ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჩემი აზრაელი

0 ხმა

ლილა ნესი

ბიოგრაფია

სახელი: ლილა

გვარი: ნესი

დაბადების თარიღი: 02.05.1988

დავიბადე ქალაქ ჭიათურაში, რვა წლამდე ვიზრდებოდი სოფელ ზოდში ბებიასთან, შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ვარ დაოჯახებული, ვმუშაობ და თავისუფალ დროს ვუთმობ ჩემს საყვარელ საქმიანობას, წერას.

 

სინოპსისი

ფანტასტიკური ისტორია, ფენტეზი, რომელიც რეალურ სამყაროში, რეალური ადამიანების გვერდით, სადღაც ჩვენს ახლოს ვითარდება და მკითხველს კითხვისას უჩენს შეგრძნებას იმის რომ შეუძლებელი არაფერია.

- ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირია თვრამეტი წლის გოგონა ლილა რომელიც მთელი თავისი გააზრებული ცხოვრება ცდილობს ამ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნას და სწორედ ამ ძიების დროს, როცა გაურკვევლობა მის ცხოვრებაში პიკს აღწევს, გადაიკვეთება მისი და სიკვდილის ანგელოზი აზრაელის გზები.

- აზრაელის და მისი ძმების გაცნობის შემდეგ ლილა სრულიად სხვა სამყაროში ხვდება, საკუთარ თავს თავიდან აღმოაჩენს და შეიცნობს, პოულობს ახალ მეგობრებს, სიყვარულს და აცნობიერებს იმას რომ ყველაფერი რისიც აქამდე სჯეროდა და სწამდა სრული სიცრუეა და სინამდვილე ძალიან განსხვავდება იმ ყალბი სამყაროსგან რომელშიც ცხოვრობდა.

- ისტორია უდიდეს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღალატზე, პატიებაზე, თავდადებაზე და მოულოდნელი იმედგაცრუების მიუხედავად მომავლის იმედზე.

- დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს სიუჟეტის მიმდინარეობა, გამოყენებული თემები და ძალიან, ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ქარიზმატული  პერსონაჟები.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური