ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

,,ასტრალში"

0 ხმა

ანა ძაძამიძე

ბიოგრაფია

ძაძამიძე ანა. 26 წლის. თბილისი.

დავიბადე თბილისში, 1995 წლის 16 ნოემბერს. 2013 წელს დავამთავრე 161-ე საჯარო სკოლა. 2014 წელს ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. პროფესიით ვარ ხელოვნებათმცოდნე. კერძოდ, კინომცოდნე. დროებით უმუშევარი. 2017 წელს დავქორწინდი და მყავს ორი ქალიშვილი. ჩანახატების წერა 13 წლიდან დავიწყე. თავისუფალ დროს ვწერ, ფილმებს ვუყურებ და რედაქტირებას ვუკეთებ თითოეული მათგანის პატარა მონაკვეთებს. ვარ მოყვარული ფოტოგრაფი და ვიღებ მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

გამოქვეყნებული მაქვს წიგნი ,,სიზმრებს მიღმა“.


სინოპსისი

 მოქმედება ხდება 2000-იან წლებში. პიანინოს ხელოსანი მამაკაცი, რომელსაც ბავშვობაში პიანინო გაუყიდეს, ცხოვრების რთულ ეტაპზე გაიცნობს მეზობლად გადმოსულ პიანისტ გოგოს. დამეგობრების შემდეგ, მათი ურთიერთობა პრობლემას წააწყდება, რა დროსაც მამაკაცი გოგონას სახლში არსებულ პიანინოზე საიდუმლოს გაიგებს.

გარკვეული დროის შემდეგ გოგონა მიემგზავრება სხვა ქვეყანაში და პიანინოს მამაკაცს უტოვებს. თუმცა ჩამოსვლისას კაცი გარდაცვლილი დახვდება, პიანინო კი - დაკარგული. ამის შემდეგ გოგონას ეწყება ჰალუცინაციები. იწყებს ფსიქოლოგთან სიარულს, გაიცნობს ახალგაზრდა მამაკაცს. საბოლოოდ იგებს, რომ პიანინო მასაც ჰქონდა ერთ დროს.

შეშინებულსა და იმედგაცრულებულს, ბიჭი ეხმარება პიანინოს მოძებნაში, მათი სასიყვარული ურთიერთობა გოგონას მეტად თავდაჯერებულს ხდის. საბოლოოდ კი პიანინოს მოხუცებულთა თავშესაფარში იპოვნიან. აქვე ხვდებიან გოგონას დაკარგულ მამასა და პიანინოს ხელოსნის ყოფილ კლიენტს.

გოგონა თავშესაფარში იწყებს მუშაობას. მოხუცის სიყვარულის ისტორიებს ისმენს და ერთ დღესაც, როდესაც პიანინოს ქვეშ ფურცლები დაუცვივდება, მაშინ გაიგებს, თუ ვის ეკუთვნოდა რეალურად კლავიშებიანი საკრავი ყოველთვის...

ამ ისტორიებს ყვება ადამიანი, რომელიც თავად მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინაა.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური