ნუ დამივიწყებ
0 ხმა

ნუკრი კილაძე
ბავშვობიდანვე ვგრძნობდი ხელოვნების მიმართ სიახლოვეს და ეს მრავალი სხვადასხვა აქტივობით გამოიხატებოდა.
მიყვარდა კომიქსების ხატვა, სიმღერების წერა, გიტარაზე დაკვრა და დავდიოდი თეატრალურ სკოლა-სტუდიაში,
სადაც უფრო მეტად გავიღრმავე სიყვარული ხელოვნებისადმი.
მუდამ მაქვს მოთხოვნილება, რომ რაღაც ახალი შევქმნა და სხვებს გავუზიარო. ამით მე საკუთარ თავს დიდ ბედნიერებას
ვანიჭებ. მიყვარს ემოციების გამოხატვა და ამის გამოყენება იარაღად, რომელიც სხვადასხვა ხელოვნების დარგის
განვითარებაში მეხმარება.
2023 წლის ზაფხულში, გადავწყვიტე, რომ ახალი რამ მეცადა. დავწერე ორი წიგნი, "რა გამოარჩევს დომენიკოს" და
"ნუ დამივიწყებ". ფაქტობრივად, ამ ჩემთვის ახალ სამყაროში ჯერჯერობით ჩვილივით ვარ და ერთი სული მაქვს,
როდის გავიცნობ აქაურობას უფრო უკეთ.
სოფიო საკუთარი თავის მაძიებელი მოზარდია. მრავალი გაჩენილი კითხვა, რაც მის იდენტობას ეხებოდა, პასუხი გაეცემოდა, თუ ის ოჯახთან ერთად წავიდოდა რაჭის რაიონში, შოვში, სადაც ბუნების სიჩუმესთან ერთად ძალებს აღიდგენდა, ენერგიას მოიმატებდა და მიზნებსა და ოცნებებზე ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებებს გაიჩენდა. მისი ექსცენტრიული ოჯახის წევრები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მის თვალში. კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე მამა, ხელოვნების მოყვარული დედა, ბუნების სიყვარულში ჩაფლული უფროსი და და მისი პატარა, ობსესიური ძმა მზად არიან, რომ სოფიოს თვით-გამორკვევის გზა გაუმარტივონ. თუმცა, როგორც კი სოფიო იწყებს თავისი იდენტობის საიდუმლოებების ამოხსნასა და საკუთარი პოტენციალის ამოცნობას, წყნარ ხეობას საშინელი კატასტროფა ატყდება თავს. შოვის მთები, ოდესღაც სიწმინდის სიმბოლო, უბედურების ადგილად იქცევა. სოფიომ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შინაგანი ძალა და მონდომება, რათა დაიცვას თავისი ოჯახი და გადალახოს ამ მოულოდნელი კატასტროფის მოღალატე დაბრკოლება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური