ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?

0 ხმა

ლუკა ხატიაშვილი

ბიოგრაფია

გამარჯობა. მე ვარ ლუკა ხატიაშვილი. ოცდაოთხი წლის, სტუდენტი (მარად სტუდენტი) , აწ უკვე ადვოკატი (რა კარგად ჟღერს, არა?)

 

უკვე დიდი ხანია ვწერ და დღემდე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამაზე კარგი საქმე არ გამოგონილა. აქტიურად ვცდილობ ჩართული ვიყო ქართულ ლიტერატურულ პროცესებში. ავტორობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ კაი სტაჟიანი მკითხველი კი ვარ. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსებსა თუ ლიტერატურულ ღონისძიებებში. ხან ვაგებ (ხშირად), ხან ვიგებ (იშვიათად). როგორც არ უნდა იყოს, გამოცდილებას ვაგროვებ.

 

ჩემი დაწერილი ტექსტები გამოქვეყნებულია სხვადასხვა საკონკურსო კრებულში და ლიტერატურულ პერიოდიკაში (ბეჭდვითში თუ ელექტრონულში).


სინოპსისი

ამბობენ ტალღების ხმის მოსმენას თუ ისწავლი, ზღვა არაერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებაო.

 

ამბის მთავარი გმირი ელია ბოლქვაძეა, რომელსაც ერთ დღესაც თავში დაარტყამს, მატარებელში ჩაჯდება და მშობლიური ბათუმისკენ გაეშურება. მიზეზი დაგაინტერესებთ - ერთი ურიგო კაცი უნდა მოკლას. გზა გრძელია; მოსაყოლი ბევრი. ელიაც ცდილობს ერთმანეთში აზელილ მოგონებებში გამოერკვას.

თავის დროზე ბათუმიდან წამოვიდა, მაგრამ წარსულს ვერ გაექცა. აღარც ახსოვს რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ერთი, რაც ზუსტად იცის ისაა, რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში უბედურ შემთხვევას შეწირული კლასელი ვერ დაივიწყა. შეიძლება მაგიტომაც ვერ აეწყო მეუღლესთან და  განქორწინდა. ეგ არაფერი, სამაგიეროდ ქალიშვილი შერჩა, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარს და მაგ გადამეტებული სიყვარულის ბრალია, რომ ურთიერთობა არ გამოსდით.

ადრე ყველაფერი უფრო მარტივად იყო - მაშინ, როდესაც ელიას სირინოზების არსებობის სჯეროდა. წლების განმავლობაში ესეც დაივიწყა, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წარსულში დაბრუნდება ბავშვობისდროინდელი ზმანებების ამოტივტივების გარეშე არ ხდება.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური