ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ამბები ახალი იმრონიდან

0 ხმა

თორნიკე არჯევანიძე

ბიოგრაფია

მე ვარ თორნიკე არჯევანიძე, 31 წლის. დავიბადე და ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

კონკურსამდე ნამუშევრები არსად გამომიქვეყნებია. წერა ჩემი საყვარელი საქმე ბავშვობიდან მოყოლებული ნამდვილად არ ყოფილა, ამ საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ხუთი-ექვსი წლის წინ, სრულიად შემთხვევით დავავადდი, როდესაც ერთ-ერთი სცენა მომაფიქრდა და რატომღაც მისი დაწერა გადავწყვიტე. ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ვეღარ გავჩერდი. ზედმეტად მომეწონა ის თავისუფლება, რასაც წერის პროცესი მაძლევს, – პროცესი, რომლის დროსაც ფაქტობრივად არაფრიდან ქმნი სამყაროსა და მასში მცხოვრებ პერსონაჟებს, რომლებიც ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმისა და დალაპარაკების შემდეგ ნამდვილებს ემსგავსებიან შენთვის. რაც მთავარია, წერისას მხიბლავს ის მომენტი, რომ სინამდვილეში, თითქოს, მე კი არ ვყვები ამბავს, არამედ თავისით ითხზავს ისტორია თავს: მე უბრალოდ ინსტრუმენტი ვარ, რომლის საშუალებითაც სიტყვები ფურცელზე მატერიალიზდება. 


სინოპსისი

მოთხრობები განეკუთვნება ფენტეზის ჟანრს. თითოეულ მათგანში მოქმედება ხდება ახალი იმრონის კონტინენტზე და გადმოცემულია სხვადასხვა დროსა და მხარეში მცხოვრები საინტერესო პიროვნებების ცხოვრების მეტად მნიშვნელოვანი მონაკვეთები.

შუა საუკუნეების სტილის პოლიტიკური და რელიგიური ინტრიგები, ჩახლართული დანაშაულები და მათი გამოძიება, მაგია, მითოლოგიური არსებები და უცნაური ცხოვრებისეული სიტუაციები ფრიად საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს მკითხველს.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური