ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მაგრამ

0 ხმა

ანა ურუშაძე

ბიოგრაფია

„გახდი ბესტელერის ავტორი „

 

1.     განმცხადებლის სახელი და გვარი - ანა ურუშაძე

2.     ასაკი - 29 წელი

3.     საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი თბილისი

4.     სამუშაო ადგილი -სსიპ ქალაქ თბილისის 133-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

5.     მოკლე ბიოგრაფია - დავიბადე 1995 წლის 17 მარტს გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში. ვერცხლის მედალზე წარჩინებით აქვე დავამთავრე საჯარო სკოლა. ჩავაბარე გრანტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე. მაქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით. 2019 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო განათლების მიმართულებით, 2020 წელს ჩავაბარე და დავადასტურე კომპეტენცია ქართული ენისა და ლიტერატურის ( 1-6 კლასები ) საგნის . დღეს გახლავართ ხუთწლიანი სტაჟით წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგი, ვმუშაობ სსიპ ქალაქ თბილისის 133 -ე საჯარო სკოლაში. ვასწავლი მოქალაქეობას / სამოქალაქო განათლებას, ასევე ვარ მე-9 დ კლასის დამრიგებელი. მეხუთე წელია ვხელმძღვანელობ სამოქალაქო განათლების კლუბს ‘ მომავლის თაობას „, რომელიც ხუთი წლის წინ დავაარსე სკოლის ბაზაზე მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. ამ კლუბის საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული მაქვს USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტები, ასევე ბიზნეს ფორუმის ორგზის გამარჯვებულია ჩემი ხელმძღვანელობით შექმნილი პროექტები. სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობას ვუწევ ფასილიტაციას უკვე მესამე წელია და მათთან ერთად აქტიური საქმიანობით და წარმატებული აქტივობებით გასულ სასწავლო წელს მოვიპოვე დემოკრატიული სკოლისა და დემოკრატიული ლიდერის სტატუსი . აქტიურად ვარ ჩართული საქპატენტისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, კონკურსებსა და სემინარებში, ვხელმძღვანელობ დებატების კლუბს სკოლაში და ვატარებ უკვე მესამე წელია დებატების ჩემპიონატს სკოლაში. ასევე ჩემი ხელმძღვანელობით გამოიცემა სკოლის გაზეთი ‘ მომავლის ხმა „ , რომლის რედაქციაც მატერიალურად და ტექნიკურად საგრანტო პროექტის ფარგლებში გავმართეთ . სასკოლო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ვწერ , შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ვარ ადრეული სკოლის პერიოდიდან . ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან  მოყოლებული ვიმარჯვებ სხვადასხვა კონკურსში, მათ შორის გასულ წლებში გავიმარჯვე ისრაელის საელჩოსა და გამომცემლობა ინტელექტის  მიერ გამოცხადებულ ნოველების კონკურსში, ლანჩხუთის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი ‘ მთიების

‘ სამგის გამარჯვებული გახლავართ. გახლდით წარმატებული და მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის „ ემიგრანტის წერილი 2016 ‘ ის ფინალისტი, დავიმსახურე ჟიურის სიმპათია და ჩემი ნაწარმოები დაიბეჭდა და გამოიცა გამომცემლობა „ ივერიონის „ მიერ დაბეჭდილ კრებულში. ასევე სხვადასხვა დროს ჩემი ნოველები და მოთხრობები იბეჭდებოდა ლიტერატურული ჟურნალის „ ანეულის გვერდებზე . ‘ გთავაზობთ , ჩემ მიერ გამოქვეყნებული ნაწარმოებების მოკლე სიას :

 

https://www.facebook.com/permalink.php/?story_fbid=488395321349793&id=129070270615635&_rdr

 

https://www.facebook.com/adamianebimsofliosqalaqebidan/posts/1917322768513475/?_rdr

 

გამომცემლობა „ ივერიონი „, თბილისი 2016 , „ ემიგრანტის წერილი „ 125 გვ, „ აქ...იქ...“

 

გამომცემლობა ინტელექტი , 8 ახალი მოთხრობა ქართულ -ებრაულ ურთიერთობებზე, „მაძიებელი „ , 129 გვ, „ შეგრძნება- სახელად სახლი„

 

ეს მცირედი ჩამონათვალია ჩემი შემოქმედებიდან უკვე გამოქვეყნებული ნაწარმოებებისა. გარდა ლიტერატურული საქმიანობისა, დოკუმენტური ფილმების შექმნით ვარ დაინტერესებული და პერიოდულად ვიღებ და ვამონტაჟებ სხვადასხვა მიმართულებით ფილმებს. მათ შორის გამოვყოფ აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებულ და მულტიმედია განათლების ცენტრის მიერ Sakdoc ფილმთან ერთად განხორციელებულ პროექტს დამწყები კინორეჟისორებისთვის „ 16 ქალი ცვლილებებისთვის „, რომლის გამარჯვებულიც გახლავართ. თვეების განმავლობაში გადავიღე და დავამონტაჟე 10 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც მოეწყო და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.


https://www.youtube.com/watch?v=PMdlHr7Qvpw

 

 

სინოპსისი

 რატომ  უძღვნიან წიგნებს მხოლოდ გმირებს ?!  ჩვენ რა დავაშავეთ, უბრალო მოკვდავებმა, რომლებსაც არავინ მოგვცა  ინსტრუქცია ამ რთულსა და უსწორმასწორო სამყაროში უშეცდომოდ სამოძრაოდ.   ჩემი მოთხრობები სწორედ მათზეა, უბრალო მოკვდავებზე , ვისაც ეშინიათ, გარბიან და მაინც პოულობენ ძალას ცვლილებებისთვის. ის ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი ქალია, ბავშვობიდან დღემდე ორი ომი გამოიარა, მაგრამ საკუთარ შიშებთან ბრძოლაში დამარცხდა. დამარცხდა კი? მოთხრობის ბოლოს დიდი ტალღა წალეკავს ყველაფერს, რჩება მხოლოდ დახავსებული საბეჭდი მანქანის ბოლოს ამოჩრილი ფურცელი სიტყვით „ მაგრამ „....  

მიმდინარე ტური არ არის აქტიური