ფსკერზე
0 ხმა
ანი ბალიაშვილი
მე ანი ბალიაშვილი ვარ. ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან წერს იმას, რასაც ხედვს და უფრო მეტად კი ალბათ იმას, რასაც უნდა, რომ ხედავდეს. ხშირად მქონია მცდელობები, რომ საკუთარი მცირე შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო, თუმცა ამაში ყოველთვის მიშლიდა ხელს რაღაც... მართალია, ეს „რაღაც“ კვლავ ჩემთანაა, თუმცა ამჯერად ვჯობნი და გიზიარებთ იმას, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია-ჩემს გრძნობებსა და ემოციებს.
ისტორიას, რომელსაც დღიურის სახით გაეცნობით, უდიდესი ტკივილისა და შიშის მქონე ახალგაზრდა ქალი გვიამბობს, რომელიც დღევანდელობაში უამრავი სხვა ქალის სახეს წარმოადგენს და ნათლად გვანახებს იმას, თუ რას გრძნობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, როგორია მათი ფსიქოლოგია, რამდენად დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება და რატომ უჭირთ ყველაზე მეტად პირველი ნაბიჯის გადადგმა...
ნაწარმოებს თან გასდევს სამყაროს შექმნის ბიბლიური ხაზი, რომელიც მთავარი პერსონაჟის პატარა, სრულიად ახალი სამყაროს შექმნაზე მიუთითებს. მკითხველი კი ანას თეთრად გათენებული, მტანჯველი და სისხლიანი ღამეების მეგზური ხდება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური