ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

უკანასკნელი დღეების პატრიარქი

0 ხმა

მიხაილ ედიშერაშვილი

ბიოგრაფია

მე ვარ მიხაილ ედიშერაშვილი. დავიბადე 2000 წლის 8 დეკემბერს, ქალაქ რუსთავში. ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართულ გიმნაზიაში. 2019 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემს პირველ წიგნზე მუშაობა დავასრულე 15 წლისამ. 2017 წელს გამოიცა ჩემი პირველი პროზაული კრებული ,,დიდი ფუგა“ რომელიც დღემდე ჩემი ერთადერთი დაბეჭდილი წიგნია. 

სინოპსისი

მამა დიმიტრი, ერთი შეხედვით, უბრალო მღვდელია, მორჩილი ცოლითა და უამრავი შვილით. ის მარტივი ამბიციებითა და უწყინარი მატერიალიზმითაა შეპყრობილი, თუმცა მისი მიდრეკილება ძალაუფლებისადმი დროდადრო უხეშ ფორმებში ვლინდება ადამიანებთან ურთიერთობისას. დიმიტრის გონებაში, რომელიც საათივითაა აწყობილი, დისონანსი შეაქვს გია ნინიძეს - მისი ეკლესიის მესანთლეს. ნინიძე პასუხისმგებლობას იღებს და იძახის, რომ ხეიბარი სიმამრის ვალს, რომელიც მან მამა დიმიტრის ვერ გაუსტუმრა, თავად ნინიძე გაუსტუმრებს, მაგრამ რეალობაში, როცა ყოველი ხელფასის შემდეგ გარკვეული რაოდენობით თანხის მამაოსთვის მიცემის დრო დგება, იგი სხვადასხვა რამეს იმიზეზებს, ეურჩება და წინააღმდეგობას უწევს მღვდელს. დიმიტრის ფსიქიკური მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება, მაგრამ მოულოდნელად, ერთ ღამეს, როცა ცისკრის ვარსკვლავი ანათებს ღამის ზეცას, დიმიტრი საკუთარ სახლში ხვდება კაცს, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არის თავად სატანა, და რომელიც მამაოს ჰპირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობას.

ეს არის რომანი-წინასწარმეტყველება, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლის გარკვეული ხაზის პროგნოზს გვთავაზობს. მამა დიმიტრის გზა უბრალო მღვდლობიდან პატრიარქობამდე, გია ნინიძის ცხოვრების ტრაგიკული და შემაძრწუნებელი ბოლო მონაკვეთი, და თანამედროვე საქართველოს მთავარი პრობლემები - სიღარიბე, ემიგრაცია, ლუდომანია - ეს ყველაფერი ერთად ამ რომანს სახიფათოდ რეალურს ხდის. 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური