მოთხრობები
0 ხმა

კახა მჭედლიშვილი
მოგესალმებით წერა-კითხვის მოყვარულო ადამიანებო! ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემებით არ გამოვირჩევი და არც დიდ ამბად მიმაჩნია მკითხველის გულის ზედმეტად გაწყალება, ის კი არა, ზოგჯერ უსაფუძვლოც კი მეჩვენება ეს ყოველივე რადგან ამან შეიძლება როგორც მკითხველის ისე ავტორის იმედგაცრუება გამოიწვიოს. კარგი იქნება ერთი ნაამბობითაც თუ გაგახარებთ.
ამ მოთხრობებში პატარა ბიჭები იმიტომ იქცევიან მარმარილოს ბიჭებად რომ პატარა გოგონებმა თოჯინებით ითამაშონ.
აქ ერთი მოთხრობის გმირი, მეორე მოთხრობის გმირის მორღვეული ქვის ყორესთვის მადლის რიყეს აგროვებს.
ამ ამბებში უკან იმიტომ ბრუნდებიან რომ ახსოვთ უღრანში ძმადგაფიცული მგლების გალობა და სამშობლოში დარჩენილი შაბარდუხების ყეფა.
აქ უყვართ ძლიერად და უხმოდ. მარმარილოს ღიმილითა და აწყალჭალებული თვალებით.
ამ ჩანაწერებში პატარ-პატარა ამბებია დიდი ამბით მოთხრობილი.
ამ ამბების მონაწილენი თვითონაც რომ არ იციან ისე, უხილავად შედიან საკუთარი სინათლის მივიწყებულ აკლდამაში და სულს ითქვამენ...
მიმდინარე ტური არ არის აქტიური