ჩემი აზრაელი
ჩემი აზრაელი
სათავგადასავლო ფანტასტიკური რომანი
ჩემი აზრაელი
უზარმაზარი ცათამბჯენის კიდეზე ვზივარ, ფეხებს ჰაერში ვაქანავებ და ვუყურებ ქვემოთ როგორ ერთფეროვან, გადღაბნილ მასად მოძრაობენ ადამიანები და მანქანები, ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მესმის, ნაცნობი ფრთხილი და შემპარავი ნაბიჯების ხმა, მიახლოვდება, ჩემს გვერდით ჯდება, მხარზე ოდნავ მეხება და მეკითხება...
- მზად ხარ?
თვალდახუჭული მის სურნელს ვისუნთქავ, ჩემთვის ასე ნაცნობს და საყვარელს, ვცდილობ მღელვარება არ შემეტყოს, ფეხზე ვდგები და თითებს ვუწვდი, რომლებიც თავშეკავების მცდელობის მიუხედავად, მაინც თვალნათლივ მითრთის.
- მზად ვარ, -ჩემი ხმა არც თუ ისე გამბედავად ჟღერს.
უფრო მეტად მიახლოვდება, წელზე მხვევს ხელს, მჭიდროდ მიკრავს სხეულზე და ვფიქრობ, ესმის როგორ გამალებით ძგერს ჩემი გული, ჩვეულებისამებრ დამაბნევლად და სუნთქვისშემკვრელად იღიმის, თვალებში მიყურებს და შემდეგ ...
წარმოუდგენელი სისწრაფით ვეშვებით ძირს, თავდაყირა მივექანებით და სულისგამყინავი შიშის მიუხედავად, ერთადერთი რის გაფიქრებასაც ვასწრებ არის ის, რომ თუ მთხოვს, მისი გულისთვის კიდევ ათასჯერ, დაუფიქრებლად გადმოვხტები ამ ცათამბჯენიდან...
დასაწყისი
შემოდგომის დამდეგს დავიბადე, უმშვენიერეს ადგილას, კოლუმბიის მთებში, ღვთისგან და კაცისგან მივიწყებულ პატარა სოფელში, სადაც დღისით მზის სხივები ცეკვავენ, ხოლო ღამით ფერხულს უვლიან შორეული წარსულიდან გადმოსული ლანდები.
როგორც ჩემი გამზრდელი ბებო ამბობდა, დედაჩემი უცხო მხრიდან მოსულა სოფელში, ულამაზესი ყოფილა მაგრამ საშინლად გამხდარი და ჩამოძონძილი, დიდი ლურჯი თვალები და ღია ფერის წელამდე დალალები ჰქონია.
- პირველად რომ დავინახე ზეციდან დედამიწაზე ჩამოსული ანგელოზი მეგონაო, -მიყვებოდა ჩემი მამობილი, მასზე საუბრისას ყოველთვის ღელავდა, თვალებზე მომდგარ ცრემლს გაუხეშებული, დამსკდარი თითებით მოიწმენდდა და ერთს გულიანად ამოიხრებდა ხოლმე.
ოთხი თვის ფეხმძიმე ყოფილა, ბებოსთვის უთხოვია დახმარება... ბებოს არ უკითხავს ვინ იყო და რატომ იყო ასეთ დღეში, დახმარება სჭირდებოდა და დავეხმარეო ამბობდა ხოლმე, არაფერი ხდება უმიზეზოდ, ღმერთს ტყუილად არ მოუყვანია ჩვენთან, თუ ასე მოხდა ყველაფერი ესე იგი ასე უნდა მომხდარიყოო. რაკი ბებო კითხვებით არ აწუხებდა თურმე არც დედას უთქვამს არაფერი, საუბარი არ ჰყვარებია, მითუმეტეს საკუთარ თავზე და თავსგადახდენილ ამბებზე. მისი სოფელში მოსვლიდან ხუთი თვის თავზე მე გავჩნდი, თურმე წვიმდა მაშინ კოკისპირულად, მეზობლის ქალები და ბებო დედაჩემს ეხმარებოდნენ, ხოლო მამა ბოლთას სცემდა შემოსასვლელში და როცა პირველად ჩემი ხმა გაუგია, მუხლებზე დაცემულა და ღმერთისთვის მადლობა შეუწირავს.
შემდეგ დედა და ჩემი მამობილი დაქორწინდნენ, პატარა წვეულება მოუწყიათ მოედანზე სოფელში, პირველად მაშინ დავინახე მის ტუჩებზე ღიმილი, როცა მამაშენმა საცეკვაოდ გაიწვიაო მიყვებოდა ხოლმე ბებო და თან იქვე ჩრდილში მოქუჩებულ ქათმებს საკენკს უყრიდა.
ორი წლის შემდეგ დედა დაიღუპა, არავინ იცის რატომ, ასე უბრალოდ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. მამამ ძლივს გადაიტანა მისი სიკვდილი, მე კი მისი ერთი ფოტოც არ მაქვს, რომ გავიხსენო როგორი იყო... მისგან სახსოვრად არაფერი დამრჩა გარდა მისნაირი ლურჯი თვალებისა და სახელისა, ლილა დამარქვა.
თორმეტი წლის ვიყავი, როცა მამა ნარკოტიკით მოვაჭრეებმა მოკლეს. მათთან შეკრულმა, კორუმპირებულმა პოლიციამ, როგორც ყოველთვის არაფერი გაგაკეთა, ბებო კი სამუდამოდ მოტყდა და დაჩიავდა, ჩემს თვალწინ რამდენიმე დღეში რამდენიმე წლით დაბერდა.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს პატარა მთებში, მიკარგულ სოფელში, ცხოვრება გძელდებოდა, გვტკიოდა, ვწუხდით, მაგრამ არაფერი იცვლებოდა, ისევ ისე ღამდებოდა, ისევ ისე თენდებოდა და ამოდიოდა დილით მზე, როგორც უწინ, როცა ასე თუ ისე ბედნიერები ვიყავით, მეც ძველებურად ყოველ დილით მიწევდა ჩვენგან საკმაოდ მოშორებით მდებარე სკოლაში სიარული, სადაც მეშვიდე კლასში მხოლოდ სამნი ვისხედით გაკვეთილებზე- მე, ჩემი მეზობელი სანტიაგო და კარლოს ალბერტო მეზობელი სოფლიდან.
იმ ავბედით პარასკევ დღეს, როცა ჩემს ცხოვრებაში იძულებითი ცვლილებები დაიწყო, სკოლის შემდეგ მე და სანტიაგო ტყეში ხეტიალს შევყევით. ბავშვი ვიყავი, იმ დროს ერთადერთი რაც მაინტერესებდა გართობა და უსასრულო თავისუფალი დროის მხიარულად გაყვანა იყო, ხეებზე ცოცვა იყო ჩემი გასართობი, ფრინველთა ბუდეებისა და ცხოველთა სოროების ძიება, ყინულივით ცივ მდინარეში ბანაობა და თევზაობა, იმ დღესაც უგემრიელესმა კენკრამ შეგვიტყუა ტყეში ღრმად და გვიან დავბრუნდით სოფელში, შაბათს დილით კი სანტიაგოს დედა, კლარა დეიდა ესტუმრა ბებიას, მე ჯერ კიდევ ვიწექი, ღია ფანჯრიდან მომზირალ მოღრუბლულ ცას შევცქეროდი და ვოცნებობდი, რომ დღეს მაინც არ ეწვიმა, რადგან მე და სანტიაგო მახლობლად მდებარე მდინარეზე ვაპირებდით წასვლას საბანაოდ და სათევზაოდ.
კლარა და ბებო აივანზე, ჩემი ფანჯრის წინ ჩამოსხდნენ, ერთხანს დუმდნენ, ალბათ სიტყვებს არჩევდა კლარა დეიდა თუ როგორ შეეპარებინა ბებიასთვის უსიამოვნო ამბავი.
- კატალინა, შენ იცი, რომ ჩემი უფროსი ბიჭი გუსტავო რამირესთან მუშაობს, -როგორც იქნა დაიწყო საუბარი, მე როგორც კი იმ უხსენებელის (ასე უწოდებდა სოფლის მაცხოვრებელთა უმეტესობა) სახელი გავიგე მაშინვე ყურები ვცქვიტე, წამოვხტი და ფანჯარას მივუახლოვდი...
რამირესი ერთი საძაგელი, უხეში, ხელიდან წასული კაცი იყო. ნარკოტიკებით და კიდევ ღმერთმა იცის რითი მოვაჭრე, სუფთად გადაპარსული თავი ჰქონდა და უამრავი ტატუ სხეულზე, ჩვენს სოფელში ყველას სძულდა და ეშინოდათ მისი...
- მაგ კაცს უნდა მოერიდო, ნუ ცდილობ მის დამქაშებს დაუახლოვდე, ისე გაგაქრობს თვალსაც არ დაახამხამებსო, -ჩემი ყურით გავიგე, როგორ უთხრა ერთხელ ჩვენმა მეზობელმა, ძია მანუელმა თავის ჩვიდმეტი წლის შვილს, პაბლოს, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ხედავდნენ ხოლმე რამირესის თავზეხელაღებულ ბიჭებთან ერთად, თუმცა ჩვენი სოფლის ახალგაზრდებისთვის მასთან სიახლოვე ერთადერთი გზა იყო აქაურობის მოსაწყენი ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად და ცოტაოდენი ფულის საშოვნელად...
- მერე? რამირესი ჩვენთან რა შუაშია? -ბებო მშვიდად აგრძელებდა ისპანახის რჩევას.
- გუსტავომ მითხრა, რომ რამირესს გუშინ სკოლიდან მომავალი ლილა დაუნახავს და თვალი დაადგა თურმე, უჩვეულოდ ლამაზია შენი შვილიშვილი და ორ-სამ წელიწადში უკვე ვეღარავინ შეძლებს მისი ამ ცხოველისგან დაცვას, რამე უნდა გავაკეთოთ, ხომ იცი თუ მოინდომა წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს, პოლიციაც კი მას უჭერს მხარს, თუ გაინტერესებს მე რას ვფიქრობ...
კიდევ დიდხანს საუბრობდნენ, მაგრამ უკვე აღარ ვუსმენდი, ბევრი მაინც ვერაფერი გავიგე მათი საუბრიდან, მერე კლარა დეიდა წავიდა. ბებოს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ჩვეულებისამებრ მოადუღა ჩაი, დამიძახა, მაგიდაზე საუზმე დამიწყო, მერე წინსაფარი მოიხსნა, არ იცელქო და სახლიდან არ გახვიდე, რამდენიმე საათში დავბრუნდებიო დამიბარა და წავიდა. მე კი პირველად დამაინტერესა საკუთარმა თავმა, შემოსასვლელში ძველისძველი კარადის წინ დავდექი, რომელსაც ერთ-ერთ კარზე დიდი სარკე ჰქონდა მიმაგრებული და შევეცადე კარგად შემეთვალიერებინა, როგორც კლარა დეიდამ თქვა ‘’უჩვეულო სილამაზე’’
მაშინ თითქმის ცამეტი წლის ვიყავი, ალბათ ნორმალური სიმაღლის, ჩვეულებრივი, გამხდარი, მზით გარუჯული და გაწეწილი, გრძელი ღია წაბლისფერი და ოდნავ დატალღული თმა მქონდა, დიდი ლურჯი თვალები და ხშირი წამწამები, ვარდისფერი სავსე ტუჩები, წვრილ წელზე დოინჯი შემოვირტყი, თავი გვერდზე გადავხარე და ჩემს ორეულს გავუღიმე, მანაც გამიღიმა და ლოყებზე სასაცილო ფოსოები გაუჩნდა.
- ჰმ, არამგონია ასეთი საფრთხობელა ვინმეს სჭირდებოდეს და მითუმეტეს რამირესს, სანტიაგოს უნდა ვუთხრა, რომ დედამისი საშინლად აზვიადებს რაღაცებს და ტყუილუბრალოდ აშინებს ბებოს, -გადავწყვიტე და გულდამშვიდებული მივუბრუნდი საუზმეს.
ბებო საღამოს შებინდებისას დაბრუნდა სახლში. ჩემთვის ისევ არაფერი უთქვამს, მაგრამ შევამჩნიე რომ საყვარელი ოქროს სამაჯურები აღარ ეკეთა დამჭკნარ, დაძარღვულ მაჯებზე, არც ჩვენი ძროხები დაბრუნებულან საძოვრიდან სახლში, კარადის თავიდან პატარა შავი ჩანთა გადმოიღო და ფეხებთან დამიდო, მერე გვერდით დამიჯდა და მკერდზე მიმიხუტა.
- შენი ნივთები ჩაალაგე, ლილა, ხვალ დილით ბოგოტაში მივდივართ, ამის შემდეგ დედაქალაქში, კათოლიკურ ქალთა პანსიონში ისწავლი, მე რამდენადაც მოვახერხებ ხშირად გნახავ ხოლმე, არ ინერვიულო და არ იტირო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა მიხვდე რომ ახლა ასეა საჭირო.
განაბული ვუსმენდი, არ მიტირია, რადგან ვერ მივხვდი რატომ უნდა მეტირა, მართალია ცხოვრებაში პირველად მივდიოდი ამ სოფლიდან და შეიძლებოდა უკან ვეღარასდროს დავბრუნებულიყავი, შეიძლებოდა ჩემი საყვარელი ბებო და სანტიაგოც ვეღარასდროს მენახა, მაგრამ წინ ახალი ცხოვრება, ახალი თავგადასავლები მელოდა, დედაქალაქი, ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ჰმ, თურმე რა სულელი ვიყავი მაშინ...
- ნუ დარდობ ბებო, -ჩავჩურჩულე და მოვეხვიე, -მე კარგად ვიქნები, მართალია ძალიან მომენატრები, მაგრამ ხომ ხშირად ჩამოხვალ ხოლმე ჩემს სანახავად.
ბებომ მაგრად მომხვია მკლავები, მკერდზე მიმიხუტა და თავი გვერდზე მიაბრუნა რათა არ დამენახა როგორ ჩამოსდიოდა დაღარულ ლოყებზე ცრემლები.
იმ ღამით ძალიან გვიან დამეძინა, თითქმის შუაღამემდე ვტრიალებდი საწოლში და ჩემი უშრეტი ფანტაზიის უნარის წყალობით ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იქნებოდა ჩემი ახალი ცხოვრება ქალაქში, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც აქამდე არ შევხვედრივარ.
წარმოვიდგინე როგორ ვუახლოვდები უღრანი ტყის შუაგულში მდგარ სიმწვანეში ჩაფლულ, ასწლოვანი ხეებით გარშემორტყმულ, უზარმაზარ, ძველიძველ, ქონგურებიან შენობას, რომლის კედლები ხვიარა მცენარეებით არის დაფარული, უცნაური იეროგლიფებით მოხატული დიდი რკინის ჭიშკარი იდუმალი ჭრიალით იღება ჩემს წინაშე, სკოლის შესასვლელში მაღალი, გამხდარი ქალბატონი მხვდება მოკაუჭებული ცხვირით და მკაცრი გამოხედვით.
- კეთილი იყოს ჩვენს ჯადოსნურ სკოლაში შენი მობრძანება, ლილა, -მეუბნება და შესასვლელისკენ მითითებს.
ასე ტუჩებზე სულელურ ღიმილ მიწებებულს ჩამეძინა შუაღამისას, გარეთ ტურების ყმუილი ისმოდა, ჩვენი მურა ქოფაკი ჩემი ფანჯრის მახლობლად ორმოს თხრიდა ჩასაწოლად, მთვარე კი ისევ ისე ძველებურად ეკიდა ჩვენი ძველიძველი, პატარა სახლის თავზე.
* * *
ასეთ იმედგაცრუებას ნამდვილად არ ველოდი...
ქალთა კათოლიკური სკოლა-პანსიონი ერთ უსახურ, ორსართულიან, გრძელ შენობაში იყო მოთავსებული, ქვით მოკირწყლული პატარა ეზოთი და სკოლის უკან ბაღის მაგვარ ადგილზე რამდენიმე საცოდავად გაქუცული ნახევრადგამხმარი ხით.
დირექტორი, დაბალი, გამხდარი, მკვირცხლი ქალბატონი ძალიან თბილად შეგვხვდა, ბებიას გულღიად მიესალმა, მე თავზე ხელი გადამისვა და შენობაში შეგვიძღვა. ბებო წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩამეხუტა, მერე ძველისძველი, საღებავგადაცლილი ტყავის ჩანთიდან პატარა, მათარისმაგვარი ჭურჭელი ამოიღო და მომცა.
- დედაშენის რეცეპტით დამზადებული ნაყენია, ისაა, რომელსაც ყოველ საღამოს გასმევდი ხოლმე, დირექტორს ვესაუბრე, იცის, რომ თუ არ დალევ ვერ იძინებ და უფლებას მოგცემს თან იქონიო, ყოველთვის როცა შენს სანახავად ჩამოვალ ხოლმე ახალ ნაყენს ჩამოგიტან, კარგი?
მოულოდნელად ამომიჯდა გული და ავღრიალდი. დიდხანს, დიდხანს მაწყნარებდა ბებო, რომელიც თვითონაც ძლივს იკავებდა ცრემლებს და ყველანაირად ცდილობდა, რომ არ შემემჩნია როგორ უჭირდა ჩემთან განშორება, აცახცახებულ დანაოჭებულ ხელებში მოიქცია ჩემი სახე და შუბლი, თვალები და ლოყები დამიკოცნა, მერე კი ვიდექი სკოლის წინ ხელში მათარა ჩაბღუჯული და ვუცქერდი როგორ ნელ-ნელა მიაბიჯებდა ჭიშკრისკენ და მოხრილ მხრებზე მოკიდებული მიჰქონდა ჩემი უდარდელი ბავშვობა.
- - - - - - -
სკოლას და ახალ ამხანაგებს კარგად შევეთვისე, მართალია ბებო და სანტიაგო მენატრებოდნენ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, რომ ახალი ცხოვრებისთვის ფეხი ამეწყო. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე აღარც სკოლის დირექტორის, ქალბატონი კაროლინას გაუთავებელი ლექციების მოსმენა მიჭირდა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგად აღზრდილი, მორწმუნე ქალბატონი და აღარც მამა პედროს ქადაგებებისას მეძინებოდა.
ოთახში ორ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი. ლინა და მარია მისვლის დღიდან დამიმეგობრდნენ და ახლა მშვენივრად ვატარებდით ხოლმე თავისუფალ დროს ერთად.
- დღეს მნახველების დღე იყო, ბებიაშენი რატომ არ მოვიდა? უკვე ორი კვირაა აქ ხარ და ჯერ კიდევ არ უნახიხარ, რა ხდება? -მკითხა მარიამ და ფართო, საგულდაგულოდ გაკრახმალებული, სასაცილო მაქმანებიანი, ფუშფუშა ღამის პერანგი გადაიცვა.
- ჰო ალბათ ხვალ მოვა, იმედია მოვა თორემ ძალიან მომენატრა და თან ნაყენი გამითავდა, -მათარიდან ბოლო ყლუპი მოვსვი და იქვე კომოდზე მივაგდე.
ლინამ მათარა აიღო გახსნა, დაყნოსა და დაიჯღანა, -რა უცნაური სუნი აქვს, რატომ სვამ?
- უცნაური? სულაც არა. ამას პატარაობიდან ვსვამ, დაახლოებით ერთი წლის ვყოფილვარ უძილობა, რომ დამწყებია, თურმე მთელი ღამე ვტიროდი და ვერ ვიძინებდი, მერე დედას ეს ნაყენი დაუმზადებია, ბებიასაც ასწავლა როგორ მზადდება, ჩვენს ეზოში იზრდება ის ყვავილი, რისგანაც ბებო ამ ნაყენს მიმზადებს ხოლმე, ყოველ საღამოს თითო ყლუპს ვსვამ და მთელი ღამე მშვენივრად მძინავს.
- ჰმ ეს უცნაურია, მე სულაც არ მჭირდება ასეთი რამეები იმისთვის, რომ დავიძინო, -ლინამ ტუჩი აიბზუა, საწოლში ჩახტა და ნიკაპამდე გადაიფარა თხელი, ფერადი საბანი.
- რისი თქმა გინდა, რომ მე ნორმალური არ ვარ?! -უცბად საშინლად გავბრაზდი მასზე, -შენ რა ფიქრობ, რომ ჩემზე უკეთესი ხარ?! ეს უბრალოდ დამამშვიდებელია, უბრალოდ დამამშვიდებელი და იმის გამო, რომ დამამშვიდებელს ვსვამ არანორმალურად მთვლი?!
- არა ლილა, ლინას ამის თქმა არ უნდოდა -ჩაერია მარია, -უბრალოდ შენ ცოტათი განსხვავებული ხარ, ისეთი არ ხარ როგორც ყველა, სხვანაირად აზროვნებ, სხვანაირად ფიქრობ, ის თამაშები არ მოგწონს რაც ჩვენ, იმ თემებზე საუბარიც არ მოგწონს რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხანდახან გაუნძრევლად ზიხარ ხოლმე მარტო და ერთ წერტილს უყურებ, არც კი გესმის როცა გეძახით, ახლა ეს ნაყენიც...
- კარგი, საჭირო არ არის ახსნა, დავიძინოთ, -შუქი ჩავაქრე და დავწექი. აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რომ სხვებს არ ვგავდი, აქამდე ასე ნათლად არასდროს მიგრძვნია განსხვავება, ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ მართლა უცნაური და არანორმალური ვარ, რა არის ცუდი იმაში თუ ის თამაშები, რასაც ისინი თამაშობენ უაზრობად მიმაჩნია, არც ახალ ტანსაცმელზე და ქუჩაში გამვლელ ბიჭებზე საუბარი მომწონს, ამ ყველაფერს წიგნების კითხვა და ოცნება თუ მირჩევნია არანორმალური ვარ? იქნებ...
- - - - - - -
გათენდა, ბებო არც იმ დღეს გამოჩენილა, არც შემდეგ დღეს მოსულა, მე კი ღამით პირველად ვნახე კოშმარი. ულამაზესი ქალაქი მესიზმრა საოცარი, მბრწყინავი მინის კოშკებით, მბზინვარე ქვებით მოკირწყლული ქუჩებითა და უცნაურად მოელვარე ცით, რატომღაც ამ ქალაქიდან გაქცევას ვცდილობდი, ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა გამეღწია თორემ რაღაც უბედურება მოხდებოდა, თუ თავის გადარჩენა მინდოდა უნდა გავქცეულიყავი, გავრბოდი, უცნაურ ცხოველებზე ამხედრებული, პრიალა ჯავშნით დაფარული არსებები ჩემ დაჭერას ცდილობდნენ, ფეხდაფეხ მომსდევდნენ. ქალაქს გავცდი, ფერდობი გაჭირვებით ავიარე და ტყეში შევედი, ხეებსა და ბუჩქებს შორის ვცდილობდი გზის გაკვლევას, ტოტები და ეკლები სხეულს მიკაწრავდა, ვეცემოდი, მაგრამ ისევ ვდგებოდი და უკან მოუხედავად გავრბოდი, როგორც იქნა ტყიდან გავაღწიე. ახლა უკვე ციცაბო კლდის პირას ვიდექი, ყველგან წყალი იყო, ჩემს გარშემო მოდიოდა, უშიშრად მიედინებოდა უფსკრულში, კლდეებზე მრისხანე ღრიალით იმსხვრეოდა და შემდეგ აქაფებულ ჩანჩქერად იღვრებოდა უძირო ხეობაში. მდევარი უკვე ახლოს იყო, გამოსავალი არ მქონდა ან უფსკრულში უნდა გადავმხტარიყავი, ან ნაწილ-ნაწილ დამგლეჯდნენ, უცბად მხრებზე ტკივილი ვიგრძენი, ისეთი საშინელი ტკივილი, რომ ჩავიმუხლე, მერე რაღაც წარმოუდგენელმა სიმძიმემ მაიძულა ლამის ოთხად მოვკეცილიყავი, გაჭირვებით შევბრუნდი და დავინახე, როგორ შედგა მდევართა რაზმი, ისე მიყურებდნენ თითქოს რაღაც საოცრება დაენახოთ, ბევრი აღარ მიფიქრია, მათი შეცბუნებით ვისარგებლე, მთელი ძალა მოვიკრიბე, ფეხზე წამოვდექი, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და უძირო სივრცეში გადავეშვი.
შევხტი და გამომეღვიძა, ოთახი მოვათვალიერე, გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ. მხრები მტკიოდა, სისველე ვიგრძენი, საწოლს დავხედე, ზეწარი და ბალიში სველი იყო და სისხლით მოსვრილი.
- რა ჯანდაბაა, რა მოხდა, რა მჭირს? მგონი ცუდად მაქვს საქმე, მაგრამ სჯობს ამაზე შემდეგ ვიფიქრო, ახლა თეთრეული უნდა გამოვცვალო, რომ არავინ ნახოს, -გონება არეული ვბუტბუტებდი და ვერაფრით ვახერხებდი მომხდარის გააზრებას. სასწრაფოდ გამოვცვალე თეთრეული, მერე მაისური გავიხადე და როცა სარეცხის კალათში უნდა ჩამეგდო, შევამჩნიე, რომ ზურგზე მთლიანად დაგლეჯილი იყო ...
დილით საუზმეზე გოგონები ჩემგან მოშორებით დასხდნენ. ლინა ზურგშექცევით იჯდა და ისე იქცეოდა თითქოს არ ვარსებობდი, მარია თვალს მარიდებდა, მასთან გამოლაპარაკება, რომ ვცადე ერთ ადგილზე შეხტა და რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემი შეეშინდა, ეს ყველაფერი ნამდვილად არ იყო ნორმალური, მაგრამ სანამ წუხანდელი და დღევანდელი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას შევუდგებოდი, დირექტორმა თავის კაბინეტში მიხმო. ჩაფიქრებულმა გავიარე ვიწრო დერეფანი, უხმაუროდ შევაღე კარი და შევედი, სამუშაო მაგიდის წინ მდგარ რბილ სავარძელზე მიმითითა დაჯექიო.
- შენთვის ორი ამბავი მაქვს ლილა, ერთი ცუდი და ერთი კარგი, -დაიწყო დათაფლული ხმით, -ეს ისეთი შემთხვევაა, რომ ჯერ კარგი უნდა გითხრა, რათა ცუდის გადატანა ადვილად შეძლო.
- არა, სჯობს ჯერ ცუდი მითხრათ, -შევეპასუხე და უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილი სავარძლის სახელურს მაგრად ჩავეჭიდე, გამჭოლი მზერით შემომხედა და ნერვიულად აათამაშა მსხვილი თითები მასიური ხისგან გამოთლილ ძველისძველ მაგიდაზე.
- კარგი ასე იყოს, ჭკვიანი გოგო ხარ და ვიცი ყველაფრის ადვილად გადატანას შეძლებ, -სიტყვებს მარცვლავდა, თვალებში მიყურებდა და შეძლებისდაგვარად წელავდა სათქმელს, თითქოს ამოწმებდა მზად ვიყავი თუ არა იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ჩემთვის უნდა გადმოეცა.
- ბებიაშენი კატალინა ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო, ძალიან ვწუხვარ იმისთვის რაც ახლა უნდა გითხრა, როცა პანსიონში დაგტოვა და წავიდა, სახლში დაბრუნებულს გულის შეტევა მოსვლია, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს, ძალიან ვწუხვარ.
მის თვალებში და ხმაში, რომელიც უკვე სადღაც შორიდან მესმოდა, ნამდვილად იგრძნობოდა გულწრფელი მწუხარება, ამის მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა და წინ კონვერტი დამიდო, რაღაცას მეუბნებოდა დეიდაზე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და თურმე ძალიან დიდი ხანია მეძებს იმიტომ, რომ ჩემი წაყვანა უნდა თავისთან, უკვე აქ არის და ხვალ ამერიაკში მივდივარ მასთან ერთად.
გონს საძინებელში მოვედი, უკვე აღარ ვტიროდი, უბრალოდ ვიწექი და ჭერს შევცქეროდი, ჩემთან ერთად მარია იყო, ჩემს წინ იჯდა, თითებს იმტვრევდა და ვატყობდი რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.
- ბებიაშენის გამო მართლა ძალიან ვწუხვარ, გავიგე, რომ ხვალ მიდიხარ და არ მინდა ისე წახვიდე. რომ არ გითხრა რაც წუხელ ვნახე, -აღელვებული იყო, ცოტა შეშინებულიც, ეტყობოდა როგორ უჭირდა საუბარი.
- რა ნახე? -წამოვიწიე და შიშისგან გაფართოებულ თვალებში ჩავაცქერდი.
მარია ერთხანს საკუთარ აცახცახებულ თითებს დაჰყურებდა, მერე თითქოს რაღაც გადაწყვიტაო, შემომხედა და დაიწყო, -წუხელის შუაღამისას გამომეღვიძა, შენი მხრიდან ხმაური მომესმა, მოვიხედე შენც გეღვიძა, საწოლზე იჯექი თვალდახუჭული, უცნაურად იღიმოდი და ზურგზე ფრთები გქონდა.
- რას ამბობ, შენ რა გაგიჟდი? -გულიანად გამეცინა მის სიტყვებზე, მაგრამ როცა დავინახე, რომ გამომეტყველება არ შეცვლია ცოტა არ იყოს დავეჭვდი, -ფრთები? დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყველაფერი სიზმარში არ ნახე?
- თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა, მაგრამ არა, შენ ფრთები გქონდა ლილა, თეთრი ბუმბულით დაფარული უზარმაზარი ფრთები...
* * *
ყავის ნაცნობმა სურნელმა ცხვირში შემომიღიტინა და გუშინდელი უაზროდ ბევრი სმის გამო ჯერ კიდევ ნახევრად გაბრუებული ტვინის უჯრედებისკენ გადაინაცვლა, თვალები გაჭირვებით გავახილე. მადლობა ღმერთს ჩემს საკუთარ საძინებელში ვიყავი და სადმე სხვაგან არ გავიღვიძე, თუმცა წუხანდელის შემდეგ არც ეგ გამიკვირდებოდა. ჯერ კიდევ ნახევრად მძინარი ავდექი საწოლიდან, სქელი ლურჯი ფარდები გადავწიე და ფანჯარა გამოვაღე, ოთახში ნიუ-იორკისთვის და ახლა უკვე ჩემთვისაც ჩვეული ხმაური შემოიჭრა.
- გრილი შხაპი ნამდვილად გამომაცოცხლებდა, -ჩავილაპარაკე და კარადიდან ფუმფულა პირსახოცი გამოვიღე, კარადის კარზე მიმაგრებულ უზარმაზარ სარკეში საკუთარი გამოსახულება, რომ დავინახე უნებურად შევკრთი და მოვიღუშე.
- ჯანდაბა, ნუთუ ეს მე ვარ? -თავი გვერდზე გადავხარე და გამხდარ, აბურდულთმიან, საშუალო სიმაღლის, მოჩაჩულ პიჟამოიან არსებას შევაცქერდი დიდ ლურჯ თვალებში.
უცბად, წამიერად ჩემ თვალწინ თითქმის მივიწყებულმა მოგონებებმა გაიელვა, იქ სადღაც კოლუმბიის მიკარგულ სოფელში, ძველისძველი სახლის მისაღებში სარკესთან დგას პატარა, გაბურძგნული ცამეტი წლის გოგონა, საკუთარ გამოსახულებას უღიმის და წარმოდგენაც კი არ აქვს რა ელის მომავალში.
- არა ლილა, -შევუძახე ჩემს თავს, -ახლა ნურაფერზე იფიქრებ, თავს მოერიე, არავითარი კოლუმბია და მერე საათობით ტირილი, გეყოფა, უკვე ხუთი წელი გავიდა რაც იქიდან წამოვედი, საკმარისია, ყოველ დღე უამრავ დამამშვიდებელს იმიტომ არ ვსვამ, რომ ისევ კოლუმბიაზე და იმ სულელურ ფრთებზე ვიფიქრო, რომელიც მარიას რატომღაც მოეჩვენა, კარგი რა, რამდენი ხანი გავიდა.
ორივე ხელით მივეყრდენი სარკეს და თვალები დავხუჭე, რატომ ხდებოდა ასე, რომ როცა მეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვე, ჩემი გონება ისევ იწყვებდა ჩემთან თამაშს, რატომ ვბრუნდებოდი ისევ და ისევ უკან, იმ წარსულში სადაც უკვე აღარაფერი მესაქმებოდა, რატომ ვერასდროს ვგრძნობდი თავს მშვიდად, რატომ მაწუხებდა მუდმივად უკმარისობის შეგრძნება, შეგრძნება, რომ რაღაც მაკლდა, რაღაც ისეთი, რაც სულში არსებულ სიცარიელეს შემივსებდა, რომლის დამალვასაც ასე ბეჯითად ვცდილობდი...
- დაივიწყე ლილა, სამუდამოდ დაივიწყე, კოლუმბიაში აღარაფერია ისეთი რაზეც ფიქრი ღირს, ახლა ეს არის შენი სახლი, ის ყველაფერი კი წარსულში დარჩა, ბებია კატალინა აღარ გყავს, უკვე არც სანტიაგოს ემახსოვრები, ალბათ ჩვენი სახლიც აღარ არსებობს, ის ფრთები კი... მარიას უბრალოდ მოეჩვენა ან იქნებ იხუმრა, პატარა გოგო აღარ ხარ, რომ ასეთი სისულელეების გჯეროდეს, არანაირი ფრთები არ არსებობს, არც ის სიზმრები ნიშნავს რამეს, უბრალოდ უნდა დაიჯერო, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ისეა როგორც შენ გინდა, ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, არაფერი ხდება უცნაური და განსაკუთრებული...
კარგა ხანს ვესაუბრებოდი საკუთარ თავს, კარგა ხანს ვარწმუნებდი იმაში რაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ არარეალური იყო, სინამდვილეში არაფერი არ იყო კარგად, სინამდვილეში იმაზე მეტად სერიოზულად იყო საქმე ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, მე კი ჯიუტად უარვყოფდი ამას, რადგან ცოცხალი თავით არ მინდოდა იმ კომფორტის ზონის დატოვება, რომელიც გაჭირვებით და დიდი ძალისხმევით შევქმენი ჩემს გარშემო. საკუთარ თავს წარმატებით დავაჯერე, რომ კარგად ვიყავი, ძლიერი ვიყავი და ჩემს თავს არაფერი ხდებოდა უჩვეულო, სირაქლემასავით ქვიშაში თავჩარგულს მომწონდა ყოფნა, ან მაწყობდა, ვინ იცის...
როდის როდის მოვახერხე დამშვიდება, სააბაზანოში შევედი, გრილი წყალი გადავივლე, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი, მერე მოკლე, წვრილ სამხრეებიანი სარაფანი გადავიცვი, ისევ შევათვალიერე სარკეში ჩემი თავი და დავასკვენი, რომ თმადავარცხნილი და პირდაბანილი არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, განსაკუთრებით მაშინ როცა მოკლე მეცვა და გრძელი სწორი ფეხები მიჩანდა, ვიცოდი რომ ასე იყო, ასე რომ არ ყოფილიყო ამდენი თაყვანისმცემელი ხომ არ მეყოლებოდა, ჩემს თავს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, ფეხშიშველი გავტანტალდი დერეფანში და სამზარეულოს კართან შევდექი გაღიმებული.
ჰმ, ისევ ჩვეული სასიამოვნო ყოველდღიურობა. სამზარეულოში ჩემი უსიმპათიურესი იტალიელი მეგობარი, ლუკა მარინო დგას და ყავას ამზადებს. მე ლუკა ბრაზის ვეძახი ხოლმე რაც საშინლად აღიზიანებს, მთლიანად წითლდება, მე ვხალისობ, ის კი მაქსიმუმ რამდენიმე საათით მებუტება, მეტს ვერ ძლებს უჩემოდ, იმ დროიდან ვმეგობრობთ როცა დეიდამ ამერიკაში ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნიუ ორკში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში მიმიყვანა სასწავლებლად, პირველად, რომ შევედი კლასში, სადაც ჩემ გარდა კიდევ ოცდაოთხი მოსწავლე იყო, ვერ გავიგე რა უნდა მექნა, ვერც საკუთარ ადგილს მივაგენი, მიუხედავად იმისა, რომ დეიდამ ჩამოსვლისთანავე მასწავლებელი დამიქირავა, ჯერ კარგად ვერ ვსაუბრობდი ინგლისურად, ვიდექი ასე კლასის შუაგულში მხრებაწურული, დაბნეული, შეშინებული და არ ვიცოდი რა მექნა, მოკლედ გასაჭირში ვიყავი და ის იყო მობრუნებას და უკანმოუხედავად გამოქცევას ვაპირებდი, რომ ამ დროს უკანა რიგიდან მაღალი, თმააჩეჩილი, ტყავისქურთუკიანი ლამაზი ბიჭი ადგა, მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა, წამიყვანა, თავის გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმითითა, გულიანად გამიღიმა და თოვლივით ქათქათა უნაკლო კბილები შემომანათა.
- აქ დაჯექი, მე ლუკა მქვია, ლუკა მარინო, იტალიელი ვარ, მამაჩემი აქ საელჩოში მუშაობს და მე და დედასაც ამიტომ მოგვიწია გადმოსვლა, ვიმეგობროთ? -ერთბაშად მომაყარა და ბოჩოლასმაგვარი საყვარელი თვალებით მომაჩერდა. მას მერე ვმეგობრობთ, შეიძლება ითქვას ოცდაოთხი საათი ერთად ვართ, ლუკა ჩემთვის ყველაფერია, უფროსი ძმა, მეგობარი, დამცველი, მესაიდუმლე, მან გადამატანინა ყველაზე მძიმე დღეები ჩემს ცხოვრებაში და ჩემს გულში და გონებაში სამუდამოდ დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი.
- დიდი ხანია ასე ჩუმად მითვალთვალებ? -შემობრუნდა და ღიმილით მომაჩერდა, საყვარლად ააფახულა დიდი მუქი თაფლისფერი თვალები და მოკლედ შეჭრილ წაბლისფერ თმაში თითები გადაიტარა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მხოლოდ ახლა დამინახა, არადა ვიცი თავიდანვე მიხვდა, რომ ვუყურებდი, არ ვიცი ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ყოველთვის გრძნობს ჩემს სიახლოვეს, უხერხულად ავიჩეჩე თმები და გაღიმება ვცადე.
- სულაც არ გითვალთვალებდი, უბრალოდ ვიდექი და ვიხსენებდი როგორ დავმეგობრდით, მიდი ყავა მომაწოდე თორემ თავი მისკდება, -სკამი გამოვწიე და მაგიდას მივუჯექი.
- ცუდად გამოიყურები, ისევ კოშმარები ნახე? -გულწრფელი ზრუნვა ისმოდა მის ხმაში.
- წუხელ იმდენი დავლიე არც კი მახსოვს ვნახე თუ არა რამე, ისე იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივა თავი მიხარია, რომ ის საშინელებები არ დამესიზმრა, რასაც დამამშვიდებლების და საძილე აბების მიუხედავად თითქმის ყოველ ღამე ვხედავ.
- ისევ იგივე გესიზმრა თუ რამე ახალი? ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს შენი სიზმრები, რას იტყვი?
- კარგი რა ლუკა, ამაზე რამდენჯერ ვისაუბრეთ, ეს უბრალოდ კოშმარებია, ალბათ გადაღლილობის ბრალია, ან სტრესის, უბრალოდ დასვენება მჭირდება, აი როგორც კი არდადაგები დაიწყება მე, შენ და ჯესი წავალთ სადმე უკაცრიელ ადგილზე დასასვენებლად და...
- დაღლილობა? ნუ მაცინებ, -წარბაწეულმა შემაწყვეტინა სიტყვა, - რაღაც არამგონია დაღლილობის ბრალი იყოს, როდემდე უნდა მოიქცე ისე თითქოს არაფერი ხდება, როდემდე უნდა მოგვაჩვენო მე და ჯესის თავი, რომ კარგად ხარ, ყოველ ღამე თითქმის ერთი და იგივე გესიზმრება და მერე ყოველთვის ცუდად ხდები, ამდენი წელი მეორდება და არ იცვლება, უცნაურად არ გეჩვენება? თან ამას შენი მთვარეულობაც ემატება, ხანდახან ისიც არ გახსოვს ღამღამობით რას აკეთებ ხოლმე.
- ნუ აზვიადებ თუ ღმერთი გწამს, -უდარდელად ავუქნიე ხელი და მის მოწოდებულ ფინჯანს დავწვდი, რომელიც სურნელოვანი ქაფქაფა სითხით იყო სავსე, -ისე კაცმა რომ თქვას მართლაც უცნაურია იმისთვის, რომ დამთხვევა იყოს, მოიცა, ჯესი მოვა ცოტახანში და მას მოვუსმინოთ, მგონი რაღაც ახალი თეორია აქვს.
- ახლა ალბათ იტყვის, რომ უცხოპლანეტელი ხარ, -ჩაიფხუკუნა ლუკამ და წამოდგა, ფინჯანი ნიჟარაში ჩადო, მაგიდას მიეყრდნო და ისეთი სახით მომაშტერდა წამით მართლა ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა რაღაც არამიწიერი არსება ვყოფილიყავი.
- იცი რა, ეს კაბა ძალიან გიხდება.
- ჰო ვიცი, შევამჩნიე როგორ მიყურებდი.
- მაინც როგორ?
- მშიერი წავივით.
- მშიერი წავივით? შენ რა იცი როგორ იყურებიან მშიერი წავები, -ისე საყვარლად გაიცინა რატომღაც ძალიან მომინდა რომ ჩემთვის მეგობარზე მეტი ყოფილიყო.
- როგორ არ ვიცი, ამასწინათ ვნახე ორ საათიანი გადაცემა წავებზე და რომ გიყურებ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ერთ-ერთი მათგანი ჩემ წინ დგას, -უდარდელი ღიმილით ვუპასუხე და უკვე შეგრილებული ყავა ხმაურით მოვსვი. სახე შეეცვალა, აციმციმებული თვალები ჩაუქრა და მოიღუშა.
- კარგი რა ლილა, რატომ ხარ ასეთი ცუდი, რა არის იმაში უცნაური, რომ მომწონხარ. შენ ხომ ასეთი კარგი ხარ, მე მე უბრალოდ... -ენა დაება, გაწითლდა და ანერვიულდა, ასეთი რამ მხოლოდ ჩემთან ემართებოდა, სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ალბათ აღელვებული ლუკა არავის უნახავს, ვიცოდი, რომ ვუყვარდი, როგორც ერთხელ აღიარა იმ დღიდან მოვწონვარ როცა პირველად კლასში შესული დამინახა, მეც ვეცადე, რომ მისთვის სხვა თვალით შემეხედა, მართლა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მიმზიდველი სახე და სხეული აქვს, მაინც არ გამომივიდა. ამასწინათ ისიც კი ვცადე შიშველი წარმომედგინა, მაგრამ გულისრევა დამეწყო, უნიტაზამდე ძლივს მივასწარი და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩვენს შორის მეგობრობაზე მეტი არასდროს არაფერი იქნებოდა.
სხვათაშორის მარტო ლუკაზე არ მქონია ასეთი რეაქცია, აქამდე ვერ შევძელი ვინმესთვის როგორც მამაკაცისთვის ისე შემეხედა, არადა თაყვანისმცემლები არ მაკლდა, მამრობითი სქესის ყურადღებას ნამდვილად არ ვუჩიოდი, უბრალოდ ვერავინ ვიპოვე ისეთი ვისთანაც სულიერ სიახლოვეს ვიგრძნობდი, ჯესის სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ხოლმე როცა ვამბობდი, რომ ჩემს მეორე ნახევარს ველოდი, მისთვის საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მხოლოდ გასართობ და გულის გადასაყოლებელ საშუალებას წარმოადგენდნენ მე კი... მე... ამ ყველაფერზე ფიქრისას რატომღაც ჯერ ჩემს თავზე გავბრაზდი, მერე ჯესიზე, მერე რატომღაც ლუკაზე და ის იყო ვაპირებდი მისთვის რამე გულისმომკვლელი და ბოროტული მეთქვა, რომ ტელეფონმა დარეკა.
- დეიდაჩემია, აუცილებლად უნდა ვუპასუხო, ზემოთ ტერასაზე ვიქნები, ჯესი რომ მოვა ამოდით და იქ გავაგრძელოთ საუბარი, -ვუთხარი, მისი ამღვრეული თვალები და მოღუშული სახე არ შევიმჩნიე და ტერასაზე ამავალი ხვეული კიბისკენ წავედი, სევდიანი მზერით გამომაცილა...
ჩემი, უფრო სწორად დეიდაჩემის ბინა ნიუ-იორკში ერთ-ერთი პრესტიჟული შენობის ბოლო სართულზე მდებარეობდა და ფაქტობრივად მთელი სახურავი, სადაც არაჩვეულებრივი მწვანე მცენარეებით და რბილი ავეჯით მოწყობილი ტერასა იყო განთავსებული, ჩვენს ბინას ეკუთვნოდა.
დეიდა პარიზიდან რეკავდა, უკვე ერთი წელია მარტო ვცხოვრობ, მას საქმრო ჰყავს, ფრანგი პოლიტიკოსი, რომელთან ერთადაც საფრანგეთში, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, ბინა მე დამიტოვა, სწავლის თანხას მიხდის და ყოვეთვიურად მიგზავნის ჯიბის ფულს, არცთუ ისე ცოტას, რომ ასე უბრალოდ ჯიბის ფული ვუწოდო, მაგრამ მას ეს არ ადარდებს, რადგან მშობლებისგან, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან უზარმაზარი მემკვიდრეობა დარჩა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი როგორც თვითონ მიყვება ხოლმე მთელს მსოფლიოში დედაჩემის ძიებას მოახმარა.
უნივერსიტეტის პირველ კურსზე ყოფილა დედაჩემი, როცა დისთვის გაუმხელია, რომ შეყვარებული იყო. ჰპირდებოდა, რომ რჩეულს გააცნობდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყოო მიყვებოდა დეიდა, გაუჩინარებამდე ძალიან შეცვლილა, ფერი დაუკარგავს, გამხდარა, შეშინებული ყოფილა, ნერვიულობდა, მთელი დღეები ვიღაცას ესაუბრებოდა თურმე ტელეფონზე და ერთ დღესაც უნივერსიტეტიდან სახლში აღარ დარუნებულა, რამდენიმე დღის შემდეგ ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპულან ისე, რომ არც კი გაუგიათ დედას ფეხმძიმობის და ჩემი არსებობის შესახებ, როგორც დეიდა მიყვებოდა ერთი წამითაც კი არ უფიქრია რომ შეიძლებოდა მისი და დაღუპული ყოფილიყო, ალბათ შენ გგრძნობდიო მეუბნებოდა, საუკეთესო დეტექტივები დაუქირავებია და ბოლოს და ბოლოს ჩემი ადგილსამყოფლისთვისაც მიუგნია.
მამაჩემზე არავინ არაფერი იცოდა, მათ შორის არც დეიდაჩემმა, დედამ გაუჩინარებამდე ვერ მოასწრო მისთვის რამე ეთქვა, მეც უკვე შევეგუე იმას რომ ვერასდროს გავიგებ თუ ვინ არის მამაჩემი...
ისე კაცმა რომ თქვას მშვენივრად ვგრძნობ თავს მარტო, მეგობრები მყავს, ფული მაქვს, ბინა შუაგულ ნიუიორკში, რასაც მინდა და როცა მინდა ვაკეთებ, ვსწავლობ და ვერთობი, ამაზე მეტი რა უნდა ინატროს თვრამეტი წლის გოგომ, ნებისმიერი ისურვებდა ჩემს ადგილზე ყოფნას, ფაქტობრივად იდეალური ცხოვრება მაქვს, ერთი შეხედვით ასეა...
- თავს იტყუებ, არა? -შემომძახა ქვეცნობიერმა. მწარედ გამეღიმა, ხანდახან მართლაც მირჩევნია წარმოვიდგინო, რომ ჩემს გარშემო ყველაფერი რიგზეა და იდეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ასე რომ არ ვაკეთებდე ალბათ გავგიჟდებოდი... დროდადრო როცა ძალიან მომიჭერს ხოლმე ყელში მარტოობის შეგრძნება და ოჯახური სითბოს მონატრება, ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ოჯახი მეყოლებოდა და მარტო არ ვიქნებოდი, სადაც ყოველღამე კოშმარები არ შემაწუხებდა და არც იმაზე ვიფიქრებდი გამუდმებით თუ ვინ იყო მამაჩემი...
- ისევ შენს ჩვეულ შავბნელ ფიქრებში ჩაიძირე, მეგობარო? რა ხდება, სამყაროს აღსასრული ხომ არ გვიახლოვდება? -წელზე ნაზი ხელები მომეხვია და სუნამოს ნაცნობი ტბკილი სურნელი ვიგრძენი.
ჰმ, ვერ გამიგია რატომ მოსწონთ ხოლმე გოგონებს ხილის სურნელი, რომ ასდით, ან იქნებ ბიჭებს მოსწონთ როცა მათ გოგონებს მარწყვის ან ბანანის არომატი აქვთ, ვინ იცის...
- არ გინდა, რომ მეც მომცე ბინის გასაღები თუ ეს მხოლოდ ლუკას პრივილეგიაა? -წუწუნებდა ჯესი და თვალებით ბურღავდა ლუკას, რომელიც იქვე პუფში გაშხლართულიყო და ჩემი ბინის გასაღებს ჯესის გასაბრაზებლად თითზე ატრიალებდა. ეს ორი ნამდვილად კატა-თაგვივით იყვნენ, გამუდმებით კბენდნენ და ამწარებდნენ ერთმანეთს, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, ერთმანეთისთვის სიცოცხლესაც კი არ დაიშურებდნენ.
- კარგი რა, თქვენ მაინც ნუ იკამათებთ, ისედაც თავი მისკდება ტკივილისგან, -შუბლზე თითები შემოვიჭდე და თვალები მაგრად დავხუჭე. დღითიდღე უფრო და უფრო მიძნელდებოდა იმ ყველაფრის ატანა, რაც ჩემს თავს ხდებოდა, იქნებ დეიდასთვის უნდა დამეჯერებინა როცა მთხოვდა, რომ მის ნაცნობ ფსიქოლოგთან, მისის ლეინთან მევლო სეანსებზე, თუმცა ეს რომ გამეკეთებინა თავისთავად უნდა მეღიარებინა, რომ თავში ყველაფერი რიგზე ვერ მქონდა. ეს რომ დეიდას ვუთხარი გამიბრაზდა, ერთი საათის განმავლობაში მიხსნიდა განსხვავებას ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს შორის, თუმცა მაინც ვერ დამიყოლია.
- ჰოო, მე ვიცი შენი თავის ტკივილის წამალი, -ჯესიმ წელზე დამაგრებული პატარა შავი ტყავის ჩანთიდან ბილეთები ამოაძვრინა.
- დღეს საღამოს ჩვენს საყვარელ კლუბში წვეულებაა, ის ბიჭი უკრავს მე, რომ მომწონს. წავიდეთ რა ბილეთები სამივესთვის მაქვს, კარგად გავერთობით.
ლუკამ თვალებმოჭუტულმა ახედა ქვემოდან და გადაიხარხარა, -შენ რა, გინდა რომ კლუბში იმ ვიღაც კოვბოი ჯონის სანახავად წამოგყვეთ? შენი აზრით, მე და ლილას მეტი საქმე არ გვაქვს?
- კარგი რა, მშვენივრად იცი, რომ ჯონი კი არა ნოა ჰქვია და სულაც არ არის კოვბოი, ძალიან საყვარელი ვინმეა. დღეს აუცილებლად უნდა ვნახო, ლილა გთხოვ წამომყევით რა, -ახლა მე მომიბრუნდა ჯესი და საყვარელი უმწეო კნუტის თვალებით შემომხედა, საძაგელი პატარა აფერისტი, მშვენივრად იცოდა, რომ მისი ასეთი გამოხედვა ყოველთვის ჭრიდა ჩემზე. დაამრგვალებდა იმ ლამაზ თვალებს, აახამხამებდა წამწამებს და ჩემი თანხმობაც გარანტირებული ჰქონდა ხოლმე.
- კარგი, თანახმა ვარ მოვდივარ, -სიცხისა და თავისტკივილისგან ლამის გულშეღონებულმა ჩავიბურტყუნე,
-ოღონდ ახლა აქედან მოუსვით ორივემ, რომ საღამომდე გამოძინება შევძლო.
- აი, ხომ გითხარი წამოვა-მეთქი, სანაძლეო წააგე, -ჯესიმ ენა გამოუყო ლუკას და კიბეზე ხმაურით დაეშვა.
- რა სანაძლეო? რას ამბობს?
- სანამ ტერასაზე ამოვიდოდით ჯესიმ ბილეთები მაჩვენა, მე ვუთხარი რომ ვერ დაგითანხმებდა, ასე რომ წავაგე. დღეს სასმელზე მე გეპატიჟებით, შენ დაისვენე, საღამომდე ეცადე კარგად გამოიძინო, მეც უნდა გავიდე და კლუბში წასაყვანად მოგაკითხავ.
როგორც კი გავიდნენ სამზარეულიოში ჩავედი, ტოსტი და ჩაი გავიკეთე, მისაღებში მოვკალათდი და ტელევიზორი ჩავრთე, ერთხანს რაღაც უაზრო გადაცემას ვუყურებდი და არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა...
ამჯერად ტყის პირას შემაღლებულ ადგილზე ვიდექი და მინის კოშკებიან ქალაქს ზემოდან გადავყურებდი, საოცრად ლამაზი იყო, ბრწყინვალე და უცნაური. გული გამალებით მიცემდა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი ცხოვრება აქაურობას ვეძებდი, თითქოს მიზიდავდა და მიხმობდა, მეძახდა, თითქოს ეს იყო ჩემი სახლი და არა ნიუ- იორკი ან კოლუმბიის ის პატარა ლამაზი სოფელი.
- მდევარი გიახლოვდება ლილა, გაიქეცი, ტყისკენ გაიქეცი, -ჩამესმა შინაგანი ხმა, მოვტრიალდი და მთელი ძალით გავიქეცი ტყისკენ, ტყე ხშირი იყო გაბურდული და ბნელი. გავრბოდი და არ ვიცოდი საით, არ ვიცოდი ვინ და რატომ მომსდევდა, უბრალოდ ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი, რომ თუკი მდევარს არ გავექცეოდი რაღაც ცუდი მოხდებოდა, გაუვალ ბუჩქნარს გაჭირვებით მივარღვევდი, უზარმაზარი ხეების თითქმის მიწამდე დახრილი ტოტები სხეულს მიკაწრავდა და მათზე ჩემი თეთრი კაბის ნაგლეჯები რჩებოდა.
როგორც იქნა ტყიდან გავაღწიე. რამდენიმე ნაბიჯიც და ჩანჩქერის წინ აღმოვჩნდი, თეთრად აქაფებული წყალი უწინდელივით გაცოფებული ღრიალით იმსხვრეოდა უძირო ხეობაში, სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ, გასაქცევი არსაით იყო, უცბად დაიქუხა, მოწმენდილი ცა წამიერად მოიქუფრა, ელვა შემზარავად გაიკლაკნა ჰორიზონტზე და “ის“ პირდაპირ ციდან, ელვისებური სისწრაფით დაეშვა ჩემ წინ. მაღალი იყო, ათლეტური აღნაგობის, უკუნეთი ღამესავით ბნელი, დიდი წყლიანი თვალებით მიმზერდა, გრძელი სწორი შავი თმა თავისუფლად ეფინებოდა სახეზე და მხრებზე და თითქმის უმალავდა სახის დახვეწილ ნაკვთებს, სწორ ცხვირს და საოცრად მიმზიდველ მსხვილ ტუჩებს, მისი სამოსი მთლიანად შავი იყო, შარვალი და მაისური, ტყავის მოკლე ქურთუკი, სამხედრო ფეხსაცმლის მაგვარი მაღალყელიანი ბოტები... ქამარზე მოკლე ხანჯალი ეკიდა, მაგრამ რამაც ჩემი ერთ ადილზე გაშეშება და ფაქტიურად პარალიზება გამოიწვია, ეს იყო ფრთები, მას ზურგზე ორი უზარმაზარი, მუქი ნაცრისფერი ბუმბულით დაფარული ფრთა ჰქონდა...
პირდაღებული ვიდექი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი, ისიც გაუნძრევლად იდგა და თვალს არ მაშორებდა, მისგან საოცარი ენერგია მოდიოდა, რომელიც მამშვიდებდა და ვხვდებოდი, რომ მისი არ უნდა მშინებოდა.
- ჩემი არ გეშინია? -პირველმა მან დაარღვია მდუმარება და მზერა გამისწორა, საოცრად უელავდა თვალები.
ჰმ, ხმაც ისეთი სექსუალური აქვს როგორი სექსუალურიც თვითონ არის, ასეთი სრულყოფილება წარმოუდგენელია, უბრალოდ არ არსებობს, შეუძლებელია არსებობდეს, გავიფიქრე, თავი გავაქნიე და გამეღიმა.
- უნდა მეშინოდეს?
- ჩემი არა, მაგრამ მათი უნდა გეშინოდეს, -ზურგს უკან მიმითითა, მივტრიალდი, ტყიდან მდევრები გამოდიოდნენ, საშინელ ეშვებიან ცხოველებზე ამხედრებულები, შეჯავშნული არსებები ნელ-ნელა მოიწევდნენ ჩემსკენ და მე უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. დავიძაბე, უეცრად თავი ისე ვიგრძენი როგორც ალბათ გალიაში გამომწყვდეული მხეცები გრძნობენ, უკან მდევრები იყვნენ, წინ კი უფსკრული და ეს ფრთიანი საოცრება. უეცრად ნაცნობი სიმძიმე ვიგრძენი ზურგზე და ტკივილი, რაღაც არაბუნებრივი, საშინელი ტკივილი, ჩემ წინ მდგარს თვალები გაუფართოვდა და მათში ერთდროულად აესახა გაოცება და აღფრთოვანება, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ შევამჩნიე როგორ გაუკრთა ბაგეებზე ღიმილი.
- ლილა, ჩემკენ სწრაფად, -დამიძახა და ხელით მანიშნა, რომ მივახლოვებოდი. ნაბიჯის გადადგმას შევეცადე, მაგრამ ტკივილმა ამის საშუალება არ მომცა და სანამ მუხლი მომეკვეთებოდა, დავინახე როგორ ელვისებური სისწრაფით მოიჭრა ჩემთან, ხელში ამიტაცა და ჩამჩურჩულა...
- მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ცოტათი დასველება მოგვიწევს, -ძლიერი მკლავებით მაგრად მიმიხუტა გულზე და მისი სურნელი ვიგრძენი, სასიამოვნო და დამათრობელი, გრილი და ოდნავ მარილიანი, ალბათ ასეთი სურნელი მხოლოდ აზვირთებულ ოკეანეს შეიძლება ჰქონდეს. თვალები მივლულე და ღრმად შევისუნთქე, ვიგრძენი როგორ შეაჟრჟოლა როცა ცხვირის წვერით მოშიშვლებულ ყელზე შევეხე, უფრო მაგრად მომხვია მკლავები, შემდეგ მიწას მოვწყდით, ჯერ ზევით ავიჭერით, მერე კი საშინელი სისწრაფით დავეშვით ძირს, აქაფებული წყლისკენ...
აცახცახებულს გამომეღვიძა, ფაქტობრივად გუბეში ვიწექი, დივანი მთლიანად სველი იყო, მე კი თავსხმა წვიმაში მოყოლილ კატას ვგავდი, წამოვხტი და აბაზანაში შევვარდი, სარაფანი გავიძვრე და ვეცადე ჩემი ზურგი შემეთვალიერებინა, რომელიც რაღაც უცნაურად, ყრუდ მტკიოდა, ზურგზე არაფერი მჭირდა, ჩემი კანი ისევ ისეთი ხორბლისფერი, გლუვი და უნაკლო იყო როგორც ყოველთვის.
- კი მაგრამ როგორ დავსველდი, როგორ? მე ხომ მხოლოდ სიზმარში ჩავვარდი წყალში, არადა ყველაფერს ისე ცხადად ვგრძნობდი, ტკივილს, შიშს, მის შეხებას... თვალები დავხუჭე და ვეცადე უფრო უკეთ გამეხსენებინა ის ყველაფერი. ისე ცხადად ვიგრძენი მისი სიახლოვე, მისი სურნელი, აშკარად რაღაც იცვლებოდა, ჩემს ერთფეროვან და ერთნაირ კოშმარებს ახალი პერსონაჟი შეემატა, რა ჯანდაბა ხდება, ეს ყველაფერი როგორ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო? უნიტაზზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, ტვინი ფაქტობრივად აღარ მიმუშავებდა. გონს ტელეფონის ზარმა მომიყვანა, ჯესი რეკავდა.
- ამდენი ხანი რას აკეთებ, გვაგვიანდება, ახლავე ჩაიცვი და ჩამოდი, ლუკა ქვემოთ გელოდება, -მოუთმენლად მომაყარა, ალბათ ერთი სული ჰქონდა სანამ ნოას ნახავდა.
- ბარში წასვლისთვის ცოტა ადრე ხომ არ არის? -უწადინოდ ჩავილაპარაკე და ძლივს შევიკავე მთქნარება.
- უკვე ცხრა საათია ლილა.
- ცხრა საათი? მე ხომ მხოლოდ რამდენიმე წუთი მეძინა.
- რამდენიმე წუთი? ხუმრობ?! -ჯესის ხმაზე ეტყობოდა რომ ცოტაც და აფეთქდებოდა, ფანჯარას მივვარდი და ფარდა გადავწიე, ქალაქი ღამის განათებებით იყო გაჩახჩახებული.
- ოჰო, მართლა დაღამებულა, არ მეგონა თუ ამდენი ხანი მეძინა, ლუკას უთხარი ცოტახანი კიდევ დამელოდოს და ათ წუთში ქვემოთ ვიქნები, -ტელეფონი გავთიშე, რომ მისთვის შეპასუხების საშუალება არ მიმეცა, იქვე მივაგდე და ღრმად ამოვისუნთქე. ახლა მხოლოდ ცოტაოდენი გართობა და გულის გადაყოლება მჭირდებოდა, სიზმრებზე ფიქრს მერეც მოვასწრებდი, ისედაც მთელი ცხოვრებაა ამ წყეული კოშმარების დავიწყებას და უგულვებელყოფას ვცდილობ, თავიდან უფრო ბევრს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, ვცდილობდი ამომეხსნა და გამეგო რას ნიშნავდა ეს სიზმრები მერე მივხვდი, რომ ტყუილად ვწვალობდი და ახალი სტრატეგია შევიმუშავე, გავიღვიძებდი თუ არა ყველაფერს ვივიწყებდი, სხვა რამეზე გადამქონდა ყურადღება, ყველანაირად ვცდილობდი დავიწყებას...
კარადიდან მოკლე და საკმაოდ გულამოღებული, თხელი, შავი კაბა გამოვიღე, სპორტული დაბალძირიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი, ღიაწაბლისფერი თმა, რომელიც წელამდე მწვდებოდა ზემოთ კეფაზე შევიკარი, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, ეს შავი კაბა ხაზს უსვამდა ჩემს წვრილ წელს და პატარა მაგრამ მრგვალ, მკვრივ და ლამაზ მკერდს, გრძელი ფეხები კი საერთოდ არ საჭიროებდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს,
- დღეს ყველაფერი უნდა დაივიწყო ლილა, გართობის დროა, -ჩემს თავს გავუღიმე, თვალი ჩავუკარი და ასე თუ ისე გამხნევებული დავიძარი გასასვლელისკენ.
ჯესი მე და ლუკას ბარის შესასვლელთან დაგვხვდა, როგორც ყოველთვის ახლაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
- სწრაფად, ნოას გამოსვლა უკვე იწყება წავედით. ლუკ ნუ ხარ ასეთი უჟმური ცოტა გახალისდი, ისეთი სახე გაქვს თითქოს სატვირთო ავტომობილმა გადაგიარა, შენ კი ლილა ძალიან მაგრად გამოიყურები, იმედია დღეს მაინც იპოვი ვინმეს და შეყვარებულს გაიჩენ, თორემ როდემდე უნდა იყო ასე მარტო, ნუთუ არ მოგბეზრდა?
ლუკამ უხერხულად ჩაახველა და ირიბად გადმომხედა, -გეყოფა ჯესი, ლილა როგორმე თვითონაც მოახერხებს შეყვარებულის მოძებნას, არა მგონია შენი დახმარება სჭირდებოდეს, -ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა, მერე მე და ჯესის შუაში ჩაგვიდგა, ხელი ჩაგვკიდა, ბარში შევიდა და თან გაგვიყოლა, იქაურობა ხალხით იყო სავსე, ხმაური, ღრიანცელი, სასმლის, სიგარისა და სხვადასხვანაირი სუნამოს სუნი ერთმანეთში იყო არეული, ჯგუფი უკვე იწყებდა კონცერტს, ჯესი სცენისკენ გაიქცა.
- კარგად ხარ? -ლუკას არც ამჯერად გასჭირვებია ჩემი არეული და დაღლილი გამომეტყველების შემჩნევა.
- უბრალოდ ცუდად მეძინა, -ნაძალადევად გავუღიმე.
- ისევ კოშმარები?
- როგორც ყოველთვის.
- დარწმუნებული ხარ, რომ მეტი არაფერია და კოშმარების გამო გაქვს ასეთი სახე?
- შენი აზრით, არ კმარა? შენ გესიზმრებოდეს თითქმის ყოველ ღამე ერთი და იგივე რამ და ვნახავდი როგორ ხასიათზე იქნებოდი.
- კარგი, კარგი გნებდები, -როგორც კი შეატყო, რომ შეიძლებოდა გვეჩხუბა ორივე ხელი ასწია მაღლა დანებების ნიშნად და ჩვეული გულწრფელი მომხიბლავი ღიმილით გამიღიმა, -დალევ რამეს?
- არა, ხომ იცი არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელები და მითუმეტეს გათიშვამდე დალევა, გუშინდელი დღე იშვიათი გამონაკლისი იყო, ახლა ალბათ ერთი წელი მაინც აღარაფერს დავლევ.
- კარგი მაშინ მე ჩემთვის ლუდს ავიღებ და შენთვის რამე ცივს და უალკოჰოლოს, -ყურში ჩამყვირა რომ უკვე დაწყებული კონცერტის გამო როგორმე ხმა მოეწვდინა, -აქ იყავი, ახლავე მოვალ.
- კარგი, გელოდები, -თავი დავუქნიე და დარბაზს თვალი მოვავლე, ხალხი ცეკვავდა, ერთობოდა, მუსიკა უკრავდა, მე კი ნიუ-იორკში ჩამოსვლის შემდეგ პირველად ვგრძნობდი ასეთ გარემოში თავს უცხოდ და ეულად. ვიდექი ხალხით სავსე დარბაზში და ვერ ვხვდებოდი, აქ რა მინდოდა, ეს ხმაური, რომელიც აქამდე ძალიან მომწონდა, დღეს რატომღაც საშინლად მოქმედებდა ჩემზე, არადა უმეტეს შემთხვევაში ყველასა და ყველაფრისგან დაღლილი, სწორედ ასეთ ქაოსში ვპოულობდი ხოლმე შვებას, ის იყო სახლში წასვლა გადავწყვიტე. რომ უცბად რაღაც უცნაური მოხდა, წამიერად დარბაზში ჰაერი გამკვრივდა და შედედდა, მუსიკა გაჩერდა, წყვილებმა ცეკვა შეანელეს, თითქოს დრო ერთ ადგილზე გაიყინა და მე ზურგს უკან ის ვიგრძენი... მისი სურნელი, ზღვიდან მონაბერი ჰაერივით გრილი და სასიამოვნო, ნელ-ნელა შევბრუნდი, ამის დედაც, ის იყო, ნამდვილად ის იყო, ჩემ წინ იდგა, სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე, ცოცხალი, ხორცშესხმული და საოცრად მომხიბვლელი, ფეხები განზე გაედგა, თავი გვერდზე გადაეხარა, მიყურებდა საოცარი შავი თვალებით და ისე გულღიად მიღიმოდა, ვითომ სრულიად ნორმალური იყო, რომ რამდენიმე საათის წინ სიზმარში ნანახი ფრთიანი არსება ახლა ჩემს წინ იყო, ხალხით სავსე ბარში... რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა თითქოს მისი არსებობის გააზრების საშუალებას მაძლევდა, მერე ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და ხელი გამომიწოდა.
- სალამი ლილა, მე აზრაელი ვარ, შეიძლება სასმელზე დაგპატიჟო?
* * *
პირდაღებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვაზროვნებდი, აზრაელი მომიახლოვდა, დაიხარა, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა.
- ამოისუნთქე.
ისე ახლოს იდგა მკერდით მკერზე მეხებოდა, ლოყით ლოყაზე და მისი სურნელი... ღმერთო ჩემო, დავიფიცებ რომ ვიგრძენი როგორ აფრთხიალდნენ მუცელში პეპლები და თანაც არა ერთი და ორი, მუხლი მომეკვეთა და მისმა წამიერად წელზე მოხვეულმა ხელმა მიხსნა, რომ შუაგულ ბარში იატაკზე არ გავშხლართულიყავი.
- ძლიერი გოგო მეგონე, არადა წამდაუწუმ გული მიგდის, -გამიღიმა და თვალებში უცნაური ნაპერწკლები აუციმციმდა.
- ჩემი ბრალი არ არის, რომ რატომღაც ჩემზე ასე ძალიან უცნაურად მოქმედებ, -ჩავიბურტყუნე, მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ აღარ წავბარბაცებულიყავი და ხელი ვკარი.
- ოჰო, როგორი პირდაპირი ხარ, -ირონია შერეული ხმით მითხრა, ხელი გამიშვა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დაკვირვებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- ვინ ხარ, აქ რას აკეთებ და ჩემგან რა გინდა? -ვეცადე შიში და აღელვება არ შემტყობოდა, მაგრამ აშკარად არ გამომივიდა.
- მაპატიე თუკი რამე არასწორად გავაკეთე, სერიოზულად გეუბნები, ჩემი არ უნდა გეშინოდეს, ვიცი რომ უამრავი კითხვა გაქვს, მე კი ყველა შენს კითხვაზე მაქვს პასუხი და მხოლოდ მეგობრობა მსურს.
ეს ყველაფერი უკვე ზედმეტი იყო, ამ წუთას ჩემს ძალებს აღემატებოდა ამ ყველაფრის გაგება და გააზრება, თავს ძალა დავატანე, რომ ხმა არ ამცახცახებოდა.
- მეგობრობა? კარგი ერთი, ბოლოს და ბოლოს მეტყვი ვინ ხარ? ან აქ რა ჯანდაბა ხდება? შენ... შენ ფრთები გაქვს და მეუბნები, რომ შენი არ უნდა მეშინოდეს? ისიც კი არ ვიცი ნამდვილად არსებობ თუ მხოლოდ მეჩვენები, იქნებ უბრალოდ გავგიჟდი, შევიშალე და შენ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხარ, იქნებ ახლაც მძინავს და ისევ სიზმარში გხედავ...
- ისევ? ესე იგი სიზმარში მნახე? იმედია შიშველი არ ვყოფილვარ, თუ ვიყავი? -ბაგეები ღიმილმა გაუპო და თვალები აენთო.
- შენი აზრით ეს სასაცილოა? -მისი უდარდელობა და ირონიაშერეული მხიარულება ბრაზს იწვევდა ჩემში, თუმცა ეს აშკარად არ აღელვებდა, ისეთი სახით მიყურებდა ვხვდებოდი ჩემი სიბრაზე უბრალოდ ართობდა, ერთი წამითაც კი არ მოუშორებია სახიდან ღიმილი.
- მერწმუნე, მეც ისეთივე რეალური ვარ როგორიც შენ ხარ, -მხრები შეარხია და გამიღიმა, მერე მომიახლოვდა, მარცხენა ხელი წელზე მომხვია, მარჯვენა ხელით ლოყაზე ნაზად მომეფერა, მერე ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა და ყელის გავლით მკერდისკენ ჩაუყვა, თვალები ჩემდაუნებურად დამეხუჭა და ყრუ კვნესა აღმომხდა, ვერ ვხვდებოდი რატომ ვაძლევდი ამ ყველაფრის უფლებას, ამ მომენტში ჩემი თავი მძულდა, რადგან მინდოდა მისთვის წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ ჩემი მოღალატე სხეული მის ყოველ შეხებაზე უბრალოდ დნებოდა და მის ხელებს ნებდებოდა.
- საოცრად მგრძნობიარე ხარ და ეს მაგიჟებს ლილა, რამდენიმე ათასი წელია ასეთი არაფერი მიგრძვნია, ის კი არა უკვე ვფიქრობდი, რომ გული გაქვავებული მქონდა, მაგრამ შენ ჩემში ის შეგრძნებები გამოაღვიძე, რომელთა განცდაც უკვე ვფიქრობდი, რომ აღარ შემეძლო, -ოდნავ ხრინწგარეული ხმით მელაპარაკებოდა მისი თითები კი უკვე მკერდზე მეფერებოდა.
- რას აკეთებ? -ძლივს ამოვილუღლუღე.
- უბრალოდ მინდა გაჩვენო, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ არის, როგორ ფიქრობ საკმაოდ რეალურია თუ კიდევ გავაგრძელო შენი დარწმუნება? -სიცილნარევი ხმით ჩამჩურჩულა და ლოყაზე მომაკრო მხურვალე ტუჩები.
- შე ნაბიჭვარო, როგორ ბედავ? -მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ მისთვის ხელი მეკრა და მოვშორებოდი, გაცეცხლებული ვიყავი, ჩემს თავზე ვბრაზობდი, როგორ, როგორ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ასე მოიქცეს.
- ნაბიჭვარი? ვაღიარებ ხანდახან მართლა ნაბიჭვარივით ვიქცევი, ვერაფერს ვიზავთ ასეა, -აზრაელი პატარა ანცი ბიჭივით იღიმებოდა და თვალს არ მაშორებდა.
- ჰო და ფრთებს რაც შეეხება, შემეძლო ფრთების გარეშე გამოგცხადებოდი, მაგრამ ვიფიქრე რომ ასე უფრო გაგიადვილებდი სიტუაციის აღქმას.
მივხვდი, უბრალოდ მეთამაშებოდა როგორც კატა თაგვს, ჩემზე თავისი გავლენით ერთობოდა, მის თვალებში ვხედავდი როგორ სიამოვნებდა ეს, -ეს ბოლო იყოს ლილა, ვინც არ უნდა იყოს ის ამის უფლება აღარ უნდა მისცე,
-შევუძახე ჩემს თავს...
- შენი აზრით ამ სიტუაციის აღქმა ადვილია? -გარშემო მიმოვიხედე, აშკარა იყო რომ ვერავინ ვერ გვხედავდა, ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი შენელებული კადრივით მოძრაობდა.
- სხვებისთვის არა, მაგრამ შენთვის ადვილია, სხვას შენს ადგილზე სრულიად შესაძლებელია ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ ემოციური შოკი მიეღო, შენ კი შესაშურად მშვიდად ხარ, გინდა გითხრა რატომ? ქვეცნობიერად გრძნობ, რომ ეს ყველაფერი შენთვის ბუნებრივია.
- რას გულისხმობ?
- ცოტა დრო გვაქვს, -სიტყვა ბანზე ამიგდო და ირგვლივ მიმოიხედა, არაფრისმთქმელი მზერა შეავლო ერთ ადგილზე გაშეშებულ ადამიანებს.
- კი მაგრამ ამას როგორ აკეთებ?
- ხომ გითხარი, შენს ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი ოღონდ უნდა წამომყვე.
- წამოგყვე? სად?
- უსაფრთხო ადგილზე, სადაც ხელს არავინ შეგვიშლის და სადაც შენს ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებ.
- და უარი რომ გითხრა?
- შენი ნების საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერს გავაკეთებ ლილა, -მშვიდი ხმით მითხრა და რატომღაც ვიფიქრე რომ არ ტყუოდა, მისი ხმა, თვალები, საოცარ გულწრფელობას ასხივებდა, თუმცა...
- გადაწყვიტე ლილა, ორიოდე წუთში ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.
ნუთუ მას მართლა აქვს ყველაფერზე პასუხი? ნუთუ იცის ვინ ვარ და რა მემართება? მაგრამ არ შემიძლია ასე უბრალოდ ავდგე და სადღაც გავყვე არსებას, რომელიც დიდი ალბათობით ადამიანიც კი არ არის, არადა ვინ იცის მექნება კიდევ ამის შანსი?
- კარგი, მეტს ნუღარ იფიქრებ, დღეისთვის საკმარისია, გასეირნება შემდეგისთვის გაგავდოთ, კიდევ გექნება შანსი, რომ შემოთავაზებაზე დამთანხმდე, -თითქოს ჩემს კითხვას უპასუხა რომელიც მხოლოდ გავიფიქრე და ხმამაღლა არ გამიჟღერებია.
- ოჰ ესღა მაკლდა, ახლა არ მითხრა, რომ აზრების კითხვაც შეგიძლია, -იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა რომ შეეძლო ჩემს გონებაში ჩაეხედა და გაეგო რას ვფიქრობდი მასზე.
- არა ნამდვილად არ შემიძლია, -გაეცინა აზრაელს, -უბრალოდ ყველაფერი სახეზე გაწერია და რომ იცოდე სულაც არ არის სირცხვილი, რომ მოგწონვარ, ეს სრულიად ბუნებრივია.
- ყველა სიკეთესთან ერთად ნარცისიც ყოფილხარ.
- შენ კი ერთი პატარა ჯიუტი გოგო ხარ, რომელსაც სიმართლის აღიარება უჭირს.
- სულაც არა, მე... მე უბრალოდ... -ენა დამება და ვიგრძენი სირცხვილისგან და უხერხულობისგან როგორ გამიხურდა სახე.
- ნუ წვალობ, საჭირო არ არის, რომ რამე მითხრა, ხომ გითხარი ისედაც ყველაფერი სახეზე გაწერია, ახლა მივდივარ, მაგრამ წასვლამდე, რომ არ გითხრა არ შემიძლია, ის თეთრი კაბა ძალიან გიხდებოდა.
- რომელი თეთრი კაბა?
- იქ ჩანჩქერთან როცა დაგინახე, თეთრი კაბით, გაწეწილი თმით და შეშინებული თვალებით, მივხვდი, რომ ჩემი ბედისწერა ხარ ლილა, მივხვდი, რომ თურმე ამაო არ ყოფილა ჩემი ცხოვრება და მთელი ეს უსასრულო დრო შენ გელოდი.
მის თვალებში პირველად დავინახე სევდა და ტკივილი და მივხვდი, რომ ყველაფერს სრულიად სერიოზულად მეუბნებოდა, ისე მიყურებდა თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგული უძვირფასესი რამ იპოვნა და ახლა ისევ დაკარგვის ეშინოდა, მივხვდი, რომ ის თავქარიანი ბიჭი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლამის გამაცოფა, მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი იყო და სინამდვილეში სულაც არ იყო ასეთი, დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო, რომ მასთან მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და კიდევ ერთხელ მეგრძნო მისი სითბო და სურნელი, მაგრამ ნაცვლად ამისა, უბრალოდ ვკითხე...
- ესე იგი ის ყველაფერი არ დამსიზმრებია?
- არა, სიზმარი არ ყოფილა, მაგრამ ამის შემდეგ კოშმარების ნუღარ შეგეშინდება, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ.
მერე უბრალოდ შეტრიალდა და წავიდა, არა, წავიდა ის სიტყვა არ არის რაც მის წასვლას აღწერს, ის უბრალოდ გადნა, გაუფერულდა, გაქრა და დამტოვა ასე გონებააარეული და ფიქრებ აწეწილი.
- ჰეი, აიღე შენი უალკოჰოლო სამელი, -მომესმა უკნიდან ლუკას ხმა.
ძლივს გამოვერკვიე, მიმოვიხედე, ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებდა გართობას, მუსიკა უკრავდა, ლუკა ჩემ წინ იდგა ჭიქებით ხელში და მიღიმოდა.
- რა გჭირს? ისეთი სახე გაქვს თითქოს მოჩვენება დაგენახოს.
- ლუკა, უცნაური არაფერი შეგინიშნავს?
- რას გულისხმობ?
- რამე ისეთს რაც არაბუნებრივად და უცნაურად მოგეჩვენებოდა.
- სულ რაღაც ორი წუთით დაგტოვე ლილა, ბართან მივედი, სასმელი ავიღე და უკან დავბრუნდი, ამ დროში რა უნდა მომხდარიყო?
დავრწმუნდი, რომ არც ლუკას და არც არავის სხვას არაფერი დაუნახავთ, -დაივიწყე, ეტყობა რაღაც მომეჩვენა, -უდარდელად ავიჩეჩე მხრები და სასმელი მოვსვი. ლუკამ დაკვირვებით, სერიოზული სახით შემომხედა, -გინდა სასმელები გავცვალოთ?
- არა, სხვამ თუ არა შენ ხომ მაინც იცი, ხანდახან თუკი ვსვამდი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ღამით კოშმარები აღარ მენახა, დღეიდან კი აღარაფრის დავიწყებას აღარ ვაპირებ და კოშმარებისაც აღარ მეშინია.
გაოცებულ ლუკას სასმელები გამოვართვი, იქვე მაგიდაზე დავდე, ხელი ჩავკიდე და მოცეკვავეებს შევერიეთ.
* * *
იმ ღამით გვიან დავბრუნდით სახლში, ჯესი ჩემთან დარჩა, ლუკა კი უკვე აღარც მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა ჩემთან დარჩენა, ფაქტობრივად ჩემს ბინაში ცხოვრობდა და ათასში ერთხელ მიდიოდა სახლში, მისი მშობლები იმდენად მოუცლელები იყვნენ ალბათ ვერც ამჩნევდნენ მის არყოფნას, ახლაც ჩვეულებისამებრ სტუმრების საძინებელში ეძინა, ჯესი ჩემს გვერდით იწვა ჩემს საწოლში, ორივემ საკმაოდ დალიეს და როგორც კი მოვედით მაშინვე დაეძინათ, მე კი საწოლში ვტრიალებდი ჭერს შევცქეროდი და ვერაფრით ვახერხებდი დაძინებას, თავში ათასი რამ მიტრიალებდა ჩემი ტვინი კი ვერაფრით ახერხებდა იმ ყველაფრის გაანალიზებას რაც დღეს მოხდა...
ფრთხილად წამოვდექი, რომ ჯესი არ გამეღვიძებინა, ფეხაკრეფით გავედი სამზარეულოში, მაცივრიდან ცივი გაზიანი სასმელი გამოვიღე და ტერასაზე ავედი, საკმაოდ გრილოდა, ჩემს საყვარელ უზარმაზარ პუფში ჩავწექი და ცას მივაშტერდი. ყველაფრის მიუხედავად თავს უცნაურად კარგად ვგრძნობდი და ‘’მასზე’’ ფიქრს გონებიდან ვერ ვიშორებდი, შეყვარებული არასდროს მყოლია მიუხედავად უამრავი თაყვანისმცემლისა, პაემანზეც კი არავისთან ვყოფილვარ, რაც ჯესის ყოველთვის აკვირვებდა და სულ იმის ცდაში იყო როგორმე ისეთი ვინმე ეპოვა, ვინც დამაინტერესებდა მაგრამ ამაოდ...
‘’მას’’ კი უცნაურ ფრთიან ‘’ნაბიჭვარს’’ პირველივე შეხვედრისას იმის უფლება მივეცი, რომ შემხებოდა, მომფერებოდა, ჩამხუტებოდა და ვაღიარებ ეს ძალიან, ძალიან მომეწონა, მის მიმართ ძლიერ მიზიდულობას ვგრძნობდი, თვალები დავხუჭე და ლოყაზე თითები გადავიტარე, იქ სადაც მისი ტუჩები შემეხო... ახლა სიგიჟემდე მინდოდა ისევ შემხებოდა.
- ვინ ხარ აზრაელ? ვინ ხარ, რომ ასე უცერემონიოდ და დაუკითხავად შემოიჭერი ჩემს სიზმრებში და ცხოვრებაში, შემოიჭერი და სული ამიფორიაქე...
- ჯანდაბა, რატომ არის ასეთი ხმაური? ეტყობა ღამით ფანჯარა ღია დამრჩა, -ხმამაღლა ვწუწუნებდი ხმაურით შეწუხებული, თვალები გავახილე, დილის მზემ თვალი მომჭრა და როცა თეთრად შეღებილი ჭერის ნაცვლად ნიუ- იორკისთვის უჩვეულოდ მოწმენდილი ცა დავინახე, მაშინღა გამახსენდა, რომ ტერასაზე პუფში მეძინა, წამოვჯექი, ფუმფულა ვარდისფერ პლედში ვიყავი ჩაფუთნული.
პლედი? აი, თურმე რატომ არ შემცივდა და მთელი ღამე ბედნიერად, გაუნძრევლად მეძინა, ნეტავ ვინ დამახურა? ალბათ ლუკა, ეტყობა წუხელ ტერასაზე ამოვიდა, რომ ჩემთვის დაეხედა და აღარ გამაღვიძა. ნახევრად მძინარე ჩავედი ქვემოთ, სამზარეულოში ჯესი დამხვდა, თავზე ხელებშემოჭდობილი იჯდა და უაზროდ დასცქეროდა ყავის ფინჯანს.
- სად იყავი? დილით რომ გავიღვიძე საწოლში არ დამხვდი.
- ტერასაზე მეძინა, ლუკა სად არის?
- აბაზანაშია, ყავა დაისხი, ბევრი გავაკეთე ორივეს გეყოფათ, მე კი ამას დავლევ თუ არა უნდა გავიქცე, ბიძაჩემს უნდა შევუარო წიგნის მაღაზიაში, დახმარება სჭირდება ახალი რაღაცები მიიღეს.
ჯესი ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, პატარა იყო როცა მამა დაეღუპა, დედა კი მეორედ გათხოვდა და ქმართან და მის სამ შვილთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, ჯესის არ უყვარს დედამისზე საუბარი, სამაგიეროდ ბიძაზე გიჟდება, არამგონია ვინმეს ღვიძლი მამა უყვარდეს ისე როგორც ჯესის ბიძია გიომი უყვარს.
- თუ დახმარება დაგჭირდეთ დამირეკე, კარგი? -მივაძახე სანამ გავიდოდა.
- კარგი, შეიძლება დაგირეკო, თანაც ხომ იცი ბიძიას როგორ უყვარხარ, შენი ნახვა გაუხარდება, -ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და კარი გაიხურა.
ლუკა წელსზემოთ შიშველი, პირსახოც შემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან, პირდაპირ სამზარეულოში შემოვიდა, ყავა დაისხა და მაგიდას ჩემს პირდაპირ მიუჯდა.
- ეი, მეგობარო, მეც აქ ვარ სხვათაშორის, -ხელი ავუქნიე და სიამოვნებისგან თვალები თავისთავად მიმენაბა როცა ნესტოებში მამაკაცის შხაპის გელის სასიამოვნო სურნელი შემიძვრა.
- ვხედავ, რომ აქ ხარ, ბრმა კი არ ვარ, -ჩვეული თბილი ღიმილით მიპასუხა.
- თუ ხედავ მაშინ ჩემს წინ ნახევრადშიშველი რატომ უზიხარ მაგიდას.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორც კაცს ისე მაინც ვერ აღმიქვამ, -ყავა მოსვა, ნებიერად გაიზმორა და საზურგეს უდარდელად მიეყრდნო.
- რაღა მე და რაღა ჯესი, შენთვის სულერთია შენს წინ რომელი ვიჯდებით შიშველი.
- ოჰო, კარგი, დღეიდან ნუდისტურ სეზონს გახსნილად ვაცხადებ, ეგ პირსახოცი საჭირო აღარ არის, შეგიძლია ჩემს სამზარეულოში სრულიად შიშველმა იტანტალო და შენს დაკუნთულ სხეულს დემონტრირება გაუკეთო.
- ვცადო? -ძალად ჩაფიქრებულის სახე მიიღო.
- ცადე, ვფიქრობ სახალისო იქნება, ისე პლედისთვის მადლობა.
- რომელი პლედისთვის?
- წუხელ ტერასაზე მეძინა, დილით რომ გავიღვიძე პლედი მეხურა და ვიფიქრე, რომ შენ დამაფარე.
- მე არ ვყოფილვარ, მთელი ღამე გათიშულს მეძინა, საერთოდ არ ავმდგარვარ საწოლიდან, ეტყობა შენ თვითონ დაიფარე და აღარ გახსოვს.
უხმოდ დავუქნიე თავი, ნუთუ ის იყო? ალბათ, ის ხომ შემპირდა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა, ნუთუ წუხელის იქ იყო ჩემთან, შეიძლება ამიტომაც არ მინახავს კოშმარები... ჩემდაუნებურად გამეღიმა და ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა სხეულში რაღაც ჯერ არგანცდილი სითბო.
ლუკამ ყავა დალია და წამოდგა, -მე უნდა წავიდე, დღეს დედა და მამა სახლში არიან, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა როცა შემიძლია ორივე ერთად ვნახო და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ.
კარამდე მივაცილე, გასვლისას მკლავები შემომხვია და მთელი ძალით ჩამიხუტა, მის მკერდში სახით ჩაფლული ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა როცა ერთხელაც თავის გულისსწორს იპოვიდა და მარტო დამტოვებდა, მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა...
- - - - - - - -
თითქმის ერთი კვირა ისე გავიდა გარეთ არ გავსულვარ, ლუკამ დედას და მამას ვერ დააღწია თავი, ჯესიმ ბიძის მაღაზიას, მე კი საზაფხულო არდადაგების გადამკიდეს არანაირი საქმე არ მქონდა და სახლში წიგნების კითხვაში გამყავდა დრო. ვკითხულობდი რაც ხელში მომხვდებოდა, რომ მასზე არ მეფიქრა, არ მეფიქრა, რომ ის ყველაფერი რაც ბარში მოხდა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არ გავგიჟებულიყავი, სამაგიეროდ კოშმარები აღარ მესიზმრებოდა და მშვენივრად მეძინა. აზრაელი აღარ გამოჩენილა და არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა მასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მისი მოძებნა არ მიცდია, ამის დიდი სურვილი მქონდა მაგრამ სულელი ნამდვილად არ ვიყავი და ვხვდებოდი, რომ თუ თვითონ არ ქნებოდა სურვილი ვერასდროს მივაგნებდი.
იმ უნცაურ დღესაც, როცა კიდევ ერთი გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში დილიდან ტერასაზე ვიჯექი და ვცდილობდი, ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ საყიდლებზე წავსულიყავი. ახალი ტანსაცმელი მჭირდებოდა, მაცივარიც ცარიელი მქონდა, არადა ვერ ვიტან ვერანაირ საყიდლებს, ჩემს თავთან კამათი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა, ჯესი რეკავდა.
- ეი დაკარგულო, არ გინდა დღეს მაღაზიაში დამეხმარო? ბიძიამ თანამშრომელი შვებულებაში გაუშვა და მთელი საქმე მე დამაწვა მხრებზე, უკვე ვეღარ ავუდივარ.
ინსტიქტურად ავხედე ცას, თუ ღმერთი მართლა არსებობდა ლუკა და ჯესი ნამდვილად მისი გამოგზავნილი კეთილი ანგელოზები იყვნენ, -მადლობა, -ჩავიბუტბუტე და მერეღა გამახსენდა რომ ჯესის ვესაუბრებოდი?
- მადლობას რისთვის მიხდი? -გაკვირვებული ხმა ჰქონდა.
- შენთვის არ მითქვამს, -უნიჭოდ ვცადე შეცდომის გამოსწორება.
- აბა ვის უთხარი? ლუკაა შენთან?
- მარტო ვარ ჯეს.
- მატყუებ, არა? ვიცი, რომ მატყუებ, იცოდე, რომ მოხვალ მოგიწევს ანგარიშის ჩაბარება, ხომ იცი არ მიყვარს უჩემოდ, რომ მაიმუნობთ ხოლმე რაღაცებს.
- მართლა მარტო ვარ, ჯეს.
- ჰოდა რაღას უცდი, ჩაიცვი და წამოდი.
- კარგი, დამელოდე, ცოტა ხანში მანდ ვარ, -არაფრის თქმა აღარ დავაცადე, ტელეფონი გავუთიშე და ფეხზე წამოვხტი. გადავწყვიტე, რომ დღისით ჯესის დავეხმარებოდი მაღაზიაში, საღამოს კი მარკეტში შევივლიდი და პროდუქტებს ვიყიდდი. მოვწესრიგდი, აბურდული თმა დავივარცხნე, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, კედები და კაპიუშონიანი ზედა ჩავიცვი.
- კარგი იქნება მართვის მოწმობა მქონდეს, ვერა და ვერ მოვაბი თავი რომ ამეღო, მაგრამ არაუშავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მომწონს, ყველაზე უკეთ ავტობუსში ან მეტროში ყოფნისას ვახერხებ ფიქრს, ისე კაცმა რომ თქვას ნიუ-იორკის საცობებში ავტომობილით სიარულს ყველაფერი სჯობს.
გარეთ გამოვედი თუ არა უსიამოვნოდ გამცრა სხეულში, უცნაურად გრილოდა. მივდიოდი და არ მტოვებდა შეგრძნება, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, შეძლებისდაგვარად სწრაფად მივაბიჯებდი და წამდაუწუმ ვიყურებოდი უკან, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, კიდევ კარგი, რომ ქუჩა ხალხით იყო სავსე, ელვა შესაკრავი ბოლომდე ავიწიე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და უახლოესი ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი, გაჩერებაზე რამდენიმე კაცი ელოდებოდა ავტობუსს, მაღალი ზორბა შავკანიანი მამაკაცი, შუახნის ქერა კაცი ორ პატარა ბიჭუნასთან ერთად და უცნაური მოხუცი ქალბატონი პატარა გაბურძგნული ჭრელი ძაღლით, ტაბლოს შევხედე, ექვსი წუთი იყო ავტობუსის მოსვლამდე.
მშვიდად ვიდექი და ველოდი, მოულოდნელად გაჩერებაზე საშინელი სისწრაფით შემოვარდა მსუბუქი, მუქ მინებიანი ავტომობილი, პირდაპირ ჩემ წინ დაამუხრუჭა, ავტომობილიდან ტყავისლაბადიანი, შავსათვალიანი მაღალი, გამხდარი მამაკაცი გადმოვიდა და მომიახლოვდა.
- უნდა წამოგვყვე, -საშინლად ცივი, არაბუნებრივი ხმა ჰქონდა, შავი სათვალის მიღმა თვალებს ვერ ვხედავდი, მაგრამ მის დამთრგუნველ მზერას ვგრძნობდი, მიმოვიხედე, გაჩერებაზე მდგარი ხალხი ჩვენ გვიყურებდა.
- მგონი რაღაც გეშლებათ, ალბათ ვიღაცაში აგერიეთ, -უკან დავიხიე და ზურგით შევეჯახე გაჩერებას, მანაც გადმოდგა ნაბიჯი.
- ჩვენ არასდროს არაფერი გვერევა, უნდა წამოგვყვე, -გაიმეორა დაზეპირებულივით.
- ვინ ხართ და რატომ უნდა წამოგყვეთ? -დაბნეულმა ვკითხე და უმწეოდ მიმოვიხედე ირგვლივ.
- პრობლემებს ნუ შექმნი ლილა, უბრალოდ დაჯექი, -რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სახელით მომმართა.
- ჩემი სახელი საიდან იცით? მე თქვენ არ გიცნობთ, თუ არ შემეშვებით ახლავე პოლიციაში დავრეკავ, -ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დავინახე როგორ გადაუარა უცნაურმა ღიმილის მაგვარმა ემოციამ სახეზე, ხელში ხელი მტაცა და მანქანისკენ დამქაჩა, მერე კი არ ვიცი რა მოხდა, საზარლად დაისისინა, ხელი გამიშვა, უშვერად შეიგინა და გარკვევით დავინახე როგორ დამალა ლაბადის ჯიბეში დამწვარი თითები.
- პატარა ძუკნა, იცოდე ეს ოინი ყოველთვის არ გაგივა.
- მე... მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ მინდა, რომ თავი დამანებოთ, -ისე საწყალობლად ჟღერდა ჩემი ხმა საკუთარი თავი თვითონვე შემეცოდა.
- ისე ნუ იქცევი თითქოს მართლა ვერაფერს ხვდებოდე, -გველივით ჩაისისინა და კიდევ ერთხელ გამოიწია ჩემკენ, შეშინებულმა დავიხიე უკან.
ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ვიღაც და მერე ხმაც მომესმა, -ხომ ხედავთ გოგონას თქვენთან ერთად წამოსვლა არ უნდა, შეეშვით თორემ პოლიციას დავუძახებთ.
ტყავისლაბადიანმა რატომღაც ძალიან მარტივად გადაწყვიტა დანებება, უკან დაიხია და მანქანაში შეხტა, ავტომობილი ელვისსისწრაფით მოსწყდა ადგილს. შვებით ამოვისუნთქე, შევბრუნდი, უკან შავკანიანი მამაკაცი მედგა ის, ვინც ჩემთან ერთად ელოდებოდა ავტობუსს.
- როგორ ხარ? გინდა, რომ პოლიციაში დავრეკოთ?
- გმადლობთ, მაგრამ პოლიციაში დარეკვა საჭირო არ არის.
- დარწმუნებული ხარ?
თავს ძალა დავატანე, რომ გამეღიმა, -ალბათ უბრალოდ რაღაც შეცდომა მოხდა, აშკარად ვიღაცაში შევეშალე, ყველაფერი კარგადაა, -შეძლებისდაგვარად მშვიდად ვუპასუხე.
- კარგი, როგორც გინდა, -დაეჭვებულმა შემომხედა, მხრები აიჩეჩა და უკან დაიხია.
ხელზე დავიხედე, არაფერი მჭირდა, ვერაფერს ვგრძნობდი, არადა გარკვევით დავინახე როგორ დაეწვა თითები როცა მე შემეხო...
* * *
ბიძია გიომი, დაბალი, წითელლოყება, ჭაღარა კაცი, ოვაციებით შემხვდა. მაკოცა, ჩამეხუტა და თმები პატარა ბავშვივით ამიჩეჩა, საყვარელ ზღაპრულ გნომს ჰგავდა, უზომოდ თბილი იყო, მუდამ იღიმოდა და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ვუყვარდი.
- ხშირად უნდა შემოგვიარო ლილა, ხომ იცი ჩემი მაღაზიისთვის იღბალი მოგაქვს, შენ როცა აქ ხარ კარებთან რიგი დგას ხელმე.
- ჰო ბიძია მართალი ხარ, -ჯესი საწყობიდან გამოვიდა წინსაფრით და აკაპიწებული ხელებით, -ასეთი უცნაური მიზიდულობის ძალა აქვს ჩვენს ლილას, უამრავი ფარული ნიჭით არის დაჯილდოვებული.
- შენ იცინე და მართლა ასეა, -მხიარულად ჩამიკრა თვალი ბიძია გიომმა, ჯესის აღარაფერი უთქვამს, თვალები აატრიალა და მანიშნა რომ უკან გავყოლოდი.
- წამოდი, უკანა თაროები მაქვს გადმოსალაგებელი, ეს კაცი მთელი დღეა მონასავით მამუშავებს, ეტყობა ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, რომ მონათმფლობელობა გაუქმდა და აღარ არსებობს.
გულიანად გამეცინა, საყვარლად წუწუნებდა ჯესი, რომ არ მცოდნოდა როგორ უყვარდა ბიძამისი შეიძლებოდა მართლა დამეჯერებინა რასაც ამბობდა. უკან მივყევი, თაროების წინ უამრავი ძველი თუ ახალი წიგნი იყო დახვავებული, გამახსენდა როგორ გავიცანით მე და ჯესიმ ერთმანეთი, მაშინ სულ რაღაც რამდენიმე თვის გადმოსული ვიყავი ნიუ-იორკში და თავს ძალიან უცხოდ და მარტოსულად ვგრძნობდი, ჩემი სოფელი, სანტიაგო და ბებია მენატრებოდა, ჯესი მაშინაც ბიძამისს ეხმარებოდა, მე კი დეიდამ მომიყვანა წიგნების საყიდლად, თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი, ჯესი ჩემი ანტიპოდი იყო, მე მშვიდი წყნარი, მორიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი ვიყავი, ის კი პირიქით, ალბათ ამიტომაც შევეთვისეთ ერთმანეთს ადვილად, იმ დღესვე დავმეგობრდით და მას შემდეგ ფაქტობრივად ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვძლებთ. მე ლუკა და ჯესი, სამი ეული მუშკეტერი.
ჯესისთან ერთად დრო ყოველთვის სასიამოვნოდ გადიოდა მითუმეტეს თუ საქმე გვქონდა, ახლაც ასე იყო, წიგნებს ვალაგებდით და თან ვუმტკიცებდი, რომ არ ვღალატობდი, ახალი მეგობარი არ მყავდა და მისგან და ლუკასგან არ ვმალავდი.
- იცოდე თუ ახალი ვინმე გაიჩინე და გვიმალავ წინასწარ მოემზადე საშინელი შურისძიებისთვის, -ხელში ბუტაფორიული ხმალი ეკავა, თავზე მადგა და თვალებს მიბრიალებდა, არადა ვატყობდი ერთი სული ჰქონდა როდის გადაიხარხარებდა გულიანად.
- ვიღაც რომ გვისმენდეს შეშლილი შეყვარებულები ვეგონებოდით, -გამეცინა და ბიძია გიომს, რომელიც თაროზე მხრით მიყრდნობილი და გულზე წიგნებ ახუტებული გვიყურებდა თვალი ჩავუკარი, ღიმილით გადააქნია თავი და საქმეებს მიუბრუნდა.
- დამშვიდდი ნუ გეშინია, ერთგული ვარ, შენ და ლუკას არ გღალატობთ და არც არასოდეს გიღალატებთ, -გულზე მივიდე ხელი და რაც შეიძლებოდა სათნო და მიამიტი გამომეტყველება მივიღე, -პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ ნამდვილად ასეა.
- შენთვისვე აჯობებს თუ არ გვიღალატებ, -საყვარლად დამემუქრა და აკისკისებული ჩამეხუტა, თაროების დალაგებას გვიანობამდე მოვუნდით. ბიძიამ პიცაზე დაგვპატიჟა, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი სახლში წასვლა მერჩივნა. დავემშვიდობე, გარეთ გამოვედი, კაპიუშონი წამოვიხურე და ქუჩას გავუყევი, რომ ტაქსი გამეჩერებინა მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყოველთვის ხალხმრავლობით გამორჩეული ქუჩები ახლა საოცრად ცარიელი იყო. მივდიოდი, უფრო და უფრო ბნელდებოდა და რაღაც უცნაურად ციოდა, ყველაფერ ამას წვიმაც თან დაერთო მე კი ქოლგაც კი არ მქონდა თან, უსიამოვნოდ ჟინჟლავდა, მთლად დავსველდი და უკვე სიცივისგან მაკანკალებდა, გაციება და სიცხის გამო საწოლში წოლაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის...
მობუზული მივდიოდი, ქუჩაში ლამპიონები ენთო, მაგრამ უცბად ჩამოწოლილ უცნაურ წყვდიადს და სქელ ნისლს ვერ ერეოდა. უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა, მივიხედე, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ტყავის ლაბადიანი მაღალი კაცი იდგა და დაჟინებით მიმზერდა, ამჯერად სათვალე არ ეკეთა და თვალები უცნაურად უელავდა.
- არა, უბრალოდ არ შეიძლება ადამიანს ასეთი უცნაურად საშიში თვალები ჰქონდეს, მშვიდად ლილა, მშვიდად, ყველაფერს აქვს რაღაც ახსნა, -ჩემს თავს ვამშვიდებდი, თუმცა რაღაც ამოუცნობი შიშით ატანილი ვცდილობდი იქაურობას რაც შეიძლება მალე მოვშორებოდი, ნაბიჯს ავუჩქარე, მანაც აუჩქარა და მე უკანმოუხედავად მთელი ძალით გავიქეცი, არ ვიცოდი საით გავრბოდი, უბრალოდ ვცდილობდი ამ ვიწრო მიხვეულ-მოხვეული და ბნელი ქუჩებიდან სინათლეზე გამეღწია. ჩიხში შევედი, წინ უზარმაზარი ყრუ კედელი დამხვდა, აქოშინებული შევდექი და მოვტრიალდი, ჩიხის შესასვლელში ჩემი მდევარი იდგა, უცბად საიდანღაც კიდევ ორი მისნაირი გაჩნდა, გვერდით ამოუდგნენ და ჯარისკაცებივით მწყობრი ნაბიჯებით დაიძრნენ ჩემსკენ.
- გეგონა ჩვენგან გაქცევას შეძლებდი? -ამოისისინა შუაში მდგარმა და შემპარავი ნაბიჯებით გააგრძელა ჩემსკენ სვლა, რაც უფრო მიახლოვდებოდა მით მეტად უკეთ ვხედავდი მისი წითელი თვალების ელვარებას და შიშს შერეული ადრენალინისგან მთელი სხეული მითრთოდა.
- ჯანდაბა, ახლა რა უნდა გავაკეთო? -ჩემი ტვინი გამალებით მუშაობდა, მიმოვიხედე, ჩემს გარშემო არაფერი იყო ისეთი რითაც თავის დაცვას შევძლებდი. ის იყო ყველანაირი იმედი გადამეწურა, რომ უეცრად დაიქუხა და თითქოს არსაიდან ჩემს წინ ციდან აზრაელი დაეშვა. საოცარი იყო, უზარმაზარი გაშლილი ფრთებით, შუბლზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმით, ტყავის ქურთუკით, მთლიანად სველი და ხელში უცნაურად მოელვარე ხმლით. სუნთქვა ამიჩქარდა, უნებურად გამეღიმა, დავინახე, რომ ისიც მე მიყურებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა, აშკარად იცის როგორ ეფექტს ახდენს ასე მოულოდნელად გამოჩენისას.
- დაგაგვიანდა, -შევღიმე და შიშისგან და დაძაბულობისგან გამშრალი ტუჩები მოვილოკე, თვალები გაუფართოვდა და აენთო.
- მოდი ჯერ ამათ მივხედოთ და მერე ვისაუბროთ იმაზე თუ რატომ დავიგვიანე და იმაზეც თუ რა სექსუალური ვარ მთლიანად სველი და ხელში ხმლით, -ისეთი ხმით მითხრა, რომ სუნთქვა შემეკრა, მერე თვალი ჩამიკრა, მდევრებისკენ შეტრიალდა და ტუჩებს შორის ცივად გამოსცრა,
- ვფიქრობ დღეს კარგად გავერთობით ბიჭებო ...
ტყავის ლაბადიანმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და თავისიანებსაც ანიშნა, რომ გაყოლოდნენ, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. ვხვდებოდი, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიყავი, ნუთუ ასე უბრალოდ აპირებდნენ დანებებას.
- ჩვენ წავალთ, შენთან პრობლემები არ გვჭირდება, აზრაელ, -მისი ხმა ცივად და უემოციოდ ისმოდა, უკან-უკან იხევდა და თამხლებებსაც ანიშნებდა, რომ მასთან ერთად უკან დაეხიათ.
აზრაელი ერთხანს არაფერს აკეთებდა, უბრალოდ გაუნძრევლად იდგა და ირონიული ღიმილით შესცქეროდა სამეულს, მერე ელვის სისწრაფით გაჩნდა მათთან, შუაში მდგარს, რომელიც დიდი ალბათობით მეთაური უნდა ყოფილიყო საყელოში ხელი ჩაავლო და ისე ადვილად ასწია მაღლა თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ყოფილიყოს.
- ფიქრობ უფლებას მოგცემ, რომ ასე ადვილად წახვიდე აქედან?
- შენი პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის იქ ყოფ ცხვირს სადაც არავინ გეკითხება, -ამოიხრიალა და გაფართხალდა, რომ მისგან თავი დაეხსნა, -ხელი გამიშვი, შეთანხმების შესახებ ყველამ ვიცით, ანგელოზებთან არანაირი პრობლემა არ გვჭირდება.
აზრაელი ერთხანს უხმოდ შესცქეროდა ქვემოდან და მერე ძირს დაუშვა და ჩემდა გასაკვირად სრულიად მშვიდი და წყნარი ხმით უთხრა…
- ბელიზარ, არ ვიცი ამჯერად ვის ბრძანებებს ასრულებთ, მაგრამ ვხვდები, რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რას აკეთებთ, ანგელოზებს და დემონებს შორის შეთანხმება მაშინ დაირღვა როცა ლილას დევნა დაიწყეთ და გაფრთხილებთ, ახლა მოგცემთ წასვლის საშუალებას მაგრამ, თუკი ამის შემდეგ ლილას მიუახლოვდებით საქმე ჩემთან გექნებათ.
საუბარი დაასრულა, მოშორდა და საშუალება მისცა უკან დაეხია, ბელიზარად წოდებული არსება ერთხანს უმეტყველო სახით შესცქეროდა, მერე მე გადმომხედა და დაკვირვებით შემათვალიერა, მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა, თუმცა თვალები... ეს წითლად მოელვარე საზარელი თვალები...
- მივდივართ, -თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა, თავისიანებს რაღაც ანიშნა, შეჯგუფდნენ, ერთიან კვამლისებურ მასად იქცნენ და უბრალოდ აორთქლდნენ.
გაშეშებული ვიდექი და მთელ ამ სანახაობას პირდაღებული შევცქეროდი. ანგელოზები, დემონები, მთელ ამ აბსურდულ სიტუაციას მხოლოდ ცხრათავიანი ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი აკლდა და ყველაფერი სრულყოფილი იქნებოდა, ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ეს ყველაფერი სულაც არ მეჩვენებოდა არაბუნებრივად და სიტუაციისთვის და ადგილისთვის შეუსაბამოდ.
აზრაელმა ხმალი ქარქაშში ჩააგო, მომიახლოვდა და გულიანად გამიღიმა, ისე თითქოს ცოტა ხნის წინ საერთოდ არაფერი მომხდარიყოს უცნაური.
- როგორ ხარ, ლილა? კარგია, რომ ამჯერად მაინც არ წაგსვლია გული, ნელ-ნელა სწავლობ და ეჩვევი, ნიჭიერი მოსწავლე ჩანხარ.
- ხუმრობ? აი, მე კი ნამდვილად არ მაქვს საქმე სახუმაროდ, შეგიძლია ამიხსნა აქ რა მოხდა? ვინ იყვნენ და ჩემგან რა უნდოდათ? -ერთმანეთის მიყოლებით მივაყარე კითხვები, მეგონა არ მიპასუხებდა, თუმცა დღეს აშკარად საუბრის ხასიათზე იყო.
- დემონები არიან, კაცმა რომ თქვას ამ ბოლო დროს ბევრს არაფერს აშავებენ, ყოველ შემთხვევაში იმდენს მაინც არა რამდენსაც ჩვენ ანგელოზები, მაგრამ ახლა აშკარად ვიღაცის ბრძანებას ასრულებდნენ და აუცილებლად უნდა გავიგო ვისას.
- თუ ამის გაგება გინდოდა რატომ გაუშვი?
- ბელიზარი არაფერს იტყოდა მისთვის რაც არ უნდა მექნა, რაც მაინტერესებს იმის გაგებისთვის სხვა ხერხებიც არსებობს და აუცილებლად გავარკვევ რა ხდება.
- შენ თქვი რომ ჩემს გამო რაღაც შეთანხმება დაირღვა, რა შეთანხმება და რატომ? საერთოდ ამ ყველაფერთან რა შუაში ვარ ვერ ვხვდები.
- ხომ არ გეჩვენება, რომ ერთბაშად ძალიან ბევრ კითხვას სვამ? მართალია ლაპარაკის ხასიათზე ვარ, მაგრამ ჯობია თუ ნელ-ნელა და თანმიმდევრობით დავიწყებთ, -მომიახლოვდა, ჩემი მარცხენა ხელი აიღო და ლოყაზე მიიკრა, საოცრად თბილი ხელები ჰქონდა, უნებურად მივლულე თვალები და ამოვიოხრე.
- მთლად გაყინულხარ, სველი ხარ, ასე შეიძლება ფილტვების ანთებაც დაგემართოს, ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ზომები ხომ უნდა მივიღოთ. გათბობა გჭირდება და დასვენება, ახლაც უარს მეტყვი რომ ჩემთან წაგიყვანო? არ გამომყვები?
- შენთან?
- ჰო, იქ სადაც შენს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, თანაც ახლა უკვე შენს ბინაში დარჩენა სახიფათოა, რაკი დემონებმა შენზე ნადირობა დაიწყეს, თუკი ჩემგან შორს იქნები შენი დაცვა გამიჭირდება, რას იტყვი, მოდიხარ?
თბილი შემპარავი ხმით მესაუბრებოდა და ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, ვუყურებდი როგორ იდგა ჩემს წინ, ქარი სახეზე ჩამოყრილ შავ თმას უწეწავდა, ჩემი მარცხენა ხელი ლოყაზე ჰქონდა მიდებული, ტუჩებით ეხებოდა, თვალებში მიყურებდა, მიღიმოდა და უცბად მივხვდი, რომ ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო და სადაც მთხოვდა ყველგან გავყვებოდი, თუნდაც ჯოჯოხეთში.
- კარგი, წავიდეთ, იმედია მანქანა სადმე ახლოს გყავს გაჩერებული, -ვუთხარი და დავინახე როგორ გაუნათდა სახე, თვალები გაუბრწყინდა, მერე კი წარბი ასწია და მხიარულად ჩაიფხუკუნა.
- მანქანა? მეხუმრები? -მომიახლოვდა, ხელში ამიტაცა და მკერდზე მაგრად მიმიკრა.
- ხელები მომხვიე და მაგრად მომეჭიდე.
ხელები კისერზე მოვხვიე, დაფიქრება და შეწინააღმდეგება არ დამაცადა ისე გაშალა ფრთები და ცაში აიჭრა, ძალიან სწრაფად მიფრინავდა სულ მაღლა და მაღლა, ჩვენს ქვემოთ წამიერად დაპატარავდნენ შენობები, მეგონა გავიყინებოდი მაგრამ მისი სხეულიდან ისეთი სიმხურვალე მოდიოდა, რომ არ შემცივნია და არც შიში მიგრძვნია, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ბუნებრივი ყოველდღიურობა იყო. არ ვიცი რამდენი ხანი ვიფრინეთ, ალბათ რამდენიმე წუთი, შეიძლება უფრო მეტიც, მის მკლავებში მოქცეული და მისი სურნელით გაბრუებული, დროზე ნამდვილად ვერ ვფიქრობდი.
- მოვედით, -ჩამჩურჩულა ყურში.
ქალაქის განაპირას საკმაოდ მოზრდილი, ძველისძველი, არაფრით გამორჩეული შენობის წინ დავეშვით, შენობას გარშემო უზარმაზარი ხეებით და სხვადასხვა ფორმის გაზონებით სავსე საკმაოდ ვრცელი ბაღი ჰქონდა შემორტყმული, აზრაელმა ფრთხილად დამსვა ძირს, მერე მხრები შეარხია და ფრთები უბრალოდ გაქრა თითქოს არც კი ყოფილა. ახლა ის უბრალოდ ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭი იყო. იდგა და ჩემს რეაქციას ელოდა.
- შენ რა, აქ ცხოვრობ? -გაოცებულმა ვკითხე.
- არ მოგეწონა?
- ტაძარში არ უნდა ცხოვრობდე?
- ტაძარში რატომ უნდა ვცხოვრობდე? -ჩემი რეაქციით გახალისებული ღიმილს ძლივს იკავებდა.
- იმიტომ, რომ ყველა ფილმში რაც კი ანგელოზების შესახებ არის გადაღებული ისინი ძველისძველ, მიტოვებულ ტაძრებში ცხოვრობენ და თანაც ტაძრები ხომ ღმერთთან არის დაკავშირებული, ანგელოზები კი ღმერთის მსახურები არიან.
- ეგ ძველისძველი მითებია და აქ ღმერთი საერთოდ არაფერ შუაშია ლილა, მითუმეტეს ის ღმერთი შენ, რომ იცნობ, ამას ცოტა ხანში შენ თვითონაც მიხვდები, თანაც ეს მხოლოდ ჩვენი დროებითი სამყოფელია, ახლა კი წამოდი შიგნით შევიდეთ.
წინ გამიძღვა, ძველისძველი რკინის ჭიშკარი გამიღო და გამატარა. ეზო ღამის ნათურებით იყო განათებული, პატარა, ქვით მოკირწყლული ბილიკი გავიარეთ და შენობის შესასვლელს მივადექით, უცნაურად აღელვებულმა ავიარე მარმარილოს ფართო კიბეები, აზრაელი უხმოდ მომყვებოდა უკან, ის იყო უზარმაზარ, რკინით შეჭედილ ხის კარს მივუახლოვდით რომ ჭრიალით გაიღო და გარეთ დაახლოებით ოცი წლის, ქერა, ყავისფერთვალება, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ლამაზი ბიჭი გამოვარდა, სპორტული შარვალი და მაისური ეცვა, ფეხშიშველი იყო და მთლიანად ფქვილით და კრემისმაგვარი მასით მოთხუპნული.
- მოხვედით? აზრაელ, იქნებ ისრაფიელი როგორმე დაარწმუნო, რომ ტორტის გამოცხობის მცდელობას თავი დაანებოს და უბრალოდ შეუკვეთოს, დღეს უკვე მის გამო ორჯერ მომიწია მთელი შენობის დალაგება. ცოცხალი თავით არ უნდა სამასი წლის წინანდელ რეცეპტში რამე შეცვალოს.
- კარგი, -გაეცინა აზრაელს, -მაგას მივხედავ, ლილა გაიცანი ეს დანიელია.
დანიელი ერთ ადგილზე შედგა და ღიმილით მომაჩერდა, მივხვდი რომ ჩემს რეაქციას ელოდა, თამამად გავუწოდე ხელი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, დანიელ.
დასვრილი თითები შარვალზე შეიწმინდა და ფრთხილად შემეხო, ოდნავ მომიჭირა ხელი, შევამჩნიე როგორ გაცვალეს მან და აზრაელმა მზერა რომელიც ვერ მივხვდი რას ნიშნავდა.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, -თბილი ხმით მითხრა.
- შენც ანგელოზი ხარ? -ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა, გაეღიმა, კრემით და ფქვილით მოთხუპნულ ტანსაცმელზე და შიშველ ფეხებზე დაიხედა, თეთრად დაფიფქული თმის შეძლებისდაგვარად გასწორება სცადა და რომ მიხვდა ტყუილად ცდილობდა გულიანად გაეცინა.
- შეიძლება ასეთ ფორმაში არ მეტყობა, მაგრამ მერწმუნე ნამდვილად ანგელოზი ვარ, არ გატყუებ, სეროზულად გეუბნები, უბრალოდ ასეთ მდგომარეობაში ფრთებს ვერ გავშლი, არ მინდა დამესვაროს, ამ სახლში არც თუ ისე ფართო სააბაზანო ოთახები გვაქვს, ფრთებიანად საშხაპე კაბინაში ნამდვილად ვერ შევეტევი.
- წარმოუდგენელია, -გამეღიმა მე, -სხვა დროს და სხვა ადგილზე რომ შევხვედროდით ვიფიქრებდი, რომ მოდელი ხარ და რომელიმე ცნობილი ჟურნალისთვის მუშაობ, მაგრამ ანგელოზი? შანსი არ არის.
გაეღიმა, კარს მიეყრდნო, ფეხები გადააჯვარედინა და თმა ერთი მარტივი მოძრაობით მომხიბვლელად გადაიყარა უკან.
- საინტერესოა რას ელოდი, რომ ჩვენ ანგელოზები ასე უბრალოდ დავბოდიალობთ ქალაქში, ადამიანთა შორის, გაშლილი ფრთებით და თავზე ნათელით? აზრაელის საშინელ ცელზე აღარაფერს ვამბობ.
- ცელი? -უნებურად აზრაელს შევხედე და დავინახე როგორ მთელი ძალით ცდილობდა სიცილის შეკავებას, მერე კი დანიელს რაღაც ანიშნა.
დანიელმა კარი ფართოდ გააღო, თავი დამიკრა და შემიპატიჟა, -კეთილი იყოს ჩვენს მოკრძალებულ სამყოფელში შენი მობრძანება, ლილა.
* * *
ვხვდებოდი რომ უკვე ვეღარაფერი გამაკვირვებდა, ამიტომაც მხრებში თამამად გავიშალე და ზღურბლს გადავაბიჯე. არ ველოდი, შენობა შიგნიდან საკმაოდ მდიდრულად და გემოვნებით იყო მოწყობილი, ვრცელი და ფართო ჰოლი ხალიჩებით იყო მოფენილი და ორივე მხარეს ოთახები იყო ჩარიგებული, აზრაელი ჰოლის ბოლოსკენ გამიძღვა, საიდანაც ხვეული კიბე მეორე სართულზე ადიოდა.
- დანიელ, ლილა მთლად სველია და ძალიან დაიღალა, უნდა გამოიცვალოს და დაისვენოს, შენ კი დანარჩენებს უთხარი მისაღებში დამხვდნენ.
- კარგი, -თავი დაუკრა დანიელმა, როგორც ვატყობდი აზრაელს ანგელოზთა შორის მასზე მაღალი პოზიცია ეკავა, მას მეგობრულად ექცეოდა, მაგრამ ვხედავდი როგორი მოწიწებით და სიყვარულით უმზერდა დანიელი. მხრები ავიჩეჩე, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახალი იყო და გარკვევისა და შეთვისებისთვის დრო მჭირდებოდა, ალბათ ანგელოზებსაც ჰქონდათ რაღაც თავიანთი კანონები და ანგელოზური იერარქია.
აზრაელმა კიბესთან ადგილი დამითმო და მანიშნა, რომ პირველი მე ავსულიყავი, კიბეზე ავაბიჯე თუ არა შემოვბრუნდი და თვალებში ჩავხედე.
- შენ არ გითქვამს, რომ მარტო არ ცხოვრობ.
- ამის შესახებ არაფერი გიკითხავს, მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო, აი ნახავ ყველა ძალიან მოგეწონება, საშიში და სანერვიულო არაფერია.
- უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახალია ხომ გესმის, -უხერხულად ავიწურე მხრები და ვეცადე უდარდელად გამეღიმა, ფრთხილად დამადო მხარზე ხელი, წინ დამიდგა და მზერა გამისწორა.
- სერიოზულად გეუბნები, მითხარი თუ რამე არ მოგწონს და ახლავე უკან წაგიყვან, თუმცა მირჩევნია თუ დარჩენას გადაწყვეტ, თუ მეცოდინება რომ უსაფრთხოდ ხარ მეც უფრო მშვიდად ვიქნები.
ისე მიყურებდა, ისეთი ხმით მესაუბრებოდა შეუძლებელი იყო მასში ეჭვი შემეტანა, მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდი რომ მისი ნდობა შემეძლო.
- ყველაფერი რიგზეა, არსად წასვლას არ ვაპირებ და ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ დანარჩენებს, -ვუთხარი და არ მომიტყუებია, მართლა ასე იყო. ამ სახლის ზღურბლს გადმოვაბიჯე თუ არა თავი ისე მყუდროდ ვიგრძენი როგორც ალბათ მხოლოდ საკუთარ სახლში იგრძნობს ადამიანი.
- კარგი, თუკი ასეა მაშინ ჩემს საძინებელში ავიდეთ, -მომეჩვენა რომ შვებით ამოისუნთქა.
- საძინებელში? რატომ?
- შენ როგორ ფიქრობ? -მაცდურად იღიმოდა და ქვედა ტუჩს კბილებს შორის აწვალებდა, -არ ვიცი მაგ პატარა ლამაზ თავში რა გიტრიალებს, მაგრამ მე მხოლოდ მშრალი ტანსაცმლის შემოთავაზება მინდოდა.
ჯანდაბა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, ალბათ ახლა კიბორჩხალასავით წითელი ვარ, რა სირცხვილია. შევბრუნდი და საჩქაროდ ავირბინე კიბე.
* * *
აზრაელის საძინებელი სადად და უბრალოდ იყო მოწყობილი, ორსაწოლიანი საწოლი რბილი გადასაფარებლით, კუთხეში ტანსაცმლის კარადა, რბილი სავარძლები, ფართო ფანჯარასთან რომელზეც სქელი მუქი ნაცრისფერი ფარდები იყო ჩამოფარებული სამუშაო მაგიდა იყო მიდგმული ზედ დახვავებული უამრავი წიგნით და ფურცლებით, კედლები უბრალოდ თეთრად იყო შეღებილი, იატაკი კი რბილი ხალიჩებით მოფენილი.
- ჰმ, როგორც ვხედავ ანგელოზებს ხალიჩებზე გართულება გაქვთ.
- ჰო ასეა, ფეხშიშველი სიარული გვიყვარს, ცივ იატაკზე ფეხშიშველი სიარული კი ვერაფერი სიამოვნებაა.
კარადასთან მივიდა, ინტერესით ვაკვირდებოდი მის ყოველ ნაბიჯს და ყოველ მოძრაობას, მოქნილი იყო, ჩუმი, ფრთხილი, საოცრად ქარიზმატული, მიმზიდველი...
- ლილა გესმის? გამოფხიზლდი, -ღიმილნარევმა ხმამ დამაბრუნა ამქვეყნად, კიდევ ერთხელ შემაწუხა ლოყების სიმხურვალემ, ისე მიყურებდა აშკარად ხვდებოდა როგორი აზრებიც მიტრიალებდა თავში.
- ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა მოგიწევს სანამ შენთვის რამეს ვიყიდით, რას იტყვი?
უხმოდ დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად, კარადიდან შორტი და ღია ფერის უბრალო მაისური გადმოიღო და საწოლზე დამილაგა.
- მე აბაზანაში შევალ და გამოვიცვლი, შენ კი ესენი ჩაიცვი, მერე ქვემოთ ჩავიდეთ, რამე ვჭამოთ და თან დანარჩენებსაც გაგაცნობ.
არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ უცნაურად და ზედმეტად სერიოზულად იქცეოდა, ცდილობდა დისტანცია დაეჭირა, ალბათ რომ არ შევეშინებინე და ავეღლვებინე, მართალიც იყო დღეს შიშის და მღელვარების საკმარისი დოზა მივიღე და კიდევ ცოტაც ჩემს ნერვულ სისტემას ალბათ საბოლოოდ გადაწვავდა. სველი ტანსაცმელი გავიხადე და შორტი და მაისური ჩავიცვი, მაისური ძალიან დიდი მქონდა, ალბათ სასაცილოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ ახლა ეს ვის ადარდებდა, საწოლზე ფეხმორთხმით დავჯექი და იქაურობა კიდევ ერთხელ მოვათვალიერე.
არც კი ვიცოდი რას ველოდი, ყოველ შემთხვევაში ასეთ რამეს ნამდვილად არა, ყველაფერი ისეთი უბრალო, ისეთი ჩვეულებრივი იყო... აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მშვიდად, უსაფრთხოდ. ფუმფულა ბალიშებზე მივწექი, მთელი დღის დაღლილობამ ერთბაშად შემომიტია, მგონი არაფერი დაშავდება თუკი რამდენიმე წუთით წავუძინებ. თვალები დავხუჭე და ღრმა უსიზმრო ძილით დავიძინე.
ტკბილი ძილიდან კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამომაფხიზლა, საწოლში ვიწექი, თხელი რბილი საბანი მეფარა, გადაწეული ფარდებიდან ოთახში მზე შემოდიოდა.
- ღმერთო ჩემო, ნუთუ მთელი ღამე მეძინა? -ჩავილაპარაკე და კმაყოფილმა გავუღიმე ახალ ცხოვრებას, თავს კარგად ვგრძნობდი, ენერგიით ვიყავი სავსე, არც კი მახსოვს ბოლოს როდის გამოვიძინე ასე კარგად.
კაკუნი განმეორდა, მერე კარი ფრთხილად გაიღო და ოთახში დანიელმა შემოყო თავი, ყავისფერი თვალები უციმციმებდა და საყვარლად მიღიმოდა, -შეიძლება?
საწოლში წამოვჯექი და შემოვიპატიჟე, - შემოდი, რომელი საათია?
- საღამოს შვიდი საათია, დიდი ხანია გძინავს, ეტყობა ძალიან დაღლილი იყავი, აზრაელმა ტანსაცმელი დაგიტოვა, -იქვე საწოლზე მიწყობილ ტანსაცმელზე მანიშნა.
- დამიბარა რომ სახლი დაგათვალიერებინო და ყველა გაგაცნო, ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი.
- თვითონ სად არის?
- გვიანობამდე არ მოვა, მაგრამ შენ არაფერზე იდარდო, მე აქ ვარ, -თბილი ხმით მითხრა, მერე გულიანად გამიღიმა და წასასვლელად შეტრიალდა.
- გმადლობ დანიელ, -მივაძახე უკვე კართან მისულს.
- შეგიძლია დანი დამიძახო, დანარჩენები ასე მეძახიან.
* * *
თავს ისე მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობდი, თითქოს მთელი წლების უძილობა ერთ ღამეში ამენაზღაურებინოს, წამოვხტი და ტანსაცმელს დავწვდი, მაისური და შარვალი ზუსტად მომერგო, ჰმ, არ მჯერა ნუთუ აზრაელი სპეციალურად ჩემთვის წავიდა საყიდლებზე, მიმოვიხედე ფეხსაცმელი არ ჩანდა, ძალიანაც კარგი, ანგელოზები თუ ფეხშიშვლები დადიან მეც ვივლი, ბოლოს და ბოლოს ტყუილად ხომ არ უთქვამთ სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო, კარი გამოვიკეტე, ნახევრად ჩაბნელებული დერეფანი გავიარე და კიბეზე დავეშვი.
დანიელი ქვედა სართულის დერეფანში მელოდებოდა, დამინახა თუ არა მხიარულად გაიკრიჭა და ხელი დამიქნია.
- მოდი, ცოტა სწრაფად, ალბათ გშია, სანამ დანარჩენებს გაგაცნობ ხომ არ გირჩევნია სამზარეულოში შევიაროთ რომ ცოტა წაიხემსო.
ოჰ, საჭმელი გამასხენდა თუ არა უცბად ვიგრძენი როგორ ძალიან მომშიებია, თითქმის ორი დღეა არაფერი მიჭამია, მუცელზე ხელი მოვისვი და მადლიერებით სავსე თვალებით შევხედე.
- კარგი, სამზარეულოში წავიდეთ, ოღონდ მანამდე ტელეფონი მათხოვე, დეიდას უნდა დავურეკო, ჩემი დავკარგე, დეიდა კი ალბათ მირეკავს და ნერვიულობს რომ არ ვპასუხობ.
- ტელეფონი? -ისეთი გაოცებული სახე მიიღო თითქოს რაღაც საოცრების შესახებ დამესვას კითხვა, -ტელეფონი არ მაქვს.
- როგორ თუ არ გაქვს?
- ჩვენ ანგელოზებს ტელეფონი არ გვჭირდება იმისთვის რომ ერთმანეთთან კავშირი შევძლოთ, ყველას გონებრივი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან, ურიელის გარდა, ერთადერთია ჩვენს შორის რომელსაც რატომღაც არ შეუძლია ამ კავშირის გამოყენება, ადამიანებთან კავშირს კი ვერიდებით, ამიტომაც ტელეფონი არაფერში გვჭირდება.
ოჰო, ანგელოზები ჩემს გაოცებას არ წყვეტდნენ, ფრთები აქვთ, წამიერად გაქრობა და გამოჩენა შეუძლიათ, გონებრივ კავშირს იყენებენ, კაცმა არ იცის კიდევ რა ეხერხებათ მაგრამ ტელეფონი არ აქვთ... წარბები უკმაყოფილოდ შევჭმუხნე.
- არ შეგიძლია ეგ შენი გონებრივი კავშირი გამოიყენო და აზრაელს გადასცე რომ ტელეფონი მომიტანოს?
- კავშირი ასე არ მუშაობს ლილა, მას მხოლოდ აუცილებელი საჭიროები შემთხვევაში ვიყენებთ, შენი ტელეფონი კი არამგონია ასეთი შემთხვევა იყოს, -გულღიად გამიღიმა, შებრუნდა და წინ გამიძღვა, აშკარად მანიშნა რომ საუბარი დამთავრებული იყო.
სამზარეულო საკმაოდ ფართო, ხალვათი და საოცრად სუფთა იყო, დანიელმა ყველიანი სენდვიჩები გააკეთა და მაგიდას ჩემს წინ მიუჯდა.
- ჭამე, არცთუ ისე კარგი მზარეული ვარ მაგრამ გემრიელ სენდვიჩებს ვაკეთებ.
სამცალ სენდვიჩს რამდენიმე წუთში მოვუღე ბოლო, თან გამალებული ვფიქრობდი ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა, იქნებ სახლში დაბრუნება სჯობს, მაგრამ როცა ახლა როგორც იქნა თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ იქნებ ეს უფროა ჩემი სახლი ვიდრე ის, თანაც ეს საშინელი დემონები...
- ვის მოტყუებას ცდილობ, -შემომიტია შინაგანმა ხმამ, დემონების უფრო მეტად გეშინია თუ იმის რომ შეიძლება ერთ დღესაც აზრაელი ისე მოულოდნელად გაქრეს შენი ცხოვრებიდან როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა, ახლა რომ აქედან წახვიდე და ვეღარასოდეს ნახო, შეძლებ კი ცხოვრების ჩვეულებრივად გაგრძელებას? შეძლებ იმ უფერულ ად ერთფეროვან რუტინას დაუბრუნდე? შეძლებ თავი მოიტყუო რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და შენს გარშემო არაფერი ხდება უცნაური?
- არა, ამისთვის მზად არ ვარ.
- რისთვის არ ხარ მზად? -გაკვირვებული ხმით შემეკითხა დანიელი.
- ჯანდაბა, ეს რა ხმამაღლა ვთქვი?
- ჰო ხმამაღლა თქვი, აზრაელი მართალი იყო უცნაურ გოგოს რომ გეძახდა.
აჰა ესეიგი ჩემს შესახებ საუბრობდნენ, რას არ მივცემდი რომ გამეგო რას ფიქრობს ჩემზე, რა მიზნები აქვს ჩემთან დაკავშირებით. რაც შემეძლო საყვარელი სახე მივიღე, დანიელს თბილად გავუღიმე და ვკითხე,
- შეგიძლია მითხრა რას ამბობდა ჩემზე იმის გარდა რომ უცნაური ვარ?
დანიელმა დაკვირვებით შემომხედა და გაეღიმა, -მეჩვენება თუ ჩემს მოხიბვლას ცდილობ რომ ინფორმაცია დამტყუო?
- ოჰ ეს უაღრესად ჭკვიანი ანგელოზები, არაფერი გამომივა არა? -ძლივსშეკავებული ღიმილით შევხედე ეშმაკურად აციმციმებულ თვალებში, უარის ნიშნად თავი გადააქნია, მეც სხვა რა გზა მქონდა, სკამიდან ჩამოვხტი და კარზე ვანიშნე.
- წინ გამიძეხი, დროა სხვა ჭკვიანებიც გავიცნო.
დანიელმა ორფრთიანი ძველებური წითელი ხის კარი გამოაღო და მისაღებში შემიძღვა, მისაღები უზარმაზარი იყო, ოთხკუთხედი ფორმის, თითქმის მთელი კედლები თაროებით იყო დაფარული, თაროებზე წიგნები და რაღაც უცნაური ნივთები ელაგა, ერთ კუთხეში ძველებური სტილის ბუხარი იყო და თითქმის მთელ ოთახში უამრავი რბილი ავეჯი, დიდი ფანჯრები სქელი მძიმე ფარდებით დაეფარათ, სამაგიეროდ უზარმაზარი მინის კარი იყო ღია რომელიც ბაღში გადიოდა, ბუხრის წინ სასადილო მაგიდის მაგვარი მაგიდა იდგა და ზედ საკმაოდ მოზრდილი შოკოლადის ტორტი იდო, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს სპეციალურად ქმნიდნენ ისეთ გარემოს რომ თავი თავისუფლად მეგრძნო და არაფრის შემშინებოდა, დანიელმა ტორტზე მიშტერებული ჩემი მზერა შეამჩნია და მომიტრიალდა.
ეს ტორტი ისრაფიელის შემოქმედებაა, ვერაფერს ვიზამთ მოსწონს ექსპერიმენტები, თუმცა ბოლოს და ბოლოს სამასწლიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა გამოუვიდა და ისეთი გამოაცხო როგორიც უნდოდა, არც ისე ცუდად გამოიყურება არა?
- ვინმეს დაბადების დღეა?
- აა არა, ჩვენ დიდი ხანია რაც დაბადების დღეებს აღარ ვზეიმობთ, ეს ტორტი იმის აღსანიშნავად არის აქ რომ ისრაფიელს ამდენი წლის წვალების შემდეგ როგორც იქნა მგონი მართლაც გამოუვიდა ისეთი რამის გამოცხობა რისი ჭამაც შეიძლება, თუმცა საიდუმლოდ გეტყვი, მთლად დარწმუნებული არ ვარ რომ უსაფრთხოა, -მხიარულად ჩაიფხუკუნა და ზურგში მსუბუქად მიბიძგა.
- ცდილობ რომ გოგონას წინაშე გამაწითლო?
ფუმფულა სავარძლიდან მაღალი, ზორბა, ქერათმიანი ანგელოზი წამოდგა, მომიახლოვდა და ჩემდა გასაკვირად მაგრად ჩამეხუტა.
- კეთილი იყოს შენი მოსვლა ლილა, მე ისრაფიელი მქვია და იმედი მაქვს რომ ვიმეგობრებთ.
- გეყოფა გაუშვი, ხომ ხედავ ვეღარ სუნთქავს, -მხარი გაკრა დანიელმა, -თანაც დანარჩენებსაც უნდა გავაცნო და თუ გაგუდავ ამას ვეღარ მოვახერხებ.
- მეც მიხარია შენი გაცნობა ისრაფიელ, -ვცადე რაც შეიძლება გულითადად გამეღიმა, არადა საერთოდ არ მქონდა ღიმილის თავი, საშინლად ვღელავდი, მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ანგელოზებით სავსე სახლში ვიყავი და ვცდილობდი თავი ისე დამეჭირა თითქოს ცხოვრებაში არასდროს არაფრის შემშინებია, მოჭარბებული ემოციებისგან გული ისე მიფრთხიალებდა თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ წავბორძიკებულიყავი.
- ეს ურიელია, -მიმითითა დანიელმა გამხდარ, საშუალო სიმაღლის, შავ სამოსში გამოწყობილ ანგელოზზე რომელიც ღია კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა, ბაღში იყურებოდა და არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა, ურიელმა შემომხედა უხმოდ დამიკრა თავი და ისევ შებრუნდა, ისრაფიელის თბილი ჩახუტების შემდეგ ასეთი ცივი დამოკიდებულება ცოტა არ იყოს მეწყინა მაგრამ ყურადღება არ გამიმახვილებია, ისევ დანიელზე და დანარჩენებზე გადავიტანე ყურადღება.
- ესენი კი სარიელი, რემიელი და ჰანიელი არიან, -მიმითითა სამ წითურ ანგელოზზე რომლებიც ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს, სამივე მაღალი და გამხდარი იყო, სახეზე საყვარლად ეყარათ ჭორფლები, ყველა გულითადათ, ღიმილით მომესალმა და შეწყვეტილი საუბარი განაგრძეს, რაღაც ჩემთვის გაუგებარ და აშკარად ძალიან საინტერესო თემაზე.
მისაღები მოვათვალიერე, სხვა არავინ ჩანდა, აზრაელის ჩათვლით შვიდნი არიან და ყველა მამრობითი სქესის, გამოდის რომ...
- ვგრძნობ რაღაცის კითხვა გინდა, მიდი მკითხე ნუ მოგერიდება, -გამამახნევებელი ხმით მითხრა დანიელმა.
- მხოლოდ თქვენ ხართ? მდედრობითი სქესის ანგელოზები სად არიან?
უხერხულად შეიშმუშნა, არადა სრულიად მარტივი რაღაც ვკითხე, შევამჩნიე როგორ გადახედა დანარჩენებს და როგორ ანიშნა ურიელმა ჩემთვის გაუგებარი ჟესტით რაღაც.
- ჰოო, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემთვისაც კი ცოტა რთულია, ჯობია აზრაელს დაველოდოთ ის ყველაფერს აგიხსნის, -მომაყარა ერთბაშად და თითქოს პასუხისმგებლობა მოიხსნაო შვებით ამოისუნთქა.
აღარაფერი მითქვამს, ფანჯარასთან მიდგმულ რბილ სავარძელში ჩავჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე, ვგრძნობდი ყველა ცდილობდა ზედმეტად არ შევეწუხებინე ან არ შევეშინებინე, ამიტომაც ისე იქცეოდნენ თითქოს საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას, საუბრობდნენ, ერთმანეთში ხუმრობდნენ, ისე იქცეოდნენ როგორც ჩვეულებრივი ოცი - ოცდახუთი წლის ბიჭები იქცევიან როცა ერთად იკრიბებიან ხოლმე, კომფორტულ გარემოს მიქმნიდნენ, საშუალებას მაძლევდნენ აქაურობას შევგუებოდი, როგორი უცნაურია, ნეტავ ფრთების გარდა რით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან, ალბათ რამე ზებუნებრივი ძალები აქვთ, თუმცა ახლა სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებიან.
არა ასე უბრალოდ ჯდომა აღარ შემეძლო, წამოვდექი და ბაღში გამავალი კარისკენ წავედი, შევამჩნიე როგორ გამომაყოლა თვალი დანიელმა, მერე კი შებრუნდა და რემიელთან საუბარი განაგრძო.
ბაღში გრილოდა, შიშველი ფეხებით დაცვარულ ბალახზე სიარული მესიამოვნა, სახლისგან მოშორებით, დაბალი გაბუჩქული ხის ქვეშ ჩამოვჯექი და ყვავილების სურნელით გაჟღენთილი, ნიუ იორკისთვის უჩვეულოდ სუფთა ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
- სასიამოვნო სურნელია არა? -მომესმა ზურგიდან ნაცნობი ხმა და სულში თბილად ჩამეღვარა, აზრაელი უხმაუროდ მომიახლოვდა, ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა ბალახზე და შემომცინა, -ჰანიელი მთელ სულსა და გულს დებს ამ ბაღში, მისი დამსახურებითაა ასეთი ლამაზი, დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოაქვს მცენარეები, უამრავი ყვავილი და ხე დარგო, როგორც ვხედავ მოგწონს აქაურობა, მეც მიყვარს ხოლმე საღამოობით ამ ხის ქვეშ ჯდომა, დასვენება და ოცნება.
ჰმ, საინტერესოა რაზე ოცნებობენ სიკდილის ანგელოზები, ჯანდაბა, აქამდე ამაზე არც კი მიფიქრია, ის ხომ სიკვდილის ანგელოზია, სასტიკი, საშინელი, მრისხანე სიკვდილის ანგელოზი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ როგორ ზის ჩემს წინ ფეხმორთხმული, ტყავის ქურთუკით, საყელომოღეღილი მაისურით, აჩეჩილი თმით და საოცრად თბილი ღიმილით... არა ახლა სიკვდილზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, მხიარულად აციმციმებულ თვალებში შევხედე და ვკითხე.
- რაზე ოცნებობ?
წამსვე შეეცვალა გამომეტყველება, სახეზე ღიმილი გაუქრა და უცნაური, მრავლის მთქმელი სევდით აევსო მზერა, ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი.
- ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე ვოცნებობ სადაც არავინ იქნება იძულებული სხვის მიერ დაგეგმილი და წინასწარ ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი ცხოვრებით იცხოვროს, სადაც თავისუფალი ნება მართლაც იარსებებს და უბრალო ილუზია არ იქნება როგორც ამ სამყაროშია.
- რისი თქმა გინდა?
ერთხანს უხმოდ მიყურებდა თითქოს ყოყმანობდა, თითქოს შესაფერის სიტყვებს არჩევდა და ფიქრობდა რა ეთქვა, მერე ჩემი ხელი ხელში აიღო, მაგრად მომიჭირა და ცოტა არ იყოს აღელვებული ხმით დაიწყო...
- ახლა კარგად უნდა მომისმინო ლილა, ვიცი რომ რასაც გეტყვი ყველაფერს გაიგებ, ამის მჯერა, ასე რომ არ იყოს არაფერს გეტყოდი, ძალიან ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული თუ როგორ მიიღებ იმ ინფორმაციას რასაც გაგანდობ...
სერიოზული და ოდნავ აღელვებული სახით მიცქერდა და მეც ცოტა არ იყოს დავიძაბე, ვაღიარებ რომ შემეშინდა კიდეც, მინდოდა კი იმ ყველაფრის გაგება რაც უნდა ეთქვა? იქნებ ჯერ გვიანი არ იყო რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ჩემს კომფორტის ზონაში დავბრუნებულიყავიე, იქნებ ახლა ჩემი ასე თუ ისე წყნარი და სტაბილურად ერთფეროვანი ცხოვრებისკენ უკანდასახევ გზას ვიჭრიდი, პირველად ვიგრძენი რაღაც შიშისმაგვარი უცნაური და არასასიამოვნო, ჩემს თავში ეჭვი შემეპარა, ნამდვილად ვიყავი მზად რომ თავით გადავშვებულიყავი ამ უკონტროლო ქაოსში? ჯანდაბა, გონება არეული მქონდა, ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებდი როცა ასე მიმზერდა ამ უკუნეთივით შავი თვალებით.
თვალს არ მაშორებდა, დაკვირვებით მიყურებდა სახეში, თითქოს ცდილობდა ჩემი ემოციები წაეკითხა და არაფერი გამოპარვოდა.
- ვხედავ რომ შიშით და ეჭვებით ხარ სავსე, მაგრამ შემიძლია სიტყვა მოგცე რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გადაწყვიტო, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ყველაფერში დაგეხმარები, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ იმის შემდეგ რაც ყველაფერს მოგიყვები, ჩემს შესახებ აზრს შეიცვლი და შეიძლება შემიძულო კიდეც, მე მაინც მთელი სამყაროს წინააღმდეგაც რომ მომიწიოს წასვლა, ყოველთვის დაგიცავ, არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს.
ეს სიტყვები ისე მითხრა რომ ჩემი ხელი ხელიდან არ გაუშვია და არც თვალი მოუშორებია, ვგრძნობდი რომ ღელავდა, მისგან უცნაური იმპულსები მოდიოდა რომელთაც ჩემდა გასაკვირად ვგრძნობდი, ვხვდებოდი როგორ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს მოეცვა მთელი მისი არსება, ვხვდებოდი რომ უკვე იმდენად მჭიდროდ ვიყავი მასთან დაკავშირებული ამქვეყნად ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა მისგან წასვლას და მასზე უარის თქმას, რომც მეცადა, რომც წავსულიყავი მაინც მასთან დავბრუნდებოდი, ეს საოცარი მიზიდულობა მაინც მასთან მომიყვანდა, ჩემდა უნებურად ხელი მისი სახისკენ წავიღე და ლოყაზე მოვეფერე.
- არამგონია რამემ შენი შეძულება მაიძულოს აზრაელ, ასე რომ გისმენ, მომიყევი, ყველაფერი მომიყევი...
* * *
- ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ... -ზღაპარივით დაიწყო თხრობა, -დედამიწაზე არსებობდა ცივილიზაცია, ახლანდელისგან სრულიად განსხვავებული და იმდენად განვითარებული ტექნოლოგიებით რომ ერთადერთი რაც მათ აკლდათ და რასაც ყველაზე მეტად განიცდიდნენ ხანმოკლე სიცოცხლე იყო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ერთმა ახალგაზრდა და ძალიან ჭკვიანმა მეცნიერმა, პროფესორმა გადაწყვიტა ადამიანთა გენების გაუმჯობესება, რათა ადამიანები გამხდარიყვნენ უფრო ლამაზები, ძლიერები და სიცოცხლისუნარიანები (უკვდავები)
- მან შექმნა ლაბორატორია სადაც ცდებს ატარებდა და რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა, ძიების და კვლევების პროცესში საბედისწერო აღმოჩენა გააკეთა, თუკი უნდოდა რომ ადამიანები უკვდავები გაეხადა, მას ამისთვის სხვა ადამიანების ემოციური ენერგია სჭირდებოდა, ის ენერგია რასაც ისინი დიდი ემოციური დატვირთვისას გამოსცემენ, მაგ: ღრმა მწუხარების, სიყვარულის, ტკივილის, მონატრების, სიბრაზის, სიძულვილის დროს.
- პროფესორმა შექმნა ტექნოლოგია რითაც შესაძლებელი იყო ამ ენერგიის მიღება და აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ღირებული მწუხარების, მრისხანების და სიძულვილის დროს გამოყოფილი ენერგია იყო, მან ცდების ჩატარება დაიწყო, ცდებში მონაწილეობას ასობით ადამიანი დასთანხმდა, დროთა განმავლობაში დადგინდა რომ ყველას არ შეეძლო ამ ენერგიის შეთვისება და ხშირად ცდები ლეტალური შედეგით სრულდებოდა, თანაც იმისათვის რომ საცდელ პირებს ახალგაზრდობა, სილამაზე და განსაკუთრებული ძალები შეენარჩუნებინათ, მუდმივად უნდა მიეღოთ სხვა ადამიანებისგან ენერგია.
- ხმები მალე გავრცელდა და მიუხედავად მისი უამრავი წარუმატებლობისა ხალხი მაინც ზღვასავით მოაწყდა რომ უკვდავების კუთვნილი ყლუპი, კუთვნილი ულუფა მიეღოთ, არად დაგიდევდნენ ასობით, ათასობით, ასიათასობით ადამიანის სიკვდილს, ყველას ეგონა რომ მას გაუმართლებდა, რომ ის იქნებოდა იღბლიანი და სამუდამო უკვდავებას მიიღებდა, ჰმ, ახლაც ასეა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა ადამიანის ხარბი ბუნება...
- საბოლოოდ პლანეტის მთელმა მოსახლეობამ მიიღო მის ცდებში მონაწილეობა, რადგან ხალხმა დაიჯერა მისი ცრუ დაპირებები უკვდავობის და მუდმივი სილამაზის შესახებ, შედეგად ხალხის სამი მეოთხედი დაიღუპა, ხოლო ვინც გადარჩა გამრავლების უნარი დაკარგა.
- მოიცა ეს როგორ? შევაწყვეტინე გაოცებულმა, თუკი ასეა თქვენ ანგელოზები...
მანიშნა მოიცადეო და განაგრძო, - პროფესორი გადარჩენილთა მხრიდან წნეხის ქვეშ მოექცა, ხალხი გადაშენებაში ადანაშაულებდა და მის გასამართლებას მოითხოვდა, ამიტომაც მან პირობა დადო რომ ისეთ წამალს შექმნიდა რომელიც შესაძლებელს გახდიდა ქალებს კვლავ გაეჩინათ ახალი სიცოცხლე, მან ოცი ახალგაზრდა ქალი შეარჩია რომლებიც ნებაყოფლობით დასთანხმდნენ ცდებზე და მათ ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარა, მაგრამ იყო რაღაც რაც არავისთვის არ უთქვამს, პარალელურად ამ ახალგაზრდა ქალებზე თავის შექმნილ წამალს ცდიდა, რომლითაც ახალშობილებს განსაკუთრებული უნარები უნდა შეეძინათ, განსაკუთრებული, არარეალური უნარები და შესაძლებლობები.
- ოციდან მხოლოდ შვიდმა ქალმა შესძლო ბავშვის გაჩენა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბავშვები მართლაც რომ განსაკუთრებული ძალებით დაიბადნენ და წინდახედულმა პროფესორმა ისინი ხალხს არ წარუდგინა, გამოაცხადა რომ დაიღუპნენ, განცალკევებულ ადგილზე გადამალა და შემდეგში ბევრი ეცადა მაგრამ ვეღარ მოახერხა ახალი სიცოცხლის შექმნა.
- მან ფაქტიურად სრული კრახი განიცადა, მაგრამ არ დანებდა, რადგან უკვდავობის იდეით იყო შეპყრობილი და ეშინოდა რომ ხალხი უკვე აღარ მისცემდა ცდების ჩატარების უფლებას, მაგრამ ხალხს უკვე აღარ ეთმობოდა სამუდამო სიცოცხლე და ყველაფრის ფასად მზად იყვნენ ცხოვრების გასაგრძელებლად, კიდევ ერთი ზედმეტი დღისთვის, თვისთვის და წლისთვის, კიდევ ერთი ყლუპი ჰაერისთვის ყველასა და ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, მეცნიერს სრული თავისუფლება მიანიჭეს, ასე რომ მან გადარჩენილებს სამუდამო სიცოცხლე აღუთქვა და დაიწყო გზების ძიება როგორ მიეღწია მიზნისთვის, მისი მიზანი კი საკმაოდ ამბიციური იყო გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი სამყაროს ანალოგი, რათა საკუთარი სამყარო და იმ სამყაროში მცხოვრებნი მეორე სამყაროში მცხოვრები ადამიანების ენერგიით ეკვება.
ასეც მოხდა, უამრავი კვლევა ძიების შემდეგ მან აღმოაჩინა რამდენიმე პორტალი, რითაც შესაძლებელი იყო სხვა სამყაროში გადასვლა (პარალელური განზომილება) მან საკუთარი სამყაროს ზუსტი ანალოგი შექმნა და მისი მართვა დაიწყო, ადამიანებით დაასახლა და საბოლოოდ ისე მოხდა რომ არსებობს ორი სხვადასხვა სამყარო, ერთი რომელშიც თვითონ ცხოვრობს რჩეულ უკვდავებთან ერთად და ის რომელშიც ახლა ჩვენ ვართ.
ჩემი ტვინი უკვე ვეღარ იტევდა ამდენ ახალ ინფორმაციას, მეგონა სადაცაა ავფეთქდებოდი, აზრაელს თხრობა შევაწყვეტინე და ვკითხე.
- თუ ამ სამყაროში ადამიანთა შექმნა შეძლო, იქ რატომ ვერ მოახერხა რომ მათთვის შობადობის უნარი დაებრუნებინა?
- მეც ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე, იქნებ მისი მიზანი ზუსტად ის იყო რაც მოხდა, იქნებ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი და დაგეგმილი, იქნებ თავიდანვე ეს იყო მისი გეგმა, იქნებ ის ყველაფერი რაც მე და ჩემმა ძმებმა ვიცით ზღაპარია და რეალობა სულ სხვა რამ არის...
- რატომ? ეს ყველაფერი რაში აწყობდა?
- რას გაიგებ, შეუცნობელია გზანი მისი, -ხელები ფართოდ გაშალა და უწადინოდ გაიღიმა.
- თქვენ იმ სამყაროსთან კავშირი არ გაქვთ და მხოლოდ აქ ცხოვრობთ?
- რათქმაუნდა კავშირი გვაქვს, ჩვენ ჩვეულებრივად შეგვიძლია იმ პორტალების გამოყენება რომლებიც ორ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს, საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივად შეგვიძლია ჩვენს სამშობლოს ვესტუმროთ.
- და დემონები? ისინიც თქვენს სამშობლოსთან არიან კავშირში? როგორ გაჩნდნენ?
- ჰო ეს ცოტა არ იყოს სამწუხარო და სევდიანი ამბავია, როცა პროფესორმა შვიდი ბავშვი გადამალა და ახალი ცდები დაიწყო, როგორც უკვე გითხარი ახალი სიცოცხლის შექმნა ვეღარ მოახერხა, უფრო სწორად რომ ვთქვათ მოახერხა, მაგრამ ის რაც შექმნა არ იყო ადამიანი ან ანგელოზი, მან შექმნა საშინელი არსებები გრძნობების და განცდების გარეშე, მათ არ შეეძლოთ ეგრძნოთ თანაგრძნობა ან სიყვარული, ვერც ტკივილს გრძნობდნენ, შეეძლოთ ფორმის შეცვლა და სხვადასხვა არსებად გადასახვა, მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის რომ ისინი თავიდანვე არ გაანადგურა, ცნობისმოყვარეობის გამო გააგრძელა ცდები და ერთხელაც თორმეტმა ცდის ობიექტმა ლაბორატორიას თავი დააღწია და პორტალში გაიარა, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ მათ ბუნებრივად გამრავლების უნარი აღმოაჩნდათ და ახლა უკვე უამრავი არიან.
- ანუ ბელიზარი...
- ჰო ის ერთ-ერთი მთავარი დემონია და ჩვენი, ანგელოზების პირდაპირი მოვალეობა ზუსტად მისნაირებისგან ადამიანების დაცვაა, რადგან ისინი ადამიანების სასიცოცხლო ენერგიას იპარავენ, ეს კი მეცნიერისთვის ინვესტიციის მოპარვას ნიშნავს.
- ინვესტიციის? შუბლი შევიჭმუხნე, -ის რა ადამიანებს უბრალო ინვესტიციად მიიჩნევს?
აზრაელმა თავი დამიქნია, -ასეა, ეს მისი სიტყვებია, დედამიწა მისთვის უზარმაზარი ფერმაა და ჩვენ მწყემსები ვართ, მრცხვენია ამის აღიარება მაგრამ ჩვენც ყველა დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდით ასე, ვფიქრობდით რომ ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შეიძლება გამოიყენო რომ მათგან ის ენერგია მოიპოვო რომელიც ჩვენი სამყაროს გაზულუქებულ საზოგადოებას სჭირდება, რომ მათ სხვა არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, ამის გამო მართლა ძალიან მრცხვენია ლილა, თვავს საშინლად ვგრძნობ იმის გამო რომ ვარჩევდი ბრმა და ყრუ ვყოფილიყავი, ერთგული ჯარისკაცივით ვასრულებდი ბრძანებებს და შექებასაც ამაყად ვიღებდი, მეგონა ვიმსახურებდი, მეგონა... -ხმა ჩაუწყდა, დაიძაბა, იჯდა თავჩაღუნული და ღრმად სუნთქავდა, ვგრძნობდი მის ტკივილს ისე როგორც საკუთარს, ვგრძნობდი მის სევდას, დანაშაულის გრძნობას, ვგრძნობდი მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ფრთხილად შევეხე მხარზე.
- თავს ტყუილად იტანჯავ აზრაელ, შენ არ იცოდი...
- ჩემს გამართლებას ცდილობ? -მწარედ ჩაეცინა თუმცა მის სიცილში იმედის მცირეოდენი ნაპერწკალის შემჩნევა არ გამჭირვებია, თითქოს ცდილობდა რაღაცას მოჭიდებოდა რაც არსებობის გაგრძელების საშუალებას მისცემდა, ნუთუ აქამდე არავის დალაპარაკებია ამ თემაზე, ნუთუ აქამდე არავის უთქვამს მისთვის თუ რამდენად კარგი და კეთილი იყო ის, ნუთუ აქამდე არავის გაუმხნევებია, არასდროს არავინ ჩახუტებია ისე როგორც ყველაზე მნიშვნელოვან არსებას ამ სამყაროში...
- შეიძლება ჩაგეხუტო? -ათრთოლებული ხმით ვუთხარი, თავი აწია და გაოცებულმა შემომხედა, თვალები სველი ჰქონდა, ბაგეები ღია და ხარბად ისუნთქავდა ჰაერს, მარცხენა ტუჩის კუთხე ნერვიულად უთამაშებდა, დაძაბული იყო, ერთხანს გამომცდელად მიყურებდა, მერე ერთბაშად მოეშვა, გაიღიმა და ფართოდ გაშალა მკლავები, წამებში აღმოვჩნდი მის კალთაში, მოვეხვიე და სახე მის თმებში ჩავრგე, მკერდით მკერდზე ვეკვროდი და ვგრძნობდი როგორ გამალებით ძგერდა მისი გული, თითების შეხება ვიგრძენი მხრებზე, ნაზად, ფრთხილად მეფერებოდა...
- ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, მართლა, -ჩავიჩურჩულე და უფრო მაგრად შემოვხვიე მკლავები, შვებით ამოიოხრა და ვიგრძენი როგორ გაიღიმა.
- რის გამო სწუხხარ?
- თქვენს გამო, შენი და შენი ძმების გამო, მე ვფიქრობ რომ...
- იცი მე რის გამო ვწუხვარ? -გახალისებულმა შემაწყვეტინა სიტყვა, -იმის გამო რომ ახლა აქ მარტო არ ვართ, ყოველ წუთს შეიძლება რომელიმე დაგვადგეს თავზე, ასე რომ არ იყოს...
- ასე რომ არ იყოს რას გააკეთებდი? -რატომღაც გადავწყვიტე რომ ავყოლოდი, მანაც არ დაახანა, გრილი თითები მაისურში შემიცურა, მეორე ხელით თმა გვერდზე გადამიწია და მხურვალე ტუჩები მომაკრო ყელში, ურცხვად დავიკვნესე და უფრო მჭიდროდ მივეხუტე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ეშმაკურად აციმციმებულ უკუნეთი ღამესავით შავ თვალებში ჩავხედე.
- ცდილობ რომ დამაბნიო? -ტითქოს სადღაც შორიდან მომესმა ჩემი ხმა.
- სულაც არა, უბრალოდ მინდა რომ ეს საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ და უფრო სასიამოვნო რამით დავკავდეთ.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ახალგაზრდა ბიჭს ჰგავდა, მხიარულს, უზომოდ სიმპათიურს და სექსუალურს, მოარშიყეს, თუმცა მშვენივრად ვხვდებოდი რისი დამალვაც სურდა ამ ნიღბის ქვეშ, მიუხედავად იმისა რომ ვკვდებოდი ისე მინდოდა მასთან სიახლოვე მაინც არ მივცემდი იმის უფლებას რომ ჩემზე ზემოქმედება მოეხდინა და ახლა და აქ ასე შეგვეწყვიტა ეს უნებლიე აღსარება, მისი მუხლებიდან გადავცოცდი და ისევ მის მოპირდაპირედ მოვკალათდი, უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
- გამირბიხარ.
- არ გაგირბივარ, მინდა რომ გააგრძელო, ხომ იცი ადრე თუ გვიან მაინც მომიყვები.
- იქნებ სჯობს...
- გთხოვ აზრაელ.
- არ მესმის როგორ ხარ ასეთი, -თავი გადააქნია და სევდიანად გაიღიმა, -იმის მერე რაც მოგიყევი მაინც გაქვს სურვილი რომ ჩემს გვერდით იყო და მომისმინო.
- გეგონა გავიქცეოდი?
- ჩვენ ჩვეულებრივი დამნაშავეები ვართ, შენ კი ისეთი სუფთა და წმინდა ხარ, ხანდახან ვფიქრობ იქნებ საერთოდ არ უნდა გამერიე ამ ყველაფერში, ამ ქაოსში არ უნდა ჩამეთრიე.
- რასაც შენ ამბობ არასწორია, ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე მარტო როგორ ვცხოვრობდი? მეგობრები მყავდა, ნათესავები მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება თავს ისე ვგრძნობდი როგორც დაკარგული, როგორც უთვისტომო, როგორც არასრულფასოვანი არსება, ჯანდაბა აზრაელ, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ ვიყავი, ყველას თავს ვაჩვენებდი რომ არაფერი მიჭირდა თუმცა...
- დამშვიდდი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის, -ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და მაგრად მომიჭირა, მაშინღა გავიაზრე რომ ნერვიულად ვცახცახებდი, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.
- თქვენი სახით ჩემი ოჯახი ვიპოვე, ჩემი სამყარო თქვენს გვერდითაა გესმის? -აცახცახებული ხმით ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.
- მზად ხარ ასეთები მიგვიღო?
- ასეთები?
- ხომ გითხარი, უამრავი დანაშაული გვაქვს ჩადენილი.
- მე არ ვფიქრობ რომ დამნაშავეები ხართ, შენ და შენი ძმები შენს სამშობლოში მცხოვრები ადამიანების მსგავსად იმ პროფესორის მსხვერპლნი ხართ.
- ჰო მაგრამ ჯერ შენთვის ყველაფერი არ მომიყოლია.
- მერე რაღას უცდი, უკვე გითხარი რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ მაძულებს შემძულდე.
- დარწმუნებული ხარ? მართლა ასე ფიქრობ? -მკითხა და ისეთი თვალებით შემომხედა ტანში გამცრა, მზერა უკიდეგანო დანაშაულის გრძნობით და ტკივილით ჰქონდა სავსე, -იმას რა ვუყოთ რომ მე და ჩემი ძმები საუკუნეების განმავლობაში ვხედავდით იმ სისასტიკეს და უსამართლობას რაც დედამიწაზე ხდებოდა და ამ ყველაფრის აღსაკვეთად თითიც კი არ გაგვინძრევია.
- შენ დემონებთან ხელშეკრულებაც ახსენე, -ვეცადე შედარებით უმტკივნეულო თემაზე გადამეტანა საუბარი, რათქმაუნდა მიმიხვდა და გაეღიმა.
- ჰო, ამაზე მერე, ახლა კი თუ გინდა გავაგრძელებ.
- კარგი, გისმენ გააგრძელე, -მთელი გულისყური მოვიკრიბე, ხელები მჭიდროდ შემოვიხვიე მუხლებზე და მივაშტერდი.
აზრაელმა ტყავის ქურთუკი გაიხადა, მხრებზე მომახურა, გამამხნევებლად გამიღიმა და განაგრძო,
-პროფესორი მხოლოდ თავის საყაროში ახერხებდა იმ ტექნოლოგიების გამოყენებას რითაც ენერგიას იღებდა, ცდების ჩასატარებლად და იმ სამყაროს მოსახლეობისთვის უკვდავების მისანიჭებლად იძულებული იყო მუდმივად იქ დარჩენილიყო, ხალხს რეგულარულად აწვდიდა ენერგიას რითაც ყველა თავისზე დამოკიდებული გახადა, რადგან ვერავინ ელეოდა სამუდამო სიცოცხლის შანსს, თვითონ დღე და ღამე ახალ ახალ ცდებს ატარებდა მაგრამ ამაოდ, ამ სამყაროს ენერგიის გარეშე უკვდავებას ვერ მიაღწია და ვერც ახალი სიცოცხლის შექმნა შეძლო, დღითი დღე უფრო და უფრო დიდ დროს ატარებდა ლაბორატორიაში, ახალი სამყარო საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და ვითარდებოდა, სამართავად და მისი დემონებისგან დასაცავად კი ვიღაც სჭირდებოდა და ვის ენდობოდა თუ არა იმ შვიდ ბავშვს რომლებიც ყველასგან მოშორებით საკუთარი ვაჟებივით გაზარდა ...
- მოიცადე, გინდა თქვა რომ ის შვიდი ბავშვი თქვენ ხართ?
- მეგონა ამას თავიდანვე მიხვდი.
- ჰო მაგრამ ეს ყველაფერი არც თუ ისე ადვილი დასაჯერებელია, ესე იგი...
- ჩვენ ვართ ის შვიდი ანგელოზი, ჩვენ ვიყავით უკანასკნელი ბავშვები ჩვენს სამყაროში, ბავშვები რომლებსაც უამრავი სხვადასხვანაირი ზებუნებრივი ძალა გააჩნდათ და არანაირი ენერგია არ სჭირდებოდათ უკვდავებისთვის.
- ანუ თქვენ უკვდავები ხართ?
- ასეა, პროფესორი ბევრი ეცადა გაერკვია ეს როგორ მოხდა, რათა ჩვენი შემთხვევა გაემეორებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ისე უნდა ვაღიარო რომ ცუდი გამზრდელი არ ყოფილა...
შემიძლია დავიფიცო რომ აზრაელის ხმაში სითბო გაკრთა, ხოლო წამიერად აწყლიანებულ შავ თვალებში გულწრფელი სევდა.
- ხალხისგან მოშორებით ტყეში მდებარე მდიდრულ მამულში გვზრდიდა, ხშირად გვაკითხავდა, არაფერი გვაკლდა, დაახლოებით ათი წლისანი ვიყავით როცა როცა ჩვენმა უნარებმა გამოვლენა დაიწყო, ფრთები ამოგვივიდა, ერთმანეთთან გონებრივი კავშირის დამყარება ვისწავლეთ.
- დანიელმა მითხრა რომ ურიელს ამის გაკეთება არ შეუძლია.
- ასეა, მხოლოდ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, არ ვიცით რატომ მაგრამ ასე მოხდა, თავიდან ხშირად ბრაზობდა ხოლმე, მერე მიეჩვია და ახლა კავშირის გარეშეც მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს, ნელ ნელა სხვადასხვა უნარებიც აღმოგვაჩნდა, ისრაფიელს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარი აქვს, შეუძლია ისინი დააწყნაროს ააღელვოს ან თუნდაც თავი მოაკვლევინოს, ერთი სიტყვით მათ გრძნობებზე თამაშობს, ერთდოულად რამდენიმე ათას ადამიანზე იმოქმედებს თუ მოინდომა, ეს მეტად საშიში და ხანდახან ძალიან საჭირო უნარია, -ჰანიელს ბუნებაზე ზემოქმედება შეუძლია, ტყეებზე, მცენარებზე, ცხოველებზე, ყველაფერი იცის რაც მცენარეებს შეეხება, დანიელი ჰაერის და წყლის სტიქიის მმართველია.
- სარიელი და რემიელი ყველანაირი ხელოვნების ფუძემდებლები არიან რაცკი დედამიწაზე არსებობს, საოცრებების შექმნა და ადამიანთა ფარული ნიჭის აღმოჩენა შეუძლიათ, ანუ მათ ენაზე ისინი მუზები არიან.
- ურიელს ომი, ბრძოლა და იარაღი უყვარს, ეს არის მისი სტიქია, ყველა ცნობილი ომი რის შესახებაც ისტორიის წიგნებიდან გსმენია, მისი შემოქმედებაა.
- ყველა ომი?
- ყველა მასთაბური და მნიშვნელოვანი თორემ პატარ-პატარ არეულობების მოწყობას ადამიანები მისი დახმარების გარეშეც მშვენივრად ახერხებენ.
- გინდა თქვა რომ ტროას ომი...
- ტროას ომიც და სხვათაშორის საკმაოდ დიდხანს ამაყობდა ამით.
- ჩინეთის დაპყრობა მანჯურიელთა მიერ?
- ჰო ეგეც, ჯვაროსნული ომები, მეორე მსოფლიო ომი და კიდევ ბევრი სხვა, რა მოხდა ასეთი აღფრთოვანებული რატომ ხარ? თვალები გიბრწყინავს, ვფიქრობ შენ და ურიელი ერთმანეთს კარგად გაუგებთ.
- ჰოო, მგონი ასეა, ძალიან მაინტერესებს თქვენებური იარაღები.
- ჩვენებური?
- თქვენებური, ანგელოზური, უცნაური, ჯადოსნური.
ერთხანს ღიმილით მიყურებდა და მერე გულიანად გაეცინა, ჩემსკენ გადმოიხარა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.
- ვფიქრობ იარაღი და ომები სულაც არ არის საშენო საქმე.
- რატომ შენც მათ კატეგორიას განეკუთვნები ვინც ფიქრობს რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოსთვის და ბავშვების მოსავლელად არის გაჩენილი?
- უბრალოდ ნაკლებ სავარაუდოა შენნაირი ბუნების მქონე არსებამ ომის სისასტიკესთან შეგუება შეძლოს, ამას უბრალოდ ვერ გაუძლებ, -სევდიანად გამიღიმა უკან გადაიხარა და ხელებს დაეყრდნო, საოცარია სულ ცოტა ხნის წინ შევხვდით და უკვე ასე კარგად მიცნობდა, მე არ ვიყავი ომისთვის და ბრძოლისთვის დაბადებული თუმცა თუ საჭირო გახდებოდა...
- და საერთოდ რა საჭიროა ამდენი ომები? -უცნაურად გაგულისებულმა და გაბრაზებულმა ვკითხე, შევატყვე რომ არც თავად ეხალისებოდა ამ თენმაზე საუბარი.
- როგორც უკვე გითხარი ყველაზე მეტად ღირებული, მწუხარების, მრისხანების ან სიძულვილის დროს გამოყოფილი ენერგიაა, ასეთი ენერგიის მოსაპოვებლად კი ყველაზე კარგი დრო ომია, პანდემია, ან რამე დიდი სტიქიური უბედურება.
- მაგალითად წარღვნა?
- თუნდაც წარღვნა, ეს არაერთხელ მომხდარა და ყოველთვის ისევ და ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა, დაუსრულებლად მეორდებოდა.
- და კიდევ მოხდება?
- აუცილებლად, ეს გარდაუვალია, --მზერა ამარიდა, თავი ჩაღუნა და ღრმად ამოიოხრა, - როგორც უკვე გითხარი მაში როცა ეს ყველაფერი დაიწყო მამას დახმარება სჭირდებოდა, იმ დროს მისი ერთადერთი იმედი ჩვენ ვიყავით და ჩვენც საკმაოდ სერიოზულად მივუდექით საქმეს, როგორც კი გვითხრა რომ აქაურობას ჩვენ გვაბარებდა გზების ძიება დავიწყეთ თუ როგორ გავმკლავებოდით მარტივად არც თუ ისე ადვილად ქედმოსადრეკ არსებებს, ადამიანებს. გვჭირდებოდა რაღაც რაც მათ ჩვენზე დამოკიდებულებს გახდიდა და შიშს და რიდს ჩაუნერგავდა, რაღაც რაც მათ სულს და გონებას ჩვენს მუჭში მოაქცევდა, საბოლოოდ ყველაფერი ძალიან ადვილად გამოგვივიდა, ამ სამყაროს მშვიდად, წყნარად და უპრობლემოდ მართვისთვის გამოვიგონეთ ყველაზე ძლიერი იარაღი რაც კი არსებულა კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენ შევქმენით სიცრუე, ილუზია, ყალბი შიში და იმედი და მას ვუწოდეთ ღმერთი...
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავზე ერთი ვედრო ყინულიანი წყალი გადამასხეს, ღრმა მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო, მთელი სამყარო, ყველაფერი რაც კი ვიცოდი და რისიც მწამდა, ჩემს გარშემო აგურ-აგურ იწყებდა ნგრევას და ჩამოშლას... ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, გამშრალი ტუჩები ენით დავისველე და მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა რომ როგორღაც საუბარი გამეგრძელებინა.
- რა იგულისხმე როცა თქვი რომ ღმერთი თქვენ შექმენით?
- ერთხელაც როცა უკვე ოცდასამი წლის გავხდით და ჩვენი ზრდა ფაქტიურად შეჩერდა, პროფესორმა რომელსაც მამას ვეძახდით, ჩვენი პირველი მისია მოგვცა და ეს იყო დედამიწის მართვა, მართვა ისე რომ მას რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო.
- და თქვენ ამ ყველაფერს ასე უბრალოდ დათანხმდით? ადამიანებისგან ბევრი არაფრით განსხვავედებით, როგორ შეგეძლოთ... -ვგრძნობდი რომ უკვე ვბრაზდებოდი, ხელები ამიკანკალდა, თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ წამოვმხტარიყავი და გავქცეულიყავი.
- დამშვიდდი ლილა, შენ სიტყვა მომეცი რომ ყველაფრის გაგებას შეეცდებოდი, თანაც არ ვიცი ეს გამამართლებელ საბუთად გამომადგება თუ არა მაგრამ, ჩვენ ხალხისგან მოშორებით გავიზარდეთ, მამამ იმ რწმენით გაგვზარდა რომ ყველასა და ყველაფერზე მაღლა ვიდექით, ადამიანები ჩვენთან შედარებით უმნიშვნელო არსებები იყვნენ, ამ ყველაფერთან ერთად მხოლოდ იმას გვასწავლიდნენ რომ ჩვენი მოვალეობა ამ სამყაროს ხარჯზე ჩვენი მშობლიური სამყაროს დაცვა იყო, რომ ეს სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ენერგიის შესაგროვებლად გამოდგებოდა და ადამიანებს არანაირი ღირებულება არ გააჩნდათ, რომ ჩვენ უმაღლესი ქმნილებები ვიყავით ხოლო ისინი ხელოვნურად შექმნილი უმნიშვნელო არსებები, რომ მატი გრძნობები, განცდები, ტკივილიც კი ნამდვილი არ იყო, სინამდვილეში ჩვენ...
ჩემი გაფითრებული სახე და ბრაზისგან აცახცახებული თითები რომ შეამჩნია რამდენიმე წამით საუბარი შეწყვიტა, წამოდგა, ნერვიულად გაიარ-გამოიარა და მერე მუხლებზე დაეშვა ჩემს წინ.
- გთხოვ, მითხარი რომ შემიძლია თხრობა გავაგრძელო, -შევხედე, თვალები მუდარით ჰქონდა სავსე, მთელი მისი პოზა უსაზღვრო მწუხარებას და იმის შიშს გამოხატავდა რომ შეიძლებოდა ვერ გამეძლო, ვეცადე დავმშვიდებულიყავი, ღრმად ამოვისუნთქე და მოვემზადე...
- კარგი გააგრძელე ოღონდ ნება მომეცი ერთი კითხვა დაგისვა, -თანხმობის ნიშნად უხმოდ დამიქნია თავი.
- შენზე არაფერი გითქვამს, შენ რა ზებუნებრივი ძალა გაქვს?
- რატომღაც მე ყველა ის ძალა მაქვს რაც დანარჩენებს, ასევე დროის შენელება და შეჩერება შემიძლია, ხოლო რაც შეეხება სივრცეში წამიერად გადაადგილებას რასაც ადამიანები გაქრობას უწოდებენ ამას ყველა ვაკეთებთ.
ხელები საფეთქლებზე შემოვიჭდე და შევეცადე მეფიქრა, ესე იგი დემონები და ანგელოზები? ღმერთი? ჯანდაბა, იმ ყველაფრის მიუხედავად რაც აქამდე მოხდა და რაც საკუთარი თვალით ვიხილე ასეთ რამეს მაინც არ ველოდი, ნამდვილად არ ველოდი და მიჭირდა გააზრება და შეგუება.
- შეგიძლია იქიდან გააგრძელო როცა მამათქვენმა დედამიწის მართვაში დახმარება გთხოვათ?
- ჰო ასე იყო, ერთ დღესაც მოვიდა და გვითხრა რომ დრო იყო მისთვის მადლობა გადაგვეხადა იმის გამო რაც ჩვენთვის გააკეთა, ჩვენ მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ოცდასამი წლის ბიჭები ვიყავით, მერე რა რომ ზებუნებრივი ძალები გვქონდა, სისხლი გვიდუღდა, თავგადასავლები გვწყუროდა, იმ დღეს პირველად გავიგეთ პარალელური სამყაროს შესახებ, რომელიც ჯერ ახლა იწყებდა განვითარებას, ჩვენ ჯერ ჩვენს მამულსაც კი არ ვიყავით გაცდენილები და ასეთ შანსზე უარს როგორ ვიტყოდით, მამამ გაგვაფრთხილა რომ ეს ყველაფერი ადვილი არ იქნებოდა და ჩვენც სერიოზულად მივუდექით საქმეს, შენ ვერც კი წარმოიდგენ რაოდენ ირონიული და დრამატულია ეს ყველაფერი, -აზრაელმა მწარედ ჩაიცინა და ისე შემომხედა მივხვდი ჯერ მთავარი სათქმელი ნათქვამი არ ჰქონდა და ყველაფერი ახლა იწყებოდა.
- ღმერთი, ის ღმერთი რომელსაც მთელი დედამიწა ეთაყვანება, მე და დანიელმა ერთ ღამეში სასმლისა და სიცილ-ხარხარის თანხლებით შევქმენით, დანარჩენები კი იდეის დახვეწაში გვეხმარებოდნენ.
- შიში, სიყვარული, იმედი და რწმენა რაღაც შენზე დიდის, ძლიერის და შეუცნობლის, ყველაზე ძლიერი იარაღია ადამიანებისნაირი სუსტი არსებების სამართავად, მათ უბრალოდ მიზეზი უნდა ჰქონოდათ სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, სიძულვილისთვის, ომისთვის, მათ ცრუ დაპირებები და იმედები სჭირდებოდათ და ამიტომ მათ ღმერთი, სამოთხე და ჯოჯოხეთი მივეცით, ასეთია ადამიანის ბუნება, შეიძლება გეგონოს რომ თავს ვიმართლებ მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, ეს რომ არ გაგვეკეთებინა მსოფლიოს ქაოსი მოიცავდა.
- მოიცადე ესე იგი ყველაფერს თქვენ მართავთ? ანუ რაც კი დედამიწაზე ხდება ყველაფერზე პასუხისმგებლები თქვენ ხართ?
- არა, ჩვენ უბრალოდ პროცესებს მიმართულებას ვაძლევთ, დანარჩენს ადამიანები თვითონ აკეთებენ, მშვენივრად ეხერხებათ ყველაფრის განადგურება.
- გთხოვ გაჩერდი, აღარაფერი თქვა, -არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, ბოგოტაში პანსიონში ყოფნისას მოსმენილი მამა პედროს ქადაგებები გამახსენდა...
- ღმერთი ყველგანაა, ღმერთი ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდება, მისი უნდა გვწამდეს, რადგან ღმერთი სიკეთე და სიყვარულია, ყველას ჩვენი ჩადენილი ცოდვების და კეთილი საქმეების მიხედვით მოგვეზღვება, ნეტავ მართლა სჯეროდა ამის მამა პედროს? მგონი კი, ასეა ბებია კატალინასაც სჯეროდა როცა ყოველ დილით ღვითსმშობლის ხატთან სანთელს ანთებდა და ჩემს კარგად ყოფნას სთხოვდა, მამობილსაც სჯეროდა როცა ჩვენი ძველი სახლის დერეფანში მუხლებზე დაჩოქილი სწირავდა მადლობას ღმერთს იმისათვის რომ ჯანმრთელი დავიბადე, სადღაც გულის სიღრმეში მეც ყოველთვის მჯეროდა რომ ვიღაცას მართლაც ესმოდა ჩვენი ლოცვები...
- იცი რა აზრაელ, აღარასოდეს აღარ ვიტყვი “ღმერთო ჩემო“-ს ეს საშინელი“მავნე“ ჩვევა როგორმე უნდა დავივიწყო, -ნაწყვეტ-ნაწყვეტ თითქმის გაუგებრად ვლუღლუღებდი, დავინახე როგორ გაკვირვებულმა შემომხედა, ალბათ ფიქრობს რომ გავგიჟდი, მგონი არ ცდება და მართლაც შევიშალე, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანის თავს ხდებოდეს? არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, წარმოუდგენელია, ბალახზე გულაღმა გადავვარდი და პანიკური სიცილი ამიტყდა, ვერ ვჩერდებოდი, მთელი სხეულით ვკანკალებდი და ვიცინოდი.
ერთხანს ასე უხმოდ მიყურებდა, მერე მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა, დაჯდა, კალთაში ჩამისვა და გულზე მიმიხუტა, თავი ვეღარ შევიკავე სახე მის თმებში ჩავრგე რომელიც მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი და ბავშვივით ავღრიალდი.
დიდხანს, დიდხანს ვიჯექით ასე, აზრაელი ოდნავ მარწევდა და თმებზე მეფერებოდა, აღარ ვტიროდი მაგრამ ვერ ვწყნარდებოდი, სიბრაზე და სასოწარკვეთა უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს შიგნით, შიგნიდან მხრავდა, მკერდთან გროვდებოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გულისფიცარს გამოგლეჯდა, გარეთ გამოიჭრებოდა და აქაურობას წალეკავდა, მთელი სხეული მიხურდა და უცებ ის ნაცნობი შეგრძნება მხრებზე, ყრუ ტკივილი... შემეშინდა, ისე შემეშინდა რომ სუნთქვა შემეკრა.
- რა მემართება აზრაელ? რა მჭირს? -ძლივს ამოვთქვი და წამოდგომა ვცადე, -ხელი დამიჭირა და ჩემი შეჩერება სცადა.
- დამშვიდდი ლილა, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, ის რაც ხდება სრულიად ბუნებრივია, უბრალოდ მოდუნდი, მოდუნდი და ღრმად ისუნთქე...
- გამიშვი, ახლავე გამიშვი, -ამჯერად მთელი ხმით ვიყვირე, ხელი ვკარი და წამოვდექი, რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და უეცრად ჩემს თვალწინ ყველაფერი დატრიალდა, წავბარბაცდი და მერე პირველად დავინახე ფრთები, ჩემი ფრთები, უზარმაზარი, თეთრი, რბილი ბუმბულით დაფარული, მათმა სიმძიმემ და შოკმა რაც მათი დანახვისას განვიცადე მაიძულა მიწაზე ჩავჩოქილიყავი, აზრაელი წამის მეასედში გაჩნდა ჩემს გვერდით და ჩემს წინ მუხლებზე დაეცა.
- ლილა შემომხედე გთხოვ, ლილა, -მისი ხმა სადღაც შორიდან ჩამესმა, შევხედე, აღელვებული მიყურებდა, ცდილობდა ჩემს თვალებში და სახეზე ამოეკითხა ჩემი გრძნობები და განცდები.
- რა ხდება? რა მემართება?
- ნუთუ ეს ყველაფერი გასაგები არ არის? ნუთუ ეს ფრთები მაინც არაფერს გეუბნება?
- არა ეს შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია,
- არა ლილა, შესაძლებელია, შენ ანგელოზი ხარ ისევე როგორც მე და დანარჩენები, ჩვენნაირი ხარ ლილა, უფლება მომეცი აგიხსნა...
- სახლში წასვლა მინდა, ეს ყველაფერი ჩემთვისაც კი მეტისმეტია, მეტი არაფრის მოსმენა აღარ მინდა, მინდა აქედან წავიდე და ყველაფერი სამუდამოდ დავივიწყო, -ვთქვი და წამოვდექი, მერე საშინელი სისუსტე ვიგრძენი, დავინახე ჩემს თავს ზემოთ როგორ ტრიალებდა და ბრუნავდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და უძირო წყვდიადში გადავეშვი.
* * *
გონს აზრაელის საძინებელში მოვედი, ფუმფულა ბალიშებზე გულაღმა ვიწექი, მიმოვიხედე, აზრაელი იატაკზე იჯდა საწოლზე მოყრდნობილი, თავი ლოყის ქვეშ ამოდებულ ჩემს ხელზე ედო და ეძინა, საწოლის გვერდით ტუმბოზე ტელეფონი იდო, ალბათ მან მომიტანა, ხვალ დილით აუცილებლად უნდა დავურეკო ყველას, ალბათ ძალიან ნერვიულობენ, ჩემს თავზე და ჩემს ფიქრებზე გამეღიმა, იმის მაგივრად რომ აქედან წასვლაზე მეფიქრა, გეგმებს ვადგენდი დეიდაჩემისთვის ჩემი გაუჩინარება როგორ ამეხსნა, ვგონებ ჩემმა ქვეცნობიერმა იმაზე ადრე შეძლო გადაწყვეტილების მიღება ვიდრე მე გავიაზრებდი.
ფანჯრიდან ჯერ ისევ მთვარის შუქი შემოდიოდა და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს რბილ, მისტიურ სინათლეს ჰფენდა, ჯერ ისევ ღამეა ესეიგი დიდი ხანი არ არის რაც მძინავს, ბალიშებზე წამოვიწიე და აზრაელს დავაკვირდი, ახლა ისეთი სუსტი და დაუცველი ჩანდა, ძილში მხრები უთრთოდა, ნეტავ რა ესიზმრება ან თუ ესიზმრება საერთოდ რამე? ნეტავ რას ხედავს სიზმრად სიკვდილის ანგელოზი? შეიძლება მასაც კოშმარები ესიზმრება, იქნებ ისიც ჩემსავით იტანჯება ღამღამობით, სურვილს ძლივს მოვერიე რომ მისთვის თავზე ხელი არ გადამესვა.
ახლა რა უნდა გავაკეთო? ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე? ალბათ ჯერ კიდევ არსებობს შანსი რომ აქედან უკანმოუხედავად გავიქცე და ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდე, თუმცა უკვე ვიცი რომ ამის გაკეთება არ მინდა, ამაში დარწმუნებული ვარ, მითუმეტეს რომ თურმე ადამიანიც კი არ ვყოფილვარ, აი თურმე რატომ ვგრძნობდი ყოველთვის გულის არეში სიცარიელეს, რატომ ვგრძნობდი თავს ისე თითქოს რაღაც მაკლდა ჩემი არსების შესავსებად და ეს “რაღაც“ ახლა ჩემს საწოლთან ზის, ლოყა ჩემს ხელზე უდევს და პატარა ბავშვივით სძინავს, სჯობს თავი არ მოვიტყუო, დღეის შემდეგ აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე და არც მინდა რომ იყოს, ასე მგონია საკუთარი თავი ვიპოვე და მომწონს ის ყველაფერი რაც ხდება, ჯანდაბა, მართლა ძალიან მომწონს.
ოჰ, ჩემს თავს გამოვუტყდი თუ არა შვებით ამოვისუნთქე, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და აზრაელს მხარზე შევეხე, -ეი ძილისგუდავ გაიღვიძე.
შეკრთა, თავი ასწია, გრძელი წამწამები ააფახულა და გაკვირვებული, დაბნეული მზერით შემომხედა, ახლა სულაც არ გავდა იმ თამამ ბიჭს ბარში ჩემს მოხიბვლას რომ ცდილობდა, მის თვალებში შიშის, სასოწარკვეთის, მუდარის ნარევს ვხედავდი და ვგრძნობდი როგორ ცდილობდა გაეგო რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა ჩემგან.
გულიანად გავუღიმე და ხელით ჩემს გვერდით, საწოლზე ცარიელ ადგილზე მივუთითე, -იმედია მთელი ღამე მანდ ჯდომას არ აპირებ, -მივხვდი ამას ნამდვილად არ ელოდა.
- გინდა რომ შენთან ერთად დავიძინო? სერიოზულად? -შემეკითხა გაკვირვებული სახით და ძილისგან ოდნავ დაბოხებული ხმით.
- ჰო, არ ვიცი ანგელოზებს წელკავი ემართებათ თუ არა მაგრამ ასე ჯდომას თუ გააგრძელებ დიდი ალბათობით დაგემართება, ჯობია არ გავრისკოთ, თანაც საწოლი საკმაოდ დიდია, ორივეს თავისუფლად დაგვიტევს.
შემიძლია დავიფიცო რომ შვებით ამოისუნთქა, წამოდგა, საწოლს შემოუარა და ჩემს გვერდით დაწვა, გაუნძრევლად იწვა, ხმას არ იღებდა და ჭერს შესცქეროდა, თითქოს ცდილობდა არ დავეფრთხე, ერთხანს ვდუმდი და ბოლოს ვეღარ მოვითმინე,
- ანუ ანგელოზებსაც ჩვეულებრივად სძინავთ?
- კი ასეა, უძილობას ბევრად უკეთ ვიტანთ ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ ძილი და დასვენება ჩვენც გვჭირდება.
- ახლა გეძინება?
- არა, მაგრამ შენ უნდა დაიძინო, დასვენება გჭირდება.
- შენ ხომ თქვი რომ მეც ანგელოზი ვარ, ანუ მეც შემიძლია ღამეები საუბარში გავათენო, -შევამჩნიე რომ ოდნავ გაეღიმა, მაგრამ არც ახლა განძრეულა ადგილიდან.
- ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის ლილა, ის ჩვევები რაც გვაქვს ათასწლეულების განმავლობაში გამოვიმუშავეთ, შენ კი ჯერ არაფერი იცი და არაფერი შეგიძლია, მაგრამ თუ ნებას მომცემ ხვალიდან იმაზე ვიზრუნებ რომ ყველა უნარის გამოყენება შეძლო რაც გაგაჩნია, ყველაფერს გასწავლი, პირველ რიგში კი ფრენას, შენ ვერც კი წარმოიდგენ რა სიამოვნებაა ფრენა, ეს ერთერთია რის გამოც შეიძლება ბევრი უსიამოვნო და ცუდი რამ აიტანო.
- ჰოო? ანუ არც ისეთი დალხინებული ცხოვრება გაქვთ?
თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, არ ვიცი რატომ ვაიძულებდი იმ თემაზე საუბარს რაც აშკარა იყო რომ ძალიან სტკენდა გულს.
- უკვდავობა ნამდვილად არ არის ისეთი როგორიც ადამიანებს წარმოუდგენიათ, თავიდან აღფრთოვანებული ხარ სამუდამო სიცოცხლის პერსპექტივით მაგრამ გადის დრო და შენს გარშემო შენს გარდა ყველა და ყველაფერი კვდება, გადის დრო და ხვდები რომ შენთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია, ხვდები რომ აღარაფერი გახარებს და გახალისებს, დროდადრო ნატრობ რომ გქონდეს შანსი აირჩიო, მაგრამ ეს შანსი ჩვენ თავიდანვე არ გვქონია, მამაჩვენმა არჩევანის უფლება წაგვართვა და სამაგიეროდ ერთგული ჯარისკაცები მიიღო, რომელთაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, -მის ხმაში წარმოუდგენელი წუხილი და ტკივილი იგრძნობოდა.
- კი მაგრამ არასდროს გიცდიათ ამ ყველაფერს წინ აღდგომოდით?
- ჩვენ ძალიან დიდხანს ვიცხოვრეთ ისე რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებდით სწორი გვეგონა, მაგრამ როცა მივხვდით რომ ასე არ იყო უკვე ვერაფრის შეცვლა ვეღარ შევძელით, ალბათ სამუდამოდ ვართ ამ სამყაროზე მიჯაჭვულები.
- რას გულისხმობ?
- შენ როგორ ფიქრობ როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი? მამა ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანი, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე გათვალა, ნებისმიერ სულიერს სიცოცხლისთვის, ცხოვრებისთვის საბაბი სჭირდება, თორემ ვერანაირი ღმერთის და ჯოჯოხეთის შიში ვერ შეაჩერებს რომ როგორც კი რაღაც გაუჭირდება მაშინვე სიცოცხლე არ მოისწრაფოს, რელიგიური ზემოქმედება დამატებითი ბერკეტია და უბრალოდ ყველაფერს აადვილებს, მთავარი სხვა რამ არის და ზოგჯერ ეს სიყვარულია, ზოგჯერ სიძულვილი ან შურისძიების გრძნობა, ზოგჯერ მოვალეობა და პასუხისმგებლობა, ყველას აქვს რაღაც მიზეზი რითაც სიცოცხლეს ეჯაჭვება და ღრმა სიბერემდე ვერ ახერხებს ამ ბორკილებისგან
განთავისუფლებას...
- და შენ? რა არის შენი მიზეზი? ვკითხე და მაშინვე მივხვდი რომ პასუხს ვერ მივიღებდი, -თვალები მაგრად დახუჭა, ერთხანს ჩუმად იყო, მერე გაბზარული ხმით მითხრა.
- დღეისთვის საკმარისია, ისედაც ბევრი ვისაუბრეთ, ახლა ჯობია დავიძინოთ.
ერთხანს მეც მასავით გაუნძრევლად ვიწექი, ბოლოს იმ ძლიერ მიზიდულობას ვეღარ გავუძელი რომელიც მისკენ მეწეოდა, გვერდით გავჩოჩდი და ჩავეხუტე, ხელი მაგრად მოვხვიე წელზე და თავი მკერდზე დავადე.
აზრაელი გაშეშდა, გახშირებული სუნთქვა შეიკავა, მაგრამ მესმოდა როგორ გამალებით უცემდა გული, წამოვიწიე, ტუჩები ყურთან მივუტანე და ჩავჩურჩულე,
- ამოისუნთქე.
- ეს შურისძიებაა იმის გამო რაც ბარში გავაკეთე? -ძლივს ამოთქვა შეცვლილი ჩახლეჩილი ხმით.
- შეიძლება ასეც ითქვას, -ვუპასუხე რატომღაც გამხიარულებულმა, -შეგიძლია ხელი მომხვიო, ნუ გეშინია არ ვიკბინები.
- ხანდახან შენი ცვალებადი ხასიათი მართლაც მაშინებს ლილა, -ნაწყენი ბავშვივით ჩაიბუზღუნა, ფრთხილად მომხვია ხელი და მკერდზე უფრო მაგრად მიმიხუტა, ოჰ ისევ ეს ნაცნობი დამათრობელი სურნელი, ღრმად შევისუნთქე და ნეტარებისგან თვალები მივლულე.
- იცი რა, ვიფიქრე იმაზე რაც მითხარი და უნდა გითხრა რომ მართალი ხარ, იმისთვის რომ იცხოვრო მიზეზია საჭირო და მივხვდი რომ როგორც იქნა ასეთი მიზეზი მეც მაქვს.
- საინტერესოა.
- ნამდვილად საინტერესოა, მითუმეტეს რომ ის მიზეზი ახლა ჩემს გვერდით წევს.
- ჰმ, ჩემს გაოცებას არ წყვეტ, მომწონს რომ ასეთი პირდაპირი ხარ, მაგრამ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრება არ გაწყენდა, ბედის საჩუქარი ნამდვილად არ ვარ.
წამოვიწიე და ზემოდან დავხედე, გულიანად იღიმოდა, თვალები უბრწყინავდა და უზომო ბედნიერებას ასხივებდა.
- შემთხვევით ხომ არ დაგაგვიანდა იმის თქმა რომ ბედის საჩუქარი არ ხარ?
- ვაღიარებ ცოტათი ეგოისტიც ვარ, -მიპასუხა მხიარული ხმით.
- ვფიქრობ ახლა ბედნიერი და კმაყოფილი ხარ.
- ოჰო, ცდილობ შემისწავლო? -ჩაიცინა და ჩემს ზურგზე აათამაშა თითები, -მაგრამ მართალი ხარ, ახლა ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი როგორიც არასდროს ვყოფილვარ...
* * *
ასე ჩახუტებულები შევხვდით დილის მზეს, რომელმაც ოთახში შემოაჭყიტა თუ არა აზრაელი წამოდგა და მეც მთხოვა ავმდგარიყავი,
- რაღაც ტრადიციის მაგვარი გვაქვს, დილით აუცილებლად ერთად ვსაუზმობთ ხოლმე, ყველა მოხარული იქნება თუ დღეს შენც შემოგვიერთდები ოჯახის ახალი წევრის რანგში, -თბილი ხმით მითხრა, მერე გამიღიმა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
ოჯახის წევრი? ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სხეულში რაღაც თბილი ტალღა და თვალებზე ცრემლი მომადგა, თავი დავხარე რომ მას ჩემი მღელვარება არ შეემჩნია თუმცა რას გამოვაპარებდი, გვერდით მომიჯდა, ხელი მომხვია და მკერდზე მიმიკრა.
- ნუ ღელავ არაფერი გაქვს სანერვიულო.
- მათაც იციან ჩემს შესახებ? რომ მეც... მეც თქვენნაირი ვარ, -შეცვლილი, მღელვარებისგან ჩახრინწული ხმით დავიჩურჩულე.
- იციან და ყველა შენსავით ღელავს, დარწმუნებული ვარ ღამით არცერთ მათგანს არ უძინია, ეშინოდათ რომ ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდი და დაგვტოვებდი, არადა ყველას ისე ძალიან მოეწონე შენს წასვლას ადვილად ნამდვილად ვერ გადაიტანდნენ.
წასვლას? ეს სიტყვა ყურში ცუდად მომხვდა, მათ ჯერ არ იციან როგორი ჯიუტი ვარ, წასვლას და აქაურობის მიტოვებას ნამდვილად არ ვაპირებდი, მითუმეტეს ახლა, ახლა როცა უკვე ოჯახი მყავდა, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე, თავი ავწიე და შევცინე.
- შეგიძლია პირსახოცი მათხოვო? აბაზანაში უნდა შევიდე.
აზრაელმა კარადიდან ფუმფულა თეთრი პირსახოცი გამომიღო და მომაწოდა, ერთხანს ვფიქრობდი და მერე ვეღარ მოვითმინე.
- კიდევ ერთი რაღაც მინდა გკითხო.
- კარგი, მკითხე, -გვერდით ჩამომიჯდა და თვალებში შემომხედა.
- შენ არაფერი გითქვამს იმის შესახებ თუ ვინ არის მამაჩემი.
- ვიცოდი რომ როდისმე ამ კითხვასაც დამისვამდი, -უხერხულად შეიშმუშნა და წამოდგა, -უბრალოდ დროს შეძლებისდაგვარად ვწელავდი, მითხარი მენდობი?
- გენდობი, -ვუპასუხე დაუყოვნებლად და არ მომიტყუებია, მართლაც ასე იყო, უსიტყვოდ და უპირობოდ ვენდობოდი.
- უფლება მომეცი ამ საკითხზე მაშინ გესაუბრო როცა საჭირო იქნება, ვიცი რომ გაინტერესებს, გასაკვირი ის იქნებოდა რომ არაფერი გეკითხა მათ შესახებ, უბრალოდ გთხოვ ცოტა დრო მომეცი, მინდა სანამ ამ თემაზე დაგელაპარაკები მანამდე სხვა საკითხები მოვაგვაროთ.
ნამდვილად გულწრფელი ჩანდა და მეც თანხმობის ნიშნად უხმოდ დავუქნიე თავი, აღარაფერი მითქვამს მიუხედავად იმისა რომ არ მესმოდა რატომ აჭიანურებდა ამ თემაზე საუბარს, საქმე როგორ ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო ნამდვილად ვიმსახურებდი იმის ცოდნას თუ ვინ იყო მამაჩემი, როგორი იყო, როგორ მოხდა რომ აქამდე არასდროს მინახავს, არასდროს უცდია ჩემი ნახვა, ნუთუ საერთოდ არ ვაინტერესებდი...
- მინდა რომ ჩემი გჯეროდეს და მენდო, რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ეს არ დაივიწყო, -მკლავები მომხვია და მკერდზე მიმიკრა, უთქმელად ესმოდა ჩემი, საპასუხოდ მეც შემოვხვიე ხელები და ჩემს თავს უფლება მივეცი მის სურნელში და სითბოში გახვეული ცოტა ხნით მაინც მოვდუნებულიყავი...
საუზმისთვის მაგიდა საკმაოდ ფართო და საოცრად ლამაზ ვერანდაზე იყო გაშლილი, რომელიც პირდაპირ ბაღში გადიოდა და ხვიარა, სხვადასხვა ფერადი ყვავილებით დახუნძლული მცენარეებით იყო დაფარული, გრილოდა და ირგვლივ მცენარეების და ყვავილების სასიამოვნო და დამათრობელი სურნელი იდგა, მაგიდაზე უამრავი ნაცნობი და უცნობი კერძი იდო.
- მოხვედით? -შეგვეგება დანიელი მე და აზრაელს, -დილა მშვიდობის ლილა, დღეს შენ გექნება პატივი ისრაფიელის რამდენიმე ექსპერიმენტს გაუსინჯო გემო, სიტყვას ვერ მოგცემ რომ არაფერი დაგემართება მაგრამ ზოგიერთ კერძს ისე კარგად ამზადებს გარისკვად ღირს.
უნებურად გულიანად გამეღიმა, ვერანდა მოვათვალიერე, ყველა იქ იყო, ფეხზე იდგნენ, მიყურებდნენ, აშკარად იცოდნენ რომ უკვე ყველაფერი ვიცოდი, მათ დაძაბულობას ვგრძნობდი, თუმცა ისე ცდილობდნენ თავის დაჭერას თითქოს საერთოდ არაფერი ხდებოდა, არადა ვხვდებოდი რომ ყველა ჩემს რეაქციას ელოდა.
- რაღაც ტორტს ვერ ვხედავ, არადა ისე კარგად გამოიყურებოდა, გუშინდელს აქეთ მაგაზე ვფიქრობ, ძალიან მინდა გავსინჯო, -გამოვაცხადე, სკამი გამოვწიე და მაგიდას მივუჯექი.
გავიგონე როგორ შვებით ამოისუნთქა ყველამ, აზრაელი გვერდით მომიჯდა, დანარჩენებმაც დაიკავეს საკუთარი ადგილები და სულ რამდენიმე წამში აქამდე გაყუჩებული გარემო ფუტკრის სკასავით აზუზუნდა და ახმაურდა, ისრაფიელმა სამზარეულოდან ტორტის მოზრდილი ნაჭერი გამოიტანა, წინ დამიდო, ჩემს პირდაპირ მიუჯდა მაგიდას და დაკვირვებით მომაჩერდა, თვალს არ მაშორებდა და მეც სხვა გზა არ მქონდა გავსინჯე, ცუდი არ იყო ჭამა ნამდვილად შეიძლებოდა, კიდევ ერთი დიდი ლუკმა გადავსანსლე და შოკოლადიანი ტუჩები მოვილოკე.
- უგემრიელესია, ასეთი გემრიელი რამ არასდროს მიჭამია, -მივმართე ჩემი რეაქციის მომლოდინე ისრაფიელს, მან შვებით ამოისუნთქა და ბედნიერად გაიღიმა, ხოლო აზრაელმა მაგიდის ქვეშ ხელზე ხელი ხელზე მომიჭირა მადლობის ნიშნად.
ყველაფერი შესანიშნავად იყო, თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია, იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ერთმანეთს კერძებს სთავაზობდნენ, აზრაელს ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა, უცნაურია როგორი ადამიანურები არიან, ალბათ ეს ათასობით წლით დედამიწაზე ადამიანთა შორის ცხოვრების შედეგია.
- მინდა რაღაც გკითხო, -მივუბრუნდი რემიელთან საუბარში გართულ აზრაელს, -სერიოზულად მაინტერესებს და ძალიან გთხოვ არ დამცინო.
წარბი მაღლა აზიდა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა მომაპყრო, დარწმუნებული ვიყავი ხვდებოდა რომ რაღაც სასწაულს ვკითხავდი ად წინასწარ ემზადებოდა თავის შესაკავებლად.
- საინტერესოა ნეტავ ასეთი რა უნდა მკითხო, მიდი გისმენ.
- ცელი მართლა გაქვს?
სუფრაზე უცაბედი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მიმოვიხედე, ყველა ხვიარებით დაფარულ ჭერს უყურებდა და ცდილობდნენ სიცილი შეეკავებინათ, ბოლოს დანიელმა ვეღარ გაუძლო და ახარხარდა, მას აზრაელი და დანარჩენებიც აყვნენ, ვუცქერდი და გაბრაზების მაგივრად რატომღაც მიხაროდა რომ ამ მხიარულების საბაბი მე ვიყავი.
- ცელი არასდროს მქონია, -მხიარული ხმით მითხრა აზრაელმა, -ეს ადამიანების მოგონილი ერთ-ერთი სისულელეა ანგელოზების შესახებ, გეფიცები ცელი ხელშიც კი არასდროს მჭერია.
- იტყუება, -ჰანიელმა ძლივს მოითქვა სული და მომიბრუნდა, -ოთხასოთხმოცდათვრამეტი წლის წინ იტალიელ გლეხებს ვეხმარებოდით და მთელი დღე ცელი ხელიდან არ გაუშვია.
- ჰო იმ დღეს კარგად გავერთეთ, -რემიელმა თავი უკან გადააგდო და თვალები მინაბა, -კარგი დრო იყო, წყნარი და მშვიდობიანი, რენესანსის პერიოდი...
- ჰო ასეა, ნამდვილად კარგი დრო იყო, ამ ერთადერთი შემთხვევის გარდა ცელს არ მივკარებივარ, ისე კარგად კი დაგვღალეს, მე და დანიელმა ისრაფიელთან სანაძლეო წავაგეთ და გვაიძულა რომ ჩვენი ძალები არ გამოგვეყენებინა და მთელი დღე ჩვეულებრივი ადამიანებივით შეუსვენებლად გვემუშავა, საღამოს ისეთ დღეში ვიყავით, საჭმლის ჭამის თავიც კი აღარ გვქონდა, იმ დღის მერე უფრო მეტად ვაფასებ ფიზიკურად მშრომელ ადამიანებს, -აზრაელს ძველი ამბების გახსენებისას სახეზე ღიმილი გადაეფინა და თვალები აუციმციმდა.
- იმ დღის გახსენებაზეც კი მაჟრიალებს, ასე მგონია ხელებზე ისევ მაქვს წყლულები, -დანიელმა ხელისგულებს დახედა, მერე მხრები აიწურა და თავი ისე გადააქნია თითქოს რაღაც ასსინელის დავიწყებას ცდილობსო.
- საოცარია რომ ასეთი მეხსიერება გაქვთ, მთელი განვლილი საუკუნეები დეტალებში გახსოვთ.
- შეიძლება ახლა ეს ყველაფერი მოგწონს და აღგაფრთოვანებს მაგრამ გავა წლები და ინატრებ რომ შეგეძლოს დავიწყება, -სარიელმა თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა და ნაძალადევ ღიმილაკრული მზერა გაუშტერა უცნაური ვარდისფერი ყვავილებით გადაპენტილ ბუჩქზე შემომჯდარ ჭრელ ჩიტს, ჰანიელმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მოღუშულ რემიელს გადახედა რომელიც ისე უჭერდა თითებს ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას სადაცაა ხელში შემოეფშვნებოდა.
- გეყოფათ, იმდენს იზამთ ლილას უკანმოუხედავად გააქცევთ აქედან, -აზრაელმა უკმაყოფილოდ ჩაიღრინა, წელზე ხელი მომხვია და საფეთქელზე მომაკრო თბილი ტუჩები.
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი მესმის და არსად გაქვევას არ ვაპირებ, იმაზე მეტად ძლიერი ვარ ვიდრე ვჩანვარ, -ჩავჩურჩულე და ვიგრძენი როგორ მოდუნდა და მოეშვა.
- ცოტა ხნით გავალ უნდა დავრეკო კარგი? -უხმოდ დამიქნია თავი, წამოვდექი და მისაღებში გავედი რომ განმარტოებით საუბარი შემძლებოდა.
პირველ რიგში დეიდას დავურეკე და მისი ხანმოკლე შეგონების მოსმენაც მომიხდა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მოვახერხე დამერწმუნებინა რომ იმ ბანაკში სადაც გაუფრთხილებლად მომიწია წასვლა ტელეფონი ათასში ერთხელ იჭერს, თავი ცუდად ვიგრძენი იმის გამო რომ მის ნდობას ბოროტად ვიყენებდი და ვატყუებდი მაგრამ ახლა სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო, მასთან საუბარს მოვრჩი თუ არა ჯესის დავურეკე, მესამე ზარზე მიპასუხა.
- ჯესი, მე ვარ ლილა, მაპატიე რომ აქამდე ვერ დაგირეკეთ, ყველაფერს აგიხსნით.
- სად დაიკარგე ლილა? ყველგან გეძებდით, ისე ვინერვიულეთ, კარგია რომ დარეკე, ახლავე უნდა მოხვიდე, რაც შეიძლება მალე, ძალიან მჭირდები, -ხმა შეშფოთებული ჰქონდა, ნერვიულობდა.
- რა ხდება? -ვკითხე და პასუხი რომ დააგვიანა მაშინვე მივხვდი რომ საქმე კარგად არ იყო, რამდენიმე წამს მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვის ხმა მესმოდა.
- იმ დღეს როცა შენ მე მეხმარებოდი, ლუკა შენს ბინაში მისულა, არავინ იცის ზუსტად რა მოხდა, მაგრამ როცა მეზობელმა ღია კარი შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა უკვე გვიან იყო თითქმის სისხლისგან იყო დაცლილი, ახლა რეანიმაციაშია, გთხოვ მალე მოდი.
მეტი აღარაფერი გამიგია, ვიგრძენი როგორ გაჩერდა ჩემს ირგვლივ სამყარო, სუნთქვა შემეკრა და მზერა დამებინდა, შევბარბაცდი და კედელს მივეყრდენი, ბუნდოვნად ვხედავდი ჩემსკენ მომავალ აზრაელს, მერე ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ჩავიკეცე...
* * *
მე და ჯესი საავადმყოფოს მოსაცდელში ვიჯექით ლუკას დედის გვერდით, ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ლუკას დედას ასეთ მდგომარეობაში, გაფითრებული, უმაკიაჟო და გადაღლილი სახით, უმოძრაოდ იჯდა, ხელში მომცრო ლოცვანი ეჭირა და ერთ წერტილს იყო მიშტერებული.
ლუკა ისევ რეანიმაციაში იწვა და ექიმები ვერაფრის იმედს ვერ იძლეოდნენ, როგორც კი მისი ამბავი შევიტყვე მაშინვე წამოვედი აზრაელის სახლიდან, მან რათქმაუნდა მარტო არ გამომიშვა და ახლა ჩემს წინ კედელს მიყრდნობილი იდგა უემოციო სახით, ჩვეულ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი და უხმოდ ათვალიერებდა გარემოს, შევამჩნიე დროდადრო როგორ ეჭვის თვალით უყურებდა ჯესი.
- ჯეს წამოდი ყავა მოვიტანოთ, -მივმართე და წამოვდექი.
- თქვენც დალევთ ყავას? -ჯესი ლუკას დედას მიუახლოვდა და მსუბუქად შეეხო.
- არა, ახლა მხოლოდ ის მინდა რომ ექიმი შემოვიდეს და თქვას რომ ყველაფერი კარგადაა, -ამოიკვნესა ქალმა, -სხვა არაფერი მჭირდება.
თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მოვუჭირე და აზრაელს შევხედე, -შეგიძლია ცოტა ხნით ქალბატონ ემასთან დარჩე? ჩვენ მალე მოვალთ, -აზრაელმა უხმოდ დამიქნია თავი.
დერეფანში ჩემს უკან მომავალმა ჯესიმ ხელში ხელი მტაცა და შემაჩერა, -მოიცადე, რა დროს ყავაა, შენთან სალაპარაკო მაქვს.
- გთხოვ ჯესი სხვა ადროს იყოს, ახლა ვერაფერზე ვფიქრობ.
- ჰო აშკარად ვერაფერზე ფიქრობ, მომახალა გაბრაზებული ხმით და დოინჯშემოყრილი დამიდგა წინ,
-კეთილი ინებე და ამიხსენი სად იყავი დაკარგული ეს დღეები, ტელეფონს რატომ არ პასუხობდი, ან ეს უცნაური ტიპი ვინ არის?
- უცნაური? აზრაელზე ამბობ? -გავიკვირვე მე.
- აზრაელი? სერიოზულად? ალბათ ხუმრობ, მართლა აზრაელი ჰქვია?
- რატომ უნდა ვხუმრობდე, ის ჩემი ძველი ნაცნობია და აქ მომავალი შემთხვევით შევხვდი და ჰო ნამდვილად ასე ჰქვია, რაც შეეხება ჩემს გაუჩინარებას უბრალოდ ცოტა ხნით ყველაფრისგან დასვენება მინდოდა.
ვუთხარი და თავი საშინლად ვიგრძენი იმის გამო რომ ვატყუებდი, არადა ისე ძალიან მინდოდა აზრაელის შესახებ ჯესისთვის სიმართლე მომეყოლა, საქმე ის არის გაიგებდა კი?
- ძველი ნაცნობი? -ჯესის აშკარად ეტყობოდა რომ არ დაიჯერა რაც ვუთხარი, -შენი ყველა ნაცნობი მშვენივრად ვიცი ძველებიც და ახლებიც, ის კი არცერთი მათგანი არ არის.
- მართლა ასეა ჯერ, არ გატყუებ.
- რაკი შენ ამბობ რომ ასეა ესე იგი ასეა -გამიღიმა უცნაურად მალე დანებებულმა, რაც ლუკას მდგომარეობას მივაწერე, -მე მიყვარხარ და მჯერა შენი, თანაც მართლა მიკვირს რა იღბლიანი ხარ, შუაგულ ნიუიორკში ყოველთვის კი ვერ შეხვდები ასეთ არანორმალურად სიმპათიურ ბიჭს რომელსაც აზრაელი ჰქვია.
- ეგ რა შუაშია მე ხომ გითხარი აზრაელი მხოლოდ ჩემი ძველი...
უეცრად ჩვენს გარშემო ჩამოწოლილი იშვიათი სიმშვიდე ქალის განწირულმა კივილმა გაჰკვეთა და საუბარი შეგვაწყვეტინა.
- მგონი ემას ხმაა, ლილა სწრაფად, -ჯესი მიმღებისკენ გაიქცა, ემა სავარძელში იჯდა გაფითრებული, თავზე ექთანი დასტრიალებდა, აზრაელი იქვე იდგა, დაბნეული აქეთ-იქეთ იყურებოდა და ვერ გაეგო რა ექნა, ჯესი ემას მიუჯდა გვერდით, მე აზრაელს დავუძახე.
- რა მოხდა? ემას რა დაემართა?
- გახვედით თუ არა ექიმი შემოვიდა და თქვა რომ შენს მეგობარს გული გაუჩერდა, თქვა რომ ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად...
სუნთქვა შემეკრა, თვალებზე თითქოს ბინდი გადამეკრა, მისი მკლავები რომ არა ალბათ უსულოდ გავიშოტებოდი იატაკზე, სამყარო ჩემი ლუკას გარეშე? ამის წარმოდგენა არ სემეძლო.
- კარგად ხარ? -მკლავებში მოქცეულს შეწუხებული სახით დამყურებდა ზემოდან.
- არ ვიცი, მე... მგონი არ ვარ კარგად, მას რომ დაემართოს რას ვიზავ, არ ვიცი... -ძლივსგასაგონად ვხაოდი და მთელი ძალით ვეჭიდებოდი მკლავებზე, თავის შეკავება აღარ შემეძლო, ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა, ლოყებს ჩამოუყვნენ და გულისპირში ჩაიღვარნენ, აზრაელს არაფერი უთქვამს, ახლოს მიმიზიდა და გრძელი თლილი თითებით მომწმინდა ლოყებზე ღვარად ჩამოდენილი მლაშე სითხე.
- ყველაფერი კარგად იქნება, გთხოვ შემომხედე, -ისეთი სახით მიყურებდა თითქოს რაღაც ძალიან დიდი დილემის წინაშე იდგა.
- ეს ადამიანი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?
- მნიშვნელოვანია, ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მნიშვნელოვანი, ლუკას გარეშე ამ სამყაროს წარმოდგენა არ მინდა, უბრალოდ არ შემიძლია გესმის? თანაც ჩემს ბინაში დაემართა რაღაც, ჩემს გამო, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, ვერასოდეს.
ერთხანს თვალისდაუხამხამებლად მიყურებდა, მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ რაც მოხდა არასდროს დამავიწყდება, ორი ნაბიჯით დამშორდა, ხელები გაშალა, თავი მაღლა ასწია, თვალები დახუჭა და ჩვენს გარშემო ჰაერი წამიერად შედედდა, ყველა და ყველაფერი გაშეშდა, აზრაელმა თვალები გაახილა, მიიხედ-მოიხედა და შემდეგ თბილად გამიღიმა.
- წამოდი შენი მეგობარი მოვინახულოთ.
* * *
საავადმყოფოში ყველა და ყველაფერი გაშეშებული იყო, თითქოს დრო ერთ ადგილზე გაიყინა,
სანამ რეანიმაციამდე მივიდოდით, დერეფანში გზა ავუქციეთ საკაცეს, დონატით ხელში გაშეშებულ დაცვას და საოცრად უცნაურ პოზაში გაყინულ ექთანს.
- კი მაგრამ ამას როგორ აკეთებ?
- ხომ გითხარი რომ დროის შეჩერება შემიძლია, -ნაბიჯი არ შეუნელებია ისე მიპასუხა, -ამას შენც შეძლებ როცა შენს წვრთნას დავასრულებთ.
რეანიმაციაში შევედით, ლუკა უამრავ მილში და რაღაც ჩემთვის უცნობ აპარატებში გახლართული იწვა, თავზე ექიმი ედგა, გვერდით ორი ექთანი, გაფითრებული იყო და მკვდარს ჰგავდა, მისმა ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ გული მომიკლა და ერთ ადგილზე გამაშეშა, აზრაელმა მანიშნა საწოლს მეტად არ მოუახლოვდეო, თვითონ მასთან ახლოს მივიდა ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.
რატომღაც ვიფიქრე რომ რასაც ვხედავდი მეჩვენებოდა, აზრაელის სახე უცნაურად გაბრწყინდა, ნათელმა სახიდან ნელ-ნელა კისრისკენ გადაინაცვლა, მოკლემკლავიანი მაისურის ქვეშ კარგად ჩანდა მკერდიდან როგორ მოიწევდა სინათლე მკლავებისკენ და ხელებთან გროვდებოდა, პირდაღებული და ფაქტიურად გაოცებისგან სრულიად პარალიზებული შევცქეროდი ამ საოცარ სანახაობას, როგორი ირონიულია ეს ყველაფერი, ვინ დაიჯერებს? ჩემი საუკეთესო მეგობრის საწოლთან სიკვდილის ანგელოზი დგას რომელიც ამავდროულად ჩემი შეყვარებულია და მის გადარჩენას ცდილობს.
დავინახე როგორ აიღო ლუკას ხელი ხელში და ორივე ხელით მაგრად მოუჭირა, კაშკაშა სინათლემ ლუკას მკლავზე გადაინაცვლა და მთელ მის სხეულზე გაიფანტა, ერთხანს ასე იდგა და მისი ხელი ხელში ეჭირა, ნათლად დავინახე როგორ შეეცვალა ლუკას სახეზე ფერი, ლოყები აუვარდისფრდა და მკერდმა მოძრაობა დაიწყო, ის სუნთქავდა...
აზრაელმა უცნაურად დაღლილი სახით შემომხედა და ხელი გამომიწოდა, თითები შევაგებე, გარეთ გამიყვანა და დერეფანს გავუყევით, ლუკას დატოვება არ მინდოდა მაგრამ იქ ვერ დავრჩებოდი.
- აქედან უნდა წავიდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, გთხოვ ნუ შემეწინააღმდეგები, შენს ბინაში ვეღარ დაბრუნდები, ჩვენთან იცხოვრებ, მეგობარს დაემშვიდობე, დეიდაშენთან კი საქმეს ისრაფიელი მოაგვარებს, ის იფიქრებს რომ შენ მთელი ზაფხული სამოგზაუროდ იქნები წასული.
ეს ყველაფერი ერთბაშად მომაყარა, მერე ღრმად ამოისუნთქა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, მეც გავყევი, დერეფანს გავცდით თუ არა ყველაფერი გამოცოცხლდა, აპარატურამ და ექიმებმა ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს, სწრაფი ნაბიჯით მიმავალს ძლივს დავეწიე.
- არ იყავი ვალდებული ლუკა გადაგერჩინა მაგრამ მაინც დაეხმარე, მადლობა, ვერ ვხვდები რა და როგორ გააკეთე მაგრამ რომ არ გაგეკეთებინა... არ ვიცი მე, მე უბრალოდ რას ვიზამდი არ ვიცი...
- შეგიძლია მადლობა იმით გადამიხადო რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთო როგორც გეტყვი? შენი და შენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის ასეა საჭირო, -ნაბიჯი არ შეუნელებია ისე მითხრა, ნეტავ რისი თქმა უნდოდა? ანუ სწორად მივხვდი და ლუკას მგომარეობა მართლაც ჩემთან არის დაკავშირებული? იქნებ დემონებმა მომაკითხეს და... არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა...
მოსაცდელში აღელვებული ჯესი დაგვხვდა, -სად დაიკარგეთ? თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, ლუკა კარგად არის ახლახანს ექიმმა გვითხრა რომ უბრალოდ რაღაც შეცდომა მოხდა და სულ მალე გონს მოვაო, -ჯესი ჩამეხუტა და ხელები მაგრად შემომხვია.
- ძალიან მიხარია რომ ყველაფერი კარგად არის ჯესი მაგრამ ახლა იძულებული ვარ რომ მარტო დაგტოვო, გეფიცები შემდეგ ყველაფერს აგიხსნი, -მიჭირდა მისთვის ამ სიტყვების თქმა მაგრამ ვიცოდი ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო მათგან რაც შეიძლება შორს ყოფნა.
ხელი გამიშვა, ცივად მომშორდა, ერთხანს მოღუშული მიყურებდა მერე აზრაელს მიუბრუნდა და ცოტა არ იყოს უკმეხად მიმართა, -იქნებ ცოტა ხნით მარტო დაგვტოვო, ჩემს მეგობართან სალაპარაკო მაქვს.
აზრაელმა უხერხულად აიჩეჩა მხრები, დაღლილი მზერა შემავლო, ნაძალადევად გაიღიმა და მოსაცდელიდან გავიდა.
- რა გჭირს ლილა, ბოლოს და ბოლოს მეტყვი? ან ეს ბიჭი ვინ არის? რამე შარში ხარ გახვეული? მითხარი, ხომ იცი ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, -მომაყარა ერთბაშად.
- კარგი რა, ხომ მიცნობ ასე უბრალოდ შარში არ ვეხვევი ხოლმე, დრო მოვა და ყველაფერს აგიხსნი ახლა კი არ შემიძლია, მეტს ვერაფერს გეტყვი, მაპატიე, -კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და ზურგი შევაქციე, არავინ იცის რად დამიჯდა ამის გაკეთება და მისი მარტო დატოვება, მოსაცდელიდან გამოსვლისას უკან მივიხედე და დავინახე როგორი წარბშეჭმუხნილი და გაბრაზებული მიყურებდა...
* * *
საავადმყოფოს წინ ტაქსს ხელი დავუქნიე და გავაჩერე, -სავალდებულოა ტაქსით წავიდეთ? თანაც რა საჭირო იყო შენი ბინიდან ნივთების წამოღება, შეგეძლო ყველაფერი თავიდან გეყიდა, -აზრაელი აშკარად უკმაყოფილო იყო და მთელი მისი ხმა და გარეგნობა საშინელ დაღლილობას გამოხატავდა.
- რამდენიმე საჭირო ნივთი უნდა ავიღო, ალბათ ჯობია ჩემს ბინამდე ტაქსით მივიდეთ, იქიდანაც ჩანთები გვექნება წასაღები და მგონი შენი ფრთები ახლა ვერ დაგვეხმარება.
- ჰოო, იყოს ისე როგორც შენ გინდა, ისე უნდა გითხრა რომ ტაქსით არასდროს მიმგზავრია.
- ჰოდა როდისმე ხომ უნდა გემგზავრა, -შევცინე მე და დავინახე როგორ ნაძალადევად გამიღიმა, არა, რაღაც აშკარად ვერ იყო რიგზე.
ჩემი ბინის კარს პოლიციის ყვითელი ლენტი ჯვარედინად ჰქონდა გადაკრული, კარი გავაღე, მის ხელში წამიერად აელვარდა ბასრპირიანი მახვილი, რომელიც დღეს რატომღაც არ შემიმჩნევია.
- ეს მახვილი საიდან მოიტანე?
- მთელი დღე თან მქონდა, ჩვენი, ანუ ანგელოზების იარაღი არ ჩანს მანამ სანამ ჩვენ არ გვსურს რომ გამოჩნდეს, ახლაც არამგონია რამეში დაგვჭირდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ბინაში პირველი შევიდა, მისაღებში ყველაფერი თავდაყირა იდგა, ავეჯი გადაყირავებული იყო და ყველგან სისხლის კვალი ჩანდა, ვეცადე წარმომედგინა აქ რა მოხდა მაგრამ რატომღაც მხოლოდ სასიკვდილოდ დაჭრილ და დაგლეჯილ ლუკას ვხედავდი, იმაზე ფიქრი რომ ჩემს გამო იყო ასეთ დღეში მკლავდა და მანადგურებდა, ვეღარ გავუძელი, თავზე ხელები შემოვიჭდე და ჩავიმუხლე.
- როგორ ფიქრობ აზრაელ ეს დემონების გაკეთებულია?
- კი ვფიქრობ ისინი იყვნენ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ? ასე რატომ რისკავენ? -მომიახლოვდა, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და მხარზე ხელი დამადო, ჩაფიქრებული იყო, როგორც ჩანდა მასაც კი უჭირდა იმის გაგება და გააზრება თუ რატომ მოიქცნენ დემონები ასე და მე მითუმეტეს ვერაფერს მივხვდებოდი.
- ცოტა უნდა ვიჩქაროთ, აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით, დემონები ისე თუ გათავხედდნენ რომ შენს ბინაში ადამიანს თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს, გამორიცხული არ არის ისევ მოაკითხონ აქაურობას, მე კი ახლა შენი დაცვა გამიჭირდება.
- რა ხდება, კარგად ხარ? -ყურადღებით შევათვალიერე მაგრამ ერთი შეხედვით მშვენივრად გამოიყურებოდა.
- უბრალოდ ცოტა დავიღალე, -ნაძალადევად გამიღიმა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა.
ნივთები უცბად ჩავალაგე, და ტერასაზე ავედი რომ ლეპტოპი ამეღო, მაგიდასთან ძირს რაღაც შევამჩნიე, დავიხარე, ნაცრისფერ ფილაქანზე უზარმაზარი ოქროსფრად მოელვარე ბუმბული ეგდო.
- შეუძლებელია, -არმომხდა გაოგნებულს, -შეუძლებელია, ეს სიმართლე ვერ იქნება, -არამგონია რომელიმე ჩიტს ასეთი ბუმბული ჰქონოდა, ნუთუ ეს... არა ეს ვერ მოხდებოდა, აქ თუ რომელიმე ანგელოზი იყო ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ერთ მხარეს ნამდვილად არ არის, ესე იგი რომელიღაც ანგელოზსს დემონებთან კავშირი აქვს და ერთად მოქმედებენ.
- ფრთხილად უნდა იყო ლილა, -გამამხნევებლად შევუძახე ჩემს თავს, -ყველას არ უნდა ენდო, დღეიდან უფრო მეტი დაკვირვება გმართებს.
ბუმბული ჯიბეში ჩავიდე და კიბეზე დავეშვი, ახლა ამწუთას აზრაელისთვის ამ ყველაფრის თქმა სულაც არ მეჩვენებოდა სწორად, კობეს ჩავცდი თუ არა შემომეგება.
- ტერასაზე დიდხანს შეყოვნდი მოხდა რამე?
- არაფერი, უბრალოდ ამას ვეძებდი, -ლეპტოპი დავანახე და კარი გავაღე.
- დარწმუნებული ხარ რომ სხვა არაფერი მომხდარა? -ეჭვნარევი ხმით მკითხა, თავი გავაქნიე უარის ნიშნად და უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
- წავედით?
იმ გზის გავლას ქალაქის ცენტრიდან ანგელოზების სახლამდე იმ ღამით აზრაელმა რომ დემონებისგან გადამარჩინა რამდენიმე წუთი მოვუნდით, ახლა კი ტაქსით მგონი უსასრულოდ გაიწელა, აზრაელი ჩემს გვერდით იჯდა, არ საუბრობდა და უცნაურად იყო მოთენთილი, ვხედავდი როგორ ცდილობდა რომ თვალები არ დაეხუჭა, ბოლოს ვეღარ გაუძლო, თავი მხარზე მომაყრდნო და გაითიშა, მაგრად მოვხვიე მკლავები და ვეცადე რომ თავი კომფორტულად ეგრძნო, შეშინებული დავყურებდი მთლად მოდუნებულს და მოღვენთილს, გაფითრებული იყო და სუსტად სუნთქავდა, მისი ასეთის ხილმა ჩემთვის წამოუდგენელი იყო, რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილსაც მივაღწიეთ, დანიელი და რემიელი ჭიშკართან გველოდნენ, კარი გავაღე, გაფითრებული და უგონოდ მყოფი აზრაელის დანახვისას სახე შეეცვალათ, რემიელმა მანქანიდან გადმოიყვანა, დანიელმა კი ჩემს ჩანთას დაავლო ხელი და წინ გამიძღვა.
- დანიელ რა სჭირს? გზაში ცუდად გახდა და გაითიშა, რა დაემართა? -ხმა მიცახცახებდა და ძლივს ვახერხებდი საუბარს, დანიელმა ნაძალადევად გაიღიმა.
- არსებობს ისეთი რაღაცები რისი გაკეთებაც ჩვენთვისაც კი შეუძლებელია და თუ გავაკეთებთ მაშინ საკუთარ თავს ვვნებთ, იმას რაც აზრაელმა გააკეთა ძალიან ბევრი უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს.
- რას გულისხმობ?
- იმას რაც საავადმყოფოში გაკეთა, მისთვის ამის უფლება არ უნდა მიგეცა თუმცა შენ არაფერი იცი და თან მესმის შენი, ლუკა შენი მეგობარია...
- მოიცადე, შენ რა მე მადანაშაულებ, -აცახცახებული ხმით ვკითხე, ჩანთა ძირს დაუშვა და მომიბრუნდა, თვალები ამღვრეული ჰქონდა, ნიკაპი ნერვიულად უთრთოდა, მგონი მას ჩემზე არანაკლებ ეშინოდა რომ შეიძლებოდა აზრაელს რამე სერიოზული მოსვლოდა, ან იქნებ ჩემზე ბრაზობდა და მიტომ იქცეოდა ასე.
- მაპატიე ლილა, უბრალოდ ძალიან ვღელავ, შენ არაფერ შუაში ხარ, მართლა, -გაღიმება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, -მაპატიე კარგი? მაპატიე, შენ კი არა ჩემს თავს ვადანაშაულებ.
- შენ რა შუაში ხარ?
- შენი მეგობარი უფრო უკეთ უნდა დაგვეცვა და ასეთი რამ არ მოხდებოდა, დღეს აქედან როგორც კი წახვედით მაშინვე მივხვდი რომ აზრაელი რაღაც ასეთს გააკეთებდა, ჯანდაბა, ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, ხომ იცოდა რომ ეს შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა...
- ვერაფერი გავიგე, თავში ყველაფერი ამერია, მართლა არაფერი არ ვიცი რაც თურმე ჩემს ზურგს უკან ხდება და რასაც მიმალავთ, ჩემს მეგობარს იცავდით, აზრაელი კი შეიძლება იმის გამო დაიღუპოს რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, რა ჯანდაბა ხდება, -საფეთქლებზე შემოვიჭდე თითები და კბილი კბილს დავაჭირე, ახლა გულიანად ღრიალი ყველაფერს მერჩივნა.
- დამშვიდდი და წამოდი, ახლა ერთად ყოფნა გვჭირდება, -დანიელმა ზურგი შემაქცია და შესასვლელიკენ წავიდა, უკან ავედევნე და კარებთან კიდევ ერთხელ შევაჩერე.
- ხომ კარგად იქნება? მითხარი რომ კარგად იქნება გთხოვ, -თითქმის ვემუდარებოდი და ჩემს ხმაში მუდარა თვითონაც მაკვირვებდა.
დანიელი ჩემსკენ მოტრიალდა და თვალებში ჩამხედა, ამჯერად უფრო მშვიდი ჩანდა, დაკვირვებით მიყურებდა და თბილად მიღიმოდა.
- სიმართლე რომ გითხრა ასეთ რეაქციას არ ველოდი, შენ აზრაელი მართლაც ძალიან გიყვარს და მისი ბედი გადარდებს, მიხარია რომ მის გვერდით ხარ, ნუ გეშინია, კარგად იქნება, უბრალოდ ცოტა დასვენება სჭირდება, საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებ, მან იცოდა რასაც აკეთებდა, -გამიღიმა, მხარზე ხელი მომითათუნა და შესასვლელისკენ მანიშნა.
* * *
მთელი ღამე მის საწოლთან გავატარე, ერთი წამითაც კი არ მომიხუჭავს თვალი, შუბლი უხურდა და ბორგავდა, ოფლი წვეთებად ჩამოსდიოდა სახეზე, ჰანიელმა მოვარდისფრო ნაყენით სავსე თასი და პირსახოცები შემოიტანა და საწოლთან მდგარ ტუმბოზე დააწყო, თასში მდგარი სითხე ცივი იყო და უცნაური ვერცხლისფრად მოელვარე ორთქლი ასდიოდა.
- პირსახოცები ნაყენში დაასველე და შუბლზე და მკერდზე დააფინე, მე დასალევ ნაყენს მოვუმზადებ ოღონდ უნდა დამეხმარო რომ როგორმე დავალევინოთ, აზრაელს ეგ ნაყენი ეზიზღება.
- კარგი, -თავი დავუქნიე და პირსახოცს დავწვდი, ცხოვრებაში პირველად მიხაროდა ასე ძალიან რომ მარტო არ ვიყავი, ისინიც ჩემს გვერდით არიან და მეხმარებიან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ კარგად იყოს, მისი ხელი ავიღე და ტუჩებთან მივიტანე.
- გთხოვ მალე გამოკეთდი, უშენოდ რა უნდა გავაკეთო არ ვიცი, მე შენ მჭირდები, გესმის? მალე უნდა დამიბრუნდე, უნდა ეცადო...
- ლილა არ დამტოვო, -ძლივს გასაგონად მომესმა მისი ხმა, დავხედე, ტუჩებს ამოძრავებდა მაგრამ აღარაფერი მესმოდა, დავიხარე, აზრაელმა თვალები გაახილა, შემომხედა მაგრამ ვერ მივხვდი მხედავდა თუ არა...
- მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, -ამოიჩურჩულა, თავი უკან გადაუვარდა და ისევ გაითიშა, რამდენიმე წამს გაშეშებული ვიჯექი და ჩემს შიგნით მბორგავ გრძნობათა ქარიშხალს ვებრძოდი, მერე ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გავიგე, დანიელი იყო.
- დაღლილი სახე გაქვს, არ გინდა ცოტა ხნით შეგცვალო?
- არა დანიელ მასთან მე დავრჩები, ოღონდ ძალიან გთხოვ მითხარი, ეს მართლა ჩემი მეგობრის გამო დაემართა? იმის გამო რომ ის გადაარჩინა?
ერთ წამს თვალებში მიყურებდა და თითქოს ყოყმანობდა. მერე უხმოდ დამიქნია თავი, საწოლს მოუახლოვდა, ღიმილით დახედა მძინარს და ბალიში შეუსწორა, მაკვირვებდა მისი ასეთი დამოკიდებულება, აშკარა იყო რომ აზრაელი ძალიან უყვარდა და აფასებდა.
- ეს როგორ მოხდა, რა გააკეთა ისეთი რომ ასე ცუდად გახდა, -მაინც ვერ ვისვენებდი მინდოდა ყველაფერი დაწვრილებით მცოდნოდა, უმცირეს დეტალებამდე.
- თავისი სასიცოცხლო ენერგია გაუნაწილა, შენი მეგობარი ძალიან ცუდად იყო და აზრაელს ბევრი ენერგიის გაღება დასჭირდა, ალბათ არ დამიჯერებ და ასეთი რამ პირველად გააკეთა, მაგრამ ნუ ინერვიულებ გამოკეთდება, ხვალ დილით ისევ ისე იქნება როგორც უწინ, მე გვერდით ოთახში ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე,
-მხარზე დამადო ხელი, ფრთხილად მაკოცა თავზე, მერე გავიდა და კარი უჩუმრად გაიხურა, საწოლთან იატაკზე დავჯექი და აზრაელს მივაშტერდი, ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო, ჩემი მეგობრის გამო, ლუკას გამო იყო ახლა ასეთ დღეში... ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა.
- ეი ძილისგუდავ გაიღვიძე, -მხარზე ფრთხილად მეხებოდა ვიღაც, დაფეთებული წამოვხტი, აზრაელს ეღვიძა, კარგად გამოიყურებოდა, ფანჯარას შევხედე, თენდებოდა.
- კარგად ხარ? მგონი სიცხე აღარ გაქვს, -მისკენ დავიხარე და შუბლზე ხელი დავადე.
- შეგიძლია ტუჩებით ნახო, ვიცი რომ ასე უკეთ იგებენ ავადმყოფს ისევ აქვს თუ არა სიცხე.
შევხედე, მის თვალებში მხიარული ნაპერწკლები ცეკვავდნენ და ისე თბილად მიღიმოდა... თვალით თავის გვერდით, საწოლზე მანიშნა, -მოდი ცოტა ხანს დაწექი, დასვენება ნამდვილად არ გაწყენდა, ალბათ მთელი ღამე ასე მჯდომარემ გაატარე, დაიღლებოდი.
აშკარად უკეთ იყო, შვებით ამოვისუნთქე და უცებ თვითონაც არ ვიცი რატომ მაგრამ წარმოუდგენელმა სიბრაზემ შემიპყრო...
- შეგიძლია მითხრა ეს თუ ასე საშიში იყო რატომ გააკეთე? -ვკითხე და მანაც გაოცებისგან გაფართოებული თვალებით შემომხედა.
- ის შენი მეგობარია ლილა, შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, ის კი შენთვის არის მნიშვნელოვანი ანუ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, იქ საავადმყოფოში მივხვდი, მას რომ რამე დამართნოდა შენს თავს ვერასოდეს აპატიებდი, ასეთი ტვირთით ცხოვრება კი ადვილი არ არის, მერწმუნე ეს მე ძალიან კარგად ვიცი, თანაც ხომ ხედავ უკვე კარგად ვარ, შენი მეგობარი კი კვდებოდა, ასე ნუ მიყურებ, მოდი ჩემთან,
საწოლში წამოჯდა, ხელი მომკიდა, გვერდით მომისვა და გულზე მიმიხუტა, თავის შეკავება ვეღარ შევძელი და ავსლუკუნდი.
- მტირალა ხარ და ძალიან საყვარელი, ეგოისტურად მსიამოვნებს რომ ასე ღელავდი ჩემზე.
გაეცინა როცა მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე, მერე ხელები სახეზე მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა, ცრემლი მომწმინდა და თმაზე ხელი გადამისვა, ის ისე ახლოს იყო ჩემთან... ვუყურებდი მის ლამაზ შავ თვალებს, დახვეწილ ნაკვთებს, ტუჩებს რომელთა კოცნაც... არა რაზე ვფიქრობ, რა გემართება გამოფხიზლდი ლილა, -უჩუმრად შევუძახე ჩემს თავს, ხელი სასწრაფოდ გავაშვებინე და წამოვხტი.
- ძალიან შემაშინე, მაგრამ რაკი გამოფხიზლდი და ხუმრობ კიდეც ესე იგი კარგად ხარ, მე სამზარეულოში ისრაფიელს უნდა დავეხმარო საუზმის მომზადებაში, შენც ადექი და ჩამოდი, მივაყარე უცბად და უკანმოუხედავად გამოვვარდი ოთახიდან, მისი მხიარული სიცილი მომყვა ფეხდაფეხ.
* * *
საუზმეზე ურიელი არსად ჩანდა, -სად არის? -შევეკითხე ისრაფიელს.
- სავარჯიშო დარბაზშია, ორი დღეა იქიდან არ გამოდის, აქვს ხოლმე ხანდახან ასეთი დღეები, -მიპასუხა და შეწყვეტილი საუბარი გააგრძელა რამიელთან.
- ესე იგი აქ სავარჯიშო დარბაზიც გაქვთ? -მივუბრუნდი აზრაელს რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, ისრაფიელის მომზადებულ უცნაურ ფაფისმაგვარ რაღაცას შეექცეოდა და გუშინდელთან შედარებით მშვენივრად გამოიყურებოდა.
- ჰო და საუზმის შემდეგ მინდა დაგათვალიერებინო, ცოტა წავივარჯიშოთ კიდეც, თუ გინდა გამოიცვალე, რამე ვარჯიშისთვის უფრო შესაფერისი ჩაიცვი და ჩამოდი, კიბესთან დაგელოდები.
მის გვერდით მჯდომმა სარიელმა თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიფხუკუნა, -შენი საქმე წასულია ლილა, სპარტელების წვრთნები მონაგონი იქნება, ისეთ დღეში ჩაგაგდებს.
აზრაელმა იდაყვი წაკრა და წამოდგა, -შენ ამას ნუ უსმენ, სარიელისთვის მხოლოდ მუსიკა და მხატვრობა არსებობს, ყველანაირი სპორტი კი ტყუილი დროის ხარჯვაა.
- სერიოზულად? ხატვა მეც მიყვარს, -გავუღიმე სარიელს და მისი გახარებული სახის დანახვისას საოცარი სიამოვნება ვიგრძენი, -მოხარული ვიქნები თუკი რაღაც - რაღაცებს მასწავლი.
- დიდი სიამოვნებით ჩაგიტარებ გაკვეთილებს, როცა შენ ამის სუირვილი გექნება, -თვალი ჩამიკრა და გულიანად გამიღიმა.
* * *
უბრალო შავი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი ვიწრო მაისური ჩავიცვი, აზრაელი კიბესთან დერეფანში მელოდა.
- სავარჯიშო დარბაზი დერეფნის ბოლოშია, მის გვერდით კი იარაღის დარბაზი გვაქვს.
- მართლა? არ შეიძლება რომ ჯერ იარაღები დავათვალიეროთ? ალბათ ანგელოზებს უამრავი ძალიან მაგარი რამ გაქვთ.
- პატარა ბავშვივით იქცევი, -გაეცინა და ცხენის კუდივით შეკრული თმა დამქაჩა.
- ჯერ ვარჯიში, იარაღების ნახვას ყოველთვის მოასწრებ.
სავარჯიშო დარბაზი უზარმაზარი იყო, მაღალჭერიანი, უამრავი სხვადასხვა სახის ჩემთვის გაუგებარი მოწყობილობით სავსე, შუა დარბაზში ურიელი იდგა, ფრთებგაშლილი, ხელში სავარჯიშო კეტით, დაგვინახა თუ არა ჩვენსკენ წამოვიდა და აზრაელს გადაეხვია.
- მიხარია რომ კარგად ხარ ძმაო, -თბილი ხმით უთხრა, მერე მე მომიბრუნდა და სცადა გულითადი ღიმილით ეთქვა სათქმელი.
- მიხარია შენი ნახვა ლილა, -ერთხანს უხმოდ ვუმზერდი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ბოლოს როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე.
- ლამაზი ფრთები გაქვს ურიელ, -ურიელის უზარმაზარი, რბილბუმბულიანი ფრთები ოქროსფრად ელავდა...
უცნაური გამჭოლი მზერით შემომხედა, თითქოს ჩემი სიტყვების უკან რამე ქვეტექსტს ეძებდა, ბოლოს გამიღიმა და თავი დამიკრა.
- გმადლობ კომპლიმენტისთვის, -მითხრა დაბალი სასიამოვნო ხმით და დარბაზიდან გავიდა, აზრაელს მივუბრუნდი.
- სხვა ანგელოზებსაც აქვთ ოქროსფერი ფრთები თუ მხოლოდ ურიელს? -შევეკითხე ისე სასხვათაშორისოდ, აზრაელმა შუბლი შეჭმუხნა.
- მხოლოდ მას აქვს, მაგრამ ასე ძალიან რატომ დაგაინტერესა მისმა ფრთებმა?
- ისე უბრალოდ, -ვუპასუხე და ყურადღების გადასატანად რაღაც უცნაურ სავარჯიშო მოწყობილობაზე მივუთითე.
- ამას რისთვის იყენებთ?
- პატარა ეშმაკუნა, სხვა რაღაცაზე ცდილობ ყურადღების გადატანას? -თავი გვერდზე გადააგდო და მომხიბვლელი ღიმილით გამიღიმა, -ნეტავ მართლა შემეძლოს აზრების კითხვა რომ გავიგო თავში რა გიტრიალებს და რაზე ფიქრობ.
მაშინ პირველად ვიფიქრე რა კარგი იყო რომ არცერთ მათგანს არ შეეძლო აზრების კითხვა.
აზრაელმა დარბაზი დამათვალიერებინა, სათითაოდ მაჩვენა ყველა სავარჯიშო მოწყობილობა და ამიხსნა რისი გაკეთება იყო საჭირო.
- ფრთები ძალიან დიდი და მძიმეა და მათ სამართავად ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო, ძლიერი მხრები და ზურგი გჭირდება, შენ კი აშკარად არასოდეს გივარჯიშია, ხომ ასეა.
რა მეთქმოდა, უხერხულად გავიღიმე, სპორტი არასდროს მყვარებია, ახლა ვნანობდი რომ არასდროს ვცდილობდი იმ ადამიანების გაგებას მთელ დღეებს სპორტდარბაზში რომ ატარებენ, მთელი დღე თუ არა დილაობით მაინც რომ მერბინა ხოლმე...
- რაზე ჩაფიქრდი?
- იმაზე რომ სულ ცოტა დილაობით სირბილი შემეძლო მაგრამ არასოდეს მივარჯიშია.
- და რატომ არ დარბოდი?
- იმიტომ რომ მთელი ღამე კოშმარებით დაღლილს დილით არაფრის ხალისი აღარ მქონდა ხოლმე,
-ნაძალადევად გავიღიმე დ ზურგი შევაქციე.
- უკნიდან მომიახლოვდა და მხრებზე ხელი მომიჭირა, -კოშმარებს ხშირად ხედავდი?
- თითქმის ყოველ ღამე და ყველაზე უფრო მეტად დამღლელი ის იყო რომ წლების განმავლობაში ერთი და იგივე რაღაც მესიზმრებოდა.
- რას ხედავდი სიზმრად?
- უცნაურ მინისკოშკებიან ქალაქს, ტყეს, ჩანჩქერს, შეჯავშნულ ცხოველებს, ჯარისკაცებს... არც კი ვიცი ეს ყველაფერი რას უნდა ნიშნავდეს.
- დრო მოვა და შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება ახლა კი ერთი რამ შემიძლია გითხრა, აქ ჩვენს გვერდით კოშმარები აღარ შეგაწუხებს, ყველაფერი კარგად იქნება ლილა.
- მგონი მართალი ხარ, რაც აქ ვარ მთელი ღამე მშვიდად მძინავს ხოლმე, შენი აზრით ეს რის გამო ხდება, ჩემს ბინაში ცხოვრებისას ღამე არ გავიდოდა რომ რაღაც საშინელება არ დამსიზმრებოდა, ბოლო დროს კი ყველა სიზმარი ისეთი რეალური იყო...
- ეს ადგილი ყველანაირად დაცულია, ალბათ დემონებისგან და სხვა არასასურველი არსებებისგან დამცავი ბარიერები შენს სიმშვიდესაც უზრუნველყოფს, ამ სახლის და ეზოს გარეთ სადაც შენს გარშემო არანაირი ბარიერი არ არსებობს ალბათ რაღაც მოქმედებს შენზე რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით მაგრამ ყველაფერს გავარკვევთ.
უხერხულად შემოვტრიალდი რომ მისთვის სახეში შემეხედა და პირდაპირ მკლავებში ჩავუვარდი, წელზე ხელი მომხვია რომ არ წავქცეულიყავი, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა, ის ისე ახლოს იყო ჩემთან... მუცელში ისევ აფრთხიალდნენ მოღალატე პეპლები, ისევ ვიგრძენი მისი შეხების დაუძლეველი სურვილი, ხელი მისი სახისკენ წავიღე...
- არა ლილა ასე ვერ მოიქცევი ეს არასწორია, -შემომიტია ქვეცნობიერმა.
- კი მაგრამ რატომ? რატომ არ შემიძლია ამის გაკეთება, ხელს რა მიშლის იმაში რომ მოვეფერო, ვაკოცო, რომ ვიგრძნო...
ალბათ მთელი შინაგანი ბრძოლა სახეზე მეწერა, აზრაელი თვალმოუშორებლად მიყურებდა, მერე ნელ-ნელა მიმიზიდა, დიდი შავი თვალებით რომლებშიც ჩემი სახე ირეკლებოდა ახლა ტუჩებზე დამცქეროდა, ცალი ხელი თმებში შემიცურა, ცალით კი უფრო მაგრად მიმიკრა სხეულზე, არ ჩქარობდა, თითქოს ცდილობდა ყველაფერში ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო, გრილი თითებით ნელ-ნელა მეფერებოდა სახეზე, თმებზე და ისეთი მზერით მიყურებდა...
ვეღარ მოვითმინე, კისერზე მოვეხვიე, ხელები შავ, აბრეშუმივით სრიალა თმაში შევუცურე და ჩემსკენ მოვიზიდე, მანაც ვეღარ შეძლო მეტი თავის შეკავება, დავინახე როგორ უცნაურად გაიღიმა და ტუჩებზე დამაცხრა...
თითქოს ტროპიკული ქარიშხალი და ცუნამი ერდროულად დამატყდა თავს, კოცნა იყო სწრაფი და მომთხოვნი, თბილი და ნაზი, მისი ტუჩების ყოველ შეხებაზე მასში ვიკარგებოდი და მე, მე აღარ ვიყავი, მე მას ვგრძნობდი, მის ყოველ ნერვს და უჯრედს, გრძნობებს, განცდებს, ვგრძნობდი როგორ ვუნდოდი და ეს არჩვეულებრივი იყო, ისეთი არაჩვეულებრივი რომ მეც უფრო და უფრო მეტი მინდოდა.
უეცრად ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა მხრები, მაგრამ ამჯერად ჩვეული ტკივილი არ განმიცდია, ეს რაღაც სხვა რამ იყო, უცნაურად სასიამოვნო, იმდენად სასიამოვნო რომ თავი უკან გადავწიე, თვალები დავხუჭე და ჩემდაუნებურად დავიკვნესე, აზრაელმა ხელი გამიშვა და უკან დაიხია, მერე ვიგრძენი როგორ გაიშალა ჩემს მხრებზე ფრთები, რომლებმაც თითქოს თვითნებურად დაიწყეს მოძრაობა და ნელ-ნელა მოვწყდი იატაკს, თვალი რომ გავახილე იატაკიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ,დარბაზის შუაგულში, ჰაერში ვიყავი გამოკიდებული და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, აზრაელს შევხედე, აღფრთოვანებული სახით მიყურებდა ქვემოდან და გამამხნევებლად მიღიმოდა.
- არ შეგეშინდეს, ეს სრულიად ბუნებრივია, უბრალოდ ეცადე ფრთები ნელ-ნელა გააჩერო და მერე მშვიდად დაეშვი ძირს.
- სათქმელად ადვილია, -ჩავიბურტყუნე და ვეცადე როგორმე თითქოსდა თავის ნებაზე მოფარფატე ფრთები შემეჩერებინა, გონება დავძაბე და გამომივიდა კიდეც, თანაც ისე კარგად რომ ძირს ქვასავით დავეშვი და პირდაპირ აზრაელს ჩავუვარდი მკლავებში.
- მგონი ჩემს მკლავებში ყოფნა ძალიან მოგეწონა, -ანცი ბიჭივით მიღიმოდა და მარჯვენა ტუჩის კუთხეს კბილებსშორის აწვალებდა.
- ჰო ამას არ უარვყოფ, მომეწონა, -მივახალე პირდაპირ, -მაგრამ ახლა ის მითხარი ამ ფრთებს რა ვუყო,
-თეთრი ბუმბულებით დაფარული უზარმაზარი ფრთები იატაკამდე იყო დაშვებული და მივხვდი რომ აზრაელი მართალი ყოფილა, საშინლად მძიმე იყო.
- როგორც ყოველთვის იმას ამბობ რასაც ფიქრობ, და ეს ძალიან მომწონს, მაგრამ ახლა უნდა დაწყნარდე და დამშვიდდე, -მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო.
- წვრთნების შემდეგ ფრთების გაშლას და ძალების გამოყენებას მაშინ შეძლებ როცა მოგესურვება მაგრამ ახლა როგორც ვხვდები მხოლოდ მაშინ შეგიძლია მათი გამოყენება როცა აღელვებული ხარ, შეშინებული ან გაბრაზებული, ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ დამშვიდება გჭირდება.
- დაჯექი, -მიმითითა იატაკზე.
იატაკზე ფეხმორთხმით დავჯექი, აზრაელი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, იგივე პოზაში დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.
- თვალები დახუჭე და ეცადე დამშვიდდე.
- ჰო, ისე ამბობ თითქოს შენ გვერდით მშვიდად ყოფნა შესაძლებელი იყოს, -ჩავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე, ჩემს სმენას აზრაელის ჩუმი სიცილი მოსწვდა, ტუჩებზე ჯერ კიდევ მისი ტუჩების სითბოს ვგრძნობდი და ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, სათქმელად ადვილი იყო დამშვიდება.
- ყურადღება მოიკრიბე ლილა, -სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა, მთელი ძალით შევეცადე რომ აღარაფერზე მეფიქრა, ამოსუნთქვა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ჩასუნთქვა, ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ შემიმსუბუქდა მხრები, თვალები გავახილე ფრთები აღარსად ჩანდა, თითქოს არც კი ყოფილა შვებით ამოვისუნთქე.
- ოჰ კიდევ კარგი, თორემ მეგონა ამაღამ ფრთებით მომიწევდა დაძინება.
- ხანდახან როგორი სასაცილო ხარ, -აზრაელი წამოდგა და ხელი გამომიწოდა, -ადექი, ხომ გინდოდა იარაღის დარბაზის დათვალიერება, -მერე ხელი ჩამკიდა და თან გამიყოლა, კარიდან გასვლამდე შეჩერდა მოტრიალდა და მეც შემაჩერა.
- მისმინე, მე უბრალოდ წეღანდელისთვის ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, მაპატიე თუკი რამე არასწორად გავაკეთე, ვიცი რომ უხეში ვიყავი, თავი ვერ შევიკავე, უბრალოდ არ ვარ მიჩვეული რომანტიულ ურთიერთობებს და საპირისპირო სქესთან ურთიერთობის არცთუ ისე მდიდარი გამოცდილება მაქვს...
იდგა ასე ჩემს წინ, დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული და ჩემს განაჩენს ელოდა, ჯანდაბა, ამის მერე კიდევ ჩემს ხასიათს ეძახის ცვალებადს? რამდენიმე ათასი წლის სიკვდილის ანგელოზი იმის გამო მიხდიდა ბოდიშს რომ მწირი გამოცდილება ჰქონდა? სასაცილოა, აბა მე რაღა უნდა ვთქვა ჯერ თვრამეტი წლისაც კი არ ვიყავი.
- კარგი რა, შემიძლია ვთქვა რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო კოცნა იყო, მიუხედავად იმისა რომ აქამდე სხვისთვის არავისთვის მიკოცნია, -ვუთხარი შეძლებისდაგვარად მშვიდად, მერე კარი გავაღე, გამოვედი და სახტად დარჩენილი დავტოვე დარბაზში, დერეფანში დამეწია.
- სიმართლე მითხარი? სერიოზულად? მართლა არავისთვის გიკოცნია? -მომაყარა ერთბაშად, -შენ ხომ თითქმის თვრამეტი წლის ხარ როგორ მოხდა რომ აქამდე არავინ გყოლია?
- და რა არის ამაში გასაკვირი, -მხრები ავიჩეჩე მე, -უბრალოდ აქამდე არავინ შემხვედრია ვის მიმართაც რამეს ვიგრძნობდი, ვინც ამაღელვებდა.
- იმის თქმა გინდა რომ გაღელვებ?
- ჰო, მგონი ეს ცოტა ხნის წინ სრულიად ნათლად გაჩვენე არა? -ჩემი თავის მიკვირდა ასეთი პირდაპირობა, როდის გავხდი ასეთი თამამი, სულ მისი ბრალია, მისი ბრალი იყო რომ მის სიახლოვეს თავს ვერ ვიკავებდი და ათას სისულელეს ვაკეთებდი, თუმცა როგორც ვატყობდი მას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა, ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა, თავი ვეღარ შევიკავე და გულიანად ავკისკისდი, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
- ბოდიში თუ ხელს გიშლით მაგრამ სასწრაფო საქმეა აზრაელ, -ურიელი ჩვენს უკან იდგა, ჰმ, ნეტავ როგორ ახერხებს ასე ჩუმად და შეუჩნევლად სიარულს?
- რა ხდება? -ძირს დამსვა და მაშინვე დასერიოზულდა, -ურიელმა ჩემზე ანიშნა, აზრაელმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
- საჭირო არ არის, ის ჩვენი ოჯახის წევრია, შეგიძლია მასთან ერთად მითხრა ყველაფერი.
- დემონებმა ცოტა ხნის წინ სახლის დამცავ ფარზე შეტევა განახორციელეს, ფარს არაფერი დაშავებია მაგრამ გარეთ ჯერ კიდევ უამრავი დემონი დაძრწის.
აზრაელს სახე შეეცვალა, მან რომ იცოდეს რას მალავს ურიელი, იქნებ ვუთხრა, არა დარწმუნებული არ ვარ რომ ყველაფერი სწორად გავიგე, მგონი სჯობს რომ ჯერჯერობით ცოტა კიდევ მოვიცადო და მოვლენების განვითარებას თვალყური ვადევნო.
- ურიელ ყველას იარაღის დარბაზში დაუძახე, -გასცა ბრძანება აზრაელმა, -ურიელმა უხმოდ დაუკრა თავი.
- წამომყევი ლილა, ხომ გაინტერესებდა იარაღის დარბაზი, ჰოდა ახლა ნახავ.
ანგელოზები რამდენიმე წუთში შეიკრიბნენ, დარბაზი უზარმაზარი იყო, მუქი პრიალა ხის იატაკით და კედლებზე მიდგმული მინის კარიანი ძველებური სტილის კარადებით, რომლებიც უამრავი სხვადასხვა სახის იარაღით იყო სავსე, დარბაზის შუაგულში უზარმაზარი მაგიდა იდგა რომელზეც ხმლები, რამდემიმე სხვადასხვა სახის მშვილდისარი და შუბისმაგვარი მოკლე იარაღები ელაგა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს კედელზე...
არა ეს შეუძლებელია, უბრალოდ წარმოუდგენელია, კედელზე მინისკოშკებიანი ქალაქი იყო გამოსახული, უცნაურად მოელვარე ცით, ულამაზესი იყო, წარმოუდგენლად მშვენიერი...
- მე ეს ქალაქი სიზმარში ვნახე, -უნებურად ხმამაღლა წამოცდა, -რა ადგილია, რა ჰქვია?
შევამჩნიე როგორ გადახედეს ერთმანეთს ანგელოზებმა, ამას აშკარად არ ელოდნენ, აზრაელმა ღრმად ამოისუნთქა.
- ეს ჩვენი მშობლიური სამყაროს მთავარი ქალაქია, ალთეინი, როგორც კი დავბრუნდები მოგიყვები ამ ქალაქის და მამაშენის შესახებ, ახლა ვხვდები რომ დამაგვიანდა ამ ყველაფრის შენთვის მოყოლა მაგრამ არაუშავს, ამას აუცილებლად გამოვასწორებთ, -გულიანად გამიღიმა და იარაღებს მიუბრუნდა...
* * *
ამ უზარმაზარ სახლში სრულიად მარტო დავრჩი, ყველა გავიდა, შავი თითქმის ერთნაირი ტანსაცმლით, ტყავის ქურთუკებით, კაპიუშონიანი ზედებით, სამხედრო ბოტებით და უამრავი სხვადასხვანაირი იარაღით, გასვლის წინ პატარა ბავშვებს რომ უბარებენ მშობლები ზუსტად ისე დამიბარა აზრაელმა რომ სახლიდან არ გავსულიყავი, მერე მომეხვია შუბლზე მაკოცა და დანარჩენებს გაუძღვა, თან რაღაც ჩემთვის გაუგებარ მითითებებს აძლევდა, მგონი საქმე არც ისე კარგად იყო, თავდასხმა ანგელოზების სახლზე? ალბათ ეს სერიოზული პრობლემა უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველანი იმდენად მშვიდად გამოიყურებოდნენ მაინცდამაინც არ შემშინებია იმის გამო რომ შეიძლებოდა დემონებს მათთვის რამე დაეშავებინათ.
ერთხანს უაზროდ დავბოდიალობდი და ყველა ოთახში სათითაოდ ვიჭყიტებოდი, პირველ სართულზე სავარჯიშო და იარაღის დარბაზების გარდა მისაღები, სამზარეულო, და სამუშაო ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე კი მხოლოდ საძინებლები, ამ სახლის ყველაზე ლამაზი და მყუდრო ადგილი ყვავილებით და სხვადასხვა მცენარეებით გარშემორტყმული ვერანდა და მწვანე ხეებით და ბუჩქებით სავსე ბაღი იყო, ბაღში გავედი და ღრმად ჩავისუნთქე სასიამოვნოდ სუფთა ჰაერი, რა სიწყნარეა, ალბათ იმ დამცავი ფარის ბრალია წეღან რომ ახსენეს, აქ არც დემონები ჩანს და არც ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი ხმაური და მძიმე ჰაერია, ფაქტიურად აქაურობა მიწიერი სამოთხეა, ხის ქვეშ ფაფუკ ბალახზე წამოვწექი და ვეცადე განვლილი დღეების მოვლენები შემეჯამებინა, მზემ და დაღლილობამ თავისი გაიტანა, ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა ...
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, რომ გავიღვიძე მზე უკვე ჩადიოდა, თავი აზრაელის მუხლებზე მედო და თმაზე მეფერებოდა, შევხედე, ჩამავალი მზის სხივები მომღიმარ სახეზე და მხრებზე ჩამოყრილ შავ თმებზე ეფინებოდა, თვალები სითბოთი და სიყვარულით ჰქონდა სავსე, ნეტავ ამ ცხოვრებაში რა გავაკეთე ისეთი რომ ის დავიმსახურე, წამოვიწიე, კალთაში ჩავუჯექი, ჩავეხუტე, სახე მის თმებში ჩავრგე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა ყოფილიყო ის მე მეკუთვნოდა, ეგოისტურ სიამოვნებას ვგრძნობდი იმის გამო რომ ჩემი იყო, მთლიანად ჩემი.
დიდხანს ვიჯექით ასე, ის მეფერებოდა მე კი ვნეტარებდი, ენითგამოუთქმელ სიამოვნებას ვგრძნობდი და მისი გაშვება არ მინდოდა.
- როდის დაბრუნდით? -ისევ მე დავიწყე საუბარი.
- ცოტა ხნის წინ მოვედით, სახლში რომ ვერ გიპოვე ცოტა არ იყოს შემეშინდა, მერე აქ მოგაგენი, ისე ტკბილად გეძინა, რომ შენი გაღვიძება არ მინდოდა.
- ყველანი კარგად ხართ? დემონებმა ხომ არაფერი დაგიშავეს?
აზრაელს გაეღიმა და გრილი თითებით ნაზად მომეფერა ლოყაზე, -დემონები ჩვენ ვერასდროს ვერაფერს დაგვიშავებენ, უბრალოდ ხშირად ბევრ თავსატეხს გვიჩენენ ხოლმე, ახლაც ვერ მივხვდი როგორ გამოიჩინეს ისეთი სიმამაცე და ჩვენს სახლს თავს დაესხნენ, მაგრამ ნუ გეშინია, ყველაფერი მოვაგვარეთ.
- ჩემთვის მოვიდნენ არა? ნუ მომატყუებ ვიცი რომ ასეა.
- ჰო ასეა, მაგრამ საშიში არაფერია ჩემს გვერდით ნურაფრის შეგეშინდება, -წამოდგა და მეც დამეხმარა წამოდგომაში.
- არ მეშინია, უბრალოდ მაინტერესებს რა უნდათ ჩემგან, მგონი დროა ყველაფერი მითხრა,
თავი დამიქნია და გამიღიმა, -კარგი წამოდი, შიგნით შევიდეთ და ვისაუბროთ.
სახლისკენ მიმავალმა უცნაური ფერადი ყვავილების ბუჩქი შევამჩნიე, ახლოს მივედი, დამათრობელმა სურნელმა შემიღიტინა ცხვირში, უნებურად სევდიანად გამეღიმა, როგორი ნაცნობი სუნი ჰქონდა, ეს ხომ ის ყვავილი იყო რომლისგანაც ბებია კოლუმბიაში ცხოვრებისას ნაყენს მიმზადებდა, სწორედ ამ ნაყენის წყალობით მეძინა ხოლმე მშვიდად, კოშმარების გარეშე.
- აზრაელ მოიცადე შეხედე, ეს რა ყვავილია შეგიძლია მითხრა? ასეთი კოლუმბიაში გვქონდა ეზოში და ბებო თვალისჩინივით უფრთხილდებოდა.
აზრაელი შეჩერდა, ყვავილს შეხედა და უცნაურად შეეჭმუხნა შუბლი, -ამ ყვავილის თესლი ჰანიელმა ჩამოიტანა ჩვენი სამყაროდან და აქ გაახარა, მისგან განსაკუთრებული დამამშვიდებელი ნაყენი მზადდება.
- კი მაგრამ თუკი ასეა კოლუმბიაში, ჩვენს ეზოში როგორ მოხვდა?
თავი დახარა და ტუჩი მოიკვნიტა, ერთხანს ასე იდგა თითქოს საუბარი ეძნელებოდა, მერე თავი ასწია შემომხედა და რაღაცნაირი ჩაწყვეტილი ხმით მითხრა.
- ამ ყვავილის თესლი დედაშენს მე მივეცი, ჰანიელმა კი ნაყენის დამზადება ასწავლა, იმ ნაყენის რასაც მთელი ბავშვობის განმავლობაში სვავდი.
მოულოდნელობები არ მთავრდებოდა, როცა ვფიქრობდი რომ ჩემი ცხოვრება როგორც იქნა კალაპოტში ჩადგა კიდევ ერთი შოკი მივიღე, ასე გაშეშებული ვიდექი სანამ აზრაელი არ მოვიდა მხარზე ხელი არ მომხვია და ძალით არ წამიყვანა სახლისკენ.
- ესეიგი დედაჩემს იცნობდით? -ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე.
- ჰო ასეა, მე ურიელი და ჰანიელი დედაშენს ვიცნობდით, -აზრაელმა ვერანდაზე სარწეველა სავარძელში ჩამსვა და მუხლებზე თბილი პლედი გადამაფარა, თვითონ კი ჩემს პირდაპირ რბილ პუფში ჩაჯდა ფეხმორთხმული.
- მშვიდად ხარ? შეძლებ იმ ყველაფრის მოსმენას რაც უნდა მოგიყვე? გაფრთხილებ, ეს ართუ ისე სასიამოვნო და ადვილად მოსასმენი ისტორიაა.
ღრმად ამოვისუნთქე, ის აწი ისეთს ვეღარაფერს მომიყვებოდა, რის მოსმენასაც ვერ შევძლებდი, უხმოდ ვანიშნე რომ დაეწყო.
* * *
- დედაშენს პირველად ალთეინში შევხვდი...
- მოიცა ეს როგორ? -ვეღარ მოვითმინე მე, როგორ თუ ალთეინში, ნუთუ დედაჩემი თქვენი სამყაროს დედაქალქში იყო.
- ლილა გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ, თორემ დილამდე ამ ვერანდაზე მოგვიწევს ჯდომა, მესმის რომ ღელავ მაგრამ უბრალოდ ეცადე მომისმინო, -აზრაელმა ხელზე ხელი მომიჭირა, თბილად გამიღიმა და განაგრძო.
- ალთეინში იშვიათად ჩავდივართ, თუკი რამე აუცილებლობა არ მოითხოვს მხოლოდ წელიწადში ორჯერ, ისიც იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ვიცოდით, იმისათვის რომ ამ სამყაროში ცხოვრება შეგვძლებოდა, წელიწადში ორჯერ ჩვენს სამყაროში უნდა დავბრუნებულიყავით რამდენიმე დღით, რათა იქაური ენერგიით დავმუხტულიყავით, მე დაგეგმილზე საკმაოდ ადრე მომიწია ჩასვლა ალთეინში, პირდაპირ მამასთან არ წავსულვარ ქალაქში, რატომღაც გადავწყვიტე იმ მამულში წავსულიყავი დასასვენებლად სადაც ყველანი გავიზარდეთ, პირველად სწორედ იქ ვნახე დედაშენი, ბაღში სეირნობდა, თეთრი კაბა ეცვა, უკვე საგრძნობლად ეტყობოდა ორსულობა და სასწაულად ლამაზი იყო, მაშინვე მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ჩვენი სამყაროდან არ უნდა ყოფილიყო, როგორც ადრე გითხარი, ჩვენი სამყაროს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უნაყოფონი არიან, მაგრამ თუკი აქაური არ იყო აქ როგორ მოხვდა უნდა გამერკვია, ახლოს მივედი, ჩემს დანახვაზე შეცბა, შეშინდა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია და როცა მიხვდა რომ ჩემგან არანაირი საფრთხე არ ელოდა ყველაფერი მომიყვა.
ჩვენ ვიცოდით რომ მამაჩვენი არასდროს ყოფილა ამ სამყაროში, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენგან მალულად საკმაოდ ხშირად სტუმრობდა აქაურობას, საცდელი ობიექტების შერჩევის მიზნით...
აი აქ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე, -როგორ თუ საცდელი ობიექტები? შენ გინდა თქვა რომ დედაჩემი...
აზრაელმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და მანიშნა გაჩუმდიო, მერე კი ისევ გააგრძელა თხრობა.
- მამას ხშირად მიჰყავდა ამ სამყაროდან ადამიანები ცდების ჩასატარებლად, მაგრამ სულ ამაოდ, სამწუხაროდ არაფერი გამოსდიოდა, ამ სამყაროს ადამიანები იქ ცხოვრებას ვერ ეგუებოდნენ და უნაყოფო ხდებოდნენ, შემდეგ კი იღუპებოდნენ, ერთხელაც ამ სამყაროში სტუმრობის დროს ჩვენი გამზრდელი მამა დედაშენს შეხვდა და მისნაირი უგულო არსებისგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შეუყვარდა, მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა, ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ, თუმცა რათქმაუნდა დედაშენმა არაფერი იცოდა მისი ნამდვილი პიროვნების შესახებ და ის უბრალო დედამიწელი ექიმი ეგონა, პირველად დარჩა მამა თითქმის ორი თვე ამ სამყაროში და როცა დედაშენმა ფეხმძიმობის შესახებ აცნობა, მთელი მისი არსება თავდაყირა დადგა, როგორც დედაშენი მიყვებოდა ის ძალიან შეცვლილა მის მიმართ, თურმე სულ იმაზე ლაპარაკობდა რამდენი რამ შეიცვლებოდა ამ ბავშვის დაბადების შემდეგ, როცა გაარკვევდა როგორ მოხდა და ათასობით წლის შემდეგ მასა და სხვა სამყაროს წარმომადგენლის შორის კავშირის შედეგად ახალი სიცოცხლე შეიქმნა, ის თურმე წუხდა კიდეც, რადგან საკუთარ თავზე უამრავ სხვადასხვა ცდას ატარებდა და არ იცოდა ეს ბავშვზე როგორ იმოქმედებდა, ის ამ ყველაფერს დაუფარავად ეუბნებოდა დედაშენს, რამაც დედაშენი ძალიან შეაშინა, მიხვდა რომ მისი რჩეული ის არ იყო ვინც ეგონა და მასთან დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ მამაშენმა დემონებს მოატაცებინა და ახლა აქ იყო, იმ მამულში სადაც ჩვენ გავიზარდეთ.
- მე როცა ვნახე მაშინ უკვე თითქმის ორი თვე იყო გასული იმის შემდეგ რაც მამაშენმა დედაშენი ჩვენს სამყაროში ძალით ჩამოიყვანა, თავიდან ქალაქში ლაბორატორიაში ჰყოლია ჩაკეტილი და მასზე ცდებს ატარებდა, არანაირ ყურადღებას არ აქცევდა მის ტირილს და ცუდად ყოფნას, მხოლოდ ნაყოფი აინტერესებდა, უამრავი სხვადასხვა სახის ინექცია გაუკეთა ნაყოფის გაძლიერების მიზნით და ბოლოს როცა შეამჩნია რომ დედაშენს მეტის ატანა აღარ შეეძლო, ამ მამულში გამოკეტა,
- არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველად მაშინ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან ადამიანის დარდმა და ტკივილმა, სიმართლე რომ გითხრა არასდროს ვყოფილვარ ადამიანებთან ახლოს, იმდენად ახლოს რომ მათი ტკივილი და დარდი გამეთავისებინა, ყოველთვის ვერიდებოდი ამას...
- შენ უბრალოდ გეშინოდა, გეშინოდა რომ თუკი ადამიანებს დაუახლოვდებოდი იმას ვეღარ გააკეთებდი რის გასაკეთებლადაც აქ ჩამოხვედი, გეშინოდა რომ მამაშენს იმედებს გაუცრუებდი, გეშინოდა რომ ის ყველაფერი რისიც აქამდე გჯეროდა უბრალოდ თავზე ჩამოგემხობოდა... -უემოციოდ ძლივსგასაგონად მივმართავდი და ძლივს ვიკავებდი თავს რომ პატარა ბავშვივით არ ავღრიალებულიყავი, ერთხანს უბრალოდ დუმდა თითქოს ჩემი სიტყვების გაანალიზებას ცდილობდა, მერე რომ შეატყო რომ აღარაფერს ვიტყოდი განაგრძო.
- მართალი ხარ, მეშინოდა მაგრამ როცა დედაშენმა ყველაფერი მომიყვა, როცა ვნახე როგორ შიშობდა რომ ბავშვს ამდენი ცდების შემდეგ რაღაც დაემართებოდა, როცა მივხვდი რომ თავისი თავი არ აინტერესებდა და მხოლოდ შენს გადარჩენაზე ფიქრობდა, მიუხედავად იმისა რომ არც კი იცოდა როგორი დაიბადებოდი, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა, დახმარება მთხოვა, მთხოვა რომ აქედან გაღწევაში დავმარებოდი და მაშინ მეჩვენებოდა რომ დაუფიქრებელი და უაზრო, მაგრამ ახლა როცა შენ გიყურებ, ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე როცა დახმარებაზე დავთანხმდი, ისე წამოვიყვანე მამაჩემისთვის არაფერი მითქვამს, აქ მოვედით, მაშინ ამ სახლში მხოლოდ მე ურიელი და ჰანიელი ვხოვრობდით, დედაშენის დანახვაზე ორივე სახტად დარჩა.
- ესე იგი ურიელმა თავიდანვე იცოდა ჩემს შესახებ?
- ჰო ასეა, იცოდნენ, ჰანიელი მაშინვე მიხვდა რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ დაიბადებოდა, დედაშენს ნაყენის დამზადება ასწავლა.
- ესე იგი ჰანიელის დამსახურებაა ჩემი მშვიდი ბავშვობა?
- ჰო, -გაღიმება სცადა აზრაელმა, -დედაშენი აქ ვერ დარჩებოდა, ვერც საკუთარ სახლში დაბრუნდებოდა, რადგან კვალში დემონთა ხროვა ედგა, ამიტომაც მე და ურიელმა მისი გადამალვა გადავწყვიტეთ, სიმართლე რომ გითხრა ეს ძალიან გაგვიჭირდა, მამა გაცოფებული იყო, ადრე თუ მხოლოდ რამდენიმე დემონთან ჰქონდა კავშირი, ახლა უამრავი მოგვიქსია რომ დედაშენი ეპოვნა, მე და ურიელს კოლუმბიაში დემონებმა მოგვაგნეს და თავს დაგვესხნენ, ურიელმა მოასწრო და დედაშენი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა, მერე კი თითმის მთელი თავისი სასიცოცხლო ენერგია დახარჯა მისი კვალის წაშლისთვის და თქვენს სოფელზე და მის შემოგარენზე დემონებისგან დამცავი ფარის შემოსავლებად, მაშინ ძალიან ცუდად იყო, პირველად გააკეთა ასეთი რამ და ისე კარგად გამოუვიდა რომ მამამ ვეღარ მოგაგნო...
- ესე იგი ურიელი...
- ჰო, ის ყოველთვის შენს დაცვას ცდილობდა, მაპატიე მაგრამ მაშინ მეტი ვერაფრის გაკეთება შევძელით, დამნაშავესავით ჩაღუნა თავი, -წამოვდექი, მის წინ ჩავიმუხლე, თავი ავაწევინე და თვალებში შევხედე.
- თქვენ იმაზე მეტი გააკეთეთ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ასე რომ თავს დამნაშავედ შენ კიარა ის მანიაკი უნდა გრძნობდეს მამას რომ ეძახი.
- შენ რა ჩემს დამშვიდებას ცდილობ? -აზრაელს გაეღიმა, -მეგონა იტირებდი ან გული წაგივიდოდა როგორც ყოველთვის, შენ კი პირიქით ჩემს დამშვიდებას ცდილობ, მაკვირვებ.
- ჰმ, მგონი ძალიან მიეჩვიე ჩემს გულის წასვლას.
- ასეა ნამდვილად მივეჩვიე, მომწონს როცა მკლავებში მივარდები ხოლმე, -ხუმრობა სცადა მეც ღიმილი ვერ შევიკავე.
- მე კი უცნაური ისტორიების მოსმენას მივეჩვიე, მართალია არ ისე ძალიან მომწონს მაგრამ ვცდილობ ავიტანო ასე რომ შეგიძლია გააგრძელო.
- უკვე ყველაფერი მოგიყევი, სხვა რა გაინტერესებს?
- მამაშენი ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთებდა?
- ელოდებოდა, ლოდინი ყველაზე უკეთ ეხერხება რადგან დრო მისთვის არაფერია, ელოდებოდა როდის გამოჩნდებოდი, შეეძლო მთელი საუკუნეც კი ეცადა ასე მშვიდად და რადგან ჩვენ ჯერჯერობით ისევ ისე ვჭირდებით როგორც ადრე, ისე იქცეოდა თითქოს მისი ყველაზე საყვარელი შვილი ვარ და მის საწინააღმდეგო არაფერი გამიკეთებია.
- ახლა როცა აქ ვარ რას იზამს?
- ეცდება რომ წაგიყვანოს, იმ სამყაროში მის ძალაუფლებას უკვე დიდიხანია წყალი შეუდგა შენ კი მისი ახალი იარაღი იქნები, ბავშვი ანგელოზის უნარებით, ისეთი უნარებით რომლებიც არცერთს არ გაგვაჩნია, მერწმუნე შენ ჩვენს შორის ყველაზე ძლიერი ხარ ლილა, პირველი ბავშვი რომელიც ათასწლეულების შემდეგ ბუნებრივი გზით დაიბადა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მის მხარეს იყო, მის სამეფო ტახტზე მის გვერდით დაიკავო ადგილი, მისი თანამოაზრე და თანამზრახველი გახდე.
- ანუ ეცდება საკუთარი მიზნებისთვის გამომიყენოს?
- ჰო ასე იქნება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე ყველანაირად ვეცდები რომ ყველაფერი გასწავლო რათა თავის დაცვა შეძლო, შენი უნარების გამოვლენაში და გამოყენებაში დაგეხმარები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს არ დავუშვა, შეგიძლია მშვიდად იყო, ახლა კი მგონი საკმარისია, ცოტა დასვენება არ გაწყენდა, რას იტყვი?
დასვენება? ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა, თავში ათასი რამ მიტრიალებდა, მამაჩემი რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი და რომლის გაცნობაც და პოვნაც ყოველთვის მინდოდა შეშლილი მანიაკი აღმოჩნდა, დედაჩემის სიკვდილი მისი ბრალია, ის რომ არა შეიძლება დღესაც ცოცხალი და სრულიად უვნებელი ჩემს გვერდით ყოფილიყო, რა დროს დასვენებაა, აქაურობა სულს მიხუთავს, ახლა ამ სახლიდან რომ ვერ გავაღწიო ნამდვილად გავგიჟდები.
- უკვე საკმარისად დავისვენე აზრაელ, -სავარძლიდან წამოვხტი და წინ ავესვეტე, -მოდი აქედან გავიდეთ, სადმე წავიდეთ, რამე გავკეთოთ, ასე უბრალოდ ჯდომა აღარ შემიძლია.
გაეღიმა, ერთხანს უსიტყვოდ მიყურებდა თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა, მერე თვითონაც წამოდგა ფეხზე.
- კარგი, რაკი ასე გინდა ასე იყოს, წადი ჩაიცვი და მოემზადე, ამაღამ გაჩვენებ როგორია ადამიანთა თვალისათვის უხილავი, ნამდვილი, შეუნიღბავი სამყარო...
* * *
მეორე სართულზე ავედი გამოსაცვლელად, ჩემი ბარგი ჯერ კიდევ აზრაელის საძინებელში იყო, ჩანთიდან მუქი წითელი, მუხლამდე სიგრძის კაბა ამოვიღე, გულიდან წელამდე ღილებით და მარჯვენა ფეხზე საკმაოდ დიდი ჭრილით, მგონი აზრაელს მოეწონება.
- რას აკეთებ ლილა, ასე არ შეიძლება, -ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს, უკვე იმაზე ვფიქრობ აზრაელს რა მოეწონება და რა არა?
- რატომაც არა, -შემეპასუხა ჩემი მეორე მე, -ის მომწონს, ძალიან მომწონს და ჩვენ ერთად ვართ, ეს სრულიად ბუნებრივია.
- ერთად? ერთი კოცნა იმას არ ნიშნავს რომ ერთად ხართ, ჯობია ზედმეტ ოცნებებში ნუ გადაეშვები,
-უკმეხად ვუთხარი საკუთარ თავს, მერე კი არც კი ვიცი ვისზე და რაზე გაბრაზებულმა კაბა საწოლზე მივაგდე და ჩამოვჯექი, ჯანდაბა, შუა ოთახში მარტოდმარტო ვდგევარ და საკუთარ თავს ვეკამათები, ალბათ ეს სიგიჟის ნიშნებია, მგონი ჯობია ცოტა დავმშვიდდე, კაბა გადავიცვი, თმა უკან კეფაზე მოვაგროვე და შევიკარი, მგონი ასე ჯობია, ჩემი მაღალი ყელი და მოკრძალებული დეკოლტე უკეთ სჩანს, სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი, არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, მგონი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ცოტა კიდევ დავიკელი წონაში.
- მით უკეთესი, -გავუღიმე ჩემს თავს, ახლა მსუბუქი მაკიაჟის დროა, მაკიაჟის ჩანთა ავიღე და აბაზანაში შევედი, მაკიაჟის გაკეთება არასდროს მეხერხებოდა, ოჰ არც ახლაა საჭირო, სარკეში ჩემს თავს ყურადღებით დავაკვირდი, ლუჯი თვალები, ზუსტად დედაჩემისნაირი ლურჯი თვალები უცნაურად მიბრწყინავდა, ტუჩები და ღაწვები კი ვარდისფერი მქონდა, უძილობის გამო ჩამუქებული ქუთუთოები და მუდამ რაღაცის მომლოდინე გამომეტყველება სადღაც გამქრალიყო და ახლა სარკიდან ლამაზი მხიარული გოგონა მიყურებდა ტუჩებზე ანცი ღიმილით.
- ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა აზრაელ, -კარი გავაღე, საძინებელში გამოვედი და მოულედნელობისგან კინაღამ შევყვირე, აზრაელი შუა ოთახში იდგა ჩემგან ზურგით, წელსზემოთ შიშველი, პირდაღებული შევცქეროდი, ვიწრო წელი, დაკუნთული მხრები და მკლავები, მხრებზე ჩამოყრილი შავი თმა, ვერაფერს იტყვი შთამბეჭდავი სანახაობაა,
- აქ რას აკეთებ? -ძლივს ჩავილუღლუღე ჩავარდნილი ხმით.
აზრაელი შემობრუნდა და ჩემს დანახვაზე ისევე შეცბა როგორც მე მის დანახვაზე აბაზანიდან გამოსვლისას, მკერდზე უზარმაზარი იარა ჰქონდა რომელიც თითქმის ჭიპამდე ჩადიოდა, თვალი ჩავაყოლე, შარვლის ღილები შეხსნილი ჰქონდა, შეჩერდი ლილა, მგონი სახიფათო ზონას უახლოვდები, თავი ვაიძულე მისთვის სახეში შემეხედა.
- მაისურის გამოსაცვლელად ამოვედი და შენ თვითონ რას აკეთებ აქ, შენს საძინებელში არ უნდა იყო?
- მგონი გადავიფიქრე სხვა საძინებელში გადასვლა, -წამომცდა უცებ და პირზე ხელი ავიფარე, -აზრაელმა წარბი მაღლა ასწია, ვხედავდი როგორ ცდილობდა სიცილის შეკავებას.
- ეს ხმამაღლა ვთქვი? -ვკითხე და ვიგრძენი სირცხვილისგან როგორ გამიხურდა სახე, თავი უხმოდ დამიქნია და შეწუხებული სახის მიღებას შეეცადა.
- ბაღში დაგელოდები, შიშველი ნუ დაბოდიალობ ჩაიცვი, -მივახალე და სასწრაფოდ გამოვვარდი ოთახიდან, დერეფანში გავრბოდი და მისი მხიარული სიცილი მესმოდა.
მთავარი კარიდან ბაღში გამოვედი და ღამის გრილი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, დამშვიდდი ლილა, დამშვიდდი, როგორმე უნდა მიეჩვიო რომ გვერდით ასეთი სრულყოფილება გყავს, უნდა მიეჩვიო რომ შენი ცხოვრება შეიცვალა და მარტო აღარ ხარ...
ფიქრებში გართულმა ვერც კი ვიგრძენი ისე მომიახლოვდა უკნიდან და წელზე ხელები მომხვია, მკერდზე ამიკრა და რრმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, -მითხრა ნაზი ხმით, -ოღონდ თმა გაიშალე, გაშლილი უფრო გიხდება, -მერე თმის სამაგრი მომხსნა, თმა ტალღებად ჩამომეშალა მხრებზე.
- გავფრინდეთ? -ჩამჩურჩულა.
თავი უხმოდ დავუქნიე თანხმობის ნიშნად, შევბრუნდი და კისერზე ხელები შემოვხვიე, აზრაელმა ხელში ამიტაცა, ფრთები გაშალა და ჰაერში აიჭრა, ეს ნამდვილი საოცრება იყო, ისე ადვილად, მსუბუქად და თავისუფლად დაფრინავდა, თითქოს ეს მისთვის ჩვეული ყოველდღიურობა ყოფილიყო, ალბათ ასეც იყო, გარკვეული დროის შემდეგ მეც შევეჩვეოდი ფრენას, დემონებთან ბრძოლას, მის სიყვარულს...
- მოგწონს? -თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა, გამეღიმა და უფრო მაგრად მოვეხვიე, მოწონება? ეს სიტყვა ნამდვილად ვერ გამოხატავდა იმას რასაც ვგრძნობდი.
* * *
ერთერთი საკმაოდ ცნობილი ღამის კლუბის წინ დავეშვით, ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ რატომღაც არავის არაფერი შეუმჩნევია, არ გამკვირვებია, უკვე ვიცოდი რომ აზრაელს შეეძლო საჭიროების შემთხვევაში შეუმჩნეველი ყოფილიყო.
- ღამის კლუბი? აქ რატომ მოვედით? შენ მითხარი რომ ნამდვილ სამყაროს მაჩვენებდი, გაოცებულმა მოვავლე თვალი იქაურობას.
- ნიუ იორკში თუკი ნამდვილი სამყაროს ნახვა გინდა ამ კლუბში უნდა მოხვიდე, ცოტა ხანში გაიგებ რას ვგულისხმობ, -თვალი ჩამიკრა, ხელი ჩამჭიდა და წინ გამიძღვა შესასვლელისკენ, შესასვლელში დაცვამ პირადობა მთხოვა, აზრაელმა თითით მოიხმო და რაღაც გადაულაპარაკა, დაცვის წევრი მაშინვე განზე გაიწია, თავი დაგვიკრა და გაგვატარა.
- ასეთი რა უთხარი?
- აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ, ვუთხარი რომ ჩემთან ერთად ხარ.
- ჰოო? მე კი ვიფიქრე რომ რაღაც შეულოცე.
გულიანად გაეცინა, -მგონი ძალიან ბევრ ზღაპარს კითხულობ, მე ანგელოზი ვარ და არა ჯადოქარი, შელოცვების არაფერი გამეგება.
- მაგრამ ალბათ ჯადოქრებიც არსებობენ არა?
- ალბათ, გამორიცხული არ არის რომ არსებობდნენ მაგრამ მათ არ ვიცნობ, -ისე ბუნებრივად მითხრა მართლა არ გამიკვირდებოდა სადმე აქვე მჯდარი შემთვრალი ჯადოქარი რომ დამენახა, დარბაზის ჩაბნელებულ კუთხეში მდგარი დაბალი მაგიდისკენ გამიძღვა რომლის გარშემოც რბილი სკამები იყო შემოწყობილი, ისე დავსხედით რომ მთელი დარბაზის დანახვა შეგვეძლო, ბარი საკმაოდ დიდი იყო, ხალხით სავსე, სასიამოვნო მუსიკა უკრავდა, ახალგაზრდები სვამდნენ, მერე ცეკვავდნენ, ისევ სვამდნენ და ასე დაუსრულებლად, ხმამაღალი მუსიკის ფონზე რბილი ფერადი განათებების ქვეშ ირწეოდნენ ერთმანეთში გადახლართული გაოფლილი და აღგზნებული სხეულები.
- აქ ყველაფერია რაც კი შეიძლება გასართობად ისურვო, რას დალევ?
- რამე ძლიერს, წინათგრძნობა მეუბნება რომ დამჭირდება.
- კარგი, -გაეცინა აზრაელს და წამოდგა, -დამელოდე ახლავე მოვიტან, -ის ბარისკენ წავიდა, მე კი თავისუფლად მივეყრდენი საზურგეს და კიდევ ერთხელ დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა, რა უცნაურია, ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ რომ ამ სამყაროში მარტო არ არიან, მათ გვერდით ანგელოზები, დემონები და კიდევ კაცმა არ იცის რა უცნაური არსებები ცხოვრობენ, ისინი კი საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ, დღევანდელი დღით ცხოვრობენ და ხვალინდელი არ აინტერესებთ, სვამენ, ჭამენ, ერთობიან, ცდილობენ როგორმე ახალ დილამდე მიაღწიონ, თუმცა მეც ხომ ასე ვიყავი სანამ აზრაელს შევხვდებოდი, მერე კი თითქოს ჩემს გონებაში რაღაც გადატრიალდა, ყველაფერი შეიცვალა, ღიმილით გადავაქნიე თავი, თვალი რატომღაც იქვე ახლოს მჯდომარე წყვილმა მომტაცა, გოგო ახალგაზრდა იყო დაახლოებით თვრამეტი-ოცი წლის, ბიჭი კი რამდენიც არ ვეცადე ვერ მივხვდი რამდენი წლის შეიძლება ყოფილიყო, უცნაური მუქი თვალები და არაბუნებრივად თეთრი კანი ჰქონდა, გოგონა სვამდა და გაუჩერებლად ლაყბობდა რაღაც ისეთ თემაზე რაც ბიჭს აშკარად არ აინტერესებდა, უცბად საუბარში გართულს ხელი ნიკაპში მოჰკიდა და თვალებში ჩააცქერდა თითქოს აჰიპნოზებსო, გოგო გაჩუმდა, გაშეშდა, ხელები ძირს დაუშვა, მოდუნდა, მშვიდი და დამყოლი გახდა, ბიჭმა ტუჩები ტუჩებთან მიუტანა მაგრამ არ შეხებია, უეცრად დავინახე როგორ ამოვიდა მისი პირიდან თეთრი გამჭვირვალე კვამლის მაგვარი რაღაც რაც ბიჭმა მთლიანად შეიწოვა, წამით თვალებზე ლიბრი გადაეკრა და უცნაურად გააკანკალა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ექსტაზში იყო და საოცარ სიამოვნებას იღებდა იმით რასაც აკეთებდა.
- რა გჭირს? ისეთი სახე გაქვს თითქოს მოჩვენება დაგენახოს, აზრაელმა სასმლით სავსე ჭიქები მაგიდაზე დადგა და გვერდით მომიჯდა, მერე ჩემს მზერას თვალი გააყოლა...
- ოჰ, ესე იგი შენ ამას ხედავ? -მკითხა გაოცებულმა, შოკში ვიყავი, ხმა ძლივს ამოვიღე.
- კარგი რა, მეკითხები კიდეც? როგორ შეიძლება ასეთი რამ ვერ დავინახო, რა ჯანდაბა ხდება, რატომ არავინ არაფერს აკეთებს, ის... ის არსება იმ გოგოს მოკლავს.
აზრაელმა მხრებში ხელი მომკიდა და მაიძულა მისთვის შემეხედა, -ამას მხოლოდ ჩვენ ვხედავთ ლილა, დიდი ალბათობით შენ იმიტომ ხედავ რომ თითქმის ხუთი წელია ნაყენს აღარ სვავ და დამამშვიდებლებსაც თავი დაანებე, შენ ანგელოზი ხარ და შენი უნარები ნელ-ნელა იღვიძებს, შეხედე, ის ადამიანის მაგვარი არსება დემონია, რომელიც გოგონას სასიცოცხლო ენერგიით იკვებება, მაგრამ ნუ გეშინია არ მოკლავს, გოგოს ხვალ ალბათ არაფერი ეხსომება, ადამიანები სწრაფად იღდგენენ დაკარგულ ენერგიას.
- ესე იგი მის დასახმარებლად არაფერი უნდა გავაკეთოთ?
აზრაელმა თავი გააქნია, -ვერაფერს გავაკეთებთ, ნიუ იორკი დემონებით არის სავსე, და ისინი ასე უბრალოდ ადამიანებს არ ხოცავენ, მათ შეთანხმება აქვთ მამაჩვენთან, რათქმაუნდა არსებობენ ისეთი დემონთა დაჯგუფებები რომლებსაც არც შეთანხმება აინტერესებთ და არც ანგელოზებთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრება, ასეთ დემონებს უბრალოდ ვხოცავთ.
ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, აზრაელი ისე მშვიდად და უბრალოდ საუბრობდა ამ თემაზე როგორც მე ალბათ ლუკასთან ვისაუბრებდი იმის შესახებ თუ რატომ ვერ გავიდა მისი საყვარელი ფეხბურთის გუნდი ნახევარფინალში, საშინელმა სიბრაზემ და ამავდროულად უმწეობის გრძნობამ შემიპყრო.
- საკმარისია აზრაელ, თქვენ ანგელოზები და დემონები ისე უყურებთ ადამიანებს, ისე იყოფთ მათ ენერგიას, ისე თამაშობთ მათი ცხოვრებით და სიკვდილ-სიცოცხლით რომ მათ არაფერს ეკითხებით, არც კი იციან ამის შესახებ, ეს ყველაფერი ნორმალური არ არის.
მიყურებდა, მისმენდა და ტუჩებზე სევდიანი ღიმილი არ შორდებოდა, კიდევ რას ვხედავდი მის სახეზე? სინანულს და უძლურებანარევ სიბრაზეს, აშკარა იყო მასაც ჩემსავით არ მოსწონდა ეს ყველაფერი მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
- გეთანხმები, აქ არაფერია ნორმალური, ჩვენ ყველა მივხვდით ამას, მართალია ძალიან გვიან, მაგრამ მივხვდით რომ ეს ყველაფერი ასე არ უნდა ხდებოდეს, შენი დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მე და ურიელი ყოველთვის გაკვირდებოდით.
- რას ნიშნავს მაკვიდებოდით? -ვკითხე გაოცებულმა.
- იმის შემდეგ რაც კოლუმბიაში გადაგმალეთ, დროდადრო ვამოწმებდით როგორ იყავი, შენ მშვენივრად იზრდებოდი და მიუხედავად იმისა რომ შენც ანგელოზური უნარებით დაიბადე, არ გჭირდებოდა ჩვენს სამყაროში სტუმრობა ენერგიით დასამუხტად იმისათვის რომ აქ ცხოვრება გაგერძელებინა, ურიელს დაებადა აზრი, რომ ეს ყველაფერი მამამ მოიგონა რათა ჩვენზე ძალაუფლება ჰქონოდა და იმ საყაროსთან კავშირის დაკარგვა არ მოგვსურვებოდა, ასეც აღმოჩნდა, მას არასდროს ვყვარებივართ, უბრალოდ ვჭირდებოდით და გვიყენებდა, პირველად დავფიქრდი სერიოზულად იმაზე რომ ჩვენ ანგელოზები მხოლოდ ჩემს მშობლიურ სამყაროში მცხოვრები გაზულუქებული საზოგადოების მშვიდი სამუდამო ცხოვრების გარანტია და მამაჩვენის უზარმაზარი ეგოს დასაკმაყოფილებელი საშუალება ვართ, მისი შესაძლებლობების დასტური, იმის დასტური რომ საოცრებების შექმნა შეუძლია.
პირველად ვხედავდი აზრაელს ასეთს, თვალები უელავდა, ხმა რისხვით ბრაზით და უზომო ტკივილით ჰქონდა სავსე.
- მამა მშვენივრად ხვდება რომ ყველაფერი ძველებურად აღარ არის, ამიტომაც დემონებთან შეთანხმება დადო, მათ დავალებებს აძლევს, იმ დავალებებს რის შესრულებაზეც ჩვენ უარი ვთქვით, სამაგიეროდ ხელს აღარ უშლის ადამიანების ენერგიის აღებაში, რადგანაც ჩემს სამყაროში უკვე საუკუნეების სამყოფი ენერგია აქვთ დაგროვებული.
- რა დავალებებზეა საუბარი? რას გულისხმობ?
- ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ ვქმნიდით და მერე ჩვენივე შექმნილს ვანადგურებდით, თანაც ისე რომ რაც შეიძლება მეტი შიში, მრისხანება და სასოწარკვეთილება გამოგვეწვია, -აზრაელი მომიბრუნდა, ხელი ხელზე მომიჭირა და აწყლიანებული თვალებით შემომხედა.
- უხსოვარი დროიდან ამ სამყაროში ვცხოვრობთ და დროთა განმავლობაში შევიცვალეთ, როგორ ფიქრობ, ჩვენ ანგელოზები რა დონის უგულო არსებები უნდა ვიყოთ რომ ჩვენი ათწლეულობით და ასწლეულობით ნაფერები ქმნილებები არ შეგვიყვარდეს, უბრალოდ თვალს ვხუჭავდით და ვცდილობდით ერთმანეთის გრძნობები არ შეგვემჩნია, ჰანიელის ნალოლიავები ასწლოვანი ტყეების გადაწვისას, სარიელის და რემიელის შექმნილი ხელოვნების ნიმუშების განადგურებისას, ქალაქების მიწასთან გასწორებისას... შენ რომ გენახა დანიელის ცრემლით სავსე თვალები ცივილიზაციების წყლისქვეშ მოქცევისას და აცახცახებული ხელები რომლებსაც ზურგს უკან მალავდა, როგორ ფიქრობ ურიელი კმაყოფილია მეორე მსოფლიო ომის შედეგით? შენი აზრით სიამოვნებდა ის ყველაფერი რაც მაშინ ხდებოდა და რასაც სათავე თავად დაუდო, ამაზეც თვალი დავხუჭეთ, არადა ყველამ ვიცით რომ წლების განმავლობაში მშვიდად არ სძინებია, რაც არ უნდა სხვანაირად ჩანდეს იცოდე რომ ის ჩვენს შორის ყველაზე მგრძნობიარეა.
- გეყოფა, საჭირო არ არის, საკმარისია, -მისი გაჩერება ვცადე თუმცა მივხვდი რომ ახლა ყველაზე მეტად ის სჭირდებოდა ის ყველაფერი რაც აწუხებდა ხმამაღლა ეთქვა და ცოტათი მაინც ეგრძნო შვება, ცოტა ხნით მაინც განთავისუფლებულიყო.
- ფიქრობ რომ ანგელოზებს კოშმარები არ აწუხებთ? იმედი უნდა გაგიცრუო ლილა, ჩვენი ყველას ყველაზე დიდი კოშმარი სინდისის ქენჯნა და დანაშაულის გრძნობაა, რომელსაც რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდით, სწორედ ეს გვაკავებს ყველას აქ, ამ სამყაროში...
ვუსმენდი და ჩემში ურთიერთ საწინააღმდეგო გრძნობები ერთმანეთს ებრძოდა, რა უნდა გავაკეთო? აქედან უკანმოუხედავად წავიდე, მათსავით ყველაფერზე თვალი დავხუჭო, სირაქლემას პოზიცია მოვირგო და ცხოვრება გავაგრძელო თუ ყველაფრის მიღებას და გაგებას შევეცადო?
- რა სისულელეა ლილა, -ვუთხარი ბოლოს ჩემს თავს, ძალიანაც რომ გინდოდეს უკვე ამ სამყაროს ვეღარ დათმობ, მითუმეტეს რომ ამის გაკეთება არ გინდა, ეს იგივე იქნებოდა რაც ახლად თვალახელი ბრმის მიერ ისევ თვალდახუჭული სიარული რადგან უბრალოდ აშინებს ახალი ცხოვრება ან იმდენად არის შეჩვეული სიბნელეს რომ სინათლის სილამაზეს ვეღარ აღიქვამს, შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მივიღე მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა, ჭიქები ავიღე და ერთერთი აზრაელს მივაწოდე.
- დავლიოთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.
* * *
ბარი უფრო და უფრო ივსებოდა ხალხით, მუსიკა ხმამაღლა უკრავდა, მე და აზრაელი ჭიქას ჭიქაზე ვცლიდით.
- მგონი საკმარისია ლილა, -მითხრა ბოლოს, -შეხედე აი რისთვის მოგიყვანე აქ, -კუთხეში შემაღლებულ ადგილზე მდგარ მაგიდაზე მიმითითა, რომელთანაც საკმაოდ ელეგანტურად ჩაცმული სამი სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა.
- გონება დაძაბე და კარგად დააკვირდი, მითხარი რას ხედავ?
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა მაგრამ მაინც მთელი ძალით ვეცადე რაღაც ისეთი სხვათა თვალთათვის უხილავი და შეუმჩნეველი დამენახა და...
- ამის დედაც, რა ჯანდაბაა აზრაელ, ისინი ანათებენ, რატომ ანათებენ? როგორ? ვინ არიან? -ერთბაშად მივაყარე კითხვები, მამაკაცებს გარშემო რაღაც უცნაური მსუბუქი ნათელი ერტყათ, მაგრამ აშკარად ვერავინ ამჩნევდა, გარს გოგონები ეხვიათ, ჩვეულებრივი ადამიანებივით სვამდნენ და იცინოდნენ.
- დამშვიდდი ლილა, აზრაელმა ხელზე ხელი მომიჭირა, ესენი ჩემი სამყაროს ყველაზე მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან, და აქ მხოლოდ გასართობად ჩამოდიან, აქ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ყველაფრის უფლება აქვთ, ერთერთი მათგანი ამერიკის მთავრობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეც კი მუშაობს, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს რომ საჭირბოროტო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ართობს, მათ ის ძალაუფლება რასაც აქ ამ სამყაროში გრძნობენ სიამოვნებას ანიჭებთ.
- როგორ, აქ მხოლოდ გასართობად ჩამოდიან? არამგონია თავიანთ სამყაროში გასართობი საშუალებები აკლდეთ.
- არც აკლიათ, უბრალოდ ისინი ათასწლეულებია ცხოვრობენ, მათ დაკარგეს ყველაზე მთავარი რამ, ადამიანურობა და ახლა სასოწარკვეთილები ცდილობენ მკერდში იმ სიცარიელის შევსებას დროდადრო თავს რომ ახსენებთ ხოლმე, ამიტომაც ჩამოდიან აქ, უყურებენ ადამიანებს თუ როგორები არიან შეყვარებულები, ბედნიერები, უბედურები, როგორ ცხოვრობენ დღევანდელი დღით და როცა ხვდებიან რომ ვერასდროს დაიბრუნებენ იმას რაც დაკარგეს, უბრალოდ სიბრაზე იპყრობთ, ამიტომ უამრავ სისაძაგლეს სჩადიან...
ჭიქას ჩავხედე, ცარიელი იყო, -იმისთვის რომ ეს ყველაფერი გავითავისო კიდევ ერთი ჭიქა მჭირდება,
-მივმართე აზრაელს და უდარდელად გაღიმება ვცადე.
ერთხანს დაკვირვებით მიმზერდა, თითქოს ცდილობდა გაეგო კარგად ვიყავი თუ არა, -კარგი ახლავე მოგიტან, -მითხრა ბოლოს, წამოდგა და ბარისკენ წავიდა.
რბილ საზურგეს მივეყრდენი, ვეცადე ხმამაღალი მუსიკისთვის რომელიც უკვე საფეთქლებს მატკიებდა ყურადღება არ მიმექცია და თვალები დავხუჭე, ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში უველაფერი ზედმეტად სწრაფად ხდებოდა და გააზრება მიჭირდა, ან როგორი ადვილი გასააზრებელია რომ სამყარო თურმე სულაც არ ყოფილა ისეთი როგორიც გეგონა ან წარმოგედგინა, როგორია იმის გათავისება რომ არაფერს არ ჰქონია აზრი და რაც არ უნდა ეცადო მაინც ყველაფერი ისე მოხდება როგორც წინასწარ არის დაგეგმილი, რატომღაც ბავშვობისდროინდელი მოგონებები გაცოცხლდნენ ჩემს გონებაში, ბებო ყოველდღიური შრომისგან ხელებ გაუხეშებული და მხრებში მოხრილი, ჩემი პატარა სანტიაგო, კლარა დეიდა და მამა... ანუ რა გამოდის რომ მამა არაფრის გამო დაიღუპა? ის ხომ უბრალოდ უზარმაზარი სისტემის უმნიშვნელო ჭანჭიკი იყო, ასეთი ჭანჭიკები ათასობით არსებობს და მათ დაკარგვას ვერავინ ამჩნევს, არავის აინტერესებს მათი გრძნობები, ტკივილი, ტანჯვა...
- შეიძლება დავჯდეთ? -მომესმა დაბალი უსიამოვნო ხმა, თვალი გავახილე, ჩემს წინ ორი, ერთი მაღალი და მეორე საკმაოდ დაბალი, ერთნაირ შავ, თითქოსდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ვერც კი მოვასწარი იმის თქმა რომ დაჯდომა არ შეიძლებოდა, ჩემს პასუხს არ დალოდებიან, სკამები გამოწიეს და მაგიდას მიუსხდნენ, უსიამოვნოდ გამცრა სხეულში, ეს ყველაფერი არ მომწონდა, აშკარად არ ჰქონდათ კარგი განზრახვა.
- რა სითავხედეა ბიჭებო, არამგონია ჩემს მეგობარს მოეწონოს თქვენი საქციელი, ასე რომ ჯობია წახვიდეთ, -რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და დარბაზი მოვათვალიერე, აზრაელი არსად ჩანდა.
- შენი მეგობარი ფეხებზე გვკიდია, უნდა წამოგვყვე, -მითხრა ერთ-ერთმა საოცრად უსიამოვნო, ცივი ხმით და უცნაური წვეტიანი კბილები გამოაჩინა.
- რომ იცოდე აქ ვისთან ერთად ვარ არა მგონია მაგის თქმა გაგებედა.
- მგონი ვერ გაიგე ვინ ვართ და რას გეუბნებით.
- დემონები ხართ? თქვენ თუ იცით მე ვინ ვარ?
- ხომ გითხარი სხვებზე მეტად ჭკვიანია, მიხვდება მეთქი, -მოსისინე ხმით გადაულაპარაკა მაღალმა დაბალს და ჩაიცინა, მერე კი მე მომიბრუნდა.
- კარგი იქნება თუ პრობლემას არ შექმნი, ადექი და წამოგვყევი, არ გვინდა ხმაურის ატეხვა და ზედმეტი ყურადღების მიპყრობა.
ჩემი ტვინი გამალებით მუშაობდა და გამოსავლის პოვნას ცდილობდა, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, იქნებ ჩემი რომელიმე ძალა გამომეყენებინა, მაგრამ საქმე ის უყო რომ არც კი ვიცოდი რა შემეძლო.
- დიდხანს აპირებ ყოყმანს? ჩვენი კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობ, -დაბალი აშკარად არ გამოირჩეოდა მოთმინების უნარით, იძულებული ვიყავი მოქმედებაზე გადავსულიყავი, უცბად გამახსენდა რა დაემართა ბელიზარს ავტობუსის გაჩერებაზე, როცა შემეხო და თავისთავად გაჩნდა სამოქმედო გეგმა, უნდა მეცადა, იქნებ გამოსულიყო.
- შეგიძლია წამოდგომაში დამეხმარო? -დათაფლული ხმით ვუთხარი, ხელი გავუწოდე და რაც შეიძლებოდა გულითადად გავუღიმე.
დემონებმა ერთმანეთს გადახედეს, აშკარად არ ელოდნენ რომ ასე ადვილად დავთანხმდებოდი, ალბათ ეგონათ რომ ბრძოლა მოუწევდათ ჩემს წასაყვანად და მზად იყვნენ ამისთვის, დაბალი წამოდგა და ხელი გამომიწოდა, მის მაჯას მთელი ძალით ჩავეჭიდე, დავინახე როგორ შეეცვალა სახე და უცბად ჩვენს გარშემო დრო გაჩერდა, აზრაელი შუა დარბაზში იდგა მოელვარე ხმლით ხელში და რატომღაც არ ჩქარობდა ჩემს დახმარებას, უეცრად დაბალმა დემონმა მთელი ხმით იყვირა და უცნაურად დაიკლაკნა, ხელი უფრო მაგრად მოვუჭირე, იმ ადგილიდან სადაც ხელი მეკიდა სიშავე მთელ მთელ სხეულზე ვრცელდებოდა, თითქოს იწვოდა და ნახშირდებოდა, მე ვერაფერს ვგრძნობდი მაგრამ ის მალე ცეცხლმა მთლიანად მოიცვა, შემეშინდა, შემებრალა, არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ მის თვალებში შიში დავინახე, ანგელოზები კი მიმტკიცებდნენ დემონებს გრძნობები არ გააჩნიათო, უკვე მინდოდა ხელი გამეშვა მაგრამ ვეღარ ვახერხებდი, რამდენიმე წამში მისგან მხოლოდ ფერფლის გროვა დარჩა, გაშეშებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, მთელი სხეული მიკანკალებდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა...
- მე ის მოვკალი, მერე რა რომ დემონი იყო, მე ის მოვკალი, მოვკალი, მოვკალი, -ვიმეორებდი დაუსრულებლად და შეშლილივით ვირწეოდი ერთ ადგილზე.
აზრაელი ჩვენსკენ დაიძრა, მაღალ დემონს მის დანახვაზე სახეზე შიში და პანიკა აღებეჭდა და უკანმოუხედავად გაიქცა გასასვლელისკენ, ჩემდა გასაკვირად მას არ დადევნებია, პირდაპირ ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მკერდში ჩამიკრა.
- დამშვიდდი ლილა, ყველაფერი კარგადაა.
- როგორ უნდა დავმშვიდდე, მე ის მოვკალი აზრაელ, ვხედავდი როგორ იწვოდა და ხელი არ გავუშვი, მოვკალი, მინდოდა ხელი გამეშვა მაგრამ...
ხმალი ქარქაშში ჩააგო, რომელიც იმწამსვე სადღაც გაუჩინარდა, მერე თავი მაღლა ამაწევინა და მაიძულა მისთვის თვალებში შემეხედა.
- ის დემონი იყო ლილა, ჩვენ ანგელოზები ვართ და ჩვენი ძირითადი მოვალეობა მათი განადგურებაა, ეს სრულიად ბუნებრივია.
- აქ ბუნებრივი არაფერია, დაინახე როგორ მიყურებდა?
- ყველაფერი დავინახე.
- შენ თქვი რომ მათ გრძნობები არ გააჩნიათ.
- ასეც არის.
- ეშინოდა.
- რას გულისხმობ?
- დავინახე გესმის? მის თვალებში შიში დავინახე, ტკივილიც...
დაეჭვებულმა შემომხედა, წარბშეჭმუხნულმა, დაკვირვებით მიყურებდა რამდენიმე წამს მერე კი ისევ მომეხვია და ჩემს თმაში ჩარგო სახე.
- უმჯობესია ახლა თუ წავალთ, კარგი? ამ შემთხვევაზე შემდეგ ვისაუბროთ, სანერვიულო არაფერი გაქვს, მიეჩვევი, ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია.
არამგონია როდისმე მივჩვეოდი ასეთ სისასტიკეს თუმცა ახლა არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ვხვდებოდი რომ ახლა რაც არ უნდა მეკითხა პასუხს ვერ მივიღებდი ამიტომაც ამჯერად გაჩუმება და დანებება ვარჩიე, დანებება მანამდე სანამ დრო მოვიდოდა ყველაფერზე დეტალურად და დაწვრილებით გვესაუბრა, ეს დრო კი ვგრძნობდი არც თუ ისე შორს იყო.
- მეორე გაიქცა, რატომ მიეცი გაქცევის საშუალება? -შედარებით დამშვიდებულმა ვკითხე.
- არ გაქცეულა, გარეთ ურიელი ელოდებოდა, ახლა მას ჰყავს, ამ დემონს დიდი ხანია ვეძებთ, და იმედია მისგან საინტერესო ინფორმაციას მივიღებთ.
ჩემმა არეულმა გონებამ ძლივს მოახერხა მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, თუ ურიელი აქ იყო...
- რა ხდება? ესე იგი ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ და სატყუარად გამომიყენეთ?
აზრაელმა დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი, ბართან მივედი და ორი ჭიქა სასმელი ზედიზედ გამოვცალე, მერე ისევ აზრაელს მივუბრუნდი, -გინდა რაღაცაში გამოგიტყდე? უცნაური ის არის რომ თუკი ამ საცოდავ დემონს არ ჩავთვლით ვხვდები თანდათან ეს ყველაფერი უფრო და უფრო ძალიან მომწონს, ზუსტად ამიტომ არ ვბრაზობ თქვენზე, ოღონდ აღარ გაბედოთ მეორედ ჩემი სატყუარად გამოყენება.
შევამჩნიე როგორ მოეშვა და შვებით ამოისუნთქა, იმწამსვე დრო თავის კალაპოტში დაბრუნდა და ხალხმა მოძრაობა დაიწყო, მომიახლოვდა, წელზე ხელი მომხვია და ჩამჩურჩულა.
- გინდა ისეთი რამ გავაკეთოთ რაც ამაზე ბევრად უფრო მეტად მოგეწონება? -თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა, გარეთ გავედით თუ არა ფრთები გაშალა და მომხიბვლელად გამიღიმა.
- ახლა გავფრინდებით ლილა, -იდუმალი ხმა ჰქონდა, თითქოს აქამდე გაუმხელელი საიდუმლოს გამხელას მპირდებოდა და მზერა... თავით ფეხამდე, მთელი არსებით ვიძირებოდი მის თვალებში, მივუახლოვდი და მოვეხვიე.
- არა ლილა, ასე არა, გაიღიმა და ფრთხილად მოიცილა ჩემი მკლავები, -მე ვიგულისხმე რომ ორივე ცალ-ცალკე გავფრინდებით.
- მგონი მომესმა, როგორ თუ ცალ-ცალკე? დარწმუნებული ხარ რომ ამას შევძლებ?
- შეძლებ, აუცილებლად გამოგივა მე კი შენს გვერდით ვიქნები რომ საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარო, ახლა კი ფრთები გაშალე.
თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე, ვთრთოდი, იმდენად ვიყავი აჟიტირებული ძლივს ვახერხებდი ერთ ადგილზე გაჩერებას, მოვემზადე, უბრალოდ ვისურვე რომ ფრთები გაშლილიყო და გაიშალა, ამჯერად ტკივილი არ მიგრძვნია, ისე მოხდა თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი რამ ყოფილიყოს.
- ახლა კი ეცადე მსუბუქად ამოძრაო რომ მიწას მოსწყდე, მითხრა და მაჩვენა ეს როგორ უნდა გამეკეთებინა.
ნელ-ნელა მოვწყდი მიწას, ჰაერში თავისუფლად ლივლივი ნამდვილი საოცრება იყო, ფრთები თითქოს თავისთავად მოძრაობდნენ და უფრო და უფრო მაღლა მივყავდი, არ მეშინოდა იმიტომ რომ აზრაელი ჩემთან ერთად იყო, ერთი წამითაც არ მტოვებდა, ჩემს გვერდით მოფრინავდა და ყურადღებით მაკვირდებოდა.
- შენ მართალი იყავი აზრაელ, -ხმამაღლა დავიყვირე რომ ხმა მიმეწვდინა, -ფრენა მართლაც რომ წამოუდგენელი სიამოვნებაა.
- ჰოო? -საყვარლად გაეღიმა, -მაშინ ცოტა მეტ სისწრაფეზეც არ იტყვი უარს, -მომაძახა და წინ გაიჭრა, მეც გავედევნე.
ცათამბჯენის სახურავზე დავეშვით, აზრაელი მოაჯირზე შეხტა, ხელები გაშალა და ხმამაღლა იყვირა, მეც იგივე გავაკეთე, საოცრება იყო, უსაზღვრო და უსასრულო თავისუფლების შეგრძნება, თითქოს ის ბორკილები მომშორდა რომლებიც მთელი ცხოვრება სულს მიხუთავდა და ახლა ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, მოაჯირზე ერთმანეთის წინ ვიდექით, ქარი თმებს მიშლიდა და მისი სურნელი ჩემთან მოჰქონდა, თვალები დავხუჭე და მისკენ ნაბიჯი გადავდგი, ერთი, ორი, სამი და უკვე მის მკლავებში ვიყავი.
- ლილა ფრთხილად რას აკეთებ? -აღელვებული ხმა ჰქონდა, ძირს ჩამოხტა და მეც ჩამომიყვანა, -ცოტა ფრთხილად ასე შეიძლება გადავარდე და ჯერ არ იცი ფრთების ისე კარგად გამოყენება რომ მანამდე გაშალო სანამ ძირს დაეშვები, შეიძლება ვერ მოახერხო.
- მაგრამ შენ ხომ ჩემთან ხარ, -შევცინე მე, -დარწმუნებული ვარ არ დაუშვებ რომ ტროტუარზე დავენარცხო, ხომ არ ადუშვებ?
საშინლად აღტყინებული ვიყავი, ვერ ვწყნარდებოდი, ერთ ადგილზე ვცქმუკავდი, ახლა მხოლოდ ერთი რამ შეძლებდა ჩემს დამშვიდებას, აზრაელს მოვეხვიე და ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე, თითისწვერებზე ავიწიე და ყელში მხურვალედ და ვნებიანად ვაკოცე, გაშეშდა, ერთხანს ასე იდგა, მერე მომიშორა და უკან დაიხია, ღრმად სუნთქავდა და ვნებისაგან ჩამუქებული თვალებით მიყურებდა.
- რას აკეთებ ლილა?
- მგონი გასაგებია რასაც ვაკეთებ არა? -ჩახლეჩილი ხმით ჩავიჩურჩულე და მისკენ გადავდგი ნაბიჯი მან კი უკან დაიხია.
- ჯობს თავი შევიკავოთ, დღეს შენ ძალიან ბევრი დალიე, ალბათ უკეთესი იქნება თუ სახლში წავალთ რომ გამოიძინო, არ მინდა შემდეგ რამე ინანო.
ვგრძნობდი თვითონაც როგორ უჭირდა თავის შეკავება და მე მირჩევდა ამას, არადა მე ის მინდოდა ისე მინდოდა როგორც არასდროს არავინ და არაფერი მდომებია, ახლა რომ არ შემხებოდა, რომ არ მოფერებოდა, ალბათ შევიშლებოდი...
- კარგი რა აზრაელ, -ჩემი ხმა თვითონაც ძლივს ვიცანი, -მშვენივრად იცი რომ სასმელი არაფერ შუაშია, შენთან ერთად ყოფნა მინდა, ძალიან მინდა, სიგიჟემდე, იმ დღიდან მინდა როცა პირველად დაგინახე და ეს შენ მშვენივრად იცი.
ღრმად სუნთქავდა და დროდადრო ენით ისველებდა გამშრალ ტუჩებს, თვალები უელავდა, ვხედავდი როგორ ებრძოდა თავს, მის გრძნობებს საკუთარივით ვგრძნობდი, ყოყმანს, ღელვას, ჩემი დაუფლების გიჟურ სურვილს...
- კიდევ ერთხელ გეტყვი ლილა, შენი პირდაპირობა მაგიჟებს, -შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა, მერე ელვისუსწრაფესად გაჩნდა ჩემთან, სხეულზე მიმიკრა და ტუჩებზე დამაცხრა, უცნაური სითბო ტუჩებიდან მთელ სხეულში ჩამეღვარა, ისეთი გატაცებით მკოცნიდა თითქოს დიდი ხნის დამშეული იყო და ახლა ჩემს მთლიანად შთანთქმას ცდილობდა, თუმცა წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიყავი, ავცახცახდი, უფრო მაგრად მივეკარი, კოცნაზე კოცნით ვპასუხობდი, მოფერებაზე მოფერებით, მაისური გავხადე და ნაიარევი მკერდი კოცნებით დავუფარე, აზრაელმა თავი უკან გადააგდო და ტუჩი მოიკვნიტა რომ ოხვრა შეეკავებინა, მერე ჩემს კაბის ღილებს მისწვდა და სათითაოდ, ნელა, ძალიან ნელა შემიხსნა, ახლა ჩემი გაშეშების დრო დადგა, სუნთქვაშეკრული ველოდი მის შემდეგ ნაბიჯს, ბოლო ღილის გახსნამდე გაჩერდა და თვალებში შემომხედა, თითქოს ჩემგან თანხმობას ელოდა, გამამხნევებლად გავუღიმე, კაბა მხრებიდან ჩაცურდა, ფეხებზე ჩასრიალდა და ძირს წითელ ტალღად გაიშალა.
ოჰ როგორ მინდოდა ახლა დეიდას ნაჩუქარი, ვიტორია სეკრეტის, შავი, სექსუალური, მაქმანებიანი საცვლები მცმოდა და არა ეს უსახური რაღაც, აზრაელმა უკან დაიხია და აღფრთოვანებული მზერით შემათვალიერა.
- ულამაზესი ხარ ლილა, -მითხრა ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით, ჩემს წინ დაიჩოქა და ჩამეხუტა, მერე ახლოს მიმიზიდა და მუხლებზე დამისვა, თეძოზე მისი ქვასავით გამაგრებული ორგანო მებჯინებოდა და თავგზას მაკარგვინებდა, ხელები თმებში შემიცურა, სახე, ყელი მკერდი, დამიკოცნა, ერთდროულად იყო ნაზი, უხეში, მომთხოვნი და ეს წარმოუდგენელი სიამოვნება მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო, ხელის ერთი მარჯვე მოძრაობით შემიხსნა ბიუსტჰალტერი, ჩავეხუტე და სახე მის თმებში ჩავრგე, ხელში ამიყვანა, წამოდგა და გულისმომკვლელი სისათუთით დამაწვინა ძირს გაშლილ ტანსაცმელზე, ირგვლივ მისტიური სიჩუმე იდგა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, პირველად დავფიქრდი იმაზე თუ როგორი ლამაზი შეიძლება იყოს სავსე მთვარე...
* * *
ვარდისფრად შეფერილი განთიადის ცის ქვეშ, ცათამბჯენის სახურავზე, სრულიად შიშვლები ვიწექით, მე თავი მის მკლავზე მედო, ჯერ კიდევ სულელივით ვიღიმოდი და მკერდზე ვეფერებოდი, აზრაელი კი უხმოდ შეჰყურებდა ცას.
- ეს ნაიარევი საიდან გაქვს, მე მეგონა რომ ანგელოზებს არასდროს არაფერი გემართებოდათ.
- ჰოო ეს? -აზრაელმა უფრო მაგრად მიმიხუტა და თმაში თითები შემიცურა, მწარედ ჩაიცინა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, -ეს ნაიარევი მამაჩემის საჩუქარია, ერთი ან ორი ასეთი ნაიარევი ყველა ჩვენგანს აქვს, ასეთ იარებს დემონების შექმნილი იარაღები გვიტოვებს, ვერ გვკლავს მაგრამ ხანდახან ძნელად გვიშუშდება და იარა ყოველთვის გვრჩება, დემონებს თავიანთი განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებული იარაღები აქვთ, მამა კი მათ ჩვენზე ცდიდა იმ მიზნით რომ გაეგო რამდენად საზიანო იყო ჩვენთვის, თანაც ამ იარაღის საწინააღმდეგო რამეს ეძებდა.
- იპოვა?
- ვერ იპოვა, სამაგიეროდ სამახსოვროდ იარები დაგვრჩა, დემონებს მართალია გრძნობები არ გააჩნიათ მაგრამ ძალიან ჭკვიანები არიან, ისეთს არაფერს გააკეთებენ რისი გაუვნებელყოფაც ასე ადვილად შეიძლება.
- გტკივა? -თითებით მივეფერე იარაზე, შეაჟრჟოლა და უხეშად ჩამჭიდა ხელი მაჯაში.
- უკვე აღარ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, აღარც კი მახსოვს.
- მაპატიე უბრალოდ მინდოდა...
- ეს მე მაპატიე, უბრალოდ არ მიყვარს ამ ყველაფრის გახსენება, -ნაძალადევად გამიღიმა და ლოყაზე მსუბუქად მომეფერა იმ თითებით ასე ძალიან რომ მიყვარდა და რომლებითაც სასწაულების მოხდენა შეეძლო, ერთხანს კიდევ ვიწექით ასე ერთმანეთზე მიკრულები და ერთმანეთის სიახლოვით ვნეტარებდით, წასვლის დროაო რომ თქვა გული დამწყდა, წამოიწია, წამოვჯექით, გაშლილი თმა შიშველ მკერდზე მქონდა ჩამოყრილი, სითბოთი სიყვარულით და კიდევ რაღაც გაურკვეველი გრძნობებით სავსე თვალებით მიყურებდა და მე უცაბედად ვიგრძენი გონებრივი კავშირი ჩვენს შორის, ეს უბრალოდ თავისთავად მოხდა და არა, ეს არ იყო ტელეპათიური კავშირი, არც ვარაუდი მჭირდებოდა იმისთვის რომ გამეგო რას გრძნობდა, მის გონებაში ვიყავი, თუმცა მის აზრებს ვერ ვკითხულობდი, უბრალოდ ვგრძნობდი რას განიცდიდა და რა უნდოდა, ის შიშით და ეჭვით იყო სავსე, ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ მივხვდი რომ აზრაელმა იგრძნო კავშირის შესახებ და ის უბრალოდ გათიშა.
- კარგია, ესე იგი უკვე ამის გაკეთებაც შეგიძლია.
- მე... მე ეს უბრალოდ ჩემდა უნებურად გამომივიდა, მაპატიე, უბრალოდ რაღაც მინდა გკითხო.
უხმოდ დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად.
- ვიგრძენი რომ გეშინია, ძალიან გეშინია, მაგრამ ვერ მივხვდი რისი და რატომ?
- შენს გამო ლილა, -მითხრა პირდაპირ, -ათასწლეულების განმავლობაში არ ვიცოდი რა იყო შიში და სიყვარული, მაგრამ ახლა როცა სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი, შიშიც თავისთავად დაიბადა ჩემში, მეშინია რომ დაგკარგავ, უშენოდ კი ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნება.
ვუყურებდი როგორ იჯდა ჩემს წინ, მხრებჩამოყრილი, სულიერად გაშიშვლებული და საკუთარ გრძნობებზე მიყვებოდა, საკუთარ შიშებზე, თავის შეკავება ვეღარ შევძელი, ავდექი, კალთაში ჩავუჯექი და ჩავეხუტე.
- შენ მე არასოდეს დამკარგავ, შემიძლია სიტყვა მოგცე რომ ასე იქნება.
- ჰოო? შემიძლია შენს სიტყვას ვენდო? -ხმაში სილაღე და სიმშვიდე შეეტყო, თმები ამიჩეჩა და თბილად გამიღიმა.
- რათქმაუნდა შეგიძლია ჩემს სიტყვას ენდო სულელო, -ვუთხარი და ტანსაცმელზე ვანიშნე, - ჩავიცვათ?
მშვენივრად მიხვდა რომ სიტუაციის განეიტრალებას და სხვა რამეზე საუბრის გადატანას ვცდილობდი, თვითონაც ამყვა.
- კარგი, ჩავიცვათ და მითხარი, დღეს კიდევ ცოტა ადრენალინზე რას იტყვი?
რა უნდა მეთქვა, მასთან ერთად და მის გვერდით ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რაც არ უნდა ეთქვა, რაც არ უნდა შემოეთავაზებინა, უპრობლემოდ, უსიტყვოდ მივიღებდი და თვალდახუჭული ვენდობოდი, ხელები გავშალე და გავიღიმე...
ცათამბჯენის კიდეზე ჩამოვჯექი და დავინახე ქვემოთ როგორ ერთფეროვან, გადღაბნილ მასად მოძრაობდნენ ადამიანები და მანქანები, უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა, ნაცნობი ფრთხილი და შემპარავი ნაბიჯების ხმა, მომიახლოვდა, ჩემს გვერდით დაჯდა, მხარზე მსუბუქად შემეხო და მკითხა,
- მზად ხარ?
მისი სურნელი ჩავისუნთქე, ჩემთვის ასე ნაცნობი და საყვარელი, ვეცადე მღელვარება არ შემტყობოდა, ავდექი და ხელი გავუწოდე.
- მზად ვარ.
ისიც ადგა, უფრო ახლოს მიმიზიდა, წელზე ხელი მომხვია, მჭიდროდ მიმიკრა სხეულზე და ვფიქრობ აშკარად გაიგო თუ როგორ გამალებით ძგერდა ჩემი გული, გაიღიმა, თვალებში შემომხედა და შემდეგ...
საშინელი სისწრაფით დავეშვით ძირს, თავდაყირა მივექანებოდით და შიშის და მღელვარების მიუხედავად, ერთადერთი რისი გაფიქრებაც მოვასწარი ის იყო რომ თუკი ის მთხოვდა, კიდევ ათასჯერ დაუფიქრებლად გადმოვხტებოდი ამ ცათამბჯენიდან...
* * *
პირდაპირ შუაგულ ბაღში დავეშვით და აზრაელმა ძირს ფრთხილად დამსვა, მთელი გზა ხელით მოვყავდი, რადგან წუხანდელი ფრენის გამო მხრები მტკიოდა და საშინლად ვიყავი დაღლილი, ფეხებშორის სასიამოვნო შეგრძნებებმა და მცირეოდენმა ტკივილმა შემახსენა რომ მხოლოდ ფრენის გამო არ დავღლილვარ, გამეღიმა, ხელები გავშალე და ადგილზე დავტრიალდი, დილის მზე სასიამოვნოდ ათბობდა არემარეს, ჰაერი ყვავილთა სურნელით იყო გაჟღენთილი, ყველაფერი ისე კარგად იყო, რომ უბრალოდ არაეალურად მეჩვენებოდა.
- ნეტავ ახლა შენი თავი დაგანახა, -აზრაელი გაბრწყინებული სახით, სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, -საოცრად გამოიყურები, ძალიან მინდა რომ ყოველთვის ასეთი ბედნიერი და ხალისიანი იყო.
მივუახლოვდი, თითისწვერებზე ავიწიე და კისერზე მოვეხვიე, -შენ თუ ყოველთვის ჩემთან იქნები სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა რომ ბედნიერი ვიყო, -ვუჩურჩულე და მკერდზე ვაკოცე რომელიც საყელო მოღეღილი მაისურიდან უჩანდა.
- მაპატიეთ თუ ხელი შეგიშალეთ, -მოგვესმა უცებ და წამიერად, დარცხვენილი ბავშვებივით გავშეშდით, ჩვენს წინ ჰანიელი იდგა ხელში კიტრით, პომიდვრით და სხვადასხვა ბოსტნეულით სავსე თასით, ყურებამდე გაღიმებული გვიყურებდა და ყველანაირად ცდილობდა ჩემი აწითლებული ლოყები და უხერხული ღიმილი არ შეემჩნია.
- კარგ დროს მოხვედით, საუზმეს მოუსწარით, დღეს ისრაფიელი არ არის და საჭმელს მე ვაკეთებ, ცოტა ხანში მზად იქნება, ლილა იცი რომ ეს ბოსტნეული საკუთარი ხელით მოვიყვანე ამ ბაღში? არაჩვეულებრივ რამეებს მოვამზადებ, თვალი ჩაგვიკრა და ღიღინ ღიღინით წავიდა სახლისკენ, მთელი სირცხვილი და უხერხულობა წამში სადღაც გაუჩინარდა, აი ასეთი საყვარელი და საოცარი არსებები იყვნენ ანგელოზები.
- შენ შეგიძლია საჭმლის მომზადება? -მივუბრუნდი აზრაელს, -წესით ჩემთვის საუზმე შენ არ უნდა მოგემზადებინა?
- რატომ უნდა მომემზადებინა, -გულწრფელად გაიკვირვა.
- იმიტომ რომ რომანტიკულ ფილმებში ყოველთვის ასე ხდება, წყვილი როცა ღამეს ერთად ატარებს, დილით ერთერთი მეორეს საუზმეს უმზადებს ხოლმე.
- ეს არც თუ ისე კარგად გამომდის, -უხერხულად აიჩეჩა მხრები, -თანაც რატომ მაინცდამაინც მე ვარ ის ერთერთი რომელმაც საუზმე უნდა მოამზადოს?
- ესე იგი ანგელოზებს წუწუნი და თავის შეცოდებაც უყვართ? -გამეცინა მე, -აშკარად არცერთს არ გვეხერხება საჭმლის მომზადება ასე რომ ჯობია გამოვიცვალოთ და ჰანიელის მომზადებული საუზმე მივირთვათ.
საძინებელში ერთად შევედით, აზრაელმა კარადა გამოაღო, ახალი მაისური და სპორტული შარვალი გამოიღო, მერე ჩემს ჩანთებზე მიმითითა.
- მგონი საძინებლის პრობლემა მოვაგვარეთ, შემიძლია ჩემს კარადაში ადგილი გაგინთავისუფლო, თანაც შენ თვითონ გაქვს ნათქვამი ეს საწოლი ისეთი დიდია ორივეს თავისუფლად დაგვიტევსო, -ღიმილნარევი ხმით მითხრა, საწოლზე წამოწვა და გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმითითა.
- მოდი წამოწექი, ცოტა დაისვენე და შემდეგ ჩავიდეთ ქვემოთ.
ვუყურებდი როგორ უდარდელად იყო მიწოლილი ბალიშებზე, დაკუნთული მკლავი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა და მივხვდი რომ თუკი ახლა მის გვერდით წამოვწვებოდი, საღამომდე ვეღარ ჩავიდოდით ქვემოთ, პირსახოცს ხელი დავავლე...
- აბაზანაში შევდივარ და შემდეგ ქვემოთ ჩავიდეთ ძალიან მშია.
- დარწმუნებული ხარ რომ დასვენება არ გინდა? -შემეკითხა ცბიერი ღიმილით და ტუჩის კუთხე კბილებს შორის მოიქცია, ჟრუანტელმა დამიარა, ვგიჟდებოდი როცა ამას აკეთებდა და დარწმუნებული ვიყავი მშვენივრად მოეხსენებოდა ამის შესახებ, პასუხისგაუცემლად შევბრუნდი და აბაზანაში შევედი, თბილი წყალი მოვუშვი ტანსაცმელი გავიხადე და დუშის ქვეშ დავდექი,
- ოჰ რა სასიამოვნოა, -ამოვიკვნესე როგორც კი სხეულზე თბილი წყალი ვიგრძენი.
- გარწმუნებ უფრო სასიამოვნო რაღაცებიც არსებობს, -მომესმა ზურგს უკნიდან და წელზე ნაცნობი ძლიერი ხელები მომეხვია, ხოლო მხარი ვნებიანმა კოცნამ დამწვა, მის მკლავებში შემოვტრიალდი, კიდევ ერთი სიახლე, მასთან ერთად ბანაობა...
- ჩემთვის ზურგის გასახეხად მოხვედი? -მივმართე მხიარულად და ვეცადე მღელვარება არ შემტყობოდა.
- ჰო და არამარტო მაგისთვის, -ხმაში ხრინწი გაერია და ულამაზესი შავი თვალები დაებინდა.
- ოჰო, მაშინ მაჩვენე რისთვის, -გამშრალი ტუჩები ენის წვერით დავისველე
- თქვენი სურვილი ჩემთვის კანონია ქალბატონო, -მოჩვენებითი სერიოზულობით დამიკრა თავი, მერე ხელები ჩემი წელიდან ნელ ნელა ქვემოთ, თეძოებისკენ ჩააცურა და ჩემს წინ ჩაიჩოქა...
* * *
საუზმე როგორც ყოველთვის ვერანდაზე ჰქონდათ გაშლილი, სალათები, ყველი, კარაქი, სხვადასხვა სახის ხილფაფა, ზეთისხილი, პატარა ფუმფულა პურები, და ახლადდაწურული ფორთოხლის წვენი, საჭმლის დანახვისას მივხვდი როგორ მომშიებია, ყველა ჩვენ გველოდა, დავსხედით თუ არა ისინიც მიუსხდნენ მაგიდას, დანიელი პირდაპირ ჩემს წინ იჯდა, მიყურებდა და თვალები უციმციმებდა, ვხვდებოდი რაღაც ცუღლუტური უტრიალებდა თავში და ენის წვერზე ადგა, ბოლოს ვეღარ მოითმინა.
- რაღაც ძალიან დიდი დრო დაგჭირდათ გამოსაცვლელად.
პირი გამიშრა და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ჯანდაბა, მგონი ისევ გავწითლდი, მაგრამ მაშინვე მივხვდი რომ მეც რაღაც უნდა მეთქვა, მათთან საუბრისას ასეთი უხერხულობა არ უნდა მეგრძნო, ისინი ჩემები იყვნენ, ჩემი ოჯახის წევრები.
- აზრაელი ცოტათი ზარმაცობს და ალბათ ამიტომ, -შეძლებისდაგვარად მშვიდად ვუპასუხე, მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ხილის სალათა გადმოვიღე, რემიელმა ჩაიფხუკუნა, ჰანიელს და სარიელს პირზე ხელი ჰქონდათ აფარებული რომ არ გაეცინათ, ურიელი კი მაგიდაზე თითებს აკაკუნებდა და როგორც ყოველთვის არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა.
- გეყოფათ, -მიმართა აზრაელმა ანგელოზებს და მხარზე ხელი მომხვია, -მგონი შენზე ცუდ გავლენას ახდენენ, განსაკუთრებით დანიელი.
- სულაც არა, -დანიელმა ლამაზი ქერა თავი ღიმილით გადააქნია და ფორთოხლის წვენს მისწვდა.
- დალევ ლილა?
- დამისხი, -ჭიქა მივაწოდე და ბოლომდე შეავსო წვენით.
- საუზმე მოგწონს? ყველაფერი მე გავაკეთე, -მითხრა ჰანიელმა და ხილფაფა მომაწოდა.
- ეს ხილფაფაც შენი გაკეთებულია?
- კი მე ვაკეთებ ხოლმე, გასინჯე მოგეწონება.
- ახლა არ მითხრათ რომ ეს ყველიც თქვენი ძროხისაა რომელსაც დილდილაობით რიგრიგობით წველით და ის სადღაც ამ ეზოს კუთხეში გყავთ დაბმული.
თავშეუკავებელი სიცილი აუტყდათ, ურიელსაც კი გაეღიმა, აზრაელს შევხედე, იჯდა, მათ უყურებდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა გადაფენილი, ისეთი კარგები იყვნენ, ისეთი უბრალოები და ადამიანურები, ისეთი ხალისიანები, მათ შორის ყოფნისას ნამდვილად სახლში ვგრძნობდი თავს ზუსტად იქ სადაც უნდა ვყოფილიყავი, ეს იყო ჩემი ადგილი, ჩემი ადგილი მათ გვერდით, ის ადგილი რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.
- არც კი მჯერა რომ ასეთი იღბლიანი ვარ, -გადავულაპარაკე აზრაელს.
- ეს მე ვარ იღბლიანი რომ შენ ჩემს გვერდით ხარ, -ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა, რატომღაც ახლა შევამჩნიე რომ მაგიდასთან ვიღაც გვაკლდა,
- ისრაფიელი სად არის? ვკითხე დანიელს.
- დაუგეგმავი ვიზიტი აქვს ალთეინში, -მიპასუხა დანიელმა.
შევამჩნიე როგორ შეიჭმუხნა შუბლი აზრაელმა და ურიელს რაღაც ანიშნა, ურიელმა უხმოდ დაუკრა თავი, აშკარად რაღაც ხდებოდა, რაღაც ისეთი რაც არ უნდა გამეგო, ოღონდ ნეტავ რა? როგორც ყოველთვის არც ახლა მეუბნებოდნენ რამეს.
* * *
დრო სწრაფად გადიოდა, უცნაური და მოულოდნელი არაფერი ხდებოდა, დემონებზე ახალი არაფერი მსმენია, თავდასხმა აღარ უცდიათ, უკვე თითქმის სამი თვეა შეუჩერებლად ვვარჯიშობდი, აზრაელი თითქმის ყოველ დღე ფიზიკურად მავარჯიშებდა, სხეულის გაკაჟებაში მეხმარებოდა და სწორად ფრენას მასწავლიდა, ხოლო ღამით ვნების ცეცხლით მწვავდა, ყოველ ჯერზე ისე გატაცებით მეფერებოდა, თითქოს გრძნობდა ქარიშხლისწინა სიმშვიდეს და ამ საოცრად ტკბილი და თბილი დროის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდა, მეც ვგრძნობდი მის ღელვას და შფოთვას მაგრამ მისი სიახლოვე თავს მაკარგვინებდა და ყველაფერს მავიწყებდა.
ურიელი სხვადასხვა სახის იარაღის ხმარებას, მათ შორის თავისი საყვარელი იარაღის, მშვილდ ისრის გამოყენებას მასწავლიდა, ფრენაში საკმაო წარმატებას მივაღწიე, უკვე შემეძლო თუნდაც მთელი საათის გატარება ცაში, იარაღის ხმარებაშიც ვცდილობდი ურიელისთვის მეტოქეობა გამეწია, მაგრამ რათქმაუნდა წაგებული და დალურჯებულ - დაჟეჟილი ყოველთვის მე ვრჩებოდი, ურიელი საერთოდ არ მზოგავდა, მასთან ვარჯიშისას ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.
დანარჩენები ცდილობდნენ, ჩემში სხვადასხვა უნარები აღმოეჩინათ, მაგრამ გარდა იმისა რომ გონებრივი კავშირის გამოყენება შემეძლო და დემონებზე ბუნებრივი იმუნიტეტი აღმომაჩნდა, ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვგრძნობდი, თუ არ ჩავთვლით ერთ უცნაურ შემთხვევას როცა ჰანიელის ვარდის ნერგი ერთი შეხებით თითქმის სამ მეტრამდე სიმაღლის გავზარდე, მას შემდეგ მე და ჰანიელმა ბევრჯერ ვცადეთ სხვადასხვა მცენარეებზე ზემოქმედება, მაგრამ არაფერი გამომივიდა, სამაგიეროდ ახლა ბაღში სამი მეტრის სიმაღლის ვარდის ხე გვქონდა უზარმაზარი ვარდისფერი ვარდებით დახუნძლული, რომელიც გარშემო საოცარ სურნელს აფრქვევდა.
ფიქრებიდან ურიელის ხმამ გამომიყვანა, -ადექი ნუ ზარმაცობ, ხელჩართული ბრძოლის დროა, ადექი დროზე, გაინძერი.
სავარჯიშო დარბაზის იატაკზე ვიწექი და ვერ ვინძრეოდი, ახლა თბილი შხაპი და რამდენიმე საათით ძილი ყველაფერს მერჩივნა.
- კარგი რა ურიელ, ცოტა შევისვენოთ, რამე ცივი დავლიოთ, ვისაუბროთ, -ძლივს ამოვილუღლუღე და გაჭირვებით წამოვჯექი, ყველაფერი მტკიოდა, ყველა კუნთი, -დღეს არაფრის თავი აღარ მაქვს, ასეც არ შეიძლება, თუ ასე გავაგრძელებთ ალბათ მოვკვდები.
- ნუ წუწუნებ, -ურიელი შეუვალი იყო, ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა და მანიშნა რომ მეც ასე მოვქცეულიყავი.
- მოვა დრო და მადლობას მეტყვი იმისათვის რასაც ახლა ვაკეთებთ, უნდა მენდო, მაგრამ პრობლემა ის არის რომ ნდობა გიჭირს, განსაკუთრებით კი ჩემი.
გაკვირვებულმა შევხედე, ურიელთან ამდენი არასოდეს მისაუბრია, თუკი იმ სიტყვებს და მოკლე წინადადებებს არ ჩავთვლით რაც ვარჯიშისთვის იყო საჭირო.
- მე თქვენ ყველას გენდობით ურიელ.
- ჰოო? -გაეღიმა და თავი საყვარლად გადახარა გვერდზე. -თუ მენდობი იმ რელიქვიას რაღატომ ინახავ, შენს ტერასაზე რომ იპოვნე?
ერთხანს ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა, ჯანდაბა, თავი ასე უხერხულად არასოდეს მიგრძვნია, დარცხვენილმა ჩავხარე თავი.
- შენ იცოდი ამის შესახებ? როგორ გაიგე? -ვკითხე ძლივსგასაგონი ხმით.
- კარგი რა, ამის გაგება არც ისე ძნელი იყო ჩემთვის, მე უბრალოდ ის მაინტერესებს რა იფიქრე, ალბათ გეგონა რომ შენი მეგობრის მოკვლა ვცადე ასე იყო?
სხვა რა გზა მქონდა, თავი დავუქნიე და ცოტა არ იყოს შემრცხვა, მაგრამ მაშინ იმ მომენტში სხვა რა უნდა მეფიქრა?
- ასე იფიქრე მაგრამ არავისთვის გითქვამს ამის შესახებ, არც აზრაელისთვის, რატომ?
- იმიტომ რომ ვხედავ აზრაელს ყველა როგორ უყვარხართ და ასე უბრალოდ ბრალს ვერ დაგდებდი, ეს მას დიდ დარტყმას მიაყენებდა, მე უბრალოდ დარწმუნებული არ ვიყავი, შემდეგ კი მივხვდი რომ არაფერ შუაში ხარ, შენ უბრალოდ ვერ შეძლებდი ძმებისთვის გეღალატა და ლუკასთვის რამე დაგეშავებინა, მაგრამ იქ იყავი, ჩემს ბინაში, ხომ ასეა?
- კი ნამდვილად ვიყავი, ოღონდ არა მის მოსაკლავად, ჩვენ პირიქით ყველანაირად ვცდილობდით მის დაცვას, რამდენჯერმე გადავარჩინეთ კიდეც თუმცა იმ დღეს... იმ დღეს იმ დემონების კვალმა რომელსაც ვეძებდი შენს ბინამდე მიმიყვანა, შენი მეგობარი უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა, მე კი ცოტა არ იყოს დავაგვიანე, -ურიელმა მუშტი იატაკს დასცხო, -დემონები ძალიან ბევრნი იყვნენ და სანამ ლუკასთან მივაღწიე უკვე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, ერთადერთი რაც მოვახერხე, სასწრაფოს მოსვლამდე მისი სიცოცხლის შენარჩუნება იყო, მეტი ვერაფერი გავაკეთე...
სუნთქვაშეკრული ვუსმენდი, მან ლუკა გადაარჩინა, მე კი რა აღარ ვიფიქრე, რა აღარ დავაბრალე, მან ჩემი მეგობრის სიცოცხლე იხსნა, მან და აზრაელმა ლუკას თავი მაჩუქეს, ურიელის ხელს ხელი ჩავჭიდე და თავი ვაიძულე მისთვის თვალებში შემეხედა.
- გმადლობ და ბოდიში რომ შენზე ასე ვფიქრობდი.
- მაპატიეთ თუკი ვარჯიშში ხელს გიშლით, -მომესმა აზრაელის ხმა, როგორც ყოველთვის უჩუმრად მოგვიახლოვდა, ვერ გამეგო როგორ ახერხებდა ასე ჩუმად სიარულს, თითქოს მიწას ფეხს არც კი აკარებდა, ჩვენს გვერდით იატაკზე დაჯდა და დაკვირვებით შემოგვხედა.
- როგორ მიდის წვრთნა?
- მშვენივრად, ალბათ ცოტა ხანში შენს მიბეგვასაც შეძლებს, -მხიარულად გაიცინა ურიელმა, აზრაელს ჩაეღიმა და შემომხედა თვალები უცნაურად უციმციმებდა, მათში იმის ამოკითხვა არ გამჭირვებია რომ ჩემგან რაღაცას ელოდა...
- შენ ეს იცოდი არა? -ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
- რა? ის რომ ურიელმა ლუკა გადაარჩინა? კი რათქმაუნდა ვიცოდი -მითხრა პირდაპირ.
- ისიც იცოდი მასზე რას ვფიქრობდი?
- ვიცოდი და თუ გაინტერესებს რატომ არაფერი გითხარი, მხოლოდ იმიტომ რომ მინდოდა თვითონ გაგერკვიათ ყველაფერი, არ მინდოდა ამაში ჩარევა, ვფიქრობ რომ სწორად მოვიქეცი, შენ თვითონ მიხვდი რომ ურიელი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა, ხომ ასეა?
თავი დავუქნიე, ურიელმა გაიღიმა და აზრაელს მხარზე ხელი დაარტყა, -ასეთი უპირობო ნდობისთვის გმადლობ ძმაო, ახლა კი რაკი ყველაფერი გავარკვიეთ, მართლაც ჯობია შევწყვიტოთ ვარჯიში, დღეისათვის საკმარისია, ლილა ძალიან დაიღალა.
შვებით ამოვისუნთქე, აზრაელმა ხელში ამიტაცა და ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა საძინებლის კარამდე.
- აბაზანაში შედი და შემდეგ კარგად გამოიძინე, ნურაფერზე იფიქრებ, მე რაღაც საქმე მაქვს, საღამოს ვახშამზე შევხვდებით კარგი?
თავი დავუქნიე, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კიბისკენ, რაღაც ხდება მაგრამ არ მეუბნება რა, ხშირად იკარგებიან რიგრიგობით, მერე კი იარაღის ოთახში იკეტებიან სასაუბროდ, მაგრამ არაფერს ამბობს, მე კი ამ წვრთნების გადამკიდეს, არც კი მითხოვია მისთვის რომ ეთქვა რა ხდება, რომ მეკითხა მეტყოდა? არა მგონია, არ ვიცოდი სადამდე შევძლებდი ასე გაგრძელებას.
საძინებელში შევედი და ოფლით გაჟღენთილი ტანსაცმელი გავიხადე, წყალი გადავივლე და აბაზანიდან გამოსვლისას შევამჩნიე როგორ ვიბრირებდა ჩემი ტელეფონი კომოდზე, რომელიც კარგა ხანია არ გამხსენებია, სავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ ჯესიმ რამდენჯერმე დამირეკა, ერთი თვის შემდეგ კი ლუკამაც დაიწყო რეკვა, მაგრამ არ ვუპასუხე, მენატრებოდნენ ის და ლუკა, ორივე ძალიან მენატრებოდნენ მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი, ეკრანს დავხედე, დღეს ათჯერ დაურეკავს, ალბათ რამე სასწრაფოა, ერთი დარეკვით არაფერი მოხდება, ათრთოლებული თითებით ავკრიფე ნომერი, ჯესიმ პირველივე ზარზე მიპასუხა.
- ლილა მადლობა ღმერთს, ხომ კარგად ხარ, აქამდე რატომ არ მპასუხობდი? -შეშფოთებული ხმა ჰქონდა.
- მაპატიე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ არ შემეძლო მეპასუხა, რა ხდება?
- აუცილებლად უნდა გნახო, ლუკა დღეს რვა საათზე იტალიაში მიფრინავს მშობლებთან ერთად, აეროპორტში მოდი გთხოვ, თანაც მეც ძალიან მჭირდები.
ჯესის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა, საათს შევხედე, ჯანდაბა მხოლოდ და მხოლოდ ორი საათი მაქვს, როგორმე უნდა მომესწრო აეროპორტში მისვლა.
- მოვდივარ, -ვუთხარი ჯესის და ტელეფონი გავთიშე, სასწრაფოდ ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩამოვედი, სახლი ცარიელი იყო, ბაღშიც არავინ ჩანდა, მეტს ვეღარ მოვიცდიდი, ჩემს თავს ჯერ ისე არ ვენდობოდი რომ აზრაელის გარეშე ფრენა მეცადა, ამიტომ ქუჩაში პირველივე ტაქსი გავაჩერე და პირდაპირ აეროპორტში წავედი, შესასვლელთან ფეთიანივით გადმოვხტი ტაქსიდან და შემსვლელთა რიგში ჩავდექი, ჯესიმ დამინახა თუ არა წამოხტა, გამოიქცა და კისერზე ჩამომეკიდა.
- როგორ მომენატრე უსინდისო, სად დაგვეკარგე, როგორ შეცვლილხარ, სხვანაირი ხარ, თითქოს უფრო ლამაზი და თავდაჯერებული.
ჯესი ამ რამდენიმე თვეში თვითონაც ძალიან შეცვლილიყო, გამხდარი და ფერდაკარგული იყო, თვალები ძველებურად აღარ უბრწყინავდა.
- კარგად ხარ? -ვკითხე და მხარზე ხელი მოვხვიე, -არცთუ ისე კარგად გამოიყურები.
- ახლა ვხვდები როგორ მომნატრებია შენი კომპლიმენტები, -გაეცინა და მხარზე ხელი მომხვია, -წამოდი ლუკა ვნახოთ, არ იცის რომ უნდა მოხვიდე, ძალიან გაუხარდება.
ლუკა სარეგისტრაციო რიგთან ახლოს იჯდა, გვერდით ორი უზარმაზარი ჩემოდანი ედო, ჩემს დანახვაზე გიჟივით წამოხტა ადგილიდან, გამოექანა, ჩამეხუტა და ჰაერში დამატრიალა.
- როგორ მომენატრე სულელო, -მითხრა თბილი ხმით და მკერდში ჩამიკრა, როცა მისი სითბო და ნაცნობი საყვარელი სურნელი გარს შემომერტყა და თვალების მინაბვა მაიძულა მაშინღა მივხვდი როგორ ძალიან მომნატრებია ჩემი ძვირფასი ლუკა, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი ცხოვრების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
- არაფერს მკითხავ იმის შესახებ თუ სად ვიყავი და აქამდე რატომ არ გინახულე? -ვკითხე და მოლოდინით აღსავსე მზერით მივაცქერდი.
- რომ შეგძლებოდა ვიცი რომ აუცილებლად მინახულებდი და რომ შეგეძლოს ვიცი რომ ყველაფერს მომიყვებოდი ასე რომ არაფერს გკითხავ, ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ახლა აქ, ჩემს გვერდით ხარ, -მითხრა და თმაზე ნაზად მომეფერა.
გული ამიჩუყდა, ასე იყო, ლუკა ყველაზე კარგად მიცნობდა და ლუკას ყველაზე მეტად და გულწრფელად ვუყვარდი, ყელში ბურთივით მომაწვა რაღაც და ცრემლი რომ დამემალა კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
- ისე ნუ იქცევით თითქოს სამუდამოდ მივდიოდე, დიდი ხნით არ მივდივარ, -გამოაცხადა და თავზე ხელი გადამისვა, -მალე დავბრუნდები ასე რომ ცრემლები საჭირო არ არის, ცოტა ხანში ისევ გინახულებთ, ისევ მოგიწევთ ჩემი ატანა, -დაგვემშვიდობა და უკანმოუხედავად წავიდა, ვიცოდი ასე რატომაც მოიქცა მასაც ჩვენსავით უჭირდა გამომშვიდობება, იცოდა რომ თუკი მობრუნდებოდა აუცილებლად დავინახავდით მის ამღვრეულ თვალებს.
* * *
მე და ჯესი იქვე აეროპორტის კაფეში ჩამოვჯექით, ჯესიმ ყავა მოიტანა, ვსვამდით და ერთმანეთს ვუცქერდით, ჯიუტად ვდუმდით, ერთმანეთის მოთმინებას ვცდიდით, ველოდით პირველი რომელი დაიწყებდა საუბარს.
- კარგი რა ბოლოს და ბოლოს მეტყვი თუ არა რა ხდება, -ვეღარ მოვითმინე.
- შენი წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ ბიძია გიომი დაიღუპა, -პირდაპირ დაიწყო ჯესიმ, თავი ჩაღუნა და ჭიქას მაგრად შემოხვია თხელი თითები.
გულში რაღაც ჩამწყდა, ბიძია გიომი, ის მხიარული წითელლოყება ბიძია გიომი რომელსაც ასე ძალიან ვუყვარდი და ყოველთვის ასე ახარებდა ხოლმე ჩემი ხილვა აღარ იყო, ჯესის გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე.
- მაპატიე რომ ამ დროს შენს გვერდით არ ვიყავი, მაპატიე რომ არ გპასუხობდი, ალბათ სულ მარტოს მოგიწია ყველაფრის გადატანა.
- ნეტავ მარტო ვყოფილიყავი, -მწარედ ჩაიცინა ჯესიმ, -დედაჩემი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად, ბიძიას მთელი ქონება გაყიდეს, ის სახლიც სადაც ვცხოვრობდით, ის დანაზოგიც წაიღო რომელიც უნივერსიტეტისთვის გვქონდა გადადებული, მხოლოდ ერთხელ მითხრა რომ მასთან ერთად წავსულიყავი და როცა უარი ვუთხარი უკანმოუხედავად წავიდა, დანებებას არ ვაპირებ ლილა, არ ვაპირებ უკან გავეკიდო, აქ დავრჩები სამსახურს ვიპოვი და ჩემი სწავლის ფულსაც თვითონ გადავიხდი.
ჯესი გაცხარებული ლაპარაკობდა, რამდენი რამ გადაიტანა, მე კი მის გვერდით არ ვიყავი, არც კი მახსოვდა, ამის შემდეგ როგორი მეგობარი ვარ, ვუყურებდი, ვუსმენდი და საკუთარივით ვგრძნობდი და განვიცდიდი მის ტკივილს.
- ახლა სად ცხოვრობ? -ვკითხე ბოლოს.
- ერთ ჩემს შორეულ ნათესავთან, მაგრამ მალე იქიდანაც მომიწევს წამოსვლა, ხომ იცი ნათესავებს არ უყვართ საიდანღაც მოულოდნელად გამოჩენილი უფულო მუქთახორები, -ნაძალადევად გაიღიმა, ამოიოხრა და უკვე გაცივებული ყავა მოსვა, ბევრი არ მიფიქრია იმაზე თუ რას იტყოდა აზრაელი ისე მივიღე გადაწყვეტილება.
- ჯეს არაფერზე იდარდო, უნივესიტეტის ფულს მე გადაგიხდი, დეიდაჩემის წყალობით საკმაო დანაზოგი მაქვს, ბინას რაც შეეხება, ჩემს ბინას დაგითმობდი, მაგრამ რაც ლუკას დაემართა იმის შემდეგ თუკი იქ იცხოვრებ მშვიდად ვერ ვიქნები, ასე რომ ჩემთან უნდა წამოხვიდე.
- შენთან? რას გულისხმობ? შენ ჯერ ისიც კი არ გითქვამს სად და ვისთან ერთად ცხოვრობ.
- ჩემთან ერთად ცხოვრობს, -მომესმა ნაცნობი ხმა, აზრაელმა სკამი გამოსწია და მიპატიჟებას არ დალოდებია ისე მიუჯდა მაგიდას ...
* * *
რამდენიმე წამი ერთმანეთს ვუყურებდით, ვცდილობდი მის სახეზე ამომეკითხა გაბრაზებული ხომ არ იყო თუმცა სრულიად უემოციოდ გვიყურებდა და დუმდა, ბოლოს სიჩუმე ისევ მან დაარღვია.
- არ გაგიფრთხილებივართ და არც არაფერი დაგიბარებია, ხომ იცი რომ ასე გაუფრთხილებლად არ უნდა წასულიყავი, ძალიან შემაშინე ლილა.
მხრები უხერხულად ავიწურე, -მაპატიე, მეჩქარებოდა, სახლში არ იყავით და ვერ მოვასწარი რომ მეთქვა, რომ არ მეჩქარა ლუკას ვერ მოვუსწრებდი, აქ როგორ მომაგენი?
- ყნოსვით, -გაეღიმა და სიცილის შესაკავებლად ტუჩზე იკბინა როცა ჩემი გაოცებული სახე დაინახა.
- სერიოზულად? ამაზე არაფერი გითქვამთ, ესე იგი ეგეც შეგიძლიათ?
- ვხუმრობ სულელო, -ხელი ხელზე მომიჭირა და თვალებში სიყვარულით და სითბოთი სავსე მზერით ჩამხედა, -იცოდე ასეთი რამ აღარ გააკეთო, სანამ მოგაგნებდი რომ იცოდე რა აღარ ვიფიქრე, ათასი რამ წარმოვიდგინე.
ის ჩემზე ღელავდა, ამას თვალებით, ხმით, ჟესტებით გამოხატავდა, იჯდა ჩემს წინ ჩვეულ შავ სამოსში გამოწყობილი, შავი თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი, დიდ წყლიან თვალებში მუდარანარევი სიყვარული ედგა და ისე უღმერთოდ მომხიბვლელი და სასურველი იყო...
ეიფორიიდან ჯესის ხმამ გამომიყვანა და მაშინღა გამახსენდა რომ არსებობისთვის სუნთქვა მჭირდებოდა, ჩემს ასეთ მდგომარეობაზე უნებურად გამეღიმა.
- თქვენი დიალოგიდან საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ რაკი აქ ვარ, იქნებ პატივი დამდოთ და მეც გამაგებინოთ რა ხდება, -აშკარა იყო რომ ჯესი ეჭვით უყურებდა აზრაელს და ამ ეჭვის გამო ჩემთანაც აღარ ჰქონდა ისეთი გულღია დამოკიდებულება როგორც ადრე.
- ახლავე ყველაფერს აგიხსნი, -ვუთხარი და მხოლოდ ახლა დავფიქრდი რომ არც ისე ადვილი იყო ყველაფრის ისე ახსნა რომ არ შემეშინებინა და გამექცია, ან უბრალოდ შეშლილი არ ვგონებოდი, აზრაელმა იგრძნო ჩემი გასაჭირი და პირველად საკუთარი ინიციატივით გამოიყენა ჩემთან გონებრივი კავშირი, ეს ძალიან უცნაური იყო, მას ჩემში ვგრძნობდი, მთელ ჩემს არსებაში, ვგრძნობდი დამამშვიდებელ იმპულსებს რომლებიც მისგან მოდიოდა და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო გავიგე ჩემთვის რის თქმას ცდილობდა, შევეცადე დავმშვიდებულიყავი, მოვდუნდი და უფლება მივეცი ჯესისთვის ყველაფერი მას აეხსნა, მისკენ შეტრიალდა და თავი მომხიბვლელად დაუკრა.
- მაპატიეთ რომ ასე შემოგეჭერით, ნება მომეცი ყველაფერი მე აგიხსნა, საავადმყოფოში ერთმანეთი ნორმალურად ვერ გავიცანით, მე აზრაელი ვარ, ლილას შეყვარებული, -უთხრა ასე უბრალოდ, პირდაპირ და ღიმილით გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად.
მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ჯესიმაც გაუწოდა ხელი, და გაღიმება სცადა, მეც როგორც იქნა შვებით ამოვისუთქე.
- შეიძლება მე არ მენდო, -გააგრძელა აზრაელმა, -ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ვიცი რომ ლილას ენდობი და ერთმანეთი ძალიან გიყვართ, გავიგონე როგორ გეუბნებოდა ლილა რომ შეგიძლია ჩვენთან ერთად იცხოვრო.
ჯესიმ მე გადმომხედა, მე კი აზრაელს შევხედე, თბილად მიყურებდა, თითქოს ცდილობდა გავემხნევებინე და ჩემთვის სიმამაცე შეემატებინა.
- მაპატიე აზრაელ, ვიცი რომ შენთვისაც უნდა მეკითხა მაგრამ ჯესის ახლა ჩემი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება.
აზრაელმა თბილად გამიღიმა და ხელზე ხელი მომიჭირა, მერე ჯესის მიუბრუნდა, -ვფიქრობ ეს ძალიან კარგი იდეაა, მოხარული ვიქნები თუკი ჩვენთან ერთად იცხოვრებ, გთხოვ დღეს ჩვენთან წამოდი, გვესტუმრე და ხვალ თუ გადაწყვეტ რომ დარჩენა და ჩვენთან ერთად ცხოვრება გინდა, მერწმუნე მეც და ლილაც მოხარულები ვიქნებით, თუ არადა სადაც გვეტყვი იქ მიგიყვანთ და ყველანაირად ვეცდებით რომ რითიც შევძლებთ დაგეხმაროთ.
ჯესიმ წარბი ასწია, ხმას ვერ იღებდა, პირველად ვხედავდი ასეთ გაკვირვებულს და დაბნეულს, აზრაელის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ვიცი ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა, მაგრამ მის ხიბლს და ადამიანის დარწმუნების უნარს ვერც ჯესი გაექცა, სუნთქვაშეკრული ველოდი მის პასუხს, ერთხანს იყუჩა და ბოლოს უბრალოდ მითხრა.
- კარგი წავიდეთ, დღეს თქვენთან ვრჩები, მაგრამ იცოდე ლილა, ხვალამდე გაძლევ დროს რომ ყველაფერი ამიხსნა, ხვალამდე და არა ზეგამდე გესმის?
- კარგი, გპირდები, -სიცილით მოვხვიე ხელი მხარზე და აზრაელს მივუბრუნდი, -ტაქსი გამოვიძახო?
- საჭირო არ არის, ჩემი მანქანა გარეთ აყენია.
- ოჰო, მეგონა მანქანა არ გყავდა, მართვა მაინც თუ იცი?
- არ მყავს, -გაეღიმა აზრაელს, -უბრალოდ ვიფიქრე რომ დაგვჭირდებოდა და ვიქირავე, ჰო და რათქმაუნდა, მართვა ვიცი, საუკეთესო მძღოლი ვარ, წავიდეთ ქალბატონებო?
- ის შენი შეყვარებულია და ისიც კი არ იცი მანქანა ყავს თუ არა? -ჩამჩურჩულა ჯესიმ.
- ჰო, -მხრები ავიჩეჩე მე -უბრალოდ თავში აზრად არ მომსვლია რომ მეკითხა, თანაც ავტომობილი არც თუ ისე ხშირად გვჭირდება.
- აა გასაგებია, ტაქსით სარგებლობთ ხოლმე?
- მერწმუნე, მგზავრობისთვის ტაქსზე ბევრად უფრო კომფორტული და სასიამოვნო საშუალებებიც არსებობს, -თვალი ღიმილით ჩავუკარი და ჩემი უზარმაზარი ფრთების გახსენებისას მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
* * *
გარეთ ძვირფასი, სპორტული შავი მანქანა გველოდა, აზრაელმა ჯესის უკანა კარი გაუღო, ხოლო მე კი წინა სავარძელზე მანიშნა, ვერაფერს ვიტყვი მართლაც კარგად მართავდა, სწრაფად, მაგრამ ფრთხილად.
- მადლობა, -გადავულაპარაკე და მუხლზე ხელი დავადე.
- მადლობას რისთვის მიხდი?
- ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებთ, შენც და ყველა დანარჩენიც, მართლაც არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
- არ გინდა, მადლობას ნუ იხდი, -ისე მპასუხობდა გზას თვალს არ აშორებდა, -ის რასაც ვაკეთებთ სრულიად ბუნებრივია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ლილა.
უკან მივიხედე, ჯესის ეძინა, საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, ოჯახი, ჩემი ოჯახი, თურმე რამდენნაირი მნიშვნელობა ჰქონია ამ ერთ თითქოსდა უბრალო სიტყვას, თვალი მისკენ გავაპარე, საჭეს ორივე ხელით მართავდა, თავისი საყვარელი საყელომოღეღილი მოკლემკლავიანი შავი მაისური, ვიწრო შავი შარვალი და თასმებშეხსნილი სამხედრო ბოტები ეცვა, თმა ჩვეულებისამებრ თავისუფლად ჰქონდა ჩამოყრილი მხრებზე და სახეზე, გრძელ თლილ თითებს რიტმულად აკაკუნებდა საჭეზე, ტუჩები მოვილოკე, როცა გამახსენდა ამ თითებით რისი გაკეთება შეეძლო.
- რას აკეთებ ლილა, -შევუძახე ჩემს თავს, -ჯობია ნერწყვი მოიწმინდო და დაწყნარდე, უკან ჯესის ძინავს, ასეთი ფანტაზიებით გართობას შემდეგაც მოასწრებ, ჰო ნამდვილად მოასწრებ, ამისთვის უამრავი დრო გაქვს, ფეხები ერთმანეთს მჭიდროდ მივატყუპე და ღრმად ამოვისუნთქე.
- შენი მეგობარი ძალიან გიყვარს არა? -გამომაფხიზლა აზრაელის ხმამ.
- ჯესი? კი ძალიან მიყვარს, დიდი ხანია ვმეგობრობთ.
- ლუკას ვგულისხმობ, -შევატყვე რომ ცდილობდა კითხვა ისე სასხვათაშორისოდ გამოსვლოდა თუმცა არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა ეჭვიანობის დაფარვა.
- ლუკა ჩემი ოჯახის წევრივითაა, იმ ძმასავით მიყვარს რომელიც არასდროს მყოლია.
- ჰოო, არამგონია რომ ისიც ასე ფიქრობდეს, აეროპორტში ვნახე თქვენი შეხვედრა, ის შენზე შეყვარებულია ლილა, უყვარხარ.
- ვიცი, -ვუპასუხე უემოციოდ და ჩაბნელებულ გზას გავხედე.
- იცი? -წარბი მაღლა ასწია და თავი გადააქნია, -იცი და ეს არ გაწუხებს?
- ყოველთვის ვიცოდი რომ ვუყვარდი და მანაც თავიდანვე იცოდა რომ მის მიმართ საპასუხო გრძნობები არ მქონდა და არც არასოდეს მექნებოდა, ჩვენ ორივემ ვიცით ზღვარი სად გადის და ისიც ვიცი რომ ლუკა ამ ზღვარს არასდროს გადაკვეთს, აი სწორედ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან, მოიცა, შენ რა მასზე ეჭვიანობ?
-მივუბრუნდი და დაკვირვებით შევათვალიერე, ნერვიულად იკვნეტდა ტუჩს, სასაცილო და თან სასიამოვნო იყო იმის ნახვა თუ როგორ ეჭვიანობდა ჩემზე და ლუკაზე.
- უბრალოდ როცა აეროპორტში დაგინახეთ როგორ ეხუტებოდით ერთმანეთს, არც კი ვიცი რა ვიფიქრე, მაპატიე კარგი? ამ ბოლოდროს ხანდახან ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, იმდენ ხანს ვცხოვრობდი გრძნობების გარეშე და ახლა იმდენად სავსე ვარ უამრავი სხვადასხვა გრძნობით რომ ზოგჯერ მგონია ვგიჟდები, შენ სრულიად სხვა მხრიდან დამანახე ეს სამყარო და ხანდახან რომ წარმოვიდგენ... თავი გადააქნია და საჭეს თითები ისე მოუჭირა რომ მთლად გაუთეთრდა.
- აზრაელ გახსოვს რა გითხარი სახურავზე? გითხარი რომ არასოდეს დამკარგავ, სიტყვა მოგეცი და ახლა რისი თქმა გინდა რომ არ მენდობი?
მუხრუჭს დააჭირა, სვლა შეანელა და ინტერესით შემომხედა, ვეღარ მოვითმინე მისკენ გადავიხარე და თავი მხარზე დავადე.
- მე შენ საკუთარ თავზე უფრო მეტად გენდობი ლილა, -მომესმა მისი ჩურჩული.
* * *
- ჯესი გააღვიძე, მოვედით, - გამომარკვია აზრაელის ხმამ, ძველიძველი ჭიშკარი ავტომატურად გაიღო და ეზოში შევედით, შევბრუნდი, უკან გადავიხარე და სავარძელზე საცოდავად მოკუნტული ჯესი მსუბუქად შევანჯღრიე, თვალებმოჭუტული გადმოვიდა მანქანიდან და ნამძინარევი სახით მოათვალიერა მწვანე მცენარეებით და ხეებით სავსე ბაღი და უზარმაზარი ძველი შენობა რომელსაც სახლს ვეძახდით.
- აქ ცხოვრობთ? -გაკვირვებული ხმით მკითხა, -დარწმუნებული ხარ რომ შენი შეყვარებული ნარკობარონი არ არის?
უკვე სახლისკენ მიმავალი აზრაელის სიცილის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი გაიგონა, გავიღიმე და ჯესის შესასვლელისკენ ვანიშნე.
- წამოდი ალბათ ძალიან დაიღალე, გშია? შემიძლია სანამ დაიძინებ მანამდე სენდვიჩი მოგიმზადო ან სხვა რამ, რაც შენ გინდა.
- არა, მირჩევნია დავიძინო, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვახერხებ, ამ ბოლო დროს დაძინება მიჭირს ხოლმე მაგრამ ვცდი მაინც, -დაიწუწუნა და იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.
- ლამაზი ბაღია.
- ჰანიელის დამსახურებაა, უყვარს მცენარეები, სხვათა შორის მისი დამზადებული დამამშვიდებელი მაქვს, მგონი გამოგადგება.
- ჰანიელი ვინ არის?
- აზრაელის ძმაა, მაპატიე შენთვის არ მითქვამს რომ აქ მისი ძმებიც ცხოვრობენ, სულ შვიდნი არიან, ხვალ დილით ყველას გაგაცნობ, დარწმუნებული ვარ ყველა ძალიან მოგეწონება.
- ოჰო, სიურპრიზებით სავსე დღეა, ვერაფერს იტყვი, -არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შემომხედა, თავი გადააქნია და ნელი ნაბიჯით წავიდა შესასვლელისკენ, ვღელავდი, ვიცოდი აზრაელი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ჯესის აქ თავი ისე ეგრძნო როგორც საკუთარ სახლში მაგრამ მაინც მეშინოდა მისი რეაქციის, ადრე თუ გვიან იძულებული გავხდებოდი მისთვის ყველაფერი მეთქვა და მაშინ არ ვიცი რა მოხდებოდა, შეიძლებოდა სამუდამოდ დამეკარგა, ყველა ვერ შეძლებდა იმის გაგებას და გააზრებას რაც მე ასე ჩვეულებრივად და ბუნებრივად მიმაჩნდა, საინტერესო იყო ჯესი როგორ მიიღებდა, ალბათ თავიდან არ დამიჯერებდა მაგრამ მერე როცა ჩემს ფრთებს ვაჩვენებდი...
- არ მოდიხარ? -უკვე კართან მდგომმა დამიძახა, თავი გადავაქნიე რომ არასასურველი ფიქრებისგან გავთავისუფლებულიყავი და მისკენ წავედი.
სახლში არავინ იყო, შეიძლება ეძინათ, ყოველ შემთხვევაში, ჰოლში არავინ შეგვხვედრია, ჯესი ჩემს საძინებელში შევიყვანე, უფრო სწორად იმ საძინებელში რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო, აზრაელს ვუთხარი რომ ამაღამ ჯესისთან ვრჩებოდი და კარი მივიხურე.
- ეს შენი ოთახი იქნება, ოღონდ ამაღამ ერთად დავიძინოთ კარგი? -ვუთხარი ჯესის, -თუ გინდა წყალი გადაივლე, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
- აშკარად შენც ისე გრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში, ეს შენი საძინებელია? მე თუ დამითმობ შენ სად დარჩები? -გაკვირვებული იყო, დაბნეული მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
- ჰო ასეა, -გავუღიმე, -ეს ჩემი სახლია ჯესი, ჩემი ოჯახი, ჩემი აზრაელი, ოღონდ ახლა ნურაფერს მკითხავ, დავიძინოთ დავისვენოთ და გპირდები ხვალ დილით საუზმის შემდეგ ყველაფერს მოგიყვები, საძინებელს რაც შეეხება ამაზე ნუ იდარდებ მე აზრაელთან ერთად მძინავს.
- სერიოზულად? -გაოცებულმა პიზე აიფარა ხელი, სირცხვილისგან მთელი სახე გამიხურდა და მხოლოდ იმიტომ რომ საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა იქვე სარკესთან მდგარ პატარა მაგიდაზე მოთავსებულ დამამშვიდებელ ნაყენს დავწვდი.
- დალევ? -ვარდისფერი სითხით სავსე პატარა შუშა მივაწოდე, არც კი უკითხავს რა იყო, გამომართვა და ჩემდა გასაკვირად ბოლომდე გამოცალა, მერე მოვიდა და ჩამეხუტა.
- ყურადღებას ნუ მომაქცევ კარგი? უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემთვის ცოტა უცნაური და უცხოა.
- მენატრებოდი ჯეს, -მაგრად მოვხვიე მკლავები გამხდარ მხრებზე.
- მეც ძალიან მენატრებოდი ლილა, შენ არც კი იცი უშენოდ როგორ მარტო ვგრძნობდი თავს, მეორედ ასე აღარ გაქრე და აღარ მიმატოვო კარგი?
ჩახუტებულებს დაგვეძინა, დილით კი როცა გავიღვიძე ჩემს გვერდით საწოლი ცარიელი იყო, ფეთიანივით წამოვხტი, ნეტავ სად წავიდა...
- აბაზანაში პირსახოცი არ ყოფილა, შეგიძლია მომაწოდო? -მომესმა ხმა, -ოოჰ შვებით ამოვისუნთქე.
- მე მეგონა...
- რა გეგონა, -გაიცინა ჯესიმ, -რომ წავედი და ამ გაუგებრობაში მარტო დაგტოვე? არავითარ შემთხვევაში, დილით რომ გავიღვიძე გადავწყვიტე რომ აუცილებლად გავარკვევ რა შარში ხარ გახვეული.
მგონი ჰანიელის ნაყენი სასწაულებს ახდენს, ჯესი დასვენებული და ძველებურად მხიარული იყო, ღაწვები შევარდისფრებოდა და საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ჩემი მაისური და შორტი მივაწოდე.
- ჩაიცვი, საუზმეზე გველოდებიან.
პიჟამო გავიძვრე რომ სარაფანი გადამეცვა, ჯესის რეაქციასაც არ დაუყოვნებია, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და მოიღუშა.
- მოიცადე ეს რა არის? რა გჭირს? მთელი ზურგი დალურჯებული გაქვს, -შეშფოთებული მითვალიერებდა სხეულს, ხელები უთრთოდა.
- ცუდი არაფერი იფიქრო, ჩემზე არავინ ძალადობს, -გამეცინა და ძლივს ვაიძულე რომ ხელი გაეშვა, -გუშინ თითქმის მთელი დღე ვვარჯიშობდი, სხვადასხვა იარაღის გამოყენება, ხელჩართული ბრძოლა, აზრაელის ერთ-ერთი ძმა ურიელი მავარჯიშებს ხოლმე და ისეთია, მასთან ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის დალურჯებული ვრჩები.
- შენი ზურგით თუ ვიმსჯელებთ აშკარად არ უყვარხარ და საერთოდაც რა საჭიროა რომ ასეთ რაღაცებს სწავლობ, აზრაელი და მისი ძმები რამე საიდუმლო ორგანიზაციის წევრები არიან და უნდათ რომ შენც ჩაგითრიონ? სპეციალურად გაწვრთნილ მკვლელად გამზადებენ და მერე ამერიკის პრეზიდენტი უნდა მოგაკვლევინონ? რა ჯანდაბა ხდება?
- დამშვიდდი და ნუ გეშინია, არც საიდუმლო ორგანიზაციის წევრი ვარ, არც მკვლელი და არც შეშლილი სექტანტი, ამერიკის პრეზიდენტსაც არაფერს ვერჩი, ეს ჩალურჯებები არაფერია, ხვალ უკვე აღარ მექნება, შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ.
შეძლებისდაგვარად მშვიდად ვესაუბრებოდი, მას კი ეტყობოდა როგორ ძლივს იკავებდა თავს რომ არ წამომხტარიყო და ჩემთვის უარესი სცენები არ მოეწყო.
- როგორ არ ვინერვიულო ლილა, შვიდ მამაკაცთან ერთად ცხოვრობ, ბრძოლას სწავლობ და მეუბნები რომ ეს საშინელი ჩალურჯებები ხვალ აღარ გექნება, მაპატიე მაგრამ მეტს ვეღარ მოვიცდი, ახლავე მითხარი რა ხდება, რას მიმალავ, ვხვდები რომ კარგს არაფერს მაგრამ მინდა ვიცოდე, მინდა ვიცოდე ჩემი საუკეთესო მეგობარი რა შარშია გახვეული.
ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ მეტ მოცდას აზრი აღარ ჰქონდა, ჯესი ჩვენთან ერთად ცხოვრობდა და მხოლოდ დროის საკითხი იყო როდის გაიგებდა ყველაფერს, დღეს თუ არა ხვალ მისთვის ყველაფერი ნათელი გახდებოდა, უარესი იქნებოდა სხვისგან გაეგო სიმართლე, ასე რომ მომხდარიყო ჩემზე არასდროს მოუბრუნდებოდა გული, საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
- არც კი ვიცი როგორ აგიხსნა ჯეს, ეს ყველაფერი რაც ხდება... უბრალოდ არ შეიძლება ასე რამდენიმე სიტყვით აგიხსნა.
- ცადე, ხომ მიცნობ, ვეცდები ყველაფერი გავიგო რასაც მეტყვი.
- გაგიჭირდება გაგება.
- ჩემს მაგივრად ნუ წყვეტ რა გამიჭირდება და რა არა, დაიწყე.
იდგა ჩემს წინ უშიშრად და საყვარლად მიბრიალებდა ლამაზ თვალებს, რომ წასულიყო... როცა ყველაფერს გაიგებდა რომ მივეტოვებინე..
- მიდი, ნუღარ ყოყმანობ, -გამამხნევებლად მომიჭირა მხარზე ხელი და გამიღიმა, მოვეშვი და საუბარი დავიწყე, ყველაფერი მოვუყევი, შეუსვენებლად ვლაპარაკობდი, თითქოს ვცდილობდი მანამდე მომესწრო დასრულება სანამ შიშისგან გული წაუვიდოდა, მოვუყევი რომ ადამიანი არ ვარ და არც აზრაელი და მისი ძმები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომ მამაჩემი შეშლილი ეგოისტი მეცნიერია და რომ ჩვენ ანგელოზები გვქვია, მეგონა ჯესი შოკს მიიღებდა მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა, ერთხანს უბრალოდ დაკვირვებით მიმზერდა, მერე ჩემი ხელი ხელში აიღო და თვალებში ჩამაცქერდა.
- მითხარი რა გჭირს, ასეთ უაზრო რაღაცებს რატომ მიყვები, ნარკოტიკებს იყენებ და მაგიტომ გაქვს ტვინი არეული? რა გაგიკეთეს? ასე რატომ იქცევი?
- აშკარად სხვა გზა არ მაქვს, -ამოვიოხრე და თავი გადავაქნიე რომ როგორმე უსიამოვნო წინათგრძნობა მომეშორებინა.
- ეს უნდა გაჩვენო, სხვანაირად არ დამიჯერებ, უბრალოდ სიტყვა მომეცი რომ არ გაიქცევი კარგი?
-ვუთხარი ჯესის და მოვემზადე, ჯესიმ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად, ყურადღებით შევათვალიერე მაგრამ სრულიად მშვიდი და ადეკვატური გამომეტყველება ჰქონდა, შუა ოთახში დავდექი და ფრთები გავშალე, არა, ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი, ერთხანს უხმოდ მიყურებდა, მერე შებრუნდა და ოთახიდან გავარდა, პირველი სართულის დერეფანში, შემოსასვლელ კართან დავეწიე და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, როცა შესაჩერებლად მკლავზე შევეხე და ფეთიანივით შეხტა.
- ჯეს გთხოვ, ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა, გთხოვ, გემუდარები ნუ წახვალ.
- არ შემიძლია ლილა, აქედან უნდა გავიდე თორემ უკვე ვეღარ ვსუნთქავ, უნდა წავიდე რომ მშვიდად დაფიქრება შევძლო, ეს... ეს ყველაფერი ნორმალური არ არის, -პანიკაში იყო, კარი გააღო, გარეთ გავარდა და პირდაპირ ურიელს შეეჩეხა, ფეხი დაუცდა და ურიელმა ჰაერში დაიჭირა რომ არ წაქცეულიყო, დადგომაში დაეხმარა და ხელი გაუშვა, უემოციოდ აათვალიერ ჩაათვალიერა დაბნეული, უცნაურად დარცხვენილი და მომიბრუნდა.
- მგონი შენს მეგობარს კოორდინაციის პრობლემა აქვს, -მითხრა ჩვეული არაფრისმთქმელი ხმით და სახლში შევიდა, ჯესი ერთხანს გაშეშებული და პიდაღებული იდგა.
- ვინ იყო? -მკითხა ბოლოს.
ამ მზერას ვიცნობდი, ძალიან კარგად ვიცნობდი, თვალები ინტერესით უელავდა, ურიელმა აშკარად მოახდინა შთაბეჭდილება მასზე.
- აზრაელის ძმაა, ურიელი.
- იცი რა, -ხმაში ყოყმანი შევატყვე და უკვე ვხვდებოდი რა იქნებოდა მისი შემდეგი სიტყვები, -მგონი ჯობია ცოტა ხნით დავრჩე და საშუალება მოგცე ყველაფერში გამარკვიო.
- ჰოო? -გამეღიმა მე, -თან ურიელსაც უკეთ გაიცნობდი.
- არა მაგიტომ არ მითქვამს, -ღაწვები შეეფაკლა ჯესის, -თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, წავიდეთ, მაჩვენე სად საუზმობთ ხოლმე.
საქმის ასე შემოტრიალებას ნამდვილად არ ველოდი, ურიელისგან სამუდამოდ დავალებული ვიყავი, ისეთი რამ გააკეთა რასაც ალბათ მე ვერ მოვახერხებდი, წასვლა გადააფიქრებინა, ჯესის წინ გავუძეხი და მისაღების გავლით ტერასაზე გავიყვანე, გასასვლელთან შეჩერდა მომიბრუნდა და ძლივსგასაგონი ხმით მკითხა.
- ესე იგი ურიელიც ანგელოზია?
- ჰო და დანარჩენებიც, -მშვიდად დავუდასტურე, თავი დამიქნია, მხრებში გაიმართა და თამამად გავიდა ტერასაზე, რასაც ვერ დავუკარგავდი ეს სიმამაცე იყო, დროდადრო არანორმალურად ცივსისხლიანი შეეძლო ყოფილიყო.
ყველა ჩვენ გველოდა, ისრაფიელი არც ამჯერად იყო სახლში, აზრაელს ვანიშნე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დანარჩენებს მივმართე.
- გაიცანით ჩემი მეგობარი ჯესი, ცოტა ხნით ჩვენთან ერთად იცხოვრებს, -ყველამ ხელის ჩამორთმევით და თავის დაკვრით გააცნო საკუთარი თავი, ჯესი ცდილობდა კეთილგანწყობილი ყოფილიყო და ყველას უღიმოდა, ის იყო შვებით ამოვისუნთქე და მაგიდასთან დაჯდომა დავაპირე რომ რაღაც მოხდა...
შუბლის არეში საშინელი ტკივილი დამეწყო, იმდენად ძლიერი რომ დაცემისგან თავის შესაკავებლად სკამს ჩავეჭიდე, ტკივილმა საფეთქლებისკენ გადაინაცვლა და მთელ სხეულზე გავრცელდა, ხელებში სიმხურვალე ვიგრძენი, ჩემს ხელქვეშ სკამის საზურგე ფერფლად იქცა, საყრდენი გამომეცალა თუ არა მაშინვე უკან გადავქანდი და დაცემისგან აზრაელის მკლავებმა მიხსნა, ამიყვანა და იქვე სარწეველა სავარძელში ჩამსვა, გავიგონე როგორ შეჰკივლა ჯესიმ, მესმოდა ხმები, მესმოდა როგორ მემუდარებოდა აზრაელი რომ მისთვის ხმა გამეცა, მინდოდა მეპასუხა, მთელი ძალით ვცდილობდი მაგრამ ვერ ვსაუბრობდი, სხეული მიხურდა, ყველაფერი მტკიოდა, თითოეული უჯრედი საშინლად მეწვოდა, თვალებს უაზროდ ვაცეცებდი მაგრამ ვერაფერს ვხედავდი, ირგვლივ მხოლოდ სიბნელე იყო, შემდეგ თითქოს ნელ-ნელა განათდა და ოთახი დავინახე, მაგრამ ვერ მივხვდი, რა ოთახი იყო, რატომ ვხედავდი, როგორ ვხედავდი, უზარმაზარი ნახევრად ჩაბნელებული დარბაზის ფანჯრიდან ჩვენი ბაღი ჩანდა, ესე იგი აქ ვიყავი სახლში, მიმოვიხედე, დარბაზი მთლიანად ცარიელი იყო და ერთ ერთ კედელზე უცნაური წინ გამოწეული ქვის თაღი ჩანდა ჩემთვის გაუგებარი წარწერებით, უეცრად თაღი განათდა, შუაგულში მკვეთრი ცისფერი სინათლე აციმიციმდა რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა და მალე მთლიანად ცისფრად ალივლივდა.
ნუთუ ეს ის იყო რაზეც აზრაელი მიყვებოდა, პორტალი, კი ნამდვილად ის იყო, ამ სახლში პორტალი ყოფილა, გაოგნებული ვუყურებდი მოციმციმე სინათლეს, მინდოდა ახლოს მივსულიყავი და შევხებოდი თუმცა არ დამცალდა, უცებ პორტალიდან დემონებმა იწყეს გადმოსვლა, ათობით დემონი გადმოდიოდა, ამჯერად ადამიანებს არ გვანდნენ, მახინჯები იყვნენ, გრძელი კიდურებით და ხელებზე ბრჭყალებით, ყველა მათგანს იარაღი ჰქონდა ასხმული, შიშისგან ვიყვირე, შორიდან აზრაელის ხმა ჩამესმა, ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ვიგრძენი როგორ მაკავებდა მისი ხელები ერთ ადგილზე, ისევ დარბაზს დავუბრუნდი, დემონებს უკან ანგელოზი მოჰვებოდათ, ნუთუ ეს ისრაფიელია რას აკეთებს, აქ რა უნდა?
- ისრაფიელ, -ვიყვირე მთელი ხმით მაგრამ ჩემი არ ესმოდა, დემონებს ესაუბრებოდა, რაღაც ჩემთვის გაუგებარ ბრძანებებს აძლევდა.
უეცრად კადრი შეიცვალა, ახლა ანგელოზების უკან ვიდექი და შევყურებდი როგორ ესაუბრებოდა აზრაელი ისრაფიელს, პირველად ვხედავდი ისრაფიელს ასეთს ,თვალები ზიზღით და სიძულვილით ჰქონდა სავსე, გარს დემონები ეხვია და მერე... მერე ყველაფერი გაქრა, ვიგრძენი როგორ განელდა ის სიცხე რომელიც ხელებს მიწვავდა, თავის ტკივილიც გაქრა, თვალები დავახამხამე და პირველი აზრაელი დავინახე, ჩემს თავთან დახრილი, შეშფოთებული სახით, ჩემი მაჯები ეჭირა და თითები მთლიანად დამწვარი ჰქონდა.
ჯესი ჩემს გვერდით იყო ჩაჩოქილი, მისგან ასეთ სიმამაცეს ნამდვილად არ ველოდი, მაშინ როცა მეგონა რომ უკან მოუხედავად გაიქცეოდა არ დამტოვა და ბოლომდე ჩემს გვერდით დარჩა, მის თვალებში ვხედავდი რომ მხოლოდ ჩემი მდგომარეობა აინტერესებდა სხვა არაფერი, დანარჩენებიც თავზე მადგნენ და შეწუხებული სახეებით მიყურებდნენ.
- ლილა კარგად ხარ? რა დაგემართა? -აზრელს აღელვებული ხმა ჰქონდა, თვალები კი შიშით სავსე.
- პორტალი, ამ სახლში პორტალია, -ძლივს ამოვიღე ხმა.
- კი მაგრამ ეს შენ საიდან იცი? -აზრაელი ახლა უკვე გაოცებული მიყურებდა.
- მე ის დავინახე აზრაელ, არ ვიცი როგორ, მაგრამ დავინახე, დარბაზში ვიყავი სადაც პორტალია, ცისფრად ანათებდა, და იქიდან დემონები გადმოდიოდნენ, უამრავი დემონი.
- ეს შეუძლებელია, -აზრაელმა ანგელოზებს გადახედა, დანიელს თვალით რაღაც ანიშნა, დანიელმა თავი დაუკრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ვერანდიდან.
- ჩემი არ გჯერათ? -ქვემოდან ავხედე ჩემს თავთან დახრილებს და ალბათ ერთი მათგანის თვალებშიც რომ სულ მცირე ეჭვი დამენახა ვერ გადავიტანდი, თუმცა ამდაგვარი არაფერი მომხდარა, აშკარა იყო რომ სერიოზულად აღიქვამდნენ ჩემს მონაყოლს.
- რათქმაუნდა შენი გვჯერა ლილა, -რემიელმა თავზე ხელი გადამისვა და უდარდელად გამიღიმა, ურიელმაც კი სცადა ჩემი გამხნევება, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და მაჯაზე მაგრად მომიჭირა თითები.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- პორტალი უკვე დიდი ხანია გაუქმებულია, -თითქოს თავის თავს ესაუბრებოდა აზრაელი -თანაც დემონებს ახლა უკვე მისი გამოყენება აღარ შეუძლიათ თუ ...
უცბად გაჩუმდა და თავზე ხელები შემოიჭდო, - ალბათ მათ ვინმე დაეხმარა და პორტალი გაუღო, მაგრამ ვინ? ამას ვინ გააკეთებდა?
- მათთან ისრაფიელი იყო, -ვთქვი და წამოვდექი, -მაპატიე, ვიცი რომ ამის მოსმენა შენთვის ძნელია მაგრამ უნდა მეთქვა.
წამიერად სიჩუმემ დაისადგურა, ყველა ერთმანეთს შესცქეროდა, პირველად ვხედავდი მათ ასე დაბნეულებს, ოთახში დანიელი შემოვიდა.
- პორტალი შევამოწმე, ლუქი მოხსნილია, თანაც ჩვენი მხრიდან, ვერ ვხვდები ეს როგორ უნდა მომხდარიყო.
- ლილა შემომხედე, -აზრაელმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია რომლებიც უკვე თითქმის შეხორცებული ჰქონდა, -გთხოვ ეცადე გაიხსენო რა დრო იყო როცა დემონები პორტალიდან გადმოვიდნენ.
გონება დავძაბე, ფანჯრიდან ბაღი დავინახე მაგრამ, დრო? ეს წითელი სარაფანი მეცვა რაც ახლა, ანუ დღევანდელი დღე იყო და ჩანდა რომ უკვე ბინდდებოდა.
- დღევანდელი დღე იყო, საღამო, -ვუპასუხე და რომ არ წავბარბაცებულიყავი ჩემს გვერდით მდგომ ჯესის დავეყრდენი.
- მოიცა აზრაელ, შენ ფიქრობ რომ ლილამ წინასწარ დაინახა რაც მოხდება? -სარიელს შეფიქრიანებული სახე ჰქონდა, -ფიქრობ რომ ეს შესაძლებელია?
- ჰო, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ლილას რისი უნარი აქვს, ეს შესაძლებელია და თუკი ასეა მაშინ სასწრაფოდ უნდა მოვემზადოთ, ყველა იარაღის ოთახში,ახლავე, -ცივი ხმით გასცა განკარგულება, -ჯესი შენ კი ლილა საძინებელში წაიყვანე.
ჯესიმ უხმოდ დაუკრა თავი, მე დარჩენა მინდოდა მაგრამ შეწინააღმდეგების თავი ნამდვილად არ მქონდა, სანამ გავიდოდით ჩემთან მოვიდა და მომეხვია.
- მაპატიე ამ ქაოსისთვის.
- შენ რა შუაში ხარ? -გამეღიმა მე, -პირიქით ეს შენ უნდა მაპატიო ხელებისთვის, დაგწვი მაგრამ ხომ იცი ეს ჩემდაუნებურად მოხდა.
აზრაელმა უკვე თითქმის მოშუშებულ ხელისგულებს დახედა და გაიღიმა.
* * *
საძინებელში ბოლთას ვცემდი, თითქმის რვა საათი მეძინა, უკვე თავს კარგად ვგრძნობდი და ახლა ერთი სული მქონდა გამეგო რა ხდებოდა პირველ სართულზე.
- ქვემოთ უნდა ჩავიდე, -ვეღარ მოვითმინე ბოლოს,
- დაწყნარდი ლილა, -ჯესი საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა და შესაშური სიმშვიდით უყურებდა როგორ ვაწყდებოდი კედლებს.
- სათქმელად ადვილია, როგორ უნდა დავწყნარდე როცა ვიცი რომ ცოტა ხანში აქაურობას თავს დემონები დაესხმებიან.
- ჯობია აზრაელს დავუჯეროთ და აქ დავრჩეთ, მოდი დაჯექი და მომიყევი როგორ მოახერხე იმის გაკეთება რაც დილით მოხდა,
- არ ვიცი ჯეს, რაც ხდება თავისთავად ხდება, თვითონაც ვერაფერი გამიგია, -გვერდით მივუჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, კარზე კაკუნი გაისმა და რემიელმა სასაცილოდ გაჩეჩილთმიანი წითური თავი შემოყო,
- აზრაელს აინტერესებს როგორ ხართ?
- რემიელ რა ხდება? -ფეხზე წამოვხტი, მივვარდი და ოთახში ძალით შემოვათრიე,
- რა ხდება, რას აკეთებთ, აზრაელი სად არის?
რემიელმა შუბლი შეჭმუხნა, აშკარა იყო რომ არაფრის თქმას არ აპირებდა თუმცა არც მე ვაპირებდი ასე ადვილად დანებებას, ბევრი ხვეწნა მუდარა არ დამჭირვებია მალევე გატყდა.
- პორტალის დახურვა ვერ მოვახერხეთ, ასე რომ სხვა გზა არ არის, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება, შენ ხომ კარგად ხარ, -შემომხედა და დაკვირვებით შემათვალიერა, -სიმართლე რომ გითხრა დილით ძალიან შეგვაშინე, ცუდად გამოიყურებოდი.
გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა, თურმე რა კარგი ყოფილა დიდი ოჯახი, სადაც ყველას უყვარხარ და ყველა შენზე ზრუნავს, ის იყო უნდა მეპასუხა რომ უკვე ნაცნობი ტკივილი ვიგრძენი, იმდენად ძლიერი რომ ჩავიკეცე.
ისევ იმ დარბაზში ვიყავი, დარბაზი დემონებით იყო სავსე, აზრაელი და დანარჩენი ანგელოზები ისრაფიელის წინ იდგნენ, მოულოდნელად ისრაფიელმა უცნაური, ნაცრისფრად მოელვარე მახვილი იშიშვლა და აზრაელს პირდაპირ მკერდში გაუყარა, სისხლმა იფეთქა, მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, იატაკზე დავვარდი და მოვიკუნტე, ვიცოდი რომ ეს სიმართლე არ იყო და ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ყველაფერს საოცრად ცხადად ვგრძნობდი, მკერდი მტკიოდა, ზუსტად ის ადგილი მეწვოდა სადაც ისრაფიელმა აზრაელს მახვილი დაარტყა, მთელი ძალით ვეცადე რეალობას დავბრუნებოდი და ბოლოს როგორც იქნა გონს მოვედი, ჯესი და რემიელი, ჩემს წინ იყვნენ დაჩოქილები და შეშინებულები მოლოდინით სავსე მზერით მიყურებდნენ.
- რემიელ სად არის პორტალი? -მივახალე პირდაპირ.
- სახლის გვერდით დამხმარე შენობაშია, რა ხდება რატომ მეკითხები? ისევ რაღაც დაინახე არა?
არაფერი მითქვამს, წამოვხტი და პორტალისკენ გავიქეცი, ახლა გონებრივი კავშირი მჭირდებოდა, ზუსტად ახლა, რომ გამეფრთხილებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ჯანდაბა, ვერ ვახერხებდი, ახლა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მაშინ ვერ ვგრძნობდი რომ ჩემთან იყო, უნდა გადავარჩინო, ისრაფიელს უფლებას არ მივცემ რამე დაუშავოს, ეზოში გასვლისთანავე შევამჩნიე დამხმარე შენობა, კარი შეღებული იყო, შევედი, ოთახი ათასნაირი საბაღე ინვენტარით და სხვადასხვა სახის ნივთებით იყო სავსე, არავინ ჩანდა, აქ სადღაც მეორე კარიც უნდა ყოფილიყო, კარი რომელიც პორტალის დარბაზში გამიყვანდა...
- ლილა გაჩერდი, -რემიელი ოთახში შემოვარდა, -გთხოვ უკან დაბრუნდი, რამე რომ დაგემართოს აზრაელი მომკლავს.
- კარს თუ არ გააღებ მე მოგკლავ, -გამოვცერი კბილებს შორის, -ახლავე გააღე.
ერთხანს უხმოდ მიყურა და მერე ხელი ერთერთი ხის თაროს უკან უხილავ ღილაკს დააჭირა, მერე რაც მოხდა ბუნდოვნად მახსოვს, დარბაზში შევვარდი, პორტალის წინ შეკრებილ ანგელოზებს და დემონებს გვერდი მოხერხებულად ავუარე და აზრაელსა და ისრაფიელს შორის ჩავდექი, დავინახე ისრაფიელის გაოცებული და შეძრწუნებული მზერა როდესაც მისმა მახვილმა ჩემს მკერდში გაიარა, გავიგონე აზრაელის ღრიალი და ერთბაშად მოვიცელე, მის მუხლზე თავმისვენებული ვხედავდი როგორი თვალებით მიყურებდა ისრაფიელი, არ მომჩვენებია, დარწმუნებული ვარ ნამდვილად დავინახე მის ლოყაზე ჩამოღვრილი ერთადერთი ცრემლი, მერე უკან დაიხია, პორტალში შევიდა, გაუჩინარდა და პორტალიც დაიხურა, ჩვენს მხარეს დარჩენილი დემონების გასანადგურებლად ანგელოზებს სულ რაღაც რამდენიმე წუთი დასჭირდათ, მათი იარაღების შეხებისას დემონები საშინელ ხმებს გამოსცემდნენ, იკლაკნებოდნენ, იგრიხებობდენ და შემდეგ უბრალოდ ორთქლდებოდნენ.
აზრაელს დემონების განადგურებაში მონაწილეობა არ მიუღია, სასოწარკვეთილი ამაოდ ცდილობდა სისხლდენა შეეჩერებინა, მაისური გაიხადა და ჭრილობაზე დამაჭირა.
- ყველა დემონი გავანადგურეთ, მოახსენა დანიელმა, ხმალი ქარქაშში ჩააგო და ყბებ დაჭიმული აწყლიანებული თვალებით დამაცქერდა ზემოდან, აზრაელმა ხელში ამიტაცა და სწრაფი ნაბიჯით წამიყვანა სახლისკენ.
- თვალები არ დახუჭო გთხოვ, -მემუდარებოდა და განუწყვეტლივ მკოცნიდა, -გთხოვ, ეცადე გაუძლო, შენ რომ რამე დაგემართოს, ჩემ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, უშენოდ ვერ ვიცხოვრებ ლილა, ეს რატომ გააკეთე, რატომ...
მისაღებში შემიყვანა და სახელდახელოდ განთავისუფლებულ მაგიდაზე დამაწვინა, ჯესი უკვე იქ გველოდა, ხმა არ ამოუღია, უხმოდ, გაფითრებული იდგა, გვიყურებდა და ცახცახებდა.
- საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, ასე სისხლისგან დაიცლება, -თქვა ბოლოს.
ურიელმა თავი გააქნია უარის ნიშნად, - ვერ წავიყვანთ, დემონის ხმლითაა დაჭრილი, თქვენი ექიმები ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებენ, აქ კი ჩვენ მივხედავთ, ჰანიელს ყველაფერი აქვს ამისთვის, ჯანდაბა სად დაიკარგა ჰანიელი...
გაცოფებულმა ურიელმა მუშტი კედელს დასცხო, - მოვკლავ იმ მოღალატე ნაბიჭვარს, ისრაფიელს მოვკლავ.
- დამშვიდდი, -დანიელმა მხარზე ხელი გადახვია, -მგონი რიგში ჩადგომა მოგიწევს მისი მოკვლა თუ გინდა.
მე ვეღარაფერს ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს, იარაც აღარ მტკიოდა, ხელი ძლივს ავწიე რომ აზრაელს სახეზე მოვფერებოდი და დავინახე როგორ დარჩა ლოყაზე სისხლიანი თითების კვალი.
- რატომ ნერვიულობთ ვერ ვხვდები? -გაღიმება ვცადე თუმცა არ ვიცი რამდენად გამომივიდა, -კარგად ვარ, ჭრილობა აღარ მტკივა, თანაც მეც ხომ თქვენსავით ანგელოზი ვარ, ესე იგი უკვდავიც ვარ არა, არაფერი დამემართება, ხომ ასეა?
- ჰო, შენ არაფერი დაგემართება, -აზრაელის ნაძალადევად მხიარულ ხმაში შიში ვიგრძენი, მერე ნათლად დავინახე როგორ იფეთქა სისხლმა ჭრილობიდან, ჩემს თავსზემოთ ყველაფერი დატრიალდა და სანამ გონებას დავკარგავდი, ბოლო რაც მომესმა მისი ყვირილი იყო.
- დამეხმარეთ სისხლდენას ვერ ვაჩერებ...
* * *
თითქმის ორი დღე საშინელ კოშმარში გავატარე, ორი დღე რომელიც ჩემთვის ორ საუკუნედ გაიწელა, მალე ისევ დამეწყო ტკივილი თუმცა ახლა უკვე მხოლოდ იარა კი არა ყველაფერი მტკიოდა, დემონის ხმლით მიყენებული ჭრილობიდან შხამი მთელ სხეულში ვრცელდებოდა და შიგნიდან მწვავდა, ყველაფერი საშინლად უსიამოვნო და მტკივნეული იყო, თითოეული მოძრაობა, თითოეული შეხება, ჰანიელი რეგულარულად მიცვლიდა სახვევებს, წამლებს მასმევდა და თუკი ეს წამლები მოქმედებდა, წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა რომ არ ემოქმედა, ალბათ უბრალოდ ტკივილისგან შევიშლებოდი და მხურვალებისგან დავიფერფლებოდი.
აზრაელის საწოლ ოთახში გაუნძრევლად ვიწექი, თვალებს ვერ ვახელდი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვინძრეოდი, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი და ყველაფერი მესმოდა, მესმოდა ჯესის ქვითინი, აზრაელის მუდარა, რომ თვალები გამეხილა და დავბრუნებოდი, ვგრძნობდი მის ხელებს, რომლებითაც ჩემი ხელი ეჭირა, მინდოდა თვალები გამეხილა და მისთვის მეთქვა რომ კარგად ვიყავი, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ერთადერთი რაც შემეძლო ის იყო რომ ტკივილი მომეთმინა და არაფერი შემტყობოდა.
ორი დღის თავზე ტკივილები შეცოტავდა, სხეულში როგორც იქნა სიმხურვალე ჩაცხრა და თვალები გავახილე, საწოლში გულაღმა ვიწექი, მკერდი შეხვეული მქონდა და ჩემდა გასაკვირად თავს არცთუ ისე ცუდად ვგრძნობდი, მიმოვიხედე, იატაკზე ფეხმორთხმულ აზრაელს ჩემი ხელი ეჭირა, თავი საწოლზე ედო და ეძინა, კუთხეში მიდგმულ სავარძელში ჯესი მიყუჟულიყო, მასაც ეძინა და ხელში წმინდა სებასტიანის მედალიონი ჰქონდა ჩაბღუჯული, ეს მედალიონი ადრე ბიძია გიომს ეკიდა კისერზე, ახლა კი ჯესის აქვს, ალბათ ჩემთვის ლოცულობდა და ღმერთს და წმინდანს ჩემს გადარჩენას სთხოვდა, აზრაელს დავხედე, როგორც ყოველთვის მართალი იყო,
ადამიანებს სჭირდებათ ღმერთი, სასწაულების რწმენა და იმედი, როგორი ირონიულია, ალბათ ჯესი წმინდა სებასტიანს მიაწერს ჩემს გამოჯანმრთელებას, მე ჰანიელის წამლებს, აზრაელი კი, აზრაელი...
ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო, თვალები გაახილა და შემომხედა, ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა თითქოს არ სჯეროდა რასაც ხედავდა, ნუთუ მართლა ისე ცუდად ვიყავი რომ ახლა ჩემი კარგად ყოფნა ასე უკვირდა.
- დილა მშვიდობის, -ვეცადე რაც შეიძლებოდა მხნედ და მხიარულად მეთქვა მაგრამ ჩემი ხმა ვერ ვიცანი, ჩამწყდარი და თითქოს გაბზარული მქონდა.
- დილა მშვიდობის, -გამიღიმა და შევამჩნიე რომ შვებით ამოისუნთქა, საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა ჩაშავებული თვალის უპეები და შიშით და შფოთვით სავსე თვალები.
- კარგად ხარ? -მკითხა და თავზე ხელი გადამისვა, -ყველა ძალიან შეგვაშინე, ორი დღეა არ უძინია, -მანიშნა ჯესიზე, -ახლახანს დაეძინა და მეც ცოტა წავთვლიმე, მაპატიე რომ ჩემს გამო ასეთ მდგომარეობაში ხარ, მაპატიე...
ხელზე ხელს მიჭერდა, თვალები და ხმა მუდარით ჰქონდა სავსე, წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა რა სულელური აზრები უტრიალებდა თავში, უფლებას არ მივცემ რომ საკუთარი თავი დაადანაშაულოს იმაში რაშიც დამნაშავე არ არის.
- შენ არაფერ შუაში ხარ აზრაელ, თავს ნუ იდანაშაულებ, და საერთოდაც სერიოზული არაფერი მომხდარა, ყველაფერი კარგად არის ხომ ასეა? -ვუთხარი მხიარულად და ვეცადე სახეზე უდარდელი ღიმილი ამეფარებინა, -ჯობია ბალიში გამისწორო მე თვითონ ვერ ვახერხებ.
- რატომ? ჯერ კიდევ გკტკივა ჭრილობა? -შეშფოთებული წამოხტა ფეხზე.
- არა სულელო, იმიტომ ვერ ვახერხებ რომ ჩემი ხელი გიჭირავს.
გაეცინა, ჯერ უხმოდ იცინოდა, მერე მთელი ხმით, მხრები უცახცახებდა, დავინახე როგორ აევსო თვალები ცრემლებით და ლოყებზე ჩამოეღვენთა, ჩემი აზრაელი, ჩემი მრისხანე სიკვდილის ანგელოზი, ჩემს წინ იჯდა საწოლზე, ჩემი ხელი ორივე ხელით ჰქონდა ჩაბღუჯული და მის ცრემლიან თვალებში ვკითხულობდი თუ რა მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის.
ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ამ შვების ცრემლნარევი სიცილის მიღმა, უსაზღვრო შიში და ტკივილი იმალებოდა, მისი გრძნობები სრულიად გაშიშვლებული იყო ჩემთვის და მე მთლიანად ჩავიძირე ჩვენი გონების კავშირში, მასში მე ვიყავი, მხოლოდ მე და სხვა არაფერი, ჩემით იყო სავსე, ჩემზე შიშით, ჩემზე ფიქრით, ჩემი სიყვარულით, ის მგრძნობდა, თუმცა არ ცდილობდა ჩვენი კავშირის გათიშვას, ვეღარ მოვითმინე, ძალა მოვიკრიბე, წამოვიწიე, ჩავეხუტე და მისი სურნელი, ჩემთვის ასე საყვარელი, გრილი აზვირთებული ოკეანის სურნელი ღრმად შევისუნთქე, ისიც მომეხვია და სახე ჩემს მხრებზე ჩამოშლილ თმებში ჩარგო, ერთხანს ასე ჩახუტებულები ვიჯექით, მერე კვლავ მან დაარღვია სიჩუმე.
- ესე იგი მართლა კარგად ხარ? არ მატყუებ?
- კარგად ვარ, -ვუთხარი ისე რომ არ მოვშორებივარ, -მაგრამ იცოდე ბევრი სალაპარაკო გვაქვს და ამჯერად ჩემს კითხვებს ვერ გაექცევი.
- გაქცევას არც ვაპირებ, ოღონდ ჯერ კიდევ გჭირდება დასვენება, გამოკეთდი და გპირდები ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ იტყვი.
- მართლა მპირდები?
საპასუხოდ შუბლზე ნაზად მაკოცა, მერე ბალიში გამისწორა და ფრთხილად დამაწვინა, მიმოვიხედე, ჯესი არსად იყო, სად გაქრა? კი მაგრამ როდის გავიდა?
- ჯესის ეძებ? -მიმიხვდა აზრაელი, -ცოტა ხნის წინ გავიდა, ალბათ ჩვენი შეწუხება არ უნდოდა, კარგი გოგოა და მართლა მიხარია რომ ასეთი მეგობარი გყავს, ახლა დაისვენე, ვეტყვი შემოვიდეს და დანაჩენებსაც გავაგებინებ რომ კარგად ხარ ძალიან ღელავენ.
- მოიცადე, არ მომიყვები რა მოხდა? ისრაფიელი სად არის ან პორტალს რა დაემართა.
- პორტალის მთლიანად განადგურება მოგვიხდა, ისრაფიელი კი დიდი ალბათობით მამასთან არის ალთეინში, -აზრაელმა მწარედ ჩაიცინა.
- მამასთან? დარწმუნებული ხარ?
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, წარმოგიდგენია? ჩვენ რამდენიმე ათასი წელი ვცხოვრობდით ერთად როგორც ძმები, როგორც საუკეთესო მეგობრები, ის კი თურმე არასდროს არ ფიქრობდა ასე, არ ვიცი როგორ მოხდა, როგორ გამომეპარა, როგორ ვერ შევამჩნიე რა აწუხებდა.
- როცა დარბაზში შემოვედი დავინახე როგორ საუბრობდით, მის თვალებში ზიზღი და სიძულვილი დავინახე, მან შენი მოკვლა სცადა, რატომ?
სახე შეეცვალა, დავინახე როგორ ყოყმანობდა, ვიგრძენი როგორ უჭირდა ჩემთან ამ საკითხზე საუბარი.
- კარგი, თუ არ გინდა აუცილებელი არ არის მომიყვე, -ვუთხარი და გავუღიმე, -როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ ვისაუბროთ.
თავი გააქნია უარის ნიშნად და გამიღიმა, - მინდა რომ დღეიდან, ჩვენს შორის აღარაფერი იყოს დაფარული, ასე რომ ყველაფერს მოგიყვები ისრაფიელის შესახებ, ის უკვდავი არ არის ლილა.
- რაა? მეხუმრები? რას ნიშნავს უკვდავი არ არის? ის ხომ თქვენსავით რამდენიმე ათასი წლისაა.
- რათქმაუნდა არ ვხუმრობ, ეს ყველაფერი მან მითხრა იქ პორტალის დარბაზში, აქამდე არცერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ამის შესახებ, დაბადებიდანვე როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი ისე დაიბადა, ოღონდ მოკვდავებისგან ერთი რა განასხვავებდა, ძალები რომლებიც გააჩნდა, როცა ეს მამას გაურკვევია, მასთან შეთანხმება დაუდია, ამით ორ კურდღელს დაიჭერდა ერთად, ხელთ მისი მართვის სადავეები ექნებოდა და თან მის არაჩვეულებრივ უნარებსაც არ დაკარგავდა, ის მას ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანების ენერგიით ამარაგებდა, ისრაფიელი კი სამაგიეროდ მამასთვის ჯაშუშობდა, ვიცი რომ ეს მისთვის ადვილი არ ყოფილა, ვიცი რომ ეს მდგომარეობა ძალიან ტანჯავდა...
აზრაელმა თავი დახარა და ამოიოხრა, - მამა სარგებლობდა მისით, მისი დანაშაულის გრძნობით, მას გამუდმებით აშანტაჟებდა და აიძულებდა იმის გაკეთებას რასაც საჭიროდ თვლიდა, ისრაფიელი ამ ყველაფერმა გააბოროტა, მას გულის სიღრმეში ყოველთვის შურდა ჩვენი რადგან ჩვენ რასაც ვაკეთებდით ყოველთვის იმიტომ ვაკეთებდით რომ გვსურდა და სწორად მიგვაჩნდა, ის კი იმიტომ რომ სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, მას არ ეთმობოდა სამუდამო სიცოცხლე, მამა კი ყოველთვის პირდებოდა რომ, იპოვიდა გზას რათა ის ჩვენნაირად უკვდავი გაეხადა და როცა შენ გამოჩნდი...
აზრაელი შეჩერდა და ტუჩი მოიკვნიტა, - მამამ, ბევრად მეტი იცის შენს და შენი ძალების შესახებ ვიდრე ჩვენ, მან ისრაფიელს უთხრა რომ შეგიძლია უკვდავი გახადო და ამისათვის შენი ალთეინში წაყვანაა საჭირო, ისრაფიელმაც ამ სახლში დემონებთან ერთად შემოჭრა დაგეგმა, შენ რომ არა, ალბათ... არც კი ვიცი რას იზამდა, სრულიად მოუმზადებლებს დაგვესხმოდა თავს.
ვუსმენდი და არ მჯეროდა, ის საყვარელი ისრაფიელი რომელსაც ვიცნობდი, ტკბილეულის და ღიმილის მოყვარული, ჩემთან ყოველთვის თბილი და მზრუნველი, თურმე სინამდვილეში არ არსებობდა, მეგონა ვუყვარდი, მეგონა მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი, გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, და უცნაური ტკივილი ვიგრძენი, ჩემდაუნებურად დავიკვნესე და შუბლი შემეჭმუხნა.
- რა გჭირს ცუდად ხარ? -აზრაელმა თხრობა შეწყვიტა, -მგონი ზედმეტი მომივიდა, ვიცოდი რომ შენზე ეს ყველაფერი კარგად არ იმოქმედებდა, -გამიღიმა და სახეზე მომეფერა, თითები გრილი ჰქონდა, თვალები მივლულე და ღრმად ამოვისუნთქე.
- როგორ ფიქრობ თქვენთვის მოუმზადებლად რომ მოესწრო, დემონებთან ერთად თავს რომ დაგსხმოდათ, რა მოხდებოდა? -პასუხის მოლოდინში მოვიბუზე და აწყლიანებული თვალებით ავხედე ქვემოდან.
- გაინტერესებს გაგვწირავდა თუ არა? არ ვიცი, ახლა ამ წუთას მართლა არ ვიცი რას იზამდა და ამის გაცნობიერება საშინლად მტკენს გულს.
- მე კი ვფიქრობ რომ არაფერს დაგიშავებდათ, -დარწმუნებით ჩავილაპარაკე და თვალწინ ისრაფიელის სასოწარკვეთილი სახე დამიდგა რომელიც მაშინ ჰქონდა როცა დაინახა როგორ ჩამესო მკერდში მისი იარაღი, არა, ის ნამდვილად არ იყო მხოლოდ იმის გამო სასოწარკვეთილი რომ ჩემი სახით უკვდავების ელექსირს კარგავდა, ჩემზე წუხდა, ჩემზე, უბრალოდ ლილაზე, მის მეგობარზე...
- როგორ შეგიძლია ასეთი იყო იმის მერე რაც გააკეთა, კინაღამ მოგკლა, -გამომცდელად ჩამხედა თვალებში და მივხვდი თვითონაც არ სჯეროდა იმის რომ ისრაფიელი დაუშვებდა მათ რამე დაშავებოდათ.
- ალბათ ჩემი ერთ-ერთი უნარი ისაა რომ ყოველთვის ვახერხებ ადამიანებში ვიპოვო ის რის გამოც ღირს მათთვის იბრძოლო.
- ადამიანებში?
- უბრალოდ ჯერ ფორმულირებას ვერ მივეჩვიე და თანაც ჩვენ ხომ ადამიანებისგან არცთუ ისე განვსხვავდებით, მერწმუნე ისრაფიელი ჯერ ბოლომდე არ დაგვიკარგავს, ამას ვგრძნობ, ვიცი რომ დაგვიბრუნდება, -ჩემი სიტყვებით გაბედნიერებული აზრაელის სახის დანახვისას გამეღიმა და თვალები მივლულე.
* * *
ტერასაზე გამოვედი, მზე ანათებდა და ჩვეულებისამებრ ყვავილების საოცარი სურნელი იდგა, თვალები დავხუჭე ხელები გავშალე და ეს მაცოცხლებელი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
- რას აკეთებ? -მომესმა სარიელის ხმა, -ხომ იცი რომ შენთვის ჯერ ადგომა არ შეიძლება, სუსტად ხარ და კარგად უნდა დაისვენო რომ მალე გამოკეთდე, -ხელი მომკიდა, სავარძელთან მიმიყვანა, ჩამსვა და მუხლებზე პლედი გადამაფარა.
- სათვალე და საქსოვი ჩხირები მაკლია და ყველაფერი იდეალურად იქნება, -გამეცინა მე, -მგონი ზედმეტი მოგდით ბიჭებო, მე კარგად ვარ, არაფერი მჭირს, უკვე თითქმის ოთხი დღე გავიდა და იარა თითქმის აღარ მეტყობა, კიდევ რამდენი ხანი უნდა გავატარო საწოლში?
სარიელი გვერდით მომიჯდა და სითბოთი და მზრუნველობით სავსე მზერით დაკვირვებით შემათვალიერა, მერე გულიანად გაეცინა.
თუ გინდა მართლა მოგიტან ჩხირებს და ძაფს, შეგიძლია აზრაელს ზამთრისთვის წინდები მოუქსოვო.
- დამცინი კიდეც, -მოჩვენებითი სიბრაზით გავქარი იდაყვი.
- სულ ცოტათი დაგცინი, უმნიშვნელოდ, -საყვარლად გაიკრიჭა და უფრო მოხერხებულად მოთავსდა სკამზე, -შეიძლება თავს გაბეზრებთ ზედმეტი მზრუნველობით, მაგრამ შენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, არ დავუშვებთ რამე დაგემართოს, ასე რომ კეთილი ინებე და ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულე რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდე.
თვალებში შევხედე, მიღიმოდა, თბილი და გულწრფელი მზერა ჰქონდა, გულში რაღაც ჩამწყდა როცა გამახსენდა რომ ისრაფიელიც ასე მიყურებდა ხოლმე.
- ჩვენ ძალიან დიდი ხანია ამქვეყნად ვცხოვრობთ, -გააგრძელა საუბარი სარიელმა, -ყველა თითქმის ერთ დროს დავიბადეთ და მას შემდეგ ერთად ვართ, მაგრამ მხოლოდ შენი გამოჩენის შემდეგ ვიხილეთ თუ როგორია ნამდვილი აზრაელი და ეს აზრაელი შენს დაკარგვას ვერ გადაიტანს, ის ბედნიერია და ჩვენც გვაბედნიერებს მისი ბედნიერების ხილვა, ეს ყველაფერი კი შენი დამსახურებაა ლილა, ყველას ძალიან გვიყვარხარ და თავს უნდა გაუფრთხილდე, მხოლოდ აზრაელისთვის არა ჩვენთვისაც იმედი ხარ და რწმენა იმისა რომ ჩვენს ერთფეროვან და არაფრის მომცემ ცხოვრებაშიც შეიცვლება რამე.
- ვერავის ვხედავ სად არიან? -ვკითხე რომ საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა და ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადავყლაპე, ახლაღა დავფიქრდი იმაზე თუ რაოდენ მარტოსულები იყვნენ, რაოდენ უჭირდათ უკვდავობა და მუდმივი სიმარტოვე...
- გასულები არიან, რაღაც საქმე ჰქონდათ მოსაგვარებელი, აზრაელს უამრავ რაღაცასთან გამკლავება უწევს ამ ბოლო დროს, ახლა კიდევ ეს ბელიზარი, დღეს მას უნდა შეხვდეს, -თქვა და შევატყვე რომ ზედმეტი წამოსცდა, სიტყვა მაშინვე სხვა რაღაცაზე გადავიტანე.
- ჯესი ხომ არ დაგინახავს, სად არის?
- ჯესი და ურიელი სავარჯიშო დარბაზში არიან.
- მოიცა ეგ როგორ? ჯესი ვარჯიშობს?
- ჰო, -გაეღიმა სარიელს, -ყოველდღე ვარჯიშობენ, შენს მეგობარს რკინის გამძლეობა აქვს, ურიელთან ერთად ვარჯიში ადვილი არ არის.
- კარგი შევუვლი, ვნახავ რას აკეთებენ, -ვთქვი და წამოვდექი, ავდექი თუ არა ჩემს სავარძელში გადაჯდა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.
- მადლობა ყველაფრისთვის, -ვუთხარი სანამ სახლში შევიდოდი, საპასუხოდ არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიღიმა და როცა მისაღებში შესულმა ერთხელ კიდევ გავიხედე ვერანდისკენ დავინახე რომ ისევ ისე იჯდა გაუნძრევლად, თვალდახუჭული და ტუჩებზე სევდიანი ღიმილით...
სავარჯიშო დარბაზის კარი ნახევრად ღია იყო, ურიელი და ჯესი დარბაზის შუაგულში ისხდნენ ერთმანეთის პირდაპირ, მედიტაციისთვის შესაფერის პოზაში, ჯესის თვალები დახუჭული ჰქონდა და ეტყობოდა რომ სერიოზულად უდგებოდა საქმეს, ურიელი კი ცალი ხელით იატაკს ეყრდნობოდა და გვერდზე თავგადახრილი ღიმილით შესცქეროდა ჯესის, პირველად ვხედავდი ურიელის სახეზე ასეთ ღიმილს, აშკარა იყო რომ ჩემთან გაკვეთილებისთვის დროს ისე ხშირად ვეღარ გამონახავდა, კარი ფრთხილად გამოვიხურე, საძინებელში ავედი, გავიხადე და აბაზანაში თბილი წყალი მოვუშვი, ნეტავ აზრაელი სად არის და რას აკეთებს, ვფიქრობდი შხაპში ყოფნისას, ამ ბოლო დროს ყველაფერი არც ისე მარტივად არის, და მიუხედავად იმისა რომ შემპირდა არაფერს დაგიმალავო, მაინც არაფერს მეუბნება, თმა ოდნავ შევიშრე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გავედი, ოჰო, სიურპრიზიც ამას ჰქვია, საწოლზე აზრაელი იჯდა და ჩვეული მომხიბვლელი ღიმილით მიღიმოდა, როგორც კი დამინახა თვალები დაენისლა, ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და თავიდან ფეხებამდე, მწველი მზერით შემათვალიერა.
წამოდგა მომიახლოვდა, სველ თმაში თითები შემიცურა და ნაზად მაკოცა ტუჩებში, ეს დაახლოებით ისეთი რამ იყო სიცხისგან გასავათებულ დიდი ხნის მწყურვალ ადამიანს რომ უბრალოდ შორიდან დაანახო წყალი.
- სულ ეს იყო? -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე, ტყავის ქურთუკის საყელოში ვწვდი, ჩემსკენ მოვიზიდე და ვნებიანად ვაკოცე.
- ლილა, ჯობს თავი შევიკავოთ, შენ ჯერ კარგად არ ხარ, -მისი გახშირებული სუნთქვით ვხვდებოდი როგორ უჭირდა თავის შეკავება.
- კარგი რა, თავს მშვენივრად ვგრძნობ, გეყოფათ ისე მოქცევა რომ თითქოს ყველამ ჩემზე უკეთ იცით რა მჭირდება და რა მინდა.
- და რა გინდა ლილა? -შემეკითხა ჩახლეჩილი ხმით და ვნებისგან ჩამუქებული თვალებით დამაცქერდა,
- შენ მინდიხარ, სიგიჟემდე მინდიხარ, აქ და ახლავე, -ვუთხარი და მის ქურთუკს წავეტანე.
- მაგიჟებ, -მხოლოდ ეს ერთი სიტყვა აღმოხდა.
- მინდა რომ მე გაგხადო, -ქურთუკი მხრებზე გადავუცურე, უხმოდ დამიქნია თავი.
ქურთუკი და მაისური გავხადე, მის მკერდს და მუცელს კოცნით ჩავუყევი, ჩავიჩოქე, შარვლის ღილები გავუხსენი, თეძოებზე ჩავუცურე და ქვასავით გამაგრებული უზარმაზარი ასო გავუნთავისუფლე, ამოიოხრა და თმაში ხელები შემიცურა როცა ტუჩებით დავწვდი, ერთხანს სიამოვნებისგან გმინავდა და მისი ასეთი მდგომარეობა უფრო და უფრო თამამი მოქმედებისკენ მიბიძგებდა, დიდხანს ვერ გაუძლო, მხრებში ხელი მომკიდა წამომაყენა და ტუჩებზე დამაცხრა, გატაცებით მკოცნიდა, მერე ხელში ამიტაცა და საწოლზე დამაწვინა, ერთხანს უხმოდ მიმზერდა.
- რომ იცოდე როგორი სასწაულად ლამაზი და სასურველი ხარ, -ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა და ზემოდან მომექცა, -მაგიჟებ ლილა, შენს ყოველ შეხებას, ყოველ კოცნას ჭკუიდან გადავყავარ, -ტუჩებზე კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ტუჩები შემდეგ ყელზე და მკერდზე, გამაგრებულ კერტებს მიკოცნიდა და სიამოვნების საბურველში მხვევდა, შემდეგ ხელი ქვემოთ ჩააცურა და ვიგრძენი როგორ ესიამოვნა როცა იქ სისველე იგრძნო, თითებს რიტმულად ამოძრავებდა და ჩემს გაღიზიანებას აგრძელებდა, უფრო სწრაფად და სწრაფად, უფრო ღრმად და ღრმად, ზეწარს ჩავებღაუჭე, თავი უკან გადავწიე და კივილი აღმომხდა...
ვეღარ ვითმენდი, ის მჭირდებოდა, მინდოდა ჩემში მეგრძნო, ახლავე, ჩემსკენ მოვიზიდე, საწოლზე გულაღმა დავაგდე და ზემოდან დავაჯექი, აზრაელმა თეძოებით ბუმბულივით მსუბუქად ამწია ზემოთ და ასოზე შემომისვა, თვალები დავხუჭე, ავმოძრავდი და იმ სიამოვნებას მივენდე, რომელიც მთელ სხეულში აბობოქრებუულ ტალღებად მივლიდა, ჩვენი კვნესა, ხელები, სხეულები, ერთმანეთს შეუერთდა, და როცა სიამოვნების მწვერვალს ერთად ვივაღწიეთ, ჩემი ფრთები თითქოსდა თავისთავად გაიშალა და უცნაური რბილი ოქროსფერი სინათლით გაანათა ოთახი...
* * *
- შენს შესახებ კიდევ ერთი რაღაც გავიგეთ, შენი ფრთები ანათებს, -საწოლზე შიშველი ვიწექი ის კი ცალ ხელზე დაყრდნობილი ზემოდან დამყურებდა და უკვე თითქმის შეუჩნეველ იარას ათვალიერებდა ჩემს მკერდზე, ფართოდ გავიღიმე, გავიზმორე და ტუჩები მოვილოკე.
- ახლა მაძღარ და ყველაფრით კმაყოფილ კატას გავხარ, -გაეცინა და ნაზად ჩამომისვა ლოყაზე თითები.
- აშკარად ძალიან გულმოდგინედ ზრუნავ ჩემს კმაყოფილებაზე, -ხელი თმებში შევუცურე მოვიზიდე და ვაკოცე, ამჯერად ფრთხილად და ნელ-ნელა დავაგემოვნე მისი ტუჩები, ვნებამ თავიდან იფეთქა ჩემში...
- მომწონს როცა ასეთი თამამი ხარ და თვითონ იჩენ ინიციატივას, -მითხრა როცა ჩემს სხეულს მოსწყდა.
- შენი ბრალია, ძალიან მიზიდავ, თავგზას მაკარგვინებ, არც კი ვიცი უშენოდ როგორ ვცხოვრობდი, ხანდახან მეშინია რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩნდეს, -ვუთხარი და წამოვჯექი, - გინდა წყალი ერთად გადავივლოთ?
აღფრთოვანებული მზერით მიყურებდა და ხანდახან მართლა ვერ ვხვდებოდი როგორ მოვხიბლე ასე ძალიან, მაინც რა მოეწონა ჩემში, ის ხომ ასეთი არაჩვეულებრივია, მე კი მე... ვერც კი ვიფიქრებდი რომ მისნაირ არსებას ჭკუას დავაკარგვინებდი.
- ამ მზერას ძალიან კარგად ვიცნობ, როცა ასე მიყურებ ხოლმე მერე რატომღაც ხასიათი გიფუჭდება, რა გჭირს, რაზე ფიქრობ? მითხარი რა გიტრიალებს მაგ პატარა ლამაზ თავში, მითხარი, შენ ხომ ძალიან გიყვარს პირდაპირობა, -წამოჯდა, წელზე ხელი მომხვია, სახე სახესთან მომიტანა და თბილად გამიღიმა.
- უბრალოდ ვფიქრობდი, ვთქვათ ერთ დღეს არმოაჩინე რომ აღარ გიზიდავ... მერე... მერე მე...
- ამას სერიოზულად ამბობ? -ნიკაპში ჩამავლო თითები, თავი ამაწევინა და მაიძულა მისთვის მზერა გამესწორებინა, ერთხანს დაკვირვებით მიყურებდა თვალებში, არ ვიცი იქ რა ამოიკითხა მაგრამ გაეღიმა.
- შენი თავი რომ ჩემი თვალით დაგანახა ამას არ იფიქრებდი, თავში აზრადაც კი არ გაივლებდი, შენ ჩემი ხარ, ჩემში ხარ, მთელ ჩემს არსებას ავსებ და მაინც არ მყოფნი, არასოდეს მომბეზრდები, არასოდეს შევწყვეტ შენს სიყვარულს...
შვებით ამოვისუნთქე და შუბლით მკერდზე მივეყრდენი, წელზე მოვხვიე ხელები, ის ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი, როგორ მიჭირდა ამის დაჯერება...
- აბა შევიდეთ აბაზანაში? -წამოდგა და ხელში ამიტაცა, სწორედ ახლა იყო დრო რომ ბელიზარის შესახებ მეთქვა.
- დღეს მეც მოვდივარ შენთან ერთად ბელიზართან შეხვედრაზე, -მივახალე პირდაპირ.
ჩემდა გასაკვირად აზრაელი არ გაბრაზებულა, ერთხანს ძლივს იკავებდა ღიმილს, მერე ძირს დამსვა და გულიანად გადაიხარხარა.
- რა გაცინებს? -გამიკვირდა მე, -მეგონა გაბრაზდებოდი.
- ესე იგი მხოლოდ დემონებს არ ფერფლავ და მომავალს არ ხედავ, ინფორმაციის მოპოვებაშიც დაოსტატებულხარ, მითხარი როგორ მოახერხე სარიელისთვის ამ ინფორმაციის დატყუება, -მითხრა მხიარულად და თმა ამიჩეჩა.
- მე არავისთვის არაფერი დამიტყუებია და საერთოდაც სარიელი რა შუაშია, -ჩავიბურტყუნე, ტუჩები გავბუსხე და ნაწყენი სახის მიღებას შევეცადე.
- ამის შესახებ მხოლოდ მან და მე ვიცოდით, -გაეღიმა აზრაელს, -თუ შენც იცი ესე იგი მან გითხრა იმიტომ რომ მე არაფერი მითქვამს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ვერ წამოხვალ, შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ და დასვენება გჭირდება.
- ჰოო? მგონი ცოტა ხნის წინ წარმატებით ჩავაბარე ტესტი იმის შესახებ რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, ასე არ არის?
აზრაელს ჩაეცინა, უკან დაიხია, საწოლზე დაეცა და ბალიშებზე გულაღმა გაიშოტა, -ჰო მაგაში ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგები, კარგი, წამოდი, -დამეთანხმა მოულოდნელად, -ოღონდ სიტყვა მომეცი რომ როგორც გეტყვი ისე მოიქცევი და რამე გაუთვალისწინებელს არ გააკეთებ.
- სიტყვას გაძლევ, -გახარებულმა ავწიე მაღლა ხელი.
- დარწმუნებული ხარ? -თვალებმოჭუტულმა ეჭვით შემომხედა.
- ყოველ შემთხვევაში ვეცდები მაინც, -ღიმილით ავიჩეჩე მხრები და სანამ კიდევ რამეს იტყოდა მანამდე შევიმალე სააბაზანოში.
* * *
- ოჰო, ისეთ წყვილს გავხართ სახლიდან გასვლამდე ტანსაცმელს რომ ერთმანეთს უხამებენ ხოლმე, ტყუპებივით გამოიყურებით.
ჯესი შემოსასვლელ კართან იდგა სპორტულ შარვალში და კაპიუშონიან ზედაში გამოწყობილი, გრძელი შავი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული და ძალიან, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მსიამოვნებდა მისი ასეთის ნახვა, მიხაროდა რომ ასე კარგად მოერგო აქაურობას, გამეღიმა როცა მისი რეპლიკა მოვისმინე, ჯერ აზრაელს შევხედე და შემდეგ ჩემი თავი შევათვალიერე, მართლაც ერთნაირად გვეცვა, შავი შარვლები, ტყავის ქურთუკები და შავი მაისურები, მხოლოდ ფეხსაცმელი გვეცვა განსხვავებული, მას თავისი საყვარელი სამხედრო ბოტები, მე კი თეთრი დაბალყელიანი კონვერსები, უნებურად გამეცინა.
- ახლავე მოვალ, -ვუთხარი აზრაელს და ჯესი გვერდზე გავიყვანე.
- თითქმის ორი დღეა არ გვისაუბრია, იცოდე როგორც კი დავბრუნდები ჩემთვის თავის არიდებას ვეღარ შეძლებ და ყველაფერს მომიყვები.
- რა ყველაფერს? -ჯესიმ მიამიტი გოგოსავით ააფახულა გრძელი წამწამები.
- ურიელის და შენს შესახებ რათქმაუნდა, ორივე მიყვარხართ და მიხარია რომ კარგი ურთიერთობა გაქვთ, ვხედავ რომ მის მიმართ გრძნობები გაქვს და აშკარაა რომ ისიც არ არის გულგრილი მაგრამ, ფრთხილად იყავი გთხოვ, არ მინდა რომ გული გეტკინოს, არის ისეთი რაღაცები რისი დავიწყებაც არ შეიძლება.
- მაგალითად ის, რომ ადამიანი არ არის და ჩემგან განსხვავებით უკვდავია? -უდარდელად აიჩეჩა მხრები და გაიღიმა, -ამაზე ვიფიქრე ლილა, სხვათაშორის ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი რომ სისულელეა იმაზე დარდი მერე რა მოხდება, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ასეთი სულელური აზრები ურიელს როგორ გამოვუბერტყო თავიდან, ისიც ზუსტად შენსავით აზროვნებს, ამბობს რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგება რადგანაც, ის უკვდავი ანგელოზია, მაგრამ არაუშავს, -ჯესიმ ეშმაკურად გაიღიმა, -ხომ იცი მეხერხება ურჩი კაცების მორჯულება.
- ჰო მაგრამ ჯესი, ურიელი იმ ბიჭებს არ გავს შენ რომ იცნობ, ის უბრალო კაცი არ არის, მასტან შენი ჩვეული ეშმაკობები არ გამოგადგება.
- ჰოო? მაგასაც ვნახავთ, -თვალი ჩამიკრა, დერეფანში შევარდა და კარი ხმაურით მიხურა, მიხაროდა რომ ჯესი ისევ ის ჯესი იყო როგორც ყოველთვის, მხიარული და ცოტათი თავქარიანი, მიხაროდა რომ ასე მარტივად გაიგო ყველაფერი და ასე მარტივად შეეთვისა აზრაელს და დანარჩენ ანგელოზებს, კიბეები ჩავიარე და ბაღში ჩავედი სადაც აზრაელი მელოდა, მივუახლოვდი, ჩავეხუტე და ზურგზე მივეკარი.
- მოდი დღეს მანქანა არ გამოვიყენოთ და გავფრინდეთ, კარგი?
- კარგი, -დამთანხმდა უცბად, -ოღონდ იმ პირობით რომ მხოლოდ მე ვიფრენ, შენი მხრების დატვირთვა ახლა კარგი იდეა ნამდვილად არ არის, -ისეთი ხმით მითხრა შეწინააღმდეგება გამორიცხული იყო, ფრთები გაშალა, ხელში ამიტაცა და ჰაერში აიჭრა.
* * *
ბარში ჩვეული ხალხმრავლობა იყო, ბელიზარი კიდევ ერთ ჩემთვის უცნობ დემონთან ერთად კუთხის ჩაბნელებულ მაგიდასთან გველოდა, ისხდნენ ჩვეულებრივი ადამიანებივით, წინ სასმლით სავსე ჭიქები ედოთ ად დროდადრო არაფრისმთქმელი მზერით ათვალიერებდნენ იქაურობას.
- ის მეორე ვინ არის? -ვკითხე აზრაელს.
- აგარესი, ისიც ერთერთი მთავარი დემონია, შენ უბრალოდ ჩემს გვერდით იჯექი და გვისმინე, მათთან საუბარში ჩართვას არ გირჩევ, -მითხრა და მიპატიჟებას არ დალოდებია, ჯერ მე გამომიწია სკამი, შემდეგ კი თვითონაც გვერდით მომიჯდა.
დავინახე რომ ჩემს დანახვაზე ბელიზარის სახეზე რაღაც გაკვირვების მაგვარი გაკრთა, მაგრამ არ შეიმჩნია, აზრაელს მიუბრუნდა,
- მეგონა მარტო ვისაუბრებდით.
- არც შენ ხარ მარტო, -თავით ანიშნა აზრაელმა აგარესზე, რომელიც თვალს არ მაშორებდა, -ჯობია პირდაპირ საქმეზე გადახვიდე, დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს.
ასეთ აზრაელს ნამდვილად არ ვიცნობდი, ცივი ხმა და გამოხედვა ჰქონდა, ისეთ ძალას ასხივებდა რომ შეუძლებელი იყო მის წინაშე ქედი არ მოგეხარა, ვხედავდი რომ ჩვენს წინ მსხდომი დემონები ცდილობდნენ არ შეემჩნიათ შიში და რიდი მის მიმართ, მაგრამ დაძაბულები ისხდნენ, რომ არა ასეთი დაძაბულობა ალბათ გულიანად გადავიხარხარებდი, მეტად უცნაური სიტუაცია იყო, ადამიანებით სავსე ბარში ანგელოზები და დემონები შემოსხდომოდნენ მაგიდას და სერიოზულ თემაზე საუბრობდნენ, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ვინმეს ასეთი რამ რომ მოეყოლა ჩემთვის გიჟად შევრაცხავდი.
- ვხედავ რაღაც- რაღაცები იცვლება, -დაიწყო ბელიზარმა ხრინწიანი უსიამოვნო ხმით და მეც მთელი ყურადღება მას მივაპყარი, -ისრაფიელის შესახებ გავიგეთ.
- ეს თქვენ არ გეხებათ, -ტუჩებში გამოსცრა აზრაელმა.
- იმაზე უფრო მეტად გვეხება ვიდრე წარმოგიდგენია და ალბათ არ დაიჯერებ მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ მხარეზე ვართ.
- ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ, სათქმელს ნუ ხლართავ და წელავ, უკეთესი იქნება თუ მოკლედ მოჭრი ბელიზარ, -აზრელს ხმაში მრისხანება შეეპარა, -რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ანგელოზები და დემონები არასდროს ყოფილან ერთ მხარეზე, ახლა რა ხდება?
ბელიზარმა კიდევ ერთხელ შეგვათვალიერა ყურადღებით და მიუხედავად იმისა რომ სრულიად უმეტყველო გამოხედვა ჰქონდა მაინც შევატყვე რომ ყოყმანობდა, აშკარა იყო რომ მართლაც სერიოზულ რაღაცას ეხებოდა საქმე და ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული ჩვენთვის ყველაფერი უნდა გაენდო თუ არა, აზრაელისკენ გავაპარე თვალი, ერთი შეხედვით მშვიდად იჯდა და ელოდა, როდის დაიწყებდა ბელიზარი საუბარს, მასაც ბევრი აღარ დაუყოვნებია...
- ჩვენც თითქმის იმ დროიდან ვცხოვრობთ აქ ამ სამყაროში რა დროიდანაც თქვენ ანგელოზები და ნელ-ნელა ჩვენც ვიცვლებოდით ისევე როგორც თქვენ, რადგან შეუძლებელია ამ სამყაროში ადამიანების გვერდით იცხოვრო და არ შეიცვალო, ჩვენ შედარებით კეთილგანწყობილები ვართ მათ მიმართ ვიდრე საუკუნეების წინ, მათ არ ვხოცავთ, რათქმაუნდა, არსებობენ რადიკალური დაჯგუფებები და ვიღაც მათ თქვენს წინააღმდეგ და ჩვენს შორის ომის დასაწყებად იყენებს, მაგრამ მინდა გითხრა რომ ჩვენ მათ ვემიჯნებით, ოჯახები გვყავს აზრაელ, შვილები გვყავს, დიდი ხანია ჩვენი შობადობა მცირდება, გამრავლების უნარი ფაქტიურად დავკარგეთ და არ გვინდა ჩვენი შვილები იმ ომს შეეწირნონ რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, ვიცი თქვენთან ბრძოლისას არანაირი შანსი არ გვაქვს, და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგეხმაროთ.
- დაგვეხმაროთ?- აზრაელი ცოტა არ იყოს გაოცებული ჩანდა, მაინც როგორ აპირებთ ჩვენს დახმარებას? ან ვის და რის წინააღმდეგ უნდა დაგვეხმაროთ.
- ალბათ იცი რომ მამათქვენი, მთელ ამ სამყაროში ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს პორტალებს.
აზრაელს სახეზე ნაკვთიც კი არ შერხევია და მივხვდი რომ იცოდა ამის შესახებ.
- ჰმ, ესე იგი იცით, -გააგრძელა ბელიზარმა, -მაგრამ ის თუ იცით ამას რატომ აკეთებს?
- ამის გარკვევას ვცდილობთ, -აზრაელმა თითები მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა, -აქ ამ საკითხზე საჭორაოდ დამიბარე?
- ალთეინში ჩემი კაცი მყავს, ის დროდადრო ინფორმაციას მაწვდის ხოლმე და მერწმუნეთ თქვენზე მეტი ვიცი ამ საკითხზე, თქვენი, ანგელოზების პრობლემა ისაა რომ მამათქვენს დღევანდლამდე თვალდახუჭული ენდობოდით, მაგრამ ჩვენ დემონები, არავის ვენდობით საკუთარი თავის გარდა, ერთი სიტყვით პროფესორს გეგმა აქვს როგორ შექმნას ახალი სამყარო, შეიძლება უკვე შექმნა კიდეც, აშკარაა რომ სადღაც აპირებს წასვლას, გადაწყვიტა რომ ეს სამყარო ჩვენთან ერთად მტვრად აქციოს, ის პორტალებს ანადგურებს რათა მისთვის ხელის შეშლა ვერ მოვახერხოთ.
შევამჩნიე როგორ შეეცვალა აზრაელს სახე და მუუხედავად იმისა რომ ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას მისი კბილების ღრჭიალი ნათლად გავიგონე.
- ჩემს კაცს მის ლაბორატორიასთან წვდომა აქვს, -გააგრძელა ბელიზარმა, მან საკუთარი თვალით ნახა საბუთები მის შესახებ, ჩემსკენ ანიშნა თავით.
აზრაელმა უცნაური მზერით გადმომხედა და მერე ბელიზარს ანიშნა რომ ლაპარაკი განეგრძო, შეიძლებდა ნანობდა კიდეც რომ თან წამომიყვანა.
- საბუთებში გარკვევით წერია რომ ის ყველასა და ყველაფრისგან განსხვავებულია, ერთადერთი უიშვიათესი ეგზემპლარია, უამრავი გამოუკვლეველი უნარი გააჩნია, მას დამოუკიდებლად შეუძლია ახალი პორტალების შექმნა და ამიტომ საშიშროებას წარმოადგენს პროფესორისთვის...
- კიდევ რა ეწერა იმ საბუთებში, -ვეღარ მოვითმინე მე, ბელიზარმა პირველად შემომხედა თვალებში და ტანში უსიამოვნოდ გამცრა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა და მერე მის სახეზე რაღაც ღიმილისმაგვარი ემოცია გაკრთა, არადა მეგონა დემონები უგრძნობები იყვნენ, ნეტავ ეს რა იყო? ადამიანთა შორის უკეთ ადაპტირებისთვის დროთა განმავლობაში შეძენილი ჩვევა თუ...
- სხვა ვერაფრის გაგება ვერ მოვახერხეთ, -ბელიზარმა მზერა ჩემგან აზრაელზე გადაიტანა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, -ერთი რამ კი ვიცი აზრაელ, მამაშენი ყველაფერს გააკეთებს მის ალთეინში წასაყვანად, მერე მთელ პორტალებს გაანადგურებს და ამ სამყაროს უბრალოდ ააორთქლებს, ყველანაირ გასაქცევ გზას მოგვიჭრის რადგან აქაურობას უკვე ვეღარ აკონტროლებს, თუკი პორტალი არ გვექნება ალთეინში ვერ წავალთ, არადა მხოლოდ იქიდან შეგვიძლია პროფესორის შექმნილი დამანგრეველი იარაღის განადგურება.
ვუსმენდი ბელიზარს და მიკვირდა როგორ შეიძლებოდა ასეთი უსულგულო არსება მამაჩემი ყოფილიყო, მერე რა რომ ეს სამყარო მისი შექმნილია როგორ შეუძლია ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს ყველაფერი, როგორ შეუძლია ადამიანების ბედიღბლით თამაში, დემონებსაც კი აინტერესებთ საკუთარი ოჯახების ბედი მამაჩემს კი უბრალოდ ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
ისევ მათი მოსმენა განვაგრძე და უცბად რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაც მეძახდა, დაჟინებით მთხოვდა გარეთ გავსულიყავი, -ადექი, -ჩამჩურჩულებდა ხმა, თავი გავაქნიე, მიმოვიხედე, ნაცნობი არავინ ჩანდა და ეს ხმაც აშკარად მხოლოდ მე მესმოდა.
- რა ხდება, კარგად ხარ? -შემეკითხა აზრაელი, შევამჩნიე როგორ გადახედეს ერმანეთს ბელიზარმა და აგარესმა, არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი და რატომ არაფერი არ ვთქვი, აზრაელს ვანიშნე რომ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასვლა მინდოდა, მან უხმოდ დამიქნია თავი, ბარიდან გავედი და ღამის გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მეუცნაურა, ბარი ხალხით იყო სავსე ხოლო გარეთ კაცის ჭაჭანება არ იყო, არავინ, არცერთი ადამიანი, უეცრად ჩემს წინ რამდენიმე მეტრის მოშორებით ჰაერი უცნაურად აელვარდა და ოვალური ფორმის ცისფერი ნათება გაჩნდა, არ გამკვირვებია ასეთი რამ უკვე ნანახი მქონდა, უკვე ვიცოდი რომ ეს პორტალი იყო, პორტალი რომლიდანაც მაღალი, გამხდარი, თეთრ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი გადმოდიოდა, გრძელი თეთრი წვერით და თმით, პორტალიდან გადმოაბიჯა და ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შედგა.
- გამარჯობა შვილო, -მომესალმა მშრალი, უემოციო ხმით, მხოლოდ ტუჩებით გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა, უნებურად უკან დავიხიე და ვიღაცას შევასკდი, შევბრუნდი, ზურგს უკან ისრაფიელი მედგა, რომელიც წარმოდგენაც არ მქონდა როგორ გაჩნდა იქ, რამდენიმე დემონთან ერთად იყო, უცნაურ ოქროსფერ, პრიალა ჯავშანში ჩაცმული და შეიარაღებული.
- მიხარია რომ კარგად ხარ ლილა, ახლა კი მამას მოუსმინე, -მითხრა და უკან დაიხია, წამით მზერა გავუსწორე და გულზე თითქოს მარწუხივით მომიჭირა რაღაცამ როცა მის თვალებში ცუდად შენიღბული, ტკივილი, დანაშაულის გრძნობა და ამ უაზრო სიტუაციის გამო მისი გულწრფელი მწუხარება ამოვიკითხე, უმწეოდ მიმოვიხედე, რავქნა, რა უნდა გავაკეთო?
- ჩემი ნუ გეშინია შვილო, -კაცმა ხელი გამომიწოდა რომ მკლავზე შემხებოდა, უკან დავიხიე, როგორმე დრო უნდა გამეწელა სანამ აზრაელი მიხვდებოდა რომ, საფრთხეში ვიყავი.
- ასე ნუ მეძახით, მე თქვენ არ გიცნობთ, -რაც შეიძლებოდა მშვიდად მივმართე, მოიღუშა და თვალები აუელვარდა.
- გგონია რომ შენთან თამაშის დრო მაქვს? -ხმაში მრისხანება შეეპარა, -გეყოფა ლილა, ასე თუ ისე მაინც მოგიწევს ჩემთან ერთად წამოსვლა, უბრალოდ მინდოდა ზედმეტი გართულებები თავიდან ამეცილებინა და პირადად მოვედი შენს წასაყვანად.
- და ვინ გითხრა რომ შენთან ერთად წამოვალ ‘’მამა’’ -კბილებში გამოვცერი და ხელი ავწიე იმის ნიშნად რომ არ მომკარებოდა, -არ გაბედო და არ მომიახლოვდე, შენთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ.
- გინდა ამ მომაკვდავ სამყაროში დარჩე იმ უბადრუკ არაფრისმაქნის არსებებთან ერთად რომელთაც ანგელოზები ჰქვიათ? შენ მე შეგქმენი ლილა, ისევე როგორც ეს სამყარო, როგორც ადამიანები და ანგელოზები, მაგრამ მათგან განსხვავებით ჩემი ღვიძლი შვილი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი, მჭირდები და ვალდებული ხარ ჩემს გვერდით იყო.
ვუყურებდი და სამწუხაროდ მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი, მასში არა მამას არამედ გრძნობებისგან სრულიად დაცლილ არსებას ვხედავდი, საცოდავ ქმნილებას, რომელიც მუდმივად რაღაც შეუძლებელს ებღაუჭება, რომელსაც უცნაური და გაუგებარი გეგმების და უაზრო განუხორციელებელი იდეების გამო საკუთარი თავი აქვს დაკარგული, ჯანდაბა, აშკარად ბელიზარიც კი მასზე მეტად მგრძნობიარე იყო.
- მე აქ ვრჩები, -განვაცხადე მტკიცედ, -შენი გეგმები და საჭიროებები ნაკლებად მაინტერესებს, აზრაელთან ერთად ვრჩები და ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს მის მიტოვებას, მათ შორის ვერც შენ ‘’მამა’’
- ჰოო? -გადაიხარხარა პროფესორმა, -აი თურმე რაში ყოფილა საქმე, შენ შეყვარებული ხარ, ის თუ მაინც იცი აზრაელი სინამდვილეში ვინ არის და რა შეუძლია.
- შეიძლება ბევრი რამ არ ვიცოდე მის შესახებ მაგრამ ის მაინც ვიცი რომ ამ ნაბიჭვარივით მოღალატე არ არის, -მივუთითე ისრაფიელზე, რომელიც მშვიდად იდგა და არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა, პროფესორმა ისრაფიელს ჩემზე ანიშნა, შებრუნდა და პორტალისკენ წავიდა, ისრაფიელმა მკლავში ხელი ჩამავლო, ცისფრად მოციმციმე სინათლისკენ წამიყვანა და უცბად...
- მგონი ლილამ გასაგებად გითხრათ რომ წამოსვლა არ უნდა, -მომესმა აზრაელის ხმა და მთელ სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა, უკვე ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად და უბრალოდ არ ჩაივლიდა...
ისრაფიელი წამიერად გაშეშდა, პროფესორმა ნაბიჯი შეანელა და მერე სამივე ერთად სინქრონულად შევბრუნდით, ბარის შესასვლელთან აზრაელი იდგა, ჩვეული უცნაურად მომხიბვლელი ღიმილით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და გვერდზე თავგდადახრილი მეზობლის იმ ანცი ბიჭივით სათამაშოდ რომ გეძახის და თან გაფაციცებული ელოდება დედ-მამა რას გიპასუხებს, შემომხედა, თვალი უდარდელად ჩამიკრა და პროფესორს მშვიდად მიმართა...
- გამარჯობა მამა, ნუთუ ისე აპირებ წასვლას რომ შენს საყვარელ შვილს არც კი მიესალმები?
მიუხედავად იმისა რომ აზრაელი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა და თბილად იღიმოდა, მაინც იგრძნობოდა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქარიშხლისწინა სიმშვიდე იყო და კარგი არაფერი მოხდებოდა, გონება დავძაბე რომ როგორმე გამეგო რას ფიქრობდა და რას აპირებდა, მაგრამ სულ ტყუილად, მისი გონების გარშემო ჩემთვის შეუვალი კედლები იყო აღმართული.
- ჯანდაბა ლილა, -გავიფიქრე და სიმწრისგან ტუჩზე ვიკბინე, თავი მუდმივად რომანტიკული სისულელეებით რომ არ გქონდეს გამოტენილი და ვარჯიშისთვის მეტი დრო დაგეთმო, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი და მასთან დაკავშირების გზას გამონახავდი, უფრო მეტი უნდა მევარჯიშა, მაგრამ ახლა სხვა რა გზაა, ვნახოთ რა მოხდება.
პროფესორი ერთხანს უხმოდ უმზერდა აზრაელს და შემიძლია დავიფიცო რომ მის თვალებში უზომო მრისხანების გარდა სიყვარულსაც ვხედავდი, მერე რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა პორტალს და ყინულივით ცივი ხმით მიმართა.
- პრობლემებს ნუ შექმნი, ისედაც საკმარისად ვითმინე შენი და შენი არაფრისმაქნისი ძმების გამოხტომები, ლილა არც შენ და არც ამ სამყაროს არ ეკუთვნის, ჩემია და ჩემთან წამოვა.
- მეც ზუსტად ამას ვამბობ, -აზრაელი აღარ იღიმოდა, -პრობლემები არ გვჭირდება, ლილა კი არავის არ ეკუთვნის საკუთარი თავის გარდა და თვითონ გადაწყვეტს რა არის მისთვის უკეთესი და სად და ვის გვერდით უნდა ყოფნა, თანაც თავისუფალ ნებაზე რას იტყვი?
პროფესორმა ხელები მუშტებად შეკრა და სიბრაზის დასაფარავად ცალყბად გაიღიმა, -თავისუფალი ნება? ეს ისაა რითაც ასწლეულების მანძილზე ხალხს ტვინს ურეცხავდით რომ უფრო ადვილად დაგემორჩილებინათ, თქვენ მე შეგქმენით, ეს სამყაროც მე შევქმენი და მე ვარ ის ერთადერთი ვისაც უნდა ემორჩილებოდეთ და ვინც უნდა გიყვარდეთ, მაგრამ თქვენ ჩემს წინააღმდეგ ამხედრება გაბედეთ და ვის და რის გამო, ადამიანები გეცოდებათ? იქნებ გიყვართ კიდეც ეს არსებები? არსებები რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე და დღევანდელ დღეზე ფიქრობენ და რომელთაც უკვე საკუთარი ხელით, თითქმის გაანადგურეს ჩემი შექმნილი სამყარო, ისინი უბრალოდ პარაზიტები არიან, პარაზიტები რომლებიც უკონტროლოდ მრავლდებიან, არანაირ წესს არ ემორჩილებიან და გარშემო ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ, თქვენ კი მათ გამო საკუთარ მამას აუმხედრდით და ახლა იმ სასჯელს მიიღებთ რაც დაიმსახურეთ, ამ სამყაროსთან ერთად ფერფლად იქცევით, თქვენგან აღარაფერი დარჩება.
ვიგრძენი როგორ შეკრთა და დაიძაბა ისრაფიელი, ქვემოდან ავხედე, ტუჩს იკვნეტდდა და პროფესორს თვალს არ აშორებდა, მივხვდი მან არაფერი იცოდა იმის შესახებ რომ პროფესორს ამ სამყაროს განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი, აზრაელს შევხედე, ისიც ისრაფიელს უყურებდა და გრძნობდა მის მერყეობას, მერე რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ და დავინახე გაშლილი ხელებით როგორ შეეხო უხილავ ფარს რომელიც მის შეხებაზე განათდა და ალივლივდა.
- ჭკვიანი ხარ, -ჩაეცინა პროფესორს, -როგორ მიხვდი რომ აქ ფარი იყო?
- შენც არანაკლებ ჭკვიანი ხარ მამა, ვიცოდი რომ ჩვენს სამყაროში მხოლოდ დემონების და ერთი მოღალატის იმედზე არ ჩამოხვიდოდი, -თავით ისრაფიელისკენ ანიშნა და მე ცხადად მომესმა ჩემს ზურგს უკან მდგარი ისრაფიელის კბილების ღრჭიალის ხმა.
- ჰოდა ალბათ იმასაც ხვდები რომ ამ ფარში გამოღწევას ვერ მოახერხებ, ასე რომ... -პროფესორმა ხელები გაშალა და ისრაფიელს რაღაც ანიშნა, უეცრად ზეცა წამიერად მოიქუფრა, ვიგრძენი როგორ აცივდა, ქარმა თმა ამიწეწა და ჭექა ქუხილის თანხლებით აზრაელის გვერდით ურიელი და დანიელი დაეშვნენ ციდან, ახლაღა მივხვდი, ეს საუბარი აზრაელს მხოლოდ და მხოლოდ დროის გასაყვანად სჭირდებოდა და შევატყვე პროფესორიც მიხვდა ამას.
ორივე საბრძოლოდ იყვნენ გამოწყობილები, ორივეს იარაღი ჰქონდა ასხმული, აზრაელმა უზარმაზარი ფრთები გაშალა, მერე ხელი ჰაერში შემართა და უეცრად თითქოს ჯადოქრობააო მის ხელში გრძელი შუბისმაგვარი იარაღი გაჩნდა, მერე ურიელს რაღაც ანიშნა, ურიელმა მხარს უკნიდან ხმალი ამოიღო, ხმალი უცნაურად ელავდა და ფერს იცვლიდა, დავინახე როგორ შეეცვალა პროფესორს სახე...
- იმედია არ ფიქრობ რომ სანამ შენ სამყაროს განადგურების გეგმას ადგენდი ჩვენ ტყუილუბრალოდ ვიჯექით, ხომ იცი მეც შენსავით მიყვარს ახალ ახალი იარაღების შექმნა, -მიმართა პროფესორს ურიელმა ჩვეული უემოციო ხმით, -მერე ხმალი ასწია და მთელი ძალით დასცხო ფარს, გაისმა საშინელი ხმა, ფარი უცნაურად აცახცახდა, შიგნით შემოიზნიქა, ნაწილ - ნაწილ დაიბზარა და უბრალოდ გასკდა, მისგან წარმოქმნილმა ენერგიის ტალღამ ანგელოზები უკან გადაყარა, დავინახე როგორ მძიმედ წამოდგა აზრაელი, ტუჩის კუთხიდან სისხლი მოსდიოდა და ნიკაპზე ეღვენთებოდა, თვალები მრისხანებით და ბრაზით ჰქონდა სავსე, უეცრად თითქოს მისგან გადამედოო მეც საშინელი ბრაზი და მრისხანება ვიგრძენი, მთელი სხეული დამეძაბა, თითქოს რაღაც ძალა შიგნიდან გარეთ გამოჭრას ცდილობსო, უცნაური სიმხურვალე ვიგრძენი, მკლავებზე დავიხედე, ხელები თითქოს გამჭვირვალე გამხდომოდა და თავისუფლად ვხედავდი ძარღვებში სისხლის მაგივრად როგორ მოძრაობდა ცეცხლი...
პროფესორმა უცბად შეაფასა სიტუაცია და რამდენიმე ჩქარი ნაბიჯით პორტალში შევიდა, აზრაელი ურიელი და დანიელი ნელი ნაბიჯით დაიძრნენ ჩვენსკენ, ვგრძნობდი რომ სადაცაა ავფეთქდებოდი, ვერ ვმშვიდდებოდი, თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ჩემს ზურგს უკან მდგომ ისრაფიელს მივუბრუნდი.
- იმ ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა, არ მინდა რამე დაგიშავო, პორტალში შედი სწრაფად, არამგონია აქ რამე კარგი მოხდეს.
უცნაური მზერით შემომხედა, რაც ერთდროულად გაოცებას და მადლიერებას გამოხატავდა, მერე კი შებრუნდა და პორტალში გაუჩინარდა, აზრაელს ვანიშნე რომ ახლოს არ მოსულიყო და დანარჩენი რაც მოხდა ბუნდოვნად მახსოვს.
მე ფაქტიურად ავფეთქდი, ცეცხლის ტალღამ ჩემს ირგვლივ ყველაფერი მოიცვა, ჩემს ახლოს მდგარი დემონები წამში დაიფერფლნენ, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს, მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ არ ვიწვოდი, ჩემს გარშემო კი ტალღა დიდდებოდა და ყველაფერს ფერფლავდა, განათების ბოძები, შენობების კედლები მტვრად იქცა და გაუჩინარდა, ურიელმა ჩაიჩოქა და თავისი და დანიელის გარშემო დამცავი ფარი შექმნა, ვხედავდი ცეცხლის ტალღით გარშემორტყმული აზრაელი როგორ ცდილობდა ჩემამდე მოღწევას, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი, ამ მრისხანებას ვერ ვიმორჩილებდი.
- შეჩერდი ლილა, -მომესმა შორიდან მისი ხმა, მერე კი ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემს გონებაში შემოღწევას და სასოწარკვეთილმა ამის საშუალება მივეცი, უეცრად ჩემში ერთიმეორის მიყოლებით გაცოცხლდნენ მოგონებები, აზრაელი ბარში დგას ჩემს მაშინ წინ როცა პირველად ვნახე და დამატყვევებლად მიღიმის, ბაღში მის მუხლებზე თავი მიდევს, სახურავზე მის მკერდზე მიკრული ვწევარ, იატაკზე საწოლთან ზის და ჩემს ხელზე თავმიდებულს პატარა ბაშვივით სძინავს...
სულში უჩვეულოდ თბილი გრძნობა ჩამეღვარა, ვიგრძენი როგორ დაცხრა ჩემი მრისხანება, თვალები დავხუჭე და მთელი ძალით ვცადე დავმშვიდებულიყავი, ცეცხლის ტალღამ ნელ-ნელა იკლო, თითქოს ჩემმა სხეულმა ყველაფერი უკან შეიწოვა, ფეხებში ძალა გამომეცალა და წაქცევისგან აზრაელის მკლავებმა მიხსნა, ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე, ოჰ ეს ნაცნობი დამათრობელი სურნელი, აი თურმე რა მჭირდებოდა სიმშვიდისთვის, ჩემი მეგობრის, ჩემი საყვარლის, ჩემი აზრაელის სურნელი...
- სახლში წავიდეთ? -ჩამჩურჩულა და მეც უხმოდ დავუქნიე თავი, ხელში ამიტაცა და თვალები მანამდე არ გამიხელია სანამ სახლის წინ ბაღში არ დავეშვით, დანიელი და ურიელიც ჩვენს გვერდით დაეშვნენ, მაშინვე მათთან მივედი.
- ბიჭებო ძალიან გთხოვთ მაპატიეთ, არ ვიცი ასე რატომ მოხდა, თავი ვერ შევიკავე, შეიძლებოდა ჩემს გამო რამე დაგშავებოდათ.
- ჩვენზე ნუ ნერვიულობ, -ჩემი დამშვიდება სცადა დანიელმა და თან ერთ ადგილზე დამატრიალა რომ კარგად შეემოწმებნა დამწვარი ხომ არ ვიყავი, -კარგად ხარ, ჩვენც კარგად ვართ, აი აზრელის გამო კი მართლა შეგვეშინდა.
- ჰო ასეა, -დაუდასტურა ურიელმა, -ვიფიქრეთ იმ ცეცხლში დაიწვებოდა.
აზრაელი უკნიდან მომიახლოვდა, ხელები წელზე მომხვია და ჩამეხუტა, -დარწმუნებული ვარ ლილას ჩემი დაწვა რომ სდომოდა დავიწვებოდი კიდეც, უბრალოდ ქვეცნობიერად იმ ალისგან მიცავდა რომელმაც დემონები ასე უბრალოდ დაფერფლა.
- ფიქრობ რომ ასეა? -ვკითხე და შვებით ამოვისუნთქე.
- მე შენს გონებაში ვიყავი ლილა, ამიტომაც ყველაფერი ვიცი რასაც მაშინ გრძნობდი, განიცდიდი და აკეთებდი, გმადლობ იმისთვის რომ მაჩვენე რაზე ფიქრობდი და რა გსურდა, -თმა გადამიწია და კისერში ვნებიანად მაკოცა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და ტუჩზე ვიკბინე რომ არ დამეკვნესა.
- მგონი დაგავიწყდათ რომ ჩვენც აქ ვართ, -მხიარულად გაიცინა ურიელმა, მე წავედი, ჯესი მელოდება,
-ხელი დაგვიქნია და ტერასისკენ წავიდა.
ერთხანს სამივე პირდაღებულები ვუყურებდით, მერე აზრაელმა ერთი ხელი მე ხოლო მეორე დანიელს გადახვია და შესასვლელისკენ წაგვიყვანა.
- წარმოგიდგენიათ? ურიელი ხუმრობს და იცინის, ამის მერე არ გაბედოთ და აღარ თქვათ რომ სასწაულები არ ხდება.
* * *
- გადავწყვიტე უნივერსიტეტში ერთწლიანი შესვენება ავიღო, -გამომიცხადა ჯესიმ მეორე დილით როცა ბაღში საუზმისთვის ხილს და ბოსტნეულს ვკრეფდით.
ვერ ვიტყვი რომ ძალიან გამიკვირდა რადგან ჯესი ყოველთვის გამოირჩეოდა უცნაური და ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებების უცბად მიღების უნარით.
- კი მაგრამ რატომ? ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იმაზე ვსაუბრობდით რომ უნივერსიტეტის მიტოვება არ გინდოდა.
- არც მივატოვებ, -მადიანად ჩაკბიჩა ატამი და იქვე ბალახებზე ჩამოჯდა, -იცი რა ლილა, ურიელი დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი თუ რა იღბლიანი ადამიანი ვარ და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ, მინდა მთელი დრო მას დავუთმო რადგან ვგრძნობ რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით.
აჟიტირებული იყო, სახე და თვალები უბრწყინავდა, აი თურმე როგორი ყოფილა შეყვარებული ჯესი, უნებლიეთ გამეცინა.
- ურიელმა თუ იცის ამ ყველაფრის შესახებ და ბოლოსდაბოლოს მეტყვი რა ურთიერთობა გაქვთ?
- არაფერიც არ იცის, -ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა, -ვიცი, ვგრძნობ რომ ჩემთან ყოფნა მოსწონს მაგრამ ყოველთვის თავს მარიდებს, წარმოგიდგენია? ჯერ ერთმანეთისთვის არც კი გვიკოცნია.
მის გვერდით ჩამოვჯექი და ვეცადე შეწუხებული სახე მიმეღო,
- ჰოო, თუკი ერთმანეთისთვის არ გიკოცნიათ ეს ნამდვილი ტრაგედიაა.
- კარგი რა ლილა გგონია ვერ ვხვდები რომ დამცინი, -ნაწყენი ხმა ჰქონდა.
- სულაც არ დაგცინი, უბრალოდ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა ერთმანეთს იცნობთ, ცოტა დააცადე რომ გრძნობებში გაერკვეს, დარწმუნებული ვარ მისთვის ნამდვილად არ არის ადვილი ასეთი ურთიერთობის დაწყება.
- ოფ, ასე მგონია ვერასდროს გაბედავს მითხრას რომ მოვწონვარ, სხვა რამეზე საერთოდ საუბარიც აღარ არის, -ამოიოხრა ჯესიმ, -თანაც სულაც არ გვაქვს ბევრი დრო, ბოლოს და ბოლოს ის უკვდავია მე კი არა.
- როგორ შეგიძლია ამ ყველაფერზე ასე მშვიდად ისაუბრო? -გულწრფელი ინტერესით შევეკითხე, უცნაურად შემომხედა და აშკარად მივხვდი რომ სპეციალურად, მხოლოდ იმიტომ რომ პასუხი არ გაეცა სხვა რამეზე სცადა საუბრის გადატანა.
- შენ როგორ ფიქრობ, მასთან შანსი მაქვს?
მხრები ავიჩეჩე, მგონი ჯესი მართალი იყო, ურიელს აშკარად მოსწონს ოღონდ არ ეუბნება, იმ დღეს სავარჯიშო დარბაზში ისეთი თვალებით უყურებდა ჯესის... აშკარად მოსწონს ოღონდ, ნეტავ რატომ არიდებს თავს? საინტერესოა.
- რაზე ჩაფიქრდი?
- თქვენს უცნაურ ურთიერთობაზე და კიდევ იმაზე როგორ მოვიშორო ფსიქოპატი მამაჩემი და აზრაელთან ერთად მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრო, -ვთქვი და იმწამსვე გავიაზრე რომ ეს შეუძლებელი იყო, ალბათ არასდროს მეღირსებოდა მშვიდი ცხოვრება მანამ სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო და თავის მზაკვრულ გეგმებს სახავდა, ფაქტი იყო რომ თავს მშვენივრად გრძნობდა და სულაც არ აპირებდა სიკვდილს ალბათ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წელი, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, თვითონვე არ მესიამოვნა საკუთარი ფიქრები, ბალახებზე გულაღმა გავიშოტე და შემოდგომის ცას ავხედე მოღუშულმა, ჯესიც ჩემს გვერდით წამოწვა.
- რა დაგემართა? რატომ გაგიფუჭდა ხასიათი?
- იმაზე ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა მამაჩემი რომ არ არსებობდეს, მისი სიკვდილი მინდა ჯეს, შენი აზრით ეს ნორმალურია?
- მან ბევრი რამ დაგიშავა და...
- ჰო მაგრამ ის არის ფსიქოპატი და არა მე, მას არ ვგავარ, ასეთი არ ვარ, ხომ მიცნობ ჯეს, არ მეგონა როდისმე ვინმეს სიკვდილს თუ ვისურვებდი და თანაც ვისას.
- დამშვიდდი, ამ ყველაფერს უბრალოდ სიბრაზე გალაპარაკებს, სხვა არაფერი, მას არაფრით გავხარ, შენ ჩემი ლილა ხარ, ჩემი კეთილი და მშვიდობისმოყვარე ანგელოზი, -მხარზე მომადო თავი და წელზე მომხვია ხელი, მშვენივრად მიცნობდა და ესმოდა ჩემი...
- მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, -ცას თვალი მოვწყვიტე და მისკენ გადავბრუნდი, თბილად მიღიმოდა.
- მასთან პირისპირ საუბარზე არ გიფიქრია?
- კარგი რა ჯეს, მან დედაჩემი მოიტაცა და მასზე ცდები ჩაატარა, ახლა კი ჩემს წაყვანას ცდილობს და რა უნდა კაცმა არ იცის, ალბათ მეც ლაბორატორიაში გამომკეტავს და ეცდება ჩემი კლონები შექმნას, შენ არც კი იცი ის ვინაა, უბრალოდ შეშლილია.
- ჰო მაგრამ, იქნებ მისი გადმოსახედიდანაც გეცადა ყველაფრის დანახვა, შენ ხომ მხოლოდ აზრაელის მონაყოლი იცი, იქნებ ყველაფერი არც ისეა როგორც ერთი შეხედვით ჩანს, იქნებ მხოლოდ ის იცი რაც უნდა იცოდე და არა ის რაც სიმართლეა.
გაოცებული წამოვჯექი და ყურადღებით შევათვალიერე, მისგან აზრაელის მიმართ ეჭვს ნამდვილად არ ველოდი, ნეტავ რის თქმას ცდილობს? რაზე მიმანიშნებს, არადა ისეთი გულწრფელი, გულუბრყვილო, საყვარელი გამომეტყველება აქვს...
- ჰმ, ეს ყველაფერი როგორ გავიგო ჯეს, იმის თქმა გინდა რომ აზრაელი რაღაცას მატყუებს? -ცოტა არ იყოს უხეშად და ცინიკურად გამომივიდა.
- არა რას ამბობ, არასწორად გაიგე, -მზერა შეეცვალა, თითქოს შეცბა, წამოჯდა და მოჩვენებითი უდარდელობით აიჩეჩა მხრები, -აზრაელი არაფერ შუაშია, უბრალოდ შენს ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად ვისურვებდი იმ მინისკოშკებიანი ქალაქის ხილვას, გახსოვს ადრე რომ მომიყევი?
- ჰო სიზმარში რომ ვნახე ალბათ იმას გულისხმობ, იმ ქალაქში წასვლას აზრაელის გარეშე არ ვაპირებ და კიდეც რომ დავაპირო წასვლა მგონი ეს უკვე შეუძლებელია, თითქმის ყველა პორტალი განადგურებულია და რომელიც მუშაობს დარწმუნებული ვარ ალბათ იმ სამყაროს მხრიდან საიმედოდაა დაცული.
- სულელო, -მომიბრუნდა ჯესი ღიმილით, -შენ ხომ პორტალების შექმნა შეგიძლია, არ გინდა სცადო გამოგივა თუ არა? საერთოდ არ ხარ ცნობისმოყვარე, ისე მარტივად წახვიდოდი და დაბრუნდებოდი უკან ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
- რას ამბობ, ისე წავიდე რომ აზრაელს არაფერი ვუთხრა?
- რა საჭიროა რომ იცოდეს, -ღიმილით გაშალა ხელები და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, - ისე იქცევი თითქოს უკვე წლებია აზრაელის ცოლი ხარ, სავალდებულო არ არის ყველაფერი იცოდეს და ყოველ წუთში ანგარიშს აბარებდე.
- კი მაგრამ შენ საიდან იცი იმის შესახებ რომ პორტალების შექმნა შემიძლია, -ვკითხე და დავინახე როგორ გადაურბინა სახეზე ჩრდილმა, თითქოს ფიქრობდა რა ეპასუხა.
- მგონი დღეს დილით გავიგონე როგორ საუბრობდნენ აზრაელი და ურიელი, იფიქრე ამ ყველაფერზე, -მითხრა ბოლოს, ადგა ბოსტნეულით და ხილით სავსე კალათი აიღო და სახლისკენ წავიდა.
- მოიცადე, სად მიდიხარ, საუბარი არ დაგვისრულებია, -მივაძახე აჩქარებით მიმავალს, არც შეჩერებულა ისე დამიქნია ხელი, არც არაფერი უთქვამს.
ესღა მაკლდა, ჯესი რაღაცას მიმალავს, რატომ ცდილობს ჩემს დარწმუნებას რომ ალთეინში წავიდე? იქნებ უბრალოდ დამთხვევაა ეს ყველაფერი და არაფერიც არ ხდება, ჯანდაბა მგონი ვგიჟდები, არა, შეუძლებელია მას რამე კავშირი ჰქონდეს მამაჩემთან და იმ სამყაროსთან, შეუძლებელია...
- შენს თავს ესაუბრები? -ჩემს წინ აზრელი იდგა და მიღიმოდა, ხელი გამომიწოდა, ამაყენა და ჩამიხუტა, მთელი არსებით ჩავიძირე მის სითბოში, დიდი ხნის მონატრებულივით მიკოცნიდა სახეს და ვნებიანი ხმით მეჩურჩულებოდა.
- საოცარი სურნელი გაქვს ლილა, შენი ჩახუტებით და მოფერებით ვერ ვძღები, ერთი წუთის გატარებაც კი არ მინდა შენს გარეშე.
აი თურმე რა მჭირდებოდა გამოსაფხიზლებლად, მისი სითბო და ალერსი ჩემზე მასტიმულირებელი საშუალებასავით მოქმედებდა.
- დღეს ურიელი ხომ არ გინახავს? -ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
- რატომ მეკითხები?
- ისე უბრალოდ, წეღან ჯესი ეძებდა.
- დღეს არ მინახავს, ალბათ ისევ ვარჯიშობს ან რამე ახალ იარაღს უკირკიტებს, წამოდი ვისაუზმოთ, -ხელი გადამხვია და ტერასისკენ წამიყვანა,
- მოიცადე კიდევ რაღაც მაინტერესებს, ვინმეს უთხარი რაც გუშინ ბელიზარმა თქვა ჩემს შესახებ? რომ პორტალების შექმნა შემიძლია.
აზრაელი შეჩერდა, წინ დამიდგა და თვალებში დაკვირვებით ჩამხედა, -არავისთვის მითქვამს, მაგრამ ვხვდები რომ ამ ყველაფერს ტყუილად არ მეკითხები და რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები, ხომ იცი რომ შეგიძლია მენდო, მითხრა და გამიღიმა.
- ისეთი არაფერია, გავიცინე ნაძალადევად, როცა ყველაფერში გავერკვევი აუცილებლად გეტყვი კარგი?
აღარაფერი უთქვამს და უკითხავს, უხმოდ დამიქნია თავი.
* * *
- რაღაც მინდა გავიგო, -ვუთხარი აზრაელს როცა საუზმის შემდეგ სავარჯიშო დარბაზში შევედით.
- მკითხე რაც გინდა, -რატომღაც უჩვეულოდ ხალისიანი იყო.
- როგორ ახერხებთ რომ ის ყველაფერი რაც ხდება ადამიანებისგან დამალოთ, მაგალითად გუშინ ჩვენს გარშემო ყველაფერი დაიწვა.
- ჩვეულებრივად ხდება, -მხრები აიჩეჩა და გაიღიმა, -დღეს გამოაცხადებენ რომ გაზის გაჟონვა მოხდა და ამიტომ დაიწვა რამდენიმე შენობა, -მერე ჩემს შეშფოთებულ სახეს შეხედა და დაამატა,
- არ ინერვიულო, არავინ დაშავებულა.
შვებით ამოვისუნთქე, ნამდვილად არ მინდოდა ჩემი ფეთქებადი ხასიათის და ჯერაც გაუცნობიერებული ძალების გამო უდანაშაულო ადამიანები დაშავებულიყვნენ, არ მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა რასაც მერე აუცილებლად ვინანებდი.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის, -ნაზად ჩამომისვა ლოყაზე თითები და გამიღიმა, -ჯობს თუ ნელ-ნელა ასეთ რამეებს შეეჩვევი.
- ჰო მაგრამ, რამე რომ მომხდარიყო...
- არ მომხდარა ასე რომ ნერვიულობადაც არ ღირს.
- როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო?
- შენც მიეჩვევი, ცოტა ხნის შემდეგ ის შემთხვევა სასაცილოდაც აღარ გეყოფა, ახლა კი მგონი ჯობს თუ დროს აღარ დავკარგავთ და დავიწყებთ, -ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და თვალი ჩამიკრა.
უკვე ვიცოდი რომ გარკვეულ რაღაცებთან შეგუება და შეჩვევა გამიჭირდებოდა, თუმცა უნდა მეცადა, სხვაგვარად მის გვერდით როგორ უნდა მეცხოვრა, მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და ამოვიხვნეშე.
- დღეს რას ვაკეთებთ? პორტალის შექმნა ხომ არ გვეცადა, რას იტყვი? -ვკითხე და მის რეაქციას დაველოდე, მანაც არ დააყოვნა, გაკვირვებულმა მაღლა ასწია წარბი, და ნერვიულად აუთამაშდა ტუჩის კუთხე.
- ეს საიდან მოგივიდა თავში აზრად? ასე ადვილი გგონია?
არ ველოდი რომ გაბრაზდებოდა და ხმას აუწევდა, იმდენად უხეში იყო მისი ტონი და თვალები ისე აენთო ბრაზისგან უნებურად დავიხიე უკან, ნუთუ ჩემმა უწყინარმა კითხვამ გააბრაზა ასე, პირველად ვხედავდი ასეთს, ვამჩნევდი რომ მთელი ძალით ცდილობდა თავის შეკავებას.
- მე უბრალოდ ვიფიქრე რომ ეს დაგვჭირდებოდა აზრაელ, იქნებ გვეცადა იმ სამყაროში წასვლა და მამასთან დალაპარაკება, იქნებ უბრალოდ შევძლოთ მასთან შეთანხმება, იქნებ ბრძოლა სულაც არ არის გამოსავალი და მშვიდობიანად ჩეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.
- შენ არ იცი ის ვინ არის ლილა, -კედელს მუშტი დასცხო და მწარედ გაიღიმა, -ჩვენ მან გაგვზარდა, ათასობით წელია მასთან ურთიერთობა გვაქვს და დღესაც მგონია რომ ბოლომდე არ ვიცნობ, დემონებსაც კი მასზე მეტი გრძნობები აქვთ, არასდროს უფიქრია ჩვენზე თუ რა გვინდოდა, რას ვგრძნობდით, რაზე ვოცნებობდით, მისთვის ყოველთვის იარაღი ვიყავით და მეტი არაფერი, იარაღი რომელიც ამ სამყაროში ზუსტად ისეთ წესრიგს ამყარებდა რომელიც მას სჭირდებოდა და ახლა თუ გგონია რომ ასეთი უსულგულო არსების ხელში ჩაგაგდებ ძალიან ცდები, არ დავუშვებ რომ ოდნავ მაინც მოგიახლოვდეს, მე აუცილებლად ვიპოვი გზას რომ ეს სამყარო გადავარჩინო მაგრამ ასე არა, ამ ყველაფერს შენ არ შეგწირავ მსხვერპლად.
ღრმად სუნთქავდა, თვალები ბრაზით და მრისხანებით ჰქონდა სავსე და ზუსტად ასეთი ისე უზომოდ საყვარელი და სექსუალური იყო... ახლოს მივედი, მაისურის ქვეშ ხელი შევუცურე და მკერდზე დავადე, გული ამოხტომაზე ჰქონდა, მიმიზიდა, შუბლი შუბლზე მომადო, თვალები დახუჭა და ამოიოხრა,
- არავის მივცემ უფლებას შენი თავი წამართვას, ამას უბრალოდ ვერ გადავიტან.
თითისწვერებზე ავიწიე და ტუჩებზე დავეწაფე, კოცნაზე კოცნით მიპასუხა, სწრაფად, უხეშად და თავდავიწყებით მკოცნიდა, კედელზე ამაკრა, ერთი ძლიერი მოძრაობით ზემოთ ამწია და ჩემი ფეხები თეძოებზე შემოიწყო.
- შენ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი, გესმის? -ჩამჩურჩულა და ასე ხელში აყვანილი წამიყვანა რბილი სავარჯიშო ხალიჩებით მოფენილი მოედნისკენ, ხალიჩაზე დამსვა, შორტი და მაისური გამაძრო, მერე შარვალი გაიხსნა, ასო გაინთავისუფლა, ჩემს ფართოდ გაშლილ ფეხებს შორის მოექცა და არავითარი პრელუდია, ერთი სწრაფი ძლიერი მოძრაობით შემოვიდა ჩემში, სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა, ფეხები წელზე შემოვხვიე...
- უფრო ძლიერად, -ძლივს ამოვთქვი.
- თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია ქალბატონო, -ჩაიცინა და ტემპს მოუმატა, მერე როცა სიამოვნებისგან გათანგულები ვიწექით და ჭერს შევცქეროდით, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩვენი კავშირი, ოღონდ ამჯერად ეს სულ სხვაგვარი რამ იყო, მე მას გვგრძნობდი და ის მე მგრძნობდა, ბოლომდე ვგრძნობდით ერთმანეთს გონების სიღრმეებამდე, ჩვენს შორის აღარაფერი დარჩენილა დაფარული და ეს არაჩვეულებრივი იყო.
* * *
- დღეს საღამოს ადვოკატთან მაქვს შეხვედრა, -გამოგვიცხადა ჯესიმ მე და აზრაელს, როცა მისაღებში ერთ სავარძელში, ერთმანეთზე მიკრულები ვისხედით და როიალზე სარიელის ოსტატურ დაკვრას ვუსმენდით განაბულები.
- რა ხდება? გინდა წამოგყვე, -ვუთხარი და წამოვდექი.
- არა სერიოზული არაფერია, -გაიღიმა ჯესიმ, -ბიძია გიომის მემკვიდრეობის შესახებ რაღაც მაქვს გასარკვევი, ტაქსს გამოვიძახებ და მარტო წავალ.
- მარტო სიარული ახლა ართუ ისე ჭკვიანურია, ყველგან დემონები დაძრწიან, შეიძლება რამე დაგიშაონ, იქნებ ურიელი წამოგყვეს, -აზრაელმა ჩაფიქრებულმა შეათვალიერა ჯესი.
- ურიელი სახლში არ არის, -ჯესიმ მხრები აიჩეჩა, -საშიში არაფერია, დაახლოებით ორ საათში დავბრუნდები, ახლა გავემზადები და გავალ.
- მეც საქმე მაქვს იმედია არ მიწყენ, თუ ცოტახნით დაგტოვებ, -მითხრა აზრაელმა წამოდგა, მომეხვია და შუბლზე მაკოცა.
- კარგი, მიხედე შენს საქმეს, -გავუღიმე და ისევ სავარძელში ჩავეშვი, დღეისთვის საკუთარი გეგმები მქონდა, დღეს ჯესის უკან უნდა გავყვე, უნდა გავიგო სად მიდის, ბედოვლათი მატყუარა, როგორ დაავიწყდა რომ მემკვიდრეობის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცი.
ცოტა ხნის შემდეგ ფანჯრიდან დავინახე როგორ გავიდა ჯესი ქუჩაში და ტაქსში ჩაჯდა, სასწრაფოდ გავვარდი ტერასიდან ბაღში, ფრთები გავშალე და ის იყო უნდა ავფრენილიყავი რომ ჩემს გვერდით ურიელი დაეშვა, როგორც ყოველთვის მოულოდნელად და უხმაუროდ.
- სად მიდიხარ ლილა?
- ურიელ დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ სამწუხაროდ არ მცალია.
- დაწყნარდი, ვიცი რომ ჯესის მიყვები, ისიც ვიცი ჯესი სად მიდის, ასე რომ საჩქარო არაფერია.
გაკვირვებულმა შევხედე, ურიელი ჩვეული არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მიყურებდა, ამაოდ ვცილობდი მის სახეზე და თვალებში ამომეკითხა მისი ფიქრები.
- როგორ? შენ იცოდი ჯესის შესახებ?
- კი თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი, საკითხავი ის არის შენ რა და რამდენი იცი მასზე.
- კი მაგრამ თუკი ყველაფერი იცოდი რატომ არავის არაფერი არ უთხარი და საერთოდ ყველაფერში რას გულისხმობ? მე მხოლოდ ის ვიცი რომ ჯესი მატყუებს, არანაირ ადვოკატთან არ მიდის და რატომღაც ისეთი რაღაცები იცის რაც მარტო მე და აზრაელმა უნდა ვიცოდეთ, დღეს უკვე რამდენჯერმე მომატყუა, მაინტერესებს რაშია გახვეული.
- ყველაფერი არც ისე მარტივადაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს, -ურიელმა ღრმად ამოისუნთქა და გამშრალ ქვედა ტუჩზე ენა გადაიტარა, -არადა რომ იცოდე როგორ მინდოდა სხვანაირად ყოფილიყო.
მის ხმაში ტკივილი და იმედგაცრუება ისმოდა და მივხვდი, ჯესი მართლა მოსწონს, არ შევმცდარვარ, ასეც ვიცოდი, მის მიმართ გულგრილი არ არის.
- ჯესი მოგწონს არა? -მაინც ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა, სევდით სავსე თვალებით შემომხედა და ნაძალადევად გამიღიმა, არ უპასუხია, არც იყო საჭირო.
- ახლა რა უნდა ვქნათ? უკან გავყვეთ?
- ჰო, უნდა გავყვეთ, -ურიელმა ფრთები გაშალა, -უკვე მომბეზრდა კატათაგვობანას თამაში, ვიცი რომ აზრაელი ორივეს საშინლად გაგვიბრაზდება მაგრამ მეტი მოცდა აღარ შემიძლია.
რამდენიმე წუთიანი ფრენის შემდეგ ერთერთ გარეუბანში პატარა, მყუდრო არაფრით გამორჩეული კაფის წინ გვერდიგვერდ დავეშვით.
- აქ რატომ მოვედით? -ვკითხე ურიელს.
- ჯესი ისრაფიელს ყოველთვის აქ ხვდება ხოლმე, -მიპასუხა ცივად და კარისკენ წავიდა.
კიდევ ერთი შოკი მივიღე, ამას კი ნამდვილად არ ველოდი, მკლავში ხელი ჩავავლე და ვაიძულე ჩემსკენ შემობრუნებულიყო.
- მოიცადე როგორ თუ ისრაფიელს ხვდება, რისი თქმა გინდა?
- მგონი უბრალოდ არ გინდა გაიგო ლილა, შენი მეგობარი ჯაშუშია და მამასთვის ისრაფიელთან ერთად მუშაობს, ვიცი რომ ეს შენთვის ძნელი მოსასმენია, მაგრამ ასეა,
- ჰო მაგრამ როდის, რატომ? როდიდან? რა მიზეზი ჰქონდა? -აღელვებისგან ძლივს ვახერხებდი სიტყვებისთვის თავის მოყრას.
- დიდი ალბათობით თავიდანვე, მაგრამ იმისთვის რომ ყველაფერი გავარკვიოთ კაფეში შესვლაა საჭირო, რას იტყვი?
- კი მაგრამ მასთან ერთად ისრაფიელი იქნება.
- მით უკეთესი, -ურიელი შეტრიალდა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა შესასვლელისკენ, მე კი უკან სამსხვერპლო ცხვარივით უხალისოდ ავედევნე, რაც არ უნდა იყოს ჯესი ამდენი წელია ჩემი საუკეთესო მეგობარია და იმის დამტკიცება რომ ნამდვილად მღალატობდა ვერაფერ სიამოვნებად მიმაჩნდა.
ჯესი კაფეში შესვლისთანავე შევამჩნიეთ, კუთხის მაგიდასთან იჯდა, მანაც შეგვამჩნია და ჩვენს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ჩვენკენ ზურგით მჯდომი მამაკაცი ისრაფიელს ნამდვილად არ ჰგავდა, ჯესის რეაქციის დანახვაზე შემოტრიალდა და აზრაელი დავინახეთ, გაგვიღიმა და მაგიდასთან ხელით მიგვიპატიჟა.
- შემოგვიერთდით, ცოტა არ იყოს დაგაგვიანდათ...
* * *
მე და ურიელმა შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს, მივხვდი ისიც არ ელოდა აქ აზრაელის დანახვას და ჩემსავით გაკვირვებული იყო, რა გავაკეთოთო მანიშნა, წარმოგიდგენიათ? ურიელი მე მეკითხებოდა რა უნდა გაგვეკეთებინა, მხრები ავიჩეჩე.
- მანდ რას აკეთებთ? -აზრაელმა კიდევ ერთხელ მიგვიხმო ხელით, ურიელმა მხარზე ხელი წამკრა.
- შენ წადი წინ.
- ოჰ შე მოღალატე, -გაბრაზებულმა დავისისინე მე, -აკი წეღან კარგად გარბოდი, ახლა რაღა დაგემართა? ისრაფიელზე უარესი ხარ.
- ფეხი გადაადგი და ბევრს ნუ ლაპარაკობ, -ჩაიბურტყუნა და დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯით გამომყვა უკან.
აზრაელს აქეთ-იქიდან მივუსხედით, ჯესი ჩვენს პირდაპირ იჯდა, ყვავილებით მოხატულ სუფრას თითებსშორის აწვალებდა და თვალს გვარიდებდა.
- ძალიან სასაცილო წყვილი ხართ, -აზრაელი საზურგეს მიეყრდნო, თმა მომხიბვლელად გადაიყარა უკან და გაიღიმა, -როდის აქეთ გადაწყვიტეთ რომ ჯაშუშობა და თვალთვალი გხიბლავთ?
- კარგი რა აზრაელ, საკმარისია, -ურიელმა თავის შეკავება ვეღარ შეძლო, -ახლა ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, არ ვიცი შენ და ჯესი აქ რას აკეთებთ, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი რომ იცოდე მის შესახებ, ასე მშვიდად არ იქნებოდი.
ჯესის შევხედე და დავინახე ურიელის სიტყვების გაგონებაზე როგორ მოიკვნიტა ტუჩი და ხელი ისე მოუჭირა მაგიდის კუთხეს მთლად გაუთეთრდა.
- კარგი, ვფიქრობ მართლაც საკმარისია, მგონი დროა მათ ყველაფერი აუხსნა ჯესი, -აზრაელმა ისე უბრალოდ და რაღაცნაირად თბილად მიმართა რომ მე და ურიელი გაკვირვებულები მივაჩერდით ერთმანეთს.
- რა უნდა აგვიხსნას? -ვეღარ მოვითმინე მე, -ის უნდა აგვიხსნას რომ მატყუარა და მოღალატეა? ამდენი ხანი რომ თავს მაჩვენებდა თითქოს ჩემი მეგობარი იყო და არაფერს მიმალავდა ის უნდა გვითხრას? -უნებურად ჯესის და ჩემი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მათში ისეთი ტკივილი და მუდარა დავინახე, ვინანე რომ ასეთი რამ ვთქვი, ურიელს გადავხედე რომელიც ჩვეული სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ვატყობდი ეს დიდხან არ გასტანდა, აზრაელმა მაგიდის ქვეშ ხელზე ხელი მომიჭირა.
- მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ერთერთი რამ რაც ყველაზე კარგად ვისწავლე ის არის რომ ერთ შანსს ყველა იმსახურებს, ჯესისაც მივცეთ შანსი რომ ყველაფერი აგვიხსნას, -მშვიდად, ნელ-ნელა და გარკვევით საუბრობდა თითქოს დაფიქრების დროს გვაძლევდა, -მენდე ლილა, თუკი ბრაზს საშუალებას მისცემ შენი კეთილგონიერება დათრგუნოს, ამას როდისმე აუცილებლად ინანებ, ინანებ მაგრამ მერე გვიან იქნება, დამშვიდდი და საშუალება მიეცი მოგიყვეთ რა ხდება სინამდვილეში, მერე გადაწყვიტე მოღალატე და მატყუარა არის თუ არა.
მშვიდად თბილად მესაუბრებოდა და ჩვეული საყვარელი და გულითადი ღიმილით მიღიმოდა, ურიელმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ და ერთდროულად უხმოდ დავუქნიეთ თავი აზრაელს.
- გისმენთ ჯესი, -მიმართა აზრაელმა ჯესის, - მათაც მოუყევი ის რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ.
* * *
- მამაჩემი არ მახსოვს, -დაიწყო ჯესიმ, -მხოლოდ იმას ვიხსენებ, დედა ყოველთვის ამბობდა რომ ის დაიღუპა, მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა კი მისი გასაზრდელები გავხდით.
- მოიცადე, -შევაწყვეტინე მე, - როგორ თუ ძმა, თანაც ტყუპისცალი, ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდი, ჩემთვის არასდროს გითქვამს რომ ძმა გყავდა.
ჯესიმ შემომხედა და გაღიმება სცადა, -გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ და ყველაფერს მიხვდები, დედას არ ვუყვარდით, შეიძლება ვუყვარდით კიდეც მაგრამ არ გამოხატავდა, გვიყვიროდა, გვეჩხუბებოდა, ეშმაკის ნაშიერებს გვეძახდა, ამ სიტყვებს მის სიბრაზეს მივაწერდით, მაშინ ვერ ვხვდებოდი რომ ამაში იყო რაღაც სიმართლის მარცვალი.
ათი წლისებიც კი არ ვიყავით როცა გათხოვდა და მიგვატოვა, ჩვენ ბიძია გიომთან დავრჩით, დაახლოებით ცამეტი წლის ვიყავი როცა ჩემი ძმა გაუჩინარდა, პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა და ბოლოს მისი ცხედარი იპოვეს, უფრო სწორედ რაც მისგან იყო დარჩენილი, -ჯესიმ ამოიოხრა, თავი ხელებში ჩარგო და ერთხანს ასე უხმოდ იჯდა.
შევამჩნიე როგორ დაიძაბა ურიელი, მოიღუშა, ყბები დაეჭიმა, თვალები ჩაუმუქდა, ჯესის თვალს არ აშორებდა და თითებს ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე, პირველად ვხედავდი მას ასეთ ანერვიულებულს და ზედმეტად ადამიანურს, ალბათ ახლა ყველაფერს ერჩივნა მასთან ჩახუტება და მისთვის ნუგეშის ცემა, როდის როდის გააგრძელა ჯესიმ საუბარი...
- ბიძაჩემის და მეზობლის საუბრიდან გავიგე რომ მხოლოდ რამდენიმე პირადი ნივთის და ტანსაცმლის საშუალებით მოახერხა ბიძია გიომმა მისი ამოცნობა, ეს ჩვენთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, დაკრძალვიდან მხოლოდ და მხოლოდ სამი დღე იყო გასული, ოთახში ჩაკეტილი ვიყავი, არ ვჭამდი არ მეძინა და არ ვსაუბრობდი, მერე როგორც იქნა ბიძიამ სახლიდან გარეთ გასვლა მაიძულა, სახლთან ახლოს პარკში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ბავშვები, გვერდით მაღალი ქერათმიანი მამაკაცი მომიჯდა, სახელით მომმართა და დიდი ხნის ნაცნობივით დაიწყო ჩემთან საუბარი, ზოგადად ფრთხილი ბავშვი ვიყავი, და ისიც ვიცოდი რომ უცხოებთან არ უნდა მესაუბრა, მაგრამ ის ისეთი სხვანაირი იყო, მასთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
- ნაბიჭვარი, -ჩაიბურტყუნა ურიელმა და ნერვიულად აიჩეჩა თმა, დიდი ალბათობით ისიც იმას ფიქრობდა რასაც მე და ეს ჯესიმაც დაგვიდასტურა.
- თქვა რომ ისრაფიელი ერქვა, ანგელოზი იყო და ჩემთან მეგობრობა უნდოდა, ოღონდ არავისთვის უნდა მეთქვა ამის შესახებ, მეც დავთანხმდი, მასთან საუბარი მომწონდა და ახლა უკვე ყოველდღე მივდიოდი პარკში, ერთხელაც ისრაფიელმა მითხრა რომ ჩემი ძმა ცოცხალია, ის სხვა სამყაროში ყავთ დატყვევებული და თუ მისი დახსნა და გადარჩენა მინდა მას უნდა დავუჯერო და ის გავაკეთო რასაც მეტყვის, მართალია მხოლოდ ცამეტი წლის ვიყავი მაგრამ სულაც არ ვყოფილვარ ისეთი მიამიტი რომ ეს ყველაფერი დამეჯერებინა და ისრაფიელს მოვთხოვე ჩემი ძმა ეჩვენებინა, დამთანხმდა და პირველად მაშინ ვნახე პორტალი, ის ჩემი სახლიდან საკმაოდ მოშორებით იყო...
- მოიცადე, -შევაწყვეტინე ისევ, -იმის თქმა გინდა რომ შენ ალთეინში ხარ ნამყოფი? როგორ მოახერხე? ის სამყარო ხომ ადამიანებზე ცუდად მოქმედებს?
- ადამიანებზე? -მწარედ ჩაიცინა ჯესიმ, -მოემზადეთ თქვენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს, შეიძლება ამის შემდეგ შემიძულოთ და ჩემზე წარმოდგენა შეგეცვალოთ, შეიძლება ჩემთან ურთიერთობა აღარ მოისურვოთ, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გითხრათ, ისედაც დიდხანს ვმალავდი ამ ყველაფერს, ადამიანი არ ვარ, ყოველ შემთხვევაში ნახევრად მაინც, მამაჩემი ერთერთი მთავარი, ყველაზე ძლიერი და საშიში დემონია, ასტაროტი.
- ოოჰ, -ერთად აღმოგვხდა სამივეს გაოცების შეძახილი.
- მოიცა არც შენ იცოდი? -მიუბრუნდა ურიელი აზრაელს.
- ვიცოდი რომ მასში დემონის სისხლი ერია მაგრამ ასტაროტზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.
- მართლა არ იცოდი?
აზრაელმა თავი გააქნია უარის ნიშნად, ჯესის დაკვირვებით ათვალიერებდა და ყველანაირად ცდილობდა გაოგნების დამალვას, მერე ჯესის ანიშნა გააგრძელეო.
- ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან დემონები ადამიანებთან არ წყვილდებიან და მითუმეტეს ასეთი კავშირის შედეგად ბავშვები არ იბადებიან, ჩვენი შემთხვევა კი ორმაგად უცნაურია, დედაჩემმა ტყუპები გააჩინა, ასე რომ რაკი დემონის სისხლიც მირევია ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა პორტალში გასვლა და თუნდაც იქ თვეობით დარჩენა, ვაღიარებ ეს ვიფიქრე კიდეც როცა იმ მამულში სადაც თქვენ გაიზარდეთ ჩემი ძმა ცოცხალი და საღსალამათი ვნახე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით მომცეს მასთან ყოფნის უფლება, შემდეგ ისრაფიელმა აქ დამაბრუნა და დამარწმუნა რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და თუ მინდოდა ჩემი ძმა წელიწადში რამდენჯერმე რამდენიმე წუთით მაინც მენახა, მისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა.
- შემდეგ შენ გამოჩნდი დეიდაშენთან ერთად ჩვენთან წიგნის მაღაზიაში მოხვედი და მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ დაგმეგობრებოდი და შენთან ახლოს ვყოფილიყავი, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ შენი საუკეთესო მეგობარი, შენი მესაიდუმლე გავმხდარიყავი...
ჯესი ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო, თავი დახარა და ღრმად ამოისუნთქა, ერთხანს ასე თავჩაღუნული იჯდა და მერე გააგრძელა.
- ალბათ არ დამიჯერებ რომ თავიდანვე მომეწონე და შემიყვარდი, იქამდე მეგობრები არასოდეს მყოლია შენს გამო კი ლუკასაც დავუმეგობრდი და რაც დრო გადიოდა მით უფრო და უფრო მიჭირდა ისრაფიელისთვის ანგარიშის ჩაბარება.
- რა აინტერესებდა ისრაფიელს მის შესახებ? -სრულიად მშვიდად და თითქოს სასხვათაშორისოდ ჰკითხა აზრაელმა.
- ყველაფერი, განსაკუთრებით კი მისი სიზმრები, თექვსმეტი წლიდან ლილას სიზმრები და უცნაური შეგრძნებები გაუხშირდა, შენი გამოჩენიდან ზუსტად ერთი თვის წინ კი მითხრა რომ ლილა უკვე მზად იყო იმისთვის რაც პროფესორს სჭირდებოდა და ალთეინში უნდა წაეყვანათ, მისი წაყვანის შემდეგ კი ჩემს ძმას დამიბრუნებდნენ.
- ხელს რა უშლიდა, რატომ თავიდანვე არ წაიყვანა? -ჩაეძია აზრაელი,
- მას მიაჩნდა რომ ეს სამყარო მისი ძალების გამოვლენას და მომწიფებას უწყობდა ხელს, ალთეინში ის ასეთი ძლიერი არ გაიზრდებოდა, გეფიცებით თავზარი დამეცა როცა ისრაფიელმა მითხრა რომ ლილა უნდა წაეყვანა, ის ჩემი მეგობარი იყო და მიყვარდა, მართლა ძალიან მიყვარდა, ამიტომ ყველაფერი გავკეთე რომ ცოტა ხნით მაინც შემეჩერებინა ისინი და მერე შენ გამოჩნდი აზრაელ იქ ბარში და როცა დაგინახე, მივხვდი რომ მეც და ლილასაც გადარჩენის შანსი მოგვეცა.
- როგორ თუ დაინახე, -ვეღარ მოვითმინე მე, -აზრაელს ხომ დროის შეჩერება შეუძლია, იქ იმ ბარში ვერავინ დაინახა მაშინ რაც მოხდა.
- მაგრამ მე დავინახე ლილა, -ჯესიმ მხრები აიჩეჩა, -არ ვიცი როგორ მაგრამ ვფიქრობ ეს მამაჩემის სისხლის გამოა, ჩემზე დროის შეჩერება არ მოქმედებს,
- შენ ეს თავიდანვე იცოდი არა? -მივუბრუნდი აზრაელს, - ჯანდაბა რატომ არ მითხარი,
- ბარში მაშინვე შევამჩნიე რაც მოხდა, ჯესი თავს ისე იჭერდა ვითომ ვერაფერს ხედავდა, მაშინვე მივხვდი რომ რაღაც არ იყო რიგზე, მაპატიე რომ არ გითხარი, უბრალოდ ჯერ ყველაფერი უნდა გამერკვია.
- კი მაგრამ თუკი ყველაფერი ისეა როგორც ამბობ, მივუბრუნდი ჯესის, - მაშინ რატომ ცდილობდი ჩემს დარწმუნებას რომ პორტალი გამეხსნა.
- როცა თქვენ ბელიზართან შესახვედრად იყავით წასული მათგან შეტყობინება მივიღე რომ თუკი ლილას ალთეინში წაყვანას ვერ მოვახერხებდი, ჩემს ძმას ნაწილ-ნაწილ მივიღებდი, შენთან საუბრის შემდეგ მივხვდი ჩემს შეცდომას და აზრაელისთვის ყველაფრის თქმა გადავწყვიტე, უკვე მეტის ატანა აღარ შემეძლო, ასე ვეღარ გავაგრძელებდი, -ჯესის ხელები აუკანკალდა, მხრები ჩამოყარა და გაჩუმდა.
- ურიელ, -მიუბრუნდა ჯესი ურიელს, - ვიცი რომ უფლება არ მაქვს გთხოვო მაგრამ, უნდა დაგელაპარაკო, ყველაფერი უნდა აგიხსნა, მომეცი ამის საშუალება გთხოვ, სულ რამდენიმე წუთი მომეცი რომ ცალკე გესაუბრო, გემუდარები, ეს ძალიან მჭირდება, -თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ისეთი სასოწარკვეთილი ემუდარებოდა ურიელს...
გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ჯანდაბას, ამ ყველაფრის ასე უბრალოდ ყურება არ შემიძლია, ის ხომ ჩემი მეგობარია და რაც არ უნდა იყოს მაინც ძალიან მიყვარს.
- ურიელ იქნებ, მისცე საშუალება ყველაფერი აგიხსნას, -თავისთავად დამცდა.
ურიელმა გაოცებული თვალებით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა ამ ყველაფრის მერე ამას როგორ მეუბნებიო, მერე უხმოდ ადგა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, ჯესი წამოხტა და უკან აედევნა, აზრაელი იჯდა და ადგომას არ აპირებდა.
- მაპატიე მაგრამ უნდა გავიდე, -ვუთხარი და ჯესის გავეკიდე, გარეთ რომ გავედი ურიელი აღარსად ჩანდა, ჯესი კი შუა ქუჩაში იდგა და ცრემლად იღვრებოდა, შემომხედა და სცადა გაეღიმა, მაგრამ სახე უცნაურად დაემანჭა.
- უნდა წავიდე ლილა, მაპატიე, მაგრამ იცოდე დავბრუნდები და ყველაფერს აგიხსნი, -სევდიანი ხმით მითხრა, მერე ერთ ადგილზე დატრიალდა და უბრალოდ გაქრა, თითქოს კვამლად იქცა და აორთქლდა, არ ვიცი რამდენხანს ვიდექი ასე პირდაღებული.
- პირი დახურე ხალხი გვიყურებს, -ჩამჩურჩულა აზრაელმა უჩვეულოდ მხიარული ხმით და მომეხვია.
- კარგი ერთი, -ნერვიულად ჩავიცინე, -მაშინ არ გვიყურებდნენ ჯესი რომ ჰაერში აორთქლდა?
- შენც მშვენივრად იცი რომ ხალხი იმას ვერ ამჩნევს რაც არ გვინდა რომ შეამჩნიონ, ისედაც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ, ამ მხრივ ბევრი წვალება არ გვჭირდება, თვითონვე გვიწყობენ ხელს, ასე რომ ძალიან ნუ აზვიადებ რა, არაფერი მომხდარა უჩვეულო, -საყვარლად მიღიმოდა და მეც საპასუხო ღიმილი ვერ შევიკავე.
- ახლა რის გაკეთებას ისურვებ? -მკითხა და სიცილით დამაბზრიალა ერთ ადგილზე.
- კი მაგრამ ვერ გამიგია როგორ ახერხებ ასეთ დროს მხიარული და კარგ ხასიათზე იყო, -ხელი გავაშვებინე და იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი, -ახლა ისე ცუდად ვარ რომ მინდა სადმე მაღალი შენობიდან გადმოვხტე და ტროტუარზე დავენარცხო.
- თუ გინდა სცადე მაგრამ არა მგონია მოახერხო, -აზრაელი ჩემს გვერდით მოკალათდა ტროტუარზე და შემომცინა.
- ვითომ რატომ? -ვკითხე გამომწვევად.
- შენი აზრით დავუშვებ რომ ტროტუარზე დაენარცხო? თანაც შენ ჯერ არ იცი რა მტკივნეულია სიმაღლიდან დანარცხება მიუხედავად იმისა რომ უკვდავი ხარ.
- საერთოდ არ გაწუხებს ეს ყველაფერი არა?
აზრაელმა სახეზე ჩამოყრილი თმა უკან ფრთხილად გადამიწია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა.
- ძალიან დიდხანს ვიყავი მრისხანე სიკვდილის ანგელოზი და ახლა პირველად მომინდა რომ უბრალო მხიარული ბიჭი ვიყო რომელიც არაჩვეულებრივ გოგონაზეა შეყვარებული და რომელსაც უბრალოდ ფეხებზე კიდია შეშლილი პროფესორიც, დემონებიც და ის ინტრიგებიც რომლებსაც ისინი ხლართავენ, თუნდაც ცოტა ხნით, ცოტა ხნით...
თმაში ხელები შევუცურე, ჩემკენ მოვიზიდე და ვაკოცე, ხანგრძლივად და ვნებიანად, ბოლოს როცა ერთმანეთს მოვწყდით უბრალოდ გავუღიმე და ვუთხარი.
- მოდი ერთად დავიკიდოთ ფეხებზე ყველაფერი...
***
- სად ვართ? -ვკითხე როდესაც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ულამაზეს მწვანე ბალახით დაფარულ მდელოზე დავეშვით, მდელოს ბოლოში ხეებით გარშემორტყმული, პატარა, წითელი კრამიტით დახურული სახლი მოჩანდა, იქვე ორი შავი ცხენი ბალახს ძოვდა, ხოლო ჩვენს გვერდით საკმაოდ მოზრდილ ტბორში გედები დაცურავდნენ.
- ეს ჩემი სამოთხეა, -მიპასუხა და მის შესახვედრად მხიარული წკმუტუნით და კუდის ქიცინით მოვარდნილ უზარმაზარ, გრძელბეწვიან ქოფაკს ჩაეხუტა, მასთან ერთად ბალახზე გაგორდა, ასეთ აზრაელს პირველად ვხედავდი, მაისურ ამოჩაჩული და გაწეწილი ძაღლთან ერთად ბალახზე გორავდა და გულიანად იცინოდა, ვეღარ მოვითმინე და მეც შევუერთდი, მის გვერდით გავიშოტე.
- ჩარლი ლილას მიესალმე, -უბრძანა აზრაელმა.
ჩარლიმ მხიარულად გამიღიმა, რაც ჩემთვის უშველებელი ეშვების დანახვებაში გამოიხატებოდა, მკერდზე თათები დამაწყო და სახე ამილოკა.
- აშკარად მოეწონე, -გაეცინა, წამოდგა და მეც წამომაყენა, მერე რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა და ამათვალიერ ჩამათვალიერა,
- რა ხდება რამე მჭირს? -აწეწილი თმის დალაგებას და ტანსაცმლის მოწესრიგებას შევეცადე,
- უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ, იმდენად ლამაზი რომ ხანდახან არარეალური მგონიხარ.
- კარგი რა, -ვიგრძენი როგორ გამიხურდა ღაწვები, გაეღიმა, ფრთხილი, შემპარავი ნაბიჯებით მომიახლოვდა, ხელში ამიტაცა და სახლისკენ წამიყვანა.
- დამსვი რას აკეთებ? -გავიბრძოლე მე.
- ნუ ფართხალებ, უბრალოდ ადამიანებს ერთი ტრადიცია აქვთ, როცა საყვარელი ქალი პირველად შეჰყავთ სახლში, ხელში იყვანენ და ყოველთვის მინდოდა ეს გამეკეთებინა,
- სულელო სახლში ასე ცოლი შეჰყავთ და თანაც იქვე კართან იყვანენ ხელში და არა ერთი კილომეტრის მოშორებით, ჰო და ისიც ხომ არ დაგავიწყდა რომ უკვე კარგა ხანია ერთად ვცხოვრობთ.
- ჰმ, ის რაღაც საქორწინო ცერემონიები სრული სისულელეა, მთავარია რომ მიყვარხარ და კიდევ, ის სახლი მხოლოდ ჩემი არ არის ეს კი ჩვენი იქნება, როცა ყველასა და ყველაფრისგან შორს ყოფნა და განმარტოება მოგვინდება აქ მოვალთ ხოლმე, -მითხრა და ისე გააგრძელა გზა თითქოს წონა საერთოდ არ მქონოდა, მეც რაღა დამრჩენოდა სახე მის კისერში ჩავრგე, მისი სურნელი, რომელსაც ახლა უკვე ახალი ბალახის სუნიც შერეოდა ღრმად შევისუნთქე და გავყუჩდი.
სახლი ახლოდან უფრო დიდი ჩანდა, აზრაელმა ფართო მისაღებში დამსვა რომელიც ხალიჩებით და რბილი ავეჯით იყო სავსე, ყველაფერი საოცრად სუფთა და მოვლილი იყო.
- აქ ვინ ცხოვრობს?
- ახლა არავინ, ხშირად მოვდივარ ხოლმე, მაშინ როცა დასვენება და ყველაფრისგან გაქცევა მჭირდება, ჩემი არ ყოფნისას მეზობლად მცხოვრები ცოლ ქმარი უვლის ყველაფერს, სახლს და ეზოს ასუფთავებენ, ცხოველებს აჭმევენ...
- ესეიგი ცხოველები გიყვარს?
- ჰო ძალიან, ხანდახან როცა უგუნური ადამიანები უბრალოდ მაცოფებენ, ვფიქრობ რომ ჩარლი მათზე უფრო ბევრად ჭკვიანი და კარგი არსებაა, სხვა თუ არაფერი უანგაროდ სიყვარული და ერთგულება შეუძლია, ყველანაირი წინასწარი გათვლების და ანგარიშის გარეშე, უპირობოდ.
- ის ცხენებიც შენია?
- რათქმაუნდა ჩემია, ახლა კი თუ დაკითხვა დასრულდა დაჯექი და დაისვენე, მე კი საჭმელს მოგიმზადებ, -სავარძელთან მიმიყვანა, დამსვა და ღია სამზარეულოში შევიდა.
- ოჰო, ბატონო სიკვდილის ანგელოზო დღეს ნამდვილად სიურპრიზებით ხართ სავსე, აკი საჭმლის მომზადება არ იცოდი?
- შენთვის მომზადებას ვეცდები, -თვალი ჩამიკრა, კარადიდან ყვავილებით მოხატული წინსაფარი გამოიღო და გაიკეთა, ვერაფერს ვიტყვი ძალიან მაგარი სანახავი იყო, აზრაელი სამზარეულოში, ყვავილებიანი წინსაფრით, ჯანდაბა, რატომ ტელეფონი არ მაქვს თან, რომ ფოტო გადამეღო, ნეტავ შიშველი...
- გამოფხიზლდი ლილა, რაზე ფიქრობ? -აზრაელი ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა.
- უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო ეს წინსაფარი შიშველს მოგიხდებოდა თუ არა, -ვუთხარი პირდაპირ და საპასუხო რეაქციას დაველოდე, მაგრამ სულ ტყუილად, არც კი შეუმჩნევია, წამომაყენა, ძალით დამსვა სამზარეულოს მაღალ სკამზე და თითი მუქარანარევი ღიმილით დამიქნია.
- ჩემს შეცდენას ნუ ცდილობ თორემ იცოდე ამაღამ მშივრები დავრჩებით.
- ისე ლაპარაკობ თითქოს ყოველთვის მე ვცდილობ შენს შეცდენას და შენ არაფერ შუაში არ ხარ,
-ჩავიბუზღუნე და მივაჩერდი როგორ ოსტატურად ჭრიდა ხორცს.
- ვაღიარებ არც თუ ისე ცუდი მზარეული ყოფილხარ, -ვუთხარი როცა ჭამას მოვრჩით და აზრაელმა წითელი ღვინო დაასხა ჭიქებში, მისაღებში დივანზე დავსხედით.
- ამაღამ აქ ვრჩებით? -შევეკითხე, თუმცა ახლა აქედან წასვლა ნამდვილად არ მინდოდა, ეს საოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე არ მეთმობოდა.
- თუ გინდა დავრჩეთ, -მიპასუხა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა, -თანაც წინსაფართან დაკავშირებულ შენს სექსუალურ ფანტაზიებს გასაქანს მივცემდით რას იტყვი?
- კარგი რა არავითარი ფანტაზია, -ამოვიოხრე მე, -ვერაფერზე ვფიქრობ, ნეტავ ჯესი და ურიელი რას აკეთებენ? როგორ არიან?
- დიდი ალბათობით ახლა ერთად არიან და საერთოდ არ ფიქრობენ ჩვენზე, შენ კი ჯობია ერთხელ მაინც მოეშვა სხვებზე ფიქრს და მხოლოდ შენს სიამოვნებაზე იფიქრო, -ჭიქა გამომართვა, გვერდით გადადო, ბუმბულივით მსუბუქად ამწია და კალთაში ჩამისვა.
- გინდა საძინებელი გაჩვენო? -ჩახლეჩილი ხმით მიჩურჩულა, ყბაზე მომაკრო მხურვალე ტუჩები და ისე თითქოს ჩემს დაგემოვნებას ცდილობსო ნელ-ნელა ჩამოუყვა ქვემოთ.
კვნესა ვერ შევიკავე, უხმოდ დავუქნიე თავი, ხელში ამიყვანა, მეორე სართულზე ავიდა და პირველივე კარი გამოაღო.
საძინებელი სადად იყო მოწყობილი, ფაქტიურად ერთი დიდი საწოლის, კარადის და სამუშაო მაგიდის მეტი არაფერი იდგა, აზრაელმა კარადიდან შორტი და მაისური გამოიღო და მომაწოდა, -ჩაიცვი და დავიძინოთ, -სრულიად მშვიდად მითხრა, მერე ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა და გაეცინა.
- უბრალოდ ერთმანეთს ჩავეხუტოთ და დავიძინოთ კარგი?
მის მკერდზე თავმიდებულს ჩამეძინა და იმ ღამეს კიდევ ერთხელ დამესიზმრა კოშმარი, კოშმარი რომელიც უკვე დიდი ხანია დავიწყებული მქონდა...
* * *
ფერდობზე ვიდექი და ქალაქს გადავყურებდი, ქალაქი ელავდა და კაშკაშებდა, ელეგანტური შენობები, უცნაური ელვარე ქვით მოკირწყლული ქუჩები და მინის კოშკები ისეთი ლამაზი იყო რამდენიმე წამს მოჯადოებულივით გაშეშებული ვუცქერდი.
- ლილა რას აკეთებ სწრაფად ჩემკენ, -მომესმა ნაცნობი ხმა და შევბრუნდი, ჩემგან საკმაოდ მოშორებით ტყის პირას აზრაელი იდგა და მეძახდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის მაისური და შორტი ეცვა რითაც გუშინ დაიძინა, ვცადე ჩემი თავი შემეთვალიერებინა, მეც მის შორტში და მაისურში ვიყავი გამოწყობილი და ფეხშიშველი როგორც ის, უცბად დავიწყე ყველაფრის გააზრება...
- ეს სიზმარია მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი, მაგრამ თუკი ასეა მაშინ რატომ არის აზრაელი ასეთი შეშფოთებული? -ბევრი აღარ მიფიქრია, მთელი ძალით გავიქეცი მისკენ, უხეში ბალახები ფეხებს მიკაწრავდა, ქარი მთელი ძალით მეხლებოდა სახეში და თმას მიწეწავდა, როგორც იქნა მივაღწიე, აზრაელმა ხელი ჩამჭიდა და სირბილით შევედით ტყეში.
- აქედან როგორმე უნდა გაგიყვანო ლილა, სანამ მდევარი გვიპოვის სამშვიდობოს უნდა გახვიდე,
-აღელვებული მელაპარაკებოდა, გარბოდა და მეც თან მივყავდი.
- მოიცადე გთხოვ მეტი აღარ შემიძლია, -შევაჩერე და ძლივს ამოვისუნთქე.
- უნდა ვიჩქაროთ ლილა, ვერ გავჩერდებით, ცოტაც უნდა გაუძლო, -მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა სასოწარკვეთილება.
- ვიცი რომ ეს სიზმარია, რეალობა არ არის, მე მძინავს, ახლა იმ პატარა წითელსახურავიანი სახლის საძინებელში ვარ და ყველაფერ ამას სიზმარში ვხედავ, მაგრამ თუ ასეა ასე ცხადად რატომ ვგრძნობ ყველაფერს, -დასისხლიანებულ ფეხებზე დავიხედე.
- ეს სიზმარი არ არის ლილა, -აზრაელს ნამდვილად ეტყობოდა რომ არ ხუმრობდა, -მაპატიე აქამდე უნდა გვესაუბრა შენს სიზმრებზე, მაგრამ იქ ჩვენს სახლში, ჩვენი შექმნილი დამცავი ფარის წყალობით უსაფრთხოდ იყავი და მეც ყურადღება მოვადუნე, ჩვენ ალთეინის შემოგარენში ვართ, შენ დროსა და სივრცეში გადაადგილების უნარი გაქვს და როგორღაც მეც თან გამომიყოლე, აქ კი უსაფრთხოდ ნამდვილად არ ხარ, ცოტა ხანში ქალაქის მცველები მოგვაგნებენ, მათ ვერ დავემალებით წამოუდგენლად ძლიერი და განვითარებული ტექნოლოგიები გააჩნიათ, ახლა მთავარია ჩანჩქერამდე მივაღწიოთ, როგორც ვხვდები სიმაღლიდან წყალში ხტომა გამოფხიზლებაში და უკან დაბრუნებაში გეხმარება.
- ისე საუბრობ თითქოს შენ წამოსვლას არ აპირებდე, -დაკვირვებით შევხედე და ვცადე მის გონებაში ამომეკითხა პასუხი მაგრამ მივხვდი ის ამის უფლებას არ მომცემდა, ამჯერად არა, მე კი ჯერ იმდენად ძლიერი არ ვიყავი რომ მისი გონების დამცავი ჯებირები გამერღვია.
თავზე ხელი გადამისვა და გამამხნევებლად გამიღიმა, -არამგონია ჩემი უკან წაყვანა მოახერხო, ჯერ ამას ვერ შეძლებ, მთავარია შენ დაბრუნდე უსაფრთხოდ და მე ჩემს თავს მივხედავ, რომელიმე პორტალის დახმარებით დავბრუნდები, -მითხრა და ისევ გაგაგრძელა გზა, მეც უკან გავყევი, გული ცუდს მიგრძნობდა ვხვდებოდი როგორ ძალისხმევად უჯდებოდა აზრაელს ამ სიმშვიდის შენარჩუნება, სირბილით მივაპობდით თითქმის გაუვალ ტევრს, ეკლიანი ტოტები სახეს და სხეულს გვიკაწრავდა მაგრამ ადრენალინის მოზღვავებისგან ვერაფერს ვგრძნობდი, ტყიდან გავაღწიეთ თუ არა ორივე ადგილზე გავშეშდით, ჩანჩქერის ნაპირთან მდევართა რაზმი იდგა და გველოდნენ, დაახლოებით ოცდაათამდე, კარგად შეიარაღებული, პრიალა ოქროსფერ ჯავშანში ჩაცმული მეომარი, მათ წინ ისრაფიელი იდგა პროფესორთან და ახალგაზრდა ჯარისკაცთან ერთად, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჯესის.
- იქნებ აფრენა გვეცადა, -გადავუჩურჩულე აზრაელს, მან თავი გააქნია უარის ნიშნად, -შეიძლება ვერ ამჩნევ მაგრამ ჩვენს თავს ზემოთ საკმაოდ ძლიერი ფარია, მისი გარღვევა არ გაგვიჭირდება, მაგრამ დიდი ალბათობით ფრთებს დაგვიზიანებს, ანგელოზები ამ სამყაროში და თანაც ერთმანეთისგან შორს საკმაოდ ძლიერები არ ვართ ლილა, მე და ჩემს ძმებს ერთმანეთის გვერდით ყოფნა გვჭირდება იმისთვის რომ უფრო ძლიერები ვიყოთ ვიდრე ცალ-ცალკე ვართ, თანაც ჩვენი ძალები აქ სხვანაირად მოქმედებს შედარებით სუსტად და ნელა, -აზრაელი ლაპარაკობდა და თან ვხედავდი როგორ ცდილობდა გამოსავლის პოვნას,
- გამარჯობა შვილებო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ალთეინში, -პროფესორის სახე არაფერს გამოხატავდა, არც სიბრაზეს, არც სიძულვილს და მრისხანებას.
- რა გინდა? ახლა რაღა ჩაიფიქრე? -აზრაელის ხმა ჩვენი უმწეობისგან გამოწვეული სიბრაზით იყო გაჟღენთილი.
- იქნებ სისულელეებს შეეშვათ და მშვიდად ვეცადოთ პრობლემების მოგვარებას.
- პრობლემების მოგვარებას? -გადავიხარხარე მე, -სერიოზულად? როგორ ფიქრობ ძალიან მინდა რომ შენი საცდელი ბაჭია გავხდე, შენ არავინ გიყვარს, არც დედაჩემი გიყვარდა და ახლა მეც ისე გინდა მომექცე როგორც მას, მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემ, არავითარ შემთხვევაში, შენ ჩვენი ბატონი არ ხარ, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რას და როგორ გავაკეთებთ.
- სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს და შენ... შენ ჩემი ხარ ლილა, ასე რომ აქ დარჩები, -პროფესორი სრულიად ცივად და უემოციოდ საუბრობდა, მერე ჯარისკაცებს ხელით ანიშნა და ისინი ნელ-ნელა დაიძრნენ ჩვენკენ.
- უნდა გაიქცე, -ჩამჩურჩულა აზრაელმა, -თავისუფლად მოვახერხებ დამცავი დერეფანი გაგიკეთო ჩანჩქერამდე, გაიქეცი და გადახტი.
- მერე შენ? შენ აქ არ დაგტოვებ.
- ნუ ნერვიულობ, როგორც კი დავინახავ რომ სამშვიდობოს ხარ, მეც უკან გამოგყვები, შემომხედე, შემომხედე, ჩემი ხომ გჯერა?
- თვალებში ჩავხედე, სიყვარულით და სითბოთი სავსე თვალებით მიყურებდა, შეუძლებელი იყო მისი სიტყვები არ დამეჯერებინა და მისი არ მერწმუნა, თუმცა ცუდ წინათგრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი.
- შენი მჯერა აზრაელ, -ვუთხარი და დავინახე როგორ გაუბრწყინდა თვალები.
- სამამდე დავითვლი და გაიქეცი, კარგი?
თავი დავუქნიე და მოვემზადე, პროფესორი რაღაცას მიხვდა და ისრაფიელს ანიშნა მაგრამ უკვე გვიან იყო, როცა ჩანჩქერისკენ მთელი ძალით გავიქეცი ჩემს გარშემო სივრცე უკვე აზრაელის მიერ აღმართული დამცავი ბარიერით იყო გარს შემორტყმული და ჯარისკაცები ტყუილად ცდილობდნენ მასში შემოღწევას, კიდეს მივაღწიე და უკან მოვიხედე, აზრაელს საშინლად დაღლილი და დაძაბული სახე ჰქონდა, ძლივსღა ახერხებდა ბარიერის შენარჩუნებას.
- ჯანდაბა, მომატყუა, ასე ნამდვილად ვეღარ მოახერხებს უკან დაბრუნებას, მას ვერ დავტოვებ უნდა დავბრუნდე, -აღმომხდა სასოწარკვეთილს და ისიც თითქოს მაშინვე მიხვდა რის გაკეთებასაც ვაპირებდი, უხმოდ მანიშნა დაბრუნება არ გაბედოო და მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჯესის მსგავსმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა მშვილდი მოზიდა, ისრის წვერი უცნაურად ელვარებდა ცისფრად, დავინახე როგორ იღრიალა ისრაფიელმა და მისკენ გაიქცა შესაჩერებლად, დავინახე როგორ შეეცვალა აზრაელს სახე და მისი დაღლილობა სასოწარკვეთილებამ შეცვალა, მერე ისარმა თავისუფლად გამოაღწია, ბარიერში და მარჯვენა მხარში ჩამესო, ვერაფერი ვიგრძენი, უბრალოდ წავბარბაცდი, ნაბიჯი უკან გადავდგი, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და გონდაკარგული გადავვარდი უფსკრულში...
* * *
გონს საძინებლის იატაკზე მოვედი, მთლად სველი ვიყავი და ჩემს მხართან იატაკზე უზარმაზარი სისხლის გუბე იდგა, ისარი ჯერ კიდევ მხარში მქონდა, თვალების გახელასთან და პირველ ამოსუნთქვასთან ერთად ვიგრძენი აუტანელი ტკივილი, რამდენიმე წამი გულაღმა გაუნძრევლად ვიწექი, ჭერს შევცქეროდი და ვცდილობდი გამეანალიზებინა რა მოხდა, საძინებელში მარტო ვიყავი, ის კი არსად ჩანდა...
- აზრაელი? აზრაელი იქ დავტოვე, ის არ დაბრუნებულა, ჯანდაბა, ეს როგორ გავაკეთე, -სასოწარვეთილმა ვიყვირე და წამოდგომა ვცადე მაგრამ აუტანელმა ტკივილმა ისევ იატაკს მიმაჯაჭვა, -ადექი ლილა შევუძახე ჩემს თავს, ადექი ,ახლა დასაკარგი დრო არ გაქვს...
ისევ ვცადე წამოდგომა, ფეხზე ძლივს დავდექი, თავბრუ მეხვეოდა და მთელი სხეულით ვკანკალებდი, ასეთ მდგომარეობაში ფრენას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, იქნებ უბრალოდ სივრცეში გადაადგილება მეცადა, იმედია სახლის მაგივრად სადმე სხვა ქალაქში ან ქვეყანაში არ აღმოვჩნდებოდი, გონება დავძაბე, მთელი დარჩენილი ძალა მოვიკრიბე, ვცადე ყველაფერი გამეხსენებინა რასაც ანგელოზები სივრცეში გადაადგილების შესახებ მასწავლიდნენ, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნება იყო, თითქოს ძალიან ვიწრო დერეფანში მივქროდი საშინელი სისწრაფით, სადაც აუტანლად ციოდა და გამუდმებით უსწორმასწორო კედლებს ვეჯახებოდი, რომლებიც საშინლად მტკენდნენ სხეულს...
საბედნიეროდ ჩემი შიში არ გამართდა და პირდაპირ ჩვენი სახლის მისაღებში აღმოვჩნდი, ერთხანს ადგილზე ვბარბაცებდი და შემდეგ ჩავიკეცე, იქვე სავარძელში მჯდომი დანიელი მაშინვე წამოხტა ფეხზე და ჩემთან მოიჭრა...
- ლილა რა გჭირს? აზრაელი სად არის? დაჭრილი ხარ? -მომაყარა ერთბაშად კითხვები.
- დანიელ დამეხმარეთ, აზრაელი ... ის... ალთეინშია, პროფესორმა და მისმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, იქ უნდა დავბრუნდე, მაგრამ თქვენი დახმარება დამჭირდება, ოღონდ ჯერ ეს წყეული ისარი ამომაძრეთ რომ გამოჯანმრთელება შევძლო.
ხმა მიკანკალებდა და სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი, დანიელს სახე შეეცვალა, რამდენიმე წამს რაღაცას ფიქრობდა, მერე ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა.
- ცოტა ხანს მოითმინე, დანარჩენებს დავუძახებ, -მითხრა და სწრაფი ნაბიჯით გავარდა დერეფანში.
ჰანიელის ტკვილგამაყუჩებელმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, კბილს კბილზე ვაჭერდი რომ არ მეყვირა როცა ისარს მაძრობდა ჭრილობიდან, ჯანდაბა, რაში მარგია ანგელოზობა თუკი ტკივილის გასაყუჩებლად წამალი დამჭირდება რომელიც მაინც არ იმოქმედებს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ოპერაცია დასრულებული იყო, ისარი ამოიღეს თუ არა, ჭრილობამ გასაოცარი სისწრაფით იწყო შეხორცება, წამოვჯექი, ყველანი ჩემს წინ იდგნენ და ელოდნენ როდის დავიწყებდი ლაპარაკს, მიმოვიხედე ჯესი არსად ჩანდა.
- ურიელ, ჯესი სად არის?
- აქ არის უბრალოდ ვერ ბედავს რომ შემოვიდეს.
- დაუძახეთ მისთვის სიურპრიზი მაქვს, -არ მინდოდა მაგრამ ხმაში მაინც გამეპარა ირონიული ნოტები, ურიელს სახეზე გაურკვევლობა გამოესახა მაგრამ აღარაფერი უთქვამს, გავიდა და ჯესი შემოიყვანა, მთლად გაფითრებული იყო, ძლივს გაბედა და მკითხა.
- როგორ ხარ?
- შენი ძმის წყალობით არცთუ ისე კარგად, -ვუპასუხე და რაღაცნაირად მესიამოვნა მისი დაბნეული და შეშფოთებული გამომეტყველების დანახვა, ჯერ კიდევ ვერ მეპატიებინა რაც გააკეთა, ყურადღება არ მიმიქცევია მისი მავედრებელი გამომეტყველებისთვის, მთელი ძალა მოვიკრიბე და ყველაფერი მოვყევი, თავიდან ბოლომდე, ყურადღებით მისმენდნენ, თითქოს არცერთი დეტალის გამოტოვება არ უნდოდათ, როგორც კი მოყოლა დავასრულე თავი ხელებში ჩავრგე და ამოვიოხრე.
- ყველაფერი ჩემი ბრალია, იქ არ უნდა დამეტოვებინა, რამე რომ დაემართოს...
დანიელი გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი გადამხვია, - ეს შენი ბრალი არ არის, ერთი წამითაც კი არ იფიქრო ასე, ვერაფერს გააკეთებდი, ნურაფერზე იდარდებ, უბრალოდ შეეცადე დაისვენო, ჩვენ კი მოვიფიქრებთ რისი გაკეთება შეგვიძლია.
- ჯესი შენ ლილასთან დარჩი -უთხრა ურიელმა და დანარჩენებს ანიშნა გავიდეთო, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და გამამხნევებლად გამიღიმა.
- შენი დახმარება დაგვჭირდება ოღონდ ჯერ ცოტა დაისვენე რომ ძალები აღიდგინო, ედადე მალე გამოკეთდე კარგი?
თავი უხმოდ დავუქნიე თანხმობის ნიშნად, სხვა გზა არც მქონდა მალე უნდა გამოვჯანმრთელებულიყავი რომ აზრაელის დახმარება შემძლებოდა.
* * *
- რამე ხომ არ მოგიტანო? -შემეკითხა ჯესი, ვგრძნობდი როგორ უნდოდა ძმის შესახებ კითხვები დაესვა მაგრამ ვერ ბედავდა.
- ახლა მხოლოდ ის მინდა რომ გავიგო აზრაელი როგორ არის, მაგრამ ეს შეუძლებელია, -ვუპასუხე, წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი და შუაღის მზით გაჩახჩახებულ ბაღს გავხედე, ამ ბოლო დროს თითქმის ყოველთვის ვგრძნობდი მას, ჩვენს შორის ძლიერი კავშირი იყო, ვგრძნობდი როდის იყო კარგად ან ცუდად, როდის სწყინდა ან უხაროდა, თუნდაც ჩემგან შორს ყოფილიყო, ახლა კი ვეღარაფერს ვგრძნობ, მას ვერ გვძნობ, ჩემში სიცარიელეა, უზარმაზარი სიცარიელე, გული უცნაურად შემეკუმშა და თვალებში ცრემლები მომაწვა, ის ცრემლები რომლებსაც აქამდე ჯიუტად ვაიძულებდი შეჩერებას, მხარზე მსუბუქი ნაზი შეხება ვიგრძენი, გვერდით ჯესი მედგა, თანაგრძნობით სავსე მზერით მიყურებდა, მეტი ვეღარ შევძელი თავის შეკავება, ჩავეხუტე და პატარა ბავშვივით ავღრიალდი...
დიდხანს მამშვიდებდა ჯესი, თავზე ხელს მისვამდა და მეფერებოდა, ბოლოს როცა ოდნავ დავწყნარდი, ადგომა და გამოსაცვლელად წასვლა მაიძულა.
- წადი წყალი გადაივლე და რამე ჩაიცვი, იმედია ამ პიჟამოთი არ აპირებ ალთეინში დაბრუნებას, შენ თავს შეხედე ბომჟს გავხარ, -მითხრა და ენა გამომიყო.
ისევ ის იყო, ჩემი საყვარელი და მხიარული ჯესი, ჯანდაბა სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მამამისი, ჯანდაბაშიც წასულა ასტაროტი, შეცდომები კი ყველას მოგვდის.
- მიყვარხარ ჯესი, -ვუთხარი და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე, -შენს იდიოტ ძმას რაც შეეხება, მინდა გითხრა რომ მშვენივრად გამოიყურებოდა, არამგონია რამე უჭირდეს.
- ასე ფიქრობ? ბოლოს რომ ვნახე მამულში იყო გამოკეტილი, გეფიცები ლილა წარმოდგენაც კი არ მაქვს ასეთი რამ რატომ გააკეთა.
- ვიცი რომ შენ არაფერ შუაში ხარ, დაწყნარდი, მინდა რაღაც გთხოვო.
- რაც გინდა მთხოვე, -მითხრა აღელვებული ხმით,
- შენ ნახევრად დემონი ხარ, მაინტერესებს მათთან ურთიერთობა თუ გაქვს.
უცნაური მზერით შემომხედა, რაღაცნაირად, თითქოს დაეჭვებულმა, აშკარა იყო ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა.
- ამას რატომ მეკითხები ლილა?
- არ ვიცი ბელიზარს იცნობ თუ არა მაგრამ მასთან საქმე მაქვს და უნდა დამეხმარო.
რამდენიმე წამს თითქოს ყოყმანობდა, მის სახეზე ვხედავდი როგორ ებრძოდა სხვადასხვა გრძნობებს, მერე თავი დამიქნია.
- ბელიზარს ვიცნობ, მამაჩემთან ერთად რამდენჯერმე სცადა ჩემთან დაახლოება, მითხარი რა გჭირდება, ხომ იცი შენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
საუბრის შემდეგ, საძინებელში წავედი გამოსაცვლელად, სანამ მისაღებიდან გავიდოდი, დავინახე როგორ შებრუნდა ფანჯრისკენ ჯესი, რათა თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოეწმინდა.
გამოვიცვალე და მისაღებში ჩამოვედი, ყველა იქ მელოდა, სარიელი და რემიელიც კი საბრძოლოდ გამოწყობილიყვნენ და სხვადასხვა იარაღით იყვნენ აღჭურვილი, რემიელმა შეამჩნია ჩემი გაოცება მათი დანახვისას და გაეცინა.
- ხომ არ გეგონა რომ მხოლოდ როიალზე დაკვრა და ცეკვა-სიმღერა შეგვეძლო.
- აი ჩავალთ ალთეინში და ნახავ რომ იარაღის გამოყენებაც მშვენივრად გამოგვდის, მითუმეტეს როცა აზრაელს შეეხება საქმე, -დაამატა სარიელმა და თვალი ჩამიკრა, -ჩვენს გვერდით არაფრის უნდა გეშინოდეს.
- კარგი გეყოფათ თავის ქება, -ურიელი წინ გამოვიდა და მომიახლოვდა
- ლილა შენი დახმარება გვჭირდება, მაგრამ შენი გადასაწყვეტია ამას გააკეთებ თუ არა.
- მითხარით და რაც საჭიროა აზრაელის გადასარჩენად და იქიდან გამოსაყვანად, ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ ოღონდ მითხარით, -მართლაც ასე იყო, ოდნავადაც არ ვაზვიადებდი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი ოღონდაც ისევ მენახა ცოცხალი და უვნებელი.
- პორტალი გვჭირდება, რათქმაუნდა შეგვიძლია ერთერთი ჯერაც მოქმედი პორტალი გამოვიყენოთ მაგრამ ყველა პორტალს იცავენ მეორე მხრიდან და თუკი ძალით ვეცდებით შიგ გასვლას, ამას მაშინვე გაიგებს პროფესორი, ჩვენ კი ალთეინში ჩუმად შეპარვა გვჭირდება.
- ჰო მაგრამ ჩუმად შეპარვას როგორ მოახერხებთ? როგორც მივხვდი ისეთი ტექნოლოგიები აქვთ მაშინვე ხვდებიან თუკი ვინმე მიუახლოვდებათ, -ვუთხარი და ჩამოვჯექი ჯერ კიდევ მიჭირდა ფეხზე დგომა.
- ამას ჩვენ მოვაგვარებთ, -გაეღიმა ურიელს, -ნებისმიერ დაცვას აქვს ნაკლი, პატარ-პატარა ბზარები და ნაპრალები რომელთა შესახებაც ვიცით და სწორედ მათ გამოვიყენებთ, მაგრამ სანამ ამაზე დაგვთანხმდები გაითვალისწინე რომ პორტალის შექმნას დიდი ენერგია სჭირდება, შენ კი დასუსტებული ხარ, ჭრილობა ბოლომდე არ მოგშუშებია და შენზე ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს არ ვიცით.
წამოვდექი და ურიელს თვალი გავუსწორე,
- როგორ ფიქრობ მაინტერესებს რა მოხდება და რა დამემართება თუკი აზრაელი გვერდით არ მეყოლება? შენი აზრით ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს? საკმარისია ლაპარაკი, მითხარით სად უნდა გავაკეთოთ პორტალი?
ურიელმა ღრმად ამოისუნთქა, მომიახლოვდა, ჩემი ხელები ხელში მოიქცია და ღიმილით ჩამხედა თვალებში, მერე თითქოს ასე აშკარად გამჟღავნებული სითბოსი შერცხვაო, სწრაფად დაიხია უკან და ტერასისკენ მიმითითა, -პორტალს ბაღში შევქმნით მაგრამ მანამდე დანიელი გაჩვენებს სად უნდა წაგვიყვანო.
დანიელი მომიახლოვდა, -თვალები დახუჭე, -მითხრა და ხელები საფეთქლებზე მომიჭირა, უცბად ჩემს გონებაში კადრები გაჩნდა, თითქოს დიდი ხნის დავიწყებულ მოგონებებს ვიხსენებდი, შუაგულ ქალაქში, პატარა, ლამაზი ბაღით შემორტყმული სახლი, სახლის წინ კი ქალი ვარდისფერ ფარატინა კაბაში, დანიელმა ხელი გამიშვა და მეც უცებ გამოვფხიზლდი.
- თქვენ რა გაგიჟდით? გინდათ შუაგულ ქალაქში მოვხვდეთ?
- ჰო, -თავი დამიქნია დანიელმა, -და ზუსტად იმ სახლში რომელიც გაჩვენე, მერწმუნე ასეა საჭირო, ვიცი რომ შეძლებ, დარწმუნებული ვარ.
- იმედია იცით რასაც აკეთებთ, -დაეჭვებულმა ჩავილაპარაკე და ბაღისკენ წავედი, ჯესი ჩვენ გვერდით იდგა და უხმოდ აკვირდებოდა სიტუაციას.
- ჯესიც მოდის? -ვკითხე ურიელს,
ურიელმა თავი დამიქნია და ხელი ჩაჰკიდა, -გამეღიმა, სასიამოვნო იყო მათი ერთად დანახვა, ვფიქრობ უხდებიან ერთმანეთს...
* * *
ურიელი მართალი აღმოჩნდა, პორტალის გახსნა ძალიან გამიჭირდა, მთელი ჩემი დარჩენილი ენერგია მოვახმარე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სწორედ იქ მოვხვდით სადაც საჭირო იყო, მე ბოლოს გადმოვედი პორტალიდან დანიელთან ერთად რომელსაც ფაქტიურად ხელით მოვყავდი, თავს სუსტად ვგრძნობდი, ძლივს ვახერხებდი ფეხზე დგომას.
ბაღში ვიდექით სახლის წინ რომლის ფანჯრებში სინათლე ბჟუტავდა და ჩემდა გასაკვირად ღამე იყო, უკუნეთ სიბნელეში ელავდა ქალაქის მინის კოშკები და მანათობელი ქვით მოკირწყლული ქუჩები, საოცარი სანახაობა იყო, ვისურვებდი დღის შუქზე ჩემს გემოზე დამეთვალიერებინა მთელი ქალაქი, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო, დანიელმა ხელი გამიშვა, კართან მივიდა და დააკაკუნა, კარი ქერა, ცისფერთვალება, მოკლე ფარატინა კაბაში ჩაცმულმა ახალგაზრდა ქალმა გააღო და დანიელის დანახვისას პირზე ხელი აიფარა რომ გაოცებისგან არ ეყვირა, მერე ჩვენ გადმოგვხედა და აშკარად ძალიან სწრაფად და თანაც სწორად შეაფასა სიტუაცია, მაშინვე უკან დაიხია და შიგნით შეგვიპატიჟა, თან აქეთ იქით იყურებოდა შეშინებული.
სახლი შიგნიდან საკმაოდ დიდი იყო სადად და ხალვათად მოწყობილი, მისაღებ ოთახში შეგვიძღვა და რბილ სკამებზე მიგვითითა, გაოცებული შევცქეროდი, ზუსტად ისეთი იყო როგორც დანიელის მოგონებებში, ახალგაზრდა, სიფრიფანა და ულამაზესი.
- ახლა მითხარით აქ რამ მოგიყვანათ ან როგორ მოხვდით შუაგულ ქალაქში, მაშინ როცა დაცვა გაძლიერებულია და შესასვლელ - გასასვლელებს მუდმივად აკონტროლებენ, -შეშფოთებული ხმით გვკითხა.
დანიელი ქალს მიუახლოვდა წელზე ხელი მოხვია და მომხიბვლელად გაუღიმა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ლოყაზე აკოცა გაბრაზებულს.
- იქნებ ჯერ უბრალოდ ჩამეხუტო მკითხო როგორ ვარ და მერე დასვა კითხვები.
- მე უნდა გკითხო როგორ ხარ? იმის მერე რაც ასე უსიტყვოდ წახვედი და აღარ გამოჩენილხარ, -ქალმა წელზე ხელი გააშვებინა და მკაცრად შეხედა, ისე უყურებდა დანიელის ადგილზე რომ ვყოფილიყავი თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი აქედან, თუმცა მას პირზე ღიმილი არ შორდებოდა.
- თუ გინდა ამაზე მერე ვისაუბროთ როცა მარტო დავრჩებით, -ჩაჩურჩულა დანიელმა და ნათლად დავინახე როგორ ცდილობდა ქალი ღიმილის შეკავებას, მერე ჩვენ მოგვიბრუნდა.
- მე სინეა ვარ, ამ მოღალატე, მატყუარა და ძალიან სიმპათიური ანგელოზის ძველი მეგობარი, -მიგვითითა დანიელზე, -გეტყობათ რომ დიდ პრობლემებში ხართ გახვეული თორემ აქ არ იქნებოდით, რით შემიძლია თქვენი დახმარება?
ურიელმა უხერხულად ჩაახველა, -სასიამოვნოა შენი გაცნობა სინეა, არ ვიცი დანიელმა როგორ მოახერხა და აქამდე არცერთმა არ ვიცით შენს შესახებ, ჩვენ დანიელის ძმები ვართ, ესენი კი ლილა და ჯესი არიან, ჩვენი ერთერთი ძმა აზრაელი აქ არის ალთეინში, საფრთხეშია და უნდა გადავარჩინოთ, ოღონდ ჯერ არ ვიცით ზუსტად სად არის, ალბათ პროფესორის ლაბორატორიაშია.
- ჰმ, -ჩაეცინა სინეას, -პროფესორის ლაბორატორიაში შეპარვა თვითმკვლელობას უდრის, გიჟი უნდა იყო რომ ეს სცადო, ამას თქვენც კი ვერ მოახერხებთ, ლაბორატორიას ძალიან ძლიერი დაცვა აქვს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
ამას მე მოვაგვარებ, -წამოვდექი და სინეას მივმართე, -ოღონდ უნდა მითხრა ეს კაცი სად ვიპოვო, -ჯიბიდან ქაღალდი ამოვიღე და მივაწოდე, დახედა და გაოცებულმა დაუსტვინა,
- პროფესორის თანაშემწეს ეძებთ? -მეზობლად ცხოვრობს, წესით ახლა სახლში უნდა იყოს.
შევამჩნიე როგორ დაიძაბნენ ანგელოზები და სანამ რამეს იტყოდნენ დავასწარი, - ჩვენ ლაბორატორიაში შესვლა გვჭირდება და ეს ისე უნდა გავაკეთოთ რომ არავინ გაიგოს, ამისთვის კი თანაშემწესთან გარიგება უნდა დავდოთ ის შეგვიშვებს იქ.
- კი მაგრამ რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული რომ დაგეხმარება? -მკითხა ურიელმა,
- მენდეთ ნამდვილად მაქვს მიზეზი რომ ამაში დარწმუნებული ვიყო, იმედია მენდობით? ეს საქმე მე მომანდეთ კარგი?
ყველამ უხმოდ დამიქნია თავი, ვიცოდი უჭირდათ ასე უბრალოდ ნდობა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, ჯესის გაყოლა ვთხოვე და გარეთ გავედით.
- ფრთხილად იყავით, -დაგვეწია სინეას ხმა...
***
პროფესორის თანაშემწის სახლი იმავე ქუჩაზე რამდენიმე სახლის მოშორებით იყო, დაბალი ჭიშკარი გამოვაღეთ და ეზოში შევედით, ჯესიმ კარზე დააკაკუნა, რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ კარი დაახლოებით ორმოცი წლის დაბალმა თმაშევერცხლილმა მამაკაცმა გაგვიღო, ერთხანს დაკვირვებით გვათვალიერებდა, ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე რომ შემოგვხედა თუ არა მაშინვე შეგვატყო აქაურობას რომ არ ვეკუთვნოდით.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ? -იკითხა დაბალი, სასიამოვნო ხმით.
ჯესიმ არ უპასუხა, ჯიბიდან პატარა ვერცხლისფერი მედალიონი ამოიღო რომელზედაც უცნაური შავი წარწერები ჩანდა და გაუწოდა, კაცი ერთხანს უხმოდ დაჰყურებდა მედალიონს, მერე ხელი მოუჭირა, მედალიონი მტვრად იქცა და ჰაერში გაიფანტა, უჩვეულო სანახაობა იყო, მე და ჯესიმ გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, თუმცა ისედაც უნდა ვყოფილიყავით შეჩვეული იმას რომ რომ ჩვენს გარშემო ჩვეულებრივად და უბრალოდ არაფერი ხდებოდა.
- თქვით რა გჭირდებათ, -გვითხრა პაუზის შემდეგ.
- ლაბორატორიაში უნდა მოვხვდეთ, ამაღამვე, - ვუთხარი პირდაპირ.
ჩემდა გასაკვირად კაცი უყოყმანოდ დაგვთანხმდა, სახლში შევიდა, ქურთუკი აიღო, კარი გამოიხურა და გვანიშნა წინ გამიძეხითო.
- როგორ ასე უბრალოდ დაგვთანხმდით? -გაუკვირდა ჯესის, -იმედია სამაგიეროდ არაფერს მოგვთხოვთ, კიდეც რომ მოგვთხოვოთ ჩვენ...
- საკმარისია, თქვენგან არაფერს ვითხოვ, -ცივად შეაწყვეტინა თანაშემწემ, -ეს ბელიზარის მედალიონია, მისგან დავალებული ვარ, ამიტომ გეხმარებით, მაგრამ ეს ბოლო იყო, როცა თქვენს სამყაროში დაბრუნდებით გადაეცით რომ ბარი ბარში ვართ, - კაპიუშონი წამოიხურა და მოგვიბრუნდა.
- რას ელოდებით?
ჰმ, ახლა უკვე მე ვიყავი ბელიზარისგან დავალებული, როცა ჯესი მასთან გავგზავნე ნამდვილად არ მეგონა თუ დაგვეხმარებოდა, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაშინ ბარში მოცემული სტყვა შეასრულა და დაგვეხმარა, საქმე აშკარად იმაზე სერიოზულად იყო ვიდრე თავიდან ჩანდა.
ლაბორატორია სინეას სახლიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა და უნდა გენახათ ჩემი გაოცება როცა, პროფესორის თანაშემწემ ერთ პატარა ორსართულიან შემინულ შენობასთან მიგვიყვანა.
- ეს არის ლაბორატორია? -გავიკვირვე, - მე რაღაც დიდს და გრანდიოზულს ველოდი.
- ჩათვალეთ რომ ეს მხოლოდ მიმღებია, -გაეღიმა თანაშემწეს, -ლაბორატორია მიწისქვეშაა, რამდენიმე სართულად არის განლაგებული საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, არც კი ვიცი როგორ აპირებთ იქ თქვენი მეგობრის პოვნას, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საცდელი ობიექტები ქვედა სართულზე ყავთ ხოლმე ალბათ ისიც იქ არის, ამ მთას ხომ ხედავთ, -მიგვითითა შენობის უკან აღმართულ მთაზე, -საიდუმლო შესასვლელი იქიდან არის მთის ძირში გვირაბია, მთელ შენობაში სიგნალიზაცია გამორთულია, სამი საათი გაქვთ რომ აქედან გახვიდეთ, მერე სიგნალიზაცია ჩაირთვება და მე ვეღარ დაგეხმარებით.
თანაშემწეს მადლობა გადავუხადეთ, ჩვენებთან დავბრუნდით ად მერე ყველა ერთად ადვიძარით ლაბორატორიის საიდუმლო შესასვლელისკენ, თანაშემწე მართალი აღმოჩნდა არ მოვუტყუებივართ, მთის ძირში მართლაც ჩანდა ძლივს შესამჩნევი პატარა ვიწრო გვირაბი და მის წინ ისრაფიელი იდგა ჯესის ძმასთან ერთად...
- გელოდებოდით, ვიცოდი რომ აზრაელს არ მიატოვებდით, -გვითხრა და ხელები ასწია იმის ნიშნად რომ ჩვენთან ზავი უნდოდა.
- შე მოღალატე ნაბიჭვარო, -ვერ მოითმინა ურიელმა მასთან მიიჭრა გულისპირში ხელი ჩაავლო და კედელზე მიანარცხა,
- როგორ ბედავ ჩვენს წინაშე ისე გამოჩენას ვითომც არაფერი მომხდარა.
- კარგი ურიელ ჩხუბის დრო არ არის, შეეშვი, აშკარაა რომ ჩვენს დასახმარებლადაა მოსული, ახლა ყველანაირი დახმარება გვჭირდება, -მხარზე ხელი დავადე და მოვაშორე, ისრაფიელის მადლიერი მზერა შევამჩნიე და მერე დავინახე როგორ ეხვეოდა ჯესი ძმას.
ურიელმა ხელი გაუშვა და გვერდზე გადგა, დაძაბული იყო, მშვილდის ლარივით დაჭიმული, მისი სახე კარგს არაფერს გამოხატავდა.
- იმ დროის ხათრით რომელიც ერთად გავატარეთ, ცოტა ხნით დავზავდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერს გაპატიებთ.
- ვიცი, -ისრაფიელმა მწარედ ჩაიცინა, -ერთი დღეც არ ყოფილა რომ ამაზე არ მეფიქრა, ყოველთვის მაწუხებდა და შიგნიდან მღრნიდა ის რომ გატყუებდით, მერე ჯესიც დაემატა, მამას საერთოდ არ ადარდებდა ჩემი გრძნობები ის უბრალოდ მიყენებდა, მე კი ჯესის ვიყენებდი რომ ლილასთან ახლოს ვყოფილიყავით, ვიცი რომ ეს ჩემს დანაშაულს არ გამოისყიდის მაგრამ ჯესის ძმის მამაჩვენის მამულიდან განთავისუფლება და მისი დაცვის წევრად დანიშვნა მოვახერხე, ახლა კი აზრაელის განთავისუფლებაშიც დაგეხმარებით, - მაპატიე ლილა, მომიბრუნდა მე, - იმ დღეს ვერ გავთვალე რომ ლეო გესვრიდა, ყველაფერში შენ გადანაშაულებს, იმაშიც რომ სრულიად უცხო სამყაროში საყვარელი დისგან მოშორებით გაატარა ამდენი წელი და როცა დაგინახა, შენი მოკვლა გადაწყვიტა, სულელმა რატომღაც იფიქრა რომ თუკი მოგკლავდა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა.
ვუსმენდი და ვფიქრობდი რომ იქნებ მართალი იყო ლეო როცა მესროლა, რაც მე გამოვჩნდი მას მერე პრობლემების მეტი არაფერი მომიტანია ანგელოზებისთვის, ახლა კი აზრაელი ჩემს გამო იტანჯებოდა, -ფიქრებიდან ლეოს ხმამ გამომარკვია, ჩემს წინ იდგა თავდახრილი,
- მაპატიე, ვინანე რომ გესროლე, ეს არ უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ წამიერად სისუსტემ შემიპყრო, შენ არ იცი რა გადავიტანეთ მე და ჯესიმ, -აშკარად ვგრძნობდი მის გულწრფელ სინანულს და საერთოდ არ ვბრაზობდი მასზე.
- მესმის, და არ ვბრაზობ, ვუთხარი და ვეცადე გულითადად გამეღიმა, - მგონი საკმარისად შევყოვნდით, დროა წავიდეთ, - ყველა შესაძლო დაბრკოლებისთვის მზადმყოფებს გადავხედე და ის იყო გვირაბში შესასვლელად მოვემზადეთ რომ უცაბედად კავშირი ვიგრძენი ის კავშირი რომელსაც მას მერე ვეღარ ვგრძნობდი რაც აზრაელი ჩანჩქერთან მივატოვე, ურიელს ხელით ვანიშნე რომ გაჩერებულიყო, ძირს ფეხმორთხმით დავჯექი, თვალები დავხუჭე და შეგრძნებებს მივენდე, იმპულსები ამგვარად სხვანაირი იყო უცნაურად ძლიერი და მკვეთრი, უეცრად შემცივდა, დაღლილობა, ტკივილი და სასოწარკვეთა ვიგრძენი, მერე კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მონატრება, უეცრად გიჟივით მომენატრა და მივხვდი... იმას ვგრძნობდი რასაც ახლა აზრაელი გრძნობდა, ჩემზე ფიქრობდა იმის მიუხედავად რომ აშკარად ცუდ დღეში იყო, უეცრად ჩემს გონებაში სურათები აციმციმდა, ის კადრები რომლებიც არასოდეს მენახა, ჩანჩქერი და მის უკან კლდეში გამოკვეთილი საპყრობილე, საშინელი ბნელი დერეფნები და ვიწრო საკნები...
თვალები გავახილე, ყველა მე მიყურებდა, ელოდნენ რომ ავუხსნიდი რა მოხდა, რას ვაკეთებდი და რატომ შევაყოვნე ისინი.
- რაღაც ისე არ არის მეგობრებო, არა მგონია აზრაელი აქ იყოს, მაგრამ ცოცხალია და მე ის ვიგძენი ჩვენი გონების კავშირი მუშაობს და მეუბნება რომ აქედან არცთუ ისე შორსაა ასე რომ ჯობია ლაბორატორიაში ვიზიტი გადავდოთ.
- გონების კავშირი? -ანგელოზებმა ერთმანეთს გადახედეს, - ჩვენ ვერაფერს ვგრძნობთ,
- წყვილებს შორის კავშირი ყოველთვის უფრო ძლიერია, -გაიღიმა ჯესიმ, -აბა გვითხარი ლილა საით უნდა წავიდეთ.
* * *