ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ბეტონების იქით

0 ხმა

მათე ბაღაშვილი

ბიოგრაფია

22 წლის მათე ბაღაშვილი, სამუნივერსიტეტგამოცვლილი, ამჟამად მასობრივი კომუნიკაციების სტუდენტი და თბილისის ღვთისგან მივიწყებული და ამავე ღვთის პირიდან გადავარდნილი გარეუბნის - ლილოს დასახლების - მკვიდრი.

 

Ჩემი ბიოგრაფიის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან ნამუშევრის, რომლის თქვენამდე მოტანაც მწადია, შთაგონების წყარო სწორედაც, რომ გეტოში ცხოვრების თავისებურებები, აქ დამკვიდრებული სოციალურ-კულტურული ღირებულებები გახდა.

 

Ჩემი ბიოგრაფიის წერა არ გამომდის, ზეგ, ალბათ, 70-ე შუალედური გამოცდა მაქვს და საკუთარი ნეკროლოგი უნდა დავწერო, ვფიქრობ, ამაში უფრო ძლიერი აღმოვჩნდები.

სინოპსისი

ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები ნაწარმოები “ბეტონების იქით” გვიყვება გარეუბნელი ბიჭის შესახებ ისტორიას, რომლისთვისაც მეხსიერებაში ჩარჩენილი ყველაზე მძაფრი და მნიშნველოვანი ამბები 12 წლის ასაკში მისი მონასტერში გაშვებიდან იწყება.

თომა ბეტონის ჯუნგლებში დაბადებული, გაზრდილი, ნაჭამი, ნასვამი და ნაგვემი ბიჭია. ადგილს, სადაც ის ცხოვრობს მალებოლჯე ჰქვია(“ჯოჯოხეთის” მერვე წრე) და სოციალურ-კულტურული უდაბნოა, ვაკუუმია, სადაც არაფერი ხდება გარდა ავაზაკების ბოგინისა და დანაშაულზე თვალების ფართოდ დახუჭვისა.

იქ, სადაც დრომ მდინარება შეწყვიტა,

იქ, სადაც ცხოვრება უკაცრიელ კუნძულზე, კანიბალების გარშემო ყოფნას ჰგავს

ბიჭის ერთადერთ თავშესაქცევ ადგილად სასაფლაო იქცევა, რომლის ხშირი სტუმარიც იყო, თუმცა ღამით არასდროს ენახა. მონატრებული მეგობრის ხილვით აღტაცებული თომა ველოსიპედით გადაწყვეტს ღამის მალებოლჯეში გასეირნებას და თავგადასავლების სამყაროში კიდევ ერთხელ ამოჰყოფს თავს.

“ბეტონების იქით” ჩემს ბავშვობის აკრძალული ადგილია - გრძელი ბეტონის კედელი, რომლითაც ჩემი უბანი ყველასთვის “საშიში” სივრცისგან იყო გამოყოფილი, ასოცირდება გაურკვეველ და უსაფუძვლო შიშთან, რომელიც პრიმიტიული საზოგადოების წიაღში წარმოიშვა თქვენი “ბეტონების იქით” ჩემი ჰაბიტატია, ჩემი “ბეტონების იქით” - ისტორია, რომლის მოყოლაც ასე ძალიან მინდა. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური