ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სილუეტს მიღმა

0 ხმა

ვერიკო გუგუჩია

ბიოგრაფია

   მე ვარ ვერიკო გუგუჩია დევნილი აფხაზეთიდან. ამ ეტაპზე ვცხოვრობ ქ. თბილისში გ. ჩიტაიას N21.   დავიბადე ქ. ზუგდიდში 1994 წლის 24 თებერვალს. ვსწავლობდი 2000 – 2012 წწ. ქ.ზუგდიდის სოფ. კახათის N1 საჯარო სკოლაში. ვიყავი სკოლაში წარჩინებული მოსწავლე და ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. ამ პროგრამებით მომეცა შესაძლებლობა მესწავლა გერმანიასა და ამერიკაში. მაქვს არასრული უმაღლესი განათლება. ვსწავლობდი ქ. ზუგდიდის სასწავლო ინსტიტუში „გაენათი“, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ჩემი მეორე პროფესია გახლავთ ფინანსების მენეჯერი. ვისწავლე „ბიზნეს აკადემიის ცენტრში“: ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება და საგდასახადო დაბეგვრა. ამ ეტაპზე ვსწავლობ იმავე სასწავლებეში ფინანსურ მმართველობას. ვარ განქორწინებული, მარტოხელა მშობელი (იურიდიულად დადასტურებული, სოციალურად დაუცველი სტატუსის მატარებელი) და მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი ანამარია 9 წლის და იოანე 2 წლის. 

სინოპსისი

ნაწარმოებში ასახულია ორ ადამიანს შორის განვითარებული  ტრაგიკული სიყვარულის რეალური ისტორია, რომელმაც თხზულების მთავარ გმირს მოუტანა დიდი განსაცდელი, ბევრი დარდი და ტკივილი. ნაწარმოებში ნათლად არის აღწერილი პატრიარქალური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ტიპის  სამართლებრივი თუ მორალური დანაშაულები. ეს არის ისტორია ქალისა, რომელიც, უახლოესი ნათესავებისგან გარიყული და მარტო დარჩენილი, შეეჯახა ტრადიციულ დოგმებსა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებსაც კი. წიგნი მტკივნეული სიცხადით ასახავს ამბავს  ბრბოს წინაშე მარტო დარჩენილი ერთი ფეხმძიმე ქალისა,  რომელიც შეეწირა საზოგადოებრივ დოგმებსა და ქვეყანაში არსებულ ნეპოტიზმს. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური