მალე მოვალ, იკე
0 ხმა
ივა ვასილევი
მე ვარ ივა (ივიკო) ვასილევი, 24 წლის, წარმოშობით გურიიდან. ვცხოვრობ თბილისში. ვარ იურისტი (სამართლის მაგისტრი), ასევე ინგლისური ენის კერძო მასწავლებელი, თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვთარგმნი, ვწერ და სწორად ასე, ექვსი თვის განმავლობაში შემომეწერა ჩემი პირველი რომანი „მალე მოვალ, იკე“. წერის დროს ძალიან დამჭირდა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ფაქტების სიღრმისეულად შესწავლა, შედეგად, ძალიან დამაინტერესა ფსიქოლოგიამ და შარშანწინ (2020) ჩავაბარე კიდეც ამ საბაკალავრო პროგრამაზე.
ხსენებული წიგნი ჩემთვის არ არის პირველი. 2013 წელს, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, მჭირდებოდა რაიმე კრებული, რომელშიც ყველა საგნისთვის საჭირო ძირითადი ინფორმაცია იქნებოდა თავმოყრილი მაგრამ ასეთი ვერ ვიპოვე, ამიტომაც მე დავწერე „მოსწავლის დამხმარე სახელმძღვანელო“ და გამოვაქვეყნე
რაც შეეხება მომავალს, ბევრი გეგმა მაქვს: საქართველოში დავნერგო ბევრი ისეთი ფსიქოლოგიური სერვისი, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო აქაური სოციუმისთვის, განსაკუთრებით გერონტოფსიქოლოგია, ასევე ფსიქოლოგიას დავუკავშირო თანატოლოგია. რაც შეეხება ლიტერატურასა და ჩემს მომდევნო ნაწარმოებებს, რამდენიმე საინტერესო იდეა მაქვს, თუმცა მათი უშუალოდ ფურცელზე გადმოტანა ჯერ არ დამიწყია
(შეიცავს სპოილერს)
მამა-შვილი, მარკოზი და იკე, ქალაქის ერთ-ერთ ლამაზ გარეუბანში ბედნიერად ცხოვრობენ; მარკოზი მსოფლიოში ცნობილი მწერალი და მთარგმნელია, ხოლო იკე – რვა წლის სხარტი და მხიარული გოგონა. მათ ხშირად სტუმრობენ მარკოზის მეგობრები, და-ძმა, ლეა და აჩე. ბედნიერი ცხოვრება მაშინ მთავრდება, როდესაც ზაფხულში იკე ზღვაში დაიხრჩობა.
მარკოზისთვის რეალობა მიუღებელია და მის შეცვლას ყველანაირად ცდილობს; ის იკეს გაცოცხლებასაც კი დააპირებს და ამის გამო საფლავიდან ამოთხრის კიდეც ბავშვს.
პარალელურად, ლეა და აჩე, ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს მიმართავენ თუმცა ორივე მათგანი უძლურია. ლეა შემთხვევით ნახულობს რეკლამას სამეცნიერო ინოვაციის – მეხსიერების წაშლის შესახებ, რომელიც ახალი ქირურგიული ჩარევაა და ადამიანის მტკივნეული მოგონებების გაქრობა შეუძლია. ოპერაციის დროს ანესთეზირებული მარკოზი ხედავს რამდენიმე მოგონებას, რომელიც ბევრ რამეს ნათელს ხდის.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური