დათოვლილი კედლები
0 ხმა
ალექსანდრე მაჭარაშვილი
მოგესალმებით, მე ვარ ალექსანდრე მაჭარაშვილი, 31 წლის. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. პროფესიით ვარ ფინანსისტი, მაქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი აღნიშნულ სფეროში. მიმუშავია ბუღალტრად სხვადასხვა წამყვან კომპანიებში, მათ შორის გამომცემლობა ,,პალიტრა L’’ - ში.
ასევე ვარ სალაშქრო ექსკურსიების საფეხმავლო გამყოლი და სწორედ ამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მიბიძგა დამეწერა ეს რომანი. უამრავგზის ვარ ნამყოფი ნაწარმოებში ნახსენებ ყოველ ადგილას ფშავში, ხევსურეთსა და თუშეთში.
რაც შეეხება ლიტერატურულ გამოცდილებას, აქამდე არ მაქვს გამოქვეყნებული არც ერთი ნაწარმოები გამომცემლობის ხაზით. ამ რომანის დაწერამდე, ვწერდი მოთხრობებს და ვაქვეყნებდი სოციალური ქსელებში არსებულ ლიტერატურულ ჯგუფებში.
მოხარული ვიქნები, თუ გამომცემლობა ,, პალიტრა L’’ - თან კიდევ ერთხელ შევძლებ თანამშრომლობას.
რომანი ,,დათოვლილი კედლები ‘’ დაფუძნებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთის მითოლოგიაზე. წიგნში მოთხრობილია მთის გმირების და შემდგომში ღვთაებების: კოპალას, იახსარის, პირქუშისა და ბაადურის ბრძოლა კაციჭამია გიგანტების წინააღმდეგ. მითოლოგიური თქმულებები გარკვეულწილად შეცვლილია და ეხება ისეთ პრობლემებს, რომლებიც დღევანდელობაშიც არ კარგავენ აქტუალობას.
წიგნი ეძღვნება აწ გარდაცვლილ სამთო გიდს და ყველა მოლაშქრისათვის საყვარელ ნიკო ჯავახიშვილს, იგივე ,,ძია ნიკოს’’.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური