უსახელო X
უსახელო X
უსახელო X მშობლებს ჩემთვის დავითი უნდა დაერქვათ, რადგან ჩემს დაბადებამდე 1 კვირით ადრე ვიღაც კაცს სიზმარი უნახავს, რომ თუ ამ სახელს არ დამარქმევდენ აუცილებლად მოკვდებოდა. სიზმრით შეშინებულმა ყველაფერი ჩემ მშობლებს უამბო, რომ აუცილებლად დაერქვათ ჩემთვის დავითი, თორემ ის მოკვდებოდა... მე დავიბადე, სახელი შემირჩიეს და ის კაციც გარდაიცვალა... ალბათ მიხვდით რაც მოხდა... მიუხედავად იმისა, რომ დამარქვეს სახელი, სამყაროში გავჩნდი, როგორც უსახელო, რომელსაც მთელი ცხოვრება მოუწევდა ეპოვნა თავისი ნამდვილი სახელი და ეპოვა თავისი თავი, რის გამოც უბრალოდ კი არ იარსებებდა, არამედ კვალს დატოვებდა და ნამდვილად იცხოვრებდა. აი ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალი სახელის ძიებაში. *** მე დავიბადე, მაგრამ ვიდრე დავიბადეობდი ექიმები თურმე ამბობდნენ, რომ თუ როგორმე ეს მოხდებოდა და ცოცხლად დავიბადებოდი, ფეხზე სიარულსაც ვერ შევძლებდი, თუმცა დედაჩემის რწმენამ მაინც გააღწია გარემოებათა წნეხის მიღმა და ჯანმრთელი დავიბადე. სამყარო და ექიმები ერთდროულად ელოდნენ, რომ დაიბადებოდა ვინმე უსახელო, რომელსაც შემდგომ შეურჩევდნენ სახელს და ასე გააგრძელებდა შეზღუდულ ცხოვრებას, მაგრამ დაბადებისას ექიმმა თურმე ჰაერში ამიტაცა და ხმამაღლა თქვა: „ეს ბავშვი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის, რადგან სამყაროს უკუღმა ეჩვენა“ ჰო, უკუღმა დავიბადე... არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ან ვინ დაადგინა წაღმა და უკუღმა დაბადების თავისებურებანი, მაგრამ საქმეც ზუსტად ამაშია, რომ სჩვენ სტატისტიკურად, უმრავლესობის მიერ შეთანხმებულ აზრის მიხედვით, ვარქმევთ სახელს მოვლენას, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. სახელად იქსი დამარქვეს, მე უსახელოს, რომელსაც გარეგნულად ჰქონდა სახელი, შინაგანად კი მჭირდებოდა გამორკვევა, თუ ვინ ვიყავი რეალურად და რა დანიშნულება მქონდა ცხოვრებაში. რახან დავიბადე ეს ჩემი ოჯახისთვისაც შოკი იყო და მათთვისაც, ვინც წინასწარმეტყველებდა, რომ ფეხზე ვერ გავივლიდი. ცხოვრებაც განვაგრძე და ფეხზე სიარულიც დავიწყე... მახსოვს, როცა პირველად კარგი სიტყვა-პასუხი შემიქეს, თავი ყველაზე ჭკვიანი მეგონა. - ყოჩაღ იქს, შენ ნამდვილად ჭკვიანი ხარ, ვამხნევებდი ჩემ თავს... როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, უკვე თავადაც დავიჯერე, რომ ეს თავისთავად ხდებოდა და უკვე ძალიან ჭკვიანი ვიყავი. ამას თან ერთვოდა სკოლაში მიღწეული წარმატება, რომ მომზადების გარეშე, თუ მოვინდომებდი, შემეძლო გამეაზრებინა საკმაოდ რთული საკითხები და მასწავლებელთა მხრიდან წამოსულ სიმპათიას, რა თქმა უნდა სრული გაგებით ვეკიდებოდი, რადგან მე მჯეროდა, რომ ჭკვიანი ვიყავი და ეს იყო საკმარისი. იქსი იყო ჭკვიანი. პარალელურად სკოლათა შორის გამართულ ჩემპიონატში ვიღებდი მონაწილეობას. ეს ჩემპიონატი იმაზე იყო, თუ ვინ როგორ და უფრო ხალისიანად გააცოცხლებდა ცხოვრებისეულ მომენტებს. ჩემი სკოლის გუნდის კაპიტნობა მხვდა წილად და რა თქმა უნდა იქაც განსაკუთრებული ვიყავი. დირექციის წინაშე გავლენით ვსარგებლობდი, უფლება მქონდა არ დავსწრებოდი გაკვეთილებს, რადგან საქმიანობა, რომელსაც ვეწეოდი სკოლის იმიჯს უფრო მეტად ზრდიდა. იქსი ჭკვიანია, იქსი გონიერია, იქსი მოხერხებულია, ისევ ვუმეორებდი ჩემ თავს... ეს შეძახილები აძლიერებდა ჩემს წარმოსახვას და უფრო მომწონდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებოდი. სკოლათა შორის გამართულ ჩემპიონატებში გამოვიმუშავე დიდ სცენაზე დგომის პრაქტიკა დიდი აუდიტორიის წინაშე, რაც წარმომაჩენდა, როგორც უკომპლექსოს და გაბედულს. აქამდე ჭკვიანი იქსი, ახლა უკვე უკომპლექსოც იყო და ყველას მასთან მეგობრობა სურდა... მეც რა თქმა უნდა სრული თავდაჯერებულობით თავმომწონედ ვიფერებდი ამ წოდებებს, რაც ჩემ სახელს ერთვოდა თან და ვაღიარებდი, რომ მე ასეთი ვიყავი. უფრო სწორად ვცდილობდი ისე შემეფუთა ჩემი ცხოვრება, რომ ასეთად წარმოვჩენილიყავი, სინამდვილეში კი შინაგანად უსახელო გახლდით, რომელიც იმედოვნებდა, რომ ოდესმე იპოვნიდა სახელს, რის გამოც ის ბედნიერი იქნებოდა. მიუხედავად იმ წოდებებისა, რომლებიც ჩემმა თანატოლებმა მომაკრეს ჩემ შინაგანში მაინც უკმაყოფილება იყო და ვხვდებოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც პირადად მე მაკმაყოფილებდა. მე გაცილებით მეტი მსურდა, ოღონდ ეს არ იყო აღიარების სურვილი, არამედ ეს იყო სურვილი იმისა, რომ მეპოვნა საკუთარი თავი და ნამდვილად ის ვყოფილიყავი, ვინც უნდა ვყოფილიყავი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ თანატოლებს იმედებს გავუცრუებდი, ისინი ახალ იარლიყებს აკრავდნენ ჩემ პიროვნებას და ეს ყოველთვის დადებითი როდი იყო. მხიარულთან, თავაზიანთან და სხვა დადებით იარლიყთან ერთად მრავალი ისეთი წოდებაც ჰქონდა ჩემ პიროვნებას, რომელიც თავად მე სულაც არ მომწონდა. როცა სამეგობროს იმედებს ვერ ვამართლებდი ვმწუხრდებოდი და საკუთარ თავს ვაკრიტიკებდი, რადგან საკუთარი თავისგან მეტს ვითხოვდი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არასოდეს დამეკარგა ის კარგი წოდებები, რომლითაც სამეგობროში ვსარგებლობდი. ოჰ, დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე სხვის აზრებზე ვიყავი დამოკიდებული და ამას მხოლოდ მაშინ ვაღიარებდი, როცა მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან, სამყაროსთან და ღმერთთან. *** როცა მეათე კლასში ვიყავი კიდევ ერთი სეზონის ჩემპიონატი ახლოვდებოდა, ისევ ისეთივე ფიქრებში გართული გახლდით, რომ კვლავაც წარმატებას მივაღწევდი და შევინარჩუნებდი, თუმცა შიგნიდან ამ წელსაც მჭამდა ისეთი აზრები, როგორიც შეიძლება ერთის მხრივ შეიძლება ცოტათი შეუსაბამოც კი იყოს, თუმცა მეორეს მხრივ, ყოველ ადამიანს უწევს ამაზე ფიქრი. ერთ ღამეს, როცა დასაძინებლად დავწექი, ფიქრებმა შორს წამიყვანა და ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მოხდებოდა, როცა იქსი მოკვდეობდა... ვფიქრობდი რომ მოვკვებოდი, როგორც უცნობი იქსი, რამდენიმე ცრემლიც დაიღვრებოდა და გაარკვეული დროის შემდეგ ჩემზე მოგონებებიც უსასრულობაში დაიკარგებოდა... სკოლაში ახალი ნასწავლი მქონდა ლექსი „მესაფლავე“ და იქედან წამოსული სტროფები მიკლავდა გულს: „იმ წუთშივე მისი ჩრდილი, ყველა ჩვენგანს ავიწყდება“ მე კი ვამბობდი ლექსის შემდეგ სტროფს იმედიანად, რომ არ მჯეროდა მე ეს რაღაც, მაგრამ ფინიში იმაზე მიმითითბდა, რომ ოდესმე მეც დავიწყებას მივეცემოდი და აღარავის ვემახსოვრებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემგან მხოლოდ ადამიანთა მიერ შერქმეული სახელი დარჩებოდა და ისიც მალევე გაქრებოდა, რადგან თაობები მიდიან და მოდიან, სამყარო ვითარდება და არავინ მოისურვებდა იქსის ცხოვრებით ცხოვრებას... ყველას ხომ თავისი წილი ცხოვრება აქვს. საბოლოოდ იმ აზრამდე მივდიოდი, რომ მე გაცილებით მეტი მსურდა. მსურდა რომ ადამიანთა გარემოცვაში დარჩენილიყო მეტი, ვიდრე მათ მიერ შერქმეული სახელებია. მე მჭირდებოდა მეტი, ვიდრე ხალხის აღიარებისგან მიღებული სიამოვნებაა, ანუ ცოდნა იმისა თუ ვინ ვიყავი რეალურად და რა იყო ის კვალი, რაც უნდა დამეტოვებინა ცხოვრებაში, მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრები იყო და არსებულ რეალობას ვერაფერს უხერხებდა. როგორც ყველას, მშობლებისგან დარქმეული სახელი კი მქონდა და ეს ერთი შეხედვით საკმარისი ჩანდა, მაგრამ მე მაინც სხვა რამეს ვეძებდი. აი წარმოიდგინეთ, სმენა რომ არ გქონდეთ, ბრმა იყოთ და ლაპარაკი არ შეგეძლოთ, როგორ მიხვდებოდით თუ ვინ ხართ? ნება მომეცი და უფრო შორს წავიდეთ... თან ამ საუბედურო მდგომარეობას ისიც დავუმატოთ, რომ მთელი სხეული პარალიზებული გქონდეს და ხელის შეხებითაც კი არ შეგეძლოს რაიმეს სწავლა... ამ დროს ვინ იქნებოდი? ამ დროს ექნებოდა აზრი იმას, თუ რა დაგარქვა მშობლებმა? ექნებოდა აზრი იმას, თუ რას გიწოდებდა შენ გარშემო არსებული საზოგადოება? - რა თქმა უნდა არა! მაგრამ მაინც საინტერესო ის არის, ვინ იქნებოდი შინაგანად? - არავინ, თუ ვინმე? - უსახელო, თუ სახელის მქონე? ყველა ეს ფიქრი მეორდებოდა ჩემ სასთუმალზე იმ გარდამავალ 1 წუთში, რომელიც ყველა ჩვენგანს ჰქონია... ეს მეორდეობდა წლების განმავლობაში და ვხვდებოდი, რომ ჩემი შინაგანი ზუსტად ასე იყო პარალიზებული... მას არ შეეძლო გაერჩია თუ რა იყო მისი ნამდვილი სახელი, თუ ვინ იყო ის რეალურად. ყოველ ღამე ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ღამე განსაკუთრებული იმით იყო, რომ რაღაც არაორდინალური მოხდა. ჩემს ოთახში ვიღაც დავინახე... ის ოთახის ბოლოში, ფანჯარასთან იდგა, გარეთ იცქირებოდა. ის სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა წარსულზე და მომავალზე ამდნეს ვფიქრობდი. მხოლოდ სილუეტის დანახვა შევძელი, რადგან ზურგით იდგა და თითქოს ელოდებოდა ჩემ დაძახებას, მაგრამ რა თქმა უნდა მე ეს არ გავაკეთე. აბა წამით წარმოიდგინეთ, ასეთ ფიქრებში, რომ უცხო სილუეტი შენს ოთახში გამჩდარიყო და გათენებამდე იქ მდგარიყო, ალბათ ყვირილს დაიწყებდი, რომ ვინმეს ეშველა შენთვის, ან საბანს გადაიფარებდი და ლოცვას დაიწყებდი. მეც ასე მოვიქეცი, ყვირილი არ დამიწყია, მაგრამ საბანი გადავიფარე და ლოცვა დავიწყე, რომ მშვიდობა და დაცვა მქონოდა, შემდეგ კი საბნიდან საჰაერო დავტოვე, რომ სუნთქვა შემძლებოდა. გეთანხმები, სასაცილოა თავდაცვის ეს ვარიანტი, თუმცა არც მშიშარას იარლიყი არ მინდოდა ოჯახის წევრების თვალში. საბნის ჭუჭრუტანიდან ერთდროულად საჰაერო და საკონტროლო არხი გავაკეთე, თან ჰაერს ვიღებდი, თან ვიხედებოდი, რომ დამენახა გაქრა თუ არა სილუეტი. შიშისაგან ერთიანად ვცახცახებდი და თან ვლოცულობდი, რომ ღმერთს გადავერჩინე... იმ საღამოს უამრავი აღთქმა დავდე ღმერთთან, რომ თუ გადამარჩენდა, ნამდვილად კარგ ცხოვრებას დავიწყებდი და არასოდეს მოვიქცეოდი ცუდად... თავდაცვის ამ ბრძოლაში ჩამეძინა... *** დილით დედაჩემის ხმამ გამაღვიძა - იქს, დროულად, სკოლაში გაგვიანდება... როცა თვალი გავახილე და ის სილუეტი იქ აღარ დამხვდა გამიხარდა, მაგრამ ისევ გაურკვევლობაში ვიყავი და ბოლომდე ვერ გამეაზრებინა, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემ თავს ასე დავაჯერე, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და უკვე ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ოფლისაგან მთლიანად სველი ბალიშის ზედაპირი მახსენებდა, რომ საქმე რეალურ ფაქტთან მქონდა... - აუ, უკვე გათენდა? ოღონდ ისევ არა... მეორე გაკვეთილზე მივალ, ცოტაც მადროვე, გთხოვ დე... - სწრაფად ადექი გაგვიანდება, დღეს გამოცდა გაქვს! ვის გაახსენდა, არც მოვმზადებულვარ... გადავიწერ, რაც არის ეგ არის... როგორღაც წამოვდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და მოვემზადე. სკოლაში წავედი და ის-ის იყო ეზოში უნდა შევსულიყავი, რომ უკნიდან ხმა მომესმა: - იქს, მოიცადე, იქს! შევჩერდი, უკან მივტრიალდი და ჩემი კლასელი ქოშინით მომიახლოვდა... - დაყრუვდი? მთელი გზაა მოგდევ და გეძახი. ისეთი წითელი იყო სიცილი ვერ შევიკავე, ბოდიში მოვუხადე და ვკითხე თუ რა ხდებოდა. - ბიჭები ინტერნეტ კაფეში მივდივართ სათამაშოდ, უნდა წამოხვიდე. დღეს გამოცდაა და არ გამოვა. უეჭველად სკოლაში უნდა მივიდეთ. - წამოდი რა, წინაზეც ეგრე იყო და სასკოლო ჩემპიონატის გამო მარტივად დავიძვრინეთ თავი. დავთანხმდი და ინტერნეტ კაფეში სათამაშოდ გავეშურეთ. გავერთეთ, მოვიგეთ კიდევაც, შემდეგ კი რეპეტიცია გვქონდა სასკოლო ჩემპიონატისთვის და იქაც ერთად წავედით. მთლი დღე სინდისი მაწუხებდა და იმასაც ვფიქრობდი, ნამეტანს ხომ არ ვაკეთებ და ზედმეტი ხომ არ მომდის თქო, მაგრამ გარე ხმათა დადებითი შეძახილები და მომენტალური დადებითი ემოციური განწყობა მამშვიდებდა და მიქმნიდა ილუზიას, რომ ცუდი არაფერი ხდებოდა. თავს ამ აზრით ვიმშვიდებდი: დედა ფიქრობდა, რომ იქსი სკოლაში იყო, სკოლის დირექცია კი თვლიდა, რომ სარეპეტიციოდ იყო და სასკოლო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. იმ ღამით დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ რეპეტიცია გვიან მორჩებოდა და მეგობართან დარჩენას ვაპირებდი. რაზეც დედამ მიპასუხა, რომ სასწრაფოდ სახლში უნდა მივსულიყავი. ვეცადე გადაეფიქრებინა, მაგრამ პირველივე მცდელობისას ტელეფონი გამითიშა. სატელეფონო საუბარში დედას ხმა მკაცრი მომეჩვენა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს გაკვეთილებზე არ დასწრების გამო ხდებოდა და კარგი პასუხიც მოვამზადე თავდაცვისათვის, თავის მართლებას იმით ვაპირებდი, რომ სასკოლო ჩემპიონატების გამო ვიყავი დაკავებული და ვერ ვესწრებოდი გაკვეთილებს, ამგვარად დამშვიდებული გავეშურე სახლისაკენ სწრაფი ტემპით, რომ უკან დაბრუნება მომესწრო. როცა ბინას მივუახლოვდი, სწრაფად მივესალმე გარეთ მყოფ მეზობლებს და სადარბაზოში შევედი. კიბეებიც ისევე სწრაფად ავირბინე, დროს მოსაგებად, რომ იმ ღამის ვიდეო-თამაშები არ ჩამეგდო. ჩემი სახლის კარებში შესვლისთანავე დაინახავდით მისაღებ სივრცეს, სადაც დივანი და პატარა მაგიდა იდგა და როგორც კი სახლში შევედი, მშობლების მზერამ მუკვე მიმახვედრა, რომ რაღაც ისე ვერ იყო და საქმე გაცილებით სხვა რამესთან მქონდა. იქამდე სულ ათიოდე ნაბიჯი მაშორებდა, მაგრამ ამ ათ ნაბიჯში უამრავი რამ მომაფიქრდა. ნეტავ რა უნდათ, რაიმე გავაფუჭე და არ მახსოვს? თითეული ნაბიჯი საკმაოდ დიდხანს იწელებოდა და ყოველი ახალი ნაბიჯისას ახალი ფიქრი მომდიოდა, თუ რის გამო შეიძლებ ყოფილიყვნენ მშობლები ასეთი მზერით. ნეტავ ის ხომ არ გაიგეს სკოლაში მისატანი ფულით, რომ მეგობრებთან ერთად ინტერნეტ-კაფეში სათამაშოდ წავედი? არამგონია, ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო, რაც არის ეგ არის... მშობლებს მივუახლოვდი და დივანზე ჩამოვჯექი... დედამ ლაპარაკი დაიწყო... - იქს, პირდაპირ გეტყვი: სკოლაში ვიყავით და გვითხრეს, რომ შემდეგ კლასში ვერ გადადიხარ. ყველაფერი გაშეშდა და დამავიწყდა წინასწარ მომზდებული პასუხი და ყველაფერი ერთად. პირველი რაც ვთქვი ეს იყო: - ალბათ მეხუმრებით ხომ? მე სკოლის რეპუტაციისთვის ამდენ რამეს ვაკეთებ და ეს ფაქტიურად შეუძლებელია. - შესაძლებელია, იქს. აგრძელებდა დედა - დღეს სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ გაკვეთილების გაცდენის და გამოცდებზე არ გამოცხადების გამო, შემდეგ კლასში ვერ გადადიხარ... ამის მოსმენისას ყველა დადებითი წოდება, რაც ჩემი პიროვნებისთვის უწოდებიათ, თავში მიტრიალებდა: „იქსი ჭკვიანია“ „იქსი გონიერია“ „იქსი მოხერხებულია“ იმ მომენტში ყველა მათგანი ანულირებული და ჩანაცვლებული გახდა ერთადერთი წოდებით „იქსი შერცხვენილია.“ ძალიან დავმწუხრდი, თავი ხელებში ჩავრგე და ვაღიარე, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ვეღარაფერს შევცვლიდი... ოთახში შევედი და საწოლზე ისე დავწექი ტანსაცმელებიც კი არ გამომიცვლია, აღარ საბნის დაცვა მჭირდებოდა, აღარც იმ სილუეტზე ფიქრი, აღარც მეგობართან კომპიუტერული ვიდეო-თამაშებისთვის წასვლა... ცხოვრება თავზე ჩამომექცა, რადგან ყველა ჩემი წოდება ჩანაცვლდა ერთადერთი წოდებით“ „შერცხვენილი იქსი“ რას იტყვიან მეგობრები, რას იტყვიან კლასელები, რას იტყვიან ისინი როცა შერცხვენილ იქსს დაინახავენ. ალბათ ყველა მათგანი სასაცილოდ ამიგდებს და ჩემთან ახლოს მოსვლა აღარავის მოუნდება... ამ ფიქრებში ცხარედ ავტირდი... ჰო, ავტირდი, რადგან მივხვდი, თუ რამდენად დიდი შეცდომა დავუშვი. ამ დროს ოთახის კარზე კაკუნი გაისმა და იქედან დედაჩემის თანამგრძნობი ხმა გავიგონე: - იქს, კარგად ხარ? როგორღაც ამოვისუნთქე და დამაჯერებლად გავძახე: - კი, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა, დიდი მადლობა... ფიქრს ვაგრძელებდი, სხვა გზა აღარ დამრჩენოდა, ან პროფესიულ სასწავლებელში უნდა ჩამებარებინა, ან ეს სირცხვილი უნდა ამეტანა... შუქი ჩავაქრე, დასაძინებლად დავწექი და სქროლვაც დავიწყე, რომ ყურადღება როგორმე სხვა რამეზეა გადამეტანა... ამან ვერ მიშველა... სადღაც გაგონილი მქონდა, რომ გონება ბრძოლის ველია და ყველა იქ მოსული აზრი არის ბრძოლის ნაწილი, ამიტომაც ვცდილობდი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. იცით ეს როგორი მომენტია? ისეთი პროცესია, ძალიან შორს რომ მიდის და ყურადღების გადატანის ხერხებსაც კი მივმართავთ, რათა ზედმეტად არ გადავიღალოთ. ზოგჯერ იმდენად რთულია ფიქრების ამ ომში ყოფნა, რომ შეიძლება შუა ღამით ტელეფონი აიღო და ვინმეს დაურეკო, ან მიწერო რათა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო და ცოტათი დამშვიდდე. შესაძლოა არ უთხრა, რომ ფიქრები შემოგაწვა და ვეღარ უძლებ, მაგრამ ეცადო ყურადღების სხვა რამეზე გადატანას და სინამდვილეში ამ მომენტს ჰქვია გაქცევა ისეთი ბრძოლიდან, სადაც გამარჯვება უნდა მოგეპოვებინა. ტელეფონი ავიღე და ჩემ მეგობარს მივწერე, მაგრამ არ უნახავს, ალბათ ვიდეო-თამაშში იყო ჩართული... მესმის, ასეთ დროს რთულია სატელეფონო შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, თუმცა მე ძალიან მჭირდებოდა რაიმე სხვაზე ყურადღების გადატანა... უკვე შუა ღამე იყო და ვერც ჩემებს გავაღვიძებდი. შევეცადე სხვა საშუალებებისთვის მიმემართა ყურადღების გადასატანად და ვიდეოების სქროლვა გავაგრძელე... ამასობაში ძილიც მომეკიდა, ის-ის იყო, უნდა ჩამძინებოდა, რომ ისევ ის... *** ისევ ის... ოღონდ ამჯერად ზურგით კიარა, პირდაპირ ჩემკენ იხედებოდა და მე მიყურებდა. ფანჯრიდან შემოსული ლამპიონებისა და სავსე მთვარის შუქი მის სილუეტს უფრო რეალურს ხდიდა... ტანად საკმაოდ მაღალი ჩანდა, ტანზე კი მუქი ნაცრისფერი მოსასხამი ჰქონდა, თავზე ამ მოსასხამის ქუდი ეფარა და მისი სახე... მისი სახე ბნელი იყო და არაფერი ჩანდა. ხელში დიდი ყუთი ეჭირა, რომელსაც საკეტი და გასაღები ჰქონდა, ყუთს კი გარედან რაღაც ჩემთვის გაურკვეველი ეწერა. შიშისაგან წამოვიძახე: - ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან!? მან მიპასუხა: - ველოდებოდი ამ კითხვას, შენი მოგონებები, მარცხი, წარმატება, სიხარული და მწუხარება ვარ. დღევანდელი დღეს ისეთი რამ შეგემთხვა, ეს ნამდვილად წარუშლელ მოგონებად დარჩება შენს მეხსიერებაში. მე აქ იმისთვის, რომ ვარ, რომ დეტალურად ჩავიწერო ის. აქ საიდან გაჩნდი და რა გინდა!? ამჯერად ხმადაბლა და კანკალით ვკითხე მე. მან კი დამაჯერებლად მიპასუხა: - ტკივილს გამოვყევი, რომელიც შენკენ გამომიძღვა, მე წარსული ვარ! თავი გამაცნო და თან ჩემს მხარეს გადმოინაცვლა. შემდეგ კი ლაპარაკი განაგრძო... ჩემს მოსასხამს ჩაეჭიდე, რომ შევძლო შენთან დაკავშირება და დღევანდელი დღის აღწერა, რადგან ეს მოგონება სამუდამოდ უნდა დარჩეს შენს გონებაში. ის ისევ იმეორებდა იგივე აზრის სხვა წინადადებას... - დღევანდელი დღე აუცილებლად უნდა ჩავიწეროთ, მაგრამ ამისათვის ჩემი მოსასხამის კალთას უნდა ჩაეჭიდო, რაც უფრო ნათლად დაგანახებს შენს ქმედებებს და მეც დამეხმარება, რომ უფრო გარკვევით ჩავწერო ისინი შენს მეხსიერებაში. სიმართლე, რომ ვთქვა არ მომეწონა მისი ეს პირდაპირი შემოთავაზება, მაგრამ ოთახში სილუეტი იყო, რომელიც დამაჯერებლად მიმტკიცებდა, რომ წარსულია და მის კალთას უნდა შევხებოდი, თან დასაკარგი აღარაფერი მქონდა და რაღა დამაბრკოლებდა? შევეხე წარსულის მოსასხამის კალთას და ის ყუთიც გაიხსნა, საიდანაც მან დიდი წიგნი ამოიღო უცნაურ კალამთან ერთად. როცა წიგნი გადაშალა და წერა დაიწყო, წამიერად წვდომა მომეცა ჩემი მოგონებებზე, ყველა შეცდომასა თუ წარმატებაზე. ყველა მოგონება ერთ წამში გამიცოცხლდა და ამან თითქოს დიდი სიხარული მომანიჭა... რა არის ეს? შენ მართლა ჩემი მოგონებები, მარცხი, წარმატება, მწუხარება და სიხარული ხარ. ჩემი ცხოვრების ყველა მომენტს ვხედავ, ამას როგორ აკეთებ? ვკითხე მე ვხედავ იმასაც, თუ როგორ დავიბადე და როგორ ამიტაცა ექიმმა ხელში... მისი სიტყვებიც მესმის, თუ რას ამბობდა ჩემი დაბადებისას: „ეს ბავშვი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის, ეს ბავშვი არაამქვეყნიურია...“ - ძალიან კარგი, მიპასუხა წარსულმა, - აბა ახლა დღევანდელ დღეზე იფიქრე... დღევანდელი დღე, დღევანდელი დღ... და გავითიშე, რადგან ძალიან დიდი ტკივილმა მოიცვა ჩემი მთლიანი სხეული, რომელიც თითქოს ფრჩხილებამდე მიდიოდა, შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა... *** დილით, როცა თვალი გავახილე, მთელი სხეული დაჭიმული მქონდა თავის ტკივილთან ერთად კიდურების გამოძრავებაც კი მიჭირდა. წარსული სასთუმალთან მოკალათებულიყო და წიგნში წერდა. რას აკეთებ? ვკითხე გაკვირვებულმა. მან კი მიპასუხა: - თითქმის მოვრჩი, ბოლო სტროფია, თუ როგორ დავაგვირგვინო ეს ისტორია შენს მეხსიერებაში. გუშინ რა მოხდა? მახსოვს, რომ მომხდარზე უნდა მეფიქრა და როგორც კი ფიქრი დავიწყე აუტანელი ტკივილი ვიგრძენი და გავითიშე. - ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო, იქს. ზუსტად ეს ემოცია მჭირდებოდა ამ მოვლენის აღსაწერად... წარსული წერას აგრძელებდა და თითოეული ახალი სტროფი უფრო მეტ მტკივნეულ განცდას იწვევდა ჩემში, თითქოს მე და ის წიგნი უხილავი ძაფებით ვიყავით დაკავშირებული და მინდოდა წერა შეეწყვიტა, რაც ვუთხარი კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია ისე განაგრძო წერა... მისაღებიდან დედამ გამომძახა: - იქს, გამოდი უნდა ვისაუზმოთ და თან ვისაუბროთ. თავი მტკივა, რაიმე წამალი გვაქვს დე? ოთახიდან გავძახე და თან ძლივს ავიზლაზნე საწოლიდან. - გამოდი, მაქვს რაღაც წამლები, ოღონდ ჯერ ჭამე და მერე წამალიც დალიე. ოთახის კარი გავაღე, მისაღებში გავედი და იმის გამო, რომ არაფერზე საუბრის თავი არ მქონდა დედაჩემს ვუთხარი: ვფიქრობდი გუშინ მომხდარზე და იმაზეც, რომ მქონდა სურვილი სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გამეგრძელებინა, რაზეც მითხრა, სჯობდა ჯერ სკოლა დამემთავრებინა და ატესტატი ამეღო. საუბარი გამხნევებით განაგრძო, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა. - იქს, მინდა სკოლაში დამოუკიდებლად, ჩემ გარეშე წახვიდე და დირექტორს სიმართლე ზუსტად ისეთი გულწრფელობით უამბო, როგორც ჩემთან და მამასთან გააკეთე ეს. თან გამამხნევა და ისიც შემახსენა, რომ რამდენიმე დღეში სასკოლო ჩემპიონატი იყო, ასეთი სახეჩამოტირული კი ვერაფერს მივაღწევდი. მითხრა, რომ ჩემ გვერდით დადგებოდა და ამ კრიზისის გადატანაში დამეხმარებოდა... ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ვუთხარი, რომ აუცილებლად გავაკეთბდი ამას. წამალიც მომაწოდა დავლიე და მან სამზარეულოში საქმიანობა გააგრძელა. მაგიდიდან ავდექი და ოთახში შევედი, რათა მოვმზადებულიყავი, თუმცა ვხედავ, რომ წარსული ისევ იქ არის და წერს. აქ რა გინდა, დედაჩემი რომ დაგინახავს რა ვუთხრა, ვინ არის თქო? - იქს, საკუთარ თავს ელაპარაკები? გამომძახა დედამ ხო, დე... უბრალოდ ჩემთვის ვბუტბუტებ... რა გინდა მეთქი აქ! ამჯერად ხმადაბლა ვუთხარი. - მე აქ საქმეები მაქვს, ეს ამბავი უნდა დავასრულო, საღამოს კი შევხვდებით ახალი გვერდის დასაწერად. - დედაშენზე არ იდარდო, ვერ შემამჩნევს, რადგან ხილული მხოლოდ შენთვის ვარ... ვაი მე! ვთქვი მე. ამოდენა სტრესს ისიც დაემატა, რომ მგონი გავგიჟდი და წარსულს, რომელიც ჩემთვის ამდენად რეალური იყო, მხოლოდ მე ვხედავდი... ვისთვის უნდა ამეხსნა ეს, ვინ გამიგებდა? იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ეს უეჭველად ჩემი წარმოსახვის შედეგი იყო, ამიტომ ვინმესთან საუბარი მიშველიდა... ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობარი გამიგებს ნამდვილად. მასთან წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ გამახსენდა, რომ ახლა ის ჯერ კიდევ მძინარე იქნებოდა ამიტომ მოსაცმელი ავიღე დედას დავემშვიდობე და ჯერ სკოლისაკენ წავედი დირექტორთან შესახვედრად. სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი სკოლისაკენ და გზაში იმაზე ვფიქრობდი, თუ რას მეტყოდა დირექტორი და მასწავლებლები. სკოლაში მოკვეთილი მუხლებით შევედი, მაგრამ ამაზე უარესი წინ მელოდა, დირექტორის კაბინეტი! ოღონდ ახლა ეს არ გამეკეთებინა და რას აღარ გავიღებდი! როცა დირექტორის კაბინეტში შევედი იქ მასწავლებლები დამხვდნენ და ჩემ დანახვაზე პირველი ეს წამოიძახეს: - ოჰ, გამოჩნდა როგორც იქნა! ყველას ყალბი ღიმილი ვაჩუქე და მორიდებული, დადარდიანებული ხმით დირექტორს მივმართე: თუ შეიძლება თქვენთან მინდა ლაპარაკი დირექტორო. - სიამოვნებით, იქს. დაჯექი, ახლა ვსაუბრობდით ზუსტად შენზე და კარგია, რომ მოხვედი. აბა გისმენთ. როგორღაც ძალა მოვიკრიბე და საუბარი დავიწყე: მე, მე... ყველას ბოდიშს გიხდით. იმის გამო რომ არაფერი გამომივიდა, გადავწყვიტე პროფესიულ სასწავლებელში გადავიდე, სადაც იქნებ რაიმე პროფესიას დავეუფლო... მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს ამბავი მეთქვა და კიდევ რაღაც მეთხოვა... უბრალოდ შანსს ვითხოვ, რომ სასკოლო ჩემპიონატის დასრულების უფლება მომცეთ და შემდეგ დავტოვებ ამ სკოლას. ყველანი ყურადღებით მისმენდნენ, თუმცა მყუდროება დირექტორმა დაარღვია და მითხრა: - იქს, ყველა მოსწავლე ჩვენთვის ძვირფასია. მათ შორის შენც! სასკოლო ჩემპიონატსაც დაასრულებ და ჩვენ სკოლაშიც დარჩები, რომ სწავლა დაასრულო. კიდევ ერთ შეცდომას ნუ დაუშვებ და ნუ შეწყვეტ სკოლაში სწავლას. - კი მაგრამ, რა ვუყო იმ სირცხვილის განცდას, რომელსაც თანატოლებისგან ვგრძნობ? უფრო მორიდებულად ვკითხე მე, რაზეც დირექტორმა მიპასუხა, რომ ეს საქმე მისთვის უნდა მიმენდო. მისი მზერა და ისტყვები იმდენად დამაჯერებელი იყო... რაღაც იმედი ვიგრძენი ჩემ გულში და ამისათვის მადლობაც გადავუხადე, თან პირობა დავდე, რომ მე აღარასოდეს დავუშვებდი იგივე შეცდომებს და სკოლასაც ვასახელებდი... მასწავლებელთა გარკვეულმა რაოდენობამ გაკვეთილების გამო დაგვტოვა და მეც დავემშვიდობე დირექტორს. ათის თხუთმეტი წუთი იყო, მეტს ვეღარ მოვითმენდი, რომ მეგობრის გაღვიძებისთვის მეცადა და პირდაპირ წავედი მასთან სახლში. ისიც ჩემსავით გახლდათ, სკოლაში არ დადიოდა და თავისუფალი გრაფიკი ჰქონდა... კარი ღია დამხვდა, როგორც ყოველთვის, ის კი თავის საძინებელში იყო. ჰა, ადექი ძმაო, მნიშვნელოვანი სასაუბრო მაქვს, სერიოზული ხმით ვეცადე მის გაღვიძებას, რაზეც პასუხად მივიღე, რომ ცოტახანი დამეცადა... მისი კომპიუტერი ჩავრთე ვიდეო-თამაშების სათამაშოდ, რომ ვიდრე გაიღვიძებდა, ცოტახნით დრო გამეყვანა. გავიდა რამდენიმე საათი და ისევ არ გაიღვიძა, რაზეც ცოტათი გავბრაზდი და ძალით გავაღვიძე. - რა გინდა ძმაო რა! დამაცადე ძილი! ყოყმანით ჭუტავდა თვალებს ჩემი მეგობარი. მართლა მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა, გაიღვიძე, რა დროს ძილია, უკვე ექვსი საათია! ძლივს აიზლაზნა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო, თვალებს ისრესდა ხელებით და თან ტელეფონი აიღო შეტყობინებების შესამოწმებლად. - ჰაა, იტყვი დღეს? ირონიული ტონით დაარღვია მყუდროება. მისმინე, გუშინ რაღაც არაორდინალური შემემთხვა, სილუეტი გამოჩნდა ჩემს ოთახში, რომელიც მეუბნება, რომ წარსულია და ალბათ ახლაც იქ არის... რომ წაგიყვანო, ვერ დაინახავ, რადგან თავად მან მითხრა, რომ მხოლოდ მე შემიძლია მისი დანახვა. რა გავაკეთო აღარ ვიცი... ერთხანს მისმინა, შემდეგ ტელეფონი გვერდით გადადო, ორივე ხელი გაშალა და ირონიულად მკითხა: - ამისთვის გამაღვიძე, რომ შენი სიზმარი მოგეყოლა? ცოტა ვერ დამაცადე? არა, სიზმარი არ არის, ვუმტკიცებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა. მალე დაბინდდებოდა და იქ დარჩენასაც აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სახლისკენ წამოვედი. ჩემი და მეგობრის სახლი 30 წუთის სავალზე იყო დაშორებული ამიტომ სახლისკენ ფეხით წასვლა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომ სუფთა ჰაერი ცოტას დამაწყნარებდა, გზად პარკი უნდა გამევლო, სადაც ხშირად გამივლია, მაგრამ ასე დამძიმებული პირველად მივდიოდი ამ გზაზე. ნაცვლად იმისა, რომ დავწყნარებულიყავი, უფრო ავფორიაქდი, რადგან ამ გზაზე ვუყურებდი ადამიანებს, რომელთაც ცხოვრება უხაროდა მე კი სახე ისე ჩამომტიროდა, თითქოს სიცოცხლის უკანასკნელი დღე მქონდა... ბინას როცა მივუახლოვდი, მეზობლებსაც კი არ მივესალმე ისე ავედი სახლში. უკნიდან ხმები მომესმა - იქსს რაღაც სჭირს, რატომ არ მოგვესალმა... - ალბათ ვერ შეგვამჩნია, შეეშვი. გამოსძახა მეორემ. კიბეები ავიარე და ოთახამდე მივიტანე ჩემი სხეული..