შუშის სასახლე
0 ხმა
ტატო ჰენკელი
ტატო ჰენკელი დაიბადა თბილისში. 2000 წელს დაასრულა თბილისის №180 საჯარო სკოლა და ჩააბარა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) კოლეჯში სადაც სწავლობდა ორი წელი და შემდგომში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტში 2006 წლამდე და დაეუფლა ბიზნესის მართვის მენეჯერის ბაკალავრის ხარისხს.
ბავშვობის ასაკში იგი ეუფლებოდა აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნებას, კერძოდ შოტოკან კარატე-დოს და გახდა 3 გზის საქართველოს ჩემპიონი კარატეში 1997-1998 წლებში. ასევე იყო მრავალგზის პრიზიორი 1995-1999 წლებში.
2010 წელს სწავლა განაგრძო გეოდეზიის სპეციალობაზე და დაეუფლა აგეგმვა-გეოდეზიის ტექნიკოსის სპეციალობას. (Has successfully completed intensive pre-apprenticeship course in land survey based on US Army Corps of engineers (IBC) standards)
2001-2005 წლებში ეწეოდა მუსიკალურ საქმიანობას როკ მუსიკის სფეროში და იყო როკ-ბენდ Wind Way-ის სოლისტი, მოგვიანებით კი − ცნობილი ბრიტანული როკ ჯგუფის, Deep Purple-ის ქავერ ბენდ, Perfect Strangers-ის ვოკალისტი.
2006 წლიდან იყო დასაქმებული გეოდეზიის, არქიტექტურული დიზაინისა და იურიდიული მომსახურების სფეროში.
2013 წელს, მან დატოვა საკუთარი არქიტექტურული კომპანია “CAS Group“-ი და მუშაობა განაგრძო Anantara Resorts and Spa კომპანიაში ქალაქ დოჰაში, კატარი.
ამჟამად დაკავებულია მწერლობით.
„შუშის სასახლე" ჩემი რიგით მეორე რომანია. მისი დაწერა, სათაურიდანაც ჩანს და თემატიკიდან, გარდაუვალი იყო ჩემთვის. ამიტომაც ხშირად ვამბობ ხოლმე როცა მეკითხებიან, რომ სხვა გზა არ მქონდა, ამ რომანს მაინც დავწერდი ადრე თუ გვიან და საბოლოოდ ადრე ვარჩიე.
რომანი შედგება 7 თავისგან 61577 სიტყვისგან და ჩემი გულწრფელობის სრული შემადგენლისგან, შესრულებული Word დოკუმენტით, შრიფტი − Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება − სტანდარტული (Multiple). ნაშრომის სტრუქტურა და ქრონოტოპოსი არაერთგვაროვანია, ნახევრად ისტორიულია და თითქმის ყველა პერსონაჟი ქართველია, უმეტესობა, 90%, ჩვენი თანამედროვეა, ცოცხალია და ბევრიც სრულიად გამოგონილი, თუმცა გამოგონილნიც და ნამდვილნიც, დაწყებული, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილით, გაგრძელებული მისი მეუღლით, ეკატერინა ხვედელიძით, ყოფილი თანაკოალიციელი, ლევან ბერძენიშვილით, ირაკლი ალასანიათი და დასრულებული არარსებული პროტაგონისტებით, აგნია ჰალიგანით და კინით, ყველანი ჩემი გამოგონილები არიან, ნამდვილებიც და წარმოსახვითებიც, რაციონალურებიც და ირაციონალურებიც, რეალურებიც და ირეალურებიც.
რომანის სიუჟეტი იწყება 2012 წლის 28 სექტემბერს, საქართველოში, არჩევნებამდე სამი დღით ადრე და სრულდება 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც რუსთაველის გამზირიდან დათხრილ თვალებს ვკრეფდით. მეზიზღება კორონა ვირუსი და მასზე დაწერილი რომანები. ამიტომაც და არა მხოლოდ, წყდება რომანი კორონა ვირუსის პანდემიამდე. არ გამოვრიცხავ ამ საზიზღრობაზეც დავწერო მომავალში, საეჭვოა, თუმცა მაინც.
პროტაგონისტი გახლავთ ახალგაზრდა ფიზიკოსი ქალი, სახელად, აგნია ჰალიგანი. ის ქართველი ემიგრანტის შვილია, ცხოვრობს ჰოლბი ჰილზზე, კალიფორნიაში და ჩამოდის თბილისში რათა წარუძღვეს მეგაპროექტს, რომლის ინიციატორიც გახლავთ ბიძინა ივანიშვილი.
სიუჟეტი მეტად დრამატულად ვითარდება. ჩემი წერის სტილი გზადაგზა იცვლება. აშკარად და თვალშისაცემადაც კი და დამოკიდებულია ქრონოტოპოსზე და პერსონაჟების ხასიათებზე. წერის სტილი კარდინალურად, მესამე თავიდან იცვლება და შემდგომ თავებში მკითხველმა ვეღარც კი შეიძლება გაიხსენოს რა სტილით დაიწყო. ასეთი რეზონანსული ცვლილებებით ორი რამის მიღწევას შევეცადე.
პირველი, არაერთგვაროვნება აფხიზლებს მკითხველს და მეორე, შევეცადე გამომემჟღავნებინა ჩემი, როგორც რომანისტის შესაძლებლობები. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის მწერლობა ოთხსიტყვიან წინადადებაში ეტევა: ან ყველაფერი, ან არაფერი. უბრალოდ, არ ვიკადრებდი სხვა რამ შემეთავაზებინა მკითხველისთვის. რამდენად გამომივიდა, ეს მათი გადასაწყვეტია.
რომანში ქალზე ძალადობის თემას გადაჭარბებულად მძაფრად აღვწერ. ამით ვეცადე მცირედი წვლილი შემეტანა ამ პრობლემასთან თავდაუზოგავ ბრძოლაში. გმადლობთ ყურადღებისთვის.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური