უსახელო
0 ხმა
ნუციკო თხელიძე
დავიბადე თბილისში, 2000 წლის 26 დეკემბერს. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და ვარ მეოთხე კურსზე.
წერა ყოველთვის მიყვარდა და სკოლაში ყოველთვის სიხარულით ვწერდი თავისუფალ ესეებს, მოთხრობებსა თუ ზღაპრებს. „ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში მივიღე ჯილდოც, როგორც ჟიურის რჩეული ნაშრომი.
დედა განათლებით ფილოლოგი და საბავშვო მწერალია, ამიტომ ლიტერატურისა და წერის სიყვარული მისგან გამომყვა. ბავშვობაში ყოველთვის ერთად ვკითხულობდით წიგნებს და ვსწავლობდი ისეთ ლექსებს, რომელთა შინაარსიც კი ჯერ არ მესმოდა.
პირველი წიგნის წერა თხუთმეტი წლის ასაკში დავიწყე და 5 წელი მოვანდომე დასრულებას. ოცნებად მაქვს, რომ თხუთმეტი წლის ასაკში დაწყებული, დიდი სიყვარულით ჩაქსოვილი წიგნი ოდესმე მაინც დავბეჭდო.
კაილს დიდი ოცნებები არასოდეს ჰქონია, მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობს მომავალზე.
მთელი ცხოვრება პანსიონში იზრდება და გარე სამყაროსი ძალიან ცოტა რამ გაეგება. მან იცის, რომ 18 წელი როცა შეუსრულდება, ერთადერთი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ზრდასრული ცხოვრების დამოუკიდებლად გაკვლევა მოუწევს. კაილმა იცის, რომ ოჯახი არსად არ ელოდება, მაგრამ დაწმუნებულია, რომ ისააკი ყოველთვის მის გვერდით იქნება.
საბედისწერო დღეს, გოგონა უცნობ მამაკაცს შეხვდება, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. თუმცა, როდესაც კაილის ცხოვრებაში საბოლოოდ შემოდის სიხარული, ბედისწერა მას მეორე მხარეს გამუდმებით უმზადებს უბედურებას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური