წარმოდგენა #2
0 ხმა
ქეთი ხინთიბიძე
მე, ქეთევან ხინთიბიძე, დავიბადე 1982 წლის 2 მარტს ქალაქ ბათუმში. ვცხოვრობ თბილისში. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, მაქვს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციებზე, ყველაზე ხანგრძლივად, 10 წელი, ვიმუშავე ფარმაცევტულ კომპანიაში „ჯიპისი“ ადამიანური რესურსების მენეჯერის თანამდებობაზე. ამჟამდ მაქვს კერძო პრაქტიკა, ვმუშაობ ფსიქოლოგად (ფსიქოლოგი / ფსიქოთერაპევტი).
„წარმოდგენა №2“ მოგვითხრობს ამბავს რამდენიმე მოზარდისა, რომლებიც განგების ნებით ხვდებიან სრულიად ორიგინალური იდეების მქონე რეჟისორს. რეჟისორი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სამუშაოდ, ერთ მცირე ზომის ქალაქში ჩადის, იმის მოლოდინით, რომ საკუთარ იდეებს ხორცს შეასხამს.
თეატრალურ ექსპერიმენტში მონაწილეობა მოზარდებისთვის მიმზიდველი ხდება. გამურჩევლად იმისა, თუ რა გავლენას იქონიებს სპექტაკლი მათ მომავალ ცხოვრებაზე, მოზარდები თანხმდებიან მათი ყოფისთვის სრულიად შეუსაბამო და უცხო სამყაროსთან შეხვედრაზე.
თხზულება ძირითადად სპექტაკლის შინაარს გადმოგვცემს, მაგრამ სპექტაკლის სცენებს შორის, მთხრობელი პირველ პირში გვიყვება საკუთარი ცხოვრების ისტორიას და ასევე, გვიყვება საკუთარი ბავშვობისა და მოზარდობის შესახებ, კერძოდ, აღწერს იმ პერიოდს, როდესაც სპეკტაკლში მონაწილეობას დათანხმდა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური