. გიგუშა ღადაობს ხოლმე, უეჭველი ჯადო გაგიკეთა "ტიპშამ", აბა ისე სათოფეზე არ იკარებდიო. რაღას ვიზამდი. გოგომ მთელ თბილისს მოსდო იმ დღესვე ყველაფერი. აი დვალმა რომ დამირეკა, მანდ მეორედ მივხვდი,რომ ცოცხალი მართლა ვერ გადავრჩებოდი.- ისე გცემ დედაშენიც ვერ გიცნობს- ჩამკივის ტელეფონში.- ჩემ ძმობას გაფიცებ , ისედაც ტვინი ამეხადა , შენ ნუ მიმატებ- სიმწრით მეცინება მე და მძინარე ლენკას ვუყურებ.- შენ ხათუნასთან რომ აიყვან მერე ნახე ტვინის ახდა- ისმის გიგუშას ხმა.- საკაიფო რა არი იცი, ვაბშე არაფერი მახსოვს, აი საერთოდ გაყინული მაქ ტვინი.- ხოდა დაჯექი ახლა და იკაიფე, მეტი რა გზა გაქ - კვდება სიცილით ორივე. ლენკა ძალიან ბედნიერი იყო. სულაც არ აწუხებდა ეგ ფაქტი , რომ უგონო მთვრალებმა რაღაც აფსურდში გავყავით თავი..ხათუნაამ ჯერ ვერ გაიგო, ვინ იყო ეს გოგო და რატომ ავუყვანე დილის 11 საათზე სახლში. სანამ არ ამაღრიალა და არ დამაღეჭინა- „ ეხლა გავიგე რომ ცოლი მოვიყვანე დედა, გაიცანი შენი რძალიამეთქი" მანამდე არ გაჩერდა. პირველივე წუთიდან მოვწვი,როგორ არ მოეწონა არანაირი ზედმეტი რამე, ეგეთს ვერც ერთი მაკადრებდა , „პროსტო“ ხო ვხვდებოდი რა , მთლად მეგობრულადაც არ იყვნენ. აუ არადა დედაჩემი, ყველაზე ჯიგარი ქალია რა. არაფერი უთქვამს, არც უსაყვედურია, რაღაცნაირად მოწვა სიტუაცია. სიტუაცია სადაც მე აბსოლუტური გოიმი ვიყავი.მე და ლენკა ცალკე ვცხოვრობდით სევასტოპოლზე, თანაცხოვრების პირველი თვეები მშვიდობიანად მიდიოდა, არც ისე ცუდი გოგო იყო მართლა. თან ფაქტის წინაშე ვიდექი,რომ მისი მეუღლე მერქვა და მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ვიყავი, ეგ პასუხისმგებლობის შეგრძნება მქონდა, რომ არ მიმეტოვებინა, თან აი ბავშვი რომ ხარ და პირველი ცოლიანი სასტავში ცოტა ასწორებს.. ძაან ცოტა ოღონდ. მერე დაიწყო და დაიწყო პრობლემები. აბსოლუტურად არაფერში არ ესმოდა ჩემი.. თან სულ იცოდა, რომ არ მიყვარდა, აი რაზე მთხოვდა პასუხს არ მესმის. მილიონჯერ ავუხსენი, ველაპარაკე , ვთხოვე , გადაივლის ცოტა დრო და დავიშალოთ მშვიდადთქო, მაგრამ პათოლოგი იყო ჩვეულებრივი. ძაან ვცდილობდი რომ გული არ მეტკინა მისთვის, არადა საკაიფოდ ვმეგობრობდით მართლა. ერთხელ კერესა და დვალი ამოვიდნენ ჩემთან, რაღაც საქმეები გვქონდა მოსაგვარებელი ფილიალთან დაკავშირებით. გოგომ იცოდა,როგორი სერიოზული საქმე იყო და სპეციალურად მოიწვია მთელი სადაქალო, ცალტვინა ქალები.. ერთია ამოიყვანო და მეორე -თავზე დამამხო სახლი.- ლენკა სულ ცოტათი დაუწიე მუსიკას რა - შევუღე სასტუმრო ოთახის კარი და ძალიან თავაზიანად ვთხოვე. გოგო არასდრო არაფერში მითვალისწინებდა, როგორც ადამიანს პატივს არ მცემდა და ეს მშლიდა ჭკუიდან თავიდან ბოლომდე- და რატომ?- წამესწერვა. ტიპური გაქაჯება ემართებოდა ხოლმე პერიოდულად.- იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით, მე ვმუშაობ და თუ ხელს შემიწყობ , მადლობელი დაგრჩები - არ დავაკელი მე.- ფეხებზე მკიდია შენი მუშაობა - არ მომახალა ამ "პელენწუკამ" ? გა და მე კე ტა. თუ არ ვიფრენდი თავის პეროგაყრილ საზოგადაობასთან ერთად არ მეგონა.. კიდევ კარგი ბიჭები იყვნენ და გამაჩერეს, თორემ არ ვიცი რას ვუზამდი. მას მერე მაგრად აგვერია. სახლში „ვაბშე" არ მინდოდა მისვლა. ერთ დღეს სამსახურის ამბებზე შევირბინე, საბუთები მქონდა წამოსაღები.-როგორ ხარ?- მხოლოდ ზრდილობის "პონტში" გადავკოცნე და ეგრევე გავერიდე.- ვიფიქრე, რომ უკვე დაგავიწყდი, სად იყავი ? - აშკარად ძალიან შეიჭრა ეს ცოლის როლში. - კონკრეტულად ახლა, თუ ზოგადად? - საოცრად მეცინება ამ სიტუაციაზე- სიტყვებზე ნუ მეთამაშები, იცი რასაც გეკითხები- ძააააან "სტრანი" ცოლი მყავს, ჩაცუცქვაღა გვაკლია და ტიპური საქმის გარჩევაა.- აუ რა გინდა ლენკა?- ვეკითხები ძალიან მშვიდად.- არაფერი, უბრალოდ შენი ცოლი ვარ და მგონი უნდა ვიცოდე სად დადიხარ.- ახლა გაგახსენდა, რომ ჩემი ცოლი ხარ? - მეცინება მე. ეს გოგო აშკარად ვერაა ჯანსაღი - მაშინ არ გახსოვდა თავზე რომ გადამიარე და შენს დაქალებთან დამიწყე ბლატავი?!- რას გადაეკიდე ამ ჩემს დაქალებს?! - მხოლოდ ეს ნაწილი სწყინს მას მთელი ამ ტრაგედიიდან.- ძალიან გთხოვ, ლენკა, ჩხუბი არ მინდა, შემეშვი და დავიშალოთ მშვიდად, რამდენჯერ უნდა გთხოვო და გელაპარაკო ამ თემაზე? - უკვე ძალიან მეშლება ნერვები. - ასე როგორ გეზიზღები რომ ზედაც არ მიყურებ- ისე ამბობს, და მართლა მთელი გულით მეცოდება. -სხვა შეგიყვარდა?- სხვა რას ნიშნავს ლენკა, შენ ხომ ყოველთვის იცოდე შენს მიმართ რა დამოკიდებულება მქონდა?- ვეკითხები გულწრფელად. ამ სიტუაციაშიც კი ძალიან ვუფრთხილდები, არადა შუაზეა გასახევი მართლა.- მე შენ არ გაგშორდები, გამორიცხულია - კატეგორიული ტონი აქვს მას.- სანამ ცოლი გახდებოდი, მეგობრები ხომ ვიყავით? რატო იქცევი ისე , თითქოს ეს ყველაფერი არ გაწუხებს?! შენთვის ზედმეტად ხმა გამიცია, ან მიწყენიებია,ან ზედმეტად მოგკარებივარ როდესმე? ისიც არ მახსოვს ნორმალურად იმ ღამეს მოხდა თუ არა რამე.. - რამდენიმე წუთი უთქმელად ვდგავართ . არც ერთი ვიღებთ ხმას .მე ლენკას ვუყურებ ის- სივრცეს. - პროსტა საიდან სად მოვედით, შენი უაზრო აკვიატების გამო- ვუტოვებ ბოლო სიტყვას და მოვდივარრ.ეგ იყო ჩემი ბოლო ფეხი მაგ სახლში. სიყვარულის მეტაფორა- ესე იგი ორივემ გადაწყვიტეთ,რომ შვილი მიატოვოთ?- მეცინება მე და ჩალაგებულ ჩემოდნებს ვუყურებ.- ნია, ნუ იცი ხოლმე ეგრე, ვერ ძლებს მამაშენი უჩემოდ და რა გავაკეთო?! - მეხუტება მაკა.- უჩემოდ ხომ კარგად ძლებთ - ძალიან ვერთობი მათ რეაქციებზე მე.- მაკა, გაწვალებს გოგო,როგორ ვერ ხვდები - სიცილით კვდება ოთიკო. ეს კაცი მშიფრავს თავიდან ბოლომდე.- აუუ მამა.- არ გცხვენია ნია?! ისედაც ვნერვიულობ, რომ გტოვებ - თვალებს მიქაჩავს მაკა.- ოო, კაი რა , არ იცოდე მაინც, დარეკავს ორ წუთში მანჩო და გადამაცხოვრებს იქ, ასე რომ, ნუ ნერვიულობთ - ორივეს ვეხუტები მე. ჩემი წინათგრძნობა როგორც ყოველთვის ახდა, მანჩომ თავი გაიგიჟა, არაფრის გამკეთებელი ხარ მოკვდები შიმშილითო, ასეო, ისეო, ხელი ჩამაქნევინა ცხოვრებაზე, ჩვეულებრივად.- აქ არ გქონდა ტანსაცმელი?- ჩემოდანს უკმაყოფილოდ უყურებს ბებიაჩემი და მზერას ჩემს -5 კილოზე აჩერებს. ფერები გადადის.- ვაიმე, ბებო, შემოვიდე ჯერ.- მოვკლავ მაკას, საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას .- მაკა ოთიკოსთან ერთადაა ვაშინგტონში, აცადე ქალს ცხოვრება, სად ვახსოვარ. - მეცინება მე- შემო ბე, მე მოგხედავ- მეხუტება მანჩო მერე ვსხედვართ, ყავს ვსვამთ და არც ერთ უბანს ვტოვებთ გაუჭორავს.- ახლა რაღაც უნდა მოგიყვე, მაკა მომკლავს მაგრამ ვთვლი, რომ საკმარისად დიდი ხარ , რომ ეს იცოდე- მეუბნება ფრთხილად.- რას მაშინებ , მოყევი-მეცინება მის სიფრთხილეზე.-მაკა ტყუპებს ელოდებოდა ნია, მამაშენი გიჟს გავდა, წარმოიდგინე,რა მაგარია,როდესაც იცი რომ შენი საყვარელი ადამიანის სსხეულში სამი გული ცემს.. საერთოდ კაცები ძალიან მგრძნობიარეები არიან, არ დაიჯერო თითქოს არ აინტერესებთ და ვერ აღიქვამენ იმ სიმძაფრით, როგორც ჩვენ... მაკა ჩემი შვილია და შენ არც კი იცი,როგორი ცუდი ხასიათი ჰქონდა. ხშირად მე თვითონ ვფიქრობდი, როგორ უძლებს ოთიკო მეთქი... მთელი ცხოვრებაა ერთმანეთი უყვართ, მაკა სულ ამბობს , დროის ათვლას ოთიკოს გაცნობიდან ვიწყებ და ჩემი მთელი ცხოვრება ეს პერიოდია, მანამდე არაფერი მახსოვსო. - მეუბნება მანჩო და სიგარეტს უკიდებს. მე ისე ვიბნევი, ისე რომ ვერ ვხვდები რა რეაქცია უნდა მქონდეს.- რაას მიყვები მანჩო?- ემოციას ვერ ვიკავებ- ჰო,არ უნდოდა რომ გცოდნოდა. ნაადრევად დაეწყო ტკივილები, ამბობდა, ვერ ვგრძნობ ერთ-ერთსო ..- აქამდე რატო არ ვიცოდი ეს - გული მიკვდება მომენატრალურად.- ვერ გადაარჩინეს, სასუნთქი გზები ჰქონდა დახშული. - მეორე ღერს უკიდებს მანჩო. ძალიან ნერვიულობს... მე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ამ ამბავს- ნია ამას იმიტომ გიყვები,რომ მინდა იცოდე, შენ მათი ყველაზე დიდი ტკივილი და სიყვარული ხარ. მაკა შვილმკვდარი დედაა. ნია, 9 თვე ატარა მუცლით, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს გაზრდიდა და ისე მოუკვდებოდა თუ მკვდარს დაბადებდა, ზუსტად ისე განიცადა,როგორც ნებისმიერი დედა შვილის დაღუპვას... ის ბავშვი, ორივეს გულში ცოცხლობს... შენ ერთგვარი გამართლება ხარ მათთვის და აღარასდროს თქვა, მაკას არ ვახსოვარო. ახსოვხარ კი არა შენს ყველა ნაბიჯს უკვირდება, ცდილობს ახლოს იყოს შენთან, მაგრამ ბავშვობიდან ოთიკო გყავდა აჩემებული... მაკას გულიც კი წყდებოდა, მე კი არა მამამისს იფიცებს, ასეთი არაფერი მინახავსო- ეცინება თან.- ოთიკო ისე შეიცვალა, თითქოს ერთბაშად გაიზარდა... მაკა ვერც კი გეკარებოდა ერთი პერიოდი , ისე ეშინოდა, მერე დაძლია... მეთვითონ ვერ ვცნობდი ჩემს შვილს ისეთი გახდა... დედობამ და გადატანილმა ტკივილმა შეცვალა ნია... მე ვტირი, ნერვიულობისგან არც კი მახსოვს როგორ მოვუკიდე სიგარეტს... არადა ოთიკომ ისე მთხოვა, დაანებე თავიო..- მე რომ ვყოფილიყავი იმის მაგივრად, მანჩო, ხომ შეიძლება, მას ეცოცხლა და მე არა -სახეზე ხელებს ვიფარებ. ვერ ვიჯერებ, რომ ამ ამბავს ახლა ვგებულობ.- ბედისწერაა ნია, ის ბავშვი განწირული იყო, მაშინ თუ არა , როდესღაც მაინც ვერ აცდებოდა ასეთი დასასრული. შენ ერთგვარი მეტაფორა ხარ. ბედისწერის მეტაფორა!და იცოდე, მაგ ორისთვის ერთ-ერთი დამაკავშირებელი ძაფი შენზე გადის. შენ მათი სიყვარულის გამართლება ხარ!არასტანდარტული სიტუაცია- ბარათაშვილი, შენ თუ ცოცხალი იყავი აღარც მეგონა.-- მეკიდე იმდენი ხანია არ მინახიხარ, მგონი ქუჩაში ვერც გიცნობ.- მერე მნახე, ვინ დაგიშალა.- ვწუნკლობ მე.- აუცილებლად გამოვივლი სუხიშვილების დარბაზში, სულ მინდოდა დამეთვალიერებინა- მენაგლება დათუნა.- მეცხრეში მოდი, იქ უფრო საინტერესო გარემოა- მეცინება მე.- რამდენი ხანია მართლა ნორმალურად არ მინახიხართ.- ტეხავს მაგრად.- სად ხარ შენ?- სახლში,ოთიკო წავიდა მივლინებაში და მაკა გაიყოლა, ჩემი თავი მანჩოს დაუტოვეს და გამოვეპარე, მოვატყუე ელენესთან დავრჩები მეთქი, აღარ შემიძლია, საჭმლით დამდევს ყველაგან- მეცინება მე.- აუ რა ქალია - ეცინება დათუნასაც.- გამომიარე რა, ბავშვებსაც დავურეკავ , მართლა მომენატრეთ.- ქუთაისში ვარ ნია, მამაჩემს გავყევი რაღაც საქმეებზე..- აუუ - ვიწყებ წუწუნს მე.- ჩამოვალ ხვალ და უეჭველი შეგეხმიანებით- კაი მიდი გკოცნი.- მეც ბევრს- მეუბნება დათუნა და მითიშავს. მე ძალიან მეზარება ყველაფერი და საერთოდ ბოლო დროს სულ დაღლილი ვარ. პრინციპში ჩემი გრაფიკის გადამკიდეს , რომელიმე ხესთან რომ არ მძინავს ხოლმე მიკვირს... გაღვიძების მომენტი მქონდა კატასტროფული. ვერ ვიტან როდესაც ტელეფონის ხმა მაღვიძებს, შემიძლია უპრობლემოდ მოვისროლო ფანჯრიდან...- გისმენთ - ვაგონებ ძალიან უჟასი ხმით.- სად ხარ, აგიფეთქე ტელეფონი - მესმის ნაცნობი ხმა და სამი წამი გააზრებას ვუნდები.- კარგად ლუკა, შენ როგორ ხარ? - მეცინება მე და სრულიად ვფხიზლდები.- აუ გეძინა, ხო?- ხმის ინტონაციით ვხვდები როგორ მანჭავს სახეს.- ჰო და არ მინახავს ზარები.- რაშვები , რას აპირებ დღეს?- თემას მიცვლის ის.- თავის მოკვლას.- რამე უფრო კარგი იდეა არ გაქვს?- ეცინება მას- შენი მოკვლა- ვეუბნები მე ბალიშს ვისწორებ.- ნია, ისეთი არაფერი გაფიქრდება სადაც მკვლელობა არ ურევია?- ჯერ-ჯერობით არა- მეცინება მე.- ხოდა ჩამოდი , სადარბაზოსთან გიცდი.- აუ მეზარება ლუკა, თან გვიანია, პლეხანოვზეე უნდა გავიდე , მანჩო მომკლავს.- მანჩოს მე მოვუყომარებ, შენ მიდი უცებ ჩამოირბინე. -მე ჯერ კიდევ მძინავს, ლუკა მანქანას ეყრდნობა, ცალი ხელით სიგარეტის კოლოფს ათამაშებს. მე ცალთვალდახუჭული ვუყურებ, ეცინება და მეხუტება.- ახლა ჩამეძინება- ვამბობ მთქნარებით და ხელებს ვხვევ .- ძილი გამორიცხე საერთოდ.- სად მივდივართ ?- ვეკითხები და კომფორტულად ვთავსდები სავარძელში.- გავისეირნოთ - მხრებს იჩეჩს ის.- ბიჭები სად გყავს?.- აუ , არ გამახსენო რა- სიცილს იწყებს ის.- ძალიან საყვარლები არიან -მეღიმება იმ დღის გახსენებისას.- ჰო, ცოტას აფრენენ, მაგრამ სკოლის მერხიდან ერთად ვართ და მაგათზე მნიშვნელოვანი არავინ მყავს...- ელენე არ მინახავს საუკუნეა- მნიშვნელოვან ადამიანებზე მახსენდება მივიწყებული დაქალი.- ხოდა წამოდი ელენეს დავადგეთ, გაეხარდება ძალიან - მიცინის ლუკა და დოლიძეზე უხვევს.- ისე სულ მაინტერესებდა, დები იშხნელების რა ხარ?- ვეკითხები მე , ლუკას სიგარეტის კვამლი ცდება და ვერ ვხვდები სიცილისგან წითლდება თუ უბრალოდ ვერ სუნთქავს. მე ფერდებში ვურტყამ ხელს.- საიდან მოიგონე?- ხარხარებს ბოლო ხმაზე. მე ვზივარ და დურაკივით მეცინება.- სერიოზულად გეკითხები, რა გაცინებს?- მესამე თაობა ვარ მაგათი - ისეთი სახით ამბობს, დავეჭვდი- მართლა??- ხო მართლა, აი დისკებიც მაქვს - მე სანამ ჩემი თვალებით არ ვნახე დისკის შეფუთვაზე დები იშხნელების ფოტო , მანამდე ვერ დავიჯერე.- და ამათ უსმენ?- გულში ვლოცულობ არ დამთანხმდეს.ლუკა ცდილობს დასერიოზულდეს მაგრამ მომენტალურად ეცინება... ცოტა მაკლდა თავში ვუტყავდი იმ დისკებს- გარეწარი ხარ რა.- რა დები იშხნელები ?- სიცილით კვდება ის- ეგ დისკები ბიჭების გაჩალიჩებულია, მეც გუშინ აღმოვაჩინე.ელენე ჩვენს ორს ერთად რომ გვხედავს, კარს კეტავს და თავიდან აღებს... სახეზე იმდენი კითხვის ნიშანი და მუქარა აწერია ლუკას ვეუბნები მოდი გავბრუნდეთ, ჯერ ახალგაზრები ვართ მეთქი. ლუკას ეცინება და კარში პირველს მატარებს. ელენე ხელზე მჩქმეტს და თვალებს მიქაჩავს , ასე მგონია სამშობლოს ვუღალატე.- ლიაკო , როგორ ხარ?- ნია, არამიშავს, სად დაიკარგე , შემოდი- მკოცნის ლია .- ოჰ, ეს ვაჟბატონი რა ქარმა გადმოაგდო - ამბობს ლუკაზე .- მოგენატრე? - ლოყებს უწელავს ლუკა.- გაბრაზებული ვარ, ბოლოს გერმანიიდან რომ ჩამოხვედი მაშინ მნახე,უნამუსო ბიჭო შენ!- ტუქსავს ლიაკო და ეხუტება.-ხოდა დატკბი და მომეფერე სანამ აქ ვარ- იცინის ლუკაელენე ხელებდაკრეფილი დგას კარებთან და თვალებმოჭუტული გვიყურებს ორივეს.- გინდოდა გეთქვა ძალიან გამეხარდა ორივეს ნახვაო არა?- სიცილით კვდება ლუკა. ელენეს სახეზე.. მემგონი ამ სიტუაციაში ყველაზე უშუალოდ და კარგად ლუკა გრძნობს თავს. მერე სანდროც მოდის, ელენე მარიამსაც ურეკავს ,როგროც მის მესაიდუმლეს და „გამოცდილებებით სავსე“ მეგობარს. ჩემზე მეტად მგონი ამას ედაქალება, სულ ამაზე ვეჭვიანობ მთელი ცხოვრრება..დათუნა ქუთაისიდან ფეხით ჩამოვიდა ლამის, უჩემოდ როგორ გაბედეთ რამეო, ძლივს დავაჯერე, რომ არაფერი დაგვიგეგმავს და შემთხვევით გამოვიდა ასე... ღამის 10 საათზე დავიწყეთ "პიანკა". - ვგიჟდები თბილისზე , ამაზე მაგარი ქალაქი , მსოფლიოში არ არსებობს- ვამბობ და ანათებულ დედაქალაქს ვუყურებ.- ბევრგან ხარ ნამყოფი?- მეკითხება იშხნელი და მოაჯირს იდაყვებით ეყრდნობა.- ძირითადად ევროპის ქვეყნებში. ყველას თავისებური ხიბლი აქვს , მაგრამ წამიერ აღფრთოვანებას იწვევენ ჩემში. ძალაუნებურად სულ თბილისს ვადარებ ხოლმე და ზოგადად აქ ყოფნას არაფერი მირჩევნია.- აუ ჯერ სად ხარ ნია, იმდენ რამეს ნახავ კიდევ - მმოძღვრავს მოხუცი კაცივით.- ჩემზე 5 წლით დიდი ხარ , რა ნახე ამ 5 წელში ასეთი,რომ გადამატანე თან?!- მეცინება მე.- უბრალოდ მჯერა,რომ ძალიან წარმატებული იქნები...-ეღიმება მას.- როგორი წარმატებულიც არ უნდა ვიყო, თბილისი მაინც ერთადერთი ქალაქი იქნება, სადაც ვიცხოვრებ- ვამბობ მტკიცედ მე.- რატომ გადაეკიდე ასე?- ეცინება მას . მე მხრებს ვიჩეჩავ.- ალბათ იმიტომ რომ, ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ ქალაქთან ასოცირდება. ესაა სივრცე,რომელიც ყველა ჩვენგანის მოგონებებს ატარებს... აი ახლა ის ჰაერი,რომელიც ჩვენს გარშემოა დაახლოებით რა მოცულობის იქნება?- ვეკითხები მას. ლუკა იბნევა.-არ ვიცი ნია- მიღიმის ის.- ჰოდა ნუ იცი, მთავარი ისაა,რომ ეს ჰაერი ჩვენი ემოციით ივსება და სხეულიდან წამოსულ ყველა იმპულსს ერთ წერტილში უყრის თავს.. და არასოდეს ივიწყებს ლუკა. თითქოს რაღაც კოდით იმახსოვრებს და მეორედ,როდესაც მე და შენ ამ აივანზე ვიქნებით, ერთად თუ ცალცალკე, მნიშვნელობა არ აქვს მაგას, მთავარია რომ ორივეს აუცილებლად გაგვახსენდება ეს დღე, იმიტომ რომ ამ სივრცეში არსებული კოდი, შესამაბის მოგონებას დაიკავშირებს.- საიდან გაფიქრდება ეგეთი რამეები?- მეკითხება გაოცებული.- ზოგადად ფიქრი კაი ტიპია- მეცინება მე. ლუკა სიგარეტს უკიდებს..- აი მე ასი წელი არ გამიჩნდებოდა ეგეთი აზრი - თავს იმდაბლებს ის. მომენტალურად ძირს იხრება დაგდებული სანთებელას ასაღებად და მე ამ დროს ვამჩნევ ქამარში მჭიდროდ გარჭობილ იარაღს.- იარაღი რად გინდა?- ვეკითხები ძალიან მშვიდად.. ლუკა გაკვირვებული მიყურებს.- ქილერი ხარ ხო?- მეცინება, ლუკა კი ბჟირდება . ძლივს ვასულიერებ.- რა მოიგონე ახლა.- აუ მანახე რაა- ლუკა უპრობლემოდ მაწვდის, მაკაროვის ახალთახალ მოდელს.- ბეველინგის უახლესი ნიმუშია, 40 კალიბრი, 8 ვაზნა- მჭიდს ვაძრობ მე - რა მაგარიაა. -აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.- შეენ საიდან იცი ეგენი ?- თვალები უფართოვდება მას.- პროსტო - ვეუბნები მე და 750 გრამიან ნაგანს ხელში ვათამაშებ- მასროლინებ?- თვალები მიბრწყინავს მე.- ძალიან სუსტი ხარ მაგისთვის- ხელიდან ფრთხლად მართმევს იარაღს და ისევ ქამარში ათავსებს.- ოოო, კაი პაკა- ვბრაზდები მე და ზურგით ვეყრდნობი მოაჯირს.-ერთი პირობით გასროლინებ- ეშმაკურად მეუბნება რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. -არასოდეს შეიღებავ თმას!- "მოჟნა"- ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად მე და სულელივით მეღიმება. ......როგორც კი ნიას ელენესთან ასვლის იდეა შევთავაზე ეგრევე მივხვდი, რომ ძალიან დიდ შარში ვყოფდი თავს. ელენეს ლენკა ეზიზღება და მეც ასევე ვეზიზღები ეგ შეცდომა რომ დავუშვი ცხოვრებაში.გოგო შეუვალი ხდება, როცა საქმე ჩემ არეულ პირად ცხოვრებას ეხება. ახლა ვალაგებ, მაგრამ რად გინდა? გადამეკიდა ტიპი. შეიძლება შუბლზე იარაღი დამადოს და ეგრევე წკაპ გამაგაროს, ჩემზე და ნიაზე რომ გაიგებს.მაგრამ მაინც ვრისკავ, სჯობს ახლავე მოვაგვარო ეს საკითხი.ელენე გვიღებს კარს და ისეთი გამომეტყველება აქვს წამიერად მართლა მგონია, რომ რამეს ჩამათხლიშავს.-ვა ელე - ვუცინი გიჟივით, წინ ნიას ვატარებ, რომ როგორმე ამ დიალოგს ავარიდო რაც მელის.-შენ ნორმალური ხარ?- მეჩურჩულება შეთქმულივით ის, -ვეტყვი ყყველაფერს იცოდე- მემუქრება ამასთანავე,- აუ ელენე ახლა გაჩუმდი და 3 სურვილს შეგისრულებ გპირდები- და სანამ დამასწრებს თქმას მევე ვიძვრენ თავს- ოღონდ ნიას თავი დავანებო გამორიცხე. ის ხვდება, რომ რა თქმა უნდა, ჩემთან ამ გოგოზე საუბარს აზრი არ აქვს და თავს მანებებს, მაგრამ ვიცი რომ ეს დროებითია და ხვალიდან ჩემს ტელეფონს ჩვეულებრუვ ქოლცენტრად აქცევს. ცოტახანში ისეთი ქეიფი „იხოდება“ ლამისაა გიგის და ბექასაც დავურეკო. ეგრევე ქორწილის ხალხიც შეიკრიბება პრინციპში,ნეტა ნია თუ ხვდება, რომ ცოლად მოყვანას ვუპირებ?რა იდიოტი ვარ , მე ხომ უკვე მყავს ცოლი? )) ეგრევე თვითირონია მერთვება ,როცა ვხვდები რამდენი სულელური პრობლემა მაქვს მოსაგავრებელი. ამ დღეს ნიამ თავისი თეორიაც მომიყვა , რომ ჩვენს ემოციას ეს ადგილი რაღაც კოდით ინახავს და შემდეგში თუ აქ მოვალთ აუცილებლად კოდი მოგონებას დაიკავშირებს და ეს დღე გაგვახსენდებაო. ტვინი მიფეთქდება ჩვეულებრივად, ასეთი დალაგებული სიგიჟე მარტო ამ გოგოს თუ მოუვიდოდა თავში აზრად.ჯერ რა მაგრად ცეკვავს, მერე რა ჭკვიანია, მერე როგორი ლამაზი და მიზანდასახული. გოგომ იარაღის მოდელი და სრული აღწერილობა ისე ჩამომირაკრაკა , შოკში ჩავვარდი. გამომტყუა კიდეც დაპირება, რომ ვასროლინებდი. ისე გაეხარდა , პატარა ბავშვივით დაიწყო ცქმუტვა.ვჭედავ ჩვეულებრივად, თან არც მინდა შემემჩნეს და თავი მოვაბეზრო, მაგრამ კაცის ინტუიციით ვგრძნობ რომ თვითონაც მოვწონვარ....