ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია
0 ხმა
ნიკოლოზ ყვავაძე
დავიბადე ქ. თბილისში 2001 წლის 26 იანვარს. დავამთავრე ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლა. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წლიდან-დღემდე. ვარ დაოჯახებული 2019 წლიდან.
ისტორიების დაწერის ნიჭი ბავშვობიდანვე მქონდა, მაგრამ ეს ჩემთვის პირველი ვრცელი ნაწარმოებია. ამ კონკურსამდე აქამდე არასოდეს არსად არაფერი გამომიქვეყნებია.
ალბათ ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიფიქრია თუ რა იქნებოდა, გვცოდნოდა წინასწარ რაიმე მოვლენის შესახებ ან შეგვძლებოდა უკვე განვლილი მომენტის შეცვლა. „ამბავი - მაგიური კალენდრის ისტორია“ ამ შესაძლებლობაზე მოგვითხრობს. იგი გვიყვება პერსონაჟზე, რომლისთვისაც დამარცხება მისი პიროვნების სინონიმი გახდა, მაგრამ შინაგანი ოპტიმიზმი არ აძლევს საშუალებას დაეცეს და ზუსტად ყველაზე დიდი იმედგაცრუების შემდეგ ხდება მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც ყველაფერი სამუდამოდ იცვლება. მთავარ გმირს ხელში ჩაუვარდება კალენდარი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მართოს და შექმნას საკუთარი რეალობა, მაგრამ მოვლენათა ჯაჭვის სწორი გაგრძელება არც ისე მარტივია და ამიტომ მას ამ საქმეში თავად კალენდრის შემქმნელი, ვიქტორიანული ეპოქის იდუმალებით მოცული გამომგონებელი, მესა ეხმარება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური