ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცხენები

0 ხმა

გიორგი წერეთელი

ბიოგრაფია

სახელი: გიორგი წერეთელი

ასაკი: 27

 

თბილისში დავიბადე. დავამთავრე 199-ე სკოლა-პანსიონი “კომაროვი”, სკოლის ასაკიდან ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონკურსებში. შემდეგ 2015 წელს ჩავაბარე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში და 2019 წელს დავასრულე ბაკალავრი. 2020 წლიდან დღემდე მივყვები PhD-ს პროგრამას სენტ ლუისის, უოშინგტონის უნივერსიტეტის(Washington University in Saint Louis) ფიზიკის დეპარტამენტში. უმაღლესი აკადემიური განათლების ორივე საფეხურზე არაერთი ლიტერატურის საგანი მაქვს არჩეული და ჩაბარებული. დღეს საქართველოში ვარ, მაგრამ წელიწადის უმეტეს ნაწილს ამერიკაში ვატარებ. შემოქმედებითი ნამუშევარი ჯერ არ გამომიქვეყნებია. 

სინოპსისი

ჩვენ გარშემო ყველა ადგილი საკუთარი წარსულის უხილავ ექოს ინახავს. თითეულ დანეგრეულ კედელს თუ მიტოვბულ სარდაფს შეუძლია მოგვითხროს მივიწყებული ისტორიები. ნაწარმოები აერთიანებს თანამედროვე ქართველი სტუდენტების ცხოვრებას და ურბანული სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებს. ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტ თორნიკეს შეუძლია ესაუბროს “სულებს” და სივრცეში დაინახოს წარსულის ანარეკლები. რიტუალებს ბავშვობის მეგობრებთან, გოგასთან და თინასთან, ერთად ატარებს შეკრების საყავრელ ადგილას, თბილისის მიტოვებულ იპოდრომზე. ერთხელ მეგობრები აღმოაჩენენ, რომ მსგავსი სეანსების ჩატარება იდუმალ მობილურ აპლიკაციასაც შეუძლია. გადაწყვეტენ ააწყონ დანადგარი, რომელიც აპლიკაციის დახმარებით გააძლიერებს მათ კავშირს ქალაქის წარსულთან და საყვარელ ადგილებს ახალ ელფერს შესძენს. ამბავში სამივე მთავარ პერსონაჟს უწევს დაძლიოს არაერთი თავსატეხი პირად, აკადემიურ და თბილისისთვის მახასიათებელ ქუჩურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი. თუმცა პრობლემების აღქმა მრავალფეროვანია, როცა მათი დანახვა წარსული დროების თვალთახედვნიდანაც შეგიძლია.  

მიმდინარე ტური არ არის აქტიური