ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

იცოცხლე პრუსტო

0 ხმა

ვალერი ოთხოზორია

ბიოგრაფია

ვალერი ოთხოზორია - დრამატურგი, მთარგმნელი.

 

ასაკი: 35 წელი.

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 56, ბ. 35.

 

თარგმნილი რომანები:

მარკიზ დე სადი, „ფილოსოფია ბუდუარში“ (გამ. „ინტელექტი“, 2021).

ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო, „მოხეტიალე ვარსკვლავი“ (გამ. „პალიტრა L“, 2022).

ანი ერნო „მოვლენა“ (გამ. „პალიტრა L“, 2023).

 

თარგმნილი პიესები:

ბერნარ-მარი კოლტესის - „ღამე ზუსტად ტყეების წინ“, „ბამბის ველების სიმარტოვეში“, „რობერტო ზუკო“, „ზანგისა და ძაღლების ბრძოლა“, „უდაბნოში დაბრუნება“.

იასმინა რეზას - „„არტი““, „საუბრები დამარხვის შემდეგ“, „ცხოვრების სამი სახე“.

ფლორიან ზელერის - „სიმართლე“.

ჟაკ ვაჟემანის - „ლუი ჟუვე 40“.

მატეი ვიშნეკის - „ცხენები ფანჯარაში“.

 

დადგმული პიესები:

„წმინდა ნაწილები“ (სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო, 2022);

„ღმერთები“ (თეატრი ათონელზე, 2021);

„დაბანა“ (სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო, 2021);

„ჭამა“ (სამეფო უბნის თეატრი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო, 2021);

„შეშლილი ნიცშე“ (ბათუმის მონო-პიესების ფესტივალი, 2019);

„სოკრატეს ტაქსი“ (ბათუმის მონო-პიესების ფესტივალი, 2018).

 

პერფორმანსები:

„დედა“ (ახალი დრამის ფესტივალი, 2021).

„საქართველო 2008-2018“ (24-საათიანი თეატრის ფესტივალი, 2018).

 

სინოპსისი

„იცოცხლე პრუსტო“, ჩემი აზრით, რელიგიაზეა. რელიგია ხომ კავშირის აღდგენას გულისხმობს. ესაა, სწორედ, რელიგიური მცდელობა სხვასთან კავშირის დამყარებისა, გნებავთ, აღდგენისა... გამოდის თუ არა, ეს ცალკე საკითხია, და რომანში უნდა გამოჩნდეს.

როცა კავშირის აღდგენაზე, ანუ სხვასთან დაკავშირებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, ცხადია, ის, ვისაც კავშირის აღდგენა სურს, და ისიც, ვისთანაც სურს, და ის გარე-პირობები, სადაც და როდესაც უნდა მოხდეს ეს აღდგენა, ან აღდგენის მცდელობა. ამ მხრივ, მთავარი გმირი, შესაძლოა, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მას აშკარად აქვს რაღაც, პირველი სერიოზული ასაკობრივი კრიზისის მსგავსი. ვგულისხმობ არა შუახნის კრიზისს, არამედ 30 წლის ტერიტორიაზე აღმოცენებულ კრიზისს, რომელიც სულ უფრო ხშირია თანამედროვე ადამიანებს შორის, და რასაც მანამდელი ადამიანები უბრალოდ არ იცნობდნენ.

გარდა ასაკობრივი კრიზისისა, ვფიქრობ, ეს ადამიანი - მთავარი გმირი, რომელსაც სხვათა შორის, ავტორის სახელი ქვია, კიდევ ბევრი თავისებურებით ხასიათდება. ის ცდილობს გაერკვეს იმ მოვლენებში, რომლებიც მის თავს, ცოტა არ იყოს, გაუცხოვებულად ხდება, და იმ ადამიანებში, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. საბოლოო ჯამში, მისი მიზანია, ალბათ, იპოვოს იმედისა და რწმენის წყარო, ან სიყვარულის საგანი.

საკმარისია კი, პრუსტი იმისთვის, რომ ადამიანს სიცოცხლის ვნება შეუნარჩუნდეს? - მთავარი გმირი პრუსტის მთარგმნელია. ხომ არ არსებობს კიდევ რაღაც, რაც პრუსტზე უფრო ცოცხალი და საიმედოა (თუმცა, სარისკოც?!...)?...

როგორ სრულდება მთავარი გმირის ოდისეა? ბედნიერია, ბოლოს, ვალერი, თუ ისევ მელანქოლიის ტბაში ცურავს?...

და რას გვასწავლის ეს რომანი? რა არის მისი სათქმელი? ამბობს თუ არა იგი ახალს, რაც მანამდე არ უთქვამთ? ავტორს ამის იმედი რომ არ ჰქონდეს, ალბათ, არც დაწერდა... 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური