არ ილოცო
0 ხმა
ანი ჩაბაიძე
მე, ანი ჩაბაიძე, დავიბადე 1997 წლის 6 იანვარს თბილისში, ვარ 25 წლის, მყავს დედა, ძმა და და.
წარმატებით დავასრულე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივესიტეტის კინოკრიტიკის ფაკულტეტი და სწავლას ვაგრძელებ ამავე მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე.
რომანი ,,არ ილოცო’’ აქამდე გამოუქვეყნებელი ნაშრომია და ოთხი წლის განმავლობაში ვწერდი, თუმცა არა კონკურსისთვის, ასევე არცერთი ნაწარმოები არ გამომიქვეყნებია. ვფიქრობ აღნიშნული ნამუშევარი ფანტაზიას ემიჯნება და ჩემი ცხოვრების ამსახველ სურათს წარმოადგენს.
წიგნი სახელწოდებით ,,არ ილოცო’’ ფსიქოლოგიურ რომანს წარმოადგენს, რომელსაც უშუალო და მჭიდრო კავშირი გააჩნია ადამიანურ ყველა განცდასთან.
მკითხველი პირველი გვერდებიდანვე ეცნობა ერთი გოგონას ცხოვრებიდან ტრაგიკულ ეპიზოდებს და შემდეგ აღნიშნულ პერსონაჟთან ერთად მიემგზავრება საქართველოს მთიან რეგიონში ერთ- ერთ მონასტერში საცხოვრებლად.
რომანის სახელწოდება ,,არ ილოცო’’ პირდაპირ მნიშვნელობას არ ატარებს და ნაშრომს რელიგიასთან უშუალო კავშირი არ აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რწმენა და ურწმუნოება, ღმერთი და უღმერთობა ნაწარმოების მთავარი სათქმელია და რამდენიმე პერსონაჟთან ერთად უწყვეტ ჯაჭვს ქმნის.
რომანში ასევე გამოკვეთილია სიყვარულის ორი ისტორია, ავტორი ცდილობს ტრაგიკული ფრაგმენტები იუმორით გააჯეროს და პერსონაჟების სახეები დეტალურად აგვიღწეროს.
ამგვარად, რომანი ,,არ ილოცო’’, ერთი გოგონას ისტორიაა, რომელიც სხვა გმირების ისტორიებსაც აერთიანებს და მკითხველს - ყოფის სიმსუბუქესთან ერთად, მის სიმძიმესაც უზიარებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური