ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

უსახელო X

0 ხმა

რომა შალამბერიძე

ბიოგრაფია

რომეო შალამბერიძე, დავიბადე 1995 წლის 13 ნოემბერს, ქალაქ ქუთაიში.

ვსწავლობდი ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ოჯახური ფინანსური კრიზისის გამო ვერ შევძელი დასრულება.(2016-2020)

დავასრულე საქართველოს ქრისტიან კავშირთა თეოლოგიური ინსტიტუტი ბაკალავრის ხარისხით.

(2018-2022)

ამჟამად ვცხოვრობ ქუთაისში და დასაქმებული ვარ ბიზნეს-მენეჯერად.

ვხელმძღვანელობ, ბიბლუსი ჯგუფის შვილობილი კომპანიის კაფე პიატოს ქუთაისის ქსელს.

პარალელურად ვარ სოციალური ბლოგერი, სამოტივაციო სპიკერი და პერსონალური ქოუჩი.

მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვეხმარები და წვლილი მიმიძღვის მათ გაძლიერებასა და უკეთესობისაკენ შეცვლაში.

მყავს 28 წლის მეუღლე მარიამი და 5 წლის ბიჭი ბენიამინი.

ისინი ჩემთვის საოცრად ძვირფასები არიან.

მიყვარს კითხვა, ადამიანური ურთიერთობები და ჭადრაკის თამაში.

მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვეხმარები და წვლილი მიმიძღვის მათ უკეთეს ცვლილებებში.

ჩემი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ შევქმნა პლატფორმა, სადაც ადამიანები უფრო ეფექტურად შეძლებენ მოტივაციის მიღებას და შემდგომ სხვა ადამიანთა დახმარებას.

წიგნის წერა არასოდეს მიცდია, „მაგრამ პალიტრა ლ“-ის მიერ გამოქვეყნებული კონკურსი ჩემთვის დიდებული შანსია, რომ წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები.

სინოპსისი

„უსახელო X“ ეს არის ამბავი სკოლის მოსწავლე ბიჭზე, რომელსაც მშობლებმა სახელად „იქსი“ დაარქვეს, თუმცა სახელის მიუხედავად მან იცოდა, რომ შინაგანად უსახელო გახლდათ, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა საკუთარი როლის და მოწოდების პოვნა ამ სამყაროში.

      მიუხედავად იმისა, რომ იქსი სკოლაში დიდი გავლენით სარგებლობდა, მას მაინც მოსვენებას უკარგავდა ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც სიცოცხლეს დაასრულებდა.

დასრულდებობდა, როგორც ყველა ადამიანის, თუ ის შეძლებდა რაღაც ისეთი დატოვებას, რაც სხვა ადამიანებსაც მისცემდა იმედს.

ყოველ საღამოს ფიქრებში ატარებდა, თუმცა უკანასკნელი საღამო გამორჩეული იმით იყო, რომ მან ოთახში რაღაც სილუეტი ჩეამჩნია.

თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა შემდეგ აღმოაჩენს, რომ სილუეტი მისი წარსულია და ცდილობს მტკივნეული მოგონებებით მასთან კავშირის დამყარებას.

წარსული ცდილობს, რომ მის წიგნში ჩაწეროს იქსის ყველა მტკივნეული მოგონება, რათა ყოველთვის ახსოვდეს შეცდომები, რომელიც მას დაუშვია. ეს იქსისთვის იმდენად მტკივნეული აღოჩნდება, რომ ერთ მომენტში გონებასაც კი დაკარგავს.

დაბნეული იქსი ცდილობს წარსულისგან თავის დახსნას, რაშიც მისი ახლად შეძენილი მეგობარი ეხმარება, რომელიც პარკში გაიცნო.

თავგადასავალი განსაკუთრებული იმით არის, რომ ყოველ მკითხველს შეუძლია იქსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ამ თავგადასავალში და საკუთარი თავი წარმოიდგინოს მის ადგილას.

გათავისუფლდება თუ არა იქსი წარსულისგან, ან იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს?

იქნებ კარგიც იყო მისი ცხოვრების მსხვრევა იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი და მისი ცხოვრების ახლიდან შენება დაწყებულიყო...


მიმდინარე ტური არ არის აქტიური