ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია

0 ხმა

მარიამ გაბუნია

ბიოგრაფია

   მე ვარ მარიამ გაბუნია. 21 წლის სტუდენტი თბილისიდან. ამჟამად, ვსწავლობ ელსისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ბავშვობიდან წერით ვარ დაკავებული - ვწერ რომანებს, დღიურებს, მოთხრობებს, ლექსებსა თუ ფანფიქციებს. აქამდე ნაწარმოები არასდროს გამომიქვეყნებია, თუმცა წერას მაინც განვაგრძობ. უზომოდ მიყვარს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა და მიმაჩნია, რომ წერა ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ხოლო ამ ბედნიერების სხვისთვის გაზიარება - უდიდესი საჩუქარი.

სინოპსისი

ახალგაზრდა ხელმწიფე გიდეონის გარდაცვალების შემდეგ მილენიის ტახტს 15 წლის ჭაბუკი უფლისწული - იაგელი იკავებს, რომელიც მიუხედავად ასაკის სიმცირისა და გამოცდილების არ ქონისა, სახელმწიფოს სათავეში მოსვლისთანევე იწყებს ურჩი ფეოდალების ალაგმვას. ახალგაზრდა მეფის რეფორმებით უკმაყოფილო მთავრები გადაწყვეტენ შეთქმულება მოაწყონ, იაგელი დაამხონ და მისი უფროსი და -კატარინა გაამეფონ. ამაყი, ამბიციური, და მამაცი პრინცესა მთავრების შეთქმულებას უერთდება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის ძმას არ მოკლავენ და ამის ნაცვლად გადასახლებას მიუსჯიან. მთავრები პრინცესას ატყუებენ, მის პირობებსა და მოთხოვნებს არ ითალისწინებენ და თვითნებურად მოქმედებენ. განრისხებული კატარინა გულში პირობას დებს, რომ დაუმორჩილებლობას არავის აპატიებს და ერთგული და ჭკვიანი მსახურების დახმარებით შურისძიების გეგმას ადგენს. კატარინას ტახტზე ასვლისა და ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის გრძელი, სისხლიანი და რთული გზის გავლა უწევს. გზის, რომელიც, ინტრიგებითა და ღალატითაა სავსე და ცხადჰყოფს, რომ სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური