ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ქალი უცხო სანაპიროსთან

0 ხმა

მარი შაშუკაშვილი

ბიოგრაფია

დავიბადე 1970 წლის 14 ივლისს ახმეტაში; დავამთავრე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; ვმუშაობდი საჯარო სკოლაში პედაგოგად, მოგვიანებით კი ახმეტის სსიპ ბავშვთა დღის ცენტრის მენეჯერად; 2013 წლიდან დღემდე  ემიგრაციაში ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რომანი „ქალი უცხო სანაპიროსთან“ ჩემი პირველი რომანია, ის სწორედ ემიგრაციაში დაიწერა და ამდენად, ჩემი სულიერი განცდებისა და შთაბეჭდილბების გადმოცებისა და გაზიარების ერთგვარი მცდელობაა. აქამდე რაიმე ნაწარმოები არასოდეს გამომიქვეყნებია, თუმცა ვწერ ლექსებს, რომელთა მკითხველი ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან.

ამერიკაში ცხოვრება ერთგვარი ბიძგი და სტიმული გახდა რომანის დასაწერად და ვინაიდან მასში წამოჭრილი საკითხები მრავალი ემიგრანტისთვის ნაცნობი და საჭირბოროტოა, გავბედე და მოვისურვე ჩემი ლიტერატურული ნააზრევი სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ამისთვის კი  გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე.

რომანში „ქალი უცხო სანაპიროსთან“ მოთხრობილია ქალის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის მიემგზავრება ამერიკაში სამუშაოდ და საქართველოში ტოვებს ოჯახს. სამშობლოსა და შვილებთან განშორების სიმძიმე და სევდა, უცხო გარემოსთან ადაპტირების სირთულეები და თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა, წინააღმდეგობები და იქვე მეგობრობისა და სიკეთის მაგალითები ნაწარმოების ძირითადი ხაზია, თუმცა აქვეა რომანტიკული თავგადასავალიც, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ბანალურად იწყება, მაგრამ გზადაგზა მოულოდნელობებსა და სიურპრიზებს უმზადებს მკითხველს.

ამბავი ნაწილობრივ სინამდვილეს ეფუძნება, ბევრ გმირს რეალური პროტოტიპი ჰყავს, მაგრამ გამოგონილი ისტორიებიც ავსებს რომანს. ვფიქრობ, სხვადახვა სიუჟეტი ერთ ამბად შეიკრა და მკითხველს მთავარ პერსონაჟთან - მხატვარ ლილესთან - ერთად საინტერესო მოგზაურობასა და თავგადასავალს სთავაზობს.

სინოპსისი

სამი შვილის დედა ლილე ტოვებს საქართველოს და სამუშაოდ მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. კენედის აეროპორტში მას ჯერ ოჯახის ახლობელი ხვდება, პროფესიით ექიმი, რომელიც დიდი ხნის წასულია საქართველოდან და მათთან ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ ლილე გადადის სხვა ქალაქში სამსახურის მოსაძებნად, სადაც უცხო ადამიანებთან და უცხო გარემოში იწყებს ახალ ცხოვრებას. ის გაიცნობს ორ მოხუც ქართველ ემიგრანტ ქალს, რომელთაგან ერთ-ერთი სამშობლოსგან 35-წლიანი განშორების შემდეგ ემიგრაციაში ოღუპება.

ახალგაზრდა ლილე რთულ ემიგრაციულ პერიოდს გადის. ერთ-ერთ სამსახურში გაიცნობს ქართველ ემიგრანტს, რომელსაც ამერიკელი მილიონერი მოხუცის  ქონების ხელში ჩაგდება სურს. მას შემდეგ, რაც მოხუცმა ქალმა ლილეს მიმართ სიმპათიები გამოხატა, ეგრეთ წოდებულმა „დაპატრონებულმა“ ლილე ცილისწამებითა და დეპორტაციის მუქარით სამსახურიდან გამოაგდო. ამის გამო შეშინებული ლილე ხვდება ჰოსპიტალში. კეთილი და მზრუნველი მეგობრები მას დეპრესიიდან გამოსვლაში ეხმარებიან.

ლილე იწყებს თავის საყვარელ საქმიანობას - ხატვას - სევდისა და განცდების დასაძლევად. ემიგრანტის მძიმე ხვედრით დამძიმებული შვებას ხატვაში პოვებს და აზრადაც არ მოსდის, რომ ნიჭის წყალობით წარმატების მიღწევა შეუძლია ამ უცხო ქვეყანაში. ლილე მანჰეტენზე მუშაობს მდიდარ ქალთან, რომელიც მოიხიბლება მხატვრის შემოქმედებით და სწორედ მისი წყალობით ლილე ჩელსის ხელოვნების გამოფენაზე თავისი ნამუშევრებით წარდგება. აქედან იწყება მისი, როგორც ხელოვანის წინსვლა და წარმატებები.

ლილემ უცხო ქვეყანაში რამდენიმე ერთგული ფს საიმედო მეგობარი შეიძინა, ერთ-ერთია ლიკა. ლიკას სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ქართველ ემიგრანტ ნიკასთან, რომელმაც გოგონა ჩაითრია კლუბურ და სხვა ნარკოტიკებს მიაჩვია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის, ნიკა მოძალადეცაა და ლიკა გადაწყვეტილებას იღებს - გადაჭრით უარს ამბობს მასთან ურთიერთობაზე.

გარდა ემიგრაციული ცხოვრებისა ლილეს სასიყვარულო თავგადასავალი აქვს დათოსთან. მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, მამაკაცი ერთად ცხოვრების სთავაზობს, თუმცა ლილე ვერ ბედავს საყვარელი მამაკაცისკენ ნაბიჯის გადადგმას სტერეოტიპული მოსაზრებების ზეგავლენის გამო. ლილე უარს ამბობს ქალურ ბედნიერებაზე, თუმცა მოვლენების დრამატულად განვითარება ლილეს დათოსადმი სიყვარულს ერთგვარ გამოცდას უწყობს: დათო კაზინოში სხვისი ფულით ითამაშებს და სოლიდურ თანხას წააგებს. ის ახლა ე.წ. შავი სამყაროს სამიზნეა და ამდენად, იძულებულია დატოვოს ბრუკლინიც და საყვარელი ქალიც და სხვა შტატში დაიმალოს. დიდი ხნის შემდეგ შეყვარებულები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. ლილე დათოს ვალის გასტუმრებაში ეხმარება. დათოს უკვე შეუძლია დაუბრუნდეს მშვიდ ცხოვრებას და ეს ცხოვრება უკვე ლილესთან ერთად გააგრძელოს, მაგრამ... დათო ისევ იმალება და ამჯერად ის ლილესგან გარბის.

ამ გაქცევის მიზეზი კი სხვა ქალია, რომელიც დათომ ბრუკლინიდან წამოსვლის შემდეგ გაიცნო. ხანგრძლივი დაშორების შემდეგ ლილესთან შეხვედრამ მამაკაცს გრძნიბები განუახლა, თუმცა ის ახლა არჩევანის წინაშე იდგა და დათომაც უკრაინელი გოგონა აირჩია.

ლილე იმედგაცრუებული და გულნატკენია როგორც დათოს ღალატით, ისე მისი უმადურობით - ლილე ფიქრობს, კაცმა ის გამოიყენა, ფულის გამოართვა და მიატოვა.

მაგრამ ლილე პოულობს საკუთარ თავში ძალას და ფეხზე მყარად დგება. ის აგრძელებს ხატვას და ამ წარმატებებიც არ აკლია. მალე მის ცხოვრებაში სხვა მამალაცი ჩნდება, რომელიც დაქორწინებს სთავაზობს.

დათო ერთხელაც ხვდება ლილეს, თუმცა ორივე ხვდება, რომ მათი გზები საბოლოოდ გაიყარა.

ლილე თავის საქმროსთან ერთად საქართველოში ჩამოსვლასა და საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებას გეგმავს. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური