ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შევხვდებით Zoom -ში!

0 ხმა

ფიქრია ყუშიტაშვილი

ბიოგრაფია

ფიქრია ყუშიტაშვილი - 09.04.1967

თეატრმცოდნე. სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ლიტერატურულ

კონკურსებში . მათ შორის 2005 წელს მოიპოვა „პენ-მარათონის“ კონკურსის

პირველი ადგილი   და ვერცხლის დიოგენე, ხოლო 2021 წელს რევაზ

ინანიშვილის პრემია- რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“

კონკურსი ( მესამე ადგილი) .

მისი მოთხრობების პირველი კრებული „ერთხელ აქ, ამერიკაში“

დაისტამბა 2000 წელს,

მას  შემდეგ გამოიცა ავტორის ლექსების კრებული „პარალელური განზომილება“ 

( 2010 წ.), მოთხრობების კრებული „ქათმის გრიპი“ და დოკუმენტური პროზა

„მესამე ცოლის ჩანაწერები“ (2019 წ.).

„ჩვენებური ამბები“ ფიქრია ყუშიტაშვილის რიგით მეხუთე კრებულია. (2022

წელი) . ამჯერად ავტორმა თავი მოუყარა სხვადასხვა წლებში დაწერილ პიესებს,

რომელთა შორის უმეტესობა მონაწილეობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის

ფონდის მიერ დაარსებულ კონკურსში  „ახალი ქართული პიესა“ და არაერთი

სეზონის ფინალისტი გახდა. 2021 წელს კომედიამ „იღბლიანი ანუ 3+1“ მოიპოვა

კონკურსის მეორე ადგილი და პრიზი„ თუმანიშვილის ვაშლი“. იგი წარმატებით

დაიდგა მესხეთის თეატრში 2022 წელს (რეჟისორი კახა გოგიძე).

2022 წელს ოქტომბერში დაისტამბება ავტორის კიდევ ერთი საბავშვო

ილუსტრირებული პიესა „თუთიყუშ ბენოს თავგადასავალი“ .

სისტემატურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში, მათ შორის,

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“.

 

 

სინოპსისი

საკონკურსო ნაწარმოები „შევხვდებით  Zoom -ში!“ფსიქოლოგიური დეტექტივის ჟანრს ეხმიანება და იმავდროულად თეატრალური რომანია , რომელშიც მოქმედება ვითარდება ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ თეატრში   მსოფლიო პანდემიის უმძიმეს ფონზე. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა რეჟისორი დგამს ზღაპარს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, რომლის რეპეტიციების მსვლელობისას ტრაგიკული ამბავი დატრიალდება .  რეჟისორი თეატრში შეხვდება თავის უნივერსიტეტელ მეგობარ ქალიშვილს, რომლის მიმართ ერთ დროს სასიყვარულო ლტოლვა ჰქონდა. მას ხელახლა უახლდება მიძინებული ვნება, მაგრამ მოულოდნელად გოგონა და მისი პარტნიორი ტრაგიკულად იღუპებიან. დეტექტივთა წყვილი, გამოცდილი , ასაკოვანი გამომძიებელი და მისი ახალბედა მეწყვილე იძიებენ თეატრის ახალგაზრდა სამსახიობო დუეტის ტრაგიკული გარდაცვალების საიდუმლოს. თუ ვის კვალზე გავლენ ისინი და რა სამხილებს გააცამტვერებს თავად დამდგმელი რეჟისორის პიროვნული არჩევანი, ამაზე უშუალოდ ნაწარმოებიდან შეიტყობთ. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური